Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. აბსოლუტურ შოკში არიან. პუტინი გაცოფებულია. რუსეთის 4 საუკეთესო ხომალდიდან ერთ-ერთი ჩაძირეს უკრაინელებმა, ისე რომ დანაკარგი არ გვქონია. ეს უკრაინული რაკეტით მოხერხდა. ეს არ იყო დასავლური რაკეტა, ეს იყო ჩვენი რაკეტა – ნეპტუნი, რომელმაც ჩაძირა ხომალდი. ისინი ამბობდნენ, რომ უკრაინული არმია არაფრად ვარგა, რომ უკრაინული ფლოტი არ არსებობს, რაკეტები არაფრად ვარგა. მათ უკვე 2 გემი დაკარგეს და კიდევ რამდენიმე დაზიანდა. ყველაზე დიდი ხომალდი შავ ზღვაში არის განადგურებული… ცდილობდნენ ინფორმაციის დამალვას, ამბობდნენ, რომ არ ჩაძირულა და მხოლოდ ცეცხლი გაჩნდა, თუმცა საღამოს მოუწიათ დადასტურება. ეს ძალიან სიმბოლურია, რადგან კიევმა მოსკოვი ჩაძირა. ეს მოხდა ოდესასთან. რადგან შეტევა იყო სწორედ ოდესაში. ხომალდი მოსკოვი აშენდა მიკოლაევის ქარხანაში – 1979 წელს. ტარას ბულბა გვყავდა, ძალიან ცნობილი გმირი, რომელიც ამბობდა “მე გშვი და მევე მოგკლავ”. ეს გავაკეთეთ ჩვენ. განაცხადა რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ “ფორმულას” ეთერში. The post “აბსოლუტურ შოკში არიან, პუტინი გაცოფებულია” – რადას დეპუტატი appeared first on InterPost.ge. View the full article
  2. ყაზანის “რუბინი” პრაქტიკულად ყველა ლეგიონერმა დატოვა და მათ შორის, ყველაზე მტკივნეულად ხვიჩა კვარაცხელიას წასვლა განიცადეს, რომლის სანაცვლოდაც 15-20 მილიონი ევროს მიღებას ვვარაუდობდნენ. ლეგიონერების – ჰაკსაბანოვიჩის, დრეიერის და სხვების წასვლის შემდეგ, რომელსაც გვირგვინად კვარას ბათუმში გადასვლა მოჰყვა, “რუბინი” თავის თავს აღარ ჰგავს და ზედიზედ 4 წაგებით, გასავარდნ ზონას უკვე მხოლოდ 1 ქულა აშორებს. შემდეგი მატჩი ყაზანელებს მოსკოვის “სპარტაკთან” სტუმრად აქვს და წაგების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, უკვე მე-13 ადგილზე აღმოჩნდებიან. ამ ფონზე, საუბარი იყო ლეონიდ სლუცკის გათავისუფლებაზე, თუმცა გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი სლუცკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს. The post ხვიჩას წასვლის შემდეგ “რუბინი” პრემიერ ლიგიდან ვარდება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  3. რუსული “ურალიდან” აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე წამოიყვანა. გაგნიძე პოლონურ “რაკუვში” წავიდა, წულუკიძე კი “საბურთალოში” დაბრუნდა, სადაც აღიზარდა. წულუკიძეს არაევროკავშირელის სტატუსის გამო ჯერ “კალსრუეში” ჩაეშალა ტრანსფერი, შემდეგ რუსეთში წასვლიდან 1 კვირაში ომი დაიწყო, ბოლოს კი ისევ საბურთალოში ჩამოსვლა მოუწია. უცნობია, ბიჭებმა კონტრაქტი შეაჩერეს თუ უკვე გაწყვიტეს. The post ლუკა წულუკიძე ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  4. გიორგი მამარდაშვილის მორიგი აღიარება. ქართველი კიპერის სეივი ლა ლიგის 31 ტურში საუკეთესოდ დასახელდა. View the full article
  5. როგორც ევროპული გამოცემა TVP Sport იტყობინება კატალონიის "ბარსელონა" ამ ზაფხულს სერიოზულად გაძლირდება. View the full article
  6. ბრაზილიური "ატლეტიკო სეარენსეს" ფორვარდმა არიმ, რომელიც წლების მანძილზე რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობდა, РБ Спорт-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომი უკრაინაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო. View the full article
  7. ასეთი ბრძოლა სუმოს ისტორიას არ ახსოვს - რა მოხდა ტოჩინოშინისა და შოჰოზანის დაპირისპირებისას View the full article
  8. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. ბიძგების სიმძლავრემ 3.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. The post საქართველოში მიწისძვრა მოხდა appeared first on [/url]. ALIA.GE
  9. უკრაინული მუსიკალური ჯგუფის "ბუმბოკსის" ლიდერი, ანდრეი ხლივნიუკი ოკუპანტებთან ბრძოლის დროს დაიჭრა - ამის შესახებ ინფრომაციას, უკრაინული მედია ავრცელებს. მომღერალს პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს და ახლა თავს კარგად გრძნობს. "ჩემი მსმენელებისთვის რუსეთიდან. ასეთ ნაცისტებს ებრძვით, იდიოტებო", - წერს ანდრეი ხლივნიუკი. tia.ge
  10. სომხეთის პრემიერმინისტრის ოფისის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის საკითხი განიხილა. საქმე ეხება 25 მარტს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც, ოფიციალური ერევნის ცნობით, აზერბაიჯენელმა სამი სომეხი სამხედრო მოკლეს, 14 კი დაშავდა. სომხეთმა რუსი სამშვიდობოებისგან რეაგირება მოითხოვეს. ფაშინიანის ოფისის ცნობით, პუტინთან სატელეფონო საუბრისას ორმა ლიდერმა განიხილა “სიტუაცია, რომელიც მთიან ყარაბაღში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული დანაყოფების შეჭრამ გამოიწვია”. “პრემიერმინისტრმა ფაშინიანმა თქვა, რომ საჭიროა, მოცემულ სიტუაციაში რუსი სამშვიდობოების ქმედებების გამოძიება და ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, რომ რუსმა სამშვიდობოებმა მოითხოვონ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დაბრუნება მათ საწყის პოზიციებზე”. – წერია სატელეფონო საუბრის შიფრში, რომელსაც სომხური მხარე ავრცელებს. განცხადების მიხედვით, ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ “მთიან ყარაბში კრიზისული სიტუაციის გადასაჭრელად ძალისხმევას გასწევენ”. კრემლი ჯერჯერობით სატელეფონო საუბარს არ გამოხმაურებია. The post რისთვის დაურეკა ფაშინიანმა პუტინს? appeared first on [/url]. ALIA.GE
  11. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა. ამ მიზნით იგი ჯერ ქაშვეთის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც დავით რატიანის ცხედარია დასვენებული. შემდეგ კი იგი თემქაზე, მარიამ მეგვიპტელის ეკლესიაშია იმყოფებოდა, სადაც ასევე გიორგი ბერიაშვილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. დავით რატიანსა და გიორგი ბერიაშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. მათი ცხედრები თბილისში 24 მარტს ჩამოასვენეს. დავით რატიანი და გიორგი ბერიაშვილი უკრაინის ქალაქ ირპენში 18 მარტს გარდაიცვალნენ. ორი ყოფილი სპეცრაზმელი უკრაინაში საბრძოლველად მოხალისედ გაემგზავრა. კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბახვა ჩიქობავა, 19 მარტს მარიუპოლში დაიღუპა. მისი გადმოსვენება ამ ეტაპზე ქალაქში მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება. The post დედაქალაქის მერმა რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა appeared first on [/url]. ALIA.GE
  12. კახეთში, 12 წლის გოგონას გათხოვებაში, ბებიამ გასამრჯელო აიღო. "პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ გოგონა, რომელიც ორი წლის წინ 25 წლის მამაკაცს მიათხოვეს, ბებიასთან იზრდებოდა და მისი გათხოვების სანაცვლოდ, ბებიამ სოლიდური თანხა მოითხოვა. გოგოს ახლობელი ჰყვება, რომ შუამავლის როლი მამაკაცის ბიძამ შეასრულა. "ამ გოგოს მამა არ ჰყავს, დედა იმავე სოფელშია გათხოვილი, სადაც ეს ბავშვი გაათხოვეს. პატარა გოგოა, ვერ იტყვი, რომ ტანადია და ასაკი არ ეტყობოდა. ეს ამბავი დედამ გაახმაურა, მაგრამ შვილის გადასარჩენად კი არ იბრძოდა, ბებიამ ფული არ გამინაწილაო, იძახდა. ის გოგო ახლა მგონი თავშესაფარშია და კარგად არისო, ამბობენ“,- ამბობს ახლობელი. "პრაიმტაიმმა“ ასევე გაარკვია, რომ გოგონა, რომელიც ახლა 14 წლისაა, საოჯახო ტიპის თავშესაფარში იმყოფება და სკოლის პროგრამასაც გადის. 12 წლის გოგონას გათხოვების ფაქტზე, გამოძიება ცოტა ხნის წინ დაიწყო. ბრალდების მხარის შუამდგომლობით, მამაკაცს სასამართლომ გირაო შეუფარდა და ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7- დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. წყარო tia.ge
  13. რუსეთის ძალების მიერ გატაცებული ქალაქ სლავუტიჩის მერი იური ფომიჩევი გათავისუფლებულია. უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ცნობით, ქალაქ სლავუტიჩში უკრაინის მხარდამჭერი მშვიდობიანი დემონსტრაცია გრძელდება. მანამდე, კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პავლიუკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები კიევის ოლქის დაქვემდებარებაში არსებულ ქალაქ სლავუტიჩში შეიჭრნენ, დაიკავეს ქალაქის საავადმყოფო და გაიტაცეს მერი იური ფომიჩევი. უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ასევე ჰაერში ცეცხლი გახსნეს უკრაინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე, ასევე ისროლეს შუქ-ხმოვანი ყუმბარა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. tia.ge
  14. უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, ნადიმ ხმალაძემ “tv პირველის” ეთერში განაცხადა, რომ რუსებს ბრძოლა არ შეუძლიათ, მათ ათი კაცისაც კი ეშინიათ. "რუსებს დედა აქვთ ნატირები, მათ ბრძოლა არ შეუძლიათ. რუსებს აქვთ ერთი რამ, რომელიც მალე გაუთავდებათ, ჰაერი, რაღაც ჭურვები, არტილერია. ისინი ვერ შემოდიან პოზიციურ ბრძოლებში, ვერ შემოდიან სახმელეთო ბრძოლებში, ათი კაცისაც კი ეშინიათ. ათ კაცს შეუძლია შეაშინოს მთელი ასეული, - აცხადებს ქართველი მებრძოლი. tia.ge
  15. უკრაინაში, წუხელ კიდევ ერთი მებრძოლი დათო გობეჯიშვილი დაიღუპა. „შევურიგდი პირველ ცოლს”,- ეს არის ქართველი მებრძოლის ბოლო ფოტო სოციალურ ქსელში, რომელიც 51 წლის დათო გობეჯიშვილმა 4 დღის წინ გააზიარა. „ლომო უფალი გფარავდეს, ვერ იშორებ ამ იარაღს“,- ასე ამხნევებდნენ უკრაინაში წასულ დათოს მეგობრები. ქალაქ ირპენში მყოფი მებრძოლის, ზაალ ლატარიას თქმით, 51 წლის დათო გობეჯიშვილი კიევში 4 დღის წინ ჩავიდა. იგი წუხელ ირპენში ძლიერი შეტაკებისას დაიღუპა. ლატარიას თქმით, სოხუმიდან დევნილი დათო გობეჯიშვილი ტყიბულში ცხოვრობდა. The post რა დაწერა ბოლოს სოციალურ ქსელში უკრაინაში გარდაცვლილმა კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა appeared first on [/url]. ALIA.GE
  16. საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 15:00 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. ბიძგები 3.0 მაგნიტუდის სიდიდის იყო. tia.ge
  17. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რაც უფრო გვიან იტყვის მსოფლიო უარს რუსულ რესურსებზე, მით მეტად სავარაუდოა მსოფლიო ომი. „რუსულ ნახშირწყალბადებზე უარის თქმა, გლობალური კომპანიებისთვის რუსული ბაზრების დახურვა, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვები, რუსული მარცვლეულის ჩანაცვლება, რუსული ლობისტებისა და მედიის სრული აკრძალვა ევროპაში, დროის საკითხია. რაც უფრო გვიან გაკეთდება, უფრო სავარაუდოა მსოფლიო ომი და არა მხოლოდ უკრაინაში“, - თქვა პოდოლიაკმა. tia.ge
  18. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკრაინაში იბრძვის, ამირან სალუქვაძეზე წერს: ,,ყველასთან ბოდიში გამოთქმაზე, მაგრამ შევარდნაძისგან მემკვიდრეობით დატოვებული ესეთი სირები “ოპტამ” რომ გავყარე ჯარიდან, იმიტომ რომ არაფრისმაქნისი ან მავნებლები იყვნენ, ექსპერტ-ანალიტიკოს-პეროგაყრილი საზოგადოება ძალიან შემომწყრა. ეხლა ოცნების ექსპერტი გამხდარა გლობალური პოლიტიკის სფეროში. გადახედეთ რას ამბობს და მითხარით თავის დროზე სწორად მოვიქეცი თუ არა.“ ამირან სალუქვაძემ for.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა – „ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲑᲘᲠᲗᲕᲣᲚᲘ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝᲡ ᲚᲘᲓᲔᲠᲘ ᲐᲛᲑᲝᲑᲡ – ᲨᲔᲛᲓᲔᲒᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ, ᲛᲝᲚᲓᲝᲕᲐ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲩᲕᲔᲜ ᲐᲠᲐᲤᲠᲘᲡ ᲗᲐᲕᲘ ᲐᲠ ᲒᲕᲐᲥᲕᲡ, ᲔᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲛᲐᲕᲜᲔᲑᲚᲝᲑᲐ – ᲠᲣᲡᲔᲗᲡ ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ᲣᲑᲘᲫᲒᲔᲑᲡ, ᲛᲘᲓᲘᲗ, ᲒᲐᲐᲒᲠᲫᲔᲚᲔᲗ ᲕᲘᲓᲠᲔ ᲠᲔᲡᲣᲠᲡᲘ ᲒᲔᲧᲝᲤᲐᲗᲝ The post ,,ესეთი სი@ები “ოპტამ” გავყარე ჯარიდან… ეხლა ოცნების ექსპერტი გამხდარა” – ოქრუაშვილი სალუქვაძეზე appeared first on [/url]. ALIA.GE
  19. ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხსა და ამავე საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „მსოფლიოს საპატრიარქომ აღიარა მათი ავტოკეფალია, ასევე რამდენიმე ეკლესიამ. იურიდიულად აღიარებული აქვს რამდენიმეს. ალბათ, ქალბატონმა პრეზიდენტმა არ იცის, შესაძლოა ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს. პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება. ხომ ხედავთ, მსოფლიოში როგორ არის პროცესები, არავინ ვიცით, რა იქნება შემდგომში. თუ აქტუალობა ექნება რაიმე საკითხს, ეს საერთო განხილვის თემა შესაძლოა გახდეს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა. ამასთან, სასულიერო პირმა ჟურნალისტის დასმულ კითხვასაც უპასუხა, რომელიც რუსეთის მხრიდან საპატრიარქოს მართვას ეხებოდა. „საქართველოს საპატრიარქო რუსეთიდან არ იმართება. არც ვფიქრობდი და არც მიფიქრია. ამის თქმა ჩვენი შეურაცხყოფაა“, – დასძინა მეუფე იაკობმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, უკრაინაში ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი იბადება. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „უკრაინასაც თავის დროზე უნდა ეღირსოს საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია“. The post “ალბათ, ქალბატონმა პრეზიდენტმა არ იცის…”-ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი appeared first on [/url]. ALIA.GE
  20. ოკუპირებული ცხინვალის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა უკრაინაში რუსი ოკუპანტების დასახმარებლად დამატებითი ძალები გაგზავნა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს თუ როგორ ტოვებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს სამხედრო ტექნიკა ცოცხალ ძალასთან ერთად. უკრაინაში გაგზავნამდე ფორმიანებს დე ფაქტო პრეზიდენტი შეხვდა. შეგახსენებთ, ცხინვალი ერთი კვირის წინ რუსული სამხედრო ბაზის 5 000-მდე სამხედრომაც დატოვა. tia.ge
  21. რუსი სამხედროები კიევის ოლქის დაქვემდებარებაში არსებულ ქალაქ სლავუტიჩში შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ პავლიუკზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ოკუპანტებმა დაიკავეს ქალაქის საავადმყოფო და გაიტაცეს მერი იური ფომიჩევი. კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ჰაერში ცეცხლი გახსნეს უკრაინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე, ასევე ისროლეს შუქ-ხმოვანი ყუმბარა. პავლიუკის ინფორმაციით, ამის მიუხედავად, დემონსტრაციაზე შეკრებილი ხალხი არ დაშლილა. მოქალაქეები საავადმყოფოსკენ მიემართებიან, რომელიც ოკუპანტებს აქვთ დაკავებული. ქალაქი სლავუტიჩი 1986 წელს არის დაარსებული ჩერნობილის ატომური სადგურის კატასტროფის ზონიდან ევაკუირებულთათვის. The post რუსმა სამხედროებმა სლავუტიჩში აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს appeared first on [/url]. ALIA.GE
  22. გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში წერს: “დედამიწის აბსოლუტურად ყველა ცოცხალ არსებას და ადამიანს განსაკუთრებით ესაჭიროება რესპექტი. აი ამ რესპექტის მიღწევის ორი გზაა: ან ცდილობ უყვარდე საზოგადოებას, პატივს გცემდეს სიკეთისთვის, საქმისთვის ან ცდილობ რომ შიშით შექმნა ეს რესპექტი არის მესამე გზაც და ეს საბჭოეთში ძალიან პოპულარული იყო. ეს იყო გზა, რომელსაც ერქვა: ,,ეს იმის შვილია,, ,,ეს იმის ძმაკაცია,, ,,ეს ამ ქურდის ახლობელია,, და ამგვარი რამ. საქართველოში ეს მესამე გზა ჯერ კიდევ აქტუალურია. ამიტომაც გვყავს ასე ბევრი ობივატელი და რეზილიენტური, ხშირად მონური ფსიქოლოგიის ადამიანები. ,,დიდი კაცის,, ახლონათესავი და მეგობარი თუ არ ხარ, მონობაც ჭრის საქართველოში. ,,დიდი კაცის,, მომხრე თუ არ ხარ, რესპექტულობისათვის მასზე კბენა და ლაფდასხმაც ჭრის საქართველოში იმისთვის, რომ რაღაცას წარმოადგენდე. მოკლედ, დამოუკიდებელი ადამიანები, იქნება ეს კეთილი თუ ბოროტი, იქნება ეს სიყვარულითა და საქმის კეთებით რესპექტულობის მოსურნე, თუ იქნება ეს შიშით რესპექტულობის გზაზე დამდგარი, ადგანან საკუთარ გზას. ადამიანებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ შიშით მიაღწიონ რესპექტულობას, ერთი დიდი ლოგიკური აზროვნების პრობლემა აქვთ, იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ამ სატანური მოძალადის მიმართ რესპექტის გრძნობა ექნებათ, ლოგიკურად და ბუნებრივად მცირდება. ხომ ნათელია, რომ, ბოროტი გზით რესპექტულობისათვის პერმანენტულად უნდა ანადგურო და გამოხშირო საზოგადოება, შენი უახლოესი გარემო.ამიტომაც, ერთადერთი ნაღდი და მდგრადი, სამომავლოდ მდგრადი რესპექტულობა შეუძლია ადამიანს მხოლოდ მისი კეთილი საქმით მიაღწიოს”,- წერს ფრანგიშვილი. The post “დიდი კაცის” ახლო ნათესავი და მეგობარი თუ არ ხარ, მონობაც ჭრის საქართველოში” – იაგო ფრანგიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  23. უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ პუტინის ახლობლებისა და თავად პუტინის მილიარდები ომის შემდგომ უკრაინის აღორძინებას უნდა მოხმარდეს. "სანქციები ყოველდღე უნდა ძლიერდებოდეს. სანამ მათი შედეგი პუტინის მშვიდობისკენ იძულება არ იქნება. პირველ რიგში ეს უნდა იყოს რუსული საქონლით ვაჭრობის აკრძალვა - პირველ რიგში ნავთობი, გაზი, მეტალები, ოქრო და სხვ. დაუშვებელია როდესაც მილიარდი დოლარი შედის ყოველდღე. მილიარდი დოლარი დღესი ეს 300 რუსული ტანკია ან 200 რაკეტა "ისკანდერი". ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ, შევაჩერებთ კიდევაც. და "მარშალის გეგმა", რომელმაც ომისშემდგომი უკრაინის აღორძინებისთვის სანქციების შედეგად გაყინული რუსული რესურსები უნდა გამოიყენოს - რუსი მილიარდერების, პუტინის ახლობლებისა და თავად პუტინის მილიარდები. მეორეა სატრასტო ფონდი, რომელსაც შექმნის თავისუფალი სამყარო. ეს "მარშალის გეგმა", ანუ ბაიდენ-ჯონსონ-მიშელის გეგმა ნამდვილად იქნება რეალიზებული," - აცხადებს პოროშენკო. tia.ge
  24. “რუსეთის მოქალაქემ, რომელსაც ბინა ჰქონდა ნაქირავები ბათუმში, ბინის მეპატრონეს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი და დააჭერინა”, – ამის შესახებ ინფორმაცია “ფეისბუკის” ერთ-ერთ საჯარო ჯგუფში ვრცელდება: “რუსებზე ბინები, რომ მიაქირავეთ, დაფიქსირდა შემთხვევა, 600 დოლარად გააქირავა კაცმა ბინა, 300 დოლარი გადაუხადა, დამატებითად ერთი თვის საფასური კი 2 კვირაში უნდა გადაეხადა, ჯამში 900 დოლარი, მეპატრონემ მიაკითხა ფულის გამოსართმევად და რა ვითარება განვითარდა: ამ რუსმა გამოიძახა პატრული, ქალმა აიწეწა თმები და სექსუალურ შევიწროებაში დადო ბრალი, დააპატიმრეს ეს კაცი და საცოდავს 4 წლიდან 6-მდე ემუქრება სასჯელი. რა დღეში ჩააგდეთ საკუთარი თავი ქართველებო. ქმრები არ გაუშვათ ქირის მოსათხოვნად, ან პოლიცია გაიყოლეთ, რომ შარი არ ნახოთ! ისე ვინც თავისი ქართველი გამოაგდო და რუსი შეუშვა ახია ეგეთ ფულის ხამებისთვის, მაგრამ მაინც მეცოდებით. ახლა ამას არ ავრცელებენ დამალავენ, რომ აჟიოტაჟი არ ატყდეს მოსახლეობაში, წარმატებას გისურვებთ ყველას“, – წერს მაია ბაჩანაშვილი. The post “ქმრები არ გაუშვათ ქირის მოსათხოვნად, ან პოლიცია გაიყოლეთ, რომ შარი არ ნახოთ! ისე,ვინც თავისი ქართველი გამოაგდო და რუსი შეუშვა ახია!!!”-მაია ბაჩანაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  25. ექსპერტი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე წერს: “სალომე ზურაბიშვილს ცალკე “ქართული ოცნება” გადასცემს “ანათემას”, ცალკე – საპატრიარქო. პ.ს. სახელისუფლებო შტოებიდან სალომე ზურაბიშვილი ერთადერთია, რომელმაც ყველაზე ადეკვატური პოზიცია გამოხატა რუსული ეკლესიის მიმართ და ასევე უკრაინის ავტოკეფალიის მიმართ, რაც ძალიან კარგია”, – წერს გამზარდია. The post “ზურაბიშვილი ერთადერთია..!”-გამზარდია appeared first on [/url]. ALIA.GE
×
×
  • შექმენი...