Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. ავსტრომარქსიზმი ოპორტუნიზმის ნაირსახეობა, რომელიც შეიქმნა მე-19 საუკ. დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ავსტრიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. უარყოფდა პროლეტარიატის დიქტატურას და ქადაგებდა კაპიტალიზმის სოციალიზმში თანდათანობით შეზრდის იდეას.
  2. ავსტრალური [ლათ. Australis, Auster სამხრეთი] - სამხრული, სამხრეთისა.
  3. ავსტრალოპითეკი [ლათ. Australis სამხრეთსა და ბერძ. Pithekos მაიმუნი] - ადმიანის მსგავსი განათხარი მაიმუნი, რომელიც ცხოვრობდა მესამეული პერიოდის ბოლოს. მისი ნაშთები (თავის ქალა და სხვა) ნაპოვნია სამხრეთ აფრიკაში.
  4. ავრსი [ფრანგ. Avers] - ლითონის ფულის წინა მხარე, შუბლი (საპირისპ. რევერსი).
  5. ავრორა [ლათ. Aurora] - რომაულ მითოლოგიაში: ცისკრის, განთიადის ქალღმერთი (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ეოსი).
  6. ავრალი [ინგლ. Aver All ზევით (ადით) ყველანი] - 1. გემზე მუშაობა, რომელშიც მთელი ეკიპაჟი მონაწილეობს. 2. მთელი კოლექტივის გადაყვანა რაიმე სასწრაფო სამუშაოზე არაგეგმაზომიერი მუშაობის პირობებში.
  7. ავოკადო [პორტუგ. ავტეკ.] - სუბტროპიკული ხე. ისხამს მსხლის მოყვანილობის ნაყოფს, რომელიც საჭმელი ზევითაა მდიდარი. გავრცელებულია ტროპიკულ ამერიკასა და აღმოსავლეთ აზიაში: ჩვენში გაშენებულია მეტწილად აფხაზეთში.
  8. ავლოსი [ბერძ. Aulos] - ძველ საბერძნეთსა და წინა აზიაში გავრცელებული ჩასაბერი საკრავი.
  9. ავიტამინოზი ავადმყოფობა, რომელიც გამოწვეულია საკვებში ვიტამინების ნაკლებობით (რაქიტი, სურავანდი, პელაგრა და სხვა).
  10. ავისტა [იტალ. A Vista წარდგენით, წარმოდგენით] - თამასუქი, რომელსაც გაუნაღდებენ წარმომდგენს.
  11. ავიზო [იტალ. Avviso შეტყობინება] - 1. უწყება, რომლითაც ატყობინებენ მიმღებს მისთვის ფულის, თამასუქის ან საქონლის გაგზავნას. 2. უცხოეთის ზოგიერთ სამხედრო ფლოტში: სწრაფმავალი პატარა მზვერავი გემი.
  12. ავიეტი [ფრანგ. Aviette] - პატარა, ერთ ან ორადგილიანი თვითმფრინავი.
  13. ავიაჰორიზონტი საავიაციო ხელსაწყო, რომელიც უჩვენებს თვითმფრინავის მიმართებას ჰორიზონტთან. იყენებენ ბრმა ფრენისას (მაგ: ცუდ ამინდში, სიბნელეში).
  14. ავიაცია [ფრანგ. Aviation] - 1. ჰაერში მოძრაობა (ფრენა) ჰაერზე მძიმე მანქანებით. ასეთი მოძრაობის თეორია და ტექნიკა. 2. საფრენი მანქანების ერთობლიობა, საჰაერო ფლოტი.
  15. ავიაფოსტა ფოსტა, რომელიც თვითმფრინავებით გადააქვთ, საჰაერო ფოსტა.
  16. ავიატორი [ფრანგ. Aviateur] - პირი, რომელსაც თვითმფრინავებთან აქვს საქმე. მფრინავი.
  17. ავიატექნიკოსი ტექნიკოსი, რომელიც თვითმფრინავს ამზადებს გასაფრენად და ამოწმებს დაბრუნებისას.
  18. ავიასპორტი სპორტის ერთ-ერთი სახე, რომელიც დაკავშირებულია ავიაციასთან, ფრენასთან.
  19. ავიამოტორი თვითმფრინავის მოტორი, ძრავა.
  20. ავიამოდელისტი სახალისო ავიამოდელიზმის მიმდევარი.
  21. ავიამოდელიზმი ავიამოდელების აგება.
  22. ავიამოდელი საფრენი აპარატის (თვითმფრინავის, პლანერის...) მოქმედი მოდელი.
  23. ავიამაგისტრალი საავიაციო, საჰაერო მაგისტრალი.
  24. ავიადესანტი საავიაციო, საჰაერო დესანტი. თვითმფრინავებით გადაყვანილი დესანტი.
  25. ავიაბომბი საავიაციო, საჰაერო ბომბი. თვითმფრინავიდან ჩამოსაგდები ბომბი.
×
×
  • შექმენი...