Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. ედუარდ კოკოითი - ქართველებს 20 მილიონ დოლარად ჩემი ყიდვა სურდათ http://s44.radikal.ru/i105/0812/d5/a0ad55ae1f88.jpg "ქართველებს 20 მილიონ დოლარად ჩემი ყიდვა სურდათ", - ასეთი განცხადება ედუარდ კოკოითმა გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდას" ჟურნალისტთან საუბრისას გააკეთა. "მიხეილ სააკაშვილმა 2003 წელს 3 ადამიანი გამოგზავნა, რომლებმაც, პრეზიდენტის თანამდებობის სანაცვლოდ, ეს თანხა შემომთავაზეს, თუმცა როგორც მოგვიანებით გავარკვიე, მას თურმე 50 მილიონი გამოუგზავნია, თუმცა 10-10 მილიონი შუამავლებმა გზაშივე დაინაწილეს", - აცხადებს სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერი. კოკოითი იმასაც ამბობს, რომ ომის დროს ცხინვალში იმყოფებოდა, თუმცა იმ პერიოდში "არაფოტოგენურად გამოიყურებოდა" და ამიტომ კამერების წინაშე არ გამოჩენილა. "მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ოს ხალხთან ომი წააგეს, ახალი ინფორმაციული შეტევა დაიწყეს. ჟურნალისტების დიდი ნაწილი სწორედ მტრის სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან", - აცხადებს კოკოითი.
  2. კონდოლიზა რაისმა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე კომენტარი გააკეთა http://s56.radikal.ru/i152/0812/31/4898fc783d2f.jpg კონდოლიზა რაისმა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე კიდევ ერთი კომენტარი რადიოკომპანია "ენ-პი-არისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეფასებით, აგვისტოს ომის შედეგად რუსეთის ავტორიტეტი მსოფლიოში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რამაც მომავალში შესაძლოა მას სტრატეგიული გეგმების განხორციელებაში ხელი შეუშალოს. საქართველომ კი ამ მოვლენების შედეგად საერთაშორისო საზოგადოებისგან დიდი რესურსი მიიღო ქვეყნის ასადგენად. რაისის თქმით, საქართველოს მთავრობა და დემოკრატია კვლავ ძლიერია. რუსეთმა კი საერთაშორისო საზოგადოებაში ინტეგრაციის შანსი ხელიდან გაუშვა.
  3. გალის რაიონში სამხედრო ნაწილების განთავსება დასრულდა აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის თავდაცვის სამინისტრომ გალის რაიონში დაასრულა სამხედრო ნაწილების განთავსება. პირველ ოტობაიაში, ფიჩორში, სიდაში, ნაბაკევსა და აჩიგვარაში მოტომსროლელთა პოლკი განალაგეს, რომლის დანიშნულებაც დაზვერვითი სამუშაოების წარმოება და ენგურისპირა 12-ივე საგუშაგოზე ე.წ. საზღვრის კონტროლია. პოლკის შეიარაღებაშია მძიმე არტილერია, ქვემეხები, ნაღმმტყორცნები, მუხლუხიანი ტანკები. სეპარატისტების თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანატოლი პავლუჟკოს განცხადებით, აღნიშნული სოფლები რუსული არმიისა და აფხაზური ჯარის მუდმივი დისლოკაციის ადგილი იქნება. რაც შეეხება ცოცხალ ძალას, მათ შორის არიან 1992-93 წლების კონფლიქტში მონაწილე ვეტერანები, მათ შორის ბაგრამიანის ბატალიონის წევრები, ყაბარდო-ბალყარელები, ჩერქეზები და ადიღეელები.
  4. ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პირველი პირები იკრიბებიან http://s45.radikal.ru/i109/0812/8d/2d35cae23263.jpg ბრიუსელში დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პირველი პირები, საფრანგეთის თავმჯდომარეობით, ბოლოჯერ იკრიბებიან. განხილვის მთავარი თემა ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტი იქნება, თუმცა ევროპის ლიდერები რუსულ-ქართულ ომზე კიდევ ერთხელ ისაუბრებენ. ევროკავშირი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკის გატარებას მომავალი წლიდან დაიწყებს. ჰავიერ სოლანას დოკუმენტი, რომელშიც რუსულ-ქართული ომი პირდაპირაა ნახსენები, ევროკავშირის სამომავლო უსაფრთხოების სტრატეგიას განსაზღვრავს.
  5. ხანძარი ლილოს ბაზრობაზე http://s42.radikal.ru/i096/0812/ba/88384bee8de9.jpg http://s54.radikal.ru/i143/0812/64/e04fa2e93835.jpg ლილოს ბაზრობაზე ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. ცეცხლი, სავარაუდოდ, სასურსათო მაღაზიაში ღამით გაჩნდა. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ხანძრის მიზეზი მაღაზიაში შემთხვევით დარჩენილი ჩართული გამათბობელია. გადამწვარია ასეულობით კონტეინერი.
  6. მარკ პერინ დე ბრიშამბო საქართველოს ეწვია საქართველოს სამუშაო ვიზიტით გვიან ღამით ეუთო-ს გენერალური მდივანი მარკ პერინ დე ბრიშამბო ეწვია. ის საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს ხვდება. გენერალური მდივანი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მთავრობის წევრებთან გამართავს. ეუთო-ს დელეგაციას და მის ხელმძღვანელს სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც მიიღებს. დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთანაც. ვიზიტის ფარგლებში მარკ ბრიშამბო გორშიც ჩავა და ახალგორის, კარალეთისა და ერგნეთის ტერიტორიებსაც დაათვალიერებს. ორდღიანი ვიზიტის დასასრულს თბილისიდან ეუთო-ს გენერალური მდივანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში გაემგზავრება.
  7. რუსული აგრესიის შემსწავლელი კომისიის წევრები დღეს შეიკრიბებიან http://s58.radikal.ru/i161/0812/be/1dcf747a6a5d.jpg http://s56.radikal.ru/i153/0812/fa/d43957061e03.jpg დასკვნის გამოქვეყნებამდე რუსული აგრესიის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. კომისიის წევრები შეხვედრაზე გააანალიზებენ და შეაჯერებენ იმ ინფორმაციებს, რაც მათ თანამდებობის პირებისგან დაკითხვებზე მოისმინეს. საგამოძიებო კომისია დასკვნას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. სულ კომისიამ 22 მაღალი თანამდებობის პირი დაკითხა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.
  8. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობების ლიდერები ბელორუსს დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობების ლიდერები ბელორუსს მათი დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვენ. ოფიციალური თხოვნა წარმომადგენლობით პალატაში უკვე შევიდა. ინფორმაციას ბელორუსის პარლამენტის წევრების განცხადებებზე დაყრდნობით "ინტერფაქსი" ავრცელებს. ზუსტი თარიღი, თუ როდის დაიწყება აღნიშნული საკითხის განხილვა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. საშემოდგომო სესია ბელორუსის პარლამენტში 19 დეკემბერს დაიხურება. საგაზაფხულო სესიის გახსნა კი 2 აპრილს არის დაგეგმილი.
  9. რუსეთი სეპარატისტულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიურ კავშირს ოფიციალურად ამყარებს რუსეთი სეპარატისტულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიურ კავშირს ოფიციალურად ამყარებს. რწმუნებათა სიგელებს 16 დეკემბერს რუსეთის ელჩები დე ფაქტო ლიდერებს კოკოითსა და ბაღაფშს გადასცემენ. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რწმუნებათა სიგელების გადაცემა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რუსეთსა და სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დამყარების საქმეში. "სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნა ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გამყარებას და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას", - აღნიშნულია განცხადებაში.
  10. დიდთოვლობა მილანში http://s51.radikal.ru/i133/0812/96/ba71a99adfd7.jpg უჩვეულოდ დიდი თოვლი მოვიდა მილანში. თოვლმა, რომელიც მთელი დღე-ღამის განმავლობაში გრელდებოდა, ავტომაგისტრალებზე მოძრაობა შეაფერხა. უამინდობის გამო ფრენა გადაიდო ორ აეროპორტში. მალპენსის აეროპორტის საფრენი ბილიკის გაწმენდაზე ერთდროულად 100 ადამიანი მუშაობდა. მუშები შეუჩერებლად მუშობდნენ გზების გაწმენდაზეც. მოგვიანებით ტემპერატურა კიდევ უფრო დაეცა და იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში ყინვა დაფიქსირდა.
  11. ლეხ კაჩინსკიმ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ღიად დააფიქსირა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს კაჩინსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი ყოველთვის დაეხმარება უკრაინას და მხარს დაუჭერს მის გაწევრიანებას ალიანსში. თავის მხრივ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპულ სამეზობლო პოლიტიკასა და ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
  12. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში გრძელდება http://s42.radikal.ru/i098/0812/b0/cf4770458694.jpg საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში გრძელდება. გუშინ პატრიარქი ქართულ დიასპორას შეხვდა. ილია მეორემ რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკების მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სავაჭრო და საჰაერო გზების გახსნა იყო. დღეს უწმინდესი და უნეტარესი ქართველ მრევლს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შეხვდება, დღის ბოლოს კი იმ სასულიერო სემინარიას ეწვევა, რომელიც თავად დაამთავრა.
  13. ნიკოლაი მაკაროვი - საქართველოზე თავდასხმის გეგმა რუსეთს არასოდეს ჰქონია "საქართველოზე თავდასხმის გეგმა რუსეთს არასოდეს ჰქონია და არც მომავალში აპირებს. ინფორმაცია, თითქოს 2009 წლის გაზაფხულზე რუსეთი საქართველოზე თავდასხმას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება", - ასეთი განცხადება ჟურნალისტებთან საუბრის დროს რუსეთის გენშტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა გააკეთა. გენერალმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რეფორმის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან კონფლიქტმა ამ მიმართულებით კატალიზატორის როლი ითამაშა და რეფორმის აუცილებლობა ყველასთვის აშკარა გახადა. რუსეთის გენშტაბის უფროსი ამბობს, რომ ნატო-სთან ურთიერთობის აღდგენა სასწრაფოდ უნდა მოხდეს, მაგრამ ამისთვის ალიანსმა რუსეთის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს.
  14. რობერტ გეითსი საქართველოში განხორციელებულ რუსულ აგრესიაზე საუბრობს http://i030.radikal.ru/0812/4f/bf36c1ac2f31.jpg საქართველოში განხორციელებულ რუსულ აგრესიაზე შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი საუბრობს. გეითსის თქმით, აგვისტოში რუსული სამხედრო ქმედებები განსაკუთრებული სისასტიკით ხასიათდებოდა, თუმცა სამხედრო თვალსაზრისით კარგად იყო ორგანიზებული. ომში რუსეთის მხრიდან საკმაოდ დახვეწილი სამხედრო ტექნიკა იყო გამოყენებული. პენტაგონის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ირანსა და ჩინეთთან ერთად რუსეთი ამერიკის პოტენციურ მოწინააღმდეგედ რჩება. "აგვისტოში საქართველოში რუსული ტანკების შესვლამ დაგვანახა, რომ გარკვეული ქვეყნების სამხედრო რესურსს აუცილებლად უნდა გავუწიოთ ანგარიში. რუსეთი და ჩინეთი ამ მიმართულებით ძალიან გაძლიერდნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით ამერიკას უფრო და უფრო უახლოვდება", - აღნიშნა შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
  15. ლილოს ნახევარზე მეტი გადაიწვა... სად ვიყიდი ხოლმე ბოტასებს?
  16. ახალი ფენომენია? :spy:
  17. გიორგი სააკაძე (დაახლოებით 1570-1629) http://i075.radikal.ru/0812/78/6529ef796977.jpg საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, გამოირჩეოდა სამხედრო საქმის დიდი ცოდნითა და განსაკუთრებული ორგანიზატორული ნიჭით. სააკაძეს იმ დროისთვის შესაფერი განათლება მიუღია, თავისუფლად ფლობდა სპარსულსა და თურქულ ენებს. გამოირჩეოდა სამხედრო საქმის დიდი ცოდნითა და განსაკუთრებული ორგანიზატორული ნიჭით. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა XVI საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც სვიმონ I ერთად იბრძოდა ოსმალო დამპყრობელთა წინააღმდეგ. გიორგი სააკაძის სამხედრო ნიჭსა და უნარს განსაკუთრებული გასაქანი ლუარსაბ II მეფობის დროს მიეცა. 1608 წლიდან ის თბილისის, ცხინვალისა და დვალეთის მოურავი იყო. მის მთავარ მიზანს შინაფეოდალური ბრძოლების აღკვეთა, თავადების ალაგმვა, ე.წ. "ბატონყმური რიგის დაცვა", ცენტრალური ხელისუფლების დაცვა და საქართველოს გაერთიანებისთვის ზრუნვა შეადგენდა. ამ საქმეში სააკაძეს მხარს უჭერდა აზნაურობა და ზოგიერთი თავადი, რომელთაც სააკაძის "მოკიდებული კაცნი" ერქვათ. მასვე ემხრობოდნენ ვაჭარ-ხელოსნები და ნაწილობრივ გლეხობაც. ასე, რომ სააკაძეს 1608-1612 წლებში მომხრეთა საკმაოდ ძლიერი დასი ჰყავდა შემოკრებილი. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ლუარსაბ II 1611 წელს ცოლად შეირთო სააკაძის და. ამ პერიოდიდან გიორგი სააკაძის პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა. მან და მისმა მომხრეებმა შეძლეს ცენტრალური ხელისუფლების ერთგვარი განმტკიცება და ქართლის თავდაცვისუნარიანობის აღდგენა, რამაც განაპირობა ქართლის გამარჯვება ტაშისკარის ბრძოლაში (1609). მაგრამ სააკაძეს და მის გუნდს საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდა დიდ თავადთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის სახით, რომელთაც ფარსადან ციციშვილი და შადიმან ბარათაშვლი ხელმძღვანელობდნენ. მათ შეძლეს მეფის მიმხრობა და სააკაძის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა. 1612 წლის 20 მაისს შეთქმულები თავს დაესხნენ სააკაძეს წავკისში, მაგრამ ის გადარჩა და თავი სპარსეთს შეაფარა. მისი ყმა-მამული თავადებმა გაინაწილეს. საქართველოში ჩამოსვლამდე სააკაძე ცდილობდა მტრებს შერიგებოდა, მაგრამ ამაოდ. 1619 წელს შაჰ-აბას I-მა ის ქართლის ხანის, სიმონ II ვექილად დანიშნა და სამშობლოში გამოუშვა, თუმცა გიორგის ბოლომდე არ ენდო და მისი ვაჟი პაატა მძევლად დაიტოვა. სამშობლოში ჩამოსვლისთანავე სააკაძე აჯანყებისთვის მზადებას შეუდგა. შეურიგდა ყოფილ მტრებს, დაუკავშირდა იმერთა მეფეს გიორგი III და გამარჯვების შემთხვევაში ქართლის ტახტი აღუთქვა. დაუმოყვრდა ოსმალთა დიდმოხელეს, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარება მიეღო. მისი თაოსნობით შეკეთდა ციხე-სიმაგრეები, აშენდა ხიდები, გზები და სოფლები. მოსალოდნელი აჯანყების შიშით, შაჰ-აბასმა 1625 წლის ადრიან გაზაფხულზე ქართლში დიდძალი ჯარი გამოგზავნა ყარჩიხა-ხანის სარდლობით, რომელიც 25 მარტს აჯანყებულმა ქართველებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს სოფელ მარტყოფთან. განრისხებულმა შაჰმა გიორგის მისი ძის მოჭრილი თავი გამოუგზავნა. იმავე წელს მარაბდის ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. გიორგი სააკაძე განაგრძობდა პარტიზანულ ბრძოლებს. ერთი წლის განმავლობაში სპარსელებმა 60 ათასი მეომარი დაკარგეს საქართველოში, რაც მათი არმიის ნახევარს შეადგენდა, ასე რომ, შაჰ-აბას I, ფაქტიურად, დამარცხდა და იძულებული შეიქნა ხელი აეღო ქართლ-კახეთის განადგურების გეგმაზე. მალე განხეთქილება მოხდა სააკაძესა და ქართლის ახალ მეფეს, თეიმურაზ I შორის. ამ განხეთქილებას შედეგად ბაზალეთის ბრძოლა მოყვა, რომელშიც სააკაძე დამარცხდა და ოსმალეთში გადაიხვეწა, მაგრამ იქიდანაც განაგრძობდა ქვეყანაზე ზრუნვას და როდესაც სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, ხუსრევ ფაშას ბრძანებით ისიც, მისი ძეცა და მხლებლებიც შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს.
  18. ხარლამპი სავანელი (1842-1890) http://s45.radikal.ru/i107/0812/2d/386cc565abf8.jpg ქართველი მომღერალი, საგუნდო დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, პროფესიული სამუსიკო განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. 1963 წელს სავანელმა დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია და გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც შევიდა პეტერბურგის კონსერვატორიის ვოკალის კლასში. აქვე დაეუფლა საგუნდო ხელოვნებას და ხუთი წელი მღეროდა კონსერვატორიის გუნდში. 1869 წლიდან ის რუსული სამუსიკო საზოგადოების საგუნდო მღერის უფასო კლასების ხელმძღვანელი იყო. 1871 წლიდან სავანელი საქართველოში დაბრუნდა და ფართო საზოგადოებრივი მოღვაწეობა დაიწყო. 1873 წელს სავანელის, ა. მიზანდარისა და კ. ალიხანოვის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა პროფესიულ სამუსიკო განათლებას საქართველოსა და ამიერკავკასიაში. ამავე წელს გაიხსნა "სამუსიკო კლასები შეღავათიან ფასებში", რომელიც 1876 წელს გადაკეთდა სამუსიკო სკოლად, ხოლო 1880 წელს - სამუსიკო სასწავლებლად. სწორედ მის ბაზაზე 1917 წელს გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო კონსერვატორია (ამჟამად ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია). სავანელი გარდაიცვალა და დაკრძალულია პეტერბურგში.
  19. საიათნოვა (XVIII საუკუნე) http://s54.radikal.ru/i143/0812/77/45b56c2657b8.jpg საიათნოვა ფსევდონიმია. სეიდნოვა - ჰანგის უფალს, პატრონს ნიშნავს. სახელად, როგორც მისივე ლექსის სტრიქონებიდან ირკვევა, არუთინა ერქვა. სომეხი პოეტი, აშუღი. მამა - კარაპეტ საადიანი - ალეპოელი მნათე ჰყავდა, დედა - ავლაბრელი სომეხი. სახელად, როგორც მისივე ლექსის სტრიქონებიდან ირკვევა, არუთინა ერქვა. მის ხელნაწერებში არსებული ორთოგრაფიული შეცდომები გვაფიქრებინებს, რომ პოეტს საფუძვლიანი განათლება არ მიუღია, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ დაწყებითი განათლება მან სანაინში, ცნობილ სომხურ მონასტერთან არსებულ სკოლაში მიიღო. ლექსებს სომხურ, აზერბაიჯანულ, ფარსულსა და ქართულ ენებზე თხზავდა, ამასთან ნიშანდობლივია, რომ სომხურ ლექსებს ქართული ასოებით წერდა, აზერბაიჯანულს კი - სომხური ასოებით. ქართულ ენას სომხურთან ერთად მშობლიურ ენად თვლიდა, საქართველოს - სამშობლოდ, თუმცა სარწმუნოებრივი თვალსაზრისით სომხურ პოზიციაზე იდგა. ყრმობაში სადურგლო ხელობა შეუსწავლია და თვითონ დაუმზადებია მოძრავი დაზგა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დაზგით შოულობდა ლუკმა-პურის ფულს. საიათნოვა ჯერ თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ - თელავში. 1762-1765 წლებში ერეკლე მეფის კარზე საზანდარი ყოფილა, თუმცა 1765 წელს მეფეს, გაურკვეველი მიზეზების გამო, სასახლიდან გაუძევებია. ამის მიზეზად ზოგიერთი მკვლევარი საიათნოვას მწარე და სამართლიან ენას თვლის, ზოგი კი - მის ტრფობას ერეკლე II დის, ანა ბატონიშვილისადმი. საიათნოვა ძალიან განიცდიდა სასახლიდან გაძევებას და მას ბედის უსამართლობას უწოდებდა. 1768 წელს ბერად შემდგარა ახპატაში, სადაც მას "სან ვარდაპედის" (მეცნიერი ბერის) წოდება მიენიჭა. საიათნოვას ლიტერატურული მემკვიდრეობა მრაფალფეროვანია. თხზავდა სატრფიალო და სახოტბო, დიდაქტიკურ-მორალისტურ ლექსებს, რომლებშიც ზოგჯერ მისტიკური ჰანგებიც შეინიშნება. აქვს ავტობიოგრაფიული და სატირული ლექსებიც, თუმცა მისი შემოქმედების ძირითადი მოტივია მიჯნურობა. პოეტმა რამდენიმე სახოტბო ლექსი უძღვნა ერეკლე II, ხოტბა შეასხა მის სახელმწიფოებრივ სიბრძნესა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას. საიათნოვას პოეზიაში თავი იჩინა აღმოსავლურმა სალექსო ფორმებმა და ლექსიკამ. გადმოცემის თანახმად, საიათნოვა თბილისს ჩამოსულა, როცა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის ამბავი შეუტყვია და ერთ ეკლესიაში ლოცვად დამდგარა. როდესაც ქალაქში შემოვარდნილ მტერს მისთვის სარწმუნოების გამოცვლა მოუთხოვია, მას უარი უთქვამს და პოეტი სიკვდილით დაუსჯიათ.
  20. კალისტრატე და ნინო სალიები (1901-1986, 1898-1993) http://i028.radikal.ru/0812/f8/2be4d0941406.jpg ქართველი ისტორიკოსები, უცხოეთში მცხოვრები ქართველოლოგები, ქველმოქმედები. კალისტრატე სალია ქართველი ისტორიკოსი, უცხოეთში მცხოვრები ქართველოლოგი, ოსლოს უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, ხმელთაშუაზღვეთის აკადემიის წევრი, საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო უცხოელი წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი. სალია სწავლობდა ზუგდიდისა და ხაშურის გიმნაზიებში. 1920 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. 1921 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველო ოკუპირებულ იქნა ბოლშევიკური რუსეთის მიერ, სალია გერმანიაში გაემგზავრა, სადაც დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტთან არსებული გერმანული ენის ინსტიტუტი. 1924 წლიდან სალია საფრანგეთში გადასახლდა. 1927 წელს დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის ისტორიულ-ლიტერატურული ფაკულტეტი. 1948 წლიდან ის მეუღლესთან, ნინო სალიასთან ერთად გამოსცემდა ჟურნალს "ბედი ქართლისა". იკვლევდა საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებს ("ბაგრატიონთა დინასტიის წარმოშობა", "ქართული ლიტერატურა", "საქართველო" - ისტორიულ-კულტურული მიმოხილვა, თანაავტორები: ნ. სალია, ვ. ბერიძე, "საქართველოსა და ბიზანტიის ურთიერთობის მოკლე მიმოხილვა" და სხვა). უცხოურ ენციკლოპედიებში ბეჭდავდა ქართული სინამდვილის ამსახველ წერილებს, ასევე დიდ დახმარებას უწევდა ახალგაზრდა უცხოელ ქართველოლოგებს. სალია იყო სააზიო, ლინგვისტური, ისტორიის, ბიზანტინისტიკის და სხვა სამეცნიერო საზოგადოებათა წევრი, მეცნიერული პრესის საერთაშორისო კავშირის ვიცე-პრეზიდენტი (1964 წლიდან). კალისტრატე სალიას ნაშრომს "ქართველი ერის ისტორია" საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის პრემია მიენიჭა. ნინო სალია ქართველი ისტორიკოსი, უცხოეთში მცხოვრები ქართველოლოგი, ქველმოქმედი. იკვლევდა საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურის საკითხებს. ნინო სალია (ქალიშვილობის გვარი ქურციკაშვილი) სწავლობდა თბილისსა და პეტერბურგში. პირველი მსოფლიო ომის დროს ნინო მოწყალების დად მუშაობდა. 1926 წლიდან ის საფრანგეთში ცხოვრობდა. იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსისა და უცხოეთში მცხოვრები ქართველოლოგის, კალისტრატე სალიას მეუღლე. 1948 წლიდან ნინო სალია მეუღლესთან ერთად გამოსცემდა ჟურნალს "ბედი ქართლისა". ის იკვლევდა საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურის საკითხებს: "ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები", "წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევის შესახებ", "საქართველო - ისტორიულ-კულტურული მიმოხილვა" (თანაავტორები: კ. სალია, ვ. ბერიძე), "პორტუგალიური მასალები ქეთევან დედოფლის წამებაზე". ნინო სალია მეუღლესთან ერთად აქტიურად ეხმარებოდა დამწყებ უცხოელ ქართველოლოგებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ მან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შესწირა უძვირფასესი ბიბლიოთეკა, რომლის ბაზაზეც შეიქმნა სალიების კაბინეტი-ფონდი.
  21. გიორგი სალუქვაძე (1913-1990) http://s53.radikal.ru/i142/0812/c7/8025628e8499.jpg ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამთავრების შემდეგ გიორგი სალუქვაძემ სწავლა ჯერ ბათუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში გააგრძელა, ხოლო 1939 წელს კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდში მან შექმნა რამდენიმე მცირე ანსამბლი, სადაც ასწავლიდა ჩონგურზე დაკვრასა და ცეკვას. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ის მუშაობდა სახელმწიფო მეურნეობის სხვადასხვა პასუხსაგებ თნამდებობაზე. 1937-41 წლებში ის დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფი იყო. 1947-72 წლებში მუშაობდა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კულტურის სახლების სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების ქორეოგრაფად. გიორგი სალუქვაძემ აღადგინა და დადგა მრავალი მივიწყებული ქართული ცეკვა (შიპრობა, ფუნდრუკი, ფარცაკუკუ, იდუმალა და სხვა), მანვე შექმნა ხალხური სანახაობა "სეირი" და დადგა საბავშვო ცეკვები. 1965 წლიდან სალუქვაძე საქართველოს სამუსიკო და ქორეოგრაფიული საზოგადოების მახარაძის (ახლანდელი ოზურგეთის) რაიონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო. მისი ინიციატივით აღნიშნული საზოგადოების პრეზიდიუმმა შექმნა ეთნოგრაფიული (გურული) სიმღერების აღმდგენი და შემსწავლელი ოთხწლიანი სალოტბარო სკოლა. 1973 წლიდან სალუქვაძე ხელმძღვანელობდა მახარაძის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ეთნოგრაფიულ ანსამბლ "იადონს".
  22. ნიკო სამადაშვილი (1905-1963) http://i050.radikal.ru/0812/e7/0f81069a0036.jpg მის ნაწარმოებებს უმაღლეს შეფასებას ანიჭებდნენ გერონტი ქიქოძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, ერეკლე ტატიშვილი. თვით გალაკტიონიც მას "საქართველოს დიდ პოეტად" აღიარებდა, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისი შემოქმედება დღემდე უცნობია. მამით ობოლი სამადაშვილი გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში, ბებიასთან იზრდებოდა. 1917 წელს ნიკომ გორის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა გორის ვაჟთა გიმნაზიაში, რომელიც მოგვიანებით ჰუმანიტარულ ტექნიკუმად გადაკეთდა და რომელიც ნიკომ 1924 წელს დაამთავრა. აქ გაიცნო მან ერეკლე ტატიშვილი. სწორედ ამ პიროვნებამ აღმოაჩინა სამადაშვილი, როგორც პოეტი. 1920 წელს ნიკო ბიძამ თბილისში ჩამოიყვანა და ბავშვთა სახლში ჩააბარა, საიდანაც ტატიშვილმა წაიყვანა, თავისი ხარჯით აცხოვრებდა და ასწავლიდა. ნიკომ უნივერსიტეტში ლიტერატურის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, საიდანაც 1928 წელს გარიცხეს. შემდეგ სამადაშვილი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერში. აქ მან ჩამოაყალიბა მოზრდილთა და მოხუცთა ღამის სკოლა, სადაც ყველა საგანს ასწავლიდა. 1929 წელს თბილისში დაბრუნდა, სპეციალური კურსების გავლის შემდეგ მან მუშაობა დაიწყო ბუღალტერ-რევიზორად. 1943 წელს ის დაიჭირეს და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა ინტრიგები, შევიწროება და უკიდურესი მატერიალური სიდუხჭირე მთელი ცხოვრება თან სდევდა. პოეტის არც ერთი ლექსი მის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა. პირველი ლექსი მხოლოდ 1967 წელს დაიბეჭდა "ლიტერატურულ საქართველოში", ხოლო პირველი კრებული "ბეთანია" - 1973 წელს გამოვიდა, მისი მოთხრობები კი 1989 წელს გამოქვეყნდა. http://s47.radikal.ru/i118/0812/6d/30b81e7c0547.jpg
  23. სამასი არაგველი (1795) http://s44.radikal.ru/i103/0812/c2/1112ec3ac143.jpg სამასი არაგველი გმირულად დაეცა კრწანისის ბრძოლაში, როდესაც ერთმანეთს ქართველებისა და სპარსელების ლაშქარი დაუპირისპირდა. 1795 წლის სექტემბერში აღა-მაჰმად-ხან ყაჯარი თბილისისკენ დაიძრა. 10 სექტემბერს სოღანლუღთან ბრძოლაში ირანელები დამარცხდნენ, აღა-მაჰმად ხანი გაბრუნებასაც კი აპირებდა, მაგრამ მას მოღალატეებმა შეატყობინეს, რომ ერეკლეს მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა. 11 სექტემბერს 5 ათასმა ქართველმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართა 35 ათას ირანელს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ბრძოლა იყო საქართველოს ისტორიაში. სპარსელები ისე სწრაფად მოადგნენ თბილისს, რომ ერეკლემ ჯარის თავმოყრა ვერ მოასწრო. უმრავლესობას შეადგენდნენ მოხალისეები. მათ შორის იყო ერთი რაზმი, რომელიც შედგებოდა 300 ფშავ-ხევსური და არაგველი გლეხისგან. მათ ბრძოლის წინ შეჰფიცეს ერთმანეთს: "თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავძლიეთ მტრის ძალა, შერცხვენილი იყოს, ვინც ჩვენგანი ცოცხალი თავით შინ დაბრუნდეს. ან გამარჯვება მტერზე ან სიკვდილი ბრძოლის ველზეო". ეს ფიცი მათ პირნათლად შეარულეს. ვაჟკაცურად ეკვეთნენ მტერს, ცოცხალი კედელი აღმართეს თბილისის კართან და მეფე ტყვეობას გადაარჩინეს, თუმცა სამასივე გმირულად დაიღუპა. რიცხობრივმა უპირატესობამ თავისი გაიტანა - ქართველები დამარცხდნენ. აღა-მაჰმად ხანმა თბილისი აიღო. 300 არაგველის გმირობის აღსანიშნავად, იქ, სადაც თავგანწირვით იბრძოდნენ არაგველები, დგას მათი სახელობის ძეგლი, აგრეთვე თბილისის მეტროს ერთ-ერთ სადგურს ჰქვია მათი სახელი - "300 არაგველი".
  24. ლევან სანიკიძე (1925-2001) http://s56.radikal.ru/i153/0812/d6/cf302fe956aa.jpg ქართველი მწერალი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ლევან სანიკიძემ 1948 წელს დაამთავრა წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი. იყო ს. ყაუხჩიშვილის ასპირანტი. 1975 წლიდან ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგედ მიიწვიეს. 1956 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი წიგნი "პონტოს სამეფო", ხოლო პირველი პიესა "გაიუს გრაკხუსი" 1957 წელს დაიდგა. გარდა ამისა მწერალს ეკუთვნის პიესები: "მედეა", "სპარტაკი", "ქუთათურები", რომლებიც დიდი წარმატებით იდგმებოდა ქართული თეატრების სცენებზე. 1976-81 წლებში გამოვიდა ლევან სანიკიძის ყველაზე ცნობილი ოთხტომიანი მხატვრულ-დოკუმენტური თხზულება "უქარქაშო ხმლები", რომელშიც ძალზე საინტერესოდაა მოთხრობილი ჩვენი ქვეყნის ისტორია. ლევან სანიკიძის კალამს ეკუთვნის ასევე პოპულარული წიგნები: "ანტიკური ქვეყნების ისტორია", "ამბავი კოლხი ასულისა", "რომის იმპერია", "მარიუსი და სულა", "კვერთხი ეშმაკთა", "კეისარიადა", "სამას-სამასი", "ალექსანდრე მაკედონელი", "გიორგი სააკაძე", "დედა ისტორია", "დავით აღმაშენებელი", "თამარიანი", "სავედრებელი გიორგი ათონელისა", "მესამე დასის საქართველო", "წიგნი მოწამეთა", "პონტოელნი" და სხვა. ლევან სანიკიძე დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.
  25. დავით სარაჯიშვილი (1848-1911) http://i052.radikal.ru/0812/92/65aacb450c54.jpg ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. 1866 წელს თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე განაგრძო. ერთი წელიწადი სწავლობდა მიუნჰენის უნივერსიტეტში, შემდეგ კი - ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, რომელიც 1871 წელს დაამთავრა და მიიღო ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1872-78 წლებში სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებას სწავლობდა ჰოენჰაიმისა და ჰალეს უნივერსიტეტებში. 1878 წელს სარაჯიშვილი საფრანგეთში გაემგზავრა მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესასწავლად. საფრანგეთში ის დაინტერესდა კონიაკის წარმოებით. შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ სარაჯიშვილი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ნიადაგურ-კულტურული გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს ქმნის კონიაკის წარმოებისთვის. 1885 წელს სარაჯიშვილმა თბილისში ააგო კონიაკის ცენტრალური საწყობი, სადაც საკონიაკე სპირტს აძველებდა. 1888 წელს თბილისში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც სამამულო ნედლეულის ბაზაზე მუშაობდა. სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 5 სარექტიფიკაციო, 1 არყის, 1 ლიქიორისა და 7 კონიაკის ქარხანას, ასევე მრავალ საწყობს თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში. 1900 წლისთვის სარაჯიშვილის ფირმამ გამოუშვა 218200 ბოთლი კონიაკი. 1889-1913 წლებში სარაჯიშვილის კონიაკმა (განსაკუთრებით "ძველისძველმა") და ლიქიორმა რუსეთისა და საერთაშორისო დეგუსტაციებსა და გამოფენებზე მიიღო 9 ოქროს, 5 ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. აღსანიშნავია დავით სარაჯიშვილის ღვაწლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი სახელი უკავშირდება "ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის", სამუსიკო სასწავლებლის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სხვა ეროვნული წამოწყებების ჩამოყალიბებასა და შექმნას.
×
×
  • შექმენი...