Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. სენაკის საკრებულოში კვორუმის არარსებობის გამო საკრებულოს სხდომა ჩაიშალა. სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატები და ოპოზიციის ორი წევრი არ მივიდა. საკრებულოს შემდეგი სხდომა სამშაბათს, 28 დეკემბერს გაიმართება. რეგლამენტის მიხედვით, იმისთვის რომ საკრებულოს სხდომა უფლებამოსილი იყოს, მას უნდა ესწრებოდეს წევრთა ნახევარი მაინც. სენაკის საკრებულოში 33 წევრია, 16 – ქართული ოცნების, 13 -ნაციონალური მოძრაობის, 4 კი პარტია საქართველოსთვის. tia.ge
  2. „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „გულდასაწყვეტია, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც იცის, რომ მოშიმშილე ადამიანების გამო არავინ გაათავისუფლებს, ამ სიცივეში ადამიანებს აწვალებს. ამ ადამიანებს აწვალებენ, სააკაშვილი თბილ პალატაშია, პარტიის წარმომადგენლები პარლამენტის თბილ დერეფნებში დადიან, კომიტეტების სხდომებზე ოქმებს ხელს აწერენ, ხელფასი რომ არ ჩამოეჭრათ და ვითომ, ბოიკოტში არიან. ძალიან მაგარი ბოიკოტი აქვთ, მუშაობა ეზარებათ და ბოიკოტი დაარქვეს, თან ხელფასს იღებენ. ეს არის უპასუხისმგებლობა“ The post “სააკაშვილი თბილ პალატაშია და ამ სიცივეში ადამიანებს აწვალებს… ბოიკოტი დაარქვეს, თან ხელფასს იღებენ” – ელისაშვილი appeared first on . ALIA.GE
  3. ფოტო – ტვ პირველი თბილისის საკრებულოში კომისიის სხდომაზე ხმაური და დაპირისპირებაა. სხდომაზე კახა კალაძის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით. მგზავრობის საფასურის გაძვირებასთან ერთად, 1 იანვრიდან იზრდება დასუფთავების სამსახურის გადასახადი იურიდიული პირებისთვის. დასუფთავების გადასახადის ზრდა შეეხებათ საავადმყოფოებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, რესტორნებს და სხვა იურიდიულ პირებს. ტარიფების ზრდას სხდომაზე ოპოზიციური პარტიების დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. მათი თქმით, მოსახლეობას გაზრდილი ტარიფების გადახდას ვერ შეძლებს და კიდევ უფრო დიდ ტვირთად დააწვება. დასუფთავების სამსახურის უფროსის რომეო მიქაუტაძის თქმით, დასუფთავების გადასახადის ზრდა ქალაქში ნარჩენების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. წყარო – ტვ პირველი The post “დასუფთავების გადასახადის ზრდა ნარჩენების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია” – მეტი ნაგავი – მეტი გადასახადი? appeared first on [/url]. ALIA.GE
  4. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, აკაკი მინაშვილი “ინტერპრესნიუსთან” ამბობს: “მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა, რომელიც პოლიტიკური მძევალი და პოლიტიკური დევნილია. ყველა აღიარებს – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველა ოპოზიციური პარტია, რომ ეს სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, მართავს „კლანი“, შესაბამისად, ამ ე.წ. სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება ვერ იქნება სამართლიანი რადგან დამოკიდებულები არიან ხელისუფლებაზე. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის ბიძგი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა შეწყდეს, ამიტომ ეს საკითხი ცდება პარტიულ მიზნებსა და ამოცანებს. შიმშილობა არის პროტესტის ის ერთ-ერთი ფორმა, რითაც საბოლოო ჯამში მივაღწევთ ქვეყანაში ცვლილებების განხორციელებას. პროტესტის ამ ფორმაზე არ შევჩერდებით, გავაგრძელებთ პროსტესტის სხვა ფორმებს, მათ შორის მანიფესტაციებსა და დემონსტრაციებს სახელმწიფო უწყებებთან, შესაძლოა პროტესტის ეს ფორმა რაღაც პერიოდის შემდეგ სხვა ლოკაციაზე გაგრძელდეს.” ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მასობრივი შიმშილობის აქცია უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე 12 კარავია გაშლილი. The post “სააკაშვილის გათავისუფლება არის ბიძგი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა შეწყდეს” – აკო მინაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  5. პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: “მასობრივი შიმშილობის აქტი კანონის ფარგლებში ეტევა და შესაბამისად პროტესტის რადიკალური, მაგრამ მისაღები ფორმაა. პრობლემა სხვა რამეშია – ატარებს თუ არა პროტესტის მოთხოვნები პოლიტიკურ, თუ პერსონალურ ხასიათს? ჩემის აზრით, პოლიტიკური იქნებოდა სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნა როგორც მიმდინარე, ასევე უკვე დასრულებულ საქმეებზე, ახალი გარემოებების აღმოჩენის, ან რაიმე სხვა მექანიზმით. ტექნიკურ საკითხებზე აქ არ ვისაუბრებ. ეს თვით სააკაშვილის და ნაც. მოძრაობის პოლიტიკური მომავლისთვისაც სასარგებლო იქნებოდა, რადგან მათ უნდა ესმოდეთ, რომ სააკაშვილს მხოლოდ მომხრეები არა ყავს. მას ყავს მოწინააღმდეგეებიც და კიდევ უფრო მეტი ისეთი მოქალაქე, რომელსაც სჭირდება გარკვევა, რასთან გვაქვს რეალურად საქმე? უპირობო განთავისუფლება ატარებს პერსონალურ ხასიათს და შესაბამისად არ შეიძლება მიეკუთვნებოდეს პოლიტიკური მოთხოვნის კატეგორიას. ის რომც იქნას მიღწეული, შედეგად საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობები ნაც. მოძრაობის მიმართ კი არ შემცირდება, არამედ უფრო გაძლიერდება. ხოლო საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც სჭირდება პასუხი კითხვაზე – დამნაშავეა, თუ უდანაშაულო პასუხის გარეშე დარჩება და უფრო საწინააღმდეგოდ განეწყობა. ასე რომ, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროტესტი ამ სახით, ის მხოლოდ დააზიანებს ნაც. მოძრაობის პოლიტიკურ პერსპექტივას. თუ მოთხოვნების კორექტირება მოხდა სამართლიანი მართლმსაჯულების მიმართულებით არა მხოლოდ სააკაშვილთან მიმართებაში, არამედ სისტემურად, მაშინ ამ პროტესტს აქვს შანსი.” The post “როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროტესტი, ის მხოლოდ დააზიანებს ნაც. მოძრაობის პერსპექტივას” – ხუხაშვილი appeared first on . ALIA.GE
  6. “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წევრები მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირებას მერიასთან აპროტესტებენ. ისინი კალაძის სახელზე წერილსაც დატოვებენ და მოითხოვენ, რომ სატრანსპორტო ტარიფების ცვლილების პროცესში თავადაც იყვნენ ჩართულები. მსოფლიო ტენდენციაა, რომ უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი დაინერგოს, მაგრამ ჩვენთან ხო ყველაფერი პირიქითაა, არჩევნები ჩაამთავრა კალაძემ და დაიწყო ანტისახალხო გადაწყვეტილებები”, – ამბობს პარტიის წევრი მიხეილ ქუმსიშვილი. The post გაძვირებული მგზავრობა – “ლეიბორისტების” პროტესტი და წერილი მერს appeared first on [/url]. ALIA.GE
  7. უდიდესი წარმატება - ზაზა ფაჩულიას შვილი მამის კვალს მიჰყვება View the full article
  8. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ბავშვებსა და მოზარდებს „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ ორგანიზებულ ხატვის მე-15 გლობალურ საბავშვო კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტრადიციული ხატვის კონკურსი – „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ (Toyota Dream Car Art) საქართველოში მცხოვრები ბავშვებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, თავიანთი ოცნება მსოფლიოს გაუზიარონ. „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, ტოიოტას გლობალური კონკურსის ფინალში მოსახვედრად, აუცილებელია ბავშვებმა კონკურსში მონაწილეობა, თავდაპირველად, ეროვნულ დონეზე, საქართველოში მიიღონ. კონკურში ჩართვა და თავისი ოცნების ავტომობილის ნახატის სახით წარმოდგენა, 15 წლის ასაკის ჩათვლით, ნებისმიერ ბავშვს შეუძლია. როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, შემოსული საკონკურსო ნახატებიდან კომპეტენტური ჟიური, სამი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, 9 საუკეთესო ნამუშევარს შეარჩევს. 9-ვე ნახატი იაპონიაში, Toyota Dream Car Art-ის გლობალურ საბავშვო კონკურსზე გაიგზავნება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინალისტებიდან გლობალური კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ გამოავლენს და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს. „ტოიოტას ოცნების ავტომობილის“ (Toyota Dream Car Art) საკონკურსო პირობების, აპლიკაციის ფორმის, მონაწილეთა ასაკობრივი კატეგორიების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, ბმულით: https://bit.ly/3dW5po1 კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული აპლიკაციის ფორმა და საკონკურსო ნახატი „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ოფისში უნდა წარადგინონ2022 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #116, ან გაგზავნონ ამავე მისამართზე ფოსტით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე: 032 2511 „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ იმედოვნებს, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვები გამოიყენებენ ამ უნიკალურ შესაძლებლობას და Toyota Dream Car Art-ის წლევანდელ კონკურსშიც მიიღებენ მონაწილეობას, მაქსიმალურად გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს და „ტოიოტას ოცნების ავტომობილით“ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებენ. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 24.12.2021 The post „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ბავშვებსა და მოზარდებს ტოიოტას გლობალურ კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს appeared first on [/url]. ALIA.GE
  9. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ99-დან კმ102 მონაკვეთამდე (გუდაურიდან პირველი გვირაბის შესასვლელამდე) ზვავსაშიშროების საფრთხის დონე დაბალია და შესაძლებელია გაწმენდითი სამუშაოების წარმოება. ზვავსაშიშროების უბანი ამჟამად მხოლოდ კმ102-კმ105-ზეა და 3 კილომეტრამდეა შემცირებული. ამ დროისთვის გუდაური კობის მონაკვეთზე ორივე მხრიდან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. პირველი მხრიდან სამუშაოები გრძელდება კმ93-დან კმ102-მდე, ხოლო მეორე მხრიდან – კმ107-დან კმ105-მდე მონაკვეთზე”, – აღნიშნულია განცხადებაში. The post რა ხდება გუდაური-კობის გზაზე appeared first on [/url]. ALIA.GE
  10. გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. "გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ99-დან კმ102 მონაკვეთამდე (გუდაურიდან პირველი გვირაბის შესასვლელამდე) ზვავსაშიშროების საფრთხის დონე დაბალია და შესაძლებელია გაწმენდითი სამუშაოების წარმოება. ზვავსაშიშროების უბანი ამჟამად მხოლოდ კმ102-კმ105-ზეა და 3 კილომეტრამდეა შემცირებული. ამ დროისთვის გუდაური კობის მონაკვეთზე ორივე მხრიდან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. პირველი მხრიდან სამუშაოები გრძელდება კმ93-დან კმ102-მდე, ხოლო მეორე მხრიდან - კმ107-დან კმ105-მდე მონაკვეთზე", - აღნიშნულია განცხადებაში. tia.ge
  11. „ძალიან საზიანო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული გზავნილია,“- ასე აფასებს ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ელენე ხოშტარიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ შიმშილობას აქვს პოტენციალი შექმნას პოლიტიკური კრიზისი, ხოლო ნიკა მელიას თავგანწირვა, პატივისცემას იმსახურებს. „ვწუხვარ, რომ ასეთი აზრები აქვს, ან ასეთი აზრების გამოხატვა სასარგებლოდ მიაჩნია. სიტყვებმა “თავგანწირვა”, “საიმედო” და არა მხოლოდ, სასტიკი დევალვაცია განიცადა და აღარაფერს ნიშნავს. მძიმე განსაცდელშია აშკარად, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი. რეალობასთან მოჭიდება დაკარგა უდიდესმა ნაწილმა,“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისათვის, ელენე ხოშტარიამ აღნიშნული განცხადება „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა. „შიმშილობა არის ბრძოლის ფორმა, მშვიდობიანი, მიღებული ფორმა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა ამ გადაწყვეტილებას აცხადებდნენ, ეს არ მოხდა რუსთაველზე ახალი წლის დღეებში… ასევე, არ შეიძლება ადამიანების გადაწყვეტილებას, მათ შორის ნიკა მელიას თავგანწირვას პატივი არ სცე და ყველას ვინც იქ არის. ყველა შიმშილობას თავისი კონტექსტი აქვს. მე ზოგადად მგონია, რომ ეს არის დიდი წნეხი რეჟიმისთვის და ამას აქვს პოტენციალი, რომ პოლიტიკური კრიზისი შექმნას. ეს არის გზა,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ. The post „ვწუხვარ, რომ ასეთი აზრები აქვს, ან ასეთი აზრების გამოხატვა სასარგებლოდ მიაჩნია” – თამარ ჩერგოლეიშვილი ელენე ხოშტარიაზე appeared first on [/url]. ALIA.GE
  12. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებნა, უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ისტორიული არტეფაქტი - საქართველოს მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის მონეტა ამოიღეს. მონეტის ავთენტურობის დასადგენად ჩატარდა საექსპერტო კვლევა, რომელშიც ჩართულები იყვნენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები. ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად დადგინდა, რომ სპილენძისგან დამზადებული მონეტა მოჭრილია დავით მეოთხე აღმაშენებლის მიერ და არის ორიგინალი. მონეტა არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულების და მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მონეტის საბაზრო ღირებულება - შეუფასებელია. დღემდე, მსოფლიო ისტორია იცნობდა საქართველოს მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ ერთადერთ უნიკალურ მონეტას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მუზეუმში, კერძოდ ლონდონშია დაცული. „მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და მონეტა წარმოადგენს ნივთმტკიცებას, როგორც განსაკუთრებული ისტორიული ფასეულობის კულტურული მემკვიდრეობა, სათანადო პირობებში შესანახად და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად იგი გადაეცემა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, რათა მსოფლიოს მიეცეს შესაძლებლობა იხილოს საქართველოში პირველად აღმოჩენილი მე-12 საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი არტეფაქტი. გამოძიების ფარგლებში, ასევე ამოღებულია, ისტორიული, კულტურული და მეცნიერული ღირებულების მქონე სხვადასხვა არტეფაქტი, რომელთა საბაზრო ღირებულების დადგენა შეუძლებელია. ამოღებულ არტეფაქტებს შორის არის - 12 ერთეული ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი ზანზალაკი, 6 ერთეული ორიგინალი ღილი, სხვადასვა პერიოდის მონეტა, აღნიშნული მონეტებიდან 3 ნივთი წარმოადგენს საბჭოთა პერიოდს (XX ს), 3 მონეტა თარიღდება XIII საუკუნით. აღსანიშნავია, XIII საუკუნით დათარიღებული მონეტები, კერძოდ მონღოლური წარმოშობის ვერცხლის მონეტა, ზედწერილით- „დიდი მონღოლი ულუს ბეგი“, ასევე სპილენძის მონეტა რუმის სელჩუკი, რომლის ერთ მხარეს შემორჩენილია არაბული ზედწერილის ფრაგმენტი. არტეფაქტები, ასევე, გადაეცემა ეროვნულ მუზეუმს“, - აცხადებენ სუს-ში. tia.ge
  13. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისაგან თავი შეიკავოს. „სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები. საქონლის ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე. გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი; თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი; თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც. ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას. არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში, აგრარულ ბაზრებსა და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა.შ.) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანი შეიძლება დაავადდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით. გაუფრთხილდით თქვენსა და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას, დარეკეთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 01“, - ნათქვამია განცხადებაში. tia.ge
  14. "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით დაკავებულია 4 ადამიანი. ოთხივე წარსულში ნასამართლევია. გამოძიების ინფორმაციით, კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირები ბორჯომში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს ფულს სისტემატურად სძალავდნენ. საუბარია კრიმინალურ "ავტორიტეტ" ირაკლი დანგაძეზე. ის ცნობილი "კანონიერი ქურდის", გია დანგაძის (სოხუმსკი) შვილია. გავრცელდა ვიდეო და აუდიო ჩანაწერი, სადაც ისმის საუბარი, როგორ სძალავენ კრიმინალები მოქალაქეს ფულს და აიძულებენ მას თანხის გადახდას. ი.დ.: "სწორად გამიგე რასაც გეუბნები. მე გეუბნები ადამიანური თვალსაზრისით, არა განაბური, თან აქანე ბიჯო შვილი გეზრდება...ხო იცი კარგად რასაც გეუბნები? ი ბაღანა ხო იცი, რომ უნდა ჩაბარდეს". ი.დ.: "სანამ კიდო 5-ს მომიტანდი და 2 თვე კიდო კი არა, ლრამის აგიყვანო, წაგიყვანო იმ ადგილას, რაც გაგიმზადე...". ი.დ.: "5000 დოლარს ახლა მე რომ დამიფარავ, დარჩება 10 000 დოლარი, გამიგე? და მანქანა, მანქანას როდის ჩამაბარებ?!" - ეს საუბარი ვიდეოჩანაწერში ისმის. რაც შეეხება სატელეფონო ჩანაწერის შინაარსს: ნ.შ.-პ.გ. "მე ვუთხარი ქურდები გაგიჟებულები არიან, მე ვუთხარი,. ვისი ბავშვი ჩამოსვი მანქანიდან, ვისი. ხო (ეგ)გააცანი, როგორც ძველი ბიჭი თავი მეთქი, ეხლა მოგჭრა თავი მეთქი, მე ვუთხარი. მთელს ბორჯომში გაგიბაზრდა, რომ ლაშასნაირი ძველი ბიჭები მკიდია ყ...ო. აი ამას გეუბნები, რომ აი ასე იძახის. შენთან უკვე შეკითხვები კი არა, პრეტენზიები აქვს, მე ვუთხარი ხალხს, ქურდებს. ჩამოეთრიე მე ვუთხარი, ბავშვს მანქანა დავუბრუნოთ უნდა, უეჭველი. ასეთი გადაწყვეტილება აქვს მეთქი და... 1 საათშიო ძმაო, მე ქურდებს დავურეკავო და თუ ერთმანეს არ დაურეკეს კაროჩე". შეგახსენებთ, ჩანაწერებში მონაწილე კრიმინალები ამ დროისთვის დაკავებულები არიან. tia.ge
  15. ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში "ომიკრონის" შტამთან დაკავშირებით მომზადებულ კვლევას აზიარებს. "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში 50-70% ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის საჭიროება "დელტა ვარიანტთან" შედარებით. ეს ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ და იმისთვის, რომ მეტი ადამიანი გადარჩეს, პირბადე და ვაქცინაცია გვახსოვდეს", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი. tia.ge
  16. სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული 4 ადამიანი ისევ უკანონო ტყვეობაში რჩება. გატაცებულები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან და მათ ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს. გიორგი დემურიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი, რამინ მჭედლიშვილი და ავთანდილ თომაშვილი სოფელ აძვში, წმინდა გიორგის სალოცავთან აიყვანეს. tia.ge
  17. თბილისის საქალაქო სასამართლო ორსული, 22 წლის მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის გოგა გზირიშვილის მიმართ აღკვეთის ღონიძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს, რასაც თავად გზირიშვილის ადვოკატი ეთანხმება. უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პატიმრობის მზაობა რუსვილი თავად გამოთქვა. გზირიშვილის ადვოკატი ამბობს, მკვლელობის დროს ბრალდებული ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედების ქვეშ იყო და ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. პროკურატურა შემოდის რა თქმა უნდა პატიმრობით და ჩვენც ვეთანხმებით პატიმრობას, მან თვითონ გამოთქვა ამის სურვილი. მან თქვა, რომ მე ვიმსახურებ ამას, სამართლებრივად სრულ კაპიტულაციას აცხადებს", - ამბობს ადვოკატი. საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება 23 დეკემბერს წარუდგინა. გამოძიებით დგინდება, რომ 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. ორსული ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. გზირიშვილი დანაშაულს აღიარებს. tia.ge
  18. საირმე – ბაღდათის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი ჩამოწვა და ლამის 15 ადამიანი მოიყოლა. ისინი სასწაულებრივად გადარჩნენ, ავტომობილებიდან გადმოსვლა ყველა მგზავრმა დროულად შეძლო. „ჩვენ ვართ ეს თხუთმეტი კაცი. ვერ მივიღეთ შველა, მაგრამ მშვიდობით დავბრუნდით საკუთარი ფეხით სასტუმროში, ორი ზვავი გადმოვიარეთ. მადლობა ღმერთს, ფეხებმა არ გვიმტყუნა“, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ხელმძღვანელი”, თამარ ღლონტი და ფოტოს აქვეყნებს წარწერით ,,გადარჩენილები”. წყარო - exclusivetv.ge tia.ge
  19. ზაზა ფაჩულიას შვილი, დავით ფაჩულია საქართველოს 13-წლამდე საკალათბურთო ნაკრებში გამოიძახეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი ზაზამ გამოაქვეყნა. “ძალიან ემოციურია და თან სასიხარულო ამის დაწერა. ტრადიცია გრძელდება. დათი U13 ნაკრებში”, – წერს ზაზა ფაჩულია. დავით ფაჩულია აშშ-ში ძმასთან, საბა ფაჩულიასთან ერთად ვარჯიშობს და თამაშობს. შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 17 წლის განმავლობაში იცავდა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/267438422_1283452398732300_1219311003960056655_n.jpg The post “ძალიან ემოციურია” – ზაზა ფაჩულიას შვილი საქართველოს 13-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  20. „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ცოლს სოფო ლილუაშვილს დაბადების დღეს ულოცავს. გარდა ამისა, მათი გამომწერები ფეისბუკზე ჯანმრთელობას და ბედნიერებას უსურვებენ. „იმიტომ, რომ დღეს სოფოს დაბადების დღეა“, – წერს ნიკა გვარამია. „გილოცავთ ორივეს და ჯანმრთელობასა და დიდ ბედნიერებას გისურვებთ!“, „სოფო, გილოცავ ბედნიერი იყავი. ბატონო ნიკა, თქვენც გილოცავთ თქვენი მშვენიერი სოფოს დაბადების დღეს“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები. The post როგორ მიულოცა ნიკა გვარამიამ ცოლს დაბადების დღე (ვიდეო) appeared first on InterPost.ge. View the full article
  21. “პარმას” 43 წლის კარის დარაჯმა ჯანლუიჯი ბუფონმა მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო მეკარეები დაასახელა. ვეტერანმა კიპერმა რამდენიმე გამოარჩია, თუმცა თქვა, რომ ჯანლუიჯი დონარუმას შეუძლია ყველას აჯობოს. “საუკეთესო მეკარეები ამჟამად? ობლაკი, კურტუა, დონარუმა, ნოიერი, ტერ შტეგენი და კეილორ ნავასი. ყველა მათგანს ერთ საფეხურზე დავაყენებდი, თუმცა ჯიჯიო დონარუმას შეუძლია ერთ წელში ყველას აჯობოს. მას ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს”, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს Calciomercato. The post ბუფონმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები დაასახელა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  22. მადრიდის "რეალის" ყოფილმა მეკარემ იკერ კასილასმა რამდენიმე წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა და საინტერესო თემაზეც გააკეთა კომენტარი. View the full article
  23. ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ, “პალიტრანიუსის” ეთერში მძიმე ამბის შესახებ ისაუბრა, რომელიც მის მეგობარს შეემთხვა. View the full article
  24. "შოთი არა ვარ, აჩი ვარ, "შეჩემა" - სახალისო ვიდეო, რომელმაც სოციალურ ქსელში 100 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა View the full article
  25. “საბურთალომ” “დინამო თბილისიდან” 2, ბათუმის “დინამოდან” კი 1 ფეხბურთელი დაიმატა. “საბურთალოში” დაბრუდნენ ნოდარ იაშვილი და ლაშა შინდაგორიძე, ბაქარ ქარდავა “საბურთალოში” პირველად ითამაშებს. იაშვილი და შინდაგორიძე უკვე ოფიციალურად გაფორმდნენ, ქარდავა უახლოეს დღეებში დადასტურდება. სამივე ფეხბურთელი გუნდებში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიდნენ და სეზონის ბოლოს მათი წასვლა გადაწყვეტილი იყო. ისევე როგორც “ტორპედომ”, როცა გიული მანჯგალაძე (დინამო ბათუმი) და გიორგი ქიმაძე გადაიბირა (დინამო თბილისი), “საბურთალოშიც”დინამოების” გაშვებული მოთამაშეები ჩაირიცხნენ. The post “საბურთალომ” “დინამოების” ფეხბურთელები დაიმატა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
×
×
  • შექმენი...