Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. აერონავიგაცია ერთი პუნქტიდან მეორეში თვითმფრინავების ტარების თეორია და პრაქტიკა, საჰაერო ნავიგაცია.
  2. აერომექანიკა მექანიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს გაზების (და გაზისებრ გარემოში მოქცეული მყარი სხეულების) წონასწორობასა და მოძრაობას.
  3. აერომეტრი ხელსაწყო, რომლითაც ზომავენ ჰაერის და სხვა გაზების წონასა და სიმკვრივეს, ჰაერმზომი.
  4. აეროლოცია საჰაერო ხაზების, აეროდრომებისა და მათ გარშემო მდებარე სხვადასხვა ნაგებობის აღწერილობა, საჭიროა თვითმფრინავთა ტარების უსაფრთხოებისათვის, საჰაერო ლოცია.
  5. აეროლოგია [ბერძ. Aer ჰაერი და Logos მოძღვრება] - მეტერეოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებში მიმდინარე ფიზიკურ მოვლენებსა და პროცესებს.
  6. აეროლიფტი იგივეა, რაც ერლიფტი.
  7. აეროლითი [ბერძ. Aer ჰაერი და Lithos ქვა] - ქვის მეტეორიტი.
  8. აეროთერაპია [ბერძ. Aer ჰაერი და Thareapeia მკურნალობა] - ატმოსფერული ჰაერით მკურნალობა (ჰაერის აბაზანები და სხვა).
  9. აეროზოლი [ბერძ. Aer ჰაერი და (იხ. ზოლი)] - კოლოიდური სისტემა, შედგება აირის გარემოსაგან, რომელშიც შეწონილია მაგარი ან თხევადი ნაწილაკები, აეროზოლებს განეკუთვნება მიწის, ქვანახშირის მტვერი, ღრუბელი, ნისლი, კვამლი და სხვ.
  10. აეროდრომი [ფრანგ. Aerodrome] - საგანგებოდ მოწყობილი მოედანი თვითმფრინავებისა და მისთ. სადგომად და ასაფრენ-დასაფრენად.
  11. აეროდინამიკა [ბერძ. Aer ჰაერი და დინამიკა] - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ჰაერისა და სხვა გაზების მოძრაობას და გაზების წინააღმდეგობას სხვადასხვა სხეულის მოძრაობის დროს.
  12. აეროგრაფია 1. ქსოვილების შეღებვის წესი საღებავის შეშხეფებით (აეროგრაფში შეკუმშული ჰაერის საშუალებით). 2. იგივეა, რაც აეროლოგია.
  13. აეროგრაფი [ბერძ. Aer ჰაერი და Grapho ვწერ] - ხელსაწყო, რომლითაც შესახებ ზედაპირზე აშხეფებენ საღებავს.
  14. აეროგენური [ბერძ. Aer ჰაერი და Genos წარმოშობა] - ჰაერით გადაცემული, ჰაერიდან მიღებული.
  15. აერობუსი ახალი ტიპის ტურბხრახნიანი სამგზავრო თვითმფინავი, რომლის სიჩქარეა 950 კმ. საათში, ფრენის სიმაღლე - 9-10 კმ, ერთდროულად გადაჰყავს 350-380 მგზავრი.
  16. აერობიოზი [ბერძ. Aer ჰაერი და Bios სიცოცხლე] - სიცოცხლე თავისუფალი ჟანგბადის პირობებში.
  17. აერობიკა [ინგლ. Aerobics ბერძ. Aer ჰაერი და Bios სიცოცხლე] - ახალი, ფრიად გავრცელებული სისტემა გამაჯანსაღებელი ვარჯიშებისა, დოზირებული ვარჯიში, საშუალებას იძლევა რაოდენობრივად (ქულებით) განისაზღვროს გულ-სისხლძარღვთა გაწაფულობის დონე (შეიმუშავა ამერიკელმა ექიმმა კენეტ კუპერმა 60-70-იან წლებში), სხვანაირად: რიტმული ტანვარჯიში.
  18. აერობები [ბერძ. Aer ჰაერი და Bios სიცოცხლე] - ორგანიზმები, რომელთა არსებობისათვის აუცილებელია თავისუფალი ჟანგბადი (იხ. ანაერობები).
  19. აერო [ბერძ. Aer ჰაერი] - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს ჰაერისას, საჰაეროს, აგრეთვე საავიაციოს. მაგ: აეროდინამიკა, აეროსტატი.
  20. აერენქიმა [ბერძ. Aer ჰაერი და Enchyma ავსება] - წყლისა და ჭაობის მცენარეთა ფაშარი ქსოვილი, რომელიც ჰაერით არის ამოვსებული.
  21. აერაცია [ფრანგ. Aeration განიავება] - ბუნებრივი ვენტილაცია, აირმიმოცვლა ნიადაგის ჰაერსა და ატმოსფეროს ჰაერს შორის, დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის ნაყოფიერებისათვის.
  22. აერატორი მანქანა, რომელსაც უპირატესად იყენებენ სამსხმელო საამქროებში საყალიბე ნარევის გასაფხვიერებლად.
  23. აერარიუმი [ბერძ. Aer ჰაერი] - ჰაერის აბაზანების მისაღებად მოწყობილი მოედანი.
  24. ადსორბცია [გერმ. Adsorption] - და ადროსბირება - გაზის ან სითხის შთანთქმა მყარი ნივთიერების ზედაპირის მიერ (შდრ. აბსორბცია).
  25. ადსორბერი აპარატი, რომლის საშუალებითაც ხდება ორთქლის გამოცვლა გაზიდან ანდა გახსნილი ნივთიერებისა - სითხიდან.
×
×
  • შექმენი...