Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. ბრიუსელში სამიტი დღეს დასრულდება http://i023.radikal.ru/0812/9f/79aac1713201.jpg სამიტი, რომელიც ბრიუსელში საფრანგეთის თავმჯდომარეობით ბოლოჯერ იმართება, დღეს დასრულდება. ევროპის ლიდერები დღეს გამოაქვეყნებენ ოფიციალურ დოკუმენტს. გუშინ კი დისკუსია მთავარ თემებზე გაიმართა. სამიტის მონაწილეები ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ფინანსურ კრიზისზე და კლიმატურ ცვლილებებზე მსჯელობდნენ. საქართველოს საკითხი ამ შეხვედრაზე დამოუკიდებლად არ განუხილავთ, თუმცა ევროპარლამენტის წარმომადგენლებს შეხვედრის შემდეგ საქართველოს თემაზე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც მოუწიათ.
  2. მიხეილ გორბაჩოვი ჰოსპიტალიზებულია http://s57.radikal.ru/i156/0812/83/c55da998118d.jpg მიხეილ გორბაჩოვი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჰოსპიტალიზებულია. საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერი მოსკოვის ცენტრალურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს. მიხეილ გორბაჩოვს თვალზე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის გამო ის მონაწილეობას ვერ მიიღებს ნობელის პრემიის მშვიდობის ლაურეატთა სამიტში, რომელიც პარიზში გაიმართება.
  3. ერაყში ტერორისტული აქტი მოხდა 55 ადამიანი დაიღუპა და 100 მძიმედ დაშავდა ერაყში ტერორისტული აქტის შედეგად. კამიკაძემ ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქ კირკუკში ხალხით სავსე რესტორანში აამოქმედა, სადაც უამრავი ქალი და ბავშვი იმყოფებოდა. ადგილობრივი სამართალდამცველების განცხადებით, რესტორანში ერაყის მთავრობის წევრებიც იყვნენ. ქალაქის ამ რაიონში მსგავსი აფეთქება გასულ წელსაც მოხდა. მაშინ რესტორანის აფეთქებას 25 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
  4. რუსეთი მზად არის ნავთობის ექსპორტი შეამციროს ნავთობზე ფასის დასარეგულირებლად რუსეთი მზად არის მისი ექსპორტი შეამციროს. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტი არც ქვეყნის ოპეკში გაწევრიანებას გამორიცხავს. მედვედევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნავთობი და გაზი რუსეთის ძირითადი რესურსია და მისი დაცვა ქვეყნის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. მედვედევის თქმით, რუსეთი ამ საკითხთან დაკავშირებით ისე იმოქმედებს, როგორც საჭიროდ ჩათვლის. საერთაშორისო ორგანიზაციების აბსტრაქტული კრიტერიუმები და რეკომენდაციები კი ამ ეტაპზე მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.
  5. ილია მეორისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა http://s50.radikal.ru/i130/0812/56/0e93c5250424.jpg კულტურის ცენტრ "მუზაში" უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. ღონისძიებაში აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანები და ცნობილი მსახიობები მონაწილეობდნენ. კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები დაესწრნენ.
  6. უამინდობა იტალიაში გრძელდება http://s48.radikal.ru/i122/0812/30/97965d0ee8e0.jpg უამინდობაა იტალიაში. რომში გადაუღებელმა წვიმებმა და ქარმა ქალაქს დიდი ზარალი მიაყენა. დაზიანებულია მაღაზიები, შენობები და მანქანები. სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლეც შეეწირა, რომელიც წყალდიდობის დროს საკუთარ მანქანაში იმყოფებოდა. უამინდობის გამო სწავლა შეჩერდა სკოლებში. ქალაქის დასუფავებასა და გაწმენდაში მონაწილეობას ჩვეულებრივი მოქალაქეებიც იღებდნენ. ქალაქის ადმინისტრაცია სთხოვს მოსახლეობას თუ განსაკუთრებული საჭიროება არ არის, მანქანით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
  7. "საქართველო ცეცხლში" - ამ სახელწოდების ფილმის პრემიერა დღეს გაიმართება http://s53.radikal.ru/i140/0812/39/3f14f8a6b905.jpg "საქართველო ცეცხლში" - ამ სახელწოდების ფილმის პრემიერა დღეს კინოთეატრ რუსთაველში გაიმართება. 15-წუთიანი ინგლისურენოვანი ფილმი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მოგვითხრობს. ფილმის ავტორის კოკი იონათამიშვილის თქმით, ფილმი უცხოელ მაყურებელზეა გათვლილი. "საქართველო ცეცხლში" 3000 ეგზემპლარად გამოიცემა და ტელევიზიებისა და ინტერნეტის საშუალებით გავრცელდება.
  8. საბერძნეთში არეულობა გრძელდება მეექვსე დღეა საბერძნეთის ქალაქებსა და ქუჩებში არეულობა გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეებს თანამოაზრეები ემატებათ. ათენში დაწყებულ არეულობას საბერძნეთის ქალაქების გარდა, გამოხმაურება ევროპის სხვადასხვა ქალაქშიც მოჰყვა. ხშირად სტუდენტები თავს პოლიციას ესხმიან. ამტვრევენ და წვავენ მანქანებსა და მაღაზიებს. ოპოზიციური პარტიები მთავრობის წევრების გადადგომას და მათგან შესაბამის რეაგირებას მოითხოვენ.
  9. უშიშროების საბჭოს ეკატერინე ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს http://s40.radikal.ru/i089/0812/8e/2c48dd8d7558.jpg უშიშროების საბჭოს ეკატერინე ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ახალ თანამდებობას დღეს ჩაიბარებს. ამ საკადრო ცვლილების შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხდა, სადაც სააკაშვილმა მინისტრის პირველი მოადგილე ბაჩო ახალაია წარადგინა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბათუ ქუთელიას ჩაანაცვლებს, რომელიც კარიერას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.
  10. ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი განსაზღვრულია http://s44.radikal.ru/i106/0812/c6/084035f868f7.jpg ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი განსაზღვრულია. ფინანსური სექტორის გაძლიერება, ხელფასებისა და პენსიების დროული გაცემა და ენერგეტიკული კრიზისის თავიდან აცილება - ამ პირველად ამოცანებზე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ ბიზნესმენებს ესაუბრა. მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოში არსებულ ფინანსურ კრიზისსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ფინანსური სექტორის ჩამოშლა არ მოხდა და ეკონომიკური მდგრადობა ქვეყანაში შენარჩუნებულია. პრეზიდენტი კომენტარს მთავრობაში მომხდარ საკადრო ცვლილებებზეც აკეთებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ფინანსურ და ეკონომიკურ სისტემაში არსებულ გამოწვევებს სამთავრობო ცვლილებების შემდეგ გამოცდილი ადამიანები უპასუხებენ.
  11. მარკ პერინ დე ბრიშამბო თბილისში შეხვედრებს მართავს http://s47.radikal.ru/i118/0812/63/4fec62fe0643.jpg ეუთო-ს გენერალური მდივანი მარკ პერინ დე ბრიშამბო, რომელიც საქართველოში ვიზიტს განაგრძობს, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს ხვდება. დღესვე ბრიშამბო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხება აგვისტოს მოვლენებს და საქრთველოში არსებულ ვითარებას. ეუთო-ს გენერალური მდივანი გამგზავრებამდე პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიგი წერეთელს შეხვდება. ვიზიტის ბოლოს კი შემაჯამებელ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გამართავს. მარკ პერინ დე ბრიშამბო თბილისში ორი დღის წინ ჩამოვიდა.
  12. ილია მეორე მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა http://s49.radikal.ru/i123/0812/3e/08dac1b6dab1.jpg ილია მეორე მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა. აგვისტოს მოვლენების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შეხვდა. პატრიარქის განცხადებით, პრეზიდენტ მედვედევთან პოლიტიკური საკითხებიც განიხილეს და გაირკვა, რომ დიმიტრი მედვედევი ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნების მომხრეა. ილია მეორის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დადებითად უნდა გამოიყენონ.
  13. ლილოს ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია http://s39.radikal.ru/i085/0812/97/09615c6b2ef8.jpg ლილოს ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში სახანძრო და სასწრაფოს ბრიგადები ადგილზე მაინც მორიგეობდნენ. დამწვრობის ცენტრში ერთი მეხანძრე რჩება, რომელიც ხანძრის დროს დაშავდა. დანარჩენი პაციენტები უკვე გაწერეს. ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოცდაათამდე დაშავდა. ძლიერი ცეცხლის დროს ორასზე მეტი სავაჭრო ობიექტი დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ჯერჯერობით უცნობია ხანძრისგან მიყენებული ზარალის ოდენობაც. მომხდარ ფაქტზე ისანი-სამგორის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ხანძარი ლილოს ბაზრობაზე გუშინ გაჩნდა.
  14. განახლებული პირველი არხი. ახალი გადაცემები , ახალი სახეები. მოკლე ინფორმაცია ვებ-საიტი : http://1tv.ge/ პირდაპირი ეთერი : http://1tv.ge/live.aspx ყოველდღიურად განახლებადი გადაცემების პროგრამა : http://1tv.ge/Program.aspx გადაცემები : http://1tv.ge/Shows.aspx <--- მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ გადაცემათა არქივიც. ღონისძიებები და პროექტები : http://www.1tv.ge/Shows/Default.aspx?ShowI...mp;LanguageID=1 საარქივო მასლების ძიება : http://1tv.ge/archive/ კონტაქტი : საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება საქართველო, თბილისი, 0171. მ. კოსტავას ქ. 68 ტელ/ფაქსი: (+995 32) 409 477; (+995 32) 409 377; ელ-ფოსტა: pr@gpb.ge, info@gpb.ge ადამიანური რესურსების სამსახური საქართველო, თბილისი, 0171. მ. კოსტავას ქ. 68 ტელ: (+995 32)409-320 ელ-ფოსტა: hr@gpb.ge სარეკლამო სამსახური საქართველო, თბილისი, 0171. მ. კოსტავას ქ. 68 ტელ/ფაქსი (+995 32) 409 040; 409 004; ელ-ფოსტა: ad@gpb.ge http://s09.radikal.ru/i182/0910/3e/dfc4e3e915ed.png
  15. მოკლედ ჩვეულებრივად ერთ-ერთ საიტზე ერთ-ერთ ნიუსს ვკითხულობდი და აი, რას წავაწყდი: ერთი ბანდაა ანუ?
  16. და ვინაა ალასანია, რომლის "ჯერ არ გაკეთებული საქმის მიუხედავად" საზოგადოებაში ამხელა მოლოდინია? ირაკლი ალასანია დაიბადა 1973 წლის 21 დეკემბერს ბათუმში. (მამამისი გენარალ-ლეიტენატი მამია ალასანია 1993 წელს სოხუმის დაცემისას აფხაზმა მეამბოხეებმა მოკლეს). ირაკლი ალასანიამ 1995 წელს დაამთავრა თსუ, საერთაშორისო სამართლის სპეციალობა. 1994-96 წლებში სწავლობდა სახელმწიფო უშიშროების აკადემიაში. მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში. 2002-2004 წლებში იყო უშიშროების, 2004 წელს კი თავდაცვის მინისტრი მოადგილე. ამავე წელს დაკავებული ჰქონდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწის თანამდებობა. 2004-2006 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დე იურე მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში. 2006 წლის 11 დეკემბრიდან 2008 წლის 4 დეკემბრამდე იყო გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. არ მომწონს რაღაც, რომ ამ ტიპს ამზადებენ რაღაცისთვის და ცუდია ეს!
  17. უამინდობა ესპანეთში http://s45.radikal.ru/i108/0812/6e/e44e9a288e4f.jpg უამინდობის გამო ესპანეთში გზები გადაიკეტა. ქვეყნის ჩრდილოეთით უღელტეხილებზე გადაადგილება შეუძლებელია. ძლიერი თოვლი და ქარია მალიორკასა და მენორკაზე. უამინდობის გამო შეზღუდვით მუშაობენ აეროპორტები. გასულ ღამეს ქვეყნის ოთხ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მეტეოროლოგები ამბობენ, რომ ძლიერ ქარსა და თოვლს ყინვაც დაემატება. უამინდობა ესპანეთში კდიევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.
  18. საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებს იტალიაში ეხმაურებიან http://i079.radikal.ru/0812/6e/34d649d90913.jpg საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებს იტალიაში ეხმაურებიან. გასულ ღამეს იტალიის საელჩოსთან ათობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტებმა რომის ცენტრი გადაკეტეს. ისინი ბერძენი სამართალდამცველების ქმედებებს აპროტესტებდნენ. საბერძნეთში არეულობა ექვსი დღის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელებმა მოზარდი დაცხრილეს. შემთხვევას აქციები მოჰყვა. დემონსტრანტებს კი ოპოზიციაც შეუერთდა. მთავარი მოთხოვნა ამ დროისთვის უკვე მთავრობის გადადგომაა.
  19. სახალხო დამცველის ოფისში მოსწავლეთა კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს http://i036.radikal.ru/0812/f6/34b338cfbc76.jpg ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 60 წლისთავთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ოფისში მოსწავლეთა კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. კონკურსში მოსწავლეებს წარდგენილი ჰქონდათ ნამუშევრები თემაზე "ღირსება და სამართლიანობა ყველასთვის". 10 საუკეთესო ნამუშევრის ავტორს სიგელები და სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ. კონკურსში მოსწავლეები საქართველოს თითქმის ყველა რაიონიდან მონაწილეობდნენ. ღონისძიება გაერო-ს წარმომადგენლობისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით გაიმართა.
  20. საბჭოთა ისტორიის ახალი ვერსიის შემქმნელი საქართველოშია საბჭოთა ისტორიის ახალი ვერსიის შემქმნელი საქართველოშია. ლატვიელ დოკუმენტალისტ და მწერალ ედვინს შნორეს სკანდალური ფილმის ჩვენება განათლების სამინისტროს ინიციატივით თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართა. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი თვალით ენახათ ის უნიკალური მასალები, რომელთა მოსაგროვებლად მსოფლიოს 7 ქვეყანაში ფილმის ავტორმა 10 წლის განმავლობაში იმუშავა. განათლების ახალი მინისტრის ნიკა გვარამიას ინიციატივით, ედვინს შნორეს "საბჭოთა ისტორიის" საავტორო უფლებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აუცილებლად შეიძენს და ამ ფილმის ჩვენება ქვეყნის ყველა საჯარო სკოლაში მოხდება. დღესვე ლატვიელი რეჟისორი თბილისში ოკუპაციის მუზეუმს დაათვალიერებს და გორშიც გაემგზავრება. 20:00 საათზე კი კულტურის სამინისტროს ინიციატივით, კინოთეატრ "ამირანში" დაგეგმილია ფილმის ჩვენება, რომელსაც პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც დაესწრებიან.
  21. "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ყრილობა გაიმართა http://s57.radikal.ru/i156/0812/bd/7d835924a71c.jpg http://s39.radikal.ru/i085/0812/dd/52096c1a44f7.jpg სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დღეს "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" რიგით მეცხრე ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე ახალი წესდება დაამტკიცეს და პარტიის თავმჯდომარედ კვლავ ბაჩუკი ქარდავა აირჩიეს. არჩეულმა ლიდერმა სიტყვით გამოსვლა ედპ-ს პირველი თავმჯდომარის სპირიდონ კელიას ციტატით დაიწყო და გია ჭანტურიას სიტყვებით დაამთავრა. ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ქვეყანაში ისტორიული სამართლიანობა უნდა აღდგეს და კონსტიტუციური მონარქია უნდა დამყარდეს. შეკრებაზე დღეს მიწვეულ სტუმრებს შორის "ქრისტიან-დემოკრატები" და "მრეწველები" იყვნენ, რომლებიც კონსტიტუციური მონარქიის იდეას მხარდაჭერას უცხადებენ.
  22. კორპორატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები კუთვნილ მიწის ნაკვეთებს მოითხოვენ http://s46.radikal.ru/i113/0812/b6/21edcc048794.jpg კორპორატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები სახელმწიფო ვალის სანაცვლოდ, კუთვნილ მიწის ნაკვეთებს მოითხოვენ. ავლაბრის რეზიდენციასთან შეკრებილი მოსახლეობა საკითხის დაბლოკვაში, დედაქალაქის მერიას ადანაშაულებს. აქციის მონაწილეების თქმით, დადგენილება პრეზიდენტისთვის მერიას უნდა გადაეცა, რადგან მათი მოთხოვნის კანონიერებას სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს. კორპორატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 60 ოჯახი დახმარებას პრეზიდენტისგან მოითხოვს.
  23. "ქრისტიან-დემოკრატებმა" პარლამენტში მინისტრები და გუბერნატორი დაიბარეს http://s45.radikal.ru/i110/0812/a0/c3e5dce8a636.jpg http://s47.radikal.ru/i116/0812/59/c806870079e0.jpg "ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ" პარლამენტში დღეს მინისტრები და გუბერნატორი დაიბარა. შიდა ქართლის გუბერნატორ ლადო ვარძელაშვილს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანს და ჯანდაცვის მინისტრ სანდრო კვიტაშვილს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დაზარალებულთა პრობლემებზე ესაუბრნენ. "ქრისტიან-დემოკრატების" თქმით, დაზარალებულების ერთ ნაწილს პირველადი მოხმარების ნივთები და ელემენტარული პირობები არ აქვთ. ოფიციალური პირების განცხადებით, ამ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა დაუყოვნებლივ დაიწყება.
  24. აშშ-ში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შესახებ გამოკვლევა ჩაატარეს http://s44.radikal.ru/i103/0812/05/6b2714a06bde.jpg აშშ-ში გამოთვალეს, რამდენი მილიონი დოლარი დაიზოგება, თუკი ახალი ადმინისტრაცია აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებაზე უარს იტყვის. ვაშინგტონის პოლიტოლოგთა ცენტრის ექსპერტების გამოთვლით, ქვეყანას სისტემა 13 მილიარდი დოლარი უჯდება. ცენტრში შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციისთვის უკვე მოამზადეს სპეციალური მოხსენება, სადაც ნათქვამია, რომ უმჯობესი იქნება თუკი შტატები ჩეხეთსა და პოლონეთში სისტემების განთავსებას გადადებს.
  25. რუსეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი შეთანხმებას გააფორმებენ http://i028.radikal.ru/0812/47/fad32f21eded.jpg რუსეთი და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება უახლოეს დღეებში საზღვრის მოწყობასთან დაკავშირებით სპეციალურ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმების მიხედვით, ქართულ და ოსურ სოფლებს შორის 890 დაქირავებული ჯარისკაცი ჩადგება. სეპარატისტების ლიდერები ამბობენ, რომ სამხედროებს ხელშეკრულებით აიყვანენ, მათი დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქე იქნება. დღესვე ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა გამოთქვა იმედი, რომ რუსეთთან საზღვარზე აღარ იქნება საბაჟოები და გადასვლა მაქსიმალურად გამარტივდება.
×
×
  • შექმენი...