აეროპონიკა [ბერძ. Aer ჰაერი და Ponos მუშაობა] - მცენარეთა უნიადაგოდ გამოზრდის მეთოდი, საკვები ნივთიერების მიწოდება ხდება ჰაერში დაკიდებულ ფესვებზე წყლისა და საკვები ხსნარების პერიოდული შეშხეფებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სათბურში, კოსმოსურ სადგურსა და ხომალდზე მცენარეთა კულტურებისათვის (იხ. აგრეთვე, ჰიდროპონიკა).