Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. ავიაბაზა საავიაციო, საჰაერო ბაზა. აეროდრომი მასზე განლაგებული საწყობებითა და სარემონტო სახელოსნოებით, რომლებიც საავიაციო ნაწილებს ემსახურება.
  2. ავია რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი. ნიშნავს: საავიაციოს, საჰაეროს. მაგ: ავიაბაზა, ავიაფოსტა.
  3. ავთენტიკური [ბერძ. Authentikos თვითმყოფი] - ნამდვილი, სარწმუნო, პირველწყაროზე დამყარებული, დედნის შესაბამისი.
  4. ავესტა ზოროასტრის სარწმუნოების წმინდა წიგნების კრებული (ადგენდნენ ძვ. წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნებამდე), გავრცელებული იყო სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში.
  5. ავერსი [ფრანგ. Avers] - ლითონის ფულის ან მედლის წინა მხარე, შუბლი (საპირისპ. რევერსი).
  6. ავენიუ [ფრანგ. Avenue] - საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და ზოგი სხვა ქვეყნის ქალაქებში: ფართო ქუჩა, რომლის გაყოლებაზედაც, ჩვეულებრივ ხეებია დარგული, პროსპექტი.
  7. ავენიდა [ესპ. Avenida] - ესპანეთის, პორტუგალიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ქალაქებში: ხეივანი, პროსპექტი, ავენიუ.
  8. ავდიომეტრი იხ. აუდიომეტრი.
  9. ავგუსტინი "მათხოვარი" კათოლიკე ბერ-მონაზვნების ორდენი, დაარსდა მე-13 ს. [ქრისტიანი ღვთისმეტყველის და ფილოსოფოსის ავგუსტინე ნეტარის (მე-4-5 ს.) სახელის მიხედვით, რომელსაც მცდარად მიაწერენ მათი წესდების შედგენას].
  10. ავგუსტი [ლათ. Augustussimus უწმიდესი (რომაელი იმპერატორების ტიტული)]: ტიტული, რომელიც ერთვოდა იმპერატორის ოჯახის წევრების საზოგადო (და არა საკუთარ) სახელებს. მაგ: უავგუსტოესი მონარქი.
  11. ავგური [ლათ. Augur] - ძველ რომში: ქურუმი, რომელიც წინასწარმეტყველებდა ფრინველთა ფრენისა და ხმის მიხედვით. ავგურის ღიმილი - ითქმის ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ერთმანეთს პირში ატყუებენ [ციცერონის მიხედვით, უკვე მის დროს (I საუკ. ძვ. წელთაღრ.) ეღიმებოდათ ავგურთა წინასწარმეტყველებაზე].
  12. ავგიტი [ბერძ. Auge ბრწყინვა] - ფართოდ გავრცელებული მინერალი, შედის გრანიტის, ბაზალტისა და სხვათა შემადგენლობაში.
  13. ავგია ავგიას თავლა - იტყვიან ძალიან დაგვიანებული, მოუვლელი ადგილის შესახებ [ბერძნულ მითოლოგიაში: მეფე ავგიას (Augeias-ის) თავლა, რომელიც არ იწმინდებოდა 30 წლის განმავლობაში და ძალიან იყო დანაგვიანებულ-გასვრილი, გაწმინდა ჰერაკლემ (ჰერკულესმა) ერთ დღეში].
  14. ავარია [იტალ. Avaria] - რაიმე მანქანის, მექანიზმის (მაგ: თვითმფრინავის, ავტომანქანის) დაზიანება, რაც სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისათვის.
  15. ავანტიურისტი ავანტიურის წამომწყები ან მონაწილე, უპრინციპო საქმოსანი.
  16. ავანტიურინი [ფრანგ. Aventurine] - ბრჭყვიალა ფერადი კვარცი, იყენებენ სხვადასხვა სამკაულის დასამზადებლად.
  17. ავანტიურიზმი ავანტიურისადმი მიდრეკილება, უპერსპექტივო, უპრინციპო მოქმედება, წამოწყებული ადვილი წარმატების მიღწევის იმედით.
  18. ავანტიურა [ფრანგ. Aventure] - 1. უპერსპექტივოდ, რეალური ძალებისა და პირობების გაუთვალისწინებელად, შემთხვევითი წარმატების იმედით წამოყენებული საქმე. 2. თავგადასავალი, ჩვეულებრივ საძრახისი.
  19. ავანტაჟი [ფრანგ. Avantage] - სარგებლობა, ხეირი.
  20. ავანსცენა [ფრანგ. Avant Scne] - სცენის ნაწილი, რომელიც ფარდის წინ არის გამოწეული.
  21. ავანსი [ფრანგ. Avance] - მისაღები თანხის ნაწილი, რომელსაც წინასწარ უხდიან ვისმე შესასრულებელი სამუშაოს ანგარიშში.
  22. ავანპოსტი [ფრანგ. Avant Poste] - ზოგი ქვეყნის არმიებში: მოწინავე სადარაჯო პოსტი, რომელიც იცავს დასასვენებლად განლაგებულ ან დაცვაზე მყოფ ჯარს მტრის მოულოდნელი თავდასხმისაგან.
  23. ავანპორტი [ფრანგ. Aavant Port] - პორტის გარეთა ნაწილი, სადაც გემები ღუზით დგებიან და ხდება მათი დატვირთვა-გადმოტვირთვა.
  24. ავანლოჟა [ფრანგ. Avant წინა და Loge ლოჟა] - თეატრებში: პატარა ოთახი, რომელიც ლოჟას ეკვრის.
  25. ავანზალი [ფრანგ. Avant წინა და Salle დარბაზი] - დიდ შენობებში, სასახლეებში: მომცრო დარბაზი, ოთახი მთავარი დარბაზის წინ.
×
×
  • შექმენი...