
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა, ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ ვალია ბებოზე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. “დღეს ვალია ბებოსთან ვიყავით ჩასულები. ვინც არ იცის, ვალია ბებო, დათა პაპას მეუღლეა, იმ დათა პაპასი, რომელმაც თავისი ომი რუსებთან გამარჯვებით დაასრულა. რაში მდგომარეობს დათა პაპას გამარჯვება? 2008 წლის შემდეგ რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დათა პაპას და ვალია ბებოს მიეტოვებინა საკუთარი სახლი და გამოქცეულიყო საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში.. ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის მიუხედავად, დათა პაპა ბოლომდე დარჩა საკუთარ სახლში და მსოფლიოს გააცნო ხურვალეთი და ჩვენი ქვეყნის უდიდესი პრობლემა, რასაც საქართველოს ოკუპაცია ჰქვია. დათა პაპას გარდაცვალების შემდეგ, ვალია ბებო უკანასკნელ მეციხოვნედ იქცა… სიკვდილის წინ დათა პაპამ უთხრა – არ წახვიდე აქედან, არ მიატოვო სახლი, ქართველები დაგეხმარებიან..ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები. მას მერე ვალია ბებო ფაქტობრივად მარტო დარჩა. უკვე რამდენიმე თვეა, საოკუპაციო რეჟიმი მასთან აღარ უშვებს არც შვილს და არც შვილიშვილს…. ოკუპანტები ეხლა ვალია ბებოს გატეხვას ცდილობენ, დღეს ჩასულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც ვალია ბებოს პროდუქტს ვაწვდით, ორკებმა მოძრაობის დეტექტორები დააყენეს… ვალია ბებოს მაინც არ ეშინია, მაგრამ მას ჩვენი მხარდაჭერა ესაჭიროება! მეგობრებო! ჩადით მასთან ხშირად, მოინახულეთ, გაიზიარეთ მისი გასაჭირი და მისი ბრძოლის თანაზიარი გახდით!ძალა ერთობაშია! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!- წერს დავით ქაცარავა. The post ოკუპანტები ეხლა ვალია ბებოს გატეხვას ცდილობენ, მას ჩვენი მხარდაჭერა ესაჭიროება! – დავით ქაცარავა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი წევრი პაატა მანჯგალაძე აფასებს. „კუჭავა რასაც აკეთებდა დიპლომატიურად, ახლა ამას გააკეთებს პაპუაშვილი პირდაპირ, ხისტად, ყოველგვარი შემოვლისა და დიპლომატიის გარეშე. ეს იქნება განსხვავება. სამწუხაროა ის, რომ საქართველოში არც ერთი კონსტიტუციური ორგანო თავის ფუნქციას არ ასრულებს და ამას თქვენც გრძნობთ. ყველა თანამდებობა ფიქციაა. მანქანა ემსახურებათ, პრემიებს, ხელფასებს იღებენ, მაგრამ ამის უკან არანაირი შინაარსი არ გააჩნიათ არც პრემიერ-მინისტრს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს სამწუხაროდ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ძალაუფლება კულუარებიდან ისევ საჯარო სივრცეში გადმოვიტანოთ, როგორც არის კონსტიტუციით განსაზღვრული”, – განაცხადა მანჯგალაძემ. ცნობისათვის, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარეობის პოსტი ორი დღის წინ დატოვა. მის შემცვლელად მმართველმა პარტიამ პარლამენტარი შალვა პაპუაშვილი წარადგინა. The post „მანქანა ემსახურებათ, პრემიებს, ხელფასებს იღებენ, მაგრამ ამის უკან არანაირი შინაარსი არ გააჩნიათ” – პაატა მანჯგალაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მის შესაძლო ტრანსფერზე მოკლე კომენტარი გააკეთა. ხვიჩამ გადაცემაში “სპორტი იმედზე” აგენტ მამუკა ჯუღელზეც ისაუბრა. “თუ რამე გადასაწყვეტია, ალბათ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უნდა გადაწყდეს ყველაფერი. რუსი ჟურნალისტების კრიტიკა ჩემზე დიდ გავლენას არ ახდეს. ყველას შეუძლია ყველაფერი თქვას, დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. არც ვცდილობ, რამე ვიკითხო. მე და მამუკა ჯუღელი 12 წლიდან ერთად მოვდივართ. ის მამაჩემის ახლო მეგობარია. დიდი ხანია ახლო ურთიერთობა გვაქვს ოჯახთან. მასზე და რა თქმა უნდა, ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერი. დარწმუნებული ვარ და 100 პროცენტით ვენდობი, რომ ის ჩემთვის საუკეთესოს გააკეთებს”, – განაცხადა კვარაცხელიამ. The post კვარაცხელია: “მამუკა ჯუღელს 100 პროცენტით ვენდობი” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე და მეოთხე პრეზიდენტების შეხვედრა ხვალ, 27 დეკემბერს გაიმართება. მთავარი საკითხი, რაზეც მიხეილ სააკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი შეხვედრისას ისაუბრებენ, ეროვნულ თანხმობის იდეის გარშემო განვითარებული პროცესები და მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით მიმდინარე კონსულტაციები იქნება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. “ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შეხვდება მის წინამორბედს. სამწუხაროა, რომ საპატიმროში შედგება ეს შეხვედრა, მაგრამ ვფიქრობ, მათ შორის საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის თვალსაზრისით ეს იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა. ყველა აცხადებს მზადყოფნას, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა. რამდენად წარმატებული იქნება ეს პროცესი და რეალურად რა შედეგს მოიტანს, ეს ცხადია, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელიც მათ შორის არ ექვემდებარება არც სალომე ზურაბიშვილის კონტროლს და პირველ რიგში ეს არის ის პოლიტიკური განწყობა, რომელიც ექნება მმართველ პარტიას ამ პროცესთან მიმართებაში”, – თქვა პარლამენტის ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა. ამასთან, როგორც ცნობილია, ხვალ გაიმართება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეხვედრაც. შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ოფიციალური წერილით 20 დეკემბერს მიმართა. იმავე დღეს, შესაბამის უწყებებს თავად მიხეილ სააკაშვილმაც მოუწოდა, მარგველაშვილისთვის მისი მონახულების უფლება მიეცათ. 22 დეკემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მეოთხე პრეზიდენტს ჰოსპიტალში შესვლის უფლებას მისცემს. The post მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ხვალ გაიმართება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მეუფე მელქისედეკი უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის ნაწილის ბრალდებას უსაფუძვლოს და მართულს უწოდებს. მისი თქმით, პროცესი ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლაა. „ტაძარში სასულიერო პირებმა წირვა ჩაატარეს და არც შეწყდება. ის ფაქტი, რომ მე მათ არ ვესაუბრები, არის სიცრუე. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლოდ ვარ, შეხვედრაზე მაინც მივედი და არცერთი ადამიანი, ვინც დღეს აქციას მართავდა, იქ არ ყოფილა. ნაწილი უბისას მრევლიც არაა. ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. მე მომხრე ვარ, შეიქმნას კომისია და გაირკვეს, რაშია საქმე. არ ვიცი რატომ და ვის მიერაა მართული, მაგრამ ფაქტია, ტაძრის მრევლიც არაა და მოყვანილი ჰყავდათ. აღნიშნულ სასულიერო პირებზე რაც ითქვა სიმართლე არაა”, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა. ცნობისთვის, დღეს დილით უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შესასვლელი მრევლმა აჭედა და საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, მონასტერს განარიდონ მეუფე მელქისედეკის მიერ მივლენილი სასულიერო პირები. მათი განცხადებით, სამი კვირის წინ მეუფე მელქისედეკმა ნაჩქარევად აკურთხა ორი ბერი და უბისის ეკლესიაში მიავლინა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ამ სასულიერო პირებს საეჭვო რეპუტაცია აქვთ. The post მეუფე მელქისედეკი უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის ნაწილის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
დემნა გვასალიამ “ბალენსიაგა” 2021 წლის ყველაზე განხილვად ბრენდად აქცია, პანდემიის გამო გაჩერებული მოდის სახლებისგან განსხვავებით მან დრო ნაყოფიერად გამოიყენა და Lyst Index-ის პლატფორმაზე “გუჩიც” კი ჩამოიტოვა. ჟურნალმა Ok-მ საერთაშორისოდ აღიარებულ ქართველ დიზაინერთან და “ბალენსიაგას” მოდის სახლის კრეატიულ დირექტორთან დემნა გვასალიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მან საქართველოდან წასვლის მიზეზი დაასახელა, ეს მიზეზი კი ჰომოფობიური გარემო აღმოჩნდა… ჟურნალისტის კითხვას სექსუალური ორიენტაციის გავლენის შესახებ ცნობილი დიზაინერი ასე პასუხობს: “დიდი ხანი დამჭირდა ამ ყველაფრის გასააზრებლად, თუმცა, ვფიქრობ, რომ საკუთარი ორიენტაციის შესახებ გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი. ბუნებრივიცაა, მე ხომ ვიზრდებოდი ქვეყანაში, სადაც მენტალიტეტი ჰომოფობიური იყო, რაც სამწუხაროდ დღემდე ასეა. “თავიდან ჩემი ოჯახისაც კი მეშინოდა, საკუთარ თავს 20 წლამდე ვატყუებდი. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი სამშობლოს დატოვებისა, ვიცოდი, რომ იქ თავისუფალი ვერ ვიქნებოდი… მიხარია, რომ დღეს ვმუშაობ ინდუსტრიაში, სადაც ჰომოსექსუალობა მიღებულია. მიუხედავად დიდი ცვლილებებისა, სამყარო უმცირესობების მიმართ მაინც აგრესიულია, ამიტომ ვცდილობ, ჩემი საქმიანობა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად გამოვიყენო.” – ამბობს დემნა გვასალია. 27 წლის მუსიკოსი, ლოიკ გომესი უკვე ხუთი წელია მუშაობს დემნა გვასალიასთან, მათი თანამშრომლობა დაიწყო Vetements-ის შოუს საუნდტრეკის ჩაწერით 2016 წელს. მას შემდეგ ის ქმნის მუსიკას ყველა დიზაინერული შოუსთვის და ფლეილისტებს Balenciaga-ს მაღაზიებისთვის. წყვილი 2017 წელს დაქორწინდა. ამჟამად შვეიცარიაში, ციურიხში, ტყესთან ახლოს მდებარე სახლში ცხოვრობს. ლოიკი ბოლო პერიოდში ელექტრონული მუსიკის წერითაცაა დაკავებული. სწორედ მას ეკუთვნის „ქავერი“ „ბალენსიაგას“ ახალი კოლექციის ვიდეოსთვის, რომელიც რამდენიმე თვის წინ იხილა საზოგადოებამ და ძალიან პოპულარულია. The post დიდი ხანი დამჭირდა ამ ყველაფრის გასააზრებლად, თუმცა, საკუთარი ორიენტაციის შესახებ გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი – დემნა გვასალია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ ძალიან მტკივნეულად განიცდის იმ ყველაფერს, რაც პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ქართველ საზოგადოებას, ქვეყანას მოუტანა. კითხვაზე – სად ხედავს იმედს? – მპასუხობს, – მხოლოდ საზოგადოებაში, რომელსაც ეყოფა გონიერება, გაემიჯნოს პოლიტიკოსების მიერ დანერგილ აგრესიას. – ძალიან იმედიანი, ბრძოლისუნარიანი ადამიანი ვარ, მაგრამ ახლა არსებული ვითარება ძალიან მთრგუნავს. ჭკუიდან მშლის ის ფაქტი, რომ მთავრობა ადამიანებივით არ გველაპარაკება, ძაღლებს უფრო დიდ პატივს სცემს, უფრო აფასებს, ვიდრე ჩვენ, რაც ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელია. ამ პირობებში, რომელ “დიდ” ან სულაც “პატარა” შერიგებაზეა ლაპარაკი, როდესაც ხელისუფლების ყველა განცხადებაში იგრძნობა, რომ ადამიანები, თავისი მოქალაქეები არ უყვართ. როგორი განსხვავებული აზრიც უნდა ჰქონდეს, ხელისუფლებისგან ვერ ვხედავ, რომ მათ ვინმე უყვართ, და არ ვიცი, ამ რეალობაში ქართველი ხალხი რამდენად შემრიგებელია. ვეღარაფერს ვეღარ ვუსმენ, ვინაიდან ზიზღის ენის მეტი სხვა არაფერი ისმის მათგან. არადა, როდესაც ხელისუფლებაში ხარ, სულ რომ არ გეპიტნავებოდეს ვიღაცა, სხვა ტონალობაში უნდა ესაუბრო შენს მოსახლეობას, ვინაიდან მის წინაშე პასუხისმგებლობა გაქვს, რაც უნდა განსხვავებული აზრი ჰქონდეთ ხელისუფლის მიმართ. ისეთი შეფასებები და მოსაზრებები ისმის ოპოზიციისა და მისი მომხრეების მიმართ, შემეშინდა. – თუმცა არც ოპოზიცია აკლებს, არა? – დიახ, მაგრამ მათი მხრიდან წამოსული სიძულვილის ენა მნიშვნელოვნად ხელწაკრულია ხელისუფლებისგან. პასუხისმგებლობა აქვს საზოგადoების წინაშე. შეიძლება, შენი ხალხი, შენი მოსახლეობა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, მტრად ჩათვალო?!. არადა, ამას ყოველდღე, ხელისუფლების თითქმის ყველა წარმომადგენლისგან ვხედავთ და გვესმის. ბოლშევიკების დროში ვცხოვრობთ?.. სხვა თუ არაფერი, სირცხვილია, თუნდაც მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. მტერს მეტი არაფერი უნდა. ერთი სული აქვს, როდის დავჭამთ ერთმანეთს, და ამას ვაკეთებთ კიდეც. ასეთი პოლარიზებული, გახლეჩილია საზოგადოება. პოლიტიკამ ოჯახებიც კი დაანგრია. თუ რამეზე შეიძლებოდა, ყველაფერზე აისახა, და ასეთ დროს შერიგებისკენ ეს ზერელე მოწოდებები, არ ვიცი, საშველი და გამოსავალი არის თუ არა. ვრცლად: http://gza.kvirispalitra.ge/saxe/9182-mudam-am-sitqvebis-ertguli-viqavit-da-viconebdit-tavs/ The post მთავრობა ადამიანებივით არ გველაპარაკება, ძაღლებს უფრო დიდ პატივს სცემს, უფრო აფასებს, ვიდრე ჩვენ – თამრიკო ჭოხონელიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ საქართველოში იანვრის მეორე ნახევრიდან “ომიკრონის“ შტამი დომინანტური გახდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვირუსის ახალი ვარიანტი მსუბუქად მიმდინარეობს, რაც დიდი რაოდენობით პაციენტების შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსს არ გამოიწვევს. “ომიკრონს“ ძალიან სწრაფად აქვს შესაძლებლობა, გახდეს პანდემიური შტამი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2-3 დღეში ყველა ქვეყანაში “ომიკრონის“ რაოდენობა ომაგდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის იანვრის მეორე ნახევრიდან ეს შტამი დომინანტური იქნება. ამიტომ აქ არაფერი უცხო და მოულოდნელი არ უნდა იყოს. შესაბამისად, მზაობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს და უსაფრთხოება განგაშზე უნდა იყოს გამოცხადებული, რადგან ჩვენ გვყავს მილიონზე მეტი მოქალაქე, რომელიც არის მოწყვლადი ამ შტამის მიმართ და არა მარტო. სამწუხაროდ, რეინფიცირების შემთხვევებიც იქნება და ვაქცინირებული ადამიანების ნაწილიც ავად გახდება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სცენარისთვის მზად ვიყოთ. ერთი დამაიმედებელი ინფორმაცია არის ის, რომ 50-70%-მდე ნაკლებია მძიმე დაავადების, ანუ ჰოსპიტალიზაციის რისკი, ეს გვაძლევს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ დიდი რაოდენობით პაციენტების შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსთან საქმე არ გვექნება“,-განაცხადა კულუმბეგოვმა. The post “საქართველოში იანვრის მეორე ნახევრიდან “ომიკრონი” დომინანტური იქნება” – ბიძინა კულუმბეგოვი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ახლა არის დაახლოებით 50-მდე ავადმყოფი საქართველოში. მიიღება ყველა ზომები, რომ „ომიკრონი“ არ გავრცელდეს, იკვლევენ მათ კონტაქტებს, ცდილობენ მათ იზოლირებას, მაგრამ მსოფლიომ უჩვენა, რომ ეს შეუძლებელია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ „ომიკრონის“ შტამის გამო, კოვიდ-შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდოს. „საქართველოშიც სამწუხაროდ გავრცელდება და გვექნება ახალი გამოწვევა. მეტნაკლებად იყო სტაბილურობა ახლა. 2, 3 ათასზე მეტი შემთხვევა ახალი არ იყო, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან დაბალია ვაქცინაციით მოცვა, დაბალია პირბადეების გამოყენება, მაინც მოხერხდა სტაბილიზაცია. დღესაც 2000[-ზე ცოტა შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მოსალოდნელია, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში მოხდება ისევ მნიშვნელოვანი მატება, ისევ ავალთ 4000-ზე, 5000-ზე, შეიძლება 10000-ზეც“, – განაცხადა ცერცვაძემ. The post თენგიზ ცერცვაძე: მოსალოდნელია, რომ „ომიკრონის“ გამო, მოხდეს შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება – ისევ ავალთ 4000-ზე, 5000-ზე, შეიძლება 10000-ზეც appeared first on [/url]. ALIA.GE
-
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, სპეციალურად მოწყობილ კარავში სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული – კარვებში მყოფი ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. წინასწარი ინფორმაციით, მას აღენიშნება არტერიული წნევის და შაქრის ვარდნა. ასევე, მას აქვს საკმაოდ ძლიერი ტკივილები კუჭზე. მედიკოსები მოშიმშილე პირს სულ ცოტა ხანში კლინიკაში გადაიყვანენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან უკვე მეექვსე დღეა 300-ზე მეტი ადამიანი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. მოშიმშილეებს მხარდამჭერები ყოველდღიურად ემატებიან. მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულებაა. The post პროტესტის მე-6 დღე – ერთ-ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოში კორონავირუსის 1 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 841 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 69 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 741 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 421, „პისიარ“-ტესტით – 14 320. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,07%, ბოლო 14 დღის – 5,93%, ბოლო შვიდი დღის – 5,21%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 924 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 881 863 გამოჯანმრთელდა, 13 512 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2 463 409 აცრა, დღიურად აცრილია 6 969. კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 121 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 920 პირი. ამასთან, 25 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 090 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 768 პაციენტი, გარდაიცვალა 76. The post საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
სართიჭალაში დიდი მწუხარებაა, ერთი სოფლიდან ერთმანეთის მიყოლებით ოთხი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ერთიმეორეზე ლამაზები, ერთიმეორეზე უკეთესები… ამ დიდ ტრაგედიაზე როინ ბერაძე წერს: ,,კიდევ დიდი მწუხარება. სოფელს განგებამ სამი არ გვაკმარა და მეოთხე ახალგაზრდა დედა წაგვართვა _ ნათია შუბითიძე. ხალასი, ნიჭიერი, ულამაზესი გოგონა. სამ თვეში დავკარგეთ ოთხი ულამაზესი გოგონა, ავადსახსენებელ პანდემიას კი ბოლო არ უჩანს. შეძრწუნებული ვართ დიდი თუ პატარა. უფალმა ნათელში ამყოფოს ამ ალალი ახალგაზრდების სულები. განისვენონ, სადაც მართალნი და ალალ კეთილნი განისვენებენ. ვუსამძიმრებ ნათიას ოჯახს, ნათიას დედ-მამას და დედმამიშვილებს. თავს ზემოთ ძალა არ არის, სიმხნევეს და სიმედგრეს ვუსურვებ მათ”. The post ერთი სოფლიდან ოთხი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა – ,,სამ თვეში დავკარგეთ ოთხი ულამაზესი გოგონა” appeared first on InterPost.ge. View the full article
-
მომღერალი, ზურა ხაჩიძე იუბილარია. ხათუნა ჟორდანიამ მეუღლეს დაბადების დღე ვიდეო კოლაჟით მიულოცა. „ზურა გილოცავთ შენი საყვარელი ხალხი დაბადების დღეს, მრავალს დაესწარი, ბედნიერებას გისურვებთ და ყველა მიზნის და ოცნების განხორციელებას,საუკეთესოს იმსახურებ ყველაფერს იმიტომ რომ საუკეთესო მამა, ქმარი და მეგობარი ხარ! ბედნიერებაა როცა ამდენ ადამიანს გულწრფელად უყვარხარ და უხარია შენი დაბადება,წარმატება და წინსვლა იყავი მუდამ ბედნიერი და წარმატებული, გვიყვარხარ“, –წერს ხათუნა ჟორნადია სოციალურ ქსელში. The post როგორ მიულოცა ხათუნა ჟორდანიამ ქმარს დაბადების დღე appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ჯანდაცვის მოქმედმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზის გაკეთების ვადებზე ბრძანება გამოსცა. მინისტრის ბრძანების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ აცრის პირველი კურსის დასრულების შემდეგ სამი თვე გავიდა, ბუსტერ-დოზით ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება. “ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან. ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა”, – წერია ბრძანებაში. შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძემ 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინისტრის პოსტს ტოვებს, თუმცა თვის ბოლომდე მოვალეობას ასრულებს. The post ეკატერინე ტიკარაძემ ბუსტერდოზის გაკეთების თაობაზე ბრძანება გამოსცა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს დიდმა ნაწილმა შობის დღესასწაული აღნიშნა. გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ფეხბურთის ვარსკვლავებმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს. http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/269882271_413566840514637_7440907992181437262_n.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/269922374_265588202231650_8286602782085542628_n.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/269976708_3019559938373400_290313111324085048_n.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/269909292_407711871135114_4424550709025357913_n.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/269927497_1427497987645642_8645131964598825969_n.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/269807614_633815214427426_5581691807357396610_n.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/269901570_287498906759879_360217124647025373_n.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/269895950_998823037381098_1038932954893786619_n.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/269825579_284530890378127_6861426137533899113_n.jpg The post როგორ აღნიშნეს ფეხბურთის ვარსკვლავებმა შობის დღესასწაული (ფოტო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44-ე წლისთავს ულოცავს. „სრულიად საქართველოს ვულოცავ თქვენი აღსაყდრების დღეს! თქვენი ღვაწლი ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე განუზომელია. თქვენ შეძელით ძნელბედობის ჟამს შეგენარჩუნებინათ ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და საქართველოს ეკლესიის ერთიანობა და ამ უმძიმეს პასუხისმგებლობას დღემდე უდიდესი ერთგულებით ატარებთ. დღეს კვლავ დადგა მძიმე დრო, როცა ჩვენი ერი და ბერი საქართველოს ეკლესიის მეთაურისაგან მოელის ხალხისათვის ქრისტიანული და ქართული ზნეობრივი ნორმების ჩვეული მამობრივი მზრუნველობით შეხსენებას. სწორედ ჩვენი ზნეობრივი ნორმების დაცვამ უნდა გახადოს შესაძლებელი არსებულ პოლარიზებულ გარემოში საქართველოში ერთმანეთის პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის ფორმირება, რომლის გარეშე შეუძლებელია საერთო თანხმობის მიღწევა ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე. საქართველოს თქვენი სახით ჰყავს ქრისტიანული და კავკასიური ზნეობის ბურჯი და სწორედ თქვენი ღვაწლი მაძლევს უდიდეს იმედს, რომ ჩვენი საზოგადოება დარჩება ერთგული ქართული, კავკასიური და ქრისტიანული ზნეობის და ჩვენი ღირსეული წინაპრების ღირსეული შვილები ვიქნებით. ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოების სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას ერისა და ქვეყნის მშვიდობისა და ერთიანობისთვის ლოცვაში“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში. The post სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს მიმართავს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
კატალონიის “ბარსელონას” გარემარბი უსმან დემბელე ბევრისათვის მოულოდნელად დაქორწინდა. ღონისძიება მაროკოში გაიმართა. ესპანური მედიის ცნობით, “ბარსელონაში” მისმა თანაგუნდელებმა ქორწილის შესახებ არაფერი იცოდნენ. http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/1-5.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/2-7.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/3-6.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/4-5.jpg La boda de Dembélé (vía @forcabarca_ar) pic.twitter.com/KmhxdDdeoK — Toni Juanmartí (@tjuanmarti) December 23, 2021 The post უსმან დემბელე მოულოდნელად დაქორწინდა (ფოტო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, განცხადებით, დონბასში ომის დასრულების გარეშე, ევროპაში მშვიდობის დამყარება შეუძლებელია. ზელენსკის თქმით, მისი მთავარი მიზანი უკრაინის აღმოსავლეთში სისხლისღვრის შეჩერებაა. „ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია არა სიტყვები, არამედ გადამწყვეტი ქმედებები. ჩემი მიზანი უკრაინის აღმოსავლეთში სისხლისღვრის შეჩერებაა. შეუძლებელია, ევროპაში უსაფრთხოების წარმოდგენა, დონბასში ომის დასრულების გარეშე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. The post ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩემი მიზანი უკრაინის აღმოსავლეთში სისხლისღვრის შეჩერებაა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულზე ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტრო ლეიბი გახდა. ხანძრის დროს ბინაში 17 წლის მოზარდი და 2 წლის ბავშვი იმყოფებოდნენ. 17 წლის მოზარდმა ტერფის მსუბუქი დამწვრობა მიიღო. მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ხანძრის ლიკვიდირებულია. ადგილზე 3 სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. The post ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პაკეტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. ცვლილებების პაკეტში, რომელიც ბიუროს უახლოეს პერიოდში წარედგინა, აღნიშნულია, რომ ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების უფლება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის უფლება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ექნება. The post სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და თანამდებობა უქმდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირებაზე ცვლილება ბიზნესსექტორს შესთავაზეს და რამდენიმე პაკეტი წარადგინეს. მისი თქმით, პარკირებაზე აქამდე არსებული ყველა ფასი უცვლელი დარჩება და აბონემენტით სარგებლობა ყველას ნებაყოფლობით შეეძლება. „ზონალურ-საათობრივი პარკირების ღირებულება ისევ ერთი ლარია, წლიური სააბონემენტო კი, კვლავ 50 ლარი ღირს. ჩვენ სიახლის სახით შევთავაზეთ ბიზნესსექტორს, რაც მათი მოსაზრებაც იყო, რომ თუ მაგალითად, კომპანია გადაიხდიდა 800 ლარს სატრანსპორტო საშუალებაზე წლის განმავლობაში, საათობრივი საფასური მისთვის მთელი წელი ყოფილიყო უფასო. ეს არ არის სავალდებულო. ყველა არსებული პირობა, ოფცია და ფასები, რომელიც დღეს და დღემდე მოქმედებდა, ისევეა შენარჩუნებული, უბრალოდ დამატებითი ოფციის სახით, შემოტანილია წლიური, ექვსთვიანი, ერთთვიანი და ერთდღიანი აბონემენტები, რომელთა შეძენა შეუძლიათ ორგანიზაციებსა და ბიზნესსექტორს, სურვილის შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. ცნობისთვის, პროექტის მიხედვით, პარკირებაზე სააბონემენტო სისტემის შემოღება იგეგმება. აბონემენტების ფასები შემდეგნაირი იქნება: 1 დღე – 20 ლარი (გადახდის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში); 1 კვირა – 100 ლარი (გადახდის მომენტიდან 6 კალენდარული დღის განმავლობაში); 1 თვე – 300 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი თვის შესაბამისი რიცხვის ჩათვლით); 6 თვე – 500 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში); 1 წელი – 800 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე). The post მერიაში განმარტავენ, იზრდება თუ არა პარკირების საფასური appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„თალიბანმა“ ავტომობილში მუსიკის ჩართვა აკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას Kabul News ავრცელებს. სათნოების გავრცელებისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრო განცხადებით, ქალებს ჰიჯაბის გარეშე მანქანაში ჯდომა აეკრძალათ. ცნობისთვის, „თალიბანმა“აგვისტოში კონტროლის დამყარებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ავღანეთი ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. ამჟამად ავღანეთში სამოქალაქო ხელისუფლება რელიგიური კონტროლის ქვეშაა. JUST IN: #Taliban banned playing music in cars. Ministry for the Propagation of Virtue and the Prevention of Vice confirms to Kabul News TV, that written recommendation has been given to drivers not to play music and not to get in women in cars without hijab. https://t.co/jNvcQHUQq5 — KABUL NEWS (@kabulnewstv) December 25, 2021 The post „თალიბანმა“ ავტომობილში მუსიკის ჩართვა აკრძალა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo