Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა გორის საკრებულოს სხდომას დღეს ბოიკოტი გამოუცხადეს და “ქართული ოცნება” მარტო დატოვეს. მარტო დარჩენილმა “ოცნებამ” კი დრო იხელთა – დეპუტატმა იოსებ მუმლაძემ თავი სხდომის პარალელურად, დომინოს თამაშით გაირთო. წყარო – მთავარი The post “ოცნების” დეპუტატმა სხდომაზე დომინო ითამაშა – გორი appeared first on [/url]. ALIA.GE
  2. საქართველოში „ომიკრონის“ შტამის კიდევ 19 შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში ჯამში "ომიკრონის" 48 შემთხვევაა დაფიქსირებული. საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების შემთხვევები პირველად 20 დეკემბერს გამოვლინდა. tia.ge
  3. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავა მის მიერ თანამდებობდის დატოვების მიზეზებზე საუბრობს და განმარტავს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გუნდთან ერთად უკვე ერთი თვეა მიმდინარეოს. მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით ერთ თვეა, გუნდთან ერთად, ამ საკითხზე მქონდა საუბარი. შორს არსად მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც ირაკლიმ ახსენა, თუმცა, დეტალებზე აქ არ ვისაუბრებთ, მომავალში თქვენ გაიგებთ უფრო მეტ დეტალს ამ პროექტის მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ. ეს რა თქმა უნდა, დამატებით ახსნის ყველა იმ მიზეზს, რომელიც დღეს არ შეგვიძლია ბოლომდე ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით. ყოველთვის ვამბობდი და იგივეს გავიმეორებ - პარლამენტი არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება. არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. მე შევეცადე ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე, ვთვლი, რომ დიდწილად შევძელი ამის გაკეთება. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს მათი პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც ყოველ დღე ახორციელებენ პარლამენტში. რა თქმა უნდა, მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, ლიდერშიპს ირაკლი კობახიძეს პირადად და მთლიანად გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ეს ტვირთი მეტარებინა. ბევრი ძალიან საინტერესო ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი ძალიან წარმატებით დაასრულებს და ბევრ სიახლესაც შემოგთავაზებთ. ის ჩემი კოლეგაა, ჩემი მეგობარია. მინდა წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებით მთლიანად იზეიმებს გუნდი და საქართველოც," - ამბობს კახა კუჭავა. tia.ge
  4. პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტს შალვა პაპუაშვილი დაიკავებს. tia.ge
  5. ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილის ადვოკატმა მევლუდ ჯანჯღავამ განაცხადა: „ავუხსენი რა იქნებოდა მომავალში, მითხრა - მე თანახმა ვარ პატიმრობაზეო, არავითარი გირაო არ მოუთხოვია. წარსულში ნასამართლევი იყო თუ არა არ ვიცი. ბიჭი იყო ძალიან უხასიათოდ და დღესაც საუბრის სურვილიც კი არ ჰქონდა. სტაციონარულ მკურნალობას არა, მაგრამ აღრიცხვაზე ვფიქსირდებოდი და დანიშნული მქონდა ფსიქოტროპული ნივთიერებები, რომ დავწყნარებულიყავიო, მე მაქვს ფსიქიკური აშლილობა და დამაწყნარებელი იყო ჩემთვის ის ფსიქოტროპულები, რომლებიც დამინიშნა ექიმმაო. პიროვნება იყო ძალიან არაადეკვატური, უხალისოდ, ამიტომ მეც არ გადავტვირთე კითხვებით. შვილი წაიყვანეს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა. შეურაცხყოფა მომაყენა და კონფლიქტი მოხდა შეურაცხყოფის ნიადაგზე - ამას ამბობს მხოლოდ, კონკრეტიკა ვერ მოვისმინე", - განაცხადა ადვოკატმა. tia.ge
  6. მანამ სანამ 2022 წელი დადგება, “ვალენსია” გიორგი მამარდაშვილს გამოსყიდვას ოფიციალურად დაადასტურებს. ესპანური გამოცემა PlazaDeportivo აღნიშნავს, რომ გიორგის გამოსყიდვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ სექტემბერში იყო მიღებული, “ვალენსიას” პრეზიდენტმა, პიტერ ლიმმა მამარდას საკითხი კლუბის მფლობელ, ენილ მარტისთან ერთად სინგაპურში დადებითად გადაწყვიტა. მათი აზრით, ქართველში ფულის ჩადება ღირს. პირველი ტრანზაქცია “დინამოს” ანგარიშზე 1 იანვარს დაჯდება, მეორე კი პირველ ივლისს. ჯამში “ვალენსია” 850 ათას ევროს გადაიხდის და ასე მეკარის ყიდვა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე მთელი თანხის ერთად გადახდა. გიორგი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მინიმუმ 2025 წლამდე დარჩება. წლიდან წლამდე გაიზრდება მისი სატრანსფერო ღირებულებაც. ჯერ 20 მილიონი, 2023/24-ში 25, 2024-25-ში კი 30 მილიონად შეეძლებათ მსურველებს მისი გადაბირება. გაიზრდება მამარდაშვილის ხელფასი და მას ძირითად შემადგენლობაში ყველა მატჩისთვის ბონუსები დაერიცხება, მართალია 1 მილიონი ევრო არ გახდება, მაგრამ საგრძნობლად მოიმატებს. პირველი 6 მატჩით ჩატარებით “მამა”-მ კარგი თანხა გამოიმუშავა. ასევე, ექნება ე.წ. მოჭრილი ჰონორარიც. გარდა ამისა, “ღამურები” მეკარე კრისტიან რივეროს იჯარით გაუშვებს. The post მამარდაშვილს “ვალენსიაში” ხელფასი საგრძნობლად ეზრდება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  7. საქართველოს ბანკი ოლიმპიურ სპორტსმენებს ხელფასის სახით, ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს View the full article
  8. ქუთაისის “ტორპედომ” “დინამო თბილისის” 22 წლის თავდამსხმელი, თორნიკე ახვლედიანი დაიმატა. ახვლედიანი უკვე დაემშვიდობა “დინამო თბილისს” და მალე სრულფასოვან კონტრაქტს “ტორპედოსთან” გააფორმებს. მისი სურვილიც იყო, “დინამოს” ხელი არ შეეშალა და ქუთაისში გადასვლის შესაძლებლობა მიეცა. თორნიკე პლეი-აუტში მარტვილის “მერანთან” საუკეთესო იყო და გამარჯვების გოლი დამატებით დროში შეაგდო. ახვლედიანმა კარიერა “ნორჩი დინამოში” ვალერი გაგუასთან და ვლადიმერ კაკაშვილთან დაიწყო. “ნორჩი დინამოს” გუნდის დაშლის შემდეგ სინჯებზე თბილისის “დინამოში” მივიდა, მაგრამ მე-3 დღესვე მაშინდელმა მწვრთნელებმა უარით გამოისტუმრეს, ისე რომ, შანსიც არ მიუციათ. შემდეგ იყო “ავაზა”, “ცხინვალი”, “გაგრა”, სადაც ერთხელ ელიგა 2-ში ითამაშა. “გაგრაში” საფეხბურთო კარიერის დასრულებაც სურდა, თუმცა ესპანეთში აღმოჩნდა, სადაც “ლეგანესის”, “სან სებასტიანის” და “დე ლორკის” ახალგაზრდებში ასპარეზობდა. “ლორკაში” მისი მენტორი ურუგვაელი ვალტერ პანდიანი იყო. საბუთების პრობლემების გამო საქართველოში დაბრუნება მოუწია და მე-4 ლიგელ “ზესტაფონში” საფეხბურთო მენეჯერის, ირაკლი ხვედელიანის დახმარებით მოხვდა, სადაც 5 მატჩში 7 გოლი გაიტანა და რამდენიმე საგოლე პასი შეასრულა. მაშინვე მისით, ამჯერად უკვე,”დინამო თბილისი” დაინტერესდა და მთავარ გუნდში მიიწვიეს. შეკრებაზე თორნიკე უდავოდ საუკეთესო იყო, თავდამსხმელების პრობლემების გამო 2020 წელს ძირითადშიც გამოჩნდა, მაგრამ ჯერ ტრავმა მიიღო, ბოლოს სხვა ფორვარდებიც დაიმატეს და ახვლედიანი ქუთაისის “ტორპედოში” გაანათხოვრეს. The post “ტორპედომ” მთავარი ტრანსფერი განახორციელა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  9. "ენა ჩაუვარდა" - კომენტატორის რეაქცია როდესაც ტრიბუნებზე სექსუალური გულშემატკივარი დანახა (ვიდეო) View the full article
  10. რაგბის ტელეწამყვანი, რომელიც პოპულარული მისი თამამი ფოტოების წყალობით გადახდა View the full article
  11. როგორ გამოიყურება ქართველი ჰალკის ახალი ავტომობილი (ვიდეო) View the full article
  12. კრიშტიანუ რონალდუს ავტომობილი, რომელიც 2 მილიონ ევროზე მეტი ღირს View the full article
  13. აბაშის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან მაკალათიამ თანამდებობა დატოვა. მაკალათიამ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ რჩება და თავმჯდომარის მოვალეობას საკრებულოში მისი მოადგილე შეასრულებს. „დავტოვე თანამდებობა, მიზეზი არაფერია, უბრალოდ ამოვწურე მუშაობა აბაშაში. მივიღეთ 2022 წლის ბიუჯეტი, დავამტკიცეთ კომისიები და ამის შემდეგ დავტოვე თანამდებობა. სანამ საკრებულოს თავმჯდომარე გავხდებოდი, ვიყავი აბაშის მერი, შემდეგ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იყო რთული არჩევნები, „დავალაგეთ“ საკრებულოები. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. ჩემს მოვალეობას მოადგილე შეასრულებს. მე ვიყავი ყოველთვის „ქართული ოცნების“ რიგითი ჯარისკაცი და ვრჩები რიგით ჯარისკაცად“, – განაცხადა ლევან მაკალათიამ. The post აბაშის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  14. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, სადაც ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მე-4 დღეა შიმშილობენ, ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია მივიდა. როგორც ანზორ მელიამ განაცხადა, მოშიმშილეების მდგომარეობა მომდევნო დღეებში გაუარესდება, რის გამოც, საჭიროა მათი ჯანმრთელობის მონიტორინგი. „არცერთის ჯანმრთელობა არ არის წინასწარ შემოწმებული. შიმშილობის მე-5, მე-6, მე-7 დღეს უკვე სერიოზული პრობლემები გამოჩნდება ჯანმრთელობის მხრივ. მე როგორც მამა, ჩემი შვილის, არ მაქვს უფლება სამსახურში მშვიდად ვიყო და არ მოვიდე და არ დავინტერესდე ამ ადამიანების მდგომარეობით“, – განაცხადა ანზორ მელიამ. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე 200-მდე პირი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მე-4 დღეა შიმშილობს. The post ანზორ მელია განცხადებას აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  15. „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებასთან დაკავშირებით ექსპერტებსა და ყოფილ დიპლომატებს ხვდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხება იმ გზებსა და ბერკეტებს, რომლის საშუალებითაც შესაძლოა ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულება. როგორც ელენე ხოშტარია ამბობს, რესურსი უნდა დაიხარჯოს იმაზე, რომ პოლიტიკურ დევნას წინ აღუდგნენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა წრეზე იტრიალებს. „ჩვენ თუ არ გადავჭერით სააკაშვილის საკითხი ისე, რომ ზოგადად პოლიტიკურ იარაღს მივაყენეთ დარტყმა, ჩვენ სულ წრეზე ვივლით, ერთს გამოიყვანენ მეორეს დაიჭერენ. ამიტომ, რესურსი უნდა დაიხარჯოს იმაზე, რომ აღვუდგეთ პოლიტიკურ დევნას, როგორც მოვლენას“, – განაცხადა ხოშტარიამ. The post ელენე ხოშტარია პოლიტიკური დევნის თემაზე ექსპერტებს ხვდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  16. თბილისის მერი, კახა კალაძე მოქალაქეებს, ვისაც ერთწლიანი 250-ლარიანი სამგზავრო აბონემენტის ყიდვა არ შეუძლია, ბანკებთან მოლაპარაკებას ურჩევს. კალაძე ამბობს, რომ თბილისის მოსახლეობას შეუძლიათ, რომ თანხა გადაანაწილონ. „შეიძლება დაელაპარაკონ ბანკებს და განაწილება გაუკეთონ, არ მგონია პრობლემა იყოს, ხომ? მთავარი რა არის? ყველა იმ ოჯახს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მათთვის მგზავრობაა ან უფასო, ან პენსიონერები იხდიან 10 თეთრს ან 20 თეთრს, ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კალაძემ „იმედის“ ეთერში. The post „დაელაპარაკონ ბანკებს და განწილვადება გაუკეთონ“ – კალაძე 250-ლარიან სამგზავრო აბონემენტებზე appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  17. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, მარიამ ჯაში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ემხრობა. როგორც მან თქვა, ეს არ მიაჩნია კრიზისის დასრულების გზად, თუმცა დაძაბულობას განმუხტავს. მისი თქმით, საპასუხო პოზიცია სალომე ზურაბიშვილს არ დაუფიქსირებია. „როგორც ექიმი და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენელი ვფიქრობ, რომ აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბატონი მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი როგორც მკურნალობა, ასევე რეაბილიტაცია. ამ თვალსაზრისით მე მივემხრობოდი საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობა. ამ თემასთან დაკავშირებით საპასუხო პოზიცია არ დაფიქსირებულა. ეს არ მიმაჩნია პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზად, მნიშვნელოვანი იქნება რომ მოხდეს უზრუნველყოფა როგორც გრძელვადიანი შიმშილობის რეაბილიტაცია, იმისთვის, რომ დღეს არსებული პოლიტიკური ტემპერატურა იყოს შედარებით შემცირებული, ოპტიმალური გამოსავალი შეიძლება იყო გარკვეული პერიოდით მისი გადაყვანა“, – განაცხადა მარიამ ჯაში. The post „ოცნების“ ყოფილი წევრი, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ემხრობა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  18. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა კვარტალთან შედარებით, 1.8%-ით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 2.7%-იანი მატებით, რამაც 1.59 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 14.1%-ით ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 19.6%-იანი ზრდით, რაც 11.07 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. The post მშენებლობის ღირებულების ინდექსი 1.8%-ით გაიზარდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  19. თბილისის მერმა, კახა კალაძემ დასუფთავების გადასახადის გაზრდაც გადაწყვიტა, – ამის შესახებ ცნობილი გახდა თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც ტრანსპორტზე გაზრდილ ფასს განიხილავენ. ცვლილებების თანახმად, იურიდიული პირებისა და ინდმეწარმეებისთვის დასუფთავების გადასახადი გაორმაგდება. გადასახადი იზრდება საწარმოებისთვის, აფთიაქებისთვის, კვების ობიექტებისთვის, სამედიცინო და სხვა საჯარო დაწესებულებებისთვის. „ენმ“-ის წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, გადასახადის გაზრდა ობიექტების მომსახურებაზე ფასების მატებას გამოიწვევს, რაც მოქალაქეების ჯიბეზე აისახება. „კახა კალაძემ და „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტეს, ბოლომდე ამოხადონ სული მოსახლეობას და გაძვირებული კომუნალური გადასახადების, მედიკამენტების, პროდუქტების, ტრანსპორტის გაძვირების შემდგომ, გადაწყვიტა, რომ ყველა იურიდიულ პირს, აფთიაქებს, სასურსათო მაღაზიებს, რესტორნებს, საწარმო ობიექტებს, ყველა გაუორმაგოს დასუფთავების მოსაკრებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მათი პროდუქტი და მომსახურება გაძვირდება, ამ გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწევს კვლავ მოსახლეობას თავისი ჯიბიდან“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. The post თბილისში დასუფთავების გადასახადიც ორმაგდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  20. სენაკში საკრებულო სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა. დღევანდელ სხდომას „ქართულმა ოცნებამ“ ბოიკოტი გამოუცხადა და არ მივიდა. „დღეს ჩანიშნული იყო სენაკის საკრებულოს სხდომა, სადაც ვერ შედგა კვორუმი. სხდომაზე არ გამოცხადდა „ქართული ოცნება“, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა. საკრებულოს მორიგი სხდომა სამშაბათს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. ცნობისთვის, სენაკის საკრებულოს 33 წევრი ჰყავს, საიდანაც 16 „ქართული ოცნების“, 13 „ნაციონალური მოძრაობის“, 4 კი „საქართველოსთვის“ წარმომადგენელია. The post „ქართულმა ოცნებამ“ სენაკის საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  21. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, საეჭვო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები, მის შეძენისაგან თავი შეიკავოს. სააგენტოს ცნობით, საქონლის ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე. „გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი; თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი; თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც. ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას“, – აღნიშნულია განცხადებაში. The post სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  22. „ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის აუდიო ჩაწერა განახორციელეს, სადაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული. ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით გრძელდება, რაც გამოძალვას, „ქურდული სამყაროს“ წევრობას და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვას გულისხმობს”, – აღნიშნულია განცხადებაში. The post „ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  23. სამჯერ ჩაშლილი სხდომის შემდეგ სენაკის საკრებულო ისევ ვერ შეიკრიბა. კვორუმი არ შედგა. სხდომაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ მივიდნენ. მუნიციპალურ ორგანოს თავმჯდომარე ისევ არ ჰყავს. სენაკის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ლაშა კუჭავა: “ქართულ ოცნებას” არ აქვს სენაკის საკრებულოში უმრავლესობა, შესაბამისად, ყველა ღონეს ხმარობს, რომ გააჭიანუროს და შეძლოს საკრებულოს მუშაობის შეფერხება. გაცხადებული პოზიციაა, რომ გახარიას პარტიის კანდიდატს ირაკლი კაჭარავას დავუჭიროთ მხარი” სხდომა მომდევნო სამშაბათისთვის გადაიდო. The post “ოცნება” შატალოზე და სენაკის საკრებულო თავმჯდომარის გარეშე – დეტალები appeared first on [/url]. ALIA.GE
  24. საფრანგეთში მოღვაწე, "AFG"- ის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "დღეს კიდევ ერთი პატარა ანგელოზის სიცოცხლე გამოვგლიჯეთ კიბოს ხელიდან. რომ მკითხოთ ეს მერამდენეა, ნამდვილად ვერ გეტყვით, ან გეტყვით, რომ - ბევრზე ბევრი... როდესაც ევროპარლამენტიდან მომდის კულუარული შეტყობინებები იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატების გარკვეული ნაწილი მსჯელობს, საქართველოსთან გამარტივებული ვიზების შეზღუდვაზე, პირველი რაც მეფიქრება, პატარა ონკო-პაციენტების ბედია. ბევრს გახსოვთ ალბათ, თუ რა დაძაბული ურთიერთობა მქონდა იაშვილის კლინიკასთან. ეს ყველაფერი უკავშირდებოდა არასწორი დიაგნოზით გამოწვეულ გართულებებს... მე არასოდეს შევხებივარ ქართველი მედიკოსების პროფესიულ კომპეტენციას. ამ კლინიკას ჰყავს მაღალი კვალიფიკაციის მედპერსონალი, მაგრამ არ აქვთ მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ტექნიკა და შესაბამისი ლაბორატორიები. სამწუხაროდ მსგავსი ფუფუნებისთვის არ უზრუნია საქართველოს ხელისუფლებას... ამჯერად საყვედურების ნაცვლად მადლობას ვუხდი უამრავ ექიმს, რომელიც უიმედო პაციენტების გადასარჩენად თავად მიკავშირდება და ეძებს გზას პრობლემის გადასაჭრელად. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველა თქვენგანი ათვითცნობიერებს შესანიშნავად, რომ გამარტივებულმა სავიზო რეჟიმმა, უამრავ ჩვენს თანამემამულეს მისცა უნიკალური შანსი სიცოცხლის გადასარჩენად და დღეს სწორედ ეს შანსი ბეწვზე ჰკიდია... თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ მოთოკა საკუთარი ამბიციები და უარი არ თქვა პრორუსულ კურსზე, მათ კისერზე იქნება იმ ბავშვების ცოდვა, რომელთა სიცოცხლის გარანტიაც, აქ, ევროპაშია და არა გაფარჩაკებულ რუსულ ამბულატორიებში", - წერს სულაშვილი. tia.ge
  25. “მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია: “კახეთში, სასტუმროში, ღამე/დღე თუ როცა არ უნდა იყოს, რესტორანი თუ რუმსერვისი რომ პიცას და სენდვიჩს შემოგთავაზებს ერთადერთ ალტერნატივად, აი რაზე უნდა ილაპარაკო საერთოდ?! წარმოიდგინეთ ახლა, ლიბანში იყოთ და რუმსერვისმა ჰუმუსის, ბაბაღანუშის და პიტას და ამ რეპერტუარის მაგიერ, პიცა შემოგთავაზონ. თან ცუდი. რა ტურიზმის განვითარება? რა სასტუმრო? რა კახეთი? კლასიკა, როგორი არ უნდა იყოს მომსახურება და როგორ უნდა მოიზიდო ტურისტი ერთხელ და უკანასკნელად.” The post “რა ტურიზმის განვითარება? რა სასტუმრო? რა კახეთი?” – ნიკა გვარამია appeared first on [/url]. ALIA.GE
×
×
  • შექმენი...