Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. ავტორალი იხ. რალი.
  2. ავტოჟირი [ფრანგ. Autogyre ბერძ] - ძველებური შვეულმფრენი.
  3. ავტოპორტრეტი მხატვრის მიერ დახატული თავისი პორტრეტი.
  4. ავტოპლასტიკა ქსოვილების გადანერგვა სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეზე რაიმე დეფექტის გამოსასწორებლად.
  5. ავტოპილოტი მოწყობილობა საფრენი აპარატის (თვითმფრინავის და მისთ) ავტომატური მართვისათვის.
  6. ავტონომიური 1. ავტონომიის მქონე, თვითმართველი. მაგ: ავტონომიური რესპუბლიკა. 2. რაც დაკავშირებული, მიერთებული არ არის მის გარეშე მყოფ ენერგიის წყაროსთან, თავისით მოქმედი.
  7. ავტონომისტი ავტონომიის მომხრე.
  8. ავტონომია [ბერძ. Autonomia] - რომელიმე ქვეყნის, მხარის, ოლქის უფლება - ჰქონდეს საკუთარი მართვა-გამგეობა, თვითმართველობა.
  9. ავტონიმი [ბერძ. Autos თვით და Onoma (ან Onyma) სახელი] - ნამდვილი სახელი ავტორისა, რომელიც ფსევდონიმით წერს.
  10. ავტომოტრისა [ფრანგ. Automotrice] - თვითმავალი სამგზავრო ვაგონი, რომელიც მოძრაობს შიგაწვის ძრავათი რელსიან გზაზე. ჩვეულებრივ მიბმული აქვს ერთი ან ორი ვაგონი და მასთან (მათთან) ერთად ქმნის სექციას. რამდენიმე სექციისაგან დგება მატარებელი.
  11. ავტომობილისტი პირი, რომელიც ავტომობილიზმს მისდევს.
  12. ავტომობილიზმი [ფრანგ. Automobilisme] - 1. საავტომობილო სპორტი. 2. საავტომობილო საქმე.
  13. ავტომობილი [ფრანგ. Automobile] - ადამიანთა გადასაყვანი (მსუბუქი) ან ტვირთის გადასატანი (სატვირთო) მანქანა, რომელიც შიგაწვის ძრავათი მოძრაობს ურელსო გზებზე.
  14. ავტომატური 1. ავტომატით მოწყობილი, თავისით მოქმედი. ავტომატური კალმისტარი - კალმისტარი, რომელიც წერს მის კორპუსში ჩასხმული მელნით. 2. არაცნობიერი, მექანიკური, (მაგ. მოძრაობა).
  15. ავტომატიკა 1. ტექნიკის დარგი, რომელიც გამოიმუშავებს წარმოების ავტომატიზაციის მეთოდებს. 2. ავტომატურად მოქმედი მექანიზმების მოწყობილობათა ერთობლიობა.
  16. ავტომატიზმი მექანიკური, შეუგნებელი, არაცნობიერი მოქმედება.
  17. ავტომატიზაცია ავტომატებით აღჭურვა საწარმოო პროცესისა.
  18. ავტომატი [ბერძ. Automatos თვითმოძრავი] - 1. აპარატი, რომელიც ამოქმედების შემდეგ რაიმე სამუშაოს ასრულებს თავისით, ადამიანის ჩაურევლად, შიდა მექანიზმის საშუალებით. 2. ერთგვარი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ჩახმახის ერთი გამოკვრის შემდეგ ავტომატურად ისვრის, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი.
  19. ავტოლოგია [ბერძ. Autos თვით და Logos სიტყვა] - სიტყვის ხმარება პირდაპირი მნიშვნელობით (ფიგურალური ხმარების ან გადატანითი მნიშვნელობის საპირისპიროდ).
  20. ავტოლითოგრაფია ლითოგრაფიის ერთ-ერთი სახე, როდესაც ნახატი ქვაზე გადააქვს თვით მხატვარს და არა ოსტატ-ლითოგრაფს.
  21. ავტოლიზი [ბერძ. Autos თვით და Lysis გახსნა] - ორგანიზმის ქსოვილების დაშლა ამ ქსოვილებში არსებული ფერმენტების მოქმედების შედეგად.
  22. ავტოლი ავტომობილისა და ტრაქტორის ძრავას საპოხი ზეთი, რომელსაც ნავთობისაგან იღებენ.
  23. ავტოკრატია [ბერძ. Autokrateia] - ქვეყნის მართვის ისეთი სისტემა, რომლის დროსაც მთელი უმაღლესი ძალაუფლება ერთი პირის ხელშია მოქცეული შეუზღუდავად. თვითმპყრობელობა, აბსოლუტიზმი.
  24. ავტოკრატი [ბერძ. Autorates] - შეუზღუდველი მმართველი ქვეყნისა, თვითმპყრობელი.
  25. ავტოკოლონა ავტომობილების კოლონა.
×
×
  • შექმენი...