Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. ვატიკანში საშობაო ნაძვის ხე გაანათეს ვატიკანში საშობაო ნაძვის ხე გაანათეს. უამინდობის მიუხედავად, ცერემონიას ასობით ადამიანი დაესწრო. ნაძვის ხე ვატიკანში სპეციალურად ავსტრიიდან ჩაიტანეს. ის 120 წლისაა და 33 მეტრის სიმაღლისაა. ეს ყველაზე მაღალი ნაძვის ხეა მათ შორის, რაც წმინდა პერტეს მოედანზე მოურთავთ. უკვე ცნობილია რა ბედი ეწევა ხეს შობის შემდეგ. მისგან სათამაშოებსა და სასკოლო ინვენტარს დაამზადებენ.
  2. კოსმოსური სადგურიდან დედამიწას შობას ულოცავენ საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწას შობას ულოცავენ. საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც სამი ასტრონავტისგან შედგება, დღესასწაულს ორბიტაზე შეხვდება. სპეციალური მილოცვა NASA-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე დაიდო. ჯგუფის ორი წევრი კოსმოსურ სადგურზე ოქტომბრიდან იმყოფება, მესამე კი მათ ნოემბერში შეუერთდა. დედამიწაზე ისინი 2009 წლის ზაფხულში დაბრუნდებიან.
  3. სამხედრო კამპანია ერაყში დასასრულს უახლოვდება სამხედრო კამპანია ერაყში დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა, ერაყში ამერიკულ ავიაბაზაზე ყოფნისას განაცხადა. გეითსმა აღნიშნა, რომ სამხედროების გაყვანის პროცესი უკვე დაიწყო, 2011 წლის ივნისისთვის კი ქვეყანაში არცერთი ამერიკელი სამხედრო აღარ დარჩება.
  4. საჩხერეში პროკურატურის შენობა გაიხსნა საჩხერეში რაიონული პროკურატურის ახალი შენობა გაიხსნა. შენობა თანამედროვე საოფისე ინვენტარითა და კომპიუტერული ტექნიკითაა აღჭურვილი. მასში საჩხერის გარდა, ჭიათურის რაიონული პროკურატურაც განთავსდება. ახალი შენობა გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძემ გახსნა.
  5. ხელვაჩაურში განმეორებითი მაჟორიტარული არჩევნები ტარდება ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს განმეორებითი მაჟორიტარული არჩევნები ტარდება. კენჭს იყრის სამი კანდიდატი: "ქრისტიან-დემოკრატებიდან" - ზაზა შაშიკაძე, "ქართული დასიდან" - თამარ კვაჭანტირაძე და "კომუნისტური პარტიიდან" - მერაბ სურმანიძე. განმეორებითი არჩევნების ჩატარება ხელვაჩაურის ოლქში წინა არჩევნებზე დიდი რაოდენობით სამართალდარღვევებმა განაპირობა.
  6. სერგეი ლავროვი ნიუ იორკში მიემგზავრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ იორკში გაემგზავრება, სადაც "ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის" სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. შესაძლოა, ლავროვი აშშ-ს სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისსაც შეხვდეს. ვიზიტი 14-დან 16 დეკემბრამდეა დაგეგმილი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაისისა და ლავროვის შეხვედრა შედგება, საუბრის თემა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროცესები გახდება.
  7. წმ. კვირიკეს ეკლესიამ სამების საკათედრო ტაძარს ხატი შესწირა წმინდა კვირიკეს ეკლესიამ სამების საკათედრო ტაძარს ხატი შესწირა. ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებიდან 31 წლისთავის პატივსაცემად შეიქმნა, თავად პატრიარქმა აკურთხა. ხატი სპეციალურად ამ დღისთვის დაიწერა და ის წმინდა სამების ტაძარში მრევლმა საკუთარი ხელით მიაბრძანა. მსვლელობაში სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. მანამდე კი სამების საკათედრო ტაძარში კათალიკოს-პატრიარქმა საკვირაო წირვა აღავლინა. მისი უწმინდესობის თქმით, საქართველოში მომხდარი ამბები ღვთის ნებაა და უფალი ჩვენს ქვეყანას წყალობას არ მოაკლებს. უწმინდესის თქმით, ქართველი ხალხის ყველაზე დიდი ჯილდო, რომლითაც უფალმა დააჯილდოვა, სიყვარულის გრძნობაა. დღესვე პატრიარქმა გიორგაძეებისა და ონიანების გვარი დალოცა. გარდა ამისა, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს გაწეული ღვაწლისთვის საპატრიარქოს სიგელი, ბიბლია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი გადაეცა.
  8. პერევი კვლავ ოკუპირებულია საჩხერის რაიონის სოფელი პერევი კვლავ ოკუპირებულია. რუსულმა მხარემ ქართულ სოფელში დამატებითი ტექნიკა შეიყვანა. ოკუპანტები განსაკუთრებით აგრესიულები ჟურნალისტების მიმართ არიან. ადგილობრივი მოსახლეობა სახლებს მასობრივად ტოვებს. 200-მდე ადამიანი მეზობელ სოფლებში გაიხიზნა. საჩხერის გამგებლის ზურაბ ცერცვაძის განცხადებით, თუ ეს სიტუაცია გაგრძელდა, სავარაუდოდ, სწავლის პროცესი ისევ ჩაიშლება. მიუხედავად ამისა, პედაგოგები სკოლის მიტოვებას არ აპირებენ, თუმცა თუ მოსწავლეთა კონტინგენტი არ იქნება, სწავლა ვერ გაგრძელდება. სოფელ პერევში 700-მდე ადამიანი ცხოვრობს.
  9. "მის მსოფლიო - 2008" რუსეთის წარმომადგენელი გახდა "მის მსოფლიო - 2008" რუსი ქსენია სუხინოვა გახდა. სუხინოვამ მის მსოფლიო - ტოპ მოდელის წოდებაც მიიღო. გოგონა 21 წლისაა და ტიუმენში ცხოვრობს. მეორე ადგილზე კონკურსში მის ინდოეთი გავიდა. მესამე ადგილი კი ტრინიდადსა და ტობაგოს წარმომადგენელმა გოგონამ დაიკავა. კონკურსი სამხრეთ აფრიკაში გაიმართა. მასში მონაწილეობა 109 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო. მათ შორის საქართველოს წარმომადგენელიც იყო.
  10. უამინდობა აშშ-ში ამერიკის შეერთებულ შტატებში უამინდობა გრძელდება. ნიუ იორკს თოვლიანმა ქარბუქმა გადაუარა. დიდთოვლობას შტორმი დაერთო ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებშიც. მილიონობით ადამიანი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება. მასაჩუსეტსის შტატში კი სამაშველო ოპერაცია დაიწყო. მასში მონაწილეობას ათასობით მაშველი იღებს. შტატის ხელისუფლებაში ვერ აკონკრეტებენ, რა დრო დასჭირდება სისტემის წესრიგში მოყვანას.
  11. თურქმენეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს თურქმენეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყანაში სახალხო საბჭოს ახალი კონსტიტუციის მიხედვით, მეჯლისი შეცვლის. აქამდე ქვეყანას პრეზიდენტთან ერთად უხუცესთა საბჭოს წევრები მართავდნენ, თუმცა ახალი პრეზიდენტის გურბანგულ ბერდიმუხამედოვის არჩევის შემდეგ კონსტიტუციური ცვლილებები განხორციელდა. ექსპერტები აცხადებენ, რომ არჩევნები სრულფასოვანი არაა, რადგან მასში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი კანდიდატები არ მონაწილეობენ. პროცესს დსთ-ს, გაერო-სა და ეუთო-ს დამკვირვებლები შეაფასებენ. შედეგები კი 10 დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
  12. საბერძნეთში ვითარება კვლავ დაიძაბა საბერძნეთში ვითარება კვლავ დაიძაბა. დემონსტრანტებმა გასულ ღამეს ბანკებისა და პოლიციის განყოფილებების შენობებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, შემდეგ კი პარლამენტში შეჭრა სცადეს. სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოეყენებინათ. არეულობა საბერძნეთში ერთი კვირის წინ დაიწყო. დემონსტრაციების მიზეზი სამართალდამცველების მიერ 15 წლის მოზარდის მკვლელობა გახდა.
  13. ინგუშეთში სამართალდამცველებზე თავდასხმები გრძელდება ინგუშეთში სამართალდამცველებზე თავდასხმები გრძელდება. გასულ ღამეს უცნობმა პირებმა ცეცხლი მილიციელების ავტოკოლონას გაუხსნეს. შემთხვევა სიუნჟენის რაიონში მოხდა. სროლის შედეგად ორი სამართალდამცველი დაიჭრა. გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა ეჭვმიტანილები ამ დრომდე არ ჰყავთ. გასულ ღამეს ნაზრანში მილიციის ერთ-ერთ საგუშაგოსაც დაესხნენ თავს. ექსპერტების ვარაუდით, თავდამსხმელი ტერორისტი სნაიპერი იყო. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
  14. "ასტრა პარკში" ჟურნალისტებს შორის ჩემპიონატი ჩატარდა გასართობ ცენტრ "ასტრა პარკში" ჟურნალისტებს შორის კარტინგში ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას ოთხი ტელეკომპანიის - "პირველი არხის", "იმედის", "რუსთავი 2-ისა" და "მზის" ჟურნალისტები ღებულობდნენ. ტურნირი როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ცალკე ქალბატონებისთვისაც ჩატადა. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს.
  15. გელათის აკადემიის შენობის კვლევა დასრულდა არქეოლოგებმა გელათის მეცნიერებათა აკადემიის შენობის კვლევა დაასრულეს. დადგინდა, რომ აკადემია XII-XVI საუკუნეებში აკადემიის ფუნქციას ასრულებდა, XVI საუკუნის შემდეგ კი მეფეთა სატრაპეზო გახდა. აქ ნაპოვნია მერხები, 360-ფუტიანი ქვევრი და მრგვალთაღოვანი სარდაფი, რომელსაც სავარაუდოდ, პროდუქტების შესანახად იყენებდნენ. არქეოლოგიური კვლევები გელათის მეცნიერებათა აკადემიის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ჩატარდა. მიმდინარეობს ასევე შენობის გადახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რისთვისაც ძველ კრამიტს მთელი იმერეთის მასშტაბით აგროვებენ.
  16. ანჩისხატი ქართული ტაძარ ახტალაში მიაბრძანეს ტაო-კლარჯეთის, ენგურის ხიდისა და საინგილოს მოლოცვის შემდეგ, ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს, ანჩისხატმა დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე, ძველი ქართული ტაძარი ახტალა მოილოცა. მომლოცველები სადახლოს გამშვებ პუნქტზე გუშინ გვიან ღამით გადმოვიდნენ, მათ ადგილზე ქართველი მესაზღვრეები დახვდათ, რომლებსაც მომლოცველებმა ქართული ხატები და ლოცვები დაურიგეს. დღეს მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით ისინი ბოლნისის ეპარქიას მოილოცავენ.
  17. აფხაზეთის ტერიტორიაზე ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შემოყვანა გრძელდება რუსეთის საოკუპაციო ჯარები და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შემოყვანას აგრძელებს. წუხელ გვიან ღამით გალის რაიონის ტერიტორიაზე შემოიყვანეს 26 ერთეული "ტე-72" ტიპის ტანკი. აქედან 12 ცალი განათავსეს დაბალი ზონის სოფლებში, ხოლო მაღალ ზონაში 14 ერთეული. ჩაკეტილია ენგურის მთელი პერიმეტრი, მათ შორის ცენტრალური ხიდი. შეზღუდულია მშვიდობიანი მოსახლეობის გადაადგილება თვით გალის ტერიტორიაზეც; გამკაცრებულია საპასპორტო რეჟიმი; შეზღუდულია მოძრაობა ენგურის ხიდზეც.
  18. ევროკავშირის მისია პერევიდან საჯარისო შენაერთის გაყვანას მოითხოვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რუსული მხარისგან სოფელ პერევიდან საჯარისო შენაერთის დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს. დამკვირვებლები დარწმუნდნენ, რომ რუსულმა სამხედრო შენაერთმა კვლავ დაიკავა ბლოკ-პოსტი პერევში, სოფელსა და მის შემოგარენში თავმოყრილია ჯარისკაცთა შესამჩნევი რაოდენობა. "ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსული საგუშაგო იქ სულ რაღაც ერთი დღე-ღამის წინ გაუქმდა. ამასთან, სამხედროებმა აუკრძალეს ელჩებს ამ ტერიტორიაზე გადაადგილება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სოფლის ოკუპაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სოფელ პერევის ოკუპაცია შეუთავსებელია სარკოზი-მედვედევის შეთანხმებასთან, ხოლო ელჩების თავისუფალი გადაადგილებისთვის ხელის შეშლა უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაუშვებელია საერთაშორისო სამართლის ყველა მუხლით.
  19. საგარეო საქმეთა სამინისტრო პერევში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება "რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელისუფლება ღიად იწვევს საერთაშორისო საზოგადოებას, ევროკავშირის ხელმძღვანელობას და მონიტორებს", - ამ განცხადებას პერევში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგარეო უწყება აკეთებს. "რუსეთის მხარე აშკარად ცდილობს ჩაშალოს ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის მესამე რაუნდი დაგეგმილია 2008 წლის 17-18 დეკემბერს. საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან რუსული საჯარისო ნაწილების სრული და დაუყოვნებლივი გაყვანა არის ერთი ნაბიჯი გადადგმული საქართველოს სრული დეოკუპაციის მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში. საგარეო უწყების ინფორმაციით, სოფელ პერევში ასობით რუსი მედესანტე გადმოსხეს. რუსული შეიარაღებული ძალების მიერ წამოყენებული ულტიმატუმის საპასუხოდ, ქართულმა პოლიციამ მშვიდობიან მოსახლეობაში სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, სოფელი დატოვა. "ეს ფაქტი წარმოადგენს მკაფიო გზავნილს საერთაშორისო საზოგადოებისათვის, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის ის სახელმწიფო, რომელიც დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
  20. ცხინვალში სტალინის ქუჩა აღარ იქნება ცხინვალში სტალინის ქუჩა აღარ იქნება. ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას შესაძლოა სახელი შეუცვალონ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს ადგილობრივი მცხოვრებლები თხოვნით მიმართავენ, სტალინის ქუჩას დიმიტრი მედვედევის სახელი დაერქვას. განიხილება ერთ-ერთი ქუჩისთვის ვლადიმერ პუტინის სახელის დარქმევაც. გადაწყვეტილება სეპარატისტულ ხელისუფლებას ჯერჯერობით არ მიუღია.
  21. ექსპერტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველი დევნილების დაბრუნებაზე საუბრობენ http://s40.radikal.ru/i087/0812/5e/43aa7c395ad0.jpg ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველი დევნილების დაბრუნებაზე პრინციპულ უარს ვერ იტყვის. არის თუ არა შესაძლებელი რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წარმოება და რა საკითხებით და რა ფორმით უნდა დაიწყოს ეს პროცესი. სპეციალისტთა ნაწილის აზრით, რუსეთთან საქართველოს ხელისუფლებამ პირდაპირი დიალოგი სხვა ქვეყნების შუამავლობის გარეშე უნდა აწარმოოს.
  22. ჯონ ქერიმ თბილისში შეხვედრები გამართა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ს სენატორი ჯონ ქერი ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. ქვეყანაში არესებულ პოლიტიკურ ვითარებასა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე თავიანთი მოსაზრება ამერიკელ სტუმარს ლევან გაჩეჩილაძემ, გიორგი თარგამაძემ, დავით უსუფაშვილმა და ნინო ბურჯანაძემ გააცნეს. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ყურადღება აგვისტოს მოვლენებზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ვადამდელ არჩევნებსა და მედიის თავისუფლებაზე გაამახვილეს. ქართველი პოლიტიკოსების თქმით, სენატორისაგან მათ პირობა მიიღეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ამერიკა მხარს მომავალშიც დაუჭერს. ჯონ ქერი დღეს დილით საქართველოს პრემიერ-მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს და პარლამენტის წევრებს შეხვდა. მომავალი წლიდან ჯონ ქერი ამერიკის სენატში საგარეო საქმეთა კომიტეტს უხელმძღვანელებს.
  23. შვეიცარია რუსეთში საქართველოს ინტერესებს დაიცავს შვეიცარია რუსეთში საქართველოს ინტერესებს დაიცავს. ამის შესახებ განცხადება მოსკოვში ვიზიტისას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიშლინ კალმირემ გააკეთა. შვეიცარიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პრესკონფერენცია რუს კოლეგასთან ერთად გამართა, მანამდე კი მათ ნოტები გაცვალეს, სადაც ნათქვამია, რომ შვეიცარია საქართველოში რუსეთის ინტერესებსაც დაიცავს. ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, თბილისში, შვეიცარიის საელჩოში მუშაობას მალე რუსეთის ინტერესების დამცველი განყოფილება დაიწყებს.
  24. გორში ოთხი ჭურვი იპოვეს გორში, ცენტრალური ხიდის ქვეშ, მდინარე მტკვარში ადგილობრივმა მოსახლეობამ ოთხი ჭურვი იპოვა. ადგილზე მისულია გამნაღმველთა ჯგუფი, რომელმაც აუფეთქებელი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები უკვე ამოიღო წყლიდან. ეს ის ადგილია, სადაც აგვისტოში რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი საგუშაგო იყო განთავსებული და ჭურვებიც, სავარაუდოდ, მაშინ ჩაყარეს მდინარეში. ჭურვები იმ დროს გამოჩნდა, როცა მტკვარში წყლის დონემ დაიკლო.
  25. შსს პერევში რუსი ოკუპანტების მობილიზებას პროვოკაციად აფასებს პერევში რუსი ოკუპანტების მიერ დამატებითი სამხედრო ძალის მობილიზების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო გათვლილ პროვოკაციად აფასებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დაახლოებით ცხრა საათისთვის რუსმა ოკუპანტებმა სოფელში რამდენიმე ათეული მედესანტე ექვსი საბრძოლო შვეულმფრენიდან გადასხეს. ასევე შემოყვანილია სამთო მსროლელთა ბატალიონი. პერევში გუშინ განლაგებული ქართველი პოლიციელები დღეს უკვე იძულებულნი გახდნენ, სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, დაეტოვებინათ საჩხერის რაიონი.
×
×
  • შექმენი...