Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. ავტოჰემოთერაპია მკურნალობის წესი - ავადმყოფის კუნთში მისივე ვენიდან აღებული სისხლის შეყვანა (იხ. ჰემოთერაპია).
  2. ავტოცისტერნა ავტომობილი, რომლის ძარაც ცისტერნას წარმოადგენს.
  3. ავტოქრომი ფოტოგრაფიული ფირფიტა, რომელზედაც გადაღებისა და სპეციალური დამუშავების შემდეგ გამოდის მრავალფერადი გამოსახულება.
  4. ავტოქორები [ბერძ. Autos თვით და Choreo მივდივარ, წინ მივიწევ] - მცენარეები, რომლებიც ვრცელდებიან გარე ფაქტორთა ზემოქმედების გარეშე: გახეთქილი მწიფე ნაყოფიდან თესლის გატყორცნით, ნიადაგში ნაყოფის თვითჩამარხვის გზით და სხვ. (შდრ. ალოქორები).
  5. ავტოქთონური ადგილობრივი წარმოშობისა (ქანები: ნახშირი, თიხა და სხვა). შდრ. ავტოქთონები.
  6. ავტოქთონები [ბერძ. Autochthones] - ამა თუ იმ ქვეყნის ძველისძველი მკვიდრი მოსახლეობა, აბორიგენები.
  7. ავტოფსია [ბერძ. Autos თვით და Opsis შეხედვა, თვალის მიპყრობა] - გვამის გაკვეთა სიკვდილის მიზეზების დასადგენად.
  8. ავტოტროფული [ბერძ. Autos თვით და Trophe საკვები]: ავტოტროფული ორგანიზმები - ორგანიზმები, რომლებიც იკვებებიან მხოლოდ არაორგანული ნივთიერებებით და მათგან წარმოქმნიან ორგანულ ნივთიერებებს, ასეთ ორგანიზმებს განეკუთვნებიან მწვანე მცენარეები და ზოგი ბაქტერია (შდრ. ჰეტეროტროფული ორგანიზმები).
  9. ავტოტროპიზმი მცენარის თვისება - გასწორდეს მოღუნვის, დახრის შემდეგ.
  10. ავტოტრანსფუზია [ბერძ. Autos თვით და ლათ. Transfusio გადასხმა] - ავადმყოფისათვის თავისივე სისხლის გადასხმა.
  11. ავტოტრანსპორტი საავტომობილო ტრანსპორტი.
  12. ავტოტომია [ბერძ. Autos თვით და Tome გაკვეთა] - ზოგი ცხოველის თვისება - ძლიერი გაღიზიანების დროს თვითონ მოიცილოს სხეულის ესა თუ ის ნაწილი (მაგ: გასაჭირში ჩავარდნილ ხვლიკს შეუძლია თავისი კუდის მოწყვეტა), თვითდასახიჩრება.
  13. ავტოტიპია [ბერძ. Autos თვით და Typos ანაბეჭდი] - 1. ფოტომექანიკური საშუალება გამოსახულების (ნახატის, ფოტოსურათის და მისთ.) მიღებისა და კლიშეს დამზადებისა. 2. ასეთი კლიშედან აღებული ანაბეჭდი.
  14. ავტოტიპი ავტოტიპით შესრულებული თავდაპირველი ანაბეჭდი.
  15. ავტოსტრადა [იტალ. Autostrada] - თანამედროვე ტიპის საგანგებოდ ნაშენები გზა ავტომობილების შეუფერხებელი და სწრაფი მოძრაობისათვის, აქვს სპეციალურად მოწყობილი შესასვლელები და გამოსასვლელები და არ არის გადაკვეთილი სხვა გზებით.
  16. ავტოსტოპი 1. მოწყობილობა მატარებლის ავტომატურად გასაჩერებლად დაკეტილ საგზაო სიგნალთან მიახლოებისას. 2. ბევრ ქვეყანაში გავრცელებული წესი, რომლის მიხედვითაც მოგზაურები გზად მიმავალ ავტომობილს ხელის აწევით აჩერებენ და გაჰყვებიან გარკვეულ პუნქტამდე. დანიშნულების ადგილას მისვლამდე შეიძლება ბევრი ავტომობილი გამოიცვალონ (ასეთი წესით მოგზაურებს ავტომანქანების პატრონები ფასს არ ახდევინებენ).
  17. ავტოსეროთერაპია [ბერძ. Autos თვით, თვითონ, Serum შრატი და (იხ. თერაპია)] - ავადმყოფის მკურნალობა თავისივე სისხლის შრატის კანქვეშ შეშხაპუნებით.
  18. ავტოსერვისი ავტომობილების მომსახურება.
  19. ავტოსალონი ავტომობილების საერთაშორისო გამოფენა.
  20. ავტოროდეო იხ. როდეო
  21. ავტორიტეტი [გერმ. Auroritat] - 1. საყოველთაოდ აღიარებული გავლენა, მნიშვნელობა. 2. პირი, რომელსაც ასეთი გავლენა აქვს მოპოვებული.
  22. ავტორიტარული [ფრანგ. Autoritaire მბრძანებლური ლათ] - რაც დამყარებულია ავტორიტეტისადმი, ხელისუფლებისადმი უსიტყვო მორჩილებაზე.
  23. ავტორიზებული [ფრანგ. Autoriser ნებართვის, უფლების მიცემა] - ავტორის მიერ ნებადართული ან მოწონებული თარგმანი.
  24. ავტორი [ლათ. Auctor შემქმნელი, შემოქმედი] - შემქმნელი რაიმე ნაწარმოებისა (მხატვრულისა, მეცნიერულისა, მუსიკალურისა) ან რაიმე პროექტისა, გამოგონებისა და სხვ.
  25. ავტორეფერატი რაიმე (ჩვეულებრივ, მეცნიერული) შრომის რეფერატი, დაწერილი თვით ავტორის მიერ.
×
×
  • შექმენი...