
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, „კოვიდ-19“ არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება. მისივე თქმით, აუცილებელია, მოვემზადოთ მოსალოდნელი პანდემიის დაძლევისათვის. „“კოვიდ-19“ არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება. როდესაც ჩვენ ვუპასუხებთ კორონავირუსის გამო შექმნილ ჯანმრთელობის კრიზისს, ჩვენ უნდა მოვემზადოთ შემდეგი კრიზისისთვის. ეპიდემიისთვის მზადყოფნის საერთაშორისო დღეს, მოდით მივცეთ ამ საკითხს ის ყურადღება და ინვესტიცია, რასაც ის იმსახურებს“, – წერს ანტონიუ გუტერეში. #COVID19 will not be the last pandemic humanity will face. As we respond to this health crisis, we need to prepare for the next one. On this International Day of Epidemic Preparedness, let’s give this issue the focus, attention and investment it deserves. — António Guterres (@antonioguterres) December 27, 2021 ავტორი: მარიამ ტაბატაძე The post გაეროს გენერალური მდივანი: „კოვიდ-19“ არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 71 პაციენტი გარდაიცვალა, 3 193 კი გამოჯანმრთელდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 925 354 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 13 583 ადამიანი გარდაიცვალა, 885 056 კი გამოჯანმრთელდა. The post კორონავირუსის რამდენი ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის სუვერენიტეტი არ უნდა დაარღვიოს. მისივე თქმით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ამერიკა და მოკავშირე ქვეყნები მზად არიან, რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესონ. „ჩვენ პირდაპირი საუბრები გვაქვს რუსეთთან. პრეზიდენტი, მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ვირტუალურად შეხვდა პუტინს და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვართ, რომ რუსეთი არ უნდა შეიჭრას უკრაინის სუვერენიტეტში, რომ ჩვენ უნდა დავდგეთ ფეხზე და ვებრძოლოთ მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან ამ კუთხით და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ მზად ვართ გამოვიყენოთ სანქციები, როგორიც აქამდე არ გინახავთ“, – განაცხადა კამალა ჰარისმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში. ავტორი: მარიამ ტაბატაძე The post აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს უპრეცედენტო სანქციებით ემუქრება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს ახალგორის მოსახლეობამ 2019 წლიდან ჩაკეტილი გზის გახსნა მოსთხოვა. ბიბილოვმა აქცენტი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ განთავსებულ ბლოგ პოსტზე გადაიტანა, მას „უკანონო“ უწოდა და ქართული მხარე პროვოკაციებში დაადანაშაულა. „ვიცი, რომ თქვენი მთავარი კითხვა ჩაკეტილ გზას შეეხება, მაგრამ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, პირველხარისხოვანი საკითხი არის ის უკანონო პოსტი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დგას და რის გამოც, ჩვენ მივიღეთ გზის ჩაკეტვის გადაწყვეტილება. თუ თქვენ გყავთ ოჯახის წევრები, რატომ არ იკრიბებიან და არ ამბობენ, რომ იმის გამო, რომ დადგით უკანონო საგუშაგო, ჩვენს მშობლებთან და ნათესავებთან შეხვედრას ვერ ვახერხებთ. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის სახელმწიფო საზღვარი, ზოგიერთს გონია, რომ რამე შეიცვლება, მაგრამ ეს ასე არ არის“, – განაცხადა ბიბილოვმა. The post ბიბილოვი ე.წ. საზღვრის გახსნაზე: საქართველომ პროვოკაციული ქმედებები უნდა შეწყვიტოს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვაფრთხილებს და გვირჩევს, თუ როგორ შევხვდეთ ახალი წელს, რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ არც ხარი გავაბრაზოთ და არც ვეფხვი. „აღმოსავლეთში, დიდ ყურადღებას აქცევენ ტრადიციებსა, რიტუალებს და ახალი წლის შეხვედრის ელემენტებს. ითვლება, რომ როგორც შევხვდებით იმ წლის მთავარ მასპინძელს, ისევე იქნება მისი დამოკიდებულება მთელი წლის განმავლობაში ჩვენს მიმართ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სარიტუალო ელემენტები გავითვალისწინოთ. პირველ რიგში რა უნდა ვიცოდეთ? იწყება ახალი წელი, აღმოსავლური კალენდრით მეცამეტე ახალმთვარეობაზე ეს დღე, ჩვენ გვექნება 1 თებერვალი. დილის 9 საათსა და 47 წუთზე, თბილისის დროით, შემოვა ვეფხვის წელიწადი, რომელიც იქნება წყლის სტიქიის. 1 თებერვალს ვინ გაიხსნება არ ვიცი, ამ ახალ წელს, მაგრამ 31 დეკემბერს ყველა ვიქნებით მზად და შეგვიძლია წინსწრებით შევხვდეთ, ეს რიტუალი ჩავატაროთ. თუ შესაძლებლობა გექნებათ, მერე 1 თებერვალსაც შეგვიძლია ეს გავიმეოროთ. გავითვალისწინოთ, რომ 1 თებერვლამდე ხარის წელიწადი გრძელდება ჯერ კიდევ, ამიტომ ხარს არ უნდა ვაწყენინოთ-სუფრაზე აუცილებლად უნდა გვქონდეს ორი სიმბოლო, გამოსახულება, როგორც ხარისა, ასევე ვეფხვისა. 1 თებერვლიდან, უკვე დარჩება მხოლოდ ვეფხვი, როგორც წლის მასპინძელი. ახლა, რა დავუდოთ მათ წინ 31 დეკემბერს? ხარს, ცოტა მწვანილი, ხოლო ვეფხვს შეგიძლიათ დაუდოთ ცოტაოდენი უმი ხორცი, რათა ამით პატივი მივაგოთ მათ”,- გვირჩევს ცაგარელი. The post „ეს მოხდება 1-ელ თებერვალს, 09:47 წუთზე, აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ“ – მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს appeared first on InterPost.ge. View the full article
-
მომღერალი სოფო ნიჟარაძე ტელეეკრანს უბრუნდება. ის, ასევე, აპირებს, აქტიურად ჩაერთოს კარიერულ ცხოვრებში და როგორ დაანონსა, უახლოეს მომავალში სოლო კონცერტსაც გამართავს. “მთავარ არხზე”, მარინა ბერიძის გადაცემაში მომღერალმა შვილზე, ელის მარიაზე ისაუბრა. როგორც სოფო ამბობს, დედობამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. “ისეთი სხვა ცხოვრება მქონდა, ბავშვი და სულ სხვა ემოციები, უცბად დედა გავხდი, დედა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყველაფრით, იმიტომ, რომ მე ვიყავი ყველაფერი, რა თქმა უნდა დედა ძალიან მეხმარება, მაგრამ მე ვზრდი და ამიტომ სრულიად სრულფასოვნად ვარ ჩართული. ამან, რა თქმა უნდა, შემცვალა როგორც ადამიანი, როგორც მომღერალი, როგორც არტისტი და ხმაში ტემბრიც კი შეიცვალა, სხვა განწყობაა, ალბათ აუხსნელია ზუსტად სიტყვებით, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერებაა ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ, ეს რა თქმა უნდა, აისახება ადამიანზე“, – განაცხადა სოფო ნიჟარაძემ “მარინა ბერიძის მუსიკალურ რუბრიკაში“ საუბრის დროს. The post “დედობამ შემცვალა როგორც ადამიანი, მომღერალი, არტისტი… ხმაში ტემბრიც კი შეიცვალა” – სოფო ნიჟარაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა. ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გაიმართა. ზურაბ აზარაშვილი 2021 წლის თებერვლიდან დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. The post პრემიერ მინისტრმა ჯანდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძეს ზურაბ აზარაშვილი შეცვლის. აღნიშნულ თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომის წინ წარადგინა. ზურაბ აზარაშვილს დღემდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მიმდინარე წლის 2 თებერვლამდე იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორი. ასევე, ეკავა სს „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი თანამდებობა. გარდა ამისა, სხვადასხვა წლებში მუშაობდა კომერციულ სტრუქტურებში. შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა. The post ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ზურაბ აზარაშვილი დაიკავებს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
“მთავარი არხის” წამყვანი გიორგი გაბუნია გუშინ, გადაცემის დასასრულს, მაყურებელს ასე დაემშვიდობა – “ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებით”, რის გამოც საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ის არხს ტოვებს. თუმცა მოგვიანებით არხის დამფუძნებელმა და დირექტორმა ნიკა გვარამიამ აღნიშნულ საკითხზე განმარტება გააკეთა. “შევღონდი პირად მესიჯებზე პასუხის გაცემით. გიორგი გაბუნია არათუ არ მიდის მთავარი არხიდან, თანამდებობრივად წინაურდება. მეტი აღარ მკითხოთ არაფერი, თორემ მთავარი არხიდან კი არა, ამ ქვეყნიდან გავისტუმრებ იმ ქვეყანას,” – დაწერა ნიკა გვარამიამ “ფეისბუქზე” . The post ტოვებს თუ არა “მთავარ არხს” გიორგი გაბუნია? appeared first on [/url]. ALIA.GE
-
სოციალური ქსელის მომხმარებელი, როინ ბერაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, კოორნავირუსს კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. „კიდევ დიდი მწუხარება სოფელს. . ნათია შუბითიძე – ხალასი, ნიჭიერი, ულამაზესი გოგონა. სამ თვეში დავკარგეთ ოთხი ულამაზესი გოგონა, ავადსახსენებელ პანდემიას კი ბოლო არ უჩანს. შეძრწუნებული ვართ დიდი თუ პატარა, უფალმა ნათელში ამყოფოს ამ ალალი ახალგაზრდების სულები. განისვენონ სადაც მართალნი და ალალ კეთილნი განისვენებენ. ვუსამძიმრებ ნათიას ოჯახს, ნათიას დედ-მამას და დედმამიშვილებს. თავს ზემოთ ძალა არ არის. სიმხნევეს და სიმედგრეს ვუსურვებ მათ“, – წერს ოჯახის ახლობელი. tia.ge
-
exclusivetv.ge სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომ იტალიაში დათო ტურაშვილი გარდაიცვალა. ის ქალაქ ლეჩეში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა. როგორც მას ნაცნობ-მეგობრები ახასიათებენ, საოცარი ადამიანი იყო და თავი პატიოსანი შრომით გაჰქონდა. "დათო იმდენად თბილი, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო, მეორე დღეა სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, არც კი ვიცი, რა ვთქვა. უახლოესი მეგობრები ვიყავით. იტალიაში პატიოსანი შრომით გაჰქონდა თავი. არ ვიცი, რა დაემართა და ეს ნაბიჯი რატომ გადადგა, გუშინ გავიგე, რომ თავი მოუკლავს. ერთი პატიოსანი და წყნარი ბიჭი იყო. მის მომდურავს ვერავის ნახავთ აქ, იმდენად კეთილი იყო და ყველას უყვარდა ლეჩეში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ახლა უნდა გავერთიანდეთ, ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება მისი საქართველოში გადასვენებისთვის, – ამბობს გარდაცვლილის მეგობარი exclusivetv.ge-სთან. tia.ge
-
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 19 701 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 925 354-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 193 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 885 056. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 583 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება: ⭕ თბილისი - 542 ⭕ აჭარა - 95 ⭕ იმერეთი - 118 ⭕ ქვემო ქართლი - 30 ⭕ შიდა ქართლი - 30 ⭕ გურია - 25 ⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 54 ⭕ კახეთი - 52 ⭕ მცხეთა-მთიანეთი - 20 ⭕ სამცხე-ჯავახეთი - 15 ⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5 tia.ge
-
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 71 გარდაიცვალა ადამიანი, ხოლო 3193 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 925 354-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 885 056 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 13 583 პაციენტი ემსხვერპლა. tia.ge
-
პარლამენტის ყოფილი წევრი, ხათუნა ხოფერია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ შერიგების პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება. "დონა ჩიჩო, სუჩარები და ნასუჩარები, ანუ ქურდული შერიგების პროცესი ქართულ პოლიტიკაში! ისე, ჩაცუცქვით კანონიერი ქურდებიც აღარ იცუცქებიან. ისინიც სავარძლებში მოკალათებულები არჩევენ ,,სუჩარების” და ,, კაი ბიჭების” საქმეებს! მერე ,,სხადნიაკზე” იკრიბებიან და "რამკიანი” ტიპების თანდასწრებით აცხადებენ დიდი შერიგების შედეგებს! ჩვენი დონა სალომეც (სალო პარიჟსკი) არ იცუცქება. სათითაოდ უსმენს სუჩარებსა თუ ნასუჩარებს და შერიგების პროცესს არაზბორკებს! აი, ვისთან ვის არიგებს და ვის რას პატიობს, ან ვისი სახელით იბრძვის ,,სპრავედლივობისთვის”, ეგ თავადაც არ იცის… ქურდულ სამყაროს მაგრად ევასება ეკლესიის ჩარევა ,,რაზბორკებში”. შესაწირის შეწერვაც მიღებული წესია. მაგრამ ის, რაც სალო პარიჟსკიმ იკადრა, თავად რუსეთის ქურდული ,,ობშიაკის” მცველს, კახა გალსკისაც კი არ მოუვიდოდა თავში. დონა ჩიჩომ პატრიარქისგან ქურდულ-პოლიტიკური შერიგების კურთხევა ითხოვა! ღმერთო, ნუ მიწყენ, მაგრამ,.. თავად ღმერთსაც გაეცინა ალბათ ამ თავხედობაზე. მოკლედ, ,,სხადნიაკი” არ გამოგვაპაროთ! მანადე კი, შენ დაუკა!.. И теперь пишу тебе, родная, Ах, мама-джан, Вот какая доля воровская… დაიწვა ჯიგარი, დაიწვაა”, - წერს ხათუნა ხოფერია. tia.ge
-
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, იმერეთსა და აჭარაში გამოვლინდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 542 შემთხვევა, აჭარა – 95, იმერეთი – 118, ქვემო ქართლი – 30, შიდა ქართლი – 30, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 54, კახეთი -52, მცხეთა-მთიანეთი -20, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 925 354 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 885 056, გარდაიცვალა 13 583 პაციენტი. The post კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 542 თბილისში, 118 იმერეთში, 95 კი აჭარაში გამოვლინდა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
სამოქალაქო მოძრაობა „გამოდი“-ს (მაკა მინდიაშვილი, ლევან ლელაშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პირველადი ჯანსაღი საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და სამშენებლო ბიზნესის ფასების რეგულაციებასა და შრომის მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, მსხვილი ბიზნესისთვის გათვალისწინებულია საათობრივი მინიმალური ანაზღაურება, სულ მცირე, 5 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, დოკუმენტი ყველანაირ ბიზნესზე მოგების 20%-იანი ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადების განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაევალა. tia.ge
-
"მთავარის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ფეისბუქით ეხმაურება სოციალურ ქსელებში ატეხილ აჟიოტაჟს, რომ თითქოს გიორგი გაბუნიამ "მთავარი” დატოვა. "შევღონდი პირად მესიჯებზე პასუხის გაცემით. გიორგი გაბუნია არათუ არ მიდის ,,მთავარი არხიდან”, თანამდებობრივად წინაურდება. მეტი აღარ მიკითხოთ არაფერი, თორემ ,,მთავარი არხიდან” კი არა, ამ ქვეყნიდან გავისტუმრებ იმ ქვეყანას”, - წერს ნიკა გვარამია. tia.ge
-
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდს კიდევ 71 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 3193 პაციენტი. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. The post საქართველოში კორონავირუსით კიდევ 71 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 71 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 986 პირს დაუდასტურდა, 3 193 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 26 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 661 შემთხვევა გამოვლინდა, 3 841 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 69 კი გარდაიცვალა. The post საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 71 პაციენტი გარდაიცვალა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 193 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 71 პაციენტი. ამასთან, 26 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 841 პაციენტი, გარდაიცვალა 69. The post საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ორი კვირის წინ იყო ფსიქიატრიულში. არ არის გამორიცხული იმ წამლების ზედოზირება ყოფილიყო, რასაც იღებდა, – ამის შესახებ ვარკეთილში სასტიკად მოკლული 5 თვის ორსული ქალის ოჯახის წევრმა განაცხადა. „მუცელი გამეზრდაო… ძალიან ელოდებოდა. ბიჭს ელოდებოდა. საჭმელი უნდა ეჭამათ. მაგიდა გაშლილი იყო. ბავშვიც იქვე იჯდა. როგორ შეიძლება საკუთარი მეუღლე ასე მოკლა. ორი კვირის წინ იყო ფსიქიატრიულში. არ არის გამორიცხული იმ წამლების ზედოზირება ყოფილიყო, რასაც იღებდა,“ – ამბობს გარდაცვლილის ბიძაშვილი „ფორმულასთან“. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წყარო - formula tia.ge
-
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ბრალდებულების სახით, პასუხისგებაში ორი პირი მისცეს, რომელთაგანაც ერთზე ძებნაა გამოცხადებული, – ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯგუფურად გაასაღეს 1 900 აშშ დოლარის ოდენობის 38 ცალი ყალბი 50 დოლარიანი კუპიურა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება. მას ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი არ დაესწრება. ამის შესახებ მედიას სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა განუცხადა. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილი სასამართლოზე წასვლას ფიქრობდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაწყვიტა, რომ ვერ წავა. საქალაქო სასამართლოში პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. The post დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 მილიონი ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმეს განიხილავს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მიხეილ სააკაშვილი თანხებს მისი ოჯახის წევრებისთვისაც ფლანგავდა, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ჩართვისას პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა. „შემიძლია, დაგისახელოთ რა ოდენობის თანხები იყო გაფლანგული. მაგალითად, სანდრა რულოვსის სამგზავრო ბილეთების მომსახურებაზე 211 589 ლარი, ედვარდ სააკაშვილის ბილეთებზე – 114 993 ლარი, ხოლო მეორე შვილზე 59 599 ლარი. ჯამში 386 181 ლარი ოჯახის ავიაბილეთების შესაძენად დაიხარჯა. მგზავრობა, ასე ვთქვათ, მხოლოდ მათი პირადი მიზნებისთვის და არანაირი სახელმწიფო დანიშნულებისთვის არ ხდებოდა. უშუალოდ მეუღლის, სანდრა რულოვსის მომსახურების ხარჯი, სამ წელზეა საუბარი, 204 729 ლარს. როგორც მოგეხსენებათ, შვილების სწავლაზეც საკმაოდ სოლიდური თანხა, 57 ათასი ლარია დახარჯული ორივე შვილზე“, – განაცხადა პროკურორმა. მისი თქმით, აღნიშნულ თანხაში ცურვისა და ჩოგბურთის სწავლის საფასური შედიოდა. The post მიხეილ სააკაშვილი თანხებს მისი ოჯახის წევრებისთვისაც ფლანგავდა – პროკურორი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ეროვნული თანხმობის მიღწევის მიზნით, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრები გრძელდება. სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდება. როგორც ცნობილია, სააკაშვილის გუნდის წევრები ათონელის რეზიდენციაში კონკრეტული წინაპირობით მივლენ. ისინი ამბობენ, რომ ეროვნული თანხმობა სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე ვერ შედგება. პარალელურად, ამ მოთხოვნით, შიმშილს აგრძელებენ. The post სალომე ზურაბიშვილი ნიკა მელიას, სავარაუდოდ, დღეს შეხვდება appeared first on [/url]. ALIA.GE