
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
“არა ნატოს ექსპანსიას” – აშშ-ს საელჩოსთან რადიკალები აქციას მართავენ. ათეულობით ადამიანი საქართველოს დასავლურ კურსს აპროტესტებს. აქციის მონაიწლეებმა ადგილზე სიმბოლურად კარი მიიტანეს იმის დასტურად, რომ ნატო საქართველოს გაწევრიანებას მხოლოდ პირდება და პირობას არ ასრულებს. ღია კარის პოლიტიკის გამო ჩვენ ვხედავთ რა დღეში ჩავარდა ჩვენი ქვეყანა “ნატო-ნატოს” ძახილში. შეგვაჯახეს რუსეთის უძლიერეს იმპერიას, რომელთან შეჯახებამაც გამოიწვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა”, – ამბობს ალექსანდრე ფალავანდიშვილი. აქციაზე მყოფი პრორუსული დაჯგუფების წევრები ფიქრობენ, რომ უკრაინამ თავის საქმეს თავად უნდა მიხედოს. ტვ პირველი The post “არა ნატოს ექსპანსიას” – აშშ-ს საელჩოსთან რადიკალები აქციას მართავენ appeared first on [/url]. ALIA.GE
-
24 თებერვალს, ღამის საათებში გორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 24 თებერვლის 00:00სთ-დან 03:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 03:00სთ-დან 06:00სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე." - წერია განცხადებაში. tia.ge
-
თბილისსა და მთელ საქართველოში შინაური ცხოველების გამრავლება, მათ შორის გაყიდვის მიზნით მოშენება, შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური ნებართვით. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, მერია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლების ჩართულობით და პარლამენტთან ერთად სპეციალურ კანონზე მუშაობს. კალაძის თქმით, ეს დაარეგულირებს არა მხოლოდ შინაური ცხოველების გამრავლების, ასევე მოვლის წესებს. “პრობლემების შინაარსს რომ გადავხედოთ, ეს არის ცხოველთა არაკონტროლირებადი გამრავლება, მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება თბილისში ძალიან ხშირია და მოსახლეობა ძალიან წუხს. ცხოველთა სასტიკი მოპყრობა და მათი ორთაბრძოლები კატეგორიულად მიუღებელია. ცოფისა და სხვა დაავადებების გავრცელების პრევენცია, ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები… კანონპროექტით იქნება მყარი სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებში ეფექტურად გადაიჭრას ამ […] REZONANSI
-
მსახიობი, ნინო მუმლაძე "თბილისელებთან" საუბრისას სახალისო ისტორიას იხსენებს: "დიახ, უამრავი ჭორი დადიოდა და ზოგი მაწყნარებდა: ხალხს ნუ უსმენო (იცინის). როცა ორსულს ვთამაშობდი, გარე გადაღების დროს ხელოვნური მუცლით მიწევდა აქეთ-იქით ბოდიალი და დაიძრა ჭორი: მართლა ორსულად ყოფილაო. არადა, არც მაშინ და არც ახლა, ჩემს გარშემო მამაკაცის ჭაჭანება რომ არ არის, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ისევ ააგორეს ჭორი: ორსულად გაგლოევისგან იქნებაო. აბა, მაგის მეტი, სხვა კაცი, ჩემ გვერდით არავინ უნახავთ (იცინის). სხვათა შორის, გიორგის სრულიად თბილისი ურეკავდა და ეკითხებოდა: ნინო მართლა შენგან არის ორსულადო? გაგლო ამაზე იცინოდა, მაგრამ ბოლოს, თეატრალურის პედაგოგმა რომ დაურეკა, იქ გაგიჟდა (იცინის). ერთხელ კი ჟურნალისტმა დამიბარა ინტერვიუზე, ვიდეოგადაღება გვქონდა კაფეში. რომ შევედი, გამარჯობის მაგივრად მკითხა: რა, ორსულად არ ხარო? საიდან მოიტანეთ-მეთქი. რა საიდან, დანამდვილებით ვიცი, გიორგი გაგლოევისგან ხარ ორსულად და მაგ თემაზე უნდა გამეკეთებინა გადაცემაო (იცინის). გამეცინა და ვუპასუხე: რა ნამდვილად, სანთელი გეჭირა-მეთქი (იცინის). ეგონა, ორსული ნინო მუმლაძე გამოვიჭირე, სკანდალსა და ექსკლუზივს დავდებო და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა (იცინის). ახლა რომ ვაკვირდები, პოპულარობა სერიალმა „ბიჭებმა და გოგონებმა“ მომიტანა, ჭორები კი – „ჩემი ცოლის დაქალებმა (იცინის). ძალიან მიყვარს კამერა და გამიჭირდება თქმა – თეატრი მირჩევნია თუ სცენა. ზოგადად, მსახიობებს ფინანსურად გვიჭირს და ამიტომ ვცდილობთ, სხვა სამსახურიც შევითავსოთ. ასევე, ვიყავი ტელეგადაცემისა და რადიოგადაცემის წამყვანი და ეს ძალიან მეხმარებოდა ფინანსურად. სამწუხაროდ, დღეს აღარ მაქვს ეს სამსახურები. მოზარდ მაყურებელთა თეატრში კი ვარ, მაგრამ ფინანსურმა სიდუხჭირემ მიბიძგა, ამის პარალელურად რაღაც გამეკეთებინა და მე და ჩემმა ჟურნალისტმა მეგობარმა, ნონიკა ვაშაყმაძემ საბავშვო ტელე-კინოაკადემია – „ინოვატორი“ დავაფუძნეთ. ცოტა მეშინოდა, რისკიანიც არ ვარ და ჩემმა მეგობარმა დამაჯერა. ჯერ დამწყებები ვართ, პანდემიაც დაგვემთხვა, თუმცა რისკმა გაამართლა", - ამბობს მუმლაძე. tia.ge
-
თბილისის მერი, კახა კალაძე ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვას გამოეხმაურა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, აკრძალულ ტერიტორიებზე გარევაჭრობა დაუშვებელია. "გარემოვაჭრეების გადაყვანა მოხდა ბაზრობის ტერიტორიაზე. არ იფიქროთ, რომ ჩვენ არ გვესმის და ვერ ვხედავდეთ იმ გაჭირვებას, იმ სოციალურ პრობლემებს, რომელიც ზოგადად ქვეყანაშია და ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ძალიან კარგად მესმის ყველასი, შევდივარ ყველას მდგომარეობაში, ყველაფერს ვითვალისწინებ, აბსოლუტურად მესმის, მაგრამ ამ საქმიანობის წარმოება, გარევაჭრობა დაუშვებელია, იმიტომ, რომ ძალიან დიდ დისკომფორტს ვუქმნით სხვა ადამიანებს. არავინ არ გიშლით თქვენ ამ საქმიანობის გაწევას, არავინ არ გიშლით აკეთოთ ის, რასაც აკეთებდით, მაგრამ ყველაფერი ცივილურ ფორმაში უნდა მოხდეს. არის ბაზრობა, ბაზრობის ტერიტორია. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან? მათ არ უჭირთ? ტყუილად დგანან ყოველდღიურად იმისათვის, რომ ლუკმაპური შეიტანონ თავიანთ ოჯახში? რა თქმა უნდა, მათაც უჭირთ, მაგრამ კანონმორჩილი ადამიანები არიან და კარგად ესმით, რომ გარეთ ვაჭრობა არ შეიძლება და ყველაფერი ერთად - ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, ყველი, ხორცი, ტროტუარზე დაწყობილი იყიდებოდეს ეს ნორმალურია? ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება და არ იქნება დაშვებული. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბაზრობის დირექციას მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, ძალიან კარგად გვეთანამშრომლნენ და შესაძლებლობა მოგვცეს გარემოვაჭრეებისთვის გამოყოფილიყო სივრცე და ამ ადამიანებს მისცემოდათ ნორმალურ პირობებში მუშაობის შესაძლებლობა. მათ აქვთ საშუალება თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა ბაზრობის ტერიტორიაზე, ყოველგვარი პრობლემების გარეშე გააგრძელონ. სივრცეებს, სადაც აკრძალულია ვაჭრობა, ვერ დავუშვებთ. წესრიგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ჩვენი საქმიანობით სხვას არ უნდა შევუშალოთ ხელი. ამისთვის არსებობს შესაბამისი სივრცეები, სადაც ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოგეცემათ საშუალება თქვენი ეკონომიკური საქმიანობა გააგრძელოთ,“ - განაცხადა კალაძემ. tia.ge
-
ვხედავთ, რამდენად რთულია საერთაშორისო ვითარება, რა საფრთხეებს ქმნის არსებული გამოწვევები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლის სისტემის შესუსტება ან ნატო-ს ბლოკის სამხედრო აქტივობა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელიც მან „სამშობლოს დაცვის დღესთან“ დაკავშირებით გაავრცელა. მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის მზად არის „პირდაპირი და გულწრფელი“ დიალოგისთვის, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა მისთვის უპირობოა. „ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ღიაა პირდაპირი და გულწრფელი დიალოგისთვის, ყველაზე რთული პრობლემების დიპლომატიურად გადაჭრის გზის გამოსაძებნად, მაგრამ ვიმეორებ: რუსეთის ინტერესები და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ჩვენთვის უპირობოა. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ არმიისა და საზღვაო ფლოტის განვითარებას და გაუმჯობესებას”, – დასძინა პუტინმა. REZONANSI
-
კორონავირუსის პანდემიის მეექვსე, ყველაზე მძიმე ტალღა ქვეყანაში შემცირებისკენ მიდის, დაღმავალ მრუდზეა – მეორე პიკის საშიშროება გავიარეთ, – ამის შესახებ თსსუ-ის პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ჩხაიძე განმარტავს, მრუდი, რომელიც ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელს ასახავს, მიუთითებს, რომ 2 თებერვლიდან დღემდე ინფიცირების მაჩვენებელი სტაბილურად მცირდება. ამასთან, აღნიშნავს, რომ ნაკლებად წარმოსადგენია ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატოს. „ინფიცირების მაჩვენებლის ბოლო 3 კვირის სტატისტიკის მიხედვით, შესაძლებელია საუბარი, რომ პანდემიის მეექვსე ტალღა დაღმავალ სტადიაშია. ის მრუდი, რომელიც ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელს ასახავს, მიუთითებს, რომ 2 თებერვლიდან დღემდე სტაბილურად მცირდება ინფიცირების მაჩვენებელი. თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თებერვლის ბოლო, მარტის […] REZONANSI
-
პარაფსიქოლოგი ლია ხუციშვილი, გადაცემაში ღამის პრაიმ ტაიმი ამბობს,რომ თბილისში ცუდი აურაა, ადამიანები ერთმანეთზე დაბოღმილები არიან და საშინელებებს უკეთებენ. „ღვთისმშობლის ტაძარი წერეთელზე პაპაჩემის აგებულია, იქ რომ მივდივარ, ვხედავ, როგორ იხედება უფალი... ღვთისმშობელი კიდე ქვითინებს. შედიან და ითხოვენ: კაცი მინდა, ფული მინდა, მომაპარინე.... საშინელი აურაა ყველგან. კიდევ იტყვიან ჯადო არ არსებობსო. როგორ არ არსებობს, მას შეუძლია 40 დღეში მოკლას ადამიანი. ჯადოს დროს ზოგს უფულობა ეწყება, ზოგი ქმარს შორდება, ზოგს სექსი აღარ უნდება, არსებობს როგორ არ არსებობს, ყველაფერი არსებობს და არ უარყოთ თორემ თქვენ თავზე გამოცდით“, - თქვა ლია ხუციშვილმა. tia.ge
-
მსახიობი, ანი ტყებუჩავა "თბილისელებს" კარიერასა და ოჯახზე ესაუბრა. როგორც ანი კარიერაზე საუბრისას ამბობს, საქართველოში ვერ იქნები მსახიობი, რომელიც მაღალ ჰონორარებს ითხოვს. "სულ ვამბობდი, ჩემი პროფესია იმდენად მიყვარს, თუ მისით რეალიზების ფუფუნება მექნება, ელემენტარული ჰონორარით დავკმაყოფილდები-მეთქი. მაშინ არ მქონდა ოჯახი და შესაბამისად – პასუხისმგებლობები შვილების წინაშე. როცა ეს არის, მერე მოთხოვნებიც იზრდება და ხარჯებიც. სულაც არ არის ისე, როგორც წარმოუდგენიათ. დღეს საქართველოში არ არის ბევრი ფული, თუმცა ადამიანებს შეიძლება, ჰგონიათ, რომ ათი წელია, სერიალში ხარ და დიდი ანაზღაურებაც გაქვს. თურქულ სერიალში რომ ვმონაწილეობდე, ალბათ, მილიონერი ვიქნებოდი, მაგრამ მე მხოლოდ საშუალო ფენას ვეკუთვნი (იცინის). სერიალი მიყვარს და აქ რაღაცების უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს. ხელფასს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აქ არ ვარ მარტო ხელფასის გამო. საერთოდ, ვცდილობ, მხოლოდ ფულის გამო არ გავაკეთო რაღაცები, მაგრამ მიწევს. მხოლოდ ჰონონარის გამო შეიძლება, რეკლამაში მიიღო მონაწილეობა და ეს ჰონორარი ისეთი უნდა იყოს, ოდნავ მაინც შეეძლოს რაღაცის შეცვლა, მაგრამ საქართველოში მაინც ვერ იქნები მსახიობი, რომელიც მაღალ ჰონორარებს ითხოვს", - ამბობს ტყებუჩავა. tia.ge
-
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია. იგი ადგილობრივი, სოფელ ჭალეს მკვიდრი 35 წლის ვასო უბილავაა. ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ექიმებმა რამდენიმე საათიანი ბრძოლის მიუხედავად ვერ შეძლეს. ახალგაზრდა ზუგდიდის „ევექსის“ რეფერალურ კლინიკაში საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა, მიუხედავად მთელი კლინიკის პერსონალის მობილიზებისა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. ზუგდიდის რეფერალური კლინიკის ინფორმაციით, მცირეწლოვანს თავის ტვინი დახურული ტრავმა აღენიშნებოდა და ის ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. წყარო: digest.pia.ge The post ცნობილია გუშინ მომხდარ უმძიმეს ავარიაში მომხდარი დაღუპული ახალგაზრდას ვინაობა – 35 წლის კაცის სიცოცხლისთვის მთელი საავადმყოფო იბრძოდა… appeared first on InterPost.ge. View the full article
-
დღეს, 23 თებერვალს, თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია “თელასი” ავრცელებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის, ართმელიძის, შეშელიძის, სარაჯიშვილის და თემქის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების (ნაწილობრივ), 17 შინდისელი გმირის, ზაქარია მხარგრძელის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯავახეთის, წულუკიძის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების (ნაწილობრივ) და კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების (ნაწილობრივ) და სოფელი დიდი ლილოს მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), თიანეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), კანდელაკის, მიქატაძის, საბაშვილის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, კოტეტიშილის, კრავეიშვილის, ჩიტაძის, ყიფიანის, მესხის, არსენას, ვეძინის და ბესიკის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, კოტეტიშვილის, კრავეიშვილის და ჩიტაძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიაშვილის, გალის, ბარნოვის, თერგის, კეკელიძის და უმიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კარტოზიას, რამაზ ჩხიკვაძის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშნებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. კრწანისის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ლაისტის, დიდი ხეივნის, დიმიტრი გულიას, ბადაგის, გულუას, კოტე აფხაზის, აბესაძის, ხეივნის, ჟორდანიას, გიორგი ნიკოლაძის, უსახელოურის, წითლანაძის და გორგასლის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ლაისტის, დიდი ხეივნის, დიმიტრი გულიას, ბადაგის, გულუას, კოტე აფხაზის, აბესაძის, ხეივნის, ჟორდანიას, გიორგი ნიკოლაძის, უსახელოურის, წითლანაძის, გორგასლის, შოთა ნიშნიანიძის, საბატონოს, კრწანისის, კალანდაძის, მელქაძის, წინანაურის, ორთაჭალის, ბერძნის, თორთლაძის და მეფე სოლომონ მეორეს ქუჩების მოსახლეობას.. The post თბილისში შუქი დღესაც ჩაქრება | ქუჩების ჩამონათვალი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
400-მდე ოჯახი, რომელსაც დღეს უსახლკაროს სტატუსი აქვს უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური საცხოვრებელი სახლებით – პირობას ვდებთ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახი არ იქნება საცხოვრისის გარეშე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, წელს საცხოვრებელი ფართით დაახლოებით 60 ოჯახი დაკმაყოფილდება. „ჩვენ არჩევნების დროს დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, ეს ეხება უსახლკარო თბილისელებს, რომლებსაც არ აქვთ საცხოვრებელი სახლები. ჩემი და ჩემი გუნდის დაპირება იყო, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. 400-მდე ოჯახი, რომელსაც დღეს უსახლკაროს სტატუსი აქვს უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური საცხოვრებელი სახლებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს ყველა დაპირებას პირნათლად ვასრულებთ და თანმიმდევრულად მივყვებით იმ გაწერილ პროგრამას და გეგმას, რომელიც წარვუდგინეთ საზოგადოებას. დღეს 8 ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ სახლს და წელს რამდენიმე ათეული ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული მუნიციპალური საცხოვრისით, დაახლოებით 60 ოჯახი. პირობას ვდებთ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახი არ იქნება საცხოვრისის გარეშე. ჩვენ ყველანაირ ხელშეწყობას ვაკეთებთ, ყველანაირად გვერდში ვუდგავართ ოჯახებს, ვინც მართლა გაჭირვებულია, ვინც უსახლკაროობის პრობლემას მართლა განიცდის და არა კონკრეტულ დაჯგუფებებს, რომლებიც თაღლითურად იტაცებენ სახელმწიფო მიწებს, ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ და ყოველთვის მუნიციპალიტეტის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ დავიცავთ მიწებსაც, ჩვენ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოსაც, საზოგადოებასაც და ყველას. ჩვენი მოქმედებები არის კანონის ფარგლებში და ყველაზე მთავარი ეს არის სამართლიანობა. სამართლიანად ვუდგებით ყველას და ყველაფერს“, – განაცხადა თბილისის მერმა. The post “მინდა კარგი ამბები გაცნობოთ” – კახა კალაძე appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ოკუპანტების მიერ გატაცებული ყოფილი ჯარისკაცი ისევ ტყვეობაში რჩება. დე-ფატქო რეჟიმმა ე.წ. სასმართლო პროცესი უვადოდ გადადო. საოკუპაციო რეჟიმს ყოფილი ჯარისკაცი უკვე სამი თვეა ცხინვალის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში ყავს გამოკეტილი. "ხელისუფლება გვყავს?! მამუკას თავი რომ დავანებოთ, უკრაინას არანაირი დახმარება არ აღმოუჩინა, ქვეყანას, რომელიც ყველა ომში ჩვენ გვერდით იდგა. ჩვენი ბიჭები იქ იხოცებიან და საქართველოს ხელისუფლება კი უმოქმედოა. სოლიდარობა მაინც რომ გამოუცხადონ. მამუკას რაც შეეხება, ჩვენ ისევ ევროპას ან წითელ ჯვარს თუ შევეხვეწებით, აბა ამათ რუსეთის ეშინიათ"- აცხადებენ მამუკა ჩხიკვაძის ოჯახის წევრები. მამუკა ჩხიკვაძის გარდა ოკუპანტების ტყვეობაში საქართველოს კიდევ 5 მოქალაქე რჩება. tia.ge
-
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 504 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 251 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 253 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 10 230 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 575 999. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 29.89% ხოლო 7 დღის მანძილზე – 27.73%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 223 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 429 763. ბოლო 24 საათში კორონავირუსით […] REZONANSI
-
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო პირბადის ტარების ვალდებულებას მაშინ მოხსნიდა, თუ მოსახლეობის 80%- ზე მეტი იქნებოდა სრულად აცრილი. „2 წელი გახდება, რაც კოვიდთან ერთად ვცხოვრობთ. საკმაოდ რთული 2 წელი გავიარეთ. სხვადასხვა მართვის მექანიზმი გამოსცადა კაცობრიობამ. შოლტი და მათრახი ყოველთვის არ მუშაობს, უკეთესია თვითშეგნება. ჩვენი თვითშეგნება უნდა იყოს, რომ პირბადე ვატაროთ. აცრის მაჩვენებელი მაღალი არ გვაქვს. ჩვენ, რომ სრულად აცრილების მაჩვენებელი 80%-ზე მეტი გვქონდეს, ინგლისის მსგავსად 60 % იყოს “ბუსტერით” აცრილი, დღეს თავისუფლად მიიღებდა საბჭო გადაწყვეტილებას, რომ მოხსნილიყო პირბადის ტარება, გაზაფხული მოდის, თბილი ამინდები იქნება. ერთადეთი დამცველი საშუალებაა პირბადე და აცრა”, – განაცხადა გამყრელიძემ. The post სრულად აცრილების მაჩვენებელი 80%-ზე მეტი რომ გვქონდეს, პირბადის ტარება მოიხსნებოდა – ამირან გამყრელიძე appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ამ გლობალურ დაპირისპირებაში ჩვენ სწორი ადგილი ამოვირჩიეთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. “ზოგადად, დაპირისპირების დინამიკა, რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის კარგა ხანია, ასე ვთქვათ, 2006 წლიდან ვითარდება, არის საფრთხის შემცველი. საქართველომ ამ გლობალურ დაპირისპირებაში სწორი ადგილი ამოირჩია. სწორი პოზიციაა ის, რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის ასოცირებული წევრი და 2012 წლის შემდეგ წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, რომელიც წამოვიწყეთ, იგივე განვითარებული სამყაროს ქვეყნებთან ახლო, ორმხრივი ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და უამრავი სხვა“, – განაცხადა ვოლსკიმ. ვოლსკის თქმით, რუსეთს სხვადასხვა ბერკეტი აქვს და არ აქვს იმის შიში, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები უცებ გადაწყვეტენ, რომ უკრაინა-საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრები გახდნენ. “რუსეთს საკმაოდ სერიოზული ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს დღეს. მით უმეტეს, ბაიდენმა თქვა კიდეც, რომ ნატო-ში უკრაინის წევრობა შორეული პერსპექტივაა. ნატო-ში არიან წევრი ქვეყნები, რომლებიც არც თუ პოზიტიურად არიან განწყობილი საქართველოს, თუ უკრაინის გადაუდებელ წევრობაზე. აი, ამის ანალიზია საჭირო“, – განაცხადა ვოლსკიმ. მისივე თქმით, საქართველოს გაცხადებული აქვს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო სურვილი, რომ აუცილებლად გახდეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი, რაც ვინმეს წინაშე კეკლუცობა არ არის. “როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ნატო-ს წევრობა გვინდა და აუცილებლად გავხდებით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი, ეს ვინმეს წინაშე კეკლუცობა არ არის, მაგრამ ამ ჩვენს პოზიციას უპირისპირდება აბსოლუტურად დესტრუქციული პოლიტიკური ოპონენტების პოზიცია. ამ თემაზე მაინც რომ ვიყოთ გაერთიანებული, რასაკვირველია, უკეთესი იქნებოდა“, – განაცხადა ვოლსკიმ. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ნატო-ს წევრობა, რა თქმა უნდა, საქართველოს სამომავლო პერსპექტივაა, რომ უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი და გარანტირებული, მაგრამ რეალურად, ჩვენმა პარტნიორებმა ამისთვის ველი უნდა მოასუფთაონ და მაშინ მიიღონ გადაწყვეტილება. “ჩვენ რომ მუდმივად ვსაყვედურობთ, კარი ღია გაქვს, ჩვენ ვაკაკუნებთ და ა.შ, ეს საზოგადოებაში არასერიოზულ განწყობებს უწყობს ხელს“, – განაცხადა ვოლსკიმ. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ ცვლის ევროპაში უსაფრთხოების გარემოს ის, რაც ახლა ხდება უკრაინასთან მიმართებაში და რამდენად ჩნდება ველის მოსუფთავების პერსპექტივა, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამისთვის ვითარება მწიფდება. წამყვანის შეკითხვაზე, რა ტიპის პასუხი შეიძლება, ჰქონდეს დღეს საქართველოს რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე უკრაინაში, რაც როგორც განმარტებულია, მიმართულია იქითკენ, რომ უკრაინამ უარი თქვას, გახდეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია და დამოკიდებულება არის ანალიზზე აგებული. “ისე არ არის, ვიღაც რომ გამოვა და ვიღაცის ნიშნის მოგებისთვის რომ პოპულისტურ განცხადებას გააკეთებს. ეს ბრიუსელში და ვაშინგტონში კარგად ესმით, მაგრამ კახეთის გზატკეცილზე ვერ გაიგეს იმ ოფისში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. სტატიის წყარო: ფრონტნიუსი The post გია ვოლსკი – ამ გლობალურ დაპირისპირებაში ჩვენ სწორი ადგილი ამოვირჩიეთ appeared first on InterPost.ge. View the full article
-
27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. საქართველოს რაგბის კავშირმა გუშინ ამ მატჩთან დაკავშირებით ანონსი სოციალურ ქსელებში უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა, რითაც უკრაინას რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტში მხარდაჭერა გამოუცხადა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/274586196_381424327127404_749889439481368517_n.jpg გუშინვე, რუსეთის რაგბის კავშირმა რაგბი ევროპას მიმართა, რათა ქართულ მხარეს უკრაინულ ენაზე გამოქვეყნებული ტექსტი წაეშალა. “რუსეთის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა რაგბი ევროპას მიმართეთ თხოვნით, რათა ეს სიტუაცია შეესწავლათ. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ მსგავსი პოსტის გამოქვეყნება მიუღებელი და წესების დარღვევა იყო. შემდეგ, რაგბი ევროპამ ქართულ მხარეს პოსტის წაშლა მოსთხოვა”, – განაცხადა რუსეთის რაგბის კავშირის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ანტონ ხაზილოვმა. დღეს, საქართველოს რაგბის კავშირის სოციალურ ქსელების გვერდებზე უკრაინულ ენაზე გამოქვეყნებული პოსტი აღარ ჩანს. The post რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული ტექსტი წაშალა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
მთავრობამ დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა დაამტკიცა. დადგენილების მიხედვით, ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 770 000 ლარით. თანხა გათვალისწინებულია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარებისთვის. კერძოდ: შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა მუნიციპალურ დონეზე, საშუამავლო მომსახურების მიწოდება-განვითარება, მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, დასაქმების ფორუმების მოწყობა. პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია ვაკანსიების მონიტორინგი და თვისებრივი კვლევების განხორციელება მინიმუმ წელიწადში ერთხელ, სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმოება, სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა. დადგენილების მიხედვით, ქვეპროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო და დასაქმების სააგენტო. „სააგენტო უფლებამოსილია, გამოიყენოს ქვეპროგრამის ფარგლებში არსებული მონაცემთა ბაზები, ასევე მიიღოს და დაამუშაოს პირის პერსონალური მონაცემები, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. ასევე, ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციარის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის შეთანხმებულ ფორმატში ითანამშრომლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან“. პროგრამა ითვალისწინებს დასაქმების კონსულტანტის შტატის შექმნას. „ეს იქნება პირი, რომელიც სამუშაოს მაძიებელს ეხმარება და უყალიბებს სამოქმედო გეგმის მიხედვით ქცევის წესებს შრომის ბაზარზე სწრაფი ინტეგრაციისათვის“, – წერია ბრძანებაში. სააგენტო ვალდებულია, ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ანგარიში სამინისტროს კვარტალურად მიაწოდოს. ვინ შეიძლება იყვნენ დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები? დევნილის სტატუსის მქონე პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ან სახელმწიფო ზრუნვიდან გასული პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი დადგენილების მიხედვით, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დასაქმებული ბენეფიციარის შრომის ანაზღაურების სუბსიდირება ვაუჩერის საშუალებით, ამ დანართის მე-3 მუხლით დადგენილი პირობებით. „ერთ ბენეფიციარზე ვაუჩერის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს თვეში. ბენეფიციარებისთვის შრომის ანაზღაურების სუბსიდირების გადახდის მიზნით სააგენტო მასთან დებს ხელშეკრულებას. ეს ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს შემდეგ პირობებს: ა) სუბსიდირებული პირის შესახებ მონაცემებს ბ) შრომის ანაზღაურების სუბსიდიის გადახდის ვადას გ) ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ზუსტ ოდენობას დ) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოვალეობებს ე) ხელშეკრულების ხანგრძლივობას სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციართა სუბსიდირებას დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ ვაკანსიაზე გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 560 ლარისა“, – წერია მთავრობის დადგენილებაში. ქვეპროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 9 თვის ვადით. დასაქმებულს ეს სუბსიდია ეძლევა არანაკლებ 3 თვის ვადით. დადგენილების მიხედვით, დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სააგენტოსაგან გაცემულ ვაუჩერს ბენეფიციარი წარადგენს დამსაქმებელთან, რომელიც, თავის მხრივ, ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულ ვაუჩერს აგზავნის სააგენტოში სუბსიდირების დაფინანსებისთვის, ამასთან, ვადების დარღვევით წარდგენილი ვაუჩერი არ ანაზღაურდება. დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურების სუბსიდია სრულად დააბრუნოს, თუ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 6 თვემდე პერიოდში, დამსაქმებლის ინიციატივით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე შეწყდება. დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურების სუბსიდიის ნახევარი დააბრუნოს, თუ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 6-დან 9 თვემდე პერიოდში, დამსაქმებლის ინიციატივით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე შეწყდება. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებზე პასუხისმგებელია დამსაქმებელი. პროგრამა ასევე ითვალისწინებს სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და მათ გადამზადებას. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 100 000 ლარით. თანაბარ პირობებში არსებობისას, უპირატესობა ექნებათ შემდეგი კატეგორიის პირებს: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს დაბრუნებულ მიგრანტებს, რომელთა დაბრუნებიდანაც არ არის გასული 1 წელზე მეტი აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ბენეფიციარებს სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ 16-დან 18 წლამდე ასაკის პირებსა და ასევე, სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსულ პირებს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათ ოჯახის წევრებს ქალებს არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვან და სრულწლოვან 21 წელს მიუღწეველ პირებს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს ეთნიკურ უმცირესობებს ოჯახში ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლ პირებს სამუშაოს მაძიებლებს, რომლებსაც არ მიუღიათ გასულ წლებში ამ ღონისძიებაში მონაწილეობა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებულ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს სამუშაოს მაძიებლებს, რომლებიც ღონისძიების განხორციელების პერიოდში არ არიან დაქირავებით დასაქმებულები ბოლო 1 წლის განმავლობაში მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებს და სხვა. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა პირველი მარტიდან ამოქმედდება. The post ვინ ისარგებლებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამით – მთავრობის ახალი დადგენილება appeared first on InterPost.ge. View the full article
-
“ჰალ სიტი” ჩემპიონშიპის 34-ე ტურში ბოლოადგილოსან “ბარნსლისთან” 0-2 დამარცხდა. “ჰალიმ” “ბარნსლისთან” სრულიად უშანსოდ წააგო, არადა “ჰალის” სტადიონი 2017 წლის შემდეგ ყველაზე მეტად გაივსო – 16 421 მივიდა მოგების სანახავად, თუმცა მოედანი ფანებმა თამაშის დასრულებამდე გაცილებით ადრე დატოვეს. სოციალურ ქსელში გულშემატკივრების ერთი ნაწილი კვლავ არველაძის წასვლას და ყოფილი მწვრთნელის, გრანტ მაკკანის დაბრუნებას ითხოვს. “სიტი” გასავარდნ ზონას ნელ-ნელა უახლოვდება. “კომპენსაციას როდის მივიღებ იმ ყველაფრისთვის, რასაც ვუყურე?” “ჩემი ფიქრები და ლოცვები იმ 16 ათას ადამიანთან ერთად არის” “მაკკანის წასვლის შემდეგ არაფერი გაკეთებულა” “სამარცხვინო თამაში იყო, არაფერია სათქმელი” http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/Screenshot_2-2.png The post შოთას გუნდიდან გაუშვებენ? “ჰალი” ბოლო ადგილოსანთან უშანსოდ დამარცხდა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
“მანჩესტერ სიტის” უკრაინელმა ფეხბურთელმა ალეკსანდრ ზინჩენკომ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და მის სამშობლოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. “მთელი ცივილიზირებული სამყარო შეშფოთებულია ჩემს ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო. ფოტოზე ჩემი ქვეყანაა. ქვეყანა, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე. ქვეყანა, რომლის ფერებსაც საერთაშორისო სპორტულ არენებზე ვიცავ. ქვეყანა, რომელსაც ვცდილობთ, რომ სახელი გავუთქვათ და განვავითაროთ. ჩემი ქვეყანა უკრაინელებს ეკუთვნით და მას ვერავინ წაგვართმევს. ჩვენ არაფერს დავთმობთ. დიდება უკრაინას!” – წერს ზინჩეკო Instagram-ში. View this post on Instagram A post shared by Alex Zinchenko (@zinchenko_96) The post ზინჩენკო: “ჩემი ქვეყანა უკრაინელებს ეკუთვნით, არაფერს დავთმობთ!” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის ერთი წელი და შიდა ქართლი- პროექტები და ინიციატივები, რომლებიც სწორედ ღარიბაშვილის ორგანიზებით განხორციელდა. ვრცელია იმ საკითხების ჩამონათვალი, რა მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. პენსიების ზრდა, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დაწყებული პროგრამები და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგალში შიდა ქართლშიც წარმატებით განხორციელდა – ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობა 2021 წლის თებერვალში ჩაიბარა. REZONANSI
-
ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის ერთი წელი და შიდა ქართლი- პროექტები და ინიციატივები, რომლებიც სწორედ ღარიბაშვილის ორგანიზებით განხორციელდა. ვრცელია იმ საკითხების ჩამონათვალი, რა მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. პენსიების ზრდა, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დაწყებული პროგრამები და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგალში შიდა ქართლშიც წარმატებით განხორციელდა – ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობა 2021 წლის თებერვალში ჩაიბარა. REZONANSI
-
გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე აფთიაქი “ფარმადეპო” გაქურდეს. ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ტერიტორია შემოსაზღვრული იყო ყვითელი ლენტით. არსებული ინფორმაციით, აფთიაქიდან თანხა წაიღეს. REZONANSI
-
“ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელმა ჰარი კეინმა კლუბთან კონტრაქტი შესაძლოა, გაახანგრძლივოს. ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ “დეზებს” 28 წლის ფეხბურთელთან შრომითი ხელშეკრულების გრძელვადიანი პერიოდით გაგრძელება სურთ. თავის მხრივ, კეინს ლონდონური გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან მუშაობა მოსწონს და მისი პროექტით კმაყოფილია, თუმცა თვლის, რომ გადაწყვეტილების მისაღებად თებერვალი ან მარტი ადრეული პერიოდია. შეგახსენებთ, რომ ინგლისელ ფორვარდს გასულ წელს “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა სურდა. ჰარი კეინმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში 17 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს. The post კეინი კონტესთან მუშაობით კმაყოფილია appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ეხმაურება გერმანიის გადაწყვეტილებას გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ისთვის სერტიფიცირების შეჩერების შესახებ და ევროპას ბუნებრივ აირზე ფასის მატების შესახებ აფრთხილებს. „გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოსცა ბრძანება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ სერტიფიცირების პროცესის შეჩერების შესახებ. კარგი, კეთილი იყოს მამაც, ახალ სამყაროში თქვენი მობრძანება, სადაც ძალიან მალე ევროპელებს მოუწევთ 2 000 ევროს გადახდა 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზისთვის“ – წერს მედვედევი „ტვიტერის“ გვერდზე. ცნობისთვის, დღეს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ „ჩრილოეთი ნაკადი-2-ის“ გაზსადენის სერტიფიცირება შეჩერდება უკრაინის აღმოსავლეთში მოსკოვის ქმედებების საპასუხოდ. „რაც შეეხება უკანასკნელ მოვლენებს, ჩვენ გვჭირდება ვითარების გადაფასება „ჩრდილოეთი ნაკადი-2-თან“ დაკავშირებით. ეს ძალიან ტექნოკრატიულად ჟღერს, მაგრამ ეს […] REZONANSI