Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. რატომ კაცო? 3-4 წელიწადში მაპს მოგვცემენ, მერე ერთი ნაბიჯიღა დარჩება... :DD
  2. და მაგ სლე ქალას ხალხი ტაშს რომ უკრავს... აღმაშფოთებელია ფრიად...
  3. საქართველოსგან მარტო თბილისი რომ დარჩება, ალბათ, მერეც გახარებულები იქნებიან მიშმაკაკები! მათ ხომ შადრევნები ექნებათ და კეთილი პატრული! ) ფუუუ!
  4. მამა ანდრია (1966-1993) http://s48.radikal.ru/i121/0812/6a/47c50550e30b.jpg საეკლესიო პირი. მამა ანდრია სულ რამდენიმე წლის მოქცეული იყო ქრისტეს სარწმუნოებაზე, როდესაც მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე. პაატა ყურაშვილი დაიბადა 1966 წლის 3 აპრილს რვაშვილიან ოჯახში. რვა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ტექნიკურ სასწავლებელში. თან მუშაობდა რადიოქარხანაში. მეგობრობდა ბაღდათის ბიბლიოთეკის დირექტორთან ილია კარკაძესთან (მამა ილია), რომელიც შემდგომში პაატას ნათლია გახდა. წმინდა წერილის კითხვამ პაატა იმდენად გაიტაცა, რომ სულ მალე უარი თქვა ამქვეყნიურ ყოფაზე და თავი მთლიანად ღმერთს მიუძღვნა. 1991 წელს, აღდგომის მარხვაში, იგი პირველად ეწვია წმიდა ანდრია მოციქულის სახელობის მონასტერს სხალთაში (აჭარა). მოგვიანებით იგი კვლავ მივიდა სხალთის მონასტერში და იქვე დარჩა. მალე ამ მონასტერის წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი მამა დავითი (ამჟამად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი), რომელიც შემდგომ პაატას სულიერი მამა გახდა. 1992 წლის 3 აპრილს, საკუთარ დაბადების დღეზე, პაატა ბერად აღკვეცეს და უწოდეს ანდრია. იმავე წლის აგვისტოში იგი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. მალე მეუფე დანიელმა მამა ანდრია სამოღვაწეოდ აფხაზეთში გადაიყვანა და მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით, კომანში წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის წინამღვრად დანიშნა. 1993 წლის 5 ივლისს კომანი ჩაიკეტა. მტერმა სოფელი ალყაში მოაქცია. მამა ანდრიამ ყველას მოუწოდა, ქრისტიანული ღირსებითა და მორჩილებით მიეღოთ ღვთის მიერ მათზე დაშვებული ეს ყველაზე მძიმე განსაცდელი. როდესაც მტერი კომანში შევიდა, მამა ანდრიას სიმშვიდე არ დაუკარგავს. დილის ხუთის ნახევარზე ეკლესია ალყაში მოაქციეს. მამა ანდრია ტაძრიდან გაიყვანეს. ის მუხლებზე დადგა და ლოცვა დაიწყო. მას კისერში ესროლეს. იმის ნაცვლად, რომ სახით დაცემულიყო, როგორც ეს ჩვეულბრივ ხდება, მამა ანდრია ზურგზე გადავარდა. ეკლესიაში მყოფმა მსახურებმა და მორჩილებმა გადმოასვენეს მამა ანდრიას ცხედარი. მოხდა საოცრება... ივლისის თაკარა სიცხეში მამა ანდრიას სხეული უხრწნელი რჩებოდა. ჭრილობაზე სისხლი არ დედდებოდა და ისევ მოედინებოდა. ამ სასწაულმა აფხაზებიც კი გააოგნა. ბევრი მათგანი შენდობასაც კი ითხოვდა. მამა ანდრია 7 ივლისს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე, კამანში ეკლესიასთან ახლოს დაკრძალეს. მამა ანდრიამ ქართულ ეკლესიებსა და მონასტრებს უანდერძა დიდებულად თარგმნილი "სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის". http://s61.radikal.ru/i174/0812/71/0334fdfb2fd6.jpg http://s61.radikal.ru/i172/0812/f0/59fa05cebb10.jpg
  5. ასი ათასი დიდმოწამე (1226 წელი) http://s50.radikal.ru/i128/0812/da/99c7aff4547a.jpg ჯალალ ად-დინის მიერ თბილისის აღებისას დაღუპული, წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას შეწირული ქალაქის მცხოვრებნი, რომელთა ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული მტერმა მდინარე მტკვარს გაატანა. იმ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს, ქართულმა ეკლესიამ ისინი წმინდანად შერაცხა. მონღოლებისგან დევნილი ჯალალ ად-დინი ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მოადგა და საქართველოს ამირსპასალარს ავაგ მხარგრძელს შეუთვალა: "აწ მნებავს, რათა შევერთნეთ მტკიცითა ფიცითა და ვბრძოლოთ მტერთა (მონღოლებს). რომელ მეფე თქუენი დედაკაცი არს და მყოთ ქმარ მისა და მეფე თქუენ ზედა და ვძლოთ ყოველთა მტერთა ჩუენთა. უკეთუ ესე არა ჰყოთ, მოოჴრდეს სამეფო თქუენი". საქართველოს სამეფო კარმა უარყო ჯალალ ად-დინის მიერ შემოთავაზებული წინადადება. მაშინ მტრის ლაშქარმა დვინი აიღო და თბილისისკენ დაიძრა. ბრძოლის პირველ დღეს "ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა", დიდად დაჯაბნეს ხვარაზმის სულთანი, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს, ქალაქის კარი გააღეს და ხვარაზმელები თბილისში შემოუშვეს. მტერი სასტიკად გაუსწორდა ქალაქის მცხოვრებლებს. ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო. ჯალალ ად-დინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ბრძანა ზედ თავისი "ბილწი საჯდომლის" დადგმა. შემდგომ ბოროტებამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა: ჯალალ ად-დინის ბრძანებით სიონის ტაძრიდან ხატები გამოიტანეს, ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს "დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა". ვინც ამას არ აღასრულებდა, "წარკუეთა თავთა" ელოდა. ქალაქის მცხოვრებთაგან იმ დღეს ბევრმა დაიდგა თავზე წამებულის გვირგვინი და უარი თქვა ხატების შეურაცხყოფაზე, მათ რწმენის უარყოფას სიკვდილი არჩიეს. დღეს, თბილისში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე შენდება ასი ათასი დიდმოწამის სახელობის ეკლესია.
  6. ასურელი მამები (VI საუკუნე) http://s39.radikal.ru/i086/0812/99/1c561aa8632c.jpg საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი, რომელიც VI საუკუნეში შემოვიდა საქართველოში სირიიდან. წყაროებში იხსენიებიან "ათორმეტი" ან "ათსამმეტი ასურელი მამანი". ასურელი მამების საქართველოში მოღვაწეობის მიზანი ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცება იყო. აღმოსავლეთ საქართველოში ასურელმა მამებმა მრავალი მონასტერი ააშენეს. ისტორიამ შემოინახა იმ ასურელი მამების სახელები, რომელთა მოღვაწეობამაც თვალსაჩინო კვალი დატოვა. ესენი არიან: დავით გარეჯელი, იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ხირსელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, ზენონ იყალთოელი, ელია დიაკონი, აგრეთვე პიმენი, ნათანე და იოანე. ასურელი მამების მოღვაწეობა საქართველოში ქრისტიანულ აღმოსავლეთთან, კერძოდ, სირიასთან, ტრადიციულ კულტურულ-რელიგიური ურთიერთობის გამოხატულება იყო. მათ შესახებ ფართო ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა შეიქმნა (ასურელ მამათა ცხოვრებანი).
  7. აბო თბილელი (დაახლ. 757-786) http://s49.radikal.ru/i124/0812/74/01bbf0324a41.jpg ქრისტიანობისათვის წამებული არაბი. აბო იყო 17-18 წლის ნელსაცხებელთა ოსტატი, ტომით არაბი, სარწმუნოებით მაჰმადიანი და ამ რელიგიაში განსწავლული. აბომ ბაღდადში გაიცნო ქართლის დატყვევებული ერისმთავარი ნერსე II და გათავისუფლების შემდეგ თბილისში ჩამოჰყვა. აქ გაეცნო ქრისტიანობას და, რადგან ქართლს არაბები განაგებდნენ, მალულად მარხულობდა და ლოცულობდა. სარკინოზები ისევ შეპყრობით დაემუქრნენ ნერსეს და ისიც იძულებული გახდა, ხაზარეთში გადასულიყო. აბოც თან გაჰყვა და იქ მოინათლა. შემდეგ აფხაზეთის სამეფოს შეაფარეს თავი. იქ აბომ გულით გაიხარა, რადგან ირგვლივ ქრისტიანები ედგნენ და განცხადებულად ლოცულობდა. ნერსე ისევ თბილისში დაბრუნდა. აბომ იცოდა, რომ აქ საშიშროება ელოდა, მაგრამ არ შეშინდა და ჩამოვიდა. თბილისშიც აღარავის ერიდებოდა და ქრისტიანულად ცხოვრობდა. სარკინოზებმა გაიგეს ეს ამბავი და ამირასთან დააბეზღეს. ამირა და სხვა არაბები ცდილობდნენ ჭაბუკი ძველ სარწმუნოებაზე დაებრუნებინათ, მაგრამ აბო ვერც შეაშინეს, ვერც ფულითა და ტკბილი სიტყვით მოისყიდეს. საპყრობილეში დამწყვდეულმა და ბორკილდადებულმა სამი დღე ლოცვასა და ფსალმუნებაში გაატარა. 6 იანვარს, ნათლისღების დღეს მეტეხთან აბო თავის მოსაკვეთად გაიყვანეს და სამჯერ მოუღერეს მახვილი, მაგარამ ჭაბუკი ვერ გატეხეს, იგი მშვიდად შეხვდა სიკვდილს. ჯალათებმა მისი სხეული დაწვეს, შემდეგ კი ნარჩენები ტყავში გაახვიეს და მტკვარში გადაყარეს. არაბი ჭაბუკის თავდადებამ შეშინებული და შერყეული ერი გამოაფხიზლა, მძლავრთა შიში დათრგუნა და დიდი და პატარა იმ ადგილისაკენ დაიძრა, სადაც აბოს გვამი დაწვეს. ყველა დარწმუნდა, რომ აბო ჭეშმარიტად ქრისტესთვის მარტვილი იყო. ქართულმა ეკლესიამ აბო თბილელი წმინდანად შერაცხა, მიჩნეულია თბილისის მფარველად. 21 (7) იანვარი დიდმოწმე აბო თბილელის ხსენების დღეა. აბო თბილელის მარტვილობა აღწერა VIII საუკუნის მწერალმა იოანე საბანისძემ.
  8. მენშევიკები http://s47.radikal.ru/i117/0901/98/6bd4fc72507a.jpg მენშევიზმის წარმოშობა ოფიციალურად დაკავშირებულია 1903 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატული პარტიის (რსდმპ) მე-2 ყრილობაზე მომხდარ გათიშვასთან, როდესაც ახალი ტიპის მარქსისტული პარტიის შექმნის ლენინურ გეგმას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. პარტიის სტრუქტურული არჩევნების დროს ისინი უმცირესობაში აღმოჩნდნენ. აქედან წარმოდგება სახელწოდება მენშევიკები (რუსულად "მენშე" - ცოტა). ლიდერები იყვნენ: პლეხანოვი, მარტინოვი, აქსელროდი და სხვა. 1905-07 წლების რევოლუციას მენშევიკების ლიდერებმა "ისტორიული შეცდომა" უწოდეს და გამოიტანეს დასკვნა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო უნდა გამხდარიყო რევოლუციურ ძალთა დარაზმვის ცენტრი. მათ უარყვეს რევოლუციის იდეა და გეზი აიღეს რეფორმისტულ საქმიანობაზე. მენშევიკური საქმიანობა საქართველოში უკავშირდება ე.წ. "მესამე დასს". მენშევიკების აღიარებული წინამძღოლი იყო ნოე ჟორდანია, წევრები: ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, ევგენი გეგეჭკორი, აკაკი ჩხენკელი და სხვ. I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მენშევიკთა მსოფლმხედველობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. პოპულარული გახდა ლოზუნგი ერთა თვითგამორკვევის შესახებ. ქართველმა მენშევიკებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს ავტონომიის მოთხოვნას. თუმცა, მათი აზრით, უკეთესი იქნებოდა ამიერკავკასიის ავტონომიის შექმნა, რომელშიც საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გაერთიანდებოდნენ და ამგვარად შევიდოდნენ რუსეთის სახელმწიფოში ცალკე ავტონომიურ ერთეულად. რუსეთში მომხდარი ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, ამიერკავკასიაში მართლაც შეიქმნა ამგვარი ავტონომიურ-ფედერაციული რესპუბლიკა, თუმცა განსხვავებული საგარეო ორიენტაციის მქონე საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთად დიდხანს ვერ იარსება, ამიტომ მენშევიკებისათვის ერთადერთი გამოსავალი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, რაც განხორციელდა კიდეც 1918 წლის 26 მაისს. 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკური რუსეთის მიერ განხორციელებული საქართველოს ანექსიის შემდეგ მენშევიკური მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. საქართველოში დარჩენილმა მენშევიკებმა 1923 წლის აგვისტოში გამართეს სრულიად საქართველოს მენშევიკთა ყრილობა, რომელმაც პარტია დაშლილად გამოაცხადა. 1924 წლის აგვისტოს ბოლოს, ქართველ ოფიცრებთან ერთად მენშევიკებიც შეეცადნენ აჯანყების მოწყობას, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო.
  9. კოლხი მედეა http://i039.radikal.ru/0901/e9/612f21d92fa6.jpg მედეა - მითოლოგიური პერსონაჟი, კოლხას მეფის - აიეტის უმცროსი ქალიშვილი, ჰელიოსის, მზის ღმერთის, შვილიშვილი, ჰეკატეს ქურუმია, რომელსაც შეუყვარდა არგონავტების წინამძღოლი იაზონი და დაეხმარა მას "ოქროს საწმისის" გატაცებაში. საბერძნეთისკენ "არგოთი" მიმავალთ, მედეას ძმა, აფსირტე დაედევნა, რომელიც არგონავტებმა მოკლეს და შემდეგ, სახიფათო მოგზაურობის მიუხედავად, მშვიდობით ჩავიდნენ საბერძნეთში. მედეასა და იაზონს ორი ვაჟი: მერმეროსი და პერესტოსი ეყოლათ, თუმცა იაზონის ბიძამ, პელიასმა პირობა არ შეასრულა და მიუხედავად იმისა, რომ იაზონმა "ოქროს საწმისი" მიუტანა, ტახტი არ დაუთმო. მედეამ ტახტის მიმტაცებელი მის ასულებს დააკეპინა. ხალხმა ამის გამო იაზონი და მედეა განდევნა. ისინი კორინთოში ჩავიდნენ, სადაც იაზონმა უღალატა მედეას და ცოლად კორინთოს მეფის, კრეონის ასულის მოყვანა დააპირა. მედეამ შური იძია იაზონზე და მისი საცოლე "სიკვდილს შეჰყარა". ამით განრისხებულმა კორინთოელებმა მედეას შვილები დაუხოცეს, რის შემდეგაც, დამწუხრებული მედეა სამშობლოში დაბრუნდა. მითის დასრულების განსხვავებულ ვარიანტს გვთავაზობს ევრიპიდე (ძვ. წ. V ს.) "მედეაში" - ღალატის შემდეგ მედეა ხოცავს თავის შვილებს, რათა საბოლოოდ გული მოუკლას ქმარს. ჰელიოსის მიერ გამოგზავნილი ეტლით მიფრინავს ათენში, სადაც მოხუცი ეგეოსი შეირთავს. ეგეოსის შვილის, თეზევსის ჩამოსვლისთანავე წყდება ეს ქორწინება. თეზევსის მოწამვლის ამაო ცდის შემდეგ, მედეა გარბის და თან მიჰყავს ეგეოსთან შეძენილი შვილი - გმირი მედოსი, რომელიც იმორჩილებს მცირე აზიის ბარბაროს ტომებს და აარსებს მიდიას. ბოლოს მედოსი ინდებთან ბრძოლაში იღუპება. მედეა კოლხეთში ბრუნდება, ურიგდება მამამისს და ეხმარება მას ძველი დიდების აღდგენაში. მედეას წინარეანტიკურ და ანტიკურ სამყაროში ქალღმერთად თვლიდნენ. მის სახელზე აგებდნენ ტაძრებს. ანტიკური საზოგადოება და ბევრი თანამედროვე მეცნიერი მის სახელს უკავშირებს მედიცინის განვითარებას. ზოგიერთი ლეგენდის მიხედვით, ის ახალგარდაცვლილებს აცოცხლებდა, ხოლო მოხუცებს სიჭაბუკეს უბრუნებდა.
  10. კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი (XII საუკუნე) კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი - თამარის მეფობის ხანაში მოღვაწე ქართველი მანდილოსნები, რომელთა სიბრძნემ და გამჭრიახობამ განაპირობა დიდებულ ფეოდალთა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აჯანყების მშვიდობიანად დასრულება. 1184 წელს ფეოდალურ სამყაროში მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი, საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა ქალი, რომელიც დიდებულებმა "გამოჩინებით" აკურთხეს, მაგრამ საკუთარი მოთხოვნებიც წაუყენეს... ისინი მოითხოვდნენ გვაროვნული არისტოკრატიის უფლებების განმტკიცებასა და სამეფო ხელისუფლების შეზღუდვას. ამ ხაზის გამტარებელი და აჯანყების მეთაური იყო ერთ-ერთი გავლენიანი მოხელეთაგანი, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი, ანუ სამეფო ხაზინისა და ქონების გამგე, ყუთლუ-არსლანი. მან შეადგინა საკუთარი პარტია, მოითხოვა ისანში "კარავის" დადგმა, რომელსაც ექნებოდა საპარლამენტო უფლებები, ხოლო მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ძალაუფლება რჩებოდა. საყურადღებო იყო ისიც, რომ ყუთლუ-არსლანმა გადაიბირა ჯარის ნაწილი და სამხედრო დაპირისპირებით ცდილობდა თავისი ზრახვების განხორციელებას. ზოგიერთი ცნობით, მას ამირსპასალარობაც სურდა. მდგომარეობა უკიდურესად დაძაბული იყო. რასაკვირველია, თამარისთვის არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენდა განდგომილთა შეპყრობა და სასტიკად დასჯა, მაგრამ მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო - აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა ორი დიდებული ქალბატონი: ქართლის ერისთავის, რატი სურამელის დედა - კრავაი ჯაყელი და სამძივართა დიდებული გვარის წარმომადგენელი - ხვაშაქ ცოქალი. უსიამოვნების გასაქრობად თამარმა მოლაპარაკების გზა აირჩია და აჯანყებულებს მოუწოდა, რომ დაეყარათ იარაღი, დამშვიდებულიყვნენ და დედოფალი აპატიებდა მათ დანაშაულს. თამარის გონიერმა საქციელმა სასურველი შედეგი გამოიღო: მანდილოსანთა მოციქულობამ იმდენად იმოქმედა მეამბოხეებზე, რომ დაყარეს იარაღი და "მაშინვე მოყვეს დიდებულნი ბრძანებასა პატრონისასა, მოვიდეს წინაშე თამარისა და დავრდომით თაყვანი სცეს და აღიღეს ფიცი პატრონისაგან, და მისცეს პირი ერთგულებისა და ნების ყოფისა თვისისა". ხვაშაქ ცოქალი და კრავაი ჯაყელი ჭეშმარიტად ღირსეულ ადგილს იკავებენ ქართული დიპლომატიის ისტორიაში.
  11. ილარიონ ქართველი (IX) http://s60.radikal.ru/i168/0901/8e/4dd3a61203f1.jpg საკვირველმოქმედი, კახელი აზნაურის შვილი, დონაურთა გვარიდან. ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამ შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული იხილა, იქვე, სოფელში ააშენა მონასტერი. თოთხმეტი წლის ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა მამის ზედმეტ ყურადღებას და ზედამხედველობას, გარეჯის უდაბნოს მიაშურა, ჰპოვა პატარა გამოქვაბული და იქვე დაეყუდა. ილარიონი საოცარ მოღვაწეობას შეუდგა. ახალგაზრდა ბერმა მალე მეუდაბნოეთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მის სანახავად, ლოცვა-კურთხევისა და რჩევა-დარიგების მისაღებად უამრავი ხალხი მიდიოდა. ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა სამშობლოს, მონასტრის წინამძღვრად ერთი ძმათაგანი დატოვა, თვითონ კი წმიდა ადგილების მოსალოცად იერუსალიმს გაემგზავრა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადების შედეგად იგი სამშობლოში დაბრუნდა. ნეტარმა ილარიონმა დედათა მონასტერი ააშენა, შესწირა მას სოფლები და განუჩინა წესი, შემდეგ მამათა მონასტერიც ააგო, დანარჩენი ქონება კი გლახაკებსა და უპოვრებს გაუნაწილა. მალე მისი ეპისკოპოსად კურთხევაც განიზრახეს, მაგრამ მყუდროებისმოყვარე ღირსმა მამამ მონასტრის ძმათაგან ერთი, სიბრძნითა და სიწმინდით გამორჩეული ბერი დაადგინა სავანის წინამძღვრად, უფალს შეავედრა ყველა და ორ ძმასთან ერთად კონსტანტინოპოლს გაემართა. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ილარიონმა და მისმა თანამგზავრებმა ულუმბოს მთას მიაღწიეს, ერთი მცირე მიტოვებული ეკლესია იპოვეს და იქ დაბინავდნენ. წმინდა ილარიონი ხუთი წელი ცხოვრობდა ულუმბოს მთაზე, შემდეგ კონსტანტინოპოლში წავიდა, თაყვანი სცა უფლის ცხოველმყოფელ ჯვარს, მოილოცა წმინდა ადგილები და რომს გაეშურა წმიდა პეტრე და პავლე მოციქულთა საფლავების თაყვანსაცემად. წმინდა ილარიონი ორი წელი ცხოვრობდა რომში ანგელოზებრივი ცხოვრებით. შემდეგ კვლავ კონსტანტონოპოლში დაბრუნდა. წმინდანმა დარჩენილი ცხოვრება თესალონიკში გაატარა. თავისი აღსასრული უფლისგან მას წინასწარ ეუწყა, ქალაქის მთავარი დაიბარა, მადლობა უთხრა ყველაფრისათვის და ანდერძად გლახაკთა და მონაზონთა სიყვარული, სამართლიანობა და მოწყალება დაუტოვა. წმინდა ილარიონის სამარხთან სარწმუნოებით მისულნი ყოველგვარი სენისგან იკურნებოდნენ. ამ სასწაულების შესახებ ბიზანტიის კეისარს, ბასილი მაკედონელს (867-886) აცნობეს.
  12. იშხნელები http://s46.radikal.ru/i112/0901/79/d1139dbbc19f.jpg ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელთა ოჯახი. ვოკალური კვარტეტი დების: ნინო, თამარ, ზინაიდა, ალექსანდრა იშხნელების შემადგენლობით. 1955-დან ალექსანდრა იშხნელი შეცვალა მისმა დამ მარიამმა. ანსამბლი ოფიციალურად 1941 წელს ჩამოყალიბდა. იმავე წელს საქართველოს ფილარმონიამ ანსამბლი კონცერტებში მონაწილეობისათვის მიიწვია. დიდია იშხნელების როლი ქართული სამხმიანი ქალაქური სასიმღერო ფოლკლორის დახვეწის, რეპერტუარის გამდიდრებისა და პროპაგანდის საქმეში. ანსამბლს ხელმძღვანელობდა თამარ იშხნელი. იგი რამდენიმე სიმღერის მუსიკის ავტორია ("არც ჰოს ამბობ, არც არას", "შენ აყვავდი, ქართლო მეტად", "ახალი წელი", "არ დაიჯერებ"). მეორე მსოფლიო ომის წლებში იშხნელების კვარტეტი სამხედრო ნაწილებში მართავდა კონცერტებს. 1949 წელს მათ მიენიჭათ საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა წოდება, 1965 წ. მარიამ იშხნელს - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება, ხოლო 1976 წელს თამარ იშხნელს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება. კვარტეტმა იარსება 1967 წლამდე. თამარ იშხნელი ასევე ცნობილია, როგორც ქართული და ძველი რუსული რომანსების უბადლო შემსრულებელი.
  13. |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
  14. იოანე მარუშისძე (X საუკუნე) http://i005.radikal.ru/0901/83/937ac10dec07.jpg X საუკუნეში მოღვაწე დასავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალი, აფხაზთა მეფის მოხელე, ქართლის ერისთავი X საუკუნის 70-იან წლებში. საქართველოს გაერთიანების იდეის ავტორი. იოანე მარუშისძემ 976 წელს დავით III კურაპალატს შესთავაზა ან თვითონ შემოეერთებინა ქართლი, ან თავისი შვილობილი ბაგრატ გურგენის ძე დაესვა მის გამგებლად. "მატიანე ქართლისაჲ"-ს მიხედვით, დავითი მართლაც ჩავიდა ქართლში და თან ბაგრატი ჩაიყვანა. მან ბაგრატი ქართლის გამგებლად გამოაცხადა. იოანემ უფლისციხე დალაშქრა და ბაგრატსა და მამამისს გადასცა. მართალია, იოანეს საკუთარი ინტერესებიც ამოძრავებდა, რადგან ქართლის გამგებლობისთვის ქიშპი ჰქონდა ადგილობრივ ფეოდალებთან, "ქართლის უფლებთან" - ტბელებთან და კახეთის ქორეპისკოპოსთან, თუმცა სხვა მხრივ, პროგრესული როლი ითამაშა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პროცესში, ხელი შეუწყო ამ პროცესის დაჩქარებას. 978 წელს მისი ინიციატივით ბაგრატი დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ქუთაისში იკურთხა მეფედ, შემდეგ ქართლი და ტაო-კლარჯეთის სამეფო შემოიმტკიცა, ხოლო 1008-1010 წლებში კახეთ-ჰერეთი დაიკავა. ასე გახდა ბაგრატ III ერთიანი საქართველოს პირველი მეფე და იწოდებოდა როგორც "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა". იოანე მარუშისძეს "მატიანე ქართლისაჲს" ანონიმი ავტორი ასე ახასიათებს: "კაცი ძლიერი და ერმრავალი", რომელმაც თავისი გონიერი ნაბიჯით ხელი შეუწყო საქართველოს ერთიანობას.
  15. ევსტათი მცხეთელი (VI საუკუნე) http://s53.radikal.ru/i142/0902/c1/f0af24a171d9.jpg ქრისტიანობისათვის წამებული სპარსელი. მისი ნათლობამდელი სახელია გვირობანდაკი. ქრისტიანად მოქცევის შემდეგ ეწოდა ევსტათი. მის შესახებ გვიამბობს მეექვსე საუკუნის უცნობი ქართველი მწერალი ("ევსტათი მცხეთელის მარტვილობა"). მისი ცნობით, სპარსელი მოგვის შვილი ევსტათი 541 წელს ქალაქ განძაკიდან მცხეთას ჩამოსულა. ქრისტიანული აღმსარებლობისათვის იგი რამდენჯერმე დაასმინეს თანამემამულე სპარსელებმა ჯერ უსტამ ციხისთავთან, შემდეგ კი მარზპან არვანდ გუშნასპთან. ახალმა მარზპანმა ვეჟან ბუზმირმა ევსტათის ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. სპარსელ მბრძანებელს მან დაწვრილებით მოუთხრო ძველი და ახალი აღთქმის ისტორია, დაუსაბუთა ქრისტიანული სარწმუნოების უპირატესობა მაზდეანობაზე, რამაც მარზპანი კიდევ უფრო განარისხა. დაახლოებით 550 წელს ქრისტიანობის ერთგულებისათვის ევსტათის თავი მოჰკვეთეს.
  16. ეფრემ მცირე (XI საუკუნე) http://s41.radikal.ru/i094/0902/1d/9165787c5cc7.jpg ქართველი ფილოლოგი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი. განათლება მიიღო კონსტანტინოპოლში, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული ენა. 1091 წელს შავი მთის ქართულ კოლონიაში აირჩიეს კასტანის მონასტრის წინამძღვრად, სადაც ბერძნული წიგნების თარგმნა დაავალეს. ეფრემ მცირემ შექმნა საკუთარი მთარგმნელობითი თეორია, რაც ძირითადად სამი პრინციპით განისაზღვრება: 1. თხზულება უშუალოდ დედნიდან უნდა ითარგმნებოდეს, 2. თარგმანი ზედმიწევნით ზუსტად უნდა გადმოსცემდეს დედნის ტექსტს, ამასთან, მთარგმნელმა არ უნდა შელახოს მშობლიური ენის ბუნება, 3. დედნის ტექსტის სწორად გასაგებად თარგმანს უნდა დაერთოს კომენტარები. ეფრემ მცირემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის ყველა დარგში. იოანე ოქროპირის შრომის მიხედვით მან დაწერა ეპისტოლეთა თარგმანება ანუ განმარტება, შექმნა დავითნის კატენების დამოუკიდებელი რედაქცია, თარგმნა გრიგოლ ნეოკესარიელის ეკლესიასტეს კომენტარები, აგრეთვე ეზეკიელის მეტაფრასი, რომელსაც გრიგოლ ნაზიანზელს მიაკუთვნებენ. მისი თარგმნილია გრიგოლ ნაზიანზელისავე პოლემიკური სიტყვები, ბასილი დიდი კესარიელის "ასკეტიკონი", ეფრემ ასურის "ასკეტიკონი" და სხვათა ასკეტიკურ-მისტიკური თხზულებები.
  17. აიათოლა ირანში: შიიტური სექტის უმაღლესი სასულიერო პირის ტიტული (იხ. აგრეთვე მუფთი).
  18. აიაზმა [ბერძ. Agiasmos კურთხევა] - ნაკურთხი წყალი.
  19. ათოლოგია დარგი, რომელიც შეისწავლის ცხოველთა ქცევებს.
  20. ათლეტური ათლეტის დამახასიათებელი (აგებულება).
  21. ათლეტიკა [ბერძ. Athlesis ჭიდაობა] - სხვადასხვა ფიზიკური ვარჯიში, რომლებიც ავითარებს ძალას, სიმარდეს, ამტანობას.
  22. ათლეტიზმი იგივეა, რაც კულტურიზმი.
×
×
  • შექმენი...