Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. აგრო [ბერძ. Agros მინდორი] - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს აგრონომიასთან დაკავშირებულს, აგრონომიულს. მაგ: აგრომინიმუმი, აგროპუნქტი.
  2. აგრიკულტურა [ლათ. Agricultura მიწათმოქმედება] - რაციონალური, გაუმჯობესებული მოწათმოქმედება (კერძოდ, მემინდვრეობა).
  3. აგრესორი აგრესიის ჩამდენი, თავდამსხმელი, დაპყრობითი ომის გამჩაღებელი პირი ან ქვეყანა.
  4. აგრესიული აგრესიის ხასიათის მქონე, თავდასხმითი, დაპყრობითი (მაგ: პოლიტიკა). თავდამსხმელი, დამპყრობელი (მაგ: ქვეყანა).
  5. აგრესია [ლათ. Aggressio შეტევა თავდასხმა] - ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული თავდასხმა სხვა ქვეყანაზე მისი დაპყრობის მიზნით.
  6. აგრეჟე [ფრანგ. Agrege] - საფრანგეთში, სამეცნიერო ხარისხი, რომლის მქონეს უფლება აქვს იმასწავლებლოს ლიცეუმში და აგრეთვე უმაღლეს სასწავლებელში.
  7. აგრემანი [ფრანგ. Agrement თანხმობა] - ერთი სახელმწიფოს მთავრობის თანხმობა - მიიღოს თავის ქვეყანაში მეორე სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენელი.
  8. აგრეგატული ნივთიერების გარეგატული მდგომარეობა - (ფიზიკაში) ნივთიერების ერთ-ერთი ფიზიკური მდგომარეობა (მყარი, თხევადი ან გაზისებური).
  9. აგრეგატი [ლათ. Aggregatus შეერთებული, მიერთებული] - 1. რთული მანქანა, რომელიც შედგება ერთმანეთთან შეერთებული სხვადასხვა ტიპის რამდენიმე მანქანისაგან. 2. ქანი, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა მინერალის შენაერთს. 3. სხვადასხვა ნაწილაკის ან საგნის მექანიკური შენაერთი.
  10. აგრაფია წერის უნარის დაკარგვა სრულიად ან ნაწილობრივ (თავის ტვინის დაავადების გამო).
  11. აგრაფი [ფრანგ. Agrafe] - 1. ლითონის სამკაული - ტანისამოსზე გასაკეთებელი ერთგვარი ბალთა, აბზინდა. 2. თაღის ცენტრში დატანებული ქვა ("თაღის კლიტე") ჩვეულებრივ მოჩუქურთმებული.
  12. აგრარული [Agrarius მიწისა, მინდვრისა] - მიწათმოქმედებასთან, მიწათმფლობელობასთან დაკავშირებული, სამიწათმოქმედო.
  13. აგრარიები 1. მსხვილი მიწათმფლობელები, მსხვილი მემამულეები. 2. კაპიტალისტურ ქვეყნებში, მსხვილ მემამულეთა რეაქციული პარტია.
  14. აგრამანტი [ფრანგ. Agrements სამკაულები] - ზონრების წნული, ფარდებზე, რბილ ავეჯზე და მისთ. შემოსავლებად.
  15. აგრავაცია [ლათ. Aggravo უფრო მძიმეს ვხვდი, ვაუარესებ, ვამწვავებ] - ჯანმრთელობის უმნიშვნელო გაუარესების, ავადმყოფობის გაზვიადება.
  16. აგორაფობია ავადმყოფური მდგომარეობა - სივრცის შიში, რომლის დროსაც ადამიანი ვერ ახერხებს სხვის დაუხმარებლად გადაიაროს მოედანი, დიდი დარბაზი და სხვ.
  17. აგორა [ბერძ. Agora მოედანი] - 1. სახალხო კრება ძველ საბერძნეთში. 2. მოედანი, სადაც ასეთი კრებები იმართებოდა.
  18. აგონია [ბერძ. Agonia ბრძოლა] - სიკვდილისწინა მდგომარეობა ორგანიზმისა, სულთმობრძავის მდგომარეობა.
  19. აგოგიკა [ბერძ. Agoge ტარება] - მუსიკალური ნაწარმოების შესრულების დროს ტემპის მცირე შეცვლა (აჩქარება ან შენელება), რაც გამოწვეულია მხატვრული გამომსახველობის საჭიროებით.
  20. აგნოსტიციზმი იდეალისტური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია ობიექტური სამყაროს შეცნობა.
  21. აგნოსტიკოსი აგნოსტიციზმის მიმდევარი.
  22. აგნოზია [ბერძ. a (უარყ. ნაწილაკი) და Gnosis ცოდნა, შემეცნება] - სწორი აღქმის დარღვევა თავის ტვინის ქერქის დაზიანების გამო.
  23. აგნი [სანსკრ. Agni ცეცხლი] - ინდურ მითოლოგიაში: ცეცხლის ღვთაება.
  24. აგნატები [ლათ. Agnates] - ძველი საბერძნეთისა და რომის სამართალში: ნათესავები მამაკაცის ხაზით.
  25. აგლუტინინი ივთიერება, რომელიც გროვდება სისხლში რაიმე ინფექციური დაავადების ან აცრის დროს და იწვევს აგლუტინაციას. (იხ. აგლუტინაცია, მნიშვნელობა 2).
×
×
  • შექმენი...