Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. მედიის ინფორმაციით, რუსეთის ავიაციამ და სარეკეტო ჯარებმა დასავლეთ უკრაინის სტრატეგიული პუნქტების და აეროდრომების დაბომბვა დაიწყო. კადრებში ლუცკის აეროპორტის დაბომბვა ჩანს https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/02/kadrebi-romelshits-ukrainashi-lutskis-aeroporti-daibombva-chans-.mp4 The post კადრები, რომელშიც უკრაინაში ლუცკის აეროპორტის დაიბომბვა ჩანს appeared first on InterPost.ge. View the full article
  2. რეალთი შოუ „ჯეო-ბარი 2007“-ს გამარჯვებულ, დეა ადამია ჟურნალ "სარკესთან" დედამისის, ნაირა რუხაიას გარდაცვალების შესახებ საუბრობს. "დედაჩემი იმ ზომამდე იყო ნაწამები, რომ ვერაფრით დავუშვებდი, მისი სხეული კიდევ ვინმეს გაეჭრა და ეჯიჯგნა. არაქრისტიანულია ეს… ამირან გამყრელიძემ თქვა, უსულო სხეულში 6 წუთზე მეტ ხანს არ ჩერდება ვირუსი და მიცვალებული გადამდები აღარ არისო. შავ პარკში გახვევა კი გარდაცვლილის უდიდესი შეურაცხყოფაა. თითქოს ნაგავს ტენიდე, ის განცდაა. ღმერთმა უწყის, რა მდგომარეობაში ატანდნენ მიცვალებულებს ადამიანებს, რომლებსაც ეუბნებოდნენ, რომ არ გაებედათ და არ გაეხსნათ პარკი. ბევრმა ჩემგან აიღო მაგალითი და ხსნიან იმ პარკებს. ბევრმა გახსნა და ისე იყვნენ ნაწამები მიცვალებულები, რომ ვეღარ იცნეს. ჩემამდე ერთმა გაბედა პარკის გახსნა და ამბობს, რომ მუცელზე გადახსნილი იყო და ორგანოები აკლდა. ერთი სიტყვით, ეს დიდი შავბნელი საქმეა… ვინც არ გახსნა და ასე დამარხა, ყველა ტირის. მე ვერც გამიბედეს, დედა შავ პარკში შეეხვიათ. დავრეკე ლევან რატიანთან და ჯანდაცვის სამინისტროშიც დავრეკე, რომ არ გაებედათ დედაჩემის შავ პარკში ჩასმა. იმ თეთრეულით ჩამომიყვანეს, რომლითაც კლინიკაში საწოლზე იწვა. ჩემი წაღებული სუდარით წამოვაბრძანე და გავაპატიოსნე. ვინც გახსნა, ყველას დალურჯებული მიცვალებული დახვდა. ზოგს ცხვირი ჰქონდა ჩატეხილი, ზოგს ხელი ჰქონდა მოტეხილი, ზოგს კბილები ჰქონდა ჩამტვრეული. ქალის გვამი მამაკაცის ტრუსებთან ერთად იყო გახვეული პარკში. ზოგი მიცვალებული კი იმ დაბლენდერებულ საჭმელთან ერთად იყო გახვეული, ოჯახის წევრები რომ უგზავნიდნენ. თურმე არ აჭმევდნენ და ყველაფერი ერთად ჩაუყარეს. ქალმა მითხრა, საშინლად ყარდა პარკი. გავხსენით და საჭმელში ამოთხვრილი დაგვხვდაო. კონტეინერებით ხომ უგზავნიდნენ და ყველა კონტეინერი ზედ ეყარა თურმე მიცვალებულს. ერთ მამაკაცს ცალ ფეხზე ქალის ფეხსაცმელი ეცვა, მეორეზე – თავისი…", - ამბობს დეა ადამია ჟურნალ "სარკესთან". tia.ge
  3. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის გაცხადებით, დაახლოებით დილის 5 საათზე რუსეთმა, ბელორუსისს დახმარებით სამხედრო შეტევა განახორციელა. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით შეტევები ხორციელდება მძიმე სამხედრო ტექნიკისა და ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით. ეს ხდება ლუგანსკის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და სუმის რაიონებში. გარდა ამისა თავდასხმა ყირიმის რაიონიდანაც მოდის, რაც დადასტურებულია სადაზვერვო სამსახურების მიერ. The post უკრაინის სასაზღვრო სამსახური: რუსეთმა, ბელორუსიის დახმარებით სამხედრო შეტევა განახორციელა appeared first on InterPost.ge. View the full article
  4. მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ვაჟა ნიკოლაშვილი გარდაიცვალა. “მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი მსახიობი, სახელმწიფო თეატრის აღდგენისა და განახლების ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ქალაქ ახალციხის კოლორიტი ბ-ნი ვაჟა ნიკოლაშვილი მრავალი წლის განმავლობაში ვაჟა ნიკოლაშვილმა თავისი შემოქმედებითი საქმიანობით უდიდესი წვლილი შეიტანა მესხეთის თეატრის განვითარების საქმეში, რის გამოც სამცხე-ჯავახეთის მაყურებლის დიდი სიყვარული და აღიარება დაიმსახურა. მას შექმნილი აქვს მრავალი საინტერესო, ერთმანეთისაგან განსხვავებული სხვადასხვა ჟანრის როლები. იგი იყო ახალგაზრდებისათვის მაგალითის მიმცემი, საქმისადმი ერთგული და თავდადებული, კოლეგების მიმართ კი მეგობრული. მესხეთის თეატრისათვის დიდი დანაკლისია მისი მოულოდნელი გარდაცვალება. ქალაქს კი დააკლდა კიდევ ერთი უნიჭიერესი და სამცხე- ჯავახეთზე უზომოდ შეყვარებული პიროვნება. მისამართი: თბილისი, პეკინის #45, ( გაგარინის მოედანზე) 1 სად. 2 სართ. გამოსვენება შაბათს, საბურთალოს სასაფლაო, წმ. ნინოს სახ. ტაძრიდან”, – წერს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი. The post გარდაიცვალა ქართველი მსახიობი appeared first on InterPost.ge. View the full article
  5. ოფიციალური უწყებები ადასტურებენ კიევსა და ხარკოვში აეროდრომების და სამხედრო შტაბების დაბომბვას. ვრცელდება ცნობები, რომ ნულოვან წერტილში ასობით სამხედროა დაღუპული და არიან დაშავებულები. ​უკრაინაში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ, ომი ოფიციალურად გამოაცხადა. The post არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ასობით უკრაინელი სამხედრო appeared first on InterPost.ge. View the full article
  6. უკრაინაში მებრძოლი, ვანო ნადირაძე, სოციალურ ქსელში, წერს: “ალბათ საათებიც არ დარჩა, ღორები რომ შემოიჭრნენ უკრაინაში… აქ არავის ჩამოსვლა არ სჭირდება არავის… მანდ მიხედეთ, მანდ იბრძოლეთ… გაანადგურეთ და დაარბიეთ ყველაფერი რაც კავშირშია რუსეთთან და რუსულ პროპაგანდასთან!!!! დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!!!” The post “საათებიც აღარ დარჩა ღორების შემოჭრამდე უკრაინაში… დაარბიეთ ყველაფერი რაც კავშირშია რუსეთთან” – ვანო ნადირაძე უკრაინიდან appeared first on [/url]. ALIA.GE
  7. ინფექციონისტი, ვახტანგ კალოიანი, პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ინტერვიუს ეხმაურება და წერს: “სად გამოვიცრა ბუსტერი? ცუდია, რომ მაინც ბევრი გარდაცვლილი გვყავს. მაგრამ ნუ რა ვქანთო ფაქტია რომ პრემიერს ახალი სამედიცინო მრჩევლები ყავს. საინტერესო იქნება მათი არგუმენტები. გადატანილი ინფექციის და ბუსტერის შედარება ციფრებში.” https://www.alia.ge/erthi-ministri-4-jer-iqho-atsrili-da-maints-daemartha-omikroni-me-khalkhs-tqhuils-ver-vetqhvi-gharibashvili/ The post “ფაქტია, პრემიერს ახალი სამედიცინო მრჩევლები ყავს – სად გამოვიცრა ბუსტერი?” – კალოიანი appeared first on [/url]. ALIA.GE
  8. ადვოკატი, გურამ კონტუაძე: “რუსთავის 2-ის პირდაპირ ეთერში საქართველოს პრემიერ მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებს ასწავლის, რომ იარაღი არ უნდა მიაწოდოს უკრაინას და ომი რომ გამოსავალი არ არის, ასევე მოუწოდებს დიპლომატიური გზით გადაწყდეს ყველაფერი… ყოჩაღ ძმაო ამბიცია…” The post “საქართველოს პრემიერი აშშ-ს ასწავლის, რომ იარაღი არ უნდა მიაწოდოს უკრაინას და ომი რომ გამოსავალი არ არის” – კონტუაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  9. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე 34 წლისაა და ყველაფერი ისე რომ წასვლოდა, როგორც თვითონ სურდა, დღეს შეიძლება კვლავ აქტიური კარიერა ჰქონოდა, მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გვსურს. გოცირიძე ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ტალანტად ითვლებოდა, რომელმაც კარიერა “ამერში” დაიწყო, სადაც გაიოზ დარსაძე იყო, შემდეგ “ზესტაფონში” გააგრძელა, “ზესტადან” “დნიპროში” გადავიდა. “დნიპრომ” 21 წლის ფეხბურთელში 1 მილიონი გადაიხადა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა საბედისწერო ავარია. გოცირიძე ცხვარიჭამიის აგარაკიდან თბილისში ბრუნდებოდა, გზაზე ნაწვიმარი იყო, ცოტა სწრაფადაც მოძრაობდა და უმძიმეს ავარიაში მოყვა. სასწაულებრივად გადარჩა, შესაძლოა, ფეხზე ვერ გაეარა. ოპერაციისას ელენთა ამოაჭრეს და 8 თვის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა, მაგრამ ელენთას გარდა ხერხემლის პრობლემებიც გამოჰყვა. “დნიპროდან” “კრივბასში” გაანათხოვრეს, სადაც მწვრთნელი არ ათამაშებდა, შემდეგ “დნიპრო 2”-ში დუბლების შემადგენლობაში აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, საქართველოში დაბრუნდა და გორის “დილას” შეუერთდა. “დილა” 2013 წელს დატოვა და 2 წელი უგუნდოდ იყო, შემდეგ მარტვილის “მერანი”, “რაჭა”, ბოლოს კი “გარეჯში” თამაშობდა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/49552766_918790335177161_5969088929557984887_n-1024x1024.jpg ყოველ ჯერზე, როდესაც ბექას მოტივაცია მიეცემოდა, ხან ფეხის კუნთი გაუწყდებოდა, ხან რა პრობლემა შეექმნებოდა. წონაში მარტივად იმატებდა, ბევრჯერ დაუკლია ფეხბურთში დაბრუნების სურვილის გამო, მაგრამ სხეული ბოლომდე არ აძლევდა ამის საშუალებას. როგორც თვითონ ამბობს, ვარჯიში არასდროს გაუცდენია, თუმცა ავარიის შემდეგ ისე ჯანსაღად ვერ ცხოვრობდა, როგორც ეს დღევანდელ პროფესიონალ ფეხბურთელს სჭირდება. ყველაფერი მაინც იმ საბედისწერო ავარიამდე მიდის, რომელმაც ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქართველს ტალანტს საფეხბურთო კარიერა პრაქტიკულად დაუსრულა. სხვა ბიჭებისგან განსხვავებით, გოცირიძემ ბევრჯერ სცადა ფეხბურთში დაბრუნება, ბევრჯერ იბრძოლა, მაგრამ არ გამოუვიდა. იმედია, თავის სიტყვას სამწვრთნელო ასპარეზზე მაინც იტყვის. საქართველოს ნაკრებში ჰექტორ რაულ კუპერის დროს 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო 21-წლამდე ნაკრების 19 მატჩში 9 ბურთი აქვს შეგდებული The post ბექა გოცირიძე – უდიდესი ტალანტი, რომელსაც საბედისწერო ავარიამ კარიერა დაუნგრია appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  10. აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი: “ესტონეთი ბევრჯერ დაიპყრეს. ბოლო საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ 15 000 ესტონელი გავიდა ტყეში და დაიწყეს პარტიზანული ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. წინააღმდეგობა დიდხანს გრძელდებოდა. ბოლო ესტონელი “ტყის ძმა” საბჭოთა უშიშროებამ 1978 წელს მოკლა. მართალია, ესტონელები ცოტანი არიან (900 ათასი), მაგრამ მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მთავარი თავისუფლების სულის ქონაა და არა რაოდენობა. ბრძოლას კი ყოველთვის აქვს აზრი! დღეს ესტონეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრი და საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ლობისტია ამ ორგანიზაციებში. დღეს ამ მაგარი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა!” The post “დღეს ამ მაგარი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა! ჩვენი მთავარი ლობისტია ევროკავშირსა და ნატოში” – ბატიაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  11. პოლიტიკოს თამაზ მეჭიაურის ვაჟი, ზაზა მეჭიაური, აქვეყნებს მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოს და წერს: “დღეს მამა კიდევ ერთხელ წარდგა უფალთან. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მადლიერებას მათ წინაშე, ვინც ლოცულობდით მისი გამოჯანმრთელებისთვის, ვინც ახლაც ლოცულობთ მისი სულის ცხონებისთვის. განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პირველივე დღიდან დღემდე ჩვენ გვერდით ყოფნისა და გულითადი თანადგომისთვის.” “თქვენ შეგეშალათ მეჭიაურთან… გულნატკენი გაუშვით იმქვეყნად! ეს თიანეთის მკვიდრთა ინიციატივაა…” – ნანა ცალუღელაშვილი “2 თებერვალს მივწერე ბატონ ბიძინას ეს მესიჯი..”-ემზარ კვიციანი ბიძინა ივანიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს The post “განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს…” – თამაზ მეჭიაურის ვაჟი appeared first on [/url]. ALIA.GE
  12. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, “რუსთავი2”-ს ეთერში, ამბობს: “ჩემი სურვილი და ოცნებაა სოციალური პოლიტიკა იქნეს გადახედილი. სოციალურად დაუცველი, შრომიუსნარიანი 18 წელს ზემოთ მოქალაქე უნდა დავასაქმოთ. 600 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანიდან 200 000 არის შრომისუნარიანი. ახლა ქვეყანაში გვაქვს უამრავი საქმე, ქვეყნის საქმე ვაქვს გასაკეთებელი, ურბანული სისტემა, ინსფრასტურუქტურა, გზები, წყალმომარაგება, 800 სკოლა გვაქვს გასარემონტებელი, ბაღები, ტყეების გაშენება, პარკების მოწყობა – ამ სამუშაოებზე მთავრობას სჭირდება მუშახელი. საზოგადოებრივი სამუშაო – როცა ჩვენ, მთავრობა ასაქმეს და ამაში ვუხდით 300 ლარს, ეს იქნება დამატება იმ სოციალური პაკეტზე რომელსაც იღებენ – თუ გინდათ მუშაობის დაწყება, ეს არის მინიმალური, რაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ, 4 წელი ვუჩერებთ სოციალურ პაკეტს, პირიქით, 300 ლარით ეზრდებათ, დღეს თუ აქვთ 500 ლარი, თუ ამ პროგრამაში ჩაერთვება, დაემატება 300 ლარი და ექნება 800 ლარი – მარტივად რომ ავხსნა. თუ ადამიანი გვეუბნება, რომ არ მინდა მუშაობა, ვეუბნებით, ერთ წელში შემოვალთ, შეგამოწმებთ, ხარ დასაქმებული, არ ხარ, საჭიროებ დასაქმებას, თუ არა. თუ მუშაობთ კერძო სექტორში, მაღაზიაში, მშენებლობაზე, არ მოგიხსნით 4 წელი დახმარებას, უბრალოდ, დეკლარირება გააკეთეთ, ნუ დაგვიმალავთ. გვექნება თითოეულ მუნიციპალიტეტში პროფესიული გადამზადების სკოლები, ბიზნეს ექნება პირდაპირ წვდომა ამ მუშახელზე, ამ ადამიანებზე, მათაც შეეძლებათ შესთავაზონ სამუყშაო ადგილი და არ მოეხსნებათ 4 წელი სოციალურ დახმარება. ჩვენ ამ ადამიანებს მივაჩვიეთ სიზარმაცე, პირდაპირ ვეუბნებოდით – არ გაბედო მუშაობის დაწყება! თუ იყიდი ტელევიზორს, მაცივარს, მოგიხსნი დახმარებას, ეს ხომ კატასტროფაა, ეს არის საშინელი სისტემა. ახლა ვეუბნებით პირიქით – მეტი ფული იშოვეთ, ჩვენ არ შეგამოწმებთ 4 წელი და არ მოგიხსნით დახმარებას. ღმერთმა ქნას, ჩემი დიდი სურვილია, რომ წელს უკვე 100 000 ადამიანი იქნას ჩართული, საოცრება იქნება ეს თუ მოხდება და ამ სამ წელიწადში 200 000 ადამიანი რომ დავასაქმოთ და გავშალოთ ყველგან. აი, მაგალითისთვის გეტყვით, რომ როცა მოძრაობთ, რეგიონებში რომ დადიხართ ამდენი ნანგრევით არის სავსე მიტოვებული შენობები. ბევრი შეიძლება საზოგადოებრივი იყოს, ბევრი შეიძლება კერძო იყოს, არის გაჩეხილი ტყეები და უამრავი სხვა სამუშაო, რომელიც გასაკეთებელი გვაქვს. მოსავლელია ქვეყანა, დასალაგებელია ქვეყანა.” The post მუშახელი თვეში 300 ლარად სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან – “მთავრობას სჭირდება მუშახელი” – ღარიბაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  13. იმუნიზაციის საბჭოს წევრი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ნეტგაზეთთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ამ დროისთვის არსებულ ყველა ვაქცინას აქვს ვადა, “ამ დროისთვის ფაიზერის წარმოებული 400 000 დოზა ვაქცინაა, რომელსაც ვადა 31 მარტამდე აქვს.” როგორც კულუმბეგოვი ამბობს, სწორედ ვადის გასვლის გამო გასული წლის დეკემბერში ქვეყანამ 17 500 დოზა „ასტრაზენეკას“ წარმოებული ვაქცინა ამოიღო ხმარებიდან და გადაყარა. რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, შენახვის ორწლიანი ვადა აქვს. ბიძინა კულუმბეგოვი: “ვერც ერთი სამედიცინო სტრუქტურა და, მით უმეტეს, ჯანდაცვის სისტემა ვერ გაბედავს, მოქალაქეებს ვადაგასული ვაქცინა შესთავაზოს. ეს სრული ნონსენსია. ამ გადაწყვეტილებებს იღებს ამერიკის დაავადებათა კონტროლი, ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტო და ა.შ. ეს არ არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება“ The post რატომ გადაყარა საქართველომ 17 500 დოზა “ასტრაზენეკა” და როდემდე აქვს ვადა “ფაიზერის” დოზებს? – კულუმბეგოვი appeared first on [/url]. ALIA.GE
  14. “შეაჩერე კორუფციას” დამფუძნებელი, ვატო გელაშვილი: “მე რომ ვიძახი ამ პარტიამ ფეხებზე დაიკიდა მიშაც, ამომრჩეველიც და ზოგადად ოპოზიციურად განწყობილ ხალხს დევნა დაუწყოო, არ მიჯერებთ. ეგენი არიან ყველაზე ჩათლახი ხალხი დღეს საქართველოში. ბოლო-ბოლო მიუვარდა გიულიც და პასუხს თხოვს, იმ ტყუილებზე რითაც ისინი საზიგადოებას კვებავენ. ვითომ მიშა წერს იმ სი@ობა პოსტებს და ვითომ მისი დახსნისთვის იბრძვიან. გაიყიდნენ, ძმაო, ვიძახი ჯერ კიდევ 2020 წლიდან გაიყიდნენ. მიაქვს კორუფციას ყველაფერი და მიზანმიმართულად ისეთ ფაქტებს ასახელებენ, სადაც ოცნებას გასასამართლებელიც აქვს და იქით შემოსადავებელც, ან ტყუილებს სპეციალურად, რომ ხალხს რეაქცია არ ქონდეს. ხოლო, ვინც მართლა ვიცით რა ხდება ტელევიზიებსაც გვიბლოკავენ და ფეისბუქსაც გვირეპორტებენ. კარდაკარ დავდივარ ხალხი რომ შევაფხიზლო და ეს დამპლები პირიქით ნიჰილიზმს თესავენ. ხო და იჯექით და უკაკუნეთ ამ თქვენს კლავიატურას. მეც დავიღალე უკვე. არ გინდათ ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი და თავისუფლება? იჯაქით და იფხანეთ ყვ@@@ბი.” შეგახსენებთ,დღეს მართლაც მივიდა გიული ალასანია “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც დასრულების შემდეგაც, განაცხადა: „მე რაც მოვისმინე, მართალი გითხრათ, ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგია, რომ დავრჩი, არ ვგეგმავდი, მაგრამ მთხოვეს, დარჩიო. ჩემი შვილის საკითხი არის ახლა დღის წესრიგში და მე დავინახე ისეთი ერთსულოვნება, მართალი გითხრათ, გამიკვირდა კიდევაც. კი, გეგმასთან, სტრატეგიასთან შეიძლება, იქ ნიუანსები იყო, მაგრამ მერე ყველა შეჯერდა და შეჯერდნენ იმაზე, რომ ახლა ეს უნდა იყოს დღის წესრიგში, რაც შეიძლება სწრაფად და სხვადასხვა გზით. სხვადასხვა მასშტაბის საპროტესტო აქციები, ხვალიდანვე იწყება. ეს არის, რაც გავიგე და თვითონ მელია, ემოციური, ნამდვილი ლიდერის თვისებებით, ძალიან კმაყოფილი დავრჩით. მეტი რაღა უნდა ქნან, ე.ი. განცხადებით შემოდიან, დღის წესრიგში ყველაფერი მოიხსნა, ახლა დღის წესრიგში მისი ჯანმრთელობის გადარჩენაა. მე არანაირი ინიციატივა არ მქონია, უბრალოდ ვისმინე. აბსოლუტურად მოვიწონე ის, რაც მოვისმინე. თვითონ წერილობითაც გაავრცელებენ განცხადებას და ქმედებითაც გვაჩვენებენ ამ დღეებში. რამდენადაც მივხვდი, ხვალიდანვე იქნება. იქნება საპროტესტო აქციები, განცხადებები, შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან და ყველასთან, ვისაც ხელეწიფება. ამჯერად დღის წესრიგშია სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, რადგან ეს არის საფრთხის ქვეშ“. The post “მიუვარდა გიულიც და პასუხს თხოვს… გაიყიდნენ, ძმაო, გაიყიდნენ” – ვატო გელაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  15. “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, პრემიერ-მინისტრის “რუსთავი2”-თან ინტერვიუს ეხმაურება და წერს: “ამ მაიმუნმა ახსნას რას გულისხმობს – რა იგულისხმება პროვოკაციაში და მეგობარი ქვეყნის დროშის ფრიალი რატომაა პროვოკაცია. ეს უინტელექტო, მხდალი ჯაგა! ყველაზე ანტიქართული რეჟიმის ყველაზე ანტიქართველი პრემიერი. მე მჯერა რომ ეს ძალიან ცუდად დაამთავრებს. იცის ზელენსკიმ, რომ თქვენ მოღალატეები ხართ. მასაც ღალატს სთხოვდნენ.” https://www.alia.ge/omze-ar-unda-vilaparakoth-iaraghis-mitsodeba-ar-aris-gamosavali-zedmeti-khmauri-damghupvelia-saqarthvelos-premier-ministri/ https://www.alia.ge/dgas-thu-ara-ruseth-saqarthvelos-omis-saphrthkhe-sadazvervo-samsakhuris-inphormatsiaze-daqhrdnobith-premieri/ https://www.alia.ge/181147-2/ The post “ეს უინტელექტო, მხდალი ჯაგა! იცის ზელენსკიმ, რომ თქვენ მოღალატეები ხართ” – ჩერგოლეიშვილი ღარიბაშვილს appeared first on [/url]. ALIA.GE
  16. სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი ემოცია და უგულშემატკიროს ნაკრებს, მაგრამ არაფრის დიდებით არ დავუშვებთ, შეურაცხყოფა მიაყენონ სპორტსმენებს ან რაიმე პროვოკაცია მოაწყონ. ღირსება, შენი ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი მეტოქის ღირსების შეურაცხყოფაში არ გამოიხატება. მოვიხსენიებ ვაჟა ფშავალას “სტუმარ-მასპინძელს”, რაზეც გაზრდილები ვართ ჩვენ”, – განაცხადა ყაველაშვილმა. თავის მხრივ, “ევროპული საქართველო”, მოძრაობა “სირცხვილია” და ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ცივილურ ფორმებში აპირებენ პერფორმანსების ჩატარებას და პროვოკაციებზე საუბარი არც არის. სტადიონზე უკრაინის დროშით მისვლა კი ყველას შეუძლია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რაგბის კავშირს ოფიციალურ გვერდზე მატჩის პოსტერი უკრაინულად ჰქონდა გამოქვეყნებული, მაგრამ რაგბი ევროპას მოთხოვნით, წაიშალა. The post ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  17. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავი2-თან განაცხადა: „ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან, ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე, დამხვდა ნული, როდესაც მოვედი პრემიერ-მინისტრად. კოვიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი „ფაიზერით“. მოუსმინეთ მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, მათაც არ იციან, რეალურად რა არის „ომიკრონი“. ამ დროს ეს არის რეალურად პანდემიის დასრულების დასაწყისი. ის, რომ „ომიკრონზე“ ვაქცინა არ მუშაობს და ეს შტამი მაინც არღვევს ვაქცინისგან გამომუშავებულ იმუნიტეტს და ანტისხეულებს, ეს ჩემი ნათქვამი კი არ არის, ეს არის პროფესორი ფაუჩის და სხვა უამრავი ექიმის თუ მეცნიერის ნათქვამი. მინდა, კიდევ ერთხელ განვუმარტო მოსახლეობას – მე ვაქცინაციის წინააღმდეგი კი არ ვარ, მე ვარ რეალისტი და სიმართლის მომხრე. მოსახლეობას მე ტყუილს ვერ ვეტყვი და მოსახლეობამ ჩემზე კარგად იცის, არ სჭირდება მოსახლეობას ზედმეტი ახსნები, ყველა უყურებს და აანალიზებს, რა ხდება მსოფლიოში. მანამდე მუშაობდა სხვა შტამებზე, იქნებოდა ეს ბრიტანული, ინდური, „დელტა“, თუ სხვა შტამები, „ომიკრონზე“ უბრალოდ არ მუშაობს. თუ მუშაობს, არის ძალიან დაბალი პროცენტი, ვისზეც მუშაობს, ბუსტერიანზე და ა.შ. ვართულებ სიტუაციას, მაგრამ ამის მიუხედავად, მე ვთქვი, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, დავარწმუნოთ 50 წლის ზემოთ ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ისინი, ვინც ასაკშია და ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, მათზე უნდა მოხდეს კონცენტრირება. ნუთუ, ეს არის გაუგებარი. აცრილებს, რა თქმა უნდა, უფრო მსუბუქად გადააქვთ. მე, მაგალითად მქონდა „ომიკრონი“, სულ ორი დღის განმავლობაში მქონდა გარკვეული სიმპტომები და ძალიან მსუბუქად გადავიტანე, მაგრამ ზოგს შეიძლება უფრო რთულად აქვს. დღეს ქვეყანაში გვაქვს მილიონობით ვაქცინა, მე არჩევანი მივეცი მოსახლეობას. კატეგორიულად ვთქვი , რომ აქ არ იქნება სავალდებულო აცრა, მე ამის მჯერა და ასე უნდა იყოს, რომ ჩვენ არ და ვერ შევუზღუდავთ მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. სამწუხაროა, რომ სიკვდილიანობა ჯერ კიდევ გვაქვს და დღეში რომ 30-40 ადამიანი გვიკვდება, ეს არის დიდი პრობლემა, ამიტომ ვიმეორებ, უნდა მოვახდინოთ იმ ადამიანების აცრა, რომლებიც არიან 50 წლის ზემოთ და სხვა ქრონიკული დაავადებებით. სხვები, რა თქმა უნდა, ყველანი, ვინც არ ვართ აცრილები, უნდა ავიცრათ, ნებაყოფლობით, ეს ჩვენი უფლებაა. ორჯერ ვარ აცრილი, ბუსტერით არ ვარ, აზრი არა აქვს, მეტსაც გეტყვით, „ომიკრონ“-გადატანილი, ისევ ამერიკელ და ევროპელ მეცნიერებს დავეყრდნობი, უფრო მაღალი იმუნიტეტის მქონეა, ვიდრე ბუსტერ-დოზიანი. კიდევ ერთი მინისტრი, რომლის გვარს არ ვიტყვი, ოთხჯერ იყო აცრილი, მაგრამ მაინც დაემართა „ომიკრონი“. ახლა თქვენ ამიხსენით, რა ხდება, ვარ თუ არა მართალი. მე რომ არ ვყოფილიყავი „ფაიზერით“ ორჯერ აცრილი, ალბათობა იმისა, რომ უფრო რთულად გადავიტანდი „ომიკრონს“, იყო საკმაოდ მაღალი, მაგრამ ვინაიდან მე ჯერ მქონდა კოვიდი, შემდეგ ორჯერ ავიცერი „ფაიზერით“, ძალიან მსუბუქად გადავიტანე. ასე, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, მიუხედავად ასაკისა, ყველანი ავიცრათ და ვატაროთ პირბადე, ვიდრე გავაუქმებთ“ NCDC-ის ცნობით, კორონავირუსით ორი დოზით აცრილი მოქალაქეების 6.49% დაინფიცირდა, ხოლო სამი დოზით აცრილთა – მხოლოდ 0.19%. ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, ომიკრონის შეხვედრის ალბათობა ბუსტერიზაციის შემდგომ შემცირებულია და 75% ეფექტურობა აქვს. გარდა ამისა, სამი თვის განმავლობაში ბუსტერის შემდგომ ადამიანს 90%-იანი გარანტია აქვს, რომ ჰოსპიტალში არ მოხვდება და სახლის პირობებში გადაიტანს ინფექციას, რაც არ უნდა რისკის მატარებელი იყოს. The post “ბუსტერს აზრი არ აქვს, ერთი მინისტრი 4-ჯერ იყო აცრილი და მაინც დაემართა “ომიკრონი”, მე ხალხს ტყუილს ვერ ვეტყვი” – ღარიბაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  18. საქართველოს ნაკრებისა და “ანორთოსისის” მეკარემ გიორგი ლორიამ რამდენიმე კვირის წინ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი გამოთქვა. როგორც იცით, ის ერთადერთი ქართველია, რომელიც “ანორთოსისში” დარჩა. კვიპროსული პრესის ინფორმაციით, “ანორთოსისის” ხელმძღვანელობამ ქეცბაიასთან საუბრის შემდეგ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ გიორგის ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებენ. “აპოელთან” მატჩში მეკარემ, პირდაპირი მნიშვნელობით, იფრინა და კვლავ დაამტკიცა, რომ 36 წლის ასაკშიც უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია. ლორი “ანორთოსისს” 2019 წელს შეუერთდა. The post დაფასება ქეცბაიასგან! “ანორთოსისის” ხელმძღვანელობამ ლორიაზე გადაწყვიტა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  19. ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან. ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბშვილმა "რუსთავი2"-ის ეთერში. "ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან. ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე. დამხვდა ნული, როცა პრემიერ-მინისტრად მოვედი. კოვიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი "ფაიზერით". "ომიკრონზე" მე კი არ გავაკეთე განცხადება, მოუსმინეთ მთელი მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, მათაც არ იციან რეალურად რა არის "ომიკრონი". ამ დროს ეს არის რეალურად პანდემიის დასრულების დასაწყისი. ის რომ ეს შტამი მაინც არღვევს ვაქცინისგან გამომუშავებულ იმუნიტეტს და ანტისხეულებს, ეს ჩემი ნათქვამი კი არაა, ესაა პროფესორი ფაუჩის და სხვა უამრავი მეცნიერის. მაგრამ მე განვმარტე და მინდა კიდევ განვუმარტო მოსახლეობას, მე ვაქცინაციის წინააღმდეგი კი არ ვარ, მე ვარ რეალისტი და სიმართლის მომხრე ვარ, მოსახლეობას ტყუილს ვერ ვეტყვი და მოსახლეობამ ჩემზე კარგად იცის," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. tia.ge
  20. ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრებ, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "რუსთავი2"-ის ეთერში. "ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება. საფრთხე უკვე განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს, ეს იყო ის ომი, რომლის თავიდან აცილებაც ვერ მოახერხა წინა ხელისუფლებამ. თავად უკრაინისთვის კი, რუსეთი ძალიან დიდი საფრთხეა. მე მართლაც ძალიან განვიცდი იქ მიმდინარე მოვლენებს. მოგეხსენებათ, მე უკრაინაში ვიყავი ვიზიტით აგვისტოს თვეში, მქონდა ძალიან კარგი შეხვედრები და აბსოლუტურად მესმის მათი მდგომარეობა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. tia.ge
  21. ვადევნებთ თვალს, გვაინტერესებს დასავლელი პარტნიორების რეაქცია. ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი დასავლეთი, მათ შორის ნატოც, - განაცხადა "რუსთავი2"-ის ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. "რაც მოხდა არის აბსოლუტურად მიუღებელი, უკრაინის ტერიტორიების აღიარება დამოუკიდბელ სუბიექტებად რუსეთის მიერ არის მიუღებელი და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ვადევნებთ თვალს, გვაინტერესებს დასავლელი პარტნიორების რეაქცია. ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი დასავლეთი, მათ შორის ნატოც და ეს არის სერიოზული ტესტი დასავლელი პარტნიორებისთვის,"- აღნიშნა პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიები - დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა და თავისი ჯარი შეიყვანა. tia.ge
  22. სპორტი ყოველგვარი პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ და არავის მივცეთ საშუალება რაიმე ინტრიგა და პროვოკაცია შეიტანოს სპორტში, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "რუსთავის2"-ის ეთერში საქართველო-რუსეთის მატჩს. პრემიერმა ოპოზიცია პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა და განმარტა, რომ თუკი რაიმე სახის სპეკულაცია იქნება მატჩის დროს, ამას ხელისუფლების მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება: "ჩვენ ყველანი ვამაყობთ ჩვენი ძალიან მაგარი რაგბისტებით, გმირი ბიჭებით, რომლებიც ძალიან ბევრჯერ გვახარებენ, მე მჯერა, რომ კვირას ისინი კიდევ ერთ მორიგ გამარჯვებას მოიტანენ. მე, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქესა და ასევე პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ სპორტი ყოველგვარი პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ და არავის მივცეთ საშუალება რაიმე ინტრიგა და პროვოკაცია შეიტანოს სპორტში. მნიშვნელობა არ აქვს რომელი გუნდი ჩამოდის. ჩვენი ქართველი რაგბისტები, პირველად არ ხვდებიან რუს მორაგბეებს. სპორტი სხვა არის და მეორეა ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთის პოლიტიკურ ხელისუფლებასთან, ამიტომ ეს ერთი, მეორესგან უნდა დავაშოროთ. ძალიან კარგად მესმის, რომ გაკოტრებული პოლიტიკოსები შეეცდებიან ამ სიტუაციაში გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მაგრამ მე მინდა ისინი გავაფრთხილო, რომ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციას, ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება. მინდა ყველას ვთხოვო, რომ მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ. ამ გაკოტრებულ პოლიტიკოსებს რა უნდათ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მათ უნდათ ეკონომიკის გაჩერება, ტურიზმის გაჩერებაც, ქვეყნის დაკეტვაც და ახალი ომის დაწყებაც, რადგან ამაში ხედავენ რაღაც თეორიულ შანსს ხელისუფლებაში დაბრუნების. ჩვენ არავის მივცემთ ქვეყანაში სიტუაციის არევის საშუალებას. ის რაც ჩვენ მოვახერხეთ, გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ უპრეცედენტოა. 9 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია ომი, მოვახერხეთ ის, რომ ოკუპაციის პირობებში, შევინარჩუნეთ სიმშვიდე, სიმტკიცე და უამრავი სხვა პერსპექტივა გავუჩინეთ ქვეყანას,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს "დინამო არენაზე" საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებების მატჩი გაიმართება. tia.ge
  23. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კვლევაზე წერს, რომლის თანახმად "ომიკრონის" გადატანის შემდეგ, გეგმიური ქირურგიული ოპერციების გადადება სასურველია. "ბრიტანულმა კვლევამ აჩვენა, რომ "ომიკრონის" გადატანის შემდეგ, გეგმიური ქირურგიული ოპერაციები სასურველია, გადავადდეს 7 კვირით. ჯანმრთელობას გისურვებთ …", - წერს გიორგი ფხაკაძე. #drpkhakadze tia.ge
  24. საზოგადოებრივი კამპანიის "მეც შვილი ვარ" ფეისბუქ გვერდზე მორიგი ისტორია ვრცელდება: "მამაჩემს საყვარელი ჰყავს. ვიცი, არავის გაგიკვირდებათ დიდად ეს ამბავი, და არც მე ვწერ ამას გაკვირვების გამო. დედაჩემს ფსიქიკური პრობლემები აქვს, ეკლესიაში დადის, მამაოს ყველაფერს უყვება. არ ვიცი, ის რას ეუბნება, მაგრამ თავში ჩაიჭედა, რომ „ყველა ქალი ბოზია“ და რომ „ქალის მოდგმა არაა გასახარებელი“, და მეც კი, მისი ნაბოლარა შვილი, შემიძულა. 17 წლის ვარ და ისეთ კითხვებს მისვამს, ვეხვეწები ხოლმე, წამოდი ფსიქოლოგთან-მეთქი, მაგრამ უცებ აკივლდება ხოლმე, ფსიქოლოგთან შენ იარე, მე გიჟი კი არა ვარ, მე მსოფლიოში საუკეთესო მამაო მყავსო. არ ვიცი, რამდენად შორს შეტოპა დედამ ამ ეჭვიანობის ნიადაგზე, მაგრამ მე ჩემს ტყავზე პირადად გამოვცადე, როგორ გაბოროტდა და შეიცვალა. სასწაულებს მელაპარაკება ხოლმე, შენ ისეთი ძუკნა იზრდები, ეგრევე სხვის ქმრებთან წანწალს დაიწყებო, სახლიდან არ მიშვებს ხოლმე, მეგობრები თუ მომაკითხავენ სახლში, კარს უღებს და ეუბნება, სახლში არ არისო. ეს სიტუაცია ჩემზე ისე მოქმედებს, ლამის მეც გავაფრინო. კაციშვილი არაა ოჯახში დედაჩემის პრობლემების მიმხედავი, მამაჩემი იმ ქალთან გრიალებს და სახლში თითქმის არ მოდის, ჩემი ძმები კი სულ გარეთ არიან და საერთოდ არ აინტერესებთ დედას ასეთი მდგომარეობა. ყველაზე უარესი ჯერ არ მითქვამს: ამას წინათ, დედაჩემმა რაღაც ახალი გაიგო მამაჩემის საყვარელზე და ისე გაგიჟდა, რომ ყელში მწვდა და ფანჯრიდან მაგდებდა. მარტონი ვიყავით სახლში და აი მართლა ძლივს გადავურჩი მე-15 სართულიდან გადმოგდებას... არ ვიცი, თავისუფლად შესაძლებელია, მართლა გააკეთებდა ამას, რადგან გამწარებულს თვალზე ლიბრი ეკვრის ხოლმე. თან მიკიოდა, გაეთრიე ამ სახლიდან, აქ შენ არაფერი გესაქმება, არაა ეს შენი სახლიო... წარმოდგენა არ მაქვს, რა იქნება... ან რა გავაკეთო... ამქვეყნად არავის იმედი არ მაქვს - ოჯახში ყველას თავისი თავი ადარდებს და მე რომ მოვკვდე, მგონი ვერც გაიგებენ...". tia.ge
  25. მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე, რომელმაც 3 თვის წინ იმშობიარა, დპორტდარბაზში გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს: "ჩავიფიქრე, მჯეროდა, მოვინდომე, მივაღწიე. საკეისრო კვეთიდან 3 თვეში! მადლობა ალე", - წერს ალექსანდრა პაიჭაძე. tia.ge
×
×
  • შექმენი...