
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
1995-1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 2022 წლის პირველი იანვრიდან, 1995-1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის გადაცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი N72) იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, 1995-1999 წლების ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტებით (თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 27 ივნისის N4 დადგენილებით დამტკიცებულ „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებითა და მათი მიღება-გამოცვლის წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს) ანგარიშსწორება შეუფერხებლად განახორციელოს. The post ეროვნული ბანკი მოსხლეობას აფრთხილებს appeared first on InterPost.ge. View the full article
-
22 დეკემბერს ვარკეთილში ახალგაზრდა კაცმა ხუთი თვის ორსული მეუღლე მოკლა . ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. გარდაცვლილი ქეთი კეპულაძეა, ბრალდებული კი გოგა გზირიშვილი. მედიაში არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა 30-მდე ჭრილობა მიაყენა გარდაცვლილს. როგორც ბრალდებულის დედა ია ძამაშვილი მედიასთან საუბრისას განმარტავს, შვილმა მეორე შვილი და შვილიშვილი მოუკლა. „შვილმა მომიკლა შვილი და შვილიშვილი, მე გოგას დედა ვარ, მაგრამ ის მკვლელია“, – ამბობს ძამაშვილი. ია ძამაშვილი ჰყვება, რომ შვილსა და რძალს შორის კონფლიქტის შესახებ არაფერი იცოდა. ქალის მტკიცებით, მისთვის უცნობია, რატომ ჩაალაგა საბედისწერო ღამეს ქეთა კეპულაძემ ჩემოდანი. სადაც გინდათ იქ იკითხეთ, თუ გინდათ ქეთის სოფელში იკითხეთ, როგორი ბავშვი იყო. თქვენ თვითონ გამოიძიეთ, რატომ მიდიოდა ჩემი რძალი… ნეტა მართლა წასულიყო. დედამისს ჰკითხეთ რატომ მიდიოდათქო. ჩემთვის მაგ ბავშვს არაფერი უთქვამს“, – უთხრა „შაბათის“ ეთერს მკვლელობაში ბრალდებულის დედამ. „შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მიმდინარე წლის, 21 დეკემბერს ერთი შვილთან ერთად, სახლიდან წასასვლელად ემზადებოდა, ნათესავებს წინასწარ უთხრა, რომ „ასე ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებდა, რადგან გოგა ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე იყო დამოკიდებული და მასთან ერთად ცხოვრების ყოველი დღეს წინაზე უარის იყო“. გამოძიების ინფორმაციით, ქეთამ წასვლა ვერ მოასწრო. სახლში დაბრუნებულმა ქმარმა მას 30 ჭრილობა დანით ერთი წლის შვილის თვალწინ მიაყენა. ირკვევა, რომ გოგა გზირისშვილმა 112-ში თავად დარეკა, უთხრა, რომ ორსული ცოლი დანით მოკლა და პოლიციის მისვლა ითხოვა. გამოძახებიდან რამდენიმე წუთში ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე კორპუსი პოლიციის ალყაში მოექცა. სამართალდამცველები თავიდან შეცდომით მეზობლის ოთახში შევარდნენ, თუმცა ამ დროს გოგა გზირიშვილმა მათ თავად დაუძახა, ის პოლიციას მოკლული ქალის ცხედართან ხელებაწეული ელოდა. ფეხმძიმე ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილი დანაშაულს აღიარებს, თუმცა ირწმუნება, რომ მას მეუღლე განზრახ არ მოუკლავს. როგორ ან რის გამო მიაყენა საკუთარ ფეხმძიმე ცოლს 30 ჭრილობა, გოგა გზირიშვილმა ეს სასამართლო პროცესზე ვერ გაიხსენა. მოკლული ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ გოგა გზირიშვილი ფსიქოტროპული მედიკამენტებზე იყო დამოკიდებული. ფეხმძიმე ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გლდანის ციხეშია. თუ დადასტურდა, რომ გოგა გზირიშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, შესაძლოა მან წლები ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატაროს. სტატიის წყარო: digest pia ge The post „შვილმა მომიკლა შვილი და შვილიშვილი, მე გოგას დედა ვარ, მაგრამ ქეთაც ჩემი შვილი იყო“ – ბრალდებულის დედის პირველი კომენტარი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
მესტიის მერიის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტი მუდმივად ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის წინაშე დგას. მერიაში ამბობენ, რომ მესტიას სრული ჩაბნელების საფრთხე ემუქრება, რაც როგორც საყოფაცხოვრებო დისკომფორტს, ასევე ტურისტული სეზონის ჩავარდნას გამოიწვევს. „დასამალი არ არის, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის მთავარი მიზეზი ე.წ მაინერების მომრავლებაა. მესტიის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის საჭიროა 7 მეგავატი ელექტროენერგია. ამის ფონზე კი დღეს მუნიციპალიტეტი მოიხმარს 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას, საყურადღებოა ისიც, რომ გასული წლების მონაცემებთან შედარებით, დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი“, – აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებული ელექტროგადამცემი ხაზები ვერ უძლებენ გათვალისწინებულზე ოთხჯერ მეტ დატვირთვას, რის შედეგადაც გახშირდა დაზიანებები. მომხდარს ეხმაურებიან ადგილობრივები და ამბობენ, რომ ყველასთვის ცნობილია იმის შესახებ, რომ მესტიაში მოქალაქეებს დენი პერიოდულად გრაფიკით მიეწოდებათ. „5 წუთი რომ იქნება დენი, მერე ისევ წავა შუქი, ძალიან გაწვალებულები ვართ. ქვეყანამ იცის ჩვენი უშუქობის ამბავი. ვბრუნდებით 90-იან წლებში“, – განაცხადეს ადგილობრივებმა. გარდა ამისა, მოქალაქეები ამბობენ, რომ პრობლემები ექმნებათ განათლებასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ბავშვები სინათლის არ ქონის გამო ონლაინ გაკვეთილებზე ვერ ერთვებიან. ამასთანავე, იყენებენ სანთლებს, რაც რამდენიმე საათიც ვერ ძლებს. „სინათლე არ გვაქვს. ეს ყველაფერი რატომ უნდა ხდებოდეს მარტო სვანეთში, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. სანთლები გვაქვს, იმით ვცხოვრობთ, ნავთი არ გვაქვს. სანთლებით ვარ და ერთი-ორი საათი ვერ ძლებს, რა ქნან ბავშვებმა, როგორ ისწავლონ სინათლე რომ არ გვაქვს. ონლაინშიც ვერ ერთვებიან იმიტომ, რომ სინათლე არ არის“, – ამბობს მესტიის მკვიდრი. The post „ვბრუნდებით 90-იანებში“ – მესტია სრული ჩაბნელების საფრთხის წინაშე appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„მოვილაპარაკებთ, შევრიგდებით და დავიწყებთ საქმის კეთებას“, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული შერიგების შემდეგ, საქართველო განვითარების გზას დაადგება. „მე მგონია, რომ საქართველო მყარად დაადგება განვითარების გზას, აღარ ექნება ასეთი ძვრები. მოვილაპარაკებთ, შევრიგდებით და დავიწყებთ საქმის კეთებას ყველა. მე სხვანაირად ვერ ვხედავ ამას“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. The post მეუფე ნიკოლოზი: შევრიგდებით და საქართველო განვითარების გზას დაადგება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„ეროვნული შერიგება გვჭირდება იმიტომ, რომ 30 წელია ვართ ურთიერთდაპირისპირების რეჟიმში“, – ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ განაცხადა. მიტროპოლიტის თქმით, მზად არიან, რომ შერიგების პროცესი ეკლესიის წიაღში წარიმართოს. „მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ეროვნული შერიგება ჩვენ გვჭირდება იმიტომ, რომ 30 წელია ვართ სამწუხარო ურთიერთდაპირისპირების რეჟიმში და დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა ათწლეულების წინ დაწყებულია. ეკლესიამ განაცხადა და ის ყოველთვის მონაწილეა ამ პროცესში, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს პროცესი წარიმართოს ეკლესიის წიაღში“, – განაცხადა მეუფე ანდრიამ. The post მეუფე ანდრია: მზად ვართ, შერიგების პროცესი წარიმართოს ეკლესიის წიაღში appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
თბილისის მერიის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, დედაქალაქში პარკირების საფასურის გადახდის წესი შეიცვლება. პროექტის მიხედვით, პარკირებაზე სააბონემენტო სისტემის შემოღება იგეგმება. აბონემენტების ფასები შემდეგნაირი იქნება: 1 დღე – 20 ლარი (გადახდის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში); 1 კვირა – 100 ლარი (გადახდის მომენტიდან 6 კალენდარული დღის განმავლობაში); 1 თვე – 300 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი თვის შესაბამისი რიცხვის ჩათვლით); 6 თვე – 500 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში); 1 წელი – 800 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე). მერიის მიერ მომზადებული დადგენილება საკრებულოში შესულია. განხილვა მომდევნო კვირაში მოხდება. დამტკიცების შემთხვევაში, შეცვლილი ტარიფების ამოქმედება 2022 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება. The post პარკირებაზე სააბონემენტო სისტემის შემოღება იგეგმება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ბათუმის “დინამოს” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს პირველი ტრანსფერი გორის “დილადან” 24 წლის ირაკლი ბიძინაშვილი იყო, რომელმაც გასულ სეზონში ძალიან კარგი შედეგი დადო და გულშემატკივარსაც მისი ტრანსფერი გაუხარდა. შემდგომში “დინამომ” 30 წლის მილან რადინი “დინამო თბილისიდან”, 30 წლის თავდამსხმელი სტეფან დენკოვიჩი, რომელმაც ყაზახეთის ჩემპიონატის 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა და მისი “კაისერი” უმაღლესი ლიგიდან გავარდა. ასევე, 33 წლის ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი ქობულეთის “შუქურადან” დაიმატა. როგორც ხედავთ, “დინამო” სამი უკვე 30 წელს გადაცდენილი ფეხბურთელით შეივსო. რადინს რომ თავი დავანებოთ, დენკოვიჩს ნამდვილად არ აქვს სახარბიელო სტატისტიკა, ხოლო, რეხვიაშვილის საუკეთესო წლები უკვე ჩავლილია და მას დღევანდელი ფორმით, აზაცკიც და მალხაზ გაგოშიძეც სჯობნის. ბათუმელებს გაცილებით ძლიერი მოთამაშეების დამატება სჭირდებათ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოსაყალიბებლად. წასული ფეხბურთელები, მათ შორის, გიორგი ნიქაბაძე, მანჯგალაძე, გაგოშიძე, თევდორაძე, შინდაგორიძე და გროცურეკი ზემოთჩამოთვლილ მოთამაშეებს არ ჩამოუვარდებიან. The post “დინამო ბათუმის” უცნაური ტრანსფერები appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ამერიკიდან საქართველოში შვილთან ერთად დაბრუნებული სოფო ნიჟარაძე ფართო საზოგადოებაში ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა ვიცით, რომ ის სცენას უბრუნდება. მომღერალი შვილის, ელის მარია სააკაშვილის ფოტოების გასაჯაროებასაც ჯერჯერობით თავს არიდებს. ამჯერად, სოფო ნოჟარაძემ წითელ, სექსუალურ კაბაში იპოზიორა და ფოტოები instagram-მეგობრებსაც გაუზიარა და ბევრი კომპლიმენტიც მიიღო. ერთ-ერთმა გამომწერმამას დაუკომენტარა: რა ქალი გაგცვალეს ცინგლიან ისაკოში. რაზეც სოფომ ღიმილიანი ემოციით უპასუხა. მომღერალი გიგი ადამაშვილი „მთავარი არხის“ საახალწლო გადაცემიდან ფოტოს ავრცელებს, სადაც მასთან ერთად სცენაზე სოფო ნიჟარაძეა გადაღებული. „ისეთ ადამიანებთან ერთად ვიწყებ ახალ წელს, რომ უკვე ვიცი, 2022 საუკეთესო იქნება! 31 დეკემბერს მთავარი არხის ეთერში ჩემი და სოფო ნიჟარაძის დუეტი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. განსაკუთრებული მადლობა ნიკოლოზ რაჭველს!“,- წერს გიგი ადამაშვილი. The post სოფო ნიჟარაძეს ახალი პარტნიორი ჰყავს – მომღერალი ფოტოს აქვეყნებს appeared first on InterPost.ge. View the full article
-
საქართველოში შესაძლოა, საათობრივი მინიმალური ანაზღაურება – 5 ლარი, დაწესდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს სამოქალაქო მოძრაობამ „გამოდი“ (მაკა მინდიაშვილი, ლევან ლელაშვილი) მიმართა. წინადადების ავტორთა შეფასებით, საათობრივი ანაზღაურება პოზიციების მიხედვით, მზარდი უნდა იყოს. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს ასევე პირველად ჯანსაღი საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და ბინების ფასის დარეგულირებას. კერძოდ, სახელმწიფო რეგულაციების შედეგად, ბიზნესს უფლება აღარ ექნება პროდუქციას ფასი 20%-ზე მეტით მოუმატოს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადების განხილვა დარგობრიი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაევალა, რომელმაც მიღებული გადაწყვეტილება კვლავ ბიუროს უნდა აცნობოს. REZONANSI
-
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი კორონავირუსის ახალი შტამის პიკურ გავრცელებას საქართველოში 2-3 კვირაში ელოდება. პაატა იმნაძის თქმით, ახალი შტამით დღიურად ძალიან ბევრი ადამიანის დაინფიცირდება. “ჩვენს პირობებში, როდესაც მოზრდილი მოსახლეობის 40%-იც არ არის აცრილი, რას გამოიწვევს “ომიკრონი”, ძალიან ძნელი სათქმელია წინასწარ, იმიტომ, რომ ამის სხვა ქვეყნების გამოცდილება ჯერ არ გვაქვს,” – ამბობს პაატა იმნაძე. იმნაძის თქმით, თუკი მოქალაქეები აცრაზე უარის იტყვიან და რეგულაციებს არ დაიცავენ, დამატებითი შეზღუდვების დაწესება შესაძლოა გარდაუვალი გახდეს. “დამატებითი შეზღუდვები ნამდვილად არავის არ უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ამდენ შეზღუდვებს ვერ გაუძლებს. შეზღუდვები არავის არ გვინდა, მაგრამ თუ ადამიანები არ იქნებიან აცრილი, თუ ადამიანები არ ატარებენ პირბადეს, მაშინ , იმიტომ, რომ დღეს თუ გვეღუპება 50-დან 80 ადამიანამდე ყოველდღიურად, ეს არ გახდეს 100 და 150 ადამიანი,” – ამბობს პაატა იმნაძე. როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამბობს, დღეისთვის, ის ვისაც კი “ომიკრონის” შტამი დაუდასტურდა, ყველა მათგანი იყო აცრილი, შესაბამისად, მისი თქმით, ამ ინფიცირებულებში ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს და მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ. “ეს არიან ადამიანები, ვინც საზღვარგარეთ გავიდნენ, საზღვარგარეთიდან დაბრუნდნენ, იქ დაემართათ “ომიკრონი”. აბუდაბიში, “ფორმულა 1″ ჩატარდა და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე იმყოფებოდა ამ ფორმულაზე და ბევრნი არიან ამ რეისის მგზავრები. თუმცა, ჩვენ გვაქვს შემთხვევები თურქეთიდან, ამერიკიდან, აფრიკიდან ად ა.შ.” – ამბობს პაატა იმნაძე. The post „უბრალოდ სხვა გზა აღარ გვრჩება…“ – პაატა იმნაძე მოსალოდნელ შეზღუდვებზე appeared first on InterPost.ge. View the full article
-
საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგების დაწყებისა და შემდეგ, სასწავლო პროცესის განახლების ვადები შეიცვალა. 30 დეკემბრის ნაცვლად, საჯარო სკოლებში სწავლა 29 დეკემბერს შეწყდება. როგორც “პრაიმტაიმს” განათლების სამინისტროში განუცხადეს, ზამთრის არდადეგები 16 იანვარს შეწყდება და მოსწავლეები სკოლას 17 იანვარს დაუბრუნდებიან. “ზამთრის არდადეგები საჯარო სკოლებში 29 დეკემბრიდან დაიწყება. ხოლო სასწავლო პროცესი 2022 წლის 17 იანვრიდან განახლდება. რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი ზამთრის არდადეგებს სამინისტროსთან შეთანხმებით, თავიანთი აკადემიური კალენდრის მიხედვით განსაზღვრავენ.” – განმარტავენ უწყებაში. The post სკოლებში ზამთრის არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღი შეიცვალა – დეტალები appeared first on InterPost.ge. View the full article
-
თურქეთის სუპერ ლიგაში ძალიან სახასიათო საფეხბურთო მომენტი მოხდა, როცა თავდამსხმელი მეკარესთან 1-1-ზე გავიდა, თუმცა თანაგუნდელი უკეთეს პოზიციაზე ჰყავდა და პასი არ მისცა. საერთოდ, ასეთ დროს პასი უნდა მისცეს, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. Süper Lig > All pic.twitter.com/aubxMflA8c — Sporda O Anlar (@SpordaOanlar) December 24, 2021 The post ასეთ დროს პასი არ უნდა მისცე – აზრი არ აქვს (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ “საფეხბურთო ტაიმ-აუტში ვლადიმერ გუცაევთან” ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ გააგრძელა სამწვრთნელო კარიერა. “პირველად საქართველოს ნაკრებით რომ გავედი შესარჩევში, არავინ გვეთამაშებოდა, მარტო აზერბაიჯანი გვეთამაშებოდა. ყველა ნორმალურ ნაკრებს 2 წლით ადრე ჰქონდა დაგეგმილი ამხანაგური მატჩები. აზერბაიჯანს ხან გურჯაანში ვხვდებოდით, ხან განჯაში, ხან ყვარელში. რაც არ უნდა თეორიულად ილაპარაკო, თუ შენ იმ გუნდს არ ეთამაშები, რომელიც საჭიროა, ძალიან რთულია. ნოდარ ახალკაცმა 1 კვირით ადრე მითხრა, ნიგერიის ნაკრებს უნდა ჩვენთან თამაშიო მსოფლიოს წინ. ისე გამიხარდა, დავთანხმდი, 1-2 თვეში უკვე შესარჩევის მატჩები მეწყობოდა. ნიგერიის ნაკრებს მაშინ 7-8 მსოფლიო დონის ფეხბურთელები ჰყავდა. ჩვენი მეკარე, ირაკლი ზოიძე კუთხურის ჩამოწოდებისას გამოვიდა და ხელით ბურთს ვერ შეწვდა და ამ დროს თავდამსხმელმა მკერდზე გაიჩერა. წარმოიდგინე, რამხელა განსხვავებაა” “რისი თქმა მინდა, როცა ნაკრების მწვრთნელი ხარ, სულ ყოველთვის წარმატებას ითხოვენ შენგან. ჩვენი ნაკრები კი, 3 დღით მოდიოდნენ ბიჭები, ორი ლეგიონერი მყავდა, ქეცბაია და ცხადაძე, მაგრამ ბიჭებს რაც შეეძლოთ, ყველაფერი დადეს და საუკეთესო შედეგი გვაქვს ისტორიაში. 15 ქულა ავიღეთ და 2 ქულით გაგვასწრო ბულგარეთმა. მერე ინგლისთან რომ წავაგეთ, გაზეთებმა ისეთი რაღაცები დაწერეს, მეთქი ეს რა ხდება. ახლა ვსაუბრობ, თუ რატომ არ გავაგრძელე სამწრვთნელო კარიერა, ნაკრების დონეზე როცა ასეთ დონეს ითხოვენ, თუნდაც საქართველოს პირველობაზე რომელი გუნდი რომ ჩამებარებინა, თუ ევროპაზე არ გახვიდოდი, წარუმატებლობად ჩაგითვლიდნენ”, – განაცხადა ჩივაძემ. ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს ნაკრებს 1993-97, 2001-03 წლებში წვრთნიდა. სწორედ მის დროს დავიკავეთ შესარჩევის ჯგუფში ყველაზე მაღალი, მე-3 ადგილი. გარდა ამისა, 2012-16 წლებში 21-წლამდე ნაკრებს ედგა სათავეში. The post ალესანდრე ჩივაძე: “აი, ამიტომ არ გავაგრძელე სამწვთნელო კარიერა” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს შემოთავაზება თურქეთის სუპერლიგიდან აქვს. ავტორიტეტული ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ 61 წლის გერმანელ სპეციალისტს “ფენერბაჰჩე” ეპატიჟება. თურქები ლიოვს კონტრაქტის 2024 წლამდე გაფორმებას სთავაზობენ და მისგან პასუხს უახლოეს პერიოდში ელიან. შეგახსენებთ, რომ იოახიმ ლიოვი 2006-დან 2021 წლამდე გერმანიის ნაკრებს თავკაცობდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონატი, კონფედერაციის თასი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიგო. The post იოახიმ ლიოვს თურქეთში იწვევენ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ყაზანის “რუბინმა” საახალწლო ჰიმნი ჩაწერა და განსხვავებით წინა წლის ჰიმნისგან, სადაც კვარა მღერის, ამჯერად ქართველი ხელში გაზეთის დაჭერით და შემდეგ გაზეთების ჩამოხევით შემოიფარგლა. კვარაცხელიას სიმბოლური ჟესტი პრესაში გავრცელებულ ყოველდღიურ ამბებს ეხმიანება, როცა ხვიჩა ყოველდღე ახალ გუნდში გადადიოდა და ბოლოს ვერ გადავიდა. მას ამით იმის თქმა სურდა, მედიაში დაწერილ ინფორმაციას და კრიტიკას მასზე გავლენა აღარ აქვს და იგნორს უკეთებს. შეძლებს კვარაცხელია ამ ზამთარს “რუბინიდან” წასვლას? http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/Screenshot_6.jpg The post ხვიჩა კვარაცხელიას პასუხი კრიტიკოსებს (ფოტო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
“დინამო თბილისმა” 2021 წელს 3 ფეხბურთელი გაასხვისა და საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღო. “დინამომ” 18 წლის გიორგი აბუაშვილი “პორტოს ახალგაზრდულ გუნდში 240 ათას ევროდ გაუშვა. გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიაში” ტრანსფერით 850 ათასიდან 1 მილიონამდე მიიღებს. ლუკა გაგნიძის მოსკოვის “დინამოში” გაყიდვით კი ყველაზე მეტი, 1.5 მილიონი ევრო დაიდო. ჯამში თუ ლარებში გადავიყვანთ, თბილისურმა გუნდმა მისი აკადემიის წყალობით, დაახლოებით, 10 მილიონი ლარით შეივსო ბიუჯეტი. ყველაზე დიდი ფული “დინამოს” ფეხბურთელში “მან სიტის” 1995 წელს აქვს გადახდილი – გიორგი ქინქლაძის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო. The post რამდენი მილიონი მიიღო “დინამომ” ტალანტების გაყიდვით 2021 წელს? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
10 ყველაზე "ცხელი" ქალი ჩოგბურთელი View the full article
-
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ, “ღამის კურიერის” ეთერში, ახალ შტამ – “ომიკრონზე” ისაუბრა და დეტალურად განმარტა, თუ რა სიმპტომები ახასიათებს მას და რამდენ ხანში ვლინდება ავადობა კონტაქტის შემდეგ: “ომიკრონის” მიმდინარეობა არის მსუბუქი, წააგავს გაციებას – ეს არის ყელის ტკივილი, ხველა, დაბალი ტემპერატურა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი მსუბუქად გამოხატული. შესაძლებელია იყოს ამ დროს ოფლიანობაც და ხანგრძლივობა აქვს ძალიან მოკლე – 3-4 დღის განმავლობაში, ეს სიმპტომები მთავრდება. კიდევ, მას ძალიან მოკლე ინკუბაციური პერიოდი აქვს, ეს არის ადამიანის კონტაქტიდან, დაავადების ნიშნების გამოვლენამდე, თუ პირველი ვარიანტის დროს 14 დღემდე ვთვლიდით ინკუბაციურ პერიოდს, ამ შემთხვევაში, ეს პერიოდი 3-5 დღეა. კონტაქტის შემდეგ, ძალიან სწრაფად ხდება ადამიანი ავად, მაგრამ […] REZONANSI
-
ქალაქების მიხედვით 25 დეკემბრის ამინდის პროგნოზი ასეთია: გაგრა +1 გრადუსი – ღრუბლიანი ამინდი. სოხუმი +7 გრადუსი – წვიმა. ზუგდიდი +5 გრადუსი – წვიმა. მესტია -3 გრადუსი – თოვლი. ფოთი +6 გრადუსი – წვიმა. ბათუმი +9 გრადუსი – მოღრუბლული. ოზურგეთი +3 გრადუსი – წვიმა. ქუთაისი +3 გრადუსი – უმეტესად ღრუბლიანი. ამბროლაური -3 გრადუსი – უმეტესად მზიანი. ახალციხე -5 გრადუსი – უმეტესად ღრუბლიანი. ბორჯომი -0 გრადუსი – უმეტესად ღრუბლიანი. ბაკურიანი -5 გრადუსი – უმეტესად ღრუბლიანი. გორი – 0 გრადუსი – უმეტესად ღრუბლიანი. ცხინვალი -1 გრადუსი – უმეტესად ღრუბლიანი. სტეფანწმინდა -1ო გრადუსი – უმეტესად მზიანი. გუდაური -18 გრადუსი – უმეტესად ღრუბლიანი. თელავი +2 გრადუსი – მზიანი. რუსთავი +3 გრადუსი – უმეტესად მზიანი. თბილისი +3 გრადუსი – უმეტესად მზიანი. REZONANSI
-
მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის საშობაო ეპისტოლე მსოფლიო საპატრიარქოს ფეისბუქგვერდზე, მათ შორის ქართულ ენაზეც გამოქვეყნდა კონსტანტინეპოლის პატრიარქი შობის დღესასწაულს ულოცავს ქრისტიანულ სამყაროს. „თანამწირველნო ძმანო და კურთხეულნო შვილნო, ისევ მივიწიეთ ჩვენდამი მაღლით გარდამომხილველი ქრისტე მაცხოვრის ხორციელად შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან, და განვადიდებთ მის ზეციურ სახელს ფსალმუნებითა და საგალობლებით. ღმრთის პირველსაუკუნეთა სიტყვის განკაცება ჩვენი ცხონების დასაბამი და ღმრთაებრივ-ადამიანური ზიარების ზესიტყვიერი მარადიული საიდუმლოა. როგორც წმიდა მაქსიმე აღმსარებელი დიდებულად ბრძანებს, ღმერთი „როგორც კაცთმოყვარე, ადამიანის არსებისაგან ჭეშმარიტად გახდა ადამიანი. თუ როგორ გახდა იგი ადამიანი, მუდამ გამოუთქმელად დარჩება, ვინაიდან ზეადამიანურად გახდა ადამიანი“. [1] საღმრთო განკაცება, ღმრთის შესახებ ჭეშმარიტების გაცხადებასთან ერთად, გამოაცხადებს ადამიანის ჭეშმარიტებასა და მის საბოლოო მიზანს – მადლით განღმრთობას. წმიდა […] REZONANSI
-
კლუბები არ უნდა გაიხსნას, რადგან მთელ ევროპაში, ერთმა-ორმა ქვეყანამ რომ გახსნა, ახლა ხურავენ, იმიტომ, რომ „ომიკრონი“ გამოჩნდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც უპასუხა კლუბების სექტორის მოთხოვნებთან დაკავშირებთ დასმულ კითხვას. როგორც იმნაძემ აღნიშნა, შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია იმაზე, ადამიანები როგორ დაიცავენ წესებს. „ნებისმიერი ადამიანი, ვინც კლუბში ყოფილა, იცის კლუბში რა სიტუაციაა. კლუბში რას აკეთებენ ადამიანები? კლუბები არ უნდა გაიხსნას, რადგან მთელ ევროპაში, ერთი-ორმა ქვეყანამ რომ გახსნა, ახლა ხურავენ, იმიტომ, რომ „ომიკრონი“ გამოჩნდა. ჩვენთან არ ხურავენ, არ ხსნიან ჯერ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ადამიანები რამდენად დაიცავენ წესრიგს, რამდენად დაიცავენ არსებულ რეგულაციებს იმისათვის, რომ არ დაწესდეს შეზღუდვები“, – განაცხადა პაატა […] REZONANSI