Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როგორ უნდა მოვემზადოთ და რას უნდა ველოდოთ 2022 წლისგან. იმის შესახებ, თუ ვის გაუმართლებს სიყვარულში ვეფხვის წელში ასტროლოგი სოფიო ბზეკელავა საუბრობს: „პროგნოზი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია. ზოგადად, 2022 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სიყვარული და პირადი ურთიერთობები იქნება. ამიტომ თორმეტივე ნიშანს დიდი შანსი ექნება, იყოს ბედნიერი. არის, რა თქმა უნდა, რამდენიმე ნიშანი, რომლებისთვისაც 2022 წელი პირადი ცხოვრების კუთხით ფოიერვერკული და განსაკუთრებული იქნება, თუმცა, გააჩნია აქამდე რა დავაგროვეთ, რადგან ასტროლოგიას კარმული პრინციპი აქვს, რასაც ვთესთ, იმას ვიმკით. ახლა არის გარდამტეხი პერიოდი. თუ გასაშვებია, უნდა გავუშვათ. მე ბევრჯერ ვიხუმრე კიდეც, რომ 31 დეკემბერს ბევრი წყვილი ჩამოყალიბდება, უნდა იყვნენ თუ არა ერთად. ასევე შანსები არსებობს იმისა, რომ თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდნენ ძველი პარტნიორები წარსულიდან. იცოდეთ, რასაც ახლა დაიწყებთ, დიდხანს გაგრძელდება; რასაც დაასრულებთ, სამუდამოდ დასრულდება. ასევე, 2022 წელს ყველაზე ტრენდული იქნება ერთგულება. გამორჩეული იქნება ეს წელი ვერძებისთვის, ასევე – თევზებისთვის და ეს პერიოდი უკვე 31 დეკემბრიდან დაიწყება და მაისის ჩათვლით იქნება საოცრად წარმატებული. სასიყვარულო კავშირებში იღბალი ელით მორიელებსა და კირჩხიბებს, ასევე – ლომებს და მშვილდოსნებს. გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ სასწორებს, იმისათვის, რომ პირად ცხოვრებაში კარგი შედეგები მიიღონ” – განმარტავს სოფიო ბზეკალავა. The post 3 ნიშანი, რომლებსაც ვეფხვის წელი განსაკუთრებულ იღბალს პირად ცხოვრებაში მოუტანს – ნახეთ ასტროლოგის პროგნოზი appeared first on InterPost.ge. View the full article
  2. 26 დეკემბერს, კვიპროსისი ჩემპიონატში “აპოელი” საკუთარ მოედანზე “ომონიას” დაუპირისპირდა და მეტოქე 4:2 დაამარცხა. ამ მატჩს გურამ კაშიასთან ერთად “ანორთოსისის” თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა ესწრებოდა. 58-ე წუთზე ქვილითაიამ სტუმართა კარში გოლი გაიტანა, კაშიამ კი სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, რომელშიც აღბეჭდილი იყო, თუ როგორ ზეიმობდა თანამემამულის გოლს. კადრში გამოჩნდა კაჭარავაც. ვიდეოს გავრცელების შემდეგ, “ანორთოსისის” ფანებმა კაჭარავა მკაცრად გააკრიტიკეს, რადგან ეს კლუბი “აპოელის” ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქედ ითვლება. ამის გამო, ქართველ თავდამსხმელს ბოდიშის მოხდაც მოუწია: “მინდა, მცირე განცხადება გავაკეთო დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით. მე ნაკრებში ჩემს თანაგუნდელთან და კაპიტანთან ერთად “ომონია” – “აპოელის” მატჩს ვესწრებოდი. ჩემმა მეგობარმა გადაიღო ვიდეო, როცა ის ქვილითაიას გოლს აღნიშნავდა. ამ დროს მე მეღიმებოდა, რადგან ის ისე ზეიმობდა, როგორც პატარა ბავშვი. მე არასოდეს ვიზეიმებ ჩვენი მოწინააღმდეგეების გოლს. ყოველთვის პატივს ვცემდი “ანორთოსისის” ფანებს და მათ მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობდი. თუ ამ ვიდეოს გამო, ვინმეს ვაწყენინე, ბოდიშს ვუხდი”, – განაცხადა კაჭარავამ. The post ნიკა კაჭარავამ ბოდიში მოიხადა: ‘კაშია ქვილითაიას გოლს ბავშვივით აღნიშნავდა’ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  3. ტელეკომპანია „მთავარზე“ დღეს 2021 წლის ბოლო „პოსტ ფაქტუმი“ გავიდა ეთერში. გადაცემის დასასრულს კი გადაცემის წამყვანი, მაყურებელს ასე დაემშვიდობა: „ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებით“. სხვა განმარტება წამყვანს არ გაუკეთებია. ამ დროისთვის უცნობია, გიორგი გაბუნიამ გადაცემა დატოვა თუ ტელეკომპანია. ცნობისთვის, მისი არხიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გავრცელდა, თუმცა ტელეკომპანიის თანამშრომლებმა „პრაიმტაიმს“ ეს ინფორმაცია მაშინ არ დაუდასტურეს. The post „ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხდებით…“ – გიორგი გაბუნია მაყურებელს დაემშვიდობა appeared first on InterPost.ge. View the full article
  4. „პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით“, – ამის შესახებ ჯანდაცვის გადამდგარმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ანალიტიკური ჯგუფი კლინიკების დონეზე მუდმივ რეჟიმში უყურებს როგორც დაყოვნების მოცულობას პაციენტებისას, ასევე პაციენტების დღიურ დაყოვნებას. „პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით. ჩვენი ანალიტიკური ჯგუფი კლინიკების დონეზე მუდმივ რეჟიმში უყურებს როგორც დაყოვნების მოცულობას პაციენტებისას, ასევე პაციენტების დღიურ დაყოვნებას და ლეტალობის მაჩვენებელს ასაკობრივ ჭრილში. ძალიან ბევრი ცვლადით ვახდენთ კლინიკების მონიტორინგს და ჩვენ თავადაც ვაკეთებთ გარკვეულ დასკვნებს, თუმცა დამეთანხმებით, ალტერნატიულ აზრს ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგვეცა საშუალება, საქართველოში ჩამოსულიყო ჯანმო-ს ექსპერტი შვეიცარიიდან, რომელმაც შეისწავლა ჩვენი კლინიკები. მან საკმაოდ საინტერესო დასკვნა დადო. რეალურად გაამართლა ჩვენი მოლოდინები იმ გამოწვევებზე, რომელიც კლინიკურ სექტორში გვაქვს და ამ მიმართულებით ასევე გაიცა რეკომენდაციები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. The post ტიკარაძის განცხადებით, პაციენტების უმრავლესობა კოვიდით არ კვდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  5. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, covid-გადატანილებისთვის „მწვანე პასპორტის“ უვადოდ მინიჭების საკითხზე ჯანდაცვის ახალი მინისტრი უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად იმსჯელებს. ასე უპასუხა მან მედიის შესაბამის კითხვას. „ის გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელსაც მისცემენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები. დაველოდოთ საბჭოს გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში, თუ მე ჩართული ვიქნები, როგორც ექსპერტი, ექსპერტების ჯგუფთან ერთად ერთობლივად მივიღებ გადაწყვეტილებას და გავცემ რეკომენდაციას“, -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. tia.ge
  6. უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო – არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციებში ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ შეწყვიტოს თავდასხმები დამოუკიდებელი ინსტიტუტების მისამართით და შექმნას ყველა პირობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეუფერხებელი საქმიანობისთვის. “ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1 ნოემბრიდან მოქმედებს. ამოქმედებიდან ორი წლის თავზე, სამსახურის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას დადებითად აფასებენ როგორც არასამთავრობო სექტორი, ასევე, საერთაშორისო პარტნიორები. საქმიანობის ფარგლებში, ამ დრომდე, ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურმა 5523 შეტყობინება მიიღო, ხოლო 8 სამართალდამცავის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სამსახური, სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსაც, რის თაობაზეც უწყებაში გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის პროცესში, არასამთავრობო სექტორი მიიჩნევდა, რომ გამოძიების და ინფორმაციის დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქციების ერთ უწყებაში მოქცევა, შესაძლოა, ეფექტიანი არ ყოფილიყო. თუმცა, ინსტიტუტზე დაკვირვებამ ნათლად აჩვენა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო ფუნქციების თავსებადობის კუთხით პრაქტიკაში ხარვეზი არ გამოვლენილა. ამადროულად, დღეს არსებული საჭიროება, რაც ცალსახად იკვეთება და რაზეც მიუთითებენ სამოქალაქო ორგანიზაციები თუ საერთაშორისო აქტორები, არის სამსახურის შემდგომი გაძლიერებაა. კერძოდ, უწყებისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, აგრეთვე მისი კომპეტენციის გაზრდა და გავრცელება დანაშაულთა/თანამდებობის პირთა უფრო ფართო წრეზე. სამსახურის შემდგომი ინსტიტუციურ და ფუნქციურ გაძლიერებაზე ხაზგასმულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2020 წელს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, ასევე, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებში და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშებში. ამასთანავე, ინსპექტორი, საქართველოს პარლამენტისადმი წარდგენილ წლიურ ანგარიშებში პერმანენტულად მიუთითებდა იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე, რომელთა გამოსწორებაც აუცილებელი იყო ინსტიტუტის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. ამ მიზნით, მან ვრცელი საკანონმდებლო წინადადებითაც მიმართა საქართველოს პარლამენტს, სწორედ მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ ცვლილებებამდე რამდენიმე საათით ადრე. მსგავსი მნიშვნელობის და საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე კანონპროექტის აბსოლუტურად დახურულად მომზადება, ისე რომ მის შემუშავების პროცესში ჩართულები არ იყვნენ არც უშუალოდ სამსახურის წარმომადგენლები, არც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და არც სხვა დაინტერესებული მხარეები, უკიდურესად პრობლემურია და წარმოადგენს საკანონმდებლო თვითნებობას. ამავდროულად, კანონპროექტის განხილვის დაჩქარებული წესით ინიცირება ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მიზანი არა საკითხის ირგვლივ სიღრმისეული პროფესიული მსჯელობაა, არამედ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე გავლენის მოპოვებაა. აღნიშნულ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კრიტიკულად ეხმაურება სამართალდამცავი სისტემის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებს. სამსახურმა შეისწავლა ლექსო ლაშქარავას პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება, ასევე მწვავედ გამოეხმაურა სავარაუდო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტების ამსახველი მასალების გასაჯაროებას. უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი უნდობლობის ფონზე, დახურულ კარს მიღმა, ფარულად და დაჩქარებული წესით დარეგისტრირებული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებასა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება, იმ საგამონაკლისო ინსტიტუტის მიმართ, რომელმაც ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად შეძლო საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება” – ნათქვამია განცხადებაში. tia.ge
  7. ლონდონის “ჩელსის” ყოფილი კაპიტანი ჯონ ტერი შესაძლოა, კლუბში დაბრუნდეს. საუბარია აკადემიაში დასაქმებაზე, სადაც 41 წლის სპეციალისტი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოამზადებს. “ჩელსიში” ჯონ ტერის დაბრუნების მთავარი ინიციატორები მისი ყოფილი თანაგუნდელები პეტრ ჩეხი და კარლო კუდიჩინი არიან, რომლებიც დღესდღეობით კლუბის სტურქტურაში მუშაობენ. ტერის დაბრუნებით დაინტერესებულია “ჩელსის” აკადემიის დირექტორი ნილ ბატიც. შეგახსენებთ, რომ 2018-დან 2021 წლამდე ჯონ ტერი ბირმინგემის “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელის, დინ სმიტის თანაშემწედ მუშაობდა, თუმცა ამ უკანასკნელის გათავისუფლების შემდეგ კლუბი დატოვა. The post ტერი “ჩელსიში” ბრუნდება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  8. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ამჟამად ქვეყანაში „ომიკრონის“ 51 შემთხვევაა დადასტურებული. მისივე თქმით, „ომიკრონი“ 3 წლის ბავშვს დაუდასტურდა. „დღევანდელი მონაცემებით, „ომიკრონის“ 51 შემთხვევაა ქვეყანაში ლაბორატორიულად დაფიქსირებული, ასევე, კვლევაშია კიდევ რამდენიმე ათეული შემთხვევა. 18 წლამდე 5 ბავშვი გახლავთ, აქედან ერთი არის სტაციონარში, მაგრამ მას ძირითადი, სხვა დაავადება აქვს, ამის გამოა სტაციონარში და არა „ომიკრონით“ ინფიცირების გამო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. The post „ომიკრონი“ 3 წლის ბავშვს დაუდასტურდა appeared first on InterPost.ge. View the full article
  9. ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდზე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალში იტალიის ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი, “სკუადრა აძურა” მუნდილის საგზურისთვის პორტუგალიისა და თურქეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. “მინდა, საჩუქარი გავუკეთო შვილებს, რომელთაც იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე არასდროს უნახავთ. ამ თემაზე კრიშტიანუ რონალდუს ვესაუბრე და ჩვენი ნაკრებების შესაძლო დაპირისპირებაზეც ვიხუმრეთ. ვნახოთ, რა იქნება მოედანზე, თუმცა კრიშტიანუმ იცის, რომ ჩვენგან ფეხებში მიიღებს”, – თქვა ბონუჩიმ “რაი სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალური რაუნდის მატჩები 2022 წლის 24 მარტს ჩატარდება, ხოლო ფინალური შეხვედრები 29 მარტს გაიმართება. The post ბონუჩი: “რონალდუ ფეხებში მიიღებს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  10. 26 დეკემბერს ბათუმში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მორიგი საშეჯიბრო დღე გაიმართა. 72კგ წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს იური ლომაძე და ოთარ აბულაძე შეხვდნენ. გამარჯვებული ბოლო წამებში გამოვლინდა. აბულაძე მეტოქეს ანგარიშით 5:3 ამარცხებდა, თუმცა ლომაძემ 4-ქულიანი გდება შეასრულა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. იხილეთ ლომაძის გადამწყვეტი ილეთი იხილეთ სრული შეხვედრა The post საოცარი მომენტი საქართველოს ჩემპიონატში – იური ლომაძის ილეთი ბოლო წამებში (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  11. შარლ დე გოლის, უინსტონ ჩერჩილის, მარგარეტ ტეტჩერის, ნევილ ჩემბერლენის, ბენიტო მუსოლინის, ადოლფ ჰიტლერის, ედუინ მატისონ მაკ-მილანის – სულ ოცამდე მსოფლიო ლიდერის ბიოგრაფიული წიგნის ავტორი, ისტორიკოსი ლევან სვანაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის წიგნებში შესულია პირადი შეხვედრები ჯონ კენედისთან, მარგარეტ ტეტჩერთან და მსოფლიოს სხვა პოლიტიკურ ფიგურებთან. მეცნიერებათა დოქტორი და საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულთა ბოლო თაობის წარმომადგენლის ოჯახში, ქუთაისში 1928 წლის 30 ივლისს დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. 2004 წლის 5 თებერვლიდან 22 აპრილამდე იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. სხვადასხვა წლებში ეწეოდა სამეცნიერო – პედაგოგიურ საქმიანობას. იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. ის არაერთი სამეცნიერო ნაშრომების და მონოგრაფიების ავტორია. ლევან სვანაძე იყო ღირსების ორდენის კავალერი. tia.ge
  12. „ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან რთული 1 წელი, გუნდი დატოვა ბიძინა ივანიშვილმა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გუნდი არის ერთიანი, როგორც არასდროს და ეს ჩანს ყველაფრიდან. „გუნდში ხდება მარტივი რამ – გუნდი არის ერთიანი, როგორც არასდროს და ეს ჩანს ყველაფრიდან. როტაცია არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა და არავითარი კუთხით ეს არ ნიშნავს განხეთქილებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გუნდი არის ერთიანი, როგორც არასდროს და ეს ჩვენ დავამტკიცეთ გასული 1 წლის განმავლობაში. ჩვენ გვქონდა ძალიან რთული 1 წელი, იყო სერიოზული გამოწვევები. ასეთი რთული 1 წელი როდის იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში, როდის იყო ასეთი მომენტები, მე არც ვიცი. რა თქმა უნდა, ჩვენ 30-წლიან ისტორიაში იყო რთული ეპიზოდები, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული 1 წელიწადი. გვქონდა სერიოზული გამოწვევები და ჩვენ გვჭირდებოდა სერიოზული ბარიერების გადალახვა. რომ არ ყოფილიყო ერთსულოვანი და ერთიანი გუნდი, ჩვენ ამას ვერ შევძლებდით, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა „ქართული ოცნების“ გუნდი დატოვა მისმა უპირობო და ერთპიროვნულმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული პოლიტიკური კაპიტალი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. The post კობახიძე – ბოლო 30 წლის განმავლობაში გვქონდა ძალიან რთული წელი, გუნდი დატოვა ბიძინა ივანიშვილმა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  13. მსოფლიოში საშობაო დასვენების პერიოდში 6 000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, ათასობით რეისმა კი დაიგვიანა. Flightaware.com-ის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 24 დეკემბერს 2 400 რეისი გაუქმდა, ხოლო 11 000-მა რეისმა დაიგვიანა. მათივე ცნობით, მომდევნო დღეს კი თითქმის 2 800 ფრენა გაუქმდა, მათი დიდი ნაწილი, დაახლოებით 970 რეისი აშშ-ში ან აშშ-დან მიფრინავდა. შაბათს ასევე 1 100-ზე მეტმა რეისმა დაიგვიანა. 26 დეკემბერს კი გაუქმებული რეისების რიცხვმა 1 100-ს უკვე გადააჭარბა. რეისების უმეტესობის გაუქმება კორონავირუსის გავრცელებასთან არის დაკავშირებული. სხვადასხვა ავიახაზს, მათ შორის Lufthansa-ს, Delta-ს, United Airlines-ს, JetBlue-ს და Alaska Airlines-ს, რეისების გადადება თანამშრომლების ავადმყოფობის გამო უწევს. გარდა ამისა, პილოტებსა და ბორტგამცილებლებს ხშირად უწევთ კარანტინის გავლა Covid-19-ით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ. The post კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიოს მასშტაბით ფრენები უქმდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  14. ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა. ვერძი თავი შეიკავეთ აგრესიისა და იმპლსურობისგან, ნუ დაადანაშაულებთ თანამშრომლებსა და პარტნიორებს გარკვეული საკითხების გართულებაში. კურო სიფრთხილე და დაკვირვებულობა გამოიჩინეთ პირად და საქმიან პარტნიორებთან დაკავშირებით, კარგად გააანალიზეთ ყოველი ნაბიჯი და შემდეგ იმოქმედეთ. ტყუპები ჯიუტად და შეუპოვრად მიჰყევით თქვენს გეგმებს. თქვენი ენერგია მიზანმიმართულად მოახმარეთ დასასრულებელ საქმეებს. კირჩხიბი მოერიდეთ აგრესიულ ადამიანებს, დაიცავით ემოციური ბალანსი, მეტად დაისვენეთ გამოიყენეთ არომათერაპია. ლომი ირგვლივმყოფები თქვენს მიმართ კეთილგანწყობილნი არიან, თუმცა არის საქმიან პარტნიორებთან გარკვეული გაუგებრობების ალბათობა. ქალწული მეტი ყურადღება გამოიჩინეთ თქვენი გარემოცვის მიმართ. მათი დახმარება შესაძლოა ძალიან სარგებლიანი იყოს თქვენთვის. სასწორი პირად-სასიყვარულო სფეროში პოზიტიური მოვლენები გადაფარავს სამსახურებივ რუტინას. ჩაერთეთ საახალწლო სამზადისში. მორიელი მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას. სასიკეთო პერიოდია სამსახურეობრივი და ფინანსური ოპერაციების წარმოებისას. მშვილდოსანი სიურპრიზებისა და საჩუქრების დღეა, გაგახარებთ ახლობელი ადამიანების ყურადღება. თქვენც დროა იზრუნოთ მათ საჩუქრებზე. თხის რქა სამსახურის თემები თქვენთვის პრიორიტეტულია, ნუ გადაიღლებით, მეტი ყურადღება დაუთმეთ ურთიერთობებს. მერწყული აკონტროლეთ სიტყვები, შესაძლოა ზოგიერთმა ადამიანმა თქვენი დამოძღვრა გადაწყვიტოს, ნუ მიაქცევთ მათ ყურადღებას, იხელმძღვანელეთ საკუთარი გონებით. თევზები საკმაოდ პოზიტიური დღეა. სამსახურში შესაძლოა თანამშრომელთა და ხელმძღვანელის შექებაც დაიმსახუროთ. საღამოს მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებთან ურთიერთობას. tia.ge
  15. ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება, ჯერჯერობით, არ დაუწერია, მაგრამ როგორც თავად დაანონსა, თანამდებობას წლის ბოლოს დატოვებს. დღეს კი, სამინისტროს სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ის არ ამბობს, კონკრეტულად სად გააგრძელებს საქმიანობას. ვიცით მხოლოდ ის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში იქნება. „მე არ მაქვს გეგმაში, ახლა გავასაჯაროო სად ვიქნები და იმ დროს, როდესაც ეს საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ“, – უთხრა მან მედიას. რაც შეეხება იმას, რას ურჩევდა ის ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ტიკარაძემ სამი პრიორიტეტი გამოყო. „2022 წლის გამოწვევად კვლავ რჩება პანდემიის მართვა და ვაქცინაცია, აქედან გამომდინარე, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც 2020 წლიდან არის გაცემული დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდაც იქნეს გათვალისწინებული; ასევე, მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიური ჩართვა ვაქცინაციის პროცესში და 60 წელს ზემოთ ადამიანების ინტენსიური აცრა“, – განაცხადა ekaterine ტიკარაძემ. bm.ge tia.ge
  16. მუსიკოსი სტეფანე სოციალური ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოუწოდებს ხალხს რესტორანში თიფის ანუ ე.წ. ჩაის დატოვებისკენ. "იმ დღეს ვუყურებდი რაღაც უცხოურ გადაცემას ეტიკეტზე… ხო და რესტორანში თიფის დატოვებაზე იყო… ანუ უნდა წარმოუდგინოთ, რომ ისიც ანგარიშის ნაწილია , ოღონდ მორალური მხარეო. ნუ იქნებით უკიდეგანო ძუნწები და დაუტოვეთ თიფი, როცა კარგად გემსახურებიან…" - წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში. tia.ge
  17. ფეისბუქის მომხმარებელი, ლელა ნანობაშვილი ჯგუფში "ვეძებ" ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც მოყოლილია როგორ მაოტყუეს დედამისი და როგორი იპოვეს ერთმანეთი 40 წლის შემდეგ. პოსტს tia.ge უცვლელად გთავაზობთ "არ ვიცი, სიტყვებით ვერ ავღწერ როგორი ბედნიერი ვარ. დამიდგა წუთები როდესაც შევხვდი და გულში ჩავიკარი ჩემი დედა, ჩემი გული და სული, ჩემი უთბილესი, ჩემი უტკბილესი, ჩემთვის ამდენი ხნის ნანატრი დედა.დედა რომელიც მოატყუეს, რომელსაც თავისი უსუსური შვილი გულიდან მოგლიჯეს, მკვდრად გამოუცხადეს და დატოვეს ასე შვილ მკვდარი დედის სახელით. დედა რომელიც ვერ დააჯერეს შვილის სიკვდილით, დედა რომელიც თვალებით ყველგან ეძებდა თავის ვითომდა მკვდარ შვილს .ასეა დედის გული არასდროს ცდება და აი 40 წლის შემდეგ უფლის და დედაღვთისმშობლის ნებით დაგვიდგა ეს ნანატრი წუთი რომელსაც ჩვენ ველოდით. ასევე ჩემი გულის და სულის ნაწილი, ჩემი ემიგრანტი ტყუპისცალი, რომელთანაც მხოლოდ მანძილი მაშორებს, ჩემი თამოოო სიტყვებს ვერ ვპოულობ მეგობრებო. მიყვარხარ დ ე დ ა მადლობა ამ ჯგუფის თითოეულ წევრს და ამ ჯგუფის დამფუძნებელ თამუნა მუსერიძეს. ყველას გისურვებთ წარმატებას " tia.ge
  18. ფოთის ყოფილ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი კაკულიას, ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე შალვა ბიჭიამ მიიღო. პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი კაკულიამ, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომელთან ერთად, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და შ.პ.ს. კუნძულის დირექტორის უპირატესობა მიანიჭა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ირაკლი კაკულია და კიდევ 3 თანამდებობის პირი 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. მათ ბრალად ედებათ უკანონო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება. The post ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  19. ქართველი წინასწარმატყველის, ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებები სოციალურ ქსელში არქივიდან ვრცელდება: ინტერვიუ არქივიდან: ჩვენი სამშობლო კიდევ ერთ რევოლუციას გადაიტანს გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №5 - 2006 წელი, ოქტომბერი — ქალბატონო ლელა, მკითხველს დავპირდით, რომ ჩვენს მოკლე ინტერვიუებში მიმდინარე საჭირბოროტო თემებზე ვისაუბრებდით და მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან კითხვებს გავცემდით პასუხს. ახლა საქართველოს მოსახლეობას აღელვებს სამაჩაბლოში ბოლო დროს განსაკუთრებით დაძაბული ვითარება. ბოლო არ უჩანს რუსულ-ოსურ პროვოკაციებს, თავდასხმებს ქართულ სოფლებზე. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც... — მაგრამ მოდის ის დრო, როცა ღმერთი სჯის აფსუებსაც და ოსებსაც. რაც ადრე ვიწინასწარმეტყველე, სრულდება: კავკასიონი იკეტება საქართველოსა და ოსებს შორის. სამაჩაბლოში ქართველები ბრუნდებიან, ყველა - ერთიც არ დააკლდება. ასე ნებავს ღმერთს! საბოლოოდ ოსები განლაგდებიან ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე; მათ უკვე აღარ ექნებათ სურვილი საქართველოში დაბრუნებისა. ისინი საქართველოს ვერაფერს გამოსტყუებენ, ოსები კავკასიონს ვერ გადმოვლენ! მათ დიდი და ხანგრძლივი ომები ელით. იწყება ინგუშთა და ოსთა ტერიტორიული ომი. ინგუშეთი აღმოაჩენს, რომ ოსეთის ტერიტორია მათი ყოფილა და იწყებენ რუკების ფრიალს. დადგება დრო, როცა ოსები საქართველოსკენ დაიწყებენ იმედის თვალით ცქერას, რადგან მიხვდებიან, რომ წლების შემდეგ გადაჯიშება და დიდ რუსულ დასახლებად გადაქცევა ემუქრებათ. ღირსები არიან! ასე რომ, ჩემს ქართველებს კიდევ ერთხელ დავამშვიდებ: ჩვენს ქვეყანაში არ იარსებებს ავტონომიები; გახსოვდეთ: იარსებებს ერთიანი, თავისუფალი, ხელშეუხებელი საქართველო! — სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაბრუნების გარდა რა ცვლილებები ელის საქართველოს ახლო მომავალში? ‼— ჩვენი სამშობლო კიდევ ერთ რევოლუციას გადაიტანს. ეს არ არის „ვარდების რევოლუცია“; ეს ძლიერი ოპოზიციური მოძრაობაა, რომელიც სწრაფად ყალიბდება. გაჭირვება ხალხს გააერთიანებს. დაიმსხვრევა მითი დემოკრატიულ საქართველოზე. დიდი სიბინძურეები ამოტივტივდება. ვხედავ ხალხის გაოგნებულ სახეებს. უამრავი ადამიანი გამოვა გარეთ და ამ ძალას ვერავინ შეაჩერებს. საქართველო განიწმინდება და ჩემი ხალხი გადარჩება. იწყება ახალი ეტაპი — მხოლოდ სიკეთისკენ! — ვინ არიან მომავალი ხელისუფალნი? დღეს ცნობილი პოლიტიკოსები მოხვდებიან თუ არა მომავალ მთავრობაში? — მომავალ ხელისუფალთა გვარები საზოგადოებისთვის დღეს უცნობია. უცხოეთში მოღვაწე ქართველები ჩამოვლენ და პარლამენტში კენჭს იყრიან. მათ ძლიერი დიპლომატიური სკოლა ექნებათ გავლილი. იქნებიან საოცრად განათლებულები და სამშობლოს სიყვარულით აღვსილნი. ახალი ხალხი, ახალი სახეები მოდიან; შეიქმნება ახალი პარტია, მეცნიერებითა და ჭკვიანი ხალხით დაკომპლექტებული. ბევრი ძველი პოლიტიკოსი წააგებს და პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს დაკარგავს... თამაშგარეთ დარჩენილი პარტიები ერთიანდებიან, მაგრამ სასტიკად დამარცხდებიან, ვინაიდან მათ საქართველო არ გაჰყვება, ხალხი მათ უარყოფს. ყველაფერი ეს სწრაფად მოხდება. — ქალბატონო ლელა, ჩვენი გაზეთის მკითხველები ხშირად გვთხოვენ გკითხოთ, ვინ იქნება საქართველოს მომავალი ლიდერი? — ვიცი, რომ მოსახლეობის ინტერესი ამ საკითხისადმი დიდია, მაგრამ ინფორმაციას ვიცავ. ეს იქნება ყველასათვის წარმოუდგენელი პიროვნება, რომელსაც მე პირობითად გიორგი ბრწყინვალეს ვარქმევ. ეს მოულოდნელი ახალგაზრდა პიროვნება სულ სხვა გზიდან მოვა. ის ძალზე ნიჭიერია და ბრწყინვალე დიპლომატიური სკოლა ექნება გავლილი. მისი მოსვლით საქართველოს გაყინული ტვინი იწყებს გალხობას, სუნთქვასა და აზროვნებას. გიორგი ბრწყინვალის პრეზიდენტობისას საქართველოში მომძლავრებული იქნება მაფია, მაგრამ იგი დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებს მას და გაიმარჯვებს კიდეც ამ ომში. რა თქმა უნდა, „გიორგი ბრწყინვალის“ ნამდვილი სახელი ვიცი, მაგრამ არ ვიტყვი, ისედაც ბევრ ფაქტს ვალაგებ: თვალების სისუსტე, მუცლის არეზე ოპერაცია აქვს გაკეთებული, გულის სუსტეს უჩივის, ნერვოზული ფორმაც იხსნება, განიცდის ენერგიის ნაკლებობას და ეს საშიშია, მაგრამ ჩვენი დაცვის წყალობით ყველანაირი რთული ფორმა ასცდება ყველა სფეროში. ორი ბავშვი ჰყავს: გოგონა და ბიჭი. მომავალი პრეზიდენტი (იგულისხმება ქვეყნის ლიდერი, — რედ.) ბევრ რთულ მომენტს გაივლის, მაგრამ იგი მყარი ნერვების, საოცრად ძლიერი ნებისყოფის კაცია, ამიტომაც გაიმარჯვებს. განსაკუთრებით დიდი მიღწევები ექნება საზღვარგარეთ... დღეს ეს წინასწარმეტყველება უცხო და ბუნდოვანია ყველასთვის, მაგრამ ეს ყველაფერი სინამდვილეა. — ქალბატონო ლელა, რას იტყვით ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ არსებულ დაძაბულობაზე? როგორ ხედავთ, რეალურად რა ელის ამ არხს? — ნახეთ, რას ვწერდი ამის თაობაზე ჯერ კიდევ 2000 წელს: „რუსთავი 2-ს“ პრობლემები შეექმნება. ერთი პერიოდი არხის მაუწყებლობა შეჩერდება; მერე თითქოს წამოიმართებიან, მაგრამ ეს ასე არ არის. „რუსთავი 2“ წარსულად დარჩება იმიტომ, რომ მთავრობის ის ფრთა წააგებს, რომელსაც ემსახურება... — ალბათ, უპრიანი იქნება, გლობალურ პოლიტიკაზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა. თქვენგან განსხვავებით, რუსეთსა და მუსლიმურ ირანს შორის შესაძლო დაპირისპირების პროგნოზი მსოფლიო პრესამ მხოლოდ ახლახან გააკეთა. ცოტა ხნის წინ ბრიტანული გაზეთი „სანდი თაიმსი“ წერდა: „წესით, რუსეთი ამერიკაზე მეტად უნდა იყოს შეშფოთებული ირანის ამბიციებით. მოსკოვი თავს იტყუებს, თუკი ფიქრობს, რომ თეირანზე ზემოქმედების ბერკეტებს ფლობს...“ — დიახ, ანალიტიკოსები და პოლიტოლოგები ახლაღა ხვდებიან, ისიც ვარაუდის დონეზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მსოფლიოში. მე კი უკვე დიდი ხანია და თანაც დაბეჯითებით ვამბობ, რომ მესამე მსოფლიო ომში ირანი რუსეთის წინააღმდეგ მიმართავს იმ იარაღს, რომელსაც კრემლი მათზე ერთგვარი აზარტით ყიდის. 1992 წლიდან ვწერ, რომ რუსეთს მუსლიმთა ხელშეწყობას ღმერთი არ აპატიებს. მუსლიმები ცეცხლითა და მახვილით შეესევიან რუსეთს და ქვას ქვაზე არ დატოვებენ. რუსეთი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. ამ დროს რუსული არმია რეალურად თითქმის არ იარსებებს. ეს იქნება წარღვნა და დასჯა ადამიანებისა, ეს იქნება მეორედ მოსვლა. ვერაფერი უშველის რუსეთს. მათი უტვინო პოლიტიკის შედეგები ვეღარაფრით გამოსწორდება. რუსეთი, როგორც დიდი ხნის წინ ვთქვი, იშლება. ეს ღმერთი სჯის მათ. ამ პროცესებში ამერიკა თავს შეიკავებს მანამ, სანამ რუსეთის დაპყრობა საბოლოოდ არ შეაშფოთებს. ამის შემდეგ ამერიკა და ევროპა გაერთიანდებიან მათ დასახმარებლად (უფრო კი საკუთარი თავის გადასარჩენად, ვინაიდან მუსლიმები თითქმის მთელ დასავლეთ ევროპას დაიპყრობენ; გერმანია თავს დაიხსნის, საფრანგეთს კი ძალიან გაუჭირდება...), შეიკავშირებენ იაპონიასაც და ორი ფრონტიდან შეუტევენ მუსლიმურ სამყაროს. ჩვენს სამშობლოს კი, როგორც არაერთხელ მითქვამს, მსოფლიო ომის ქარცეცხლი ასცდება!!! — ქალბატონო ლელა, 1994 წელს თქვენ იწინასწარმეტყველეთ, რომ დადგებოდა დრო, როცა რომის პაპი მსოფლიოს ქრისტიანებს მუსლიმური ძალადობის წინააღმდეგ გაერთანებისკენ მოუწოდებდა, რაც დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებდა. ბენედიქტ XVI-ის ამასწინანდელმა მიმართვამ მართლაც ძალზე დაძაბა ვითარება ქრისტიანულ და მუსლიმურ სამყაროს შორის. საქმეს არც პაპის მხრივ ბოდიშის მოხდამ უშველა... — დიახ, მოვლენები სწორედ ისე განვითარდება, როგორც თორმეტი წლის წინ დავწერე. წინასწარმეტყველება ჰაერიდან არ მოდის. მე ვწერ იმას, რასაც ვხედავ და მეუბნებიან. წინასწარმეტყველებამ არ იცის ახლობელი და შორეული, მტერი და მოყვარე. ის წარმოითქმება ისე, როგორც ვხედავ! tia.ge
  20. სოციალურ ქსელში ქმრის მიერ მოკლული 22 წლის ქეთა კეპულაძის და ძალიან პოსტს და გარდაცვლილი დის წერილს აქვეყნებს, რომელიც დის თქმით, ახალგაზრდა ქალმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა „ჩემი ღიღინა დაიკო…ჩემი გული და სული…ჩემი მწარე ტკივილი…სიტყვები, რომელიც შენს გაფრენამდე დაწერე დაიკო რატოო ღმერთოო რატოო? რატო არა ცადე ჩემს ორ ანგელოზს სიცოცხლე. ,,ღამეა,ასე ვიწყებ წერას,მთვარე თვალისმომჭრელად ანათებს, ის ზოგჯერ იმდენადვე ნათელია რამდენადაც ბნელი, ისეთივე მშვიდი როგორც ხმაურიანი,ისეთივე საშიში როგორც უსაფრთხო,ღამეა უკიდეგანო, მოულოდნელობებით სავსე,საინტერესოც, ბევრი რამის დანახვა შემიძლია მასში მთავარია როგორ შევხედავ მას და რას დაგანახებს ის თავისი იდუმალი სამყაროდან… ვფიქრობ, ცხოვრებაც ასეთივეა, ბევრი პარალელის გავლება შეიძლება მათ შორის. ყველაფერს აქვს თეთრი და შავი მხარე,ნათელი და ბნელი,ეს ორივე კი ერთმანეთზე იმდენად არიან დამოკიდებულნი რამდენადაც დამოუკიდებელი და განსხვავებული, ორი საწინააღმდეგო მხარე, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ, არაფრით გვანან ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის გარეშე არცერთი არ არსებობს, ისინი ერთმანეთს ავსებენ. ყოველთვის ვფიქრობდი,რომ თუ რამე დადებითი მოხდებოდა მას უარყოფითიც მოჰყვებოდა ასეა მოწყობილი სამყარო, კარგს, დადებითს, ყოველთვის საპირისპირო მომენტებით ვაფასებთ. ბედნიერებას ყველა საკუთარი საზომით ზომავს, ასევე მეც, მაქვს ჩემი ბედნიერი საზომი და ეს ,,სიყვარულია“ მთავარი გრძნობა სამყაროში, ვფიქრობ რომ რაც უფრო დიდია ბედნიერება და სიყვარული მით უფრო დიდია ტკივილი და შიში, გეშინია ყოველი ბედნიერი წუთის, რადგან არ გინდა დამთავრდეს, მაგრამ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მაინც ამ გრძნობისკენ ვილტვით, ვიცით რომ გვეტკინება, შეგვეშინდება, დავიტანჯებით, მაგრამ გვეყვარება და ეს ყველაფრად ღირს. შიში არსად ქრება ისევე როგორც ბედნიერება, ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთზე მიჯაჭვული გრძნობებია, ერთმანეთის გარეშე რო ვერ შექმნი, ისევე როგორც სინათლე და სიბნელე, მთავარია არ მივცეთ უფლება სიბნელეს რომ გადაფაროს ყოველივე ნათელი, ვაკონტროლოთ მაგრამ არცერთი არ უნდა გავაქროთ თვალთახედვიდან,არცერთი არ უნდა წავშალოთ გონებიდან, რადგან ამით ყველაფერს დავკარგავთ. რთულია ყოველი ტკბილი და ბედნიერი მომენტის დროს გეშინოდეს მისი დასასრულის, ყოველი დასაწყისის დროს ფიქრობდე დასასრულზე და ამით აფუჭებდე ყველაფერს, ეს დაავადებაა რომელსაც აღმოვაჩენთ ხოლმე საკუთარ თავში, სიბნელეს ზოგჯერ უფლებას ვაძლევთ გადაფაროს სინათლე და ამ სიბნელეში ვიკარგებით. ბედნიერებას შიშით ვაფასებთ და ვკარგავთ კონტროლს, ვმარცხდებით შიშთან და ამით იმაზე მეტს ვკარგავთ ვიდრე იმ მომენტში შეგვიძლია წარმოდგენა, ვიკარგებით… დასაბრუნებელი გზა რთულია მაგრამ გზას ის სინათლე გვიკვალავს რომელიც თავად ჩავამხეთ და გადავმალეთ, ის არსად ქრება მთავარია სიბნელეში შევძლოთ სინათლის დანახვა და გავყვეთ მას უკან დასაბრუნებელ გზაზე, უკან რეალობაში და სამყაროში სადაც ბედნიერებით ტკბობა უნდა ვისწავლოთ და აღარასდროს მივცეთ სიბნელეს სინათლეზე გამარჯვების უფლება, იქ სადაც ბალანსის დაცვას ვისწავლით. ესეა, ღამე ბნელია, მაგრამ…მაგრამ ამავდროულად ნათელიც…“ - წერია წერილში tia.ge
  21. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის, ბაჩო დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­თან, სა­დაც მო­შიმ­ში­ლე­ე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, მედ­პუნ­ქტია გახ­სნი­ლი და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და მო­რი­გე­ობს. რო­გორც ბაჩო დო­ლი­ძე გან­მარ­ტავს, რამ­დე­ნი­მე მო­შიმ­ში­ლეს მცი­რე სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და. მი­სი­ვე თქმით, შიმ­ში­ლის აქ­ცი­ას გუ­შინ რე­გი­ო­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ, რამ­დე­ნი­მეს უარი უთხრეს შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბა­ზე, რად­გან ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ უწყობ­დათ ხელს. "ყვე­ლა ძა­ლი­ან მხნედ გრძნობს თავს. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას. ყო­ველ დი­ლით გა­დი­ან შე­მოწ­მე­ბას მედ­პუნ­ქტში, რო­მე­ლიც აქ გა­იხ­სნა. პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­რი­გე­ობს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა, რომ­ლის პერ­სო­ნალ­საც მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, აქ არი­ან მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა იმას, რომ თი­თო­ე­ულ მო­შიმ­ში­ლეს, რო­მე­ლიც ამ უკი­დუ­რე­სი მძი­მე ფორ­მით გა­მო­ხა­ტავს პრო­ტესტს, მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ექ­ცეს ყუ­რა­დღე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა კონ­ტროლ­ზე გვყავს აყ­ვა­ნი­ლი. შემ­თხვე­ვა იყო, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი უკან გა­ვაბ­რუ­ნეთ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არ უწყობ­და მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ხელს იმას, რომ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ტეს­ტი“, - აღ­ნიშ­ნავს დო­ლი­ძე. ცნო­ბის­თვის, პარ­ტია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­თან ამ­ჟა­მად 12 კა­რა­ვია გაშ­ლი­ლი და 300-მდე ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლობს. ისი­ნი მო­ი­თხო­ვენ, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. tia.ge
  22. ტრაგედიაზე, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ქმრის მიერ მოკლული 5 თვის ორსული ახალგაზრდა ქალის დეიდაშვილი ამბობს, რომ მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ცოლ-ქმარი სუფრასთან სადილად დასხდომას აპირებდა. “საჭმელი უნდა ეჭამათ. ბებიაჩემმა მითხრა, რომ აშკარად მაგიდა გაშლილი იყოო, უნდა დამსხდარიყვნენ. ბავშვი იქვე იყო მგონი, “კალიასკაში” იჯდა თუ ტელეფონზე თამაშობდა ზუსტად არ ვიცი… დემეს ძმა აღარ ეყოლება, ის ობლად გაიზრდება, რადგან მამამ დედასთან ერთად ძმაც მოუკლა”, – აღნიშნავს გარდაცვლილის ნათესავი ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, გოგა გზირიშვილი მკვლელობის ჩადენამდე 2 კვირით ადრე კლინიკაში იმყოფებოდა და მას საჭირო მედიკამენტებიც დაენიშნა. დაკავებულის ადვოკატი ადასტურებს, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. შეგახსენებთ, ვარკეთილში ახალგაზრდა კაცმა 22 წლის, 5 თვის ორსული ცოლი მოკლა. tia.ge
  23. ამერიკიდან საქართველოში შვილთან ერთად დაბრუნებული სოფო ნიჟარაძე ფართო საზოგადოებაში ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა ვიცით, რომ ის სცენას უბრუნდება. მომღერალი შვილის, ელის მარია სააკაშვილის ფოტოების გასაჯაროებასაც ჯერჯერობით თავს არიდებს. ამჯერად, სოფო ნოჟარაძემ წითელ, სექსუალურ კაბაში იპოზიორა და ფოტოები instagram-მეგობრებსაც გაუზიარა და ბევრი კომპლიმენტიც მიიღო. ერთ-ერთმა გამომწერმა მას დაუკომენტარა: რა ქალი გაგცვალეს ცინგლიან ისაკოში. რაზეც სოფომ ღიმილიანი ემოციით უპასუხა. tia.ge
  24. მომღერალი მაკა ზამბახიძე სოციალურ ქსელში ლელა წურწუმიას ქმართან კახი მამულაშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ისინი დუეტში მღერიან. „ჩემი თოვლის ბაბუა. მეტი რა ქნას, ავამღერე ხმებში”, – წერს მაკა ზამბახიძე. The post „მეტი რა ქნას, ავამღერე ხმებში“ – მაკა ზამბახიძე ლელა წურწუმიას ქმართან ერთად მღერის appeared first on InterPost.ge. View the full article
  25. „მიხეილ სააკაშვილს კომპლექსური რეაბილიტაცია სჭირდება მისთვის უსაფრთხო ადგილას ანუ საქართველოს გარეთ“, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. „მაშინებს ის ფაქტი, რომ ამ კვირების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ მიდის უკეთესობისკენ. როგორც იტყვიან, პრობლემების მთელი რიგი ჯაჭვია, რომელიც იმ ცუდი და არაადამიანური მოპყრობის შედეგად განუვითარდა, რასაც ციხეში იღებდა. მას არ ექცევა სათანადო ყურადღება. მაგალითად, რამდენიმე დიაგნოსტიკური აპარატი არ არის, ამიტომ ჯერ კიდევ არ გვაქვს სრული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ. მას კომპლექსური რეაბილიტაცია სჭირდება მისთვის უსაფრთხო ადგილას ანუ საქართველოს გარეთ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უკრაინის ომბუდსმენი უკვე ადამიანის უფლებათა სასამართლოში მხარე იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც იცავს სიმართლეს. იმ ადამიანების გადაწყვეტილება, რომლებმაც ახლა შიმშილობა დაიწყეს, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებული ინიციატივა“, – აღნიშნა ლიზა იასკომ. The post „სააკაშვილს საქართველოს გარეთ კომპლექსური რეაბილიტაცია სჭირდება“ – ლიზა იასკო appeared first on [/url]. ALIA.GE
×
×
  • შექმენი...