Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და მისი და სოფო ნი­ჟა­რა­ძის ქა­ლიშ­ვილ­ზე წერს. ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვი­ლი 2 ივ­ნისს ამე­რი­კა­ში და­ი­ბა­და. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ნი­ჟა­რა­ძე ქა­ლიშ­ვილს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ზრდი­და და სამ­შობ­ლო­ში ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და. მომ­ღე­რა­ლი ბავ­შვის მა­მის ვი­ნა­ო­ბა­ზე სა­ჯა­როდ აქამ­დე არ სა­უბ­რობ­და. “მო­გე­სალ­მე­ბით რუს­თა­ვის ცი­ხი­დან, ფი­ზი­კუ­რად და­სუს­ტე­ბუ­ლი, მაგ­რამ მო­რა­ლუ­რად მხნე!სამ­შობ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ჩვე­ნი ხალ­ხის ღირ­სე­უ­ლი მო­მავ­ლის­თვის ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა! თუმ­ცა, დღეს მინ­და მი­მა­ვა­ლი წლის მთე­ლი სიმ­ძი­მე გვერ­დით გა­დავ­დო. 31 დე­კემ­ბე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დღეა. დღე, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვა­ერ­თი­ა­ნებს და ერ­თნა­ი­რად გვიყ­ვარს დიდ­სა თუ პა­ტა­რას. ის მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბებ­სა და კე­თილ სურ­ვი­ლებს აცო­ცხლებს. ამი­ტო­მაც, მინ­და მო­გი­ლო­ცოთ გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლას, რად­გან ეს დღე ყვე­ლა­სია – იწყე­ბა ახა­ლი წელი და ჩნდე­ბა ახა­ლი შან­სი შეც­ვა­ლო, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სო, გა­ა­კე­თილ­შო­ბი­ლო! მი­დის ძვე­ლი წელი და გეძ­ლე­ვა შან­სი, რომ გან­ვლილ წელ­ში და­ტო­ვო ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც აქამ­დე არ ან ცუ­დად გა­მოგ­დი­ო­და! წარ­სულ­ში და­ტო­ვო მტრო­ბა, შუღ­ლი, და­პი­რის­პი­რე­ბა – ის, რაც გან­გრევს შიგ­ნი­დან და ან­გრევს გა­რეთ შენს ქვე­ყა­ნას.ყვე­ლას გი­სურ­ვებთ, ახა­ლი 2022 წელი ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტა­ნი ყო­ფი­ლი­ყოს პი­რა­დად თქვენ­თვის და თქვე­ნი სამ­შობ­ლოს­თვის!ეს პირ­ვე­ლი ახა­ლი წე­ლია, რო­მელ­საც ცი­ხე­ში ვხვდე­ბი, მაგ­რამ შე­ვე­ცა­დე ოპ­ტი­მიზ­მი მა­ინც არ და­მე­კარ­გა და ამა­შიც მე­პოვ­ნა სი­კე­თის მარ­ცვა­ლი. დიახ, სა­მა­გი­ე­როდ, წელს პირ­ვე­ლი წე­ლია, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზო­რის ეკ­რა­ნი­დან თა­ვის დე­დი­კოს­თან ერ­თად სცე­ნი­დან მოგ­ვე­სალ­მე­ბა “მთა­ვა­რი არ­ხის” სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მო­ნა­წი­ლე, ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვი­ლი. ჩემი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი გოგო და ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი შვი­ლი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქვს და ჩემი ახა­ლი წელი სხვე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლია არა ცი­ხის კედ­ლე­ბით, არა­მედ ჩემი საყ­ვა­რე­ლი გო­გოს სა­ტე­ლე­ვი­ზიო დე­ბი­უ­ტით და კვლავ, გი­ლო­ცავთ ახალ წელს და გი­სურ­ვებთ ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სოს. 2022 წელს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შევ­ცვა­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი ისე, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი უფრო ლა­ღე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბი გახ­დნენ!გი­ლო­ცავთ! მრა­ვალს და­ეს­წა­რით!მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი” – წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი. The post “ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი… ბედნიერი ვარ” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძისა და მის ქალიშვილზე? appeared first on InterPost.ge. View the full article
  2. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და 1 იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ, – ამის შესახებ report.ge-ს მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს. “სექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს: – ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები; – პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი; – აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა; რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. The post “მიღწეულია შეთანხმება” – რა გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ appeared first on InterPost.ge. View the full article
  3. სახალისო და უცნაური შემთხვევები სპორტში, როდესაც გულშემატკივრებმა ღრმად შეტოპეს (ვიდეო) View the full article
  4. რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილი სუსტად, მაგრამ მხნედ არის. "პრეზიდენტი სააკაშვილი ფიზიკურად არის სუსტად, მაგრამ ის არის ძალიან მხნედ. ამბობს, რომ იბრძოლებს ბოლომდე, იმიტომ რომ აქედან გამოვა მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებული. ის ასევე ძალიან ღელავს და სოლიდარობას უცხადებს მოშიმშილეებს, რომლებიც შიმშილობენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. სულ რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება წერილი, რომლითაც ის მიმართავს მოშიმშილეებს, პარტიას და წარმოადგენს საკუთარ ხედვას, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. tia.ge
  5. თბილისში 31 დეკემბერს საახალწლო გალაკონცერტი "გვიყვარდეს ერთმანეთი" გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 00:00 საათზე დაიწყება. "ღონისძიების მუსიკალური პროგრამა აგებულია ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მელოდიებზე. პროექტის განხორციელებაში ჩართულია 300-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის, ორკესტრისა და ბენდის მუსიკოსები, წამყვანები, ვოკალისტ შემსრულებლები, გუნდები, ანსამბლები, დიზაინერები და სხვა მომიჯნავე დარგის სპეციალისტები. სცენაზე საზოგადოების წინაშე წარდგება 5 წამყვანი - ნიკა წულუკიძე, ნანიკო ხაზარაძე, აპოლონ კუბლაშვილი, მარიამ ჯოლოგუა და ლიზა წიკლაური; გალაკონცერტის მთავარი დირიჟორი - ნიკა ნიკვაშვილი, ორკესტრი, 4 ბენდის მუსიკოსი, მოწვეული სოლისტ-ინსტრუმენტალისტი, 30-მდე სოლისტი, 15-მდე ანსამბლი და საგუნდო კოლექტივი. პროექტში ჩართულია სხვადასხვა თაობის და მუსიკალური მიმართულების წარმომადგენლები, რაც საზოგადოების ფართო ჯგუფების ინტერესებზეა გათვლილი. პროექტში მონაწილეობენ სამების საკათედრო გუნდი, ანსამბლი "ბასიანი", ანსამბლი "ქართული ხმები", ანსამბლი "ჰერიო", ანსამბლი "ალილო", "თეატრალურის კვარტეტი", ანსამბლი "ფორტე", მომღერალ გოგონათა ჯგუფი, ანსამბლ "რუსთავის" მომღერლები, The Quintessence, Georgian Six, ახალგაზრდული კაპელა, ბიჭუნათა გუნდი, ნუკრი კაპანაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ანრი ჯოხაძე, გიორგი მეფისაშვილი, "რანინას" მომღერლები, ქრისტინე იმედაძე, თაკო გაჩეჩილაძე, გიორგი ჭოხონელიძე, ლუკა ჭოხონელიძე, არჩილ ნიჟარაძე, ბადრი ჩიხიაშვილი, თიკა მახალდიანი, დათუნა სირბილაძე, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ნათია დუმბაძე, მიხეილ სულუხია, ნინო ძოწენიძე, სოფო გელოვანი, ნათია პერანიძე, მიშო ჯავახიშვილი, სოფო ბედია, ელენე ფოჩხუა, ანი კეკუა, მანანა თოდაძე, აჩი მეფარიძე და ნატო გელაშვილი. კონცერტის მონაწილეები სპეციალურად ამ დღისთვის ქართველი დიზაინერების სამოსით იქნებიან წარმოდგენილი, რაც ხელს შეუწყობს ქართული მოდის ინდუსტრიის პოპულარიზაციას. პროექტის ხელმძღვანელია ნინო ნოდია, კონცეფციის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე, პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია ქეთი გაბისიანი, ხოლო სცენის დეკორაციის ესკიზი ეკუთვნის მხატვარ თამარ ფოცხიშვილს", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს. tia.ge
  6. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. თოლორაიას თქმით, პარლამენტმა დამოუკიდებელ უწყებას ძირი გამოუთხარა და გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორების გვერდის ავლით მიიღო. "მიღებული კანონის თანახმად, სამსახურიდან გაგვათავისუფლეს მე და ჩემი მოადგილეები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის მიუღებელი იყო დამოუკიდებელი ორგანო დამოუკიდებელი ხელმძღვანელებით. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ მიუღებელია ობიექტური და კანონიერი შეფასებები. ჭერის ღილაკს ხელი დააჭირა, შევახსენებ, რომ საზედამხედველო უწყებებს ქვეყნები არ ქმნიან იმისთვის რომ უპირობოდ დაეთანხმონ ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებას. საზედამხედველო უწყებებს განვითარებულ ქვეყნებში ქმნიან იმისთვის, რომ თავისი სათქმელი თქვას, როცა სახელმწიფო უწყებები არღვევენ ადამიანის უფლებებს", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. სახელმწიფო ინსპექტორი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს. "ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა. მინდა მადლობა გადავუხადო მას გამოხატული მხარდაჭერისთვის. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს. ეს სამართლებრივი ბრძოლა არ დასრულებულა! მინდა გისურვოთ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ ქვეყანაში ცხოვრება!", - განაცხადა ინსპექტორმა. tia.ge
  7. მესტიაში ხატზე დაიფიცეს, რომ მაინერებს გათიშავენ. რიტუალი წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში ჩატარდა. ადგილობრივების თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მუნიციპალიტეტში უშუქობის პრობლემა აწუხებთ, რისი მიზეზიც მათი თქმით, კრიპტოვალუტის საწარმოების არსებობაა. ისინი ამბობენ, რომ დანადგარებს გამორთავენ. მოსახლეობის თქმით, ხატზე დაფიცების რიტუალის ჩატარება, არსებული პრობლემის მოსაგვარებლად ერთადერთი გამოსავალია. tia.ge
  8. თბილისი - ღამით -3°, დღისით +11°, უმეტესად უნალექოდ. სოხუმი - ღამით +2°, დღისით +13°, უმეტესად უნალექოდ. ბათუმი - ღამით +2°, დღისით +15°, უნალექოდ. ფოთი - ღამით +1°, დღისით +15°, უნალექოდ. ზუგდიდი - ღამით +3°, დღისით კი +15°, უმეტესად უნალექოდ. ქუთაისი - ღამით +5°, დღისით +15°, უმეტესად უნალექოდ. მესტია - ღამით -10°, დღისით +2°, უმეტესად უნალექოდ. ბორჯომი - ღამით -10°, დღისით კი +6°, უნალექოდ. ახალციხე - ღამით -13° იქნება, დღისით კი +5°, უმეტესად უნალექოდ. ცხინვალი - ღამით -9°, დღისით +8°, უმეტესად უნალექოდ. რუსთავი - ღამით -4°, დღისით +10°, უმეტესად უნალექოდ. თელავი - ღამით -2°, დღისით კი +11°, უმეტესად უნალექოდ. ლაგოდეხი - ღამით -1°, დღისით +12°, უმეტესად უნალექოდ. სიღნაღი - ღამით 0°, დღისით კი +11°, უმეტესად უნალექოდ. ცაგერი - ღამით -6°, დღისით კი +10°,უნალექოდ. ბახმარო - ღამით -8°, დღისით +4°, უმეტესად უნალექოდ. tia.ge
  9. ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება, რომ “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელ ჩავი ერნანდესს გუნდში ალვარო მორატას მიყვანა სურს. 29 წლის ესპანელი თავდამსხმელი მადრიდის “ატლეტიკოს” საკუთრებაა და მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ტურინის “იუვენტუსში” თამაშობს. ჩავი მორატას უკვე ესაუბრა. “ბლაუგრანას” თავკაცმა კლუბის ხელმძღვანელობას ესპანელი ფორვარდის დამატება სთხოვა. ალვარო მორატამ იტალიის A-ს მიმდინარე გათამაშებასი ჩატარებულ 15 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მასსა და “ატლეტიკოს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” მორატას სატრანსფერო ღირებულებას 35 მილიონ ევროდ აფასებს. The post ჩავის “ბარსელონაში” მორატას მიყვანა სურს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  10. თბილისის ზოოპარკი მიმართვას ავრცელებს. ზოოპარკი მოსახლეობას საახალწლო დღეებში ფოიერვერკებისა და ასაფეთქებლის სროლისგან თავშეკავებას სთხოვს. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, იყო შემთხვევები, როდესაც ხმაურმა ცხოველებს გული გაუხეთქა. "საახალწლოდ ერთი მნიშვნელოვანი სათხოვარი გვაქვს და უმორჩილესად გთხოვთ, გაავრცელოთ, გაითვალისწინოთ და მიაწვდინოთ ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს. ახალი წლის დადგომა ყველას გვიხარია და ამ სიხარულს ყველა სხვადასხვაგვარად გამოვხატავთ, უბრალოდ... გულით გთხოვთ, განსაკუთრებით, თუ ზოოპარკთან ახლოს ცხოვრობთ, თავი შეიკავოთ ფოიერვერკებისა და ასაფეთქებლის სროლისგან და არ გამოუშვათ მაშხალები ზოოპარკის მიმართულებით. ეს გაუთავებელი ბათქაბუთქი და გრუხუნი პირდაპირი მნიშვნელობით დამღუპველია ჩვენი ცხოველებისთვის. გარდა იმისა, რომ ამგვარი უჩვეულო ხმაურის ეშინიათ და საშინლად ისტრესებიან, იწყებენ გაშმაგებულ სირბილს, რაც ხშირად სავალალოდ მთავრდება - შარშან, 31 დეკემბრის ღამეს, ახალშობილ გნუს გაუსკდა გული; ძველით ახალი წლის ღამეს მეორე ახალშობილი გნუც დაგვეღუპა, ასევე გულით. მომენტალური სიკვდილის გარდა არის მეორე პრობლემაც - დაფეთებული ცხოველები ქაოტურად დარბიან და ასკდებიან ღობეებს, ბარიერებს, რა დროსაც სხეულის სერიოზულ დაზიანებებს იღებენ. საახალწლოდ ჩვენი ვეტექიმები წინასწარ იწყებენ მზადებას: 31-ში საღამოს ცხოველებს დამამშვიდებელ პრეპარატებს აძლევენ: ზოგს - აბებს, ზოგსაც ნემსს უკეთებენ. ეს, ცხადია, არ არის გარანტია, რომ ღამე მშვიდად ჩაივლის, მაგრამ მაინც... სხვა არაფერი შეგვიძლია. ზოოპარკის ბინადრებს რომ თავი დავანებოთ, პიროტექნიკა ჩვენ გარშემო მცხოვრებ სხვა ოთხფეხებსა და ფრთოსნებზეც მოქმედებს. განსაკუთრებით უსახლკარო ძაღლებსა და კატებზე, რომლებსაც თავის შეფარების შესაძლებლობა არსად აქვთ. ფრინველებს კი, არ დაიჯერებთ და, უბრალოდ გული უსკდებათ და იხოცებიან. იმედია, გაითვალისწინებთ ამ თხოვნას და ჩვენს უმცროს მეგობრებს უსაფრთხო ახალ წელს აჩუქებთ. გილოცავთ დამდეგს. სიმშვიდესა და ჯანმრთელობას გისურვებთ. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს", - წერს თბილისის ზოოპარკი tia.ge
  11. პარლამენტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა შვიდი. ცვლილებებით წესრიგდება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი. ასევე დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურის, საშტატო ნუსხასა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე მოსამართლის მიმართ გადაწყვეტილებების მიღების კვორუმთან და მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ სახდელებთან დაკავშირებული საკითხები. tia.ge
  12. პარლამენტმა განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება ტაქსსა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში. თამბაქოს მოწევა აგრეთვე აკრძალული იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში -ავტომობილში, როდესაც ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოხდება არასრულწლოვნის გადაყვანა. კანონს დაემატა ტერმინი - "ბრენდის გაფართოება". დაწესებულება ვალდებული იქნება არ დაუშვას იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, აეროზოლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმისა და საფერფლის განთავსება. tia.ge
  13. ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა. ვერძი მიუხედავად საყიდლებზე წასვლის სურვილისა - საჩუქრების გასაკეთებლად, უმჯობესია, დარჩეთ სახლში - ასე არავინ გააფუჭებს კარგ განწყობას, რომელიც დილით შესანიშნავი იქნება. წლის ბოლოს კი ასეთი ემოცია აუცილებელია. კურო აუცილებელია თავი შეიკავეთ ბოროტი სიტყვებისა და აზრებისგან, მაშინაც კი, თუ ადამიანები, ამას იმსახურებენ: ნეგატივი სწრაფად მიაღწევს მიზანს, მაგრამ მაშინვე დაბრუნდება ბუმერანგივით - ეს არ იქნება თქვენი სადღესასწაულო გეგმების ნაწილი. ტყუპები თქვენ არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა ინტრიგეში, რომლებსაც თქვენი კოლეგები ერთმანეთის წინააღმდეგ აწყობენ, დარჩით ნეიტრალური - ეს საშუალებას მოგცემთ არ გააფუჭოთ თქვენი განწყობა, კარმა და მომავალი არდადეგები. კიბო დღეს მომხდარი მოვლენების მნიშვნელობა გაირკვევა მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამიტომ, ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, ნეგატიურ თვისებები მიაწერთ პოზიტიურს - და პირიქით. ლომი დღე ხელსაყრელია მომავალზე ფიქრისთვის და ახლო მომავლის გეგმების დასაგეგმად - პირველ რიგში, ფინანსურად: შესაძლებელი იქნება ისეთი პუნქტების გამოკვეთა, რომლებიც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ქალწული დღე, როდესაც ემოციების კონტროლი გჭირდებათ: თუ გარშემომყოფების ყოველ სიტყვასა თუ ხუმრობაზე განაწყენდებით, დაკარგავთ დიდ ენერგიას, რომლის შევსება უკიდურესად რთული იქნება. სასწორი არ უნდა იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც შესაძლოა დღევანდელმა დღემ მოითხოვოს თქვენგან: დღეს შეუძლებელი იქნება ყველა მიმართულების სწორად შეფასება, ამიტომ, ჯობია მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა გადადოთ ახალი წლის დასაწყისამდე. მორიელი ნებისმიერი საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, წარმატებული იქნება, ამიტომ, სამუშაოზე ფიქრის წინასადღესასწაულო სურვილის მიუხედავად, შეგიძლიათ სხვა სერიოზული პროექტებისკენ მიმართოთ ფიქრი. მშვილდოსანი მიზანშეწონილია დღე მეგობრებთან გაატაროთ: აუცილებელია მათთან შეხვედრა - თუ, რა თქმა უნდა, ეპიდემიური ვითარება იძლევა საშუალებას - განიხილოს გასული წლის მოვლენები და გაუზიაროთ ერთმანეთს სამომავლო გეგმები. თხის რქა მიუხედავად წინასადღესასწაულო აურზაურისა, შეგიძლიათ მიიღოთ შეთავაზება ახალ თანამდებობაზე, რომელსაც მაშინვე არ უნდა დათანხმდეთ - თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ყველა შესაძლო ხარვეზი. მერწყული ცუდ განწყობას, რომელიც ამჯერად შეიძლება გაგიჩნდეთ, აუცილებლად გაახალისებს საახალწლო და საშობაო გარემო. თევზები რეკომენდირებულია - რა თქმა უნდა, თუ ეს შესაძლებელია - გაატაროთ ეს დღე ქალაქგარეთ: ზამთრის პეიზაჟები, სუფთა ჰაერთან ერთად, სასარგებლო გავლენას მოახდენს როგორც კეთილდღეობაზე, ასევე განწყობაზე. tia.ge
  14. "Vendoo - ვენდუ არის საქართველოში პირველი ონლაინ მოლი, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით და უზრუნველყოფს პროდუქციის ყიდვა-გაყიდვას საუკეთესო პირობებითა და მაქსიმალური კომფორტით." ამ სიტყვებს ვკითხულობთ ვენდუს საიტზე "ჩვენ შესახებ"-ის განყოფილებაში, რომელიც ლამაზად ჟღერს თუმცა რა იმალება რეალურად ამ "საუკეთესო პირობები"-ს მიღმა? TIA.ge-ს მოხმარებელი დაუკავშირდა, რომელსაც მისი მწარე გამოცდილების გაზიარება სხვა მომხმარებლისთვის სურს, რათა იცოდნენ რას უნდა ელოდნონ. როგორც ვებ გვერდის მომხმარებელი, ამირანი, გვიყვება 27 დეკემბერს შეიძინა ტელევიზორი და რადგანაც 29, 30, 31 რიცხვები მეტად საახალწლო პერიოდია და მეტწილად არ იქნებოდა სახლში, გადაწყვიტა დამატებით გადაეხადა მიტანის ღირებულება (12 ლარი) რათა მეორე დღეს 28 რიცხვში მიეღო მისი ნივთი. "28-ში დიდხნიანი ლოდინის შემდეგ დამიკავშირდა ოპერატორი და მითხრა რომ ნივთის მოწოდება ვერ ხდებოდა (მათივე მიმწოდებლის გამო) და მთხოვა თუ შეიძლება ხვალ (29 დეკემბერს) მოგიტანოთო. ოპერატორს ჩემი მხრიდან განემარტა, რომ ხვალიდან სახლში მუდმივად არ ვიქნებოდი და ამიტომ უნდა მოეტანათ 5 საათამდე. ამასთან მოვითხოვე განმარტება, რომ მე ნივთის მეორე დღით მიტანაში დამატებით თანხა გადაგიხადეთ რასაც ვერ ასრულებთ და ამ შემთხვევაში რა ხსებათქო. გოგონამ მითხრა რომ სხვაობას დამიბრუნებდნენ. კარგი შევთანხმდით და მეორე დღის 5 საათამდე დაველოდები ამანათს სხვა რა გზა მქონდა. თუმცა ცოტახანში გაისმა კვლავ ზარი და კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მიტანის თანხის სხვაობას ვერ დამიბრუნებდნენ რადგან ნივთი განვადებით იყო შეძენილი. რა თქმა უნდა ამაზე გავბრაზდი და ვერ მივიღე განმარტება რა შუაშია მიტანის ფული ნივთის განვადებასთან, ან რატო ვერ მოხდება თანხის დარუნება და რა მნიშვნელობა აქვს მათთვის ბანკი ურიცხავს ფულს თუ ჩემი ანგარიშიდან ხდება ამ თანხის გადახდა. საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ეს თანხა კომპანიამ მიითვისა. საუბარი არ არის აქ 12 ლარზე ან 5 ლარზე, იმედია დამეთანხმებით ერთ თეთრიც კი როცა არ არის მიდი ვალდებულია მოახდინოს უკუდარიცხვა. მაგრამ მხოლოდ ეს როდი იკმარეს. გადავადებული მომსახურებას ბოლო წუთამდე ველოდი 29 რიცხვის 5 საათამდე რადგან როგორც გავაფრთხილე შემდეგ სახლში ვერ ვიქნებოდი. დავრეკე ცხელ ხაზზე და ვუთხარი, როგორც მითხარით ნივთ არ მოიტანეს და რა ვქნა რომ ვერ ვიქნები სახლშითქო? ოპერატორმა ახალი წლები მოიმიზეზა და შევთანხმდით, რომ 30-ში ანალოგიურად 5 საათამდე მშევძლებდი ნივთის მიღებას. ოპერატორმა თქვა, რომ 4-სკენ გამოდიან საწყობინას კურიერები და 5 საათამდე მოტანა მოსწრებადია. 29 რიცხვში 21:44 წუთზე მირეკავს მძღოლი მეუბნება რომ ამანათ მოაქვს. რა თქმა უნდა ვუთხარი რომ სახლში არ ვარ და ვერ მოვიდოდა, ამის შესახებ კი ოპერატორმა იცოდა და წესით მისთვის ინფორმაცია უნდა მიეწოდებინათ. კვლავ მივაწოდე ინფორმაცია კურიერსაც, რომ 30-ში ვართ შეთანხმებული დღს პირველ ნახევარზე და 5 საათამდე უნდა მოიტანოთთქო. დადგა ნანატრი 30 რიცხვი და 4 საათზე მაინც გადავრეკე ცხელ ხაზზე და გავაფრთხილე, კიდევ არ მოსულა ამანათ და ამ საცობებში 1 საათში არამგონია მოასწროს და რა ხდებათქო. ოპერატორი "შეწუხდა" და მითხრა, რომ გაარკვევდა და დააჩქარებდა მოწოდებას. თუმცა რა შეუსრულებიათ ეს რო შეესრულებინათ. 5 საათზე კვლავ დავრეკე და არავის დაურეკავს არავინ მოსულა და რა ვქნა მთელი დღე ვერ ვიქნები სახლშითქო. იქიდან კი მივიღე დაპირება რომ დღეს მომიტანდნენ მაგრამ ვის მიუტანდნენ არ ვიცი, რადგან რომ ვუთხარი თუ მოიტანენ და არ ვარ სახლში რა ხდებათქო პასუხად მივიღე, რომ უკან წაიღებდნენ და 12 ლართან ერთად ამასაც მიითვისებდნენ ალბათ (არ ვიცი ყველაფერია მოსალოდნელი). რაც ყველაზე ამაზზრზენი იყო ამდენი ტყუილის შემდეგ 6 საათისთვის რეკავს ტელეფოზე ვენდუს ლოჯისტიკის წარმომადგენელი. ჩემი მხრიდან პასუხისას მოლოდინი მაქვს რომ მოიბოდიშებს, მწუხარებას გამოთქვამს, თანხის დაბრუნებას მოახდენს, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. ვინმე თამუნა იწყებს გონორით ლაპარაკს რომ მე 29 რიცხვში ღამე დამირეკეს და ნივთი არ ჩავიბარე, ამიტომ რა პრეტენზიაბი მაქვს ვერ გაუგია. აქეთ დამადანაშაულა მათ მიერ მითვისებულ თანხაში, არაერთგზის ტყუილში და თურმე ახალი წელია და ყველას საჩუქარი უნდა და დიდი ამბავი თუ არ მომიტანეს. ასე 5 საათამდე ვერ ივლიან და 10 საათზე რო უნდათ იმათ მოტანა უნდა დახვდე თურმე. რათქმა უნდა ამ უპასუხისმგებლო ზარმა გამაღიზიანა და ტონის აწევაც მომიწია, არაერთგზის ახსნა რომ მე რადგან ვიცოდი არ ვიქნებოდი სახლში მეორე დღის შეკვეთა გავაკეთე და თუ ვერ მომიტანეს ეს მათი პრობლემაა, შემდეგ დღეებში კი ნება ებოძათ და მორგებოდნენ ჩემ გრაფიკს (რომელიც არც ისე არარეალურია 5 საათამდე საკმარისი დროა არა? ) და კვლავ ვითხოვე კუთვნილი მიტანის თანხის დაბრუნება. პასუხად მივიღე, რომ განვადების შემთხვევაში თანხას ვერ დააბრუნებენ, ვითომ მათ ანგარიშზე არ ირიცხება რა აზრი აქ განვადებაა თუ ბარათით გადავიხადე, და ვაუჩერს დამისვამს ანგარიშზე, რომელსაც ვადა აქვს 1 თვე. საიტზე სადაც შეიძლება წელიწადში ერთხელ იყიდო რამე და საიტზე სადაც ამხელა ამბის მერე არაფრის ყიდვა არ მომინდება, თურმე ვაუჩერს მომცემენ და ეს იქნება ჩემი კუთვნილი თანხის დაბრუნება, რომელსაც ვერ გამოვყენებ და ისევ მათ შერჩებათ. ეს არის თაღლითური ქმედება კომპანიის მხრიდან და შეცდომის შემდეგ პასუხისმგებლიანად მოქცევის მაგივრად უზრდელური და უხეში ურთიერთბა მომხმარებელთან." აცხადებს საიტის მომხმარებელი. tia.ge
  15. ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში 15 დეკემბერს შეყვანილ 19 წლის ზუგდიდელ გოგოს, საკეისრო კვეთის დროს გული გაუჩერდა. წინასწარი ინფორმაციით, მედიკოსების თქმით საკეისრო კვეთის დროს, გულის გაჩერება, სავარაუდოდ ნაყოფის გარდიგარდმო განლაგებამ განაპირობა. იგი საავადმყოფოში წუხელ გარდაიცვალა. „რანაიარად შეიძლება შენზე წარსულში ლაპარაკი სესიკო ….შენ ხომ ჩვენს ქუჩაზე ყველაზე პატარა ხარ სულ რაღაც 19 წლის…..გუშინდელ დღესავით მახსოვს შენი დაბადება… ჩვენი ყველაზე პატარა და ყველაზე კეთილი….მზეგულიანი და არამიწიერად კაცთმოყვარე ….. პატარა სესო, სესიკუნა, ფუმფულიკო ასე გეძახდით…..მერე უცებ გაიზარდე, დამშვენდი, ისე მალე დაქალდი რომ დაუჯერებელი იყო…თუმცა ჩვენ მაინც ლოყებზე გჩმეტდით ჩვეულებისამებრ ,შენი “დიდობა “ამაში ხელს არ გვიშლიდა….ამ ფოტოზე დედობის ბედნიერების მოლოდინით […] REZONANSI
  16. წყალტუბოს “სამგურალმა” თბილისის “ლოკომოტივის” ყოფილი ფორვარდი მამია გავაშელიშვილი დაიმატა. 26 წლის თავდამსხმელმა გუნდთან კონტრაქტი დღეს გააფორმა. “სამგურალის” სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპერაძემ მას კლუბის მაისური გადასცა და წარმატებები უსურვა. მამია “ლოკომოტივის” იმ 14 ფეხბურთელს შორის არის, რომლებმაც კლუბი ფინანსური პრობლემების გამო დატოვეს. გავაშამ გასულ სეზონში 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა. The post “სამგურალმა” მამია გავაშელიშვილი დაიმატა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  17. 31 დეკემბერსა და 6 იანვარს მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. „31 დეკემბერს, დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. ავტობუსები 23:00-დან 03:00 საათამდე მსურველებს მათთვის ხელსაყრელ მეტროსადგურებთან დააკავშირებენ, რის შემდეგაც, მგზავრები შეძლებენ, დანიშნულების ადგილზე მეტროს დახმარებით მივიდნენ. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მგზავრები ავტობუსით, მეტროსა და „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო ხაზის დახმარებით, გადაადგილებას უფასოდ შეძლებენ. ახალი წლის ღამეს, 03:00 საათამდე იმუშავებენ შემდეგი ავტობუსები: N1, N2, N3, N6, N7, N11 (გადაადგილდება მეტროსადგურ „დიდუბემდე“), N12, N14, N17, N18, N20, N22, N25, N27, N28, N30, N31, N36, N39, N40, N41, N42, N43, N45, N46, N47, […] REZONANSI
  18. “ნახალოვკა – ოქროს უბანი, მალაკნების ბაზართან! მიაქცეთ ამ პრობლემას ყურადღება!“ – წერს “ჩემი ქალაქი მკლავს“ და ვიდეოს აქვეყნებს. https://interpost.ge/wp-content/uploads/2021/12/nakhalovka-oqros-ubani-malaknebis-bazarthan-ra-video-v.mp4 The post “ნახალოვკა – ოქროს უბანი, მალაკნების ბაზართან!“ – რა ვიდეო ვრცელდება ინტერნეტში? appeared first on InterPost.ge. View the full article
  19. https://interpost.ge/wp-content/uploads/2021/12/video-es-chemi-shvilia-vints-mdzgholi-iqho...-ras-amboben-zh.mp4 The post “ეს ჩემი შვილია, ვინც მძღოლი იყო…” – რას ამბობენ ჟინვალში მომხდარი ტრაგიკული ავარიის თვითმხილველები? (ვიდეო) appeared first on InterPost.ge. View the full article
  20. ბათუმის “დინამოს” მარცხენა მცველში რუსული “კრასნოდარი” 2 მილიონ ევროს იხდის. ჟურნალისტ ივან კარპოვის ინფორმაციით, “კრასნოდარმა” 2 მილიონიანი შეთავაზება უკვე გააკეთა. “კრასნოდარი” ქართველით ჯერ კიდევ აგვისტოში ინტერესდებოდა და მას შემდეგ ირაკლის სატრანსფერო ფასი კიდევ უფრო გაიზარდა. ფეხბურთელი Transfermartk-ის მიხედვით 1 მილიონად არის შეფასებული და ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირად ფასობს. აზაროვი გუშინ 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მცველად დაასახელეს, 2 დღის წინ კი ელიგის საუკეთესო მცველი გახდა და სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მისი ყიდვა თურქულ “ტრაბზონსაც” სურს. The post რუსული გუნდი აზაროვში 2 მილიონს იხდის appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  21. ქუთაისის “ტორპედო” რამდენიმე შემტევის (ახვლედიანი, არაბიძე, მანჯგალაძე) დამატების შემდეგ დაცვის გაძლიერებას აპირებს და თბილისის “ლოკომოტივის” მცველებით, ალექსანდრე გურეშიძით და ნიკა სანდოხაძით ინტერესდება. 26 გურეშიძე “ლოკოში” 2019 წლიდან თამაშობს და ელიგის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა, სანდოხაძე კი “რკინიგზელებს” 2020 წელს შეუერთდა და მალევე ძირითადის წევრად იქცა. ბიჭები მოსკოვის “დინამოსთან” და “გრანადასთან” დაცვაში ერთად კარგად იდგნენ. “ლოკომოტივი” ფინანსური პრობლემების გამო 13-მა ფეხბურთელმა დატოვა და მათ შორის, 2017 წლის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემაც. “ტორპედო” ინტერესს მის მიმართაც გამოხატავს. The post “ტორპედო” დაცვას “ლოკომოტივის” მცველებით აძლიერებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  22. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, დღეს დილისთვის ქვეყანაში კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის 93 შემთხვევაა დადასტურებული. იმნაძის თქმით, მათ უმრავლესობაზე დამყარებულია ეპიდმეთვალყურეობა და ცნობილია გადაცემის ჯაჭვი. „რა თქმა უნდა, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, გავრცელდება, როგორც კი ქვეყანაში შიდა გადაცემა დაიწყება. გზა არის ერთი. მგონი, ახალწლებს გვაცდის, რომ აღვნიშნოთ, მაგრამ კიდევ ერთი რჩევაა, მაქსიმალურად ვეცადოთ ვიწრო წრეში შევხვდეთ, აუცილებლად გვქონდეს პირბადე, სადაც კი უცხო ადამიანებთან შეხვედრის ალბათობაა. პირველი და ძირითადი, ვიყოთ აცრილები, რათა ვიყო დაცულები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. მისივე თქმით, ქვეყანაში საკმაოდ მაღალია იმ პირთა რიცხვი, ვისაც კორონავირუსი არ გადაუტანია და არ არის აცრილი, მათი ინფიცირების შემთხვევაში სა,მედიცინო სექტორზე დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზრდება. „წარმოიდგინეთ, რა დატვირთვა იქნება, ყველა რომ ერთად გახდნენ ავად, ვისაც არ გადაუტანია კორონა ან არ არის აცრილი, ეს არის დაახლოებით მილიონამდე ადამიანი ჩვენს ქვეყანაში. დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთაგან თუ საშუალოდ 10 პროცენტს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ერთ პროცენტსაც რომ სჭირდებოდეს ჰოსპიტალიზაცია „ომიკრონიან“ პაციენტს, წარმოიდგინეთ, რა დატვირთვა იქნება სამედიცინო დაწესებულებებზე და როგორი იქნება, სამწუხაროდ, დაღუპულთა რაოდენობა“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ. The post სულ რამდენი “ომიკრონის” შემთხვევაა საქართველოში დადასტურებული – უახლესი სტატისტიკა appeared first on InterPost.ge. View the full article
  23. იმ არასრუწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც გუშინ ჟინვალთან ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვნენ სტაბილურია. მიკროავტობუსის ხევში ჩავარდნის შედეგად სულ 5 ადამიანია დაშავებული. 3 არასრულწლოვანი კი კლინიკაში რჩება. “დაშავებული არასრულწლოვნები 4, 8 და 14 წლის არიან. პაციენტები ყველა სპეციალისტის მიერ იქნა შეფასებული, მათ ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდათ. ამჟამად კი ისინი განყოფილებაში იმყოფებიან, უგრძელდებათ მეთვალყურეობა და მათი ჯანმრთელობის დინამიკა დადებითია, ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,”- აცხადებს ექიმი. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ჟინვალთან ახლოს მოხდა. მიკროავტობუსში მოლდოველი ტურისტები იმყოფებოდნენ. ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა – დედა-შვილი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ერთ-ერთი დაშავებული მამაკაცი კი კლინიკაში შეყვანისთანავე. The post ავარია ჟინვალთან რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა – როგორია დაშავებული არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა appeared first on InterPost.ge. View the full article
  24. „მსჯავრდებული სასჯელს უნდა იხდიდეს არა ჰოსპიტალში, არამედ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. ხუნდაძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის დროს ყველა წესი დაცული იყო. „როგორც ვიცი, ერთი დღე გადაიდო მისი გადაყვანა სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამომდინარე და როცა მოხდა მისი გადაყვანა, იმ დროს გადაყვანის საწინააღმდეგო ჩვენება ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების არ ყოფილა. მე როგორც ვიცი, დაცული იყო ყველა წესი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. ცნობისთვის, გუშინ გვიან ღამით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილი სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. The post ხუნდაძე სააკაშვილზე: მსჯავრდებული სასჯელს უნდა იხდიდეს ციხეში appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  25. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის „დელტა“ და „ომიკრონ“ ვარიანების კომბინაცია covid-19-ის შემთხვევების საშიშ ცუნამს იწვევს. ჯანმოს ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეისუსმა ამის შესახებ მას შემდეგ თქვა, რაც აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ყოველდღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ „სიენენს“ განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში „ომიკრონით“ ინფიცირების პიკი, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს იქნება. სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად დაახლოებით კორონავირუსის 900 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ცნობისთვის, საფრანგეთში ზედიზედ მეორე დღეა ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა – 208 000 დასტურდება. ამერიკაში, გასული კვირის განმავლობაში, ყოველდღიური ინფიცირების საშუალო რაოდენობამ 265 427 შეადგინა. გარდა ამისა, დანიამ, პორტუგალიამ, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ ასევე რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირეს. The post WHO – „დელტა“ და „ომიკრონ“ ვარიანების კომბინაცია covid-19-ის შემთხვევების ცუნამს იწვევს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
×
×
  • შექმენი...