
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
სოციალური ქსელი Twitter-ი შესაძლოა ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ფასიანი გახდეს. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა. „Twitter-ი ყოველთვის უფასო იქნება რიგითი მომხმარებლებისთვის, თუმცა შესაძლოა დაწესდეს მცირე საფასური კომერციული და სახელმწიფოსთან დაკავშირებული მომხმარებლებისთვის“, – წერს მასკი. ილონ მასკმა და Twitter-მა კომპანიის 44 მილიარდ დოლარად შეძენის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. The post ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის Twitter-ი შესაძლოა ფასიანი გახდეს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში თურქეთიდან იმპორტირებული აქტიურად მოხმარებადი მედიკამენტების სია ეტაპობრივად სულ უფრო ფართოვდება. აღნიშნული პროცესი „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში უწყვეტად მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ ერთ-ერთი პირველია ფარმაცევტულ სექტორში, რომელმაც დაიწყო თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი საქართველოში. ამჟამად, „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელის 100 აფთიაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს 80%-მდე ფასდაკლებული, შემდეგი დასახელების თურქული მედიკამენტები: • ბრილანტა (ტაბ. 90 მგ/ N56) • პენტასა (ტაბ.500მგ/N100) • ამარილი (ტაბ.4მგ. N30) • კორდარონი (ტაბ.200მგ/N30) • აზოპტი (ტაბ10მგ/მლ.5მლ) • კო-დიოვანი (ტაბ.160/12.5მგ/N28) • ბეტასერკი (ტაბ.16მგ/N30) ბეტასერკი (ტაბ.24მგ/N20) • გალვუს მეტი (ტაბ.50მგ/1000მგ. N60) გალვუსი ტაბ.50მგ.N56 • პარკინის (ტაბ. 0,25 მგ. /N 100) • პლავიქსი (ტაბ.75მგ/N28) • ვაზოსერკი BID (ტაბ. 24.მგ/ N 60) • ეპიქსი XR (ტაბ. 750 მგ/N50) ეპიქსი (ტაბ. 250მგ/N 50) ეპიქსი (ტაბ.500 მგ/N 50) ეპიქსი (ტაბ. 1000მგ/N 50) • რივოქსარი (ტაბ. 10 მგ /N10) რივოქსარი (ტაბ. 15 მგ /N 28) რივოქსარი (ტაბ. 20 მგ/ N28) • ესრამი (ტაბ. 10 მგ /N28) ესრამი (ტაბ20 მგ/N28) • კო-ირდა (ტაბ. 150 მგ/12.5 მგ/ N28) კო-ირდა (ტაბ. 300 მგ/12.5 მგ N28 ) • სერეტიდი აკუჰალერი (დისკუსი საინჰ.50 მკგ/500 მკგ/1 დოზა 60 დოზა) • ფორქსიგა (ტაბ. 10 მგ/N28) • ქსარელტო (ტაბ. 15 მგ/N28) „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლები განაგრძობენ აქტიურ მოლაპარაკებებს ისეთ მსხვილ თურქ დისტრიბუტორებთან როგორიცაა – Nobel და Abdi Ibrahim, რათა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის ფართო ასორტიმენტის, თურქული მედიკამენტები. „იმპექსფარმი“ 1999 წლიდან ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკური ბრენდების იმპორტს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან და დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. კომპანია 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელთან თანამშრომლობს, რომლებიც პრეპარატებს საერთაშორისო ფარმაცევტული GMP სტანდარტების შესაბამისად აწარმოებენ. ”იმპექსი“ მომხმარებელს ეხმარება დაზოგოს ასევე ლოიალობის – „ზე ბარათის“ საშუალებითაც. „ზე ბარათის“ ზოგადი სქემის ფარგლებში, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ქულების დაგროვების პარალელურად – მედიკამენტები, სამედიცინო ტექნიკა, პარაფარმაციის პროდუქცია საუკეთესო ფასად შეიძინონ. ასევე, „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი სოციალური პასუხიმგებლობის კამპანიის ფარგლებში, „ზე“ ბარათის სპეციალური დამატებითი სქემების საშუალებით საპენსიო ასაკის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ პირებს სთავაზობს მეტ ფასდაკლებას მედიკამენტებსა და სამედიცინო ტექნიკაზე. სქემა აქტიურდება პენსიონერისთვის – პირადობის მოწმობის, ხოლო დევნილის შემთხვევაში – შესაბამისი დამადასტურებელი საბუთის ერთჯერადად წარდგენის საფუძველზე. „ზე ბარათზე“ ასევე მოქმედებს მშობელთა სქემაც, რომლის ფარგლებში ჩართული მშობლები სარგებლობენ დამატებითი ფასდაკლებით ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე. სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ მუდმივად ცდილობს შეასრულოს ბრენდის დაპირება და ექსკლუზიური და განსაკუთრებული შეთავაზებებით მომხმარებლები განაწყოს სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის. „იმპექსის“ ცხელი ხაზი: 032 2 31 31 00 #განეწყვეჯანმრთელობისთვის #განეწყვე სიცოცხლისთვის The post იმპექსის სააფთიაქო ქსელში თურქეთიდან იმპორტირებული მოთხოვნადი მედიკამენტების სია სულ უფრო ფართოვდება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე საუბრისას, ამბობს: “ქართველი ხალხისგან ნამდვილად ვგრძნობთ მხარდაჭერას. მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. შესანიშნავი ხალხია – ძალიან ამაყი და ძლიერი. ჩემთვის უბრალოდ ამოუცნობია, როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია. სულ ესაა. თუმცა ოლიგარქები ძალიან სპეციფიკური სუბიექტები არიან. განსაკუთრებით, ყოფილ საბჭოთა კავშირში. ისინი ხშირად არ შეესაბამებიან იმ ხასიათსა და ბირთვს, რაც რეალურად ხალხს აქვს. მე ქართველები ძალიან მომწონს. სამწუხაროდ, სასურველი იქნებოდა, გაიხსენონ, რომ ძალიან ამაყი და ძლიერი ადამიანები არიან. შეუძლია თუ არა საქართველოს დაიცვას თავი? – შეუძლია, სურს თუ არა? ეს მისი არჩევანის უფლებაა. ეს არის ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების არჩევანი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ რჩევა საქართველოს მთავრობას, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება. ჩვენ ამოვდივართ მხოლოდ იქიდან, რომ არსებობს რუსეთის ფედერაცია, რომელიც ექსპანსიურია და ყიდის მხოლოდ სხვისი ტერიტორიის მითვისების იდეას. ამიტომ, ასეთ ქვეყანასთან მეგობრობა, მისი პოზიციის მხარდაჭერა და მისი მხარდაჭერა, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო მის წინააღმდეგაა, (ცალკეული სპეციფიური რეჟიმების გამოკლებით), უცნაურად გამოიყურება, რბილად რომ ვთქვათ, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა ქვეყნის მესამედი ოკუპირებულია. თუ ქართველი ხალხი ირჩევს მთავრობას, რომელიც მზადაა დათანხმდეს, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი იურიდიულად საქართველოს არ ეკუთვნის, ეს მათი არჩევანია და გაკიცხვა ან წახალისება, უკრაინას არ შეუძლია. ჩვენ უბრალოდ ფაქტის კონსტანტაციას ვახდენთ. საკუთარი თავისუფლებისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის უნდა იბრძოლო. შეხედეთ უკრაინას. დიდ ფასს ვიხდით ჩვენი ბიჭების სიცოცხლით, თუმცა უკრაინაში არავინ ფიქრობს, რომ უფლება უნდა მივცეთ რუსეთის ფედერაციას, ითარეშოს ევროპაში”. The post ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველებს ჰყავდეთ ასეთი ოლიგარქი? შეხედეთ უკრაინას… – პოდოლიაკი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა 1 მაისს გამოქვეყნა პუბლიკაცია სათაურით „რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უახლოეს ხანებში ხელისუფლებას დროებით გადასცემს „კა-გე-ბეს“ ყოფილ მრისხანე შეფს, სანამ თავად საავადმყოფოში ინება, სადაც მას კიბოს ოპერაციას გაუკეთებენ“ ამასთან დაკავშირებით ლელა კაკულიას ოფიციალური ფეისბუკ გვერდი ავრცელებს მის წინასწარმეტყველებას, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა: 2006 წელი, 22 მარტი რუსეთში პრეზიდენტად მოდის მაღალი, რუხი გენერალი. 2008 წელი, 13 ივლისი პუტინის „მეფობა“ მის ახლო გარემოცვასაც აღარ სურს, იმიტომ, რომ ექს-პრეზიდენტმა მათ უღალატა და მისი ძალაუფლების გამყარების შემთხვევაში, ისინი განადგურდებიან. მოკლედ, დიდი ინტრიგების პერიოდები ელით რუსებს. ყველაფერს სათავეში ჩაუდგება რუხი გენერალი, რომელსაც ძალიან გამჭოლი ხმა აქვს. იგი გამოცდილი კადრია, არაფერი ეშლება. ძლიერი გუნდი იკვრება მის ირგვლივ და იწყებენ ბრძოლას. მათ პუტინის მოშორება აქვთ ჩაფიქრებული და დაიწყებენ ამ ჩანაფიქრის განხორციელებას. მოდის ძალა, რომელიც პუტინს უნდა ჩაენაცვლოს და ჩაენაცვლება კიდეც. აი აქ, ამ გენერლის მეშვეობით მოიქნევს „მედვედი“ ცხოვრებაში პირველად თათს. რუსეთის მთავრობაში იქნება დიდი ცვლა. მოდის ახალი ხალხი. ყველაფერი იცვლება, განსაკუთრებით კი რუსული პოლიტიკის კურსი. ამინ! 2011 წელი, 15 სექტემბერი პრეზიდენტი რუსეთისა მოდის ისევ პეტერბურგიდან. იგი გამოცდილი გენერალია. ერთი რამ უნდა აღვნიშნო: მისი დამორჩილება არც ისე ადვილია, თითქმის შეუძლებელია. ის საკმაოდ განათლებული, შემსრულებელი პიროვნებაა. იგი სხვის დაკრულზე იგი არ იცეკვებს. ასე რომ, ფრთხილად, იგი ბევრს გაუცრუებს იმედებს. 2011 წელი, 19 ოქტომბერი პუტინი იგრძნობს, რომ მხარდამჭერები — ძლიერი მხარდამჭერები დაკარგა და ისინი არაფერს კარგს არ მოიმოქმედებენ. და იგი იწყებს ძველ თამაშს: როგორც ახლანდელი პრეზიდენტი მოიყვანა თავისი გარემოცვიდან, იგივე გაიმეოროს და მოიყვანოს „კაცი პეტერბურგიდან“. დიახ, ვიმეორებ ადრე ნაწინასწარმეტყველებს: რუსეთის პრეზიდენტი იქნება პეტერბურგიდან. იგი ძლიერი პიროვნებაა. სხვათა შორის, ბევრი დადებითი თვისებები აქვს წინამორბედებთან შედარებით. საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი: ვხედავ, პეტერბურგელი გენერალი ძალიან რთულ და სახიფათო გადაწყვეტილებებს მიიღებს და მას პუტინის მომხრეებიც კი მოსთხოვენ ამ პოლიტიკის გატარებას. თუმცა, ვხედავ, რომ გენერალი მათი მოთხოვნის გარეშეც გადადგამდა ამ პოლიტიკურ ნაბიჯს, რომელსაც მთელი რუსეთი დემოკრატიულ ნაბიჯს უწოდებს. ასევე სხვა სახელმწიფოებიც. ეს ნაბიჯი კი ის არის, რომ ძლევამოსილ პუტინს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს — არც პრეზიდენტობა და არც პრემიერობა! ეს სენსაციაა? ჩემთვის არა. ყველაფერს აქვს თავისი დასასრული, ყველაფერი ოდესღაც მთავრდება. ჰოდა, ახლოსაა პუტინის ბოლოც — წასვლა პოლიტიკიდან! იგი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მე დიდი დარტყმაც ვიწინასწარმეტყველე… 2020 წელი, 1 ივლისი ვხედავ, რუსეთში მოდის გენერალი — სამხედრო გადატრიალება! The post “ვხედავ რუსეთში სამხედრო გადატრიალებას… პრეზიდენტად მოდის მაღალი, რუხი…” – ლელა კაკულია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი: “საინტერესოა, რომ რუსეთის ქალაქებში “შემთხვევითი” ხანძრების პარალელურად ჩნდება სიმბოლოები L. L არის უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ლეგიონის “რუსეთის თავისუფლების” სიმბოლო. ეს ლეგიონი კი დაკომპლექტებულია რუსეთის მოქალაქეებისგან, რომელთა მიზანი პუტინის ჩამოგდებაა. თუ პუტინმა 9 მაისს საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა, მერე ნახეთ “შემთხვევითი” ხანძრებისა L-ების მომატება რუსეთის ქალაქებში, რაც ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება!” The post სიმბოლო, რომელიც რუსეთში “შემთხვევითი” ხანძრების პარალელურად ჩნდება – ბატიაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
სპორტული ჟურნალისტი, ბექა ქავთარაძე: “ამასობაში მაგარი ამბავი მოხდა ეროვნულ ჩემპიონატში. თბილისის დინამო ეთამაშებოდა ბათუმის დინამოს – დერბი. ხოდა ხვიჩა კვარაცხელიას ხათრით რომელიც ბათუმში თამაშობს, დინამო არენაზე ძალიან ბევრი ხალხი მივიდა, ამდენი ადამიანი დინამოს თამაშზე არასდროს მინახავს. ხოდა ყველა ამ თამაშის და ხვიჩას სანახავად იყო მისული. (აქამდე დინამოს მატჩების საყურებლად მხოლოდ ძალიან მცირერიცხოვანი ფან-კლუბი დადიოდა) მოკლედ რომ გითხართ რაღაც მასშტაბური სიგიჟე მოხდა, ათი ათასობით ადამიანი მივიდა თამაშის სანახავად – ხოდა …. ხოდა თამაში 0-0 მორჩა ცხოვრებაში პირველად, დინამოს თამაშზე 20 000 კაცზე მეტი მივიდა და გოლი ვერ ნახა მაყურებელმა… კი მივა ეგ ხალხი მეორედაც მანდ…. აბა რა“ The post “მასშტაბური სიგიჟე მოხდა…” – რა მოხდა დინამო არენაზე? – ბექა ქავთარაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი: “ტვ პირველზე ინგა გრიგოლია ეკითხება გახარიას პარტიის წარმომადგენელს ნათია მეზვრიშვილს: დაუჭერთ მხარს თუ არა , მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის საკითხს უცხოეთში კლინიკაში , რადგან მისი მდგომარეობა ექიმების თქმით მძიმდება ! პასუხი -პროკურატურის ( ამ 10 წლის და იმ 10 წლის მანძილზე ) მაღალი თანამდებობის პირის ნათია მეზვრიშვილის: ამაზე პასუხს ასე მარტივად ვერ გაგცემთო……. თქვა ( თვალების დათხრის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა)”ესენი ” მარტივად მხოლოდ თვალებს თხრიან რუსეთთან მებრძოლ პატრიოტებს და კორუფციულ სქემებში შედიან მარტივად! მიიღებს თუ არა მონაწილეობას საგამოძიებო კომისიის შექმნაში დღეს თქვეს გახარიელებმა არაო, აქციებს შეუერთდებითო -არაო. ცოცხალი რომ გადარჩეს ადამიანი აი ამაზე ამბობდნენ უარს და ნაც მოძრაობის ლიდერებო ვისთან ურთიერთობდით ადგილობრივ არჩევნებში ვისთან, რა გამოცნობა უნდოდა გახარია -მეზვრიშვილს , გავრილოვის ღამეს პატრიოტებისთვის თვალების დამთხრელებისგან რას ელოდებოდა პარტიის თავმჯდომარე ?! საოცარია….. არ შევუერთდებითო გახარიამ, ევროპულმა საქართველომაც ( ანუ ჩერგო -ბოკერიამ) არაო არაო არ შევუერთდებითო -სიკვდილ სიცოცხლეზეა საუბარი ხალხნო. და ესენი ეხვია გარს სააკაშვილს…. ან როგორ მოახერხა ამ ადამიანმა სახელმწიფოს შენება, რა სიბინძურეებს უკეთებდნენ წარმომიდგენია! აი მართლა ბრავო მიშა! არა უშავს , მაინც ყველაფერი კარგად იქნება” The post “და ესენი ეხვია გარს სააკაშვილს…. რა სიბინძურეებს უკეთებდნენ წარმომიდგენია!” – თაკო ჩარკვიანი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე: “3 მაისის შეჯამება უკრაინაში: – პირველ მაისის მიმოხილვაში აღვნიშნეთ, რომ უკრაინელები მნიშვნელოვან შეტევას იწყებდნენ ხარკივიდან 25 კილომეტრის დაშორებით, მდინარე სევერსკი დონეცის გასწვრივ არსებულ ქალაქ სტარი სალტივის მიმართულებით. მათ ჯერ საარტილერიო ცეცხლი და დრონები გამოიყენეს მოწინააღმდეგის გასანადგურებლად, ხოლო გუშინ საღამოს სრულმასშტაბიანი კონტრშეტევა წამოიწყეს. დღეს ქალაქის სამხრეთით მომიჯნავე სოფელი მოლოდოვა გაათავისუფლეს და ბრძოლა უკვე უშუალოდ სტარი სალტივის ასაღებად მიმდინარეობს. ქალაქში დაახლოებით 4000 მოქალაქე ცხოვრობს. რუსები მას ომის პირველივე დღეებიდან აკონტროლებენ. როგორც პირველი მაისის პოსტში აღინიშნა, უკრაინელები მდინარის გასწვრივ რუსული პოზიციების განადგურებით ხარკივის ირგვლივ სრულ დამცავ ფარს შექმნიან, ხოლო სტარი სალტივის დაკავების შემდგომ საშუალება მიეცემათ იზიუმის მომარაგების არტერიას ან არტილერიით მიწვდნენ, ან ჩასაფრებები მოუწყონ მდინარის მეორე მხარეს მყოფ რუსებს. – ბოლო 24 საათია იზიუმიდან და ლუგანსკის რაიონიდან წამოსულმა რუსულმა ნაწილებმა შტურმი დაიწყეს დონეცკის რაიონში ქალაქი ლიმანის წინააღმდეგ. ქალაქის ომამდელი მოსახლეობაც 20 ათასს აჭარბებდა. უკრაინელები აქამდე ქალაქის შემოგარენში დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ რუსებს, მაგრამ ახლა იძულებულები გახდნენ ქალაქის ნაწილი დაეთმოთ ორგანიზებულად დაეხიათ უკან ქალაქის სიღრმეში და სამხრეთ გარეუბნებში. რუსების მიზანი იქვე მყოფი სლავიანსკის დაკავებაა. ამ უკანასკნელის ომამდელი მოსახლეობა 110 ათასს აჭარბებდა. საინტერესოა გეოგრაფიული არეალის აღწერა. ლიმანიდან სლავიანსკისაკენ მიმავალი გზა მასიურ ტყესა და ჭაობზე გადის. უკრაინელებს ჯერ ქალაქი ლიმანი არ დაუთმიათ და წინააღმდეგობა კვლავ ძალიან მძლავრია ამ მიმართულებით, თუმცა წუხელ რუსებმა გადაწყვიტეს რომ ქალაქის აღებას აღარაფერი ედგა წინ და სლავიანსკისაკენ ტყით გზის გაკვლევა სცადეს. უკრაინულმა არტილერიამ მათი შემტევი დაჯგუფება ტყეში თითქმის სრულად გაანადგურა. რთული სათქმელია ქალაქ ლიმანსა და მის შემოგარენს დაიკავებენ თუ ვერა რუსები, მაგრამ უკრაინული წინააღმდეგობა სლავიანსკისათვის და მის სამხრეთით მდებარე კრამატორსკისათვის ისეთივე დიდი იქნება, როგორც ეს მარიუპოლში გახლავთ. თუმცა ჯერ ბრძოლა ლიმანისათვის გრძელდება. – დღეს რუსებმა განაახლეს შუტრმი “აზოვსტალზე”. შტურმში მონაწილეობს დაახლოებით 7 ათასი რუსი სამხედრო, არტილერია, ავიაცია და ჯავშანტექნიკა. უკრაინელ მცველთა რაოდენობა 1500-ია. რუსები მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანას მიზანმიმართულად უშლიან ხელს. იციან, რომ რაც უფრო მეტი მშვიდობიანი იქნება ბუნკერში, მით უფრო გაუჭირდებათ უკრაინელ მცველებს საბრძოლო ოპერაციების თამამად განხორციელება. – უკრაინელებმა დაიწყეს მოლდოვასთან, ოკუპირებული დნესტრისპირეთის გასწვრივ სასაზღვრო ზოლის გამაგრება. ეს ნებისმიერი სახის პოტენციურ რუსულ შეტევას დროებით მაინც შეაყოვნებს. – ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პარლამენტს სიტყვით მიმართა და უპირობო და სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მაგრამ საინტერესოა ისიც, რომ დამატებით 300 მილიონიან დახმარებაში ბრიტანელები უკრაინელებს ღამის ხედვის ათასობით აპარატს და ისეთ დრონებსაც გადასცემენ, რომელზეც დიდი ჭურვებისა და ხომალდსაწინააღმდეგო ტორპედოების დაყენებაც იქნება შესაძლებელი. – რუსები ტოვებენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. მათი აზრით რუსების დახმარების გარეშე საერთაშორისო კოსმოსური სადგური ვეღარ იარსებებს. თუმცა NASA და ილონ მასკი სადგურის შენარჩუნების საშუალებას რუსების გარეშეც უპრობლემოდ ხედავენ. ისე კი უცნაურია რატომ აქვს რუსეთის ხელისუფლებას ამხელა წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე და რატომ ცდილობენ რომ რეალობას მაქსიმალურად დამახინჯებული პრიზმიდან შეხედონ. – ლავროვი რომ მაინცდამაინც კარგი დიპლომატი არ არის ისრაელთან დაპირისპირებაში ჩართვამაც აჩვენა – მან განაცხადა, რომ ჰიტლერიც ნაწილობრივ ებრაელი იყოო და შემდგომ ამაზე არანაირი ბოდიში ან განმარტება არ მოუყოლებია. ისრაელის მხრიდან მწვავე განცხადებებს რუსეთიდან კიდევ უფრო ხისტი რეაქცია მოჰყვა. ამით ისრაელს რუსეთი უკრაინის მხარდაჭერისაკენ უბიძგებს. არადა ომის პირველ კვირებში ისრაელი სწორედ ის სახელმწიფო იყო, რომელსაც შედარებით ნეიტრალური პოზიცია ეკავა. ახლა კი ყველაფერი იცვლება. მარტო დარჩენილ რუსეთს ბევრი არც არაფრის გაკეთება არ შეუძლია.” The post “3 მაისის შეჯამება უკრაინაში” – გიორგი კობერიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ტელეწამყვანსა და თეატრმცოდნეს, ნიკოლოზ წულუკიძეს შვილი უბედური შემთხვევის შედეგად დაეღუპა. ტრაგედიის შემდეგ, პირველი განცხადება ვრცელდება ნიკოლოზ წულუკიძის ფეისბუქგვერდზე. "ეჰჰ, ნიკოლოზ წულუკიძეს გარდაეცვალა შვილი, კიტა წულუკიძე". არსებული ინფორმაციით, 3 წლამდე ბავშვი მე-10 სართულიდან გადავარდა. tia.ge
-
ტელეწამყვანსა და თეატრმცოდნეს, ნიკოლოზ წულუკიძეს შვილი ტრაგიკულად დაეღუპა. როგორც სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, ბავშვი მე-10 სართულიდან გადავარდა. სხვა დეტალები უცნობია. tia.ge
-
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ლიონელ მესი პარიზულ გუნდში საკუთარ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. “ელ ნასიონალის” ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი წასვლით იმუქრება, თუ “პსჟ” კრიშტიანუ რონალდუს დაიმატებს. წყაროს ცნობით, პორტუგალიელ თავდამსხმელს “მანჩესტერ იუნაიტედის” ამბიციებში ეჭვი ეპარება და გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს. “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი უკვე დაუკავშირდა რონალდუს და თანამშრომლობა შესთავაზა. კრიშტიანუ პარიზში მესისთან ერთად თამაშის წინააღმდეგი არ არის, თუმცა თავად არგენტინელს ეს გარემოება არ ხიბლავს. “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა ლეო მესის აცნობა, რომ გუნდიდან მისი გაშვება არ უნდა. 34 წლის არგენტინელმა შემტევმა მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 31 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. The post თუ “პსჟ” რონალდუს დაიმატებს, მესი გუნდის დატოვებით იმუქრება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საქართველოს ყოფილი პრემიერი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია მოუწოდებს ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი. "ევროინტეგრაცია საქართველოს ისტორიული არჩევანი და დამოუკიდებლობის გარანტია. დღეს, როდესაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, მნიშვნელოვანია, ყველა ერთად დავდგეთ ქვეყნის ინტერესებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის დღეს ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში და როგორია ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ, დღეს ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავალი და ბედი წყდება. მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანი და მშვიდობიანი ევროპის იდეის აღსრულებისთვის. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, მის ფარგლებს გარეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას. ჩვენმა სამშობლომ ამისთვის ფასი უკვე არაერთხელ გადაიხადა", - წერს გახარია ფეისბუქზე. tia.ge
-
მარიუპოლიდან, რომლის დიდ ნაწილს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ, 156 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ეს არის ევაკუირებულთა პირველი ნაკადი, რომლებმაც "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორია დატოვა. ქარხნის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1000 ადამიანი რჩება ოკუპანტების ალყაში. აგრესორები "აზოვსტალის" დაბომბვას კვლავ განაგრძობენ, ისინი ქარხნის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობენ. უკრაინული მედია ევაკუირებულთა პირველი ნაკადის ემოციურ ფოტოებს აქვეყნებს. ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. კრემლში რუსილ ინტერვენციას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" ეძახიან. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ. tia.ge
-
ანიტა ფაცაციას ბებია, თამუნა გლურჯიძე სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს: "ახლა ერთი პოსტი შემხვდა, პატარა ანგელოზი გაფრენილა, ანიტასავით კიკინებიანი. ვიღაც უწერდა კომენტარში, უფალმა წაიყვანაო, იქ უკეთესად იქნებაო. მახსოვს, ანიტა ჯერ ჩამოსვენებული არ იყო ინდოეთიდან, ზუსტად ეს სიტყვები მითხრა ერთმა ახლობელმა. თმენის უნარი სად მქონდა და ვკითხე, იქ უკეთესად თუ არიან, დედები რატომ არ ლოცულობენ, შვილები რომ წაართვას სიკვდილმა მეთქი? დუმილი ჩამოწვა. ახლა შენ ვერ გამიგებო. გაგიგებ, შენ თუ შენი შვილისთვის ამაზე ილოცებ მეთქი. ეწყინა. ვიცი, რომ ეწყინა. მე კი ჭრილობაზე ჭრილობა დამემატა. არასოდეს უთხრათ ასეთი რამ არავის. არასოდეს! იმიტომ, რომ თქვენს პატარებზე ასე არ ფიქრობთ!", - წერს თამუნა გლურჯიძე. 2 წლის ანიტა ფაცაცია ინდოეთის კლინიკაში გარდაიცვალა. ის დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძოდა. დილატაციური კარდიომიოპათია გულის კუნთის დაავადებაა, რომელიც ძირითადად გულის მთავარ საკანში ყალიბდება (მარცხენა პარკუჭი). მარცხენა პარკუჭი იწელება და თხელდება, შედეგად მას არ შეუძლია გადატყორცნოს იგივე რაოდენობის სისხლი, რაც ჯანმრთელ გულს შეუძლია. tia.ge
-
მილანის “ინტერის” კიპერმა სამირ ჰანდანოვიჩმა გადაწყვეტილება მიიღო. “ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, სლოვენიელი მეკარე “ნერაძურისთან” კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს, თუმცა ხელფასი 4,2 მილიონიდან 3 მილიონ ევრომდე შეუმცირდება. სამირ ჰანდანოვიჩი “ინტერში” 2012 წლიდან თამაშობს. მან მიმდინარე სეზონში 45 მატჩი ჩაატარა და 34 ბურთი გაუშვა, ოც შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა. მხარეებს შორის არსებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 30 ივნისს გასდის. The post ჰანდანოვიჩმა გადაწყვეტილება მიიღო appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ბოლო 30 წლის მანძილზე პირველად, სპორტის სამინისტრომ ცხენოსნობის ფედერაციისათვის ცხენები შეიძინა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სამი ცხენი შეიძინა. დღეს, ცხენები ფედერაციას მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილემ სოსო გიორგაძემ გადასცეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სახელმწიფოს ცხენები არ შეუძენია, რის გამოც, ქართველ სპორტსმენებს სავარჯიშოდ ცხენების ქირაობა უწევდათ. ფედერაციის წინაშე მდგარი ამ გამოწვევის შესახებ 2021 წლის სექტემბერში მინისტრმა ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შედეგად მიიღო ინფორმაცია და დაპირდა, რომ სამინისტრო აუცილებლად მიიღებდა შესაბამის ზომებს. დაპირება შესრულდა და დღეს საცხენოსნო სპორტის ეროვნულ ფედერაციას უკვე ჰყავს სამი ცხენი. ესენია ოლიმპიური სახეობისათვის (წინაღობათა გადალახვა) განკუთვნილი ცხენები. ორი ულაყი (იაბო), 5 და 10 წლის, და 7 წლის ფაშატი, რომლებიც ჰანოვერულისა და ჰოსტაინის ნაჯვარი ცხენებია, სამინისტრომ იტალიაში შეიძინა. ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით, სპორტის სამინისტრომ ცხენების შესაძენად 200 000 ევროს ოდენობის თანხა გამოჰყო. თეა წულუკიანმა მიულოცა ფედერაციას შენაძენი და აღნიშნა, რომ სპორტის სამინისტრო ყოველთვის ხელს შეუწყობს სპორტულ ფედერაციებს მსგავსი პრობლემების გადაჭრაში. მან მადლობა გადაუხადა ცხენების იტალიიდან საქართველოში ტრანსპორტირებაში გაწეული დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს, საქართველოს ელჩს ბულგარეთის რესპუბლიკაში თამარ ლოლუაშვილს და საქართველოს ელჩს თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავას. „ჩვენ გვყავს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავდა ცხენი. კიდევ უამრავი ფედერაციაა შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გარეშე. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნისთანავე, გასული წლის ზაფხულში ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები როგორც სამინისტროს სსიპებთან, ასევე სპორტულ ფედერაციებთან და როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ გამოწვევების შესახებ, დავიწყეთ მუშაობა პრობლემების გადაჭრაზე. “, – აღნიშნა თეა წულუკიანმა. საცხენოსნო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლაშა ჯაიანმა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა სპორტის სამინისტროს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მხარდაჭერა ფედერაციას არასოდეს ჰქონია და თეა წულუკიანის ძალისხმევით, ამ მხარდაჭერის მიღება გახდა შესაძლებელი. The post წულუკიანმა ცხენოსნობის ფედერაციას 200 ათასი ევროს ღირებულების 3 ცხენი გადასცა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article