Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. ავტოკლავი [ფრანგ. Autoclave] - ჰერმეტულად დახურული ლითონის ჭურჭელი, რომელშიც წყალს ან სხვა რამ სითხეს აცხელებენ მაღალი წნევის პირობებში, იყენებენ სხვადასხვა ფიზიკური ან ქიმიური პროცესის განსახორციელებლად, ქირურგიული ხელსაწყოების და შესახვევი მასალის სტერილიზაციისათვის.
  2. ავტოკეფალია [ბერძ. Autos თვით და Kephale თავი] - მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა.
  3. ავტოკატალიზი ქიმიური რეაქციის დაჩქარება რეაქციის პროდუქტის გავლენით.
  4. ავტოკარი [ინგლ. Autocar ავტომობილი] - 1. ერთგვარი პატარა ავტომობილი. 2. პატარა თვითმოძრავი ურიკა.
  5. ავტოვაქცინა ვაქცინა, დამზადებული იმ ავადმყოფისაგან აღებული ბაქტერიებით, რომლის სამკურნალოდაცაა იგი დანიშნული.
  6. ავტოდრომი [ფრანგ. Autodrome] - სპეციალური მოედანი, სადაც ხდება ავტომობილებით შეჯიბრება ან ავტომობილების გამოცდა.
  7. ავტოდრეზინა დრეზინა, რომელიც მოძრაობს ავტომობილის ძრავას საშუალებით.
  8. ავტოდიდაქტი [ბერძ. Autodidaktos] - პირი, რომელმაც სკოლის გარეშე, მასწავლებლის დაუხმარებლად მიიღო ცოდნა, განათლება, თვითნასწავლი.
  9. ავტოდაფე იხ. აუტოდაფე.
  10. ავტოგრაფია ზუსტად, ზედმიწევნით გადაღება ვისიმე ხელისა, ნახაზისა ან ნახატისა.
  11. ავტოგრაფი [ბერძ. Autographos] - 1. რაიმე ნაწარმოების ხელნაწერი, თვით ავტორის ხელით შესრულებული. 2. საკუთარი ხელით გაკეთებული წარწერა სურათზე, წიგნზე და სხვ. საკუთარი ხელმოწერა.
  12. ავტოგრავიურა გრავიურა, რომელიც შესრულებულია ხეზე (ლინოლეუმზე, ლითონზე) თვით მხატვრის (ნაწარმოების ავტორის) მიერ.
  13. ავტოგენური [ბერძ. Autogenes თვითნაბადი, თავისით გაჩენილი]
  14. ავტოგენეზი [ბერძ. Autos თვით და Genesis წარმოშობა] - იდეალისტური თეორია, რომლის მიხედვითაც ორგანიზმების ევოლუცია ხდება ვითომდა შინაგანი, არამეტერიალური ფაქტორების ზეგავლენით.
  15. ავტოგამია [ბერძ. Autos თვით და Gramos შეუღლება] - ერთუჯრედიანი ორგანიზმების ისეთი განაყოფიერება, როდესაც ერთმანეთს ეწყმის არა ორი უჯრედი, არამედ ერთ უჯრედში არსებული ორი ბირთვი. ასე ნაყოფიერდება, მაგ: ამება, რომელიც პარაზიტობს ადამიანის ნაწლავებში.
  16. ავტობუსი [ფრანგ. Autobus ფრანგ. Auto (Mobile) ავტომობილი და ლათ. Bus ყველასათვის] - მრავალადგილიანი სამგზავრო ავტომობილი.
  17. ავტობლოკირება მატარებელთა მოძრაობის რეგულირება ავტომატურად მოქმედ შუქნიშანთა სისტემის საშუალებით.
  18. ავტობიოგრაფია საკუთარი ბიოგრაფია. ვისიმე მიერ თავისი ცხოვრების აღწერა.
  19. ავტობანი იხ. აუტობანი.
  20. ავტობაზა საავტომობილო ბაზა. ავტომობილების დასაყენებელი ადგილი, სადაც მათ უვლიან, არემონტებენ და საწვავითა და სათადარიგო ნაწილებით ამარაგებენ.
  21. ავტო 3 რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი. ნიშნავს: ავტომატურს, მაგ: ავტოკალამი. ავტოპილოტი.
  22. ავტო 2 რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი. ნიშნავს: ავტომობილისას, საავტომობილოს. მაგ: ავტოტრანსპორტი. ავტომანქანა. ავტოკოლონა. ავტოსტრადა.
  23. ავტო 1 [ბერძ. Autos თვით] - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი. ნიშნავს: თვით, თავისი. მაგ: ავტობიოგრაფია. ავტონომია. ავტომატი. ავტომობილი.
  24. ავტო [გერმ. Auto ფრანგ. Auto] - იგივეა, რაც ავტომობილი.
  25. ავტარკია [ბერძ. Autarkeia თვითდაკმაყოფილება, დამოუკიდებლობა] - 1. იმპერიალისტური ქვეყნების აგრესიული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს იმპორტის განვითარებას. 2. ანტიკურ (კერძოდ, სტოიკოსების) ფილოსოფიაში: პრინციპი, რომლის მიხედვითაც ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს სათნოება.
×
×
  • შექმენი...