Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. რა ხდება დონბასში, იმ ადგილას, სადაც რუსეთის ჯარმა უკრაინულ მხარეს ცეცხლი გაუხსნა – კადრები ადგილიდან. შეგახსენებთ, რომ 19 თებერვლის დღის განმავლობაში დონბასში რუსეთის ჯარებმა უკრაინულ მხარეს ცეცხლი 136-ჯერ გაუხსნეს, მიმდინარე დღის დასაწყისიდან ცეცხლის შეწყვეტის 8 დარღვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. „გასული დღის განმავლობაში, 19 თებერვალს, დაფიქსირდა 136 დარღვევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ, მათგან 116 იყო მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით“, – აცხადებენ უწყებაში. დაბომბვის შედეგად ორმა უკრაინელმა სამხედრომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო. ოთხმა სამხედრომ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. საბრძოლო დაზიანება მიიღო ერთმა ჯარისკაცმა. წყარო: დონბასის ადგილობრივი მედია The post რა ხდება დონბასში, იმ ადგილას, სადაც რუსეთის ჯარმა უკრაინულ მხარეს ცეცხლი გაუხსნა – კადრები ადგილიდან appeared first on InterPost.ge. View the full article
  2. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ქალ ფეხბურთელებს შორის, აშშ კალიფორნიაში ახალ ზელანდიას დაუპირისპირდა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა. შეხვედრაში პირველი სამი გოლი ზელანდიელთა მცველმა, მეიკაილა მურმა საკუთარ კარში გაიტანა. ეს ყველაფერი მე-5, მე-6 და 36-ე წუთებზე მოხდა. მესამე ავტოგოლის შემდეგ, ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელმა მური მოედნიდან გაიყვანა. Not great New Zealand’s Meikayla Moore has a hat trick against the US…of own goals. (via @USWNT) pic.twitter.com/ssB8G5dhyE — OddsChecker (@OddsCheckerUS) February 20, 2022 The post ახალი ზელანდიის ნაკრების ფეხბურთელმა ერთ მატჩში სამი ავტოგოლი გაიტანა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  3. თხილამურებით მარათონული რბოლა სპორტის ერთ-ერთი ყველაზე რთული სახეობაა - სპორტსმენებს დიდი დისტანციის, 50 კილომეტრის გავლა ზამთრის ცივ ამინდში, ურთულეს პირობებში უწევთ. ისინი რბოლისას საათში 1000 კალორიას წვავენ. ამას, პეკინის ოლიმპიადაზე მამაკაცებს შორის გამართული შეჯიბრის დროს კიდევ ერთი სირთულე - ყინულოვანი ქარიც დაემატა, რის გამოც ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, მოყინვის და სხვა ტრავმების თავიდან აცილების გამო დისტანცია 30 კილომეტრამდე შეემცირებინათ. View the full article
  4. იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში მილანის “ინტერი” შინ “სასუოლოსთან” ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ “ნერაძურის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ საკუთარი გუნდის მიმართ უკმაყოფილება არ დამალა. “ასეთი მიდგომით ძალიან გაბრაზებული ვარ. ოთხშაბათის მატჩის შემდეგ სამი დღე გვქონდა, ვთქვით, რომ “სასუოლომ” გასვლაზე “იუვე” და “მილანი” დაამარცხა, ისინი დიდებულად თამაშობენ და ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით. შეხვედრის მეორე ნახევარში ყველაფერი გავაკეთეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა არ გაგვიმართლა. სიტუაციას გავაანალიზებთ, წინ კიდევ 13 მატჩია და გვინდა, რომ წინსვლა გავაგრძელოთ. ფაქტი კი ფაქტად რჩება, გუნდი, რომელსაც სკუდეტოს მოგება უნდა, საქმეს ასე არ უნდა მიუდგეს”, – ციტირებს ინძაგის სიტყვებს Football Italia. “ინტერს” 54 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილი უკავია და ორი პუნქტით ჩამორჩება “მილანს”, რომელსაც ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. “სასუოლოს” 33 ქულა მოუგროვდა და გუნდმა მე-11 პოზიციამდე ამოიწია. The post ინძაგი “სასუოლოსთან” მატჩის შემდეგ: “ძალიან გაბრაზებული ვარ” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  5. საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე “ჰამბურგში” ძალიან მაგრად ათამაშდა და გერმანული პრესის (Bild, Kicker) შეფასებით, გუნდის ჯოკერად იქცა. “გენტი” ჩაკვეტაძის “ჰამბურგში” გადასვლამდე მზად იყო ფეხბურთელი 2 მილიონ ევროდ გაეყიდა, თუმცა ბელგიელები ფიქრობენ, ჩაკვე გერმანიაში კიდევ უფრო მეტად ათამაშდება და შესაბამისად, მისი სატრანსფერო ფასი მაიკლ ლოვაგის (“გენტის” სპორტული მენეჯერი) მინიმუმ 3.5-4 მილიონი უნდა იყოს. მართალია, “ჰამბურგში” ჩაკი მშრალი იჯარით არის გადასული, თუმცა თუ მოინდომეს, ამ თანხის სანაცვლოდ “გენტი” მას დათმობს. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის “დინამო” შემდგომი ტრანსფერიდან გადახდილი თანხის 30-50%ს მიიღებს. The post “გენტმა” ჩაკვეტაძის ფასი გაზარდა – რამდენად აფასებენ ბელგიელები ქართველს? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  6. კატალონიის “ბარსელონამ” “ვალენსია” ძალიან მარტივად, 1-4 დაამარცხა, რის შემდეგაც “ღამურების” ფანები ძალიან გაწბილებულები იყვნენ. საკმაოდ ბევრი მათგანი მამარდაშვილის თამაშით დარჩა უკმაყოფილო, ზოგი კი მას იცავს. “მამარდა არ არის მზად ლა ლიგისთვის. გამოცდილება აკლია” “მამარდაშვილი – დაუბრუნდი შენ ქვეყანას” “ალდერეტეს, გილამონის, მორიბას და მამარდაშვილის თამაში… უბრალოდ საშინელება იყო” “2 გოლი პირადად მის კისერზეა. პოზიციას სწორად ვერ არჩევს, კარს ხშირად კარგავს. ახლო კუთხეს რატომ არ კეტავს?” “მამარდაშვილის მთავარი პრობლემა გამოუცდელობაა. 2 მეტრიანი კაცია და დარტყმის მომენტში მუხლებზე არ უნდა დადგეს” “”ვფიქრობ, მეკარეს დღეს ეძინა” რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც გოლები ძირითადად დაცვას დააბრალეს. “გიორგის თუ დაადანაშაულებ, მხოლოდ 1 გოლში, დანარჩენი 3 დაცვის ბრალი იყო. რა გინდათ მისგან” “პედრის გოლის მომენტშიც კი ობამეიანგს მოხვდა და ისე გავიდა” “რაც არ უნდა იყოს, ეს შეხვედრა ქართველის გამო არ წაგვიგიგია. შეუძლებელს ეს ბიჭი ვერ შეძლებდა” იმედი ვიქონიოთ, შემდეგ მატჩში ბორდალასი არჩევანს კვლავ გიორგიზე შეაჩერებს. The post “დაბრუნდი საქართველოში” – მამარდას გამო “ვალენსიას” ფანები ერთმანეთს უპირისპირდებიან appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  7. ბოლო დღეებია კვიპროსულ ფეხბურთში “აპოელი” 0-2 “ანორთოსისის” მატჩის შემდეგ მომხდარ მომენტებს განიხილავენ და მათ შორის, გიორგი ქვილითაია ერთ-ერთი მთავარი გმირია, რომელიც ამრ ვარდას ცხვირის მოტეხვით დაემუქრა. კვიპროსული პრესის ინფორმაციით, ამრ ვარდა ახლა საბერძნეთში ისვენებს, ორშაბათს საღამოს კვიპროსში დაბრუნდება და ქვილითაიას წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარს შეიტანს. სწორედ ვარდამ გაავრცელა მესიჯის ფოტო და ახლა პოლიციაშიც მიდის. აღსანიშნავია, რომ “აპოელის” ფანები გიორგი საქციელით კმაყოფილები დარჩნენ, რადგან მხოლოდ მან გადაწყვიტა ვარდას შეურაცხყოფისთვის ასე ეპასუხა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/qie.jpg The post ეგვიპტელი პოლიციაში მიდის – ქვილითაიას პრობლემები ექნება? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  8. "ფეხმძიმობის პერიოდში ნიკა ბასილაშვილს ცოლისთვის „ღორი“ დაუძახია, ლაქტაციის პერიოდში - „ძროხა“ View the full article
  9. არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი სერხიო აგუერო თვლის, რომ ჟურნალისტები “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდ ლიონელ მესის უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ. “ფრანგული მედია მესის კლავს. ლეო კარგად თამაშობს. ისინი მატჩებს ზურგით უყურებენ? ლეო დანარჩენებზე ყოველთვის ხუთი თავით უკეთ თამაშობს”, – ციტირებს აგუეროს სიტყვებს “ლეკიპი”. შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი “პარი სენ-ჟერმენში” “ბარსელონადან” 2021 წლის ზაფხულში გადავიდა. 34 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდიანრე გათამაშებაში ჩატარებულ 14 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა მიითვალა. The post აგუერო: “ფრანგული მედია მესის კლავს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  10. The way Neymar play the penalty saf dey show sey Ebi match-fixing Cox what this? pic.twitter.com/RHZ9xEIyUX — eLoRm_UZumaKi (@RobbyxStark) February 19, 2022 The post როგორ შეასრულა ნეიმარმა პენალტი “ნანტის” წინააღმდეგ მატჩში (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  11. მსახიობ, ია სუხიტაშვილს წარმატებული კარიერის მიღმა ორი შვილი ჰყავს. მისი უფროსი ვაჟი უკვე 14 წლისაა და დედის გზას მიჰყვება – ამის შესახებ ის “სარკესთან” საუბრობს. “გარკვეული დოზით თავისუფლებას ვაძლევ. არ მესმის იმ მშობლის, ვინც ამბობს, ჩემს შვილს ყველაფრის უფლება აქვსო. რას ჰქვია, ყველაფრის უფლება?! არსებობს წესები, რომელთა დარღვევა არ შეიძლება. ბავშვს უნდა ეტყობოდეს, რომ ოჯახში იზრდება. ჩემმა 14 წლის შვილმა ღამე რომ სახლში არ გაათენოს, მე ვერ დავუშვებ, ან ღამის ორ საათზე შემოაღოს კარი. შეიძლება ძველმოდური ვარ, მაგრამ ასე ვფიქრობ. ვმეგობრობ ჩემს შვილთან, თუმცა დედაშვილობის ზღვარს არასდროს გადავდივარ. რაც შეეხება ირაკლის, 4 წლის არის, ნამდვილი ფერადი, ნათელი და საყვარელი ბიჭი“, – აღნიშნა ია სუხიტაშვილმა. The post “არ მესმის იმ მშობლის, ვინც ამბობს, ჩემს შვილს ყველაფრის უფლება აქვსო… ” – რას ამბობს ია სუხიტაშვილი? appeared first on InterPost.ge. View the full article
  12. 19-21 თებერვალს ცალკეულ რაიონში იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. The post საქართველოში ამინდი გაუარესდება – უახლოესი დღეების პროგნოზი appeared first on InterPost.ge. View the full article
  13. რუსული პროპაგანდისტული მედიის, Russia Today-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი გამოქვეყნა. “2008 წლის ოლიმპიადა – გათავისუფლება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის” 2014 წლის ოლიმპიადა – ყირიმის დაბრუნება 2022 წლის ოლიმპიადა – ჩაწერეთ სწორი პასუხი”, – დაწერა სიმონიანმა, რომლის პოსტსაც მალევე უამრავი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ქართველებისა და უკრაინელების მხრიდან. როგორც ცნობილია, რუსეთი სწორედ ოლიმპიადების მიმდინარეობისას იწყებს ომს. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/Screenshot_3.png The post პროპაგანდისტი სიმონიანი: “2022 წლის ოლიმპიადა – ჩაწერეთ სწორი პასუხი” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  14. 17-19 დეკემბერს ძიუდოში თელ ავივის გრან სლემი ჩატარდა. ისრაელის დედაქალაქში გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა 15 ძიუდოისტით იასპარეზა. ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა სამი მედლის მოპოვება მოახერხა, საიდან ორი ოქროს, ერთი კი ვერცხლისაა. ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავეს იმ ქართველმა ძიუდოისტებმა, რომლებმაც თელ ავივში მედლები მოიპოვეს. -100კგ: ილია სულამანიძე (ოქრო) – 5000 ევრო ძიუდოისტი – 4000 ევრო მწვრთნელი – 1000 ევრო +100კგ: გურამ თუშიშვილი (ოქრო) – 5000 ევრო ძიუდოისტი – 4000 ევრო მწვრთნელი – 1000 ევრო -57კგ: ეთერ ლიპარტელიანი (ვერცხლი) – 3000 ევრო ძიუდოისტი – 2400 ევრო მწვრთნელი – 600 ევრო The post რა თანხა გამოიმუშავეს ქართველმა ძიუდოისტებმა თელ ავივის გრან სლემზე გამოსვლით? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  15. არასამთავრობო ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR დაწერა, რომ სასამართლომ სპორტში ქალების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტები დაადასტურა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/Screenshot_2-1.png 1 წლის წინ Phr აცხადებდა, რომ კაცი მწვრთნელი ქალ ფეხბურთელებს სექსუალურად ავიწროებდა და ფულსაც სძალავდა. The post “საქართველოში პირველი საქმე მოვიგეთ” – სპორტში ქალების მიმართ სექსუალური შევიწროება დადასტურდა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  16. “მიხარია, რომ ასეთი ძლიერია... ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შანსი, ეს ცეკვა მისთვის მიმეძღვნა“ - სალომე ჭაჭუას სპორტმსმენი მეწყვილე ემოციურ წერილს ავრცელებს View the full article
  17. ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა ავტომობილებში ერთჯერადად იმაზე მეტი საწვავი ჩაასხეს, ვიდრე ავზში ეტევა – აუდიტის დასკვნის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიუჯეტიდან თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს და პოლიციის მაღალჩინოსნები საწვავს ისე ყიდულობენ, რომ არც რაოდენობა მოწმდება და არც დანიშნულება. აუდიტის ცნობით, ჯამში, არსებობს რისკი, რომ არამიზნობრივად დაიხარჯა 17,813 ლიტრი საწვავი. მესამე სექტორში ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, შსს-ს მაღალჩინოსნები საწვავს საკუთარი ოჯახის წევრებისთვის, ნათესავებისთვის და = საკითხთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურ ინსპექციაში გამოძიებაა დაწყებული. წყარო: ALIA.GE
  18. მსახიობი ელგუჯა ბურდული საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მას კორონავირუსის შემდგომ ფილტვების ანთება განუვითარდა. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. ცნობისათვის, ელგუჯა ბურდული არის კინოსტუდია “ქართული ფილმის” მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: “ბეღურების გადაფრენა”(1977), “მაცგი” (1979), “მოცურავე” (1980), “მოქცევა” 1982), “გარიგება”(1984, რუსეთი), “უძინართა მზე” (1992) და სხვ. მიღებული აქვს კინოფესტივალ “Созвездие”-ს მთავარი პრიზი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში “უძინართა მზე” (1992), პრემია “ნიკა”(რუსეთი), მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში “უძინართა მზე” (1993), საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელი, “საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის” აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის (2000). 1991 წლიდან სიონის ტაძრის სტიქაროსანი. ALIA.GE
  19. ათიათასობით ლარის დანაკლისი და ნეპოტიზმი აფხაზეთის ა/რ მთავრობაში – სახელმწიფო აუდიტის სამსახური სსიპ დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს მიერ დახარჯული საბიუჯეტო სახსრების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. დასკვნის მიხედვით, აუდიტის პერიოდში საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მიმდინარეობდა გამოძიება სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც სააგენტო ცნობილ იქნა დაზარალებულ მხარედ. აღნიშნული ფაქტების შემდეგ გამოვლინდა, რომ ორგანიზაციას გააჩნდა ისეთი აქტივები, რომელთა შესახებ ინფორმაცია (შესაბამის პირველად დოკუმენტაციასთან ერთად) აქტივების მიღებასთან დაკავშირებით არ მიეწოდა სააგენტოს საფინანსო სამსახურს და აქტივების ნაშთები არ შეესაბამებოდა რეალურ მდგომარეობას. “შესაბამისად, ახალი გარემოებების საფუძველზე, სააგენტომ მიმდინარე წლის სექტემბერში ჩაატარა ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც გამოავლინა 113,126,29 ლარის (59 დასახელების აქტივი) დანაკლისი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სააგენტომ მიაწოდა მაკონტროლებელ სტრუქტურას (აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო). სააგენტოს მიერ არაფინანსური აქტივების უკონტროლობის პირობებში ფიქსირდება საბიუჯეტო რესურსების დანაკლისი, რაც წარმოქმნის აქტივების შესაძლო დატაცების რისკებს”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში. დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზე, რომ “დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტების” ფარგლებში დახარჯული საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივი და კანონშეუსაბამოა. “სააგენტოს 2019-2020 წლების პროგრამების შესწავლით გამოვლინდა, რომ მოქმედი 10 პროგრამიდან 4 ფაქტობრივად არ შესრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ გაწერილი იყო ღონისძიებებები, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო და გახარჯულია საბიუჯეტო სახსრები, საბოლოო დაგეგმილი შედეგი ვერ იქნა მიღწეული. შედეგად, სააგენტოს მხრიდან 2019-2020 წლებში არამიზნობრივად არის გახარჯული, ჯამში − 252,643 ლარის საბიუჯეტო სახსრები”, – ნათქვამია დოკუმენტში. ოპოზიცია ამბობს, რომ ასეთი ფაქტების შესახებ ისინი წლებია საუბრობენ, თუმცა ამის მიუხედავად, საქმეს პროკურატურა არ იძიებს. შესაბამისად, მათ არც ახლა აქვთ მოლოდინი, რომ საგამოძიებო უწყება რეაგირებას მოახდენს. “ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ამ სააგენტოს გადაეცა და სადაც დევნილები უნდა დასახლებულიყვნენ, ეწარმოებინათ სხვადასხვა სასოფლო-სამურნეო საქმიანობა, ეს მიწის ნაკვეთები გაქრა. ზუსტად ეს სსიპ-ია, რომელიც წესით ხელს უნდა უწყობდეს დევნილთა უკეთესი ცხოვრების შექმნას, მათი ფინანსური წყაროების უზრუნველყოფას და ეს სსიპ-ი ჭამს პირველ რიგში დევნილთა ფულს.არავინ თქვას, რომ თავმდჯომარე და მაღალი თანამდებობის პირებმა არაფერი იციან, ეს ყველაფერი მიდის მათ ჯიბეში”, – ამბობს ენმ-ის წევრი, ბესო შენგელია. დარღვევებთან დაკავშირებით “მთავარი არხი” აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. The post ათიათასობით ლარის დანაკლისი და ნეპოტიზმი აფხაზეთის მთავრობაში – აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა appeared first on [/url]. ALIA.GE
  20. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ქვეყანაში ეპიდვითრება უმჯობესდება, თუმცა მომდევნო დღეები სურათს კიდევ უფრო ნათელს გახდის. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, კორონავირუსი ნელი ტემპით, თუმცა კლებისკენ მიდის. “ეპიდსიტუაციის ყველა ინდიკატორი, ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე, რეპროდუქციის ინდექსი, დადებითობის მაჩვენებელი ძალიან ნელა, მაგრამ იკლებს. დღეს, წინა კვირის შესაბამის დღესთან შედარებით დაახლოებით 2 ათასზე მეტით არის კლება, ასევე, გუშინდელ ახალ შემთხვევებთან შედარებით სერიოზული კლებაა. დარწმუნებული ვარ, შაბათ-კვირასაც, შესაბამისი შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. ეს ეტყობა ასევე მოსახლეობის მიმართვიანობას ტესტირების პუნქტებისადმი, ასევე ეტყობა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს. ანუ, მოკლედ რომ მოგახსენოთ, ეპიდსიტუაციას გაუმჯობესების ტენდენცია აქვს. ვნახოთ, როგორი დინამიკით და რა სისწრაფით გაგრძელდება ეს,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე. REZONANSI
  21. “ჩვენი ორივე ძიძა დააკავეს… ქურდობის დროს ბავშვები თან ჰყავდათ და ბავშვის სასეირნო ეტლში ჰქონდათ დამალული ტანსაცმელი…” - რა შეემთხვათ ზურა ხიზანიშვილს და მის მეუღლეს ? View the full article
  22. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირია დაკავებული „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ასევე საჰაერო ტვირთების კონტროლის უწყებათაშორისი დანაყოფის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ბათუმში, უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ხ. ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 700 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“.ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტები აღკვეთეს, 2 პირი დააკავეს და სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღეს. […] REZONANSI
  23. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის შეფასებით, ჯანდაცვის სფეროში საქართველოს რადიკალური რეფორმა სჭირდება: “მოკლევადიანი (1-2 წელიწადში გასაკეთებელი): 1. წამლების ფასების დარეგულირება და ხელმისაწვდომობა (თურქეთის სისტემასთან ინტეგრირება+ საკანონმდებლო ცვლილებები) – “საქართველოში რეგისტრირებული წამალი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერ ლიცენზირებულ აფთიაქში მაქსიმუმ 24 საათში” 2. სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და ფასის ბალანსი (დაწევა). თურქეთთან მოლაპარაკებით. პირობითად, არსებული “200” სამედიცინო სერვისიდან საქართველოში დაფინანსდეს 50 და დანარჩენი ჩარჩო ხელშეკრულებით ტრანსფერი გაკეთდეს თურქეთში (რეალობაში ასეა, ოღონდ მოსახლეობას 5-ჯერ უფრო მეტი უჯდება). დროთა განმავლობაში სერვისების გაზრდა საქართველოში (სავარაუდოდ, 5-10 სერვისი წელიწადში). 3. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის გაძლიერება და საბოლოოდ 90% სახელმწიფოს შიდა დაფინანსება უნდა იყოს მხოლოდ ჰოლდინგზე. შეიქმნას 5 რეგიონული და თბილიში 2 რეფერალური მულტიპრიფილური საავადმყოფო. 4. პატარა საავადმყოფოების (რეგიონული საავადმყოფოები 50 საწოლზე ქვემოთ) გადაუდებელ მიმღებებად და ამბულატორიებად გარდაუმნას (ასე არის ახლაც). სასწრაფო დახმარების სამსახური და “რეანიმობილების” სერვისი უნდა გაერთიანდეს ერთ სამსახურად და იყოს სახელმწიფო სერვისი. 5. სამედიცინო ხარისხი “გადაეცეს” დამოუკიდებელი აკრედიტაციის არასამთავრობო ორგანიზაციას (ჯერ უცხოურს და შემდგომში ჩამოყალიბდეს ქართული) “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” ქართული მოდელი იდეალურად გამოდგება. სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ აკრედიტებულ დაწესებულებებს უნდა ჰქონდეს. 6. უწყვეტი სამედიცინო განათლების დეცენტრალიზაცია და ხელმისაწვდომობა (მინისტრის არსებული ბრძანება ხელს უშლის ამ პროცესს) და სამედიცინო ასოციაციების წამოწევა (მათ უნდა ჩაატარონ ტრეინინგები. მათი კრედიტ ქულები უნდა იყოს აღიარებული). ყველა ექიმმა წელიწადში უნდა გაიაროს მინიმუმ 50, ექთანმა კი მინიმუმ 25 უწყვეტი სამედიცინო განათლების საათი. 7. შიდა ჰოსპიტალური ინფექციის “დეკრიმინალიზაცია “ და მართვა სამედიცინო / ეპიდემიოლოგიური მეთოდებით. მაგალითად, დაწესდეს “მისაღები ზღვარი 15%” და მუშაობა მიმდინარეობდეს იმ მიმართულებით, რომ ეს ზღვარი შემცირდეს/გაუმჯობესდეს. 8. გადასვლა სავალდებულო, პაციენტის ერთიან ელექტრონულ ბარათზე, რომელიც მიბმული იქნება პირადობაზე. ამ ბარათში უნდა იყოს ყველა რეცეპტი, დიაგნოსტიკის პასუხები, დიაგნოზი, მკურნალობის დინამიკა და ასე შემდეგ. ბარათი უნდა იყოს ასევე მობილურ აპლიკაციაში და ხელმისაწვდომი საქართველოში და საზღვარგარეთ. ამით ჩვენი ემიგრანტები შეძლებენ, მიიღონ დამატებითი სერვისები დისტანციურად საქართველოს ფასებში. ასევე პაციენტის მონაცემები აღარ დაიკარგება “ინდივიდუალურ” ლაბოლატორიაში ან სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე ეს სისტემა “ჩაკეტავს” არასაჭირო სამედიცინო დანიშნულებებს (დღეს სამედიცინო დანიშნულებების დაახლოებით 70% არის არასაჭირო და მძიმე ფინანსური ტვირთია მოსახლეობისთვის). 9. გადასვლა ერთიან ელექტრონულ ჯანდაცვაზე (HIMS). ამით შემცირდება სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი, გაუმჯობესდება ხარისხი და ეფექტური დახმარების იარაღი იქნება ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროებისთვის. “ექსელის” ფაილების ამოღება დაგვეხმარება მანიპულაციებისა და შეცდომების თავიდან აცილებაში. 10. ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს ცალკე სამინისტრო ისევე, როგორც მოხდა განათლების სამინისტროს გამოყოფა. შრომა და დასაქმება კი ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადაეცეს. ამ ნაბიჯების ეფექტური, მდგრადი დანერგვა დაუზოგავს ჯანდაცვის სამინისტროს 30% -მდე ბიუჯეტს დანერგვიდან 3-6 თვეში. ეს შესაძლებელია! სურვილი არის? ვისაც სურვილი გაქვთ, იცით, სადაც ვარ”, – წერს ფხაკაძე. The post “მოკლევადიანი რეფორმა,1-2 წელიწადში გასაკეთებელი..ვისაც სურვილი გაქვთ, იცით, სადაც ვარ” – ფხაკაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  24. ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება იყო. დაპირისპირების დროს ექვსი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სასტუმრო „ჰილტონის“ შენობაში დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად შევიდნენ. ისინი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა ითხოვდნენ, რომელიც სასტუმროში დღეს უმრავლესობის წევრებთან ერთად, პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი, ვინც ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს. „საქმე თაროზეა შემოდებული. მალე დადგება დრო, როცა ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და დამნაშავეები დაისჯებიან, მათ შორის ირაკლი კობახიძე აგებს პასუხს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ. tia.ge
  25. ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 2005 წელს კიევში ჩატარებულ დსთ-ს მინისტრების სამიტს იხსენებს. “ისეთი პირი უჩანს, ჩემს სადღეგრძელოს განხორციელება უწერია. რა “სადღეგრძელოსო” – იკითხავთ. 2005 წელია, კიევში დსთ-ს შინაგან საქმეთა მინისტრების სამიტი ტარდება. მაგისთანა “სანახაობას” როგორ გამოვტოვებდი. ის დროა პოსტსაბჭოთა სივრცეში მურმანის ეკალივით რომ ვართ ვარდების რევოლუციის მერე და ყველა მსგავს შეხვედრაზე ბებერი კომუნისტები და “კაგებეშნიკები” ზემოდან და ამრეზად რომ გვიყურებენ. ეგეთი შეხვედრები სამი ნაწილისგან შედგება: “პრეზენტაცია, დისერტაცია და დისერტაცია”. რა თქმა უნდა დისერტაცია ყველაზე საინტერესო და მთავარია, ოღონდ ევროპული სამიტების დისერტაციასავით არ გეგონოთ კულტურული “ალა ფურშეტით” რომ მთავრდება. პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი შეხვედრების დისერტაცია კაპიტალურ დაასხი-დალიეს ნიშნავს. პროტოკოლმა წინასწარ გამოგვიცხადა “დისერტაციაზე” არავითარი მოადგილეები, დაცვა და თანაშემწეები, მხოლოდ მინისტრები იქნებითო. ჩაგვსხეს მანქანებში და დნეპრთან გემს მიგვაყენეს. ავედით გემზე და დარბაზში რომ შევედი მივხვდი ცუდად იყო ჩემი საქმე. ცუდად იმიტომ, რომ არაყის გარდა ეგენი სხვას არაფერს დალევდნენ, არაყს კი დასანახავად ვერ ვიტან, უარი მანდ არ მიიღება და გემიდან სად გავიპარებოდი, თან მთელი იერიში და არტილერია ჩემსკენ იქნებოდა მომართული. გადავწყვიტე არ დავნებებულიყავი და ბრძოლის ველზე გმირულად მაინც დავცემულიყავი. ერთი ის მაიმედებდა, რომ რუსეთის მინისტრი ნურგალიევი ჩია კაცი იყო, არათუ მსმელის არაფერი ეტყობოდა, სულ ჯანმრთელობაზე და ქოლესტერინის მატებაზე წუწუნებდა. თამადობა ბელორუსმა ითავა. სომეხმა, ბელორუსმა და ყაზახმა თავიდანვე მოიტანეს იერიში ჩემზე, მას მერე განსაკუთრებით, რაც ყველა ოფიციანტი მე უფრო დამტრიალებდა (სხვა მინისტრებთან შედარებით მინიმუმ 30 წლით ახალგაზრდა ვიყავი). ჩვენთან შედარებით ახალგაზრდა ხარ – მეტი და გაბედულად უნდა დალიოო, არ მეშვებოდნენ კარგა ხანს. დაძალების სამ-ოთხ შეტევას გავუძელი ორი საათის განმავლობაში და ბოლოს ვიფიქრე მაინც მომკლავენ და “ხელყუმბარას” მაინც გავხსნიმეთქი. ბელარუსს ომახიანად გავძახე ერთი სადღეგრძელო თუ შეიძლებათქო და მალენკოვის თუ ხრუშჩოვის ზომის ჭიქა ბოლომდე გავავსე. ბრძანეო, გამომძახა. ყველამ ბოლომდე დალიეთ რასაც ვიტყვი-მეთქი. тамада сказал бог сказал -ო გამომძახა უკრაინელმა. წამოვდექი და წინასიტყვაობის გარეშე ომახიანად წარმოვთქვი: Да зравствует украинско-грузинская граница на урале – მეთქი. ამით დამთავრდა დისერტაცია.მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, ჩემს სადღეგრძელოს განხორციელება უწერია. მართალია ჩვენ ხელს არ გავანძრევთ ამისთვის, როგორც ყოველთვის, მაგრამ მაინც…” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი. The post “წამოვდექი და წინასიტყვაობის გარეშე ომახიანად წარმოვთქვი: Да зравствует украинско-грузинская граница на урале – მეთქი!”- ოქრუაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
×
×
  • შექმენი...