Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. ათლეტი [ბერძ. Athletes მოჭიდავე] - 1. სპორტსმენი, რომელიც ათლეტიკას (ჩვეულებრივ, ძალოსნობას) მისდევს. 2. ბრგე და ღონიერი კაცი.
  2. ათირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სრული მოშლა.
  3. ათეტოზი [ბერძ. Athetos გარკვეული მდგომარეობის არმქონე] - თითების (და ზოგი სხვა ორგანოს) არანებისმიერი ჭიისებური კუმშვა. ნიშანია თავის ტვინის დაავადებისა.
  4. ათეროსკლეროზი გულისა და სისხლძარღვების სისტემის დაავადება. ყველაზე გავრცელებული ფორმა არტერიოსკლეროზისა.
  5. ათერომა [ბერძ. Athere ფაფა] - კანის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შეიცავს ცხიმოვანი კრისტალებისაგან წარმოქმნილ ფაფისებურ მასას.
  6. ათენა [ბერძ. Athena] - ბერძნულ მითოლოგიაში: სიბრძნის, ხელოვნებისა და ომის ქალღმერთი, რომელიც დაიბადა ზევსის თავიდან (რომაულ მითოლოგიაში მას შეესაბამება მინერვა).
  7. ათეისტი ათეიზმის მიმდევარი. პირი, რომელსაც ღმერთი არა სწამს.
  8. ათეიზმი ღვთის არსებობისა და ყოველგვარი რელიგიის უარყოფა.
  9. აზურიტი ფართოდ გავრცელებული სპილენძის მინერალი ლურჯი ფერისა, ე.წ. "სპილენძის ლაჟვარდი", იხმარება სპილენძის გამოსადნობად, ლურჯი საღებავისა და შაბიამნის დასამზადებლად და სხვ.
  10. აზოტიზაცია ლეგირებული ფოლადის ზედაპირის გაჯერება აზოტით (სიმტკიცის მისაცემად).
  11. აზოტი [ფრანგ. Azote ბერძ] - ქიმიური ელემენტი, უფერული გაზი, რომელსაც არა აქვს სუნი და გემო და ხელს არ უწყობს წვას. ჰაერის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია (78%). აზოტმჟავა - აზოტის შენაერთი ჟანგბადთან და წყალბადთან, წარმოადგენს უფერულ მწვავე სითხეს, მასში იხსნება ყველა ლითონი გარდა ოქროსი და პლატინისა, დიდი გამოყენება აქვს ტექნიკაში.
  12. აზოტემია იგივეა, რაც ჰიპერაზოტემია.
  13. აზოტბაქტერი ნიადაგის ბაქტერია, რომელიც ჰაერიდან ითვისებს აზოტს და ამდიდრებს ნიადაგს აზოტოვანი ნივთიერებებით.
  14. აზიმუტი [ფრანგ. Azimut არაბ] - 1. კუთხე, რომელსაც ქმნის დედამიწის რომელიმე წერტილის მერიდიანის ჰორიზონტალური სიბრტყე და ამ წერტილსა და ცის მნათობზე გამავალი ვერტიკალური სიბრტყე. 2. კუთხე, რომელიც იქმნება მოცემულ მიმართულებასა და ჩრდილოეთის მიმართულებას შორის. 3. დედამიწის ზედაპირზე სვლის პირდაპირი მიმართულება.
  15. აზილი ადრინდელი მეზოლითის ხანის კულტურა (ძირითადად ძვ. წელთაღრ. VIII ათასწლეულში) [სახელწოდება დაკავშირებულია Mas d'Azil-ის გამოქვაბულთან (საფრანგეთში), სადაც წარმოებდა პირველი გათხრები).
  16. აზები [სკანდინ. Asen] - ღმერთების ზოგადი სახელწოდება ძველ გერმანულ და სკანდინავიურ წარმართულ პანთეონში, სათავეში უდგას ღმერთი ოდინი.
  17. აზგარდი [სკანდინ. Asgard] - სკანდინავიურ მითოლოგიაში: ღმერთების - აზების - ადგილსამყოფელი.
  18. აზბოპლასტიკები პლასტმასები, რომელთა შემვსებადაც იყენებენ აზბესტის ბოჭკოვან მასალას. ფართო გამოყენება აქვს რაკეტულ ტექნიკაში სათბოიზოლაციოდ. მისგან ამზადებენ მუხრუჭის ხუნდებს მეტროპოლიტენის მატარებლებისა და თვითმფრინავებისათვის და სხვ.
  19. აზბოლითი სამშენებლო მასალა. წარმოადგენს მაგნეზიური ცემენტის, ნახერხისა და აზბესტის ბოჭკოს ნარევს. იყენებენ ძირითადად იატაკების დასამზადებლად.
  20. აზბესტიტი აზბესტის ბოჭკოსაგან დამზადებული მასალა, იყენებენ თბოიზოლაციისათვის და სხვ.
  21. აზბესტი [ბერძ. Asbestos უქრობი] - თეთრი ბოჭკოვანი მინერალი, რომელიც არ ატარებს სითბოსა და ელექტრობას, ფართოდ იყენებენ ტექნიკაში, როგორც ცეცხლგამძლე მასალას, საიზოლაციო საშუალებას და სხვა ქანსელი.
  22. აზარტი [ფრანგ. Hasard შემთხვევა, რისკი არაბ. Az Zahr კამათელი] - თავდავიწყებით გატაცება რამეთი (მაგ: ფულზე თამაშით, ნადირობით და სხვა).
  23. ავღანი ფულის ერთეული ავღანეთში.
  24. ავუნკულატი [ლათ. Avunculus ბიძა, დედის ძმა] - ზოგი ხალხის (მაგ: ძველი ბერძნების, გერმანელების) ჩვეულება - განსაკუთრებული სიახლოვე დისწულსა და ბიძას შორის, ბიძა ვალდებულია ყოველგვარი დახმარება გაუწიოს დისწულს, უფრო მეტად იზრუნოს მისთვის, ვიდრე, მაგალითად, თავისი შვილისათვის, მატრიარქატის გადმონაშთია.
  25. ავუარი [ფრანგ. Avoir ქონება] - ცალკე პიროვნების ან დაწესებულების ანაბარი საზღვარგარეთის ბანკში.
×
×
  • შექმენი...