Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. რუსეთის ნაკრების წარმოშობით ქართველი მცველი გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრებისა და რუსული კლუბების ევროტურნირებიდან მოკვეთის გამო საოცრად დამწუხრებულია. “საკვალიფიკაციო მატჩს დიდი ხანი ველოდებოდი. არაფერი არ იყო ჩვენზე დამოკიდებული და ყველაფერი უკვე დამთავრდა. გუშინ არცერთი შეხვედრისთვის არ მიყურებია. ვემზადებით მომავლისთვის, როცა ყველაფერი უკეთესობისკენ წავა, მზად შევხვდეთ. ყველაფერი პროფესიონალურად მიდის, სტანდარტების დაცვით.” “საერთოდ, ძალიან გაბრაზებული ვიყავი იმით, რაც მოხდა. იმ შესაძლებლობების წართმევით, რაც ასე გვსურდა, მაგრამ ჩვენ დიდები ვართ და ვეგუებით. ამჯერად წყნარი ვარჯიში იყო, არავითარი ოფიციალური მატჩი, მეტად აკურატულად. ხვალ ახალგაზრდულ გუნდს ვეთამაშებით. მთავარია, ტრავმა არ არის. ვცადოთ, რა იქნება.” “მსურს ევროპულ ტურნირებზე დაბრუნება, რაც შეიძლება მალე. მჯერა, ეს მალე დამთავრდება. მსურს დავიჯერო, რომ ზაფხულში მაინც”, – განაცხადა ჯიქიამ რუს ჟურნალისტებთან. რუსებს შეუძლიათ ბელარუსის, სირიასა და ჩრდილოეთ კორეის ნაკრებებს გაეჯიბრონ. The post ჯიქია იმედოვნებს, რომ რუსეთის ნაკრებს ზაფხულში ეშველება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  2. რუსეთის მე-4 სატანკო დივიზიის მე-13 სატანკო პოლკის მეთაურმა თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო NEXTA უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, რუსმა მეთაურმა თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა. ამ დროისთვის მე-13 სატანკო პოლკის მეთაურის ვინაობა არ კონკრეტდება. შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. tia.ge
  3. წუხელ ირპენში ძლიერი შეტაკებისას ქართველი მებრძოლი დათო გობეჯიშვილი დაიღუპა. გარდაცვლილის მეგობარი, ზაალ ლატარია ამბობს, რომ 51 წლის დათო გობეჯიშვილი კიევში 4 დღის წინ ჩავიდა. იგი სოხუმიდან არის დევნილი, რომელიც ტყიბულში ცხოვრობდა. "შევურიგდი პირველ ცოლს",- ეს არის ქართველი მებრძოლის ბოლო ფოტო სოციალურ ქსელში, რომელიც 51 წლის დათო გობეჯიშვილმა 4 დღის წინ გააზიარა. tia.ge
  4. p>უკრაინაში, წუხელ კიდევ ერთი მებრძოლი დათო გობეჯიშვილი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინაში მყოფი მებრძოლი ზაალ ლატარია წერს. “რა ვთქვა არ ვიცი. დათო ძმაო შოკში ვარ, კიდევ ერთი ქართველი გმირი დავკარგეთ“,- წერს ზაალ ლატარია. დავით გობეჯიშვილი სოხუმიდან დევნილია. იგი კიევში 4 დღის წინ ჩავიდა. The post უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა appeared first on InterPost.ge. View the full article
  5. გასული ერთი კვირის მონაცემებით, Covid-19-ის ვირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საგრძნობლად იკლო. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 7 დღის განმავლობაში ვირუსი მასწავლებელთა 0,3%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა. უწყების ცნობით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ერთი საჯარო სკოლა იმყოფება. „სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი კი, გასულ კვირაში რისკის ჯგუფის 71-მა მასწავლებელმა გამოთქვა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით კვლავ მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება. პირველი მარტიდან სკოლების პერსონალი კორონავირუსზე კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით მოწმდება. 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში Covid-19-ზე ტესტირების პროცესში ჩართულია სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმი. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.7%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი შერეულ ფორმატში მიმდინარეობს“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში. ამასთან, სკოლებში აქამდე არსებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი. The post განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს appeared first on InterPost.ge. View the full article
  6. ახალგაზრდა გოგონა ნატა ბერიძე ტრაგიკულად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტების იმედი, შოთო სიხარულიძე ავრცელებს. ”ჩვენი ნატა გარდაიცვალა არადა როგორ ვლოცულობდით….. არ მჯერა ვერაფრით ვიჯერებ…” – წერს შოთო. ”გლოვობს ბათუმი… გარდაიცვალა ნატა ბერიძე სახეზე ჩამოაფარეთ რა ახალგაზრდა მოკვდა… მიწისთვის მენანები.. სულ მემახსოვრები ისეთი როგორიც “მასკში” გაგიცანი… ღიმილით ბედნიერებით და სიყვარულით სავსე კურსელებს უნაწილებდი ღიმილებს ბევრი შემიძლია ვისაუბრო შენზე მაგრამ სიტყვებს ვერ ვუყრი თავს ნატალია…..ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ მე შოთო სიხარულიძე ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე.. დღეს მგლოვიარეა ბათუმი ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველა ლამაზი და ბედნიერი დღე ნატა ბერიძეს… მძულდა ეს სამყარო და კიდევ უფრო გამძულდა… სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს… დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის… ტკბილად იძინე… “შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენი გულიანი, კოპწია და ლამაზი ნატა აღარ გვყავს. ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე სწყუროდა, უხაროდა ყველას წარმატება, “ვერ ვიჯერებ შენს ასე ადრე წასვლას. ვერ ვიჯერებ, არც მინდა დავიჯერო. მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე… ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი. თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. ყველანი თავს დაგენაცვლენ, ყველაფერი გაგიკეთეს, მხოლოდ ერთი რამ ვერ შეძლეს _ სიცოცხლე ვერ დაგიბრუნეს… არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი” ————————————————————————————– რომ მცოდნოდა ასე მწარედ იტირებდით, რომ გამეგო სინანული შეგიპყრობდათ, სიკვდილისკენ სანახევროდ გადახრილი დახმარებას მოგანდობდით ჭირისუფალს, ნუ მიტირებთ ცრემლის ზღვაში დავიხრჩობი, მე თქვენამდე ვეღარ მოვალ … რა ვიცოდი სიცოცხლეზე დანატრებულს სიკვდილი თუ ასე მალე გამაქრობდა, უცაბედად დამეხუჭა თვალები და უფლისაგან გზა ზეცისკენ დამელოცა, მაპატიეთ თუ ბევრი რამ ვერ გითხარით, ბედისწერა დიდხანს ვეღარ დამელოდა. ლანდად შენი სახე მუდამ თან დაგვყვება ,ალბათ მონატრება შენი გაგვაგიჟებს, დარდიანი გული უკვე ვეღარ ფეთქავს, უკვე ვეღარ ვუძლებთ, ამდენ ცრემლს და ფიქრებს. ნეტავ ახლა ჩვენთან იყო როგორც ძველად, ამოდენა ტკივილს გული ვეღარ იტევს… ალბათ ღმერთის ნება იყო შენი წასვლა, დამწუხრებულებს ცრემლი შემოგვიტევს, ეხლა ყველაფერი თითქოს გვიანია, ის ყველა წამი თვალწინ გვეხატება, შენი გულისტკენა ყველას გვინანია, ვხვდებით რომ ნატა ძლიერ-ძლიერ გვენატრება…” – წერს შოთო სიხარულიძე. The post “გლოვობს მთელი ბათუმი, ვერაფრით ვიჯერებთ…” – ცნობილია ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგზარდა გოგონას ვინაობა appeared first on InterPost.ge. View the full article
  7. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან სტუმრად, ამხანაგურ მატჩში გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. “მთავარია, რომ გუნდის შენებისას დავეყრდნოთ ჩვენს უნარებს, ძლიერ მხარეებს და გუნდურ სულისკვეთებას. ვიცით, რომ მატჩის განმავლობაში არ გვექნება 15-20 საგოლე მომენტი. ამიტომ, ეფექტიანად უნდა ვიმოქმედოთ, რაც ბუდუ ზივზივაძემ დღეს ძალიან კარგად გააკეთა. როგორც ვთქვი, სათამაშო სისტემაში სიახლეები იყო. ზურიკო დავითაშვილი, უფრო მეტად ნახევარდაცვაზე იყო კონცენტრირებული და ახალ პოზიციაზე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ამხანაგური თამაშები სწორედ სიახლეების გამოსაცდელადაა. ვნახეთ მექვაბიშვილი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში პირველი წუთები მიიღო და იგივე დონეზე იყო, როგორც სხვა მოთამაშეები. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა. გუნდი ახალი სისტემის შენების საინტერესო პროცესშია და ახლა სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებისგან სიურპრიზები არ ყოფილა, მათ იგივე სისტემით ითამაშეს, როგორც ბოლო მატჩები. ვფიქრობ, რომ კარგი თამაში იყო. ასეთი შედეგით მივიღეთ, მაგრამ ასევე შეიძლებოდა 1:1, ან 2:2. ამხანაგურ თამაშებში ვცდით ახალ სისტემას და კმაყოფილი ვარ ფეხბურთელებით. ფეხბურთელებმა კარგი ხასიათი გამოავლინეს. ბედნიერი ვარ ჩემი მოთამაშეებით. შესაძლოა, ზოგჯერ პასი ან დარტყმა არ გამოვიდეს, მაგრამ მათ წარმოუდგენელი ხასიათი და მენტალიტეტი აქვთ. მათთან ერთად მუშაობა ფანტასტიურია. ვფიქრობ, მსაჯებმა რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. აშკარაა, რომ VAR-ის გარეშე ეს უფრო მეტად რთულია. ბოსნია-ჰერცეგოვინის გოლთან ერთად, ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში ჩვენს სასარგებლოდ აშკარა პენალტი არ დაინიშნა. ზოგჯერ, ასეთი გადაწყვეტილება თამაშის სურათს ცვლის და ეს უნდა მივიღოთ. ეს ამხანაგური თამაში იყო და ასეთი შეხვედრები მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენთვის ეს ერთა ლიგისთვის მოსამზადებელი ეტაპია. როგორც გუშინ ვთქვი, შედეგზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ ვთამაშობთ ბურთით ან მის გარეშე. რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალური არ იყო, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვითამაშეთ. საქართველო ძლიერი ქვეყანაა და ქართველი ხალხი მიჩვეულია ბრძოლას და ეს ფეხბურთის თამაშის სტილშიც იგრძნობა. მათ არ ეშინიათ მატჩის დიდი ნაწილის დაცვაში გატარების, როდესაც მათ გამარჯვების გეგმა აქვთ. ჩვენ ეს ვაჩვენეთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში, მაგალითად, შვედეთთან და ესპანეთთან. გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მენტალიტეტი, რადგან ზოგჯერ შეიძლება მეტოქე შენზე ძლიერი იყოს, მაგრამ სწორი მენტალიტეტით კარგი რაღაცების გაკეთებაა შესაძლებელი. ზედიზედ ოთხი მატჩი მოვიგეთ და ეს შესანიშნავია. ვიმედოვნებთ, ეს სერია ალბანეთთან და ერთა ლიგის მატჩებში გაგრძელდება”, – ციტირებს სანიოლის სიტყვებს Nakrebi.ge The post ვილი სანიოლი: ‘ქართველი ხალხი მიჩვეულია ბრძოლას და ეს ფეხბურთშიც იგრძნობა’ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  8. აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარები უკრაინაში დამატებით ძალებად გადაჰყავს. ინფორმაციის ავთენტურობას უკრაინის დაზვერვის მიერ მოპოვებული მასალებიც ადასტურებს, რომელთა განცხადებითაც, რუსეთს დამხმარე ძალები როგორც აფხაზეთიდან, ასევე ე.წ სამხრეთ ოსეთიდანაც მიყავთ. საქართველოში რუსული ჯარები, 2008 წლის აგრესიის შემდგომ იმყოფებოდნენ. The post საქართველოდან რუსეთს ჯარი გაყავს – ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა appeared first on InterPost.ge. View the full article
  9. მტრის ტაქტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. მტერმა ძალისხმევა მიმართა მიმდინარე დანაკარგების შევსებაზე, არსებული დანაყოფების გადაჯგუფებასა და გაძლიერებაზე, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, რუსული ძალები განაგრძობენ საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. „უნდა აღინიშნოს დამატებითი საარტილერიო დანაყოფების გადაადგილება უკრაინის საზღვრისკენ (მონაცემები დასაზუსტებელია),”- აღნიშნულია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ოკუპანტები არ წყვეტენ უკრაინის ქალაქების ხერსონის, ჰენიჩესკის, მელიტოპოლის მაცხოვრებლების წინააღმდეგობის ჩახშობას, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 90% რუსი დამპყრობლების წინააღმდეგია. „რაც შეეხება მტრის მოქმედებებს გარკვეულ ტერიტორიებზე, მტერს არ ჩაუტარებია შეტევითი ოპერაციები ვოლინის მიმართულებით. ამასთან, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილების ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში კვლავ სავარაუდოა. პოლისიას მიმართულებით, მტერი განაგრძობდა ჩვენი ჯარების ნაწილების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას. ჩრდილოეთის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებაზე. მან განაგრძო პოზიციების გაძლიერება და ცეცხლი უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების წინააღმდეგ სლობოჟანსკის მიმართულებით, ქალაქ სუმის მახლობლად, ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო მანამდე ოკუპირებული საზღვრების კონსოლიდაციასა და შენარჩუნებაზე; ქალაქ ხარკოვის მიდამოში მტერი აგრძელებს ჩვენი დანაყოფების ბლოკირების მცდელობებს და ცდილობს განახორციელოს საჩვენებელი მოქმედებები, დააზიანოს ქალაქის ინფრასტრუქტურა და თავდაცვის ობიექტები. ის ცდილობს გაზარდოს ძალისხმევა იზიუმის მიმართულებით დამატებითი დანაყოფებისა და აღჭურვილობის გადაადგილებით. დონეცკის მიმართულებით, მტერი აგრძელებს გადაჯგუფებას შეტევითი ოპერაციების განახლებისთვის, რათა მიაღწიოს დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებს. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ უკრაინის დაცვას როგორც ხმელეთზე, ასევე ჰაერში, თანდათანობით ათავისუფლებენ მას რუსი ოკუპანტებისაგან,”- ნათქვამია ინფორმაციაში. სტატიის წყარო : IPN The post “მტერს უკრაინის საზღვრისკენ დამატებითი საარტილერიო დანაყოფები გადაჰყავს” – უკრაინის გენერალური შტაბი appeared first on InterPost.ge. View the full article
  10. ცნობილი ქართველი მომღერლის, სოფო ბედიას ქმარი მიშა მესხი ცოტახნის წინ გადაცემა ”ფარულ კონვერტს” სტუმრობდა. გადაცემა საკმაოდ სკანდალური გამოვიდა. გადაცემის წამყვანმა, მსახიობმა ია ფარულავამ მიშა მესხს სთხოვა გაეხსნა კონვერტი, სადაც წერია იმ ცნობილი ჟურნალისტის სახელი და გვარი, რომელთანაც კაცს ფარული რომანი ჰქონდა. „ყველა ჩემმა მეგობარმა იცის ეს ისტორია“, – ამბობს გადაცემის ანონსში მიშა მესხი. გაამჟღავნებს თუ არა საყვარელი ქალის ვინაობას ამას მაყურებელი გადაცემაში კვირას იხილავს. The post ფარული რომანი ცნობილ… – რომელ ცნობილ ჟურნალისტთან ჰქონდა რომანი სოფო ბედიას ქმარს? appeared first on InterPost.ge. View the full article
  11. ცოტახნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი მდგრადი განვითარების საკითხებში ანატოლი ჩუბაისი თანამდებობიდან გადადგა და ქვეყანაც დატოვა. ამ გადაწყვეტილებით მან უკრაინაში პუტინის ომი გააპროტესტა. ყოფილი ფინანსთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი რუსეთში შესაძლოა აღარ დაბრუნდეს. ლელა კაკულიას ანატოლი ჩუბაისის შესახებაც აქვს ჩაწერილი წინასწარმეტყველებები, ვინაიდან ამ პიროვნებამ დიდი როლი უნდა შეასრულოს რუსეთში ახალი პრეზიდენტის მოყვანაში. რამდენიმე ძველ წინასწარმეტყველებას შეგახსენებთ. 1996 წელი, 22 ნოემბერი რუსეთში დიდი გადატრიალება მზადდება. ჩუბაისი შეიძლება მოვიდეს პრეზიდენტის მრჩევლის პოსტზე, მაგრამ პრეზიდენტი არასდროს გახდება. პრეზიდენტი სხვა იქნება. 2000 წელი, 21 მარტი რუსეთის პრეზიდენტი პუტინი განწირულია. მისი პოლიტიკა არ გაამართლებს, იმიტომ, რომ იგი არ არის პოლიტიკოსი. ის მეომარია. არც არავის დაუგდებს ყურს, იგი დიქტატორია. დაერევა „დუმას“, არ მისცემს არავის მისი ლანძღვის საშუალებას – პირდაპირ სამაგიეროს გადაუხდის. რუსეთის მთავრობა შეირყევა. თავიდან მოსწონთ მისი ნაბიჯები, მერე კი ყველა გამწარდება. ამაზე პრესაც ალაპარაკდება. ევროპასა და ამერიკასაც გააღიზიანებს, ძალიან გათავხედდება, ბევრს გადაიმტერებს. ამ პიროვნებაში მიძინებული სატანაა. ვაი ყველას! იგი დიდ დარტყმას მიაყენებს არა მარტო მთავრობას – კრემლს, არამედ რუს ხალხსაც. ომს არ ამთავრებს, „ომი მოსწონს!“ – ასე იტყვიან კიდეც. ბევრს დაიპირისპირებს და მტრად გაიხდის ძლიერებს ამ ქვეყნისა. ჰოდა, აქედან დაიწყება ყველაფერი. პუტინი არც კომუნისტებს მოსწონთ მომავალში, არც დემოკრატებს და არც ანარქისტებს. და აი, აქ უცებ გამოჩნდება ჩუბაისი; თავად სურს თუ არა, ამოტივტივდება. მას უზარმაზარი, დიდი ფული აქვს. ეს ერთადერთი ადამიანია, ვინც გაუწევს წინააღმდეგობას პრეზიდენტ პუტინს და მოუგებს კიდეც ასი პროცენტით. მოგვიანებით არენაზე, თვითონაც რომ არ ელის, ისე, ჩნდება რუსეთის პრეზიდენტად ნაწინასწარმეტყველები კაცი…“ – წერდა ლელა კაკულია. The post ”და აი აქ უცებ გამოჩდნება… ეს ერთადერთი ადამიანია, ვინც გაუწევს წინააღმდეგობას პუტინს და მოუგებს კიდეც…” – რას ხედავს ლელა კაკულია? appeared first on InterPost.ge. View the full article
  12. ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების კაპიტანმა ედინ ჯეკომ საკუთარ მოედანზე საქართველოსთან ამხანაგურ მატჩში განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, ვილი სანიოლის გუნდმა მეტოქე ბუდუ ზივზივაძის გოლის წყალობით დაამარცხა. “რა უნდა ვთქვა? მათ ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს და გოლი გაიტანეს. თუმცა, დღეს ფეხბურთის თამაში ყველას შეუძლია და მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. მოედანზე გადაადგილებაში პრობლემები გვქონდა, რისკებზე არ მივდიოდით, ფეხბურთს კი რისკების გარეშე არ თამაშობენ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში გაცილებით კარგები ვიყავით. გოლების გასატანად შანსები გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი გამოგვივიდა”, – განაცხადა ჯეკომ. The post ჯეკო: “რა უნდა ვთქვა? ქართველებმა ერთადერთი რეალური მომენტი შექმნეს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  13. გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევები. REZONANSI
  14. მიუსაფარი ცხოველებისთვის ქარელის მერიამ 54 000 ლარი გამოყო. REZONANSI
  15. ქარელში ,,სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში 940 000 ლარი გამოიყო. REZONANSI
  16. “ბარსელონას” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მიუნხენის “ბაიერნიდან” რობერტ ლევანდოვსკის გადმობირება სურს. პორტალი Sport.es იუწყება, რომ კატალონიელები მზად არიან, პოლონელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გაიღონ, თუმცა შესაძლოა, შეთავაზებული თანხა 60 მილიონამდე გაზარდონ. შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკის “ბაიერნთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. კლუბი მასთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს და მომატებულ ხელფასსაც სთავაზობს. პოლონელი ფეხბურთელი ბავარიული გუნდის ღირსებას 2014 წლიდან იცავს. ლევანდოვსკიმ გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 27 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. The post “ბარსელონამ” ლევანდოვსკის ტრანსფერისთვის თანხა დაასახელა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  17. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი რუსული გაზის შესყიდვის საკითხთან დაკავშირებით რადიკალურ ნაბიჯებს ვერ გადადგამს. „ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთისგან ვყიდულობთ. ამასთანავე, რუსეთთან ერთად ატომურ ელექტროსადგურს ვაშენებთ. ამ საკითხს განზე ვერ გადავდებთ. ასე რომ, აქ ვერაფერს ვიზამთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სენსიტიურობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში. მეორეც, მე ვერ შევაჩერებ ჩვენს ინდუსტრიას“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. REZONANSI
  18. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 300-მდე დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის. იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც ექვსთვიანი ვადა მიეცათ. 2022-2024 წლებში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 5000 ოჯახი განსახლდება. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით, კომისიის სხდომები ყოველთვიურად იმართება. „სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის, იხილეთ ამ ბმულზე. REZONANSI
  19. ქალაქ ბარსელონის უბნის, გრასიის ბოშათა ასოციაციის წევრები უკრაინელი ლტოლვილებისთვის საკვების ჩასატანად და მათ წამოსაყვანად კრაკოვში ჩავიდნენ. ამ ამბის შესახებ შეიტყო “პარი სენ-ჟერმენის” კიპერმა კეილორ ნავასმა, რომელმაც საკუთარ სახლში 30 უკრაინელის დაბინავება გადაწყვიტა. Diario SPORT-ის ცნობით, კოსტა-რიკელმა მეკარემ იმ დარბაზში, სადაც კინოთეატრი ჰქონდა მოწყობილი, უკრაინელი ლტოლვილებისთვის 30 საწოლი დადგა, ფეხბურთელის მეუღლემ მათთვის კერძები მოამზადა და სტუმრებს ტანსაცმელი გადასცა. ნავასმა ევანგელისტური ლოცვა უკრაინელებთან ერთად შეასრულა. The post კეილორ ნავასმა საკუთარ სახლში 30 უკრაინელი ლტოლვილი დააბინავა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  20. არ შეიძლება დღეს არ გავიხსენო ის, რაც უკრაინაში ხდება. რეალურად იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი. ალბათ, მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ ეკლესიის ავტოკეფალია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, შესაძლოა ავტოკეფალიის აღდგენის გარეშე საქართველო დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო არ ყოფილიყო. „რომ არა ავტოკეფალიის აღდგენა, ალბათ არც დამოუკიდებლობის აღდგენა არ იქნებოდა. დღეს არ ვიქნებოდით, როგორც ერთ-ერთი დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო. არ შეიძლება დღეს არ გავიხსენო ის, რაც უკრაინაში ხდება. რეალურად იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი. ალბათ, მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია, რამეთუ რუსეთმა ყველა მორალური უფლება დაკარგა, იყოს ერთმორწმუნე რომელიმე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიისა“,-აღნიშნავს პრეზიდენტი. REZONANSI
  21. ვლადიმირ ჟირინოვსკის გარდაცვალების ცნობას მის პარტიაში უარყოფენ და ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ ჩივილს აპირებენ. რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია გენერალურ პროკურატურას მიმართავს. როგორც პარტიის პრესსამსახურში ამბობენ ისინი ამზადებენ სარჩელებს ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ. რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა სენატორ ალექსანდრ პრონიუშკინს, რომელმაც ინფორმაცია გაავრცელა ჟირინოვსკის სიკვდილის შესახებ მანდატის დატოვებისკენ მოუწოდა. REZONANSI
  22. რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა უარყო სენატორ ალექსანდრე პრონიუშკინის განცხადება რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, ვლადიმირ ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ. “მინდა, დავამშვიდო ყველა, ვინც ვლადიმირ ვოლფოვიჩ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიცდის. ის ცოცხალია. მისი მდგომარეობა მართლაც მძიმეა. დღეს მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. ჩვენ მასზე ვღელავთ, ექიმები იბრძვიან. ის თავად ძალიან ყოჩაღია. ვუსურვოთ მას მალე გამოჯანმრთელება”, – წერს პოლიტიკოსი ტელეგრამის არხზე. მანამდე ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა სენატორმა ალექსანდრე პრონიუშკინმა. 75 წლის ჟირინოვსკი კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის დიაგნოზით 2 თებერვლიდან იმყოფება მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. უკანასკნელ დღეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება და ხელოვნურ კომაში იმყოფება. The post ვლადიმერ ჟირინოვსკი მოკვდა – ინფორმაცია ტელეგრამში ვრცელდება appeared first on InterPost.ge. View the full article
  23. დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარე საზეიმო წირვა-ლოცვას მთავრობის მეთაური, პრეზიდენტი და პოლიტიკოსები ესწრებიან. REZONANSI
  24. მედიის ცნობით, რუსი პოლიტიკოსი ვლადიმირ ჟირინოვსკი გარდაიცვალა. ის 75 წლის იყო. ბოლო პერიოდი ის კორონავირუსის გართულების გამო ჰოსპიტალიზირებული იყო და რამდენიმე დღიან კომაშიც იმყოფებოდა. REZONANSI
  25. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან ერთი თვე გავიდა. REZONANSI
×
×
  • შექმენი...