Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. ნიკო მუსხელიშვილი (1891-1976) http://s56.radikal.ru/i152/0812/cf/666508b29dd8.jpg თუ რიმანი ან პუანკარე ხარ, შეგიძლია წერო როგორც გსურს, კაცი მაინც შეეცდება გაარჩიოს ნაშრომი, მაგრამ თუ ჩვეულებრივი მათემატიკოსი ხარ, კეთილი ინებე და გასაგებად წერე. ნიკო მუსხელიშვილი. თბილისში, სამხედრო ინჟინრის ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში ხშირად იყო მანგლისში პაპასთან, ალექსანდრე საგინაშვილთან. მამა, ივანე მუსხელიშვილი, მათემატიკისადმი სიყვარულს უნერგავდა ნიკოსა და ალექსანდრეს, დედა დარია საგინაშვილი კი ენებს ასწავლიდა. ოჯახის სურათი ნიკოს მუდამ საწოლთან ეკიდა და, როგორც ამბობდა, მათი ხილვა სულიერ სიმშვიდეს, გონებრივ ძალასა და ფიზიკურ სიმხნევეს მატებდა. მშობლისადმი პატივისცემა იმითაც გამოხატა, რომ 1928 წელს კინემატიკის კურსის სახელმძღვანელო მამას მიუძღვნა. თბილისის მეორე კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1909 წელს, პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. საპროგრამო მასალასთან ერთად გამოჩენილ მათემატიკოსთა შრომებს სწავლობდა, აქვე დაინტერესდა დრეკადობის მათემატიკური თეორიით. 1914 წელს წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და იქვე დატოვეს საპროფესოროდ მოსამზადებლად. შემდეგ წელს პედაგოგ კოლოსოვთან ერთად პირველი ნაშრომი გამოსცა, პეტროგრადის უნივერსიტეტსა და ტექნიკურ სკოლებში უმაღლესი მათემატიკისა და მექანიკის კითხვა დაიწყო. 1920 წელს თბილისის უნივერსიტეტის რექტორი ივანე ჯავახიშვილი სიხარულით შეხვდა ახლგაზრდა მათემატიკოსს, სამშობლოში დაბრუნება მოუწონა და ლექციების კურსი მისცა. მუსხელიშვილი ანდრია რაზმაძესთან, არჩილ ხარაძესა და გიორგი ნიკოლაძესთან ერთად მათემატიკური სკოლის შექმნას შეუდგა. იმავე წლის პირველ სექტემბერს მექანიკის კათედრის გამგედ აირჩიეს, 29 ოქტომბერს პროფესორად. თავდაპირველად ქართულად მეტყველება უჭირდა, ცოტა ხანში მშობლიური ენა არათუ გაიხსენა, აქტიურად ჩაება მათემატიკური და ფიზიკური ტერმინოლოგიის დადგენაში. ტერმინი "ტოლობა" და მისგან ნაწარმოები "განტოლება", "უტოლობა" სწორედ ბატონმა ნიკომ შემოიღო. საკმაო დროს ანდომებდა ნაშრომის ენობრივად დახვეწას, კორექტურასაც თვითონ ასრულებდა. ენერგია ყველაფრისთვის ყოფნიდა. დიდი დაბრკოლებით მიაღწია ნებართვას და 1936 წელს მოაწყო პირველი სამეცნიერო ექსპედიცია მყინვარწვერზე კოსმოსური სხივების შესასწავლად. მუსხელიშვილის დამსახურებაა საქართველოში ძლიერი მათემატიკური სკოლის შექმნა. მისი ძალისხმევით ჩამოყალიბდა ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, რომელსაც 40 წელი ხელმძღვანელობდა. 1941 წლის 27 თებერვალს ნიკო მუსხელიშვილმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველი სხდომა საზეიმო ვითარებაში გახსნილად გამოაცხადა. 31 წელიწადი უცვლელად ეკავა აკადემიის პრეზიდენტის პოსტი და დიდი წვლილი შეიტანა არა მხოლოდ მათემატიკური, ზოგადად ქართული მეცნიერების განვითარებაში. 1957 წელს საბჭოთა კავშირმა პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა კოსმოსში. გაზეთმა "პრავდამ" აღნიშნა, რომ ამ დიდ გამარჯვებაში ფუნდამენტური წვლილი შეიტანა ნიკოლოზ ივანეს ძე მუსხელიშვილის დრეკადობის თეორიამ. მისი წიგნები სხვადასხვა ენაზე ითარგმნებოდა და საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ გაჰქონდა. ნიკო მუსხელიშვილს ხელისუფლებისაგან აღიარება და დაფასება არ დაკლებია: იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ცხრა მოწვევის დეპუტატი, სსრკ თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, ხუთი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ექვსჯერ დაჯილდოვდა ლენინის ორდენით, ორჯერ მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია, ლომონოსოვის სახელობის ოქროს მედალი. ტურინის აკადემიამ 1969 წელს გადასცა პრემია და ოქროს მედალი "მოდესტო პანეტი". დაჯილდოებული იყო სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის ოქროს მედლით. რა თქმა უნდა, საზოგადოების უდიდეს ნაწილს არაფერი ესმოდა "კოშის ტიპის ინტეგრალების", "სინგულარული განტოლებების" და "დრეკადობის თეორიის", მაგრამ მისი სახელი ყველა ქართველმა იცოდა და გვარი - მუსხელიშვილი გონიერების სინონიმად იქცა. განათლებული და სწავლისმოყვარული ოჯახიდან გამოსული, ასევე ცნობილი ოჯახის წევრი გახდა. მისი მეუღლე თამარი, ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილი და გიორგის უმცროსი და იყო. რვა არაჩვეულებრივი და მრავალმხრივ განათლებული ადამიანი ერთ ოჯახად ცხოვრობდა. სამწუხაროდ, თამარი ადრე გარდაიცვალა, დარჩა 12 წლის ვაჟი, რომელიც მათემატიკოსი არ გამოსულა. ამაზე ნიკო მუსხელიშვილს დასაბუთებული პასუხი ჰქონდა: ყოველმა ადამიანმა თავისი მეცნიერული მიმართულება თვითონ უნდა აირჩიოს. მე გურამისათვის არასოდეს დამიძალებია მათემატიკა, ის მიდრეკილებითა და ინტერესით უფრო ახლოსაა ბიძამისთან - გიორგი ნიკოლაძესთან, ვიდრე ჩემთან. ბატონი ნიკო მხოლოდ მეცნიერული მიღწევებით არ გამოირჩეოდა. ერთგულ მეგობარსა და გულისხმიერ ხელმძღვანელს საოცარი უნარი ჰქონდა, მოსწრებული სიტყვით გაექარწ####ბინა დაძაბული მდგომარეობა, მოწინააღმდეგენი ადვილად დაეშოშმინებინა. იუმორით უპასუხა ვასილ მჟავანაძის შენიშვნას: მეცნიერებათა აკადემიაში ასაკოვანი ხალხი გყავთო, - მეცნიერებათა აკადემია თბილისის "დინამო" ხომ არ გგონიათო. მუსხელიშვილის გატაცება ყოფილა ხის ნაკეთობების დამზადება, ჰყვარებია ნადირობა, თევზაობა. შეუდარებელი მეცნიერი შეუდარებელ პაპად იქცა, შვილიშვილებს თავისი ხელით უკეთებდა სათამაშოებს, თოჯინებისთვის საწოლებსა და სახლებს. 80 წლის იუბილე რომ გადაუხადეს, ათი წლით, მომავალ იუბილემდე დაემშვიდობა კოლეგებს, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. არავის შეჰპარვია ეჭვი, რომ დიდი მეცნიერი მთაწმინდაზე უნდა დაკრძალულიყო. http://s57.radikal.ru/i158/0812/59/333a4cbd66f1.jpg http://i034.radikal.ru/0812/3a/3823cc7b01eb.jpg http://s51.radikal.ru/i133/0812/4b/313d41fe6e42.jpg http://i034.radikal.ru/0812/25/8610853ddf06.jpg
  2. ნიკო ნიკოლაძე (1843-1928) http://s48.radikal.ru/i121/0812/d2/cf569b513286.jpg დაიბადა 1843 წელს ქ. ქუთაისში. იყო პუბლიცისტი, კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი და საზოგადო მოღვაწე. მეთავეობდა და ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის წყალსადენის, ქ. ფოთის ნავსადგურის, ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობის, გროზნო-ფოთის ნავთობსადენისა და სხვა პროექტებს. 1860 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და იმავე წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი წერილები ჟურნალ "ცისკარში". 1861 წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ სტუდენტთა მანიფესტაციაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდან გარიცხეს. 1862 წელს საქართველოში დაბრუნდა. მონაწილეობდა ჟურნალ "ცისკრის" ფურცლებზე ძველ და ახალ თაობას შორის გამართულ იდეურ-პოლიტიკურ ბრძოლაში. პეტერბურგში რედაქტორობდა გაზეთ "ნაროდნოე ბოგატსტვოს". 1864 წელს ჟურნალმა "სოვრემენნიკმა" გამოაქვეყნა მისი ნარკვევი "პროვინციული სურათები". იმავე წელს სასწავლებლად წავიდა საზღვარგარეთ. პარიზიდან გერცენის მიწვევით თანამშრომლობდა გაზეთ "კოლოკოლში". ლონდონში შეხვდა კარლ მარქსს, რომელმაც შესთავაზა პირველი ინტერნაციონალის წარმომადგენლობა კავკასიაში, მაგრამ ევროპაში სასწავლებლად წასულმა ახალგაზრდამ სამშობლოში დაბრუნება ნაადრევად მიიჩნია. 1866 წელს ჟენევაში გამოსცა თავისი პირველი წიგნი "მთავრობა და ახალი თაობა". იქვე დააარსა თავისი პირველი გაზეთი "სოვრემენნოსტი". ნ. ელპიდინთან ერთად გამოსცა ნ. ჩერნიშევსკის თხზულებათა პირველი ტომი და რომანი "რა ვაკეთოთ". ციურიხის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაიცვა დისერტაცია თემაზე "განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები", რისთვისაც მიენიჭა დოქტორის ხარისხი. 1870 წელს სამშობლოში დაბრუნდა. იყო გაზეთ "დროების" თანამშრომელი. სათავეში ედგა ჯერ ჟურნალ "კრებულს", ხოლო 1878 წლიდან გამოსცემდა გაზეთ "ობზორს", რომელიც მთავრობამ 1880 წელს დახურა, ნიკო კი სტავროპოლში გადაასახლა. 1886 წელს კვლავ საქართველოში დაბრუნდა და გააგრძელა პოლიტიკური საქმიანობა - იყო "მეორე დასის" ხელმძღვანელი, 1894-1912 წწ. ქ. ფოთის მერი. 1917 წლის რევოლუციას პეტერბურგში შეხვდა. 1920 წელს საზღვარგარეთ ხელმძღვანელობდა ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოებას. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, დაბრუნდა სამშობლოში და განაგრძო ლიტერატურულ-კრიტიკული საქმიანობა. გარდაიცვალა ნიკო ნიკოლაძე 1928 წელს. 1948 წელს სოფელ დიდ ჯიხაიშში დაარსდა მისი სახლ-მუზეუმი.
  3. წმინდა ნინო (IV საუკუნე) http://i081.radikal.ru/0812/c9/52623ed6874e.jpg ქართლისა და კახეთის გამაქრისტიანებელი, მოციქულთა სწორი. კაბადოკიელი, რომის მხედართმთავრის, ზაბულონისა და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სუსანას, ერთადერთი ასული. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლები იერუსალიმში გადასახლდნენ. იქ ნინოს მამა, ზაბულონი, ბერად აღიკვეცა, დედა, სუსანა, იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მოხუც ქალს, სარა ნიაფორს მისცა. სწორედ სარასაგან გაიგო ნინომ, რომ ქრისტეს კვართი საქართველოში იყო. მას შედეგ ნინო საქართველოზე და კვართისათვის თაყვანისცემაზე ოცნებობდა. ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველიო, ნიშნად კი ვაზის ჯვარი მისცა. გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეჭირა ხელში. მან ჯვარი საკუთარი თმით შეკრა და საქართველოსკენ წამოვიდა. ფარავნის ტბასთან ნინოს გზა მცხეთელმა მწყემსებმა მიასწავლეს. მან ტანჯვა-წვალებით მოაღწია ქალაქ ურბნისამდე. წმიდანმა იქ ერთი თვე დაჰყო, არმაზის კერპის თაყვანსაცემად წამოსულ ქართველებს ისიც შეუერთდა და მცხეთაში ჩავიდა. წმიდა ნინო სამეფო ბაღში დასახლდა. მის ირგვლივ თანდათან იკრიბებოდნენ ქრისტეს სჯულის თაყვანისმცემლები. მან დასნეულებული ნანა დედოფალიც კი განკურნა, რის შემდეგაც დედოფალმა ქრისტე ირწმუნა. ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა. ნადირობისას მოულოდნელად მზე დაბნელდა. მარტო დარჩენილი მეფე დიდხანს ამაოდ უხმობდა შემწედ კერპებს. როცა იმედი გადაეწურა, ქრისტეს შეევედრა. მაშინვე გამობრწყინდა მზე. გახარებულმა მირიანმა მადლობა შესწირა ქვეყნიერების შემოქმედს, მცხეთაში დაბრუნებულმა წმიდა ნინო ინახულა და გაქრისტიანების სურვილი გაანდო. წმიდა მოციქულთასწორის ღვაწლით საქართველოში განმტკიცდა ქრისტიანობა. წმიდანის სურვილისამებრ მისი პატიოსანი გვამი ბოდბეში დაფლეს. შემდგომ მის საფლავზე მირიან მეფემ წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო.
  4. ბექა და ბეშქენ ოპიზარები (XII-XIII) http://s58.radikal.ru/i161/0812/ec/4d936119f403.jpg ქართველი ოქრომჭედლები, რომლებიც მოღვაწეობდნენ XII-XIII საუკუნეებში. ბეშქენი ბექას უფროსი თანამედროვე იყო. წარმოშობოთ ისინი უნდა ყოფილიყვნენ კლარჯეთიდან (ოპიზა კლარჯეთშია), ან თავისი მოღვაწეობით იყვნენ დაკავშირებული ამ ცნობილ სავანესთან. ბექა ოპიზარი, როგორც ჩანს, დიდად მიღებული და დაფასებული ოსტატი იყო, რადგან მას უკვეთავდნენ მაღალი სასულიერო წოდების წარმომადგენლები. მისი სახელი ნამუშევრებზე ყოველთვის თვალსაჩინო ადგილზეა. მას პატივისცემით იხსენიებენ შემკვეთთა წარწერებშიც. დღემდე შემორჩენილია ბექას მხოლოდ ორი ნაწარმოები - ანჩისხატის ჩარჩოს მოჭედილობა და წყაროსთავის სახარების ყდა. არსებობს ცნობა, რომ მას უნდა მოეჭედა ანჩის სახარების ყდაც, მაგრამ ჩვენამდე მის ამ ნამუშევარს არ მოუღწევია. წყაროსთავის სახარების ყდა XII ს-ის ბოლოს ტბეთის ეპისკოპოსმა გადააწერინა და მოაჭედინა. ყდაზევეა ბექას ხელმოწერაც: "ქრისტე შეიწყალე ოქრომჭედელი ბექაჲ". მიჩნეულია, რომ სახელგანთქმული ანჩისხატი, მაცხოვრის ხეთუქმნელი ხატი, საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა ჩამოიტანა. განსაკუთრებით პატივცემული ხატის მოჭედვა და შემკობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ დიდად გამოცდილი და აღიარებული ოსტატისთვის შეეძლოთ მიენდოთ, რასაც მოწმობს ხატის წარწერაც: "მოიჭედა ხელითა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე". მოგვიანებით მაცხოვრის ხატი სამცხის ათაბაგთა ოჯახის კუთვნილება გახდა, მაგრამ XVII საუკუნეში თბილისში ჩამოიტანეს და დაასვენეს ძველ ეკლესიაში, რომელსაც ამის შემდეგ ანჩისხატის ეკლესია ეწოდა. ამჟამად ანჩისხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული, ხოლო წყაროსთავის სახარება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. რაც შეეხება ბეშქენ ოპიზარს, მისი ნამუშევარია ბერთის სახარების ვერცხლის ყდის მოჭედილობა, რომელიც გელათის მონასტერში ინახებოდა (ამჟამად ხელნაწერთა ინსტიტუტშია). ყდის წარწერები მოგვითხრობს, რომ "ოქროპირისა ნივთითა მოიჭედა სახარებაჲ ესე", "მოიჭედა ხელითა ბეშქენ ოპიზარისაჲთა". ნამუშევრის შესრულების მაღალი ოსტატობა მოწმობს, რომ ბეშქენი დახელოვნებული ოქრომჭედელი იყო და როგორც მისი დროის სხვა ოსტატებს, მასაც განვითარებული ჰქონდა დეკორატიული დამუშავების ალღო.
  5. სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725) http://s45.radikal.ru/i108/0812/ea/fe926c569d75.jpg დიდი ქართველი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი დაიბადა 1658 წელს სოფელ ტანძიაში. აღიზარდა დიდგვაროვან არისტოკრატიულ ოჯახში. მამა, ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო. დედა - თამარი, ზაალ არაგვის ერისთავის ასული. ახლო ურთიერთობა ჰქონდა სამეფო კართან, მეგობრობდა ვახტანგ V-ის ვაჟებთან. თავის სულიერ მოძღვრად თვლიდა გიორგი XI-ს. მიიღო კარგი განათლება და შემდგომ მასვე დაევალა ტახტის მემკვიდრის, ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა. 1698 წელს საბას სახელით ბერად აღიკვეცა დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. 1713-16 წლებში დიპლომატიური მისიით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში. პოლიტიკური მოსაზრების გამო მიიღო კათოლიკური აღმსარებლობა. ევროპაში ეწვია ლუ XIV-ს და რომის პაპს კლიმენტი XI-ს, რათა პოლიტიკური და ფინანსური დახმარება ეთხოვა ვახტანგ VI-ის ირანის ტყვეობიდან გამოსახსნელად, თუმცა მისი დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა. 1724 წელს ვახტანგ VI-მ რუსეთში გადახვეწა დააპირა. მან წინასწარი მოლაპარაკებისათვის სულხან-საბა გააგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება - მალევე, 1725 წელს, იგი მოსკოვში გარდაიცვალა. დაკრძალულია ვსესვიატსკოეში. დიდია სულხან-საბას სამეცნიერო-ლიტერატურული ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე. მას ეკუთვნის ენციკლოპედიური ნაშრომი "სიტყვის კონა" - ქართული ლექსიკონი. ორიგინალურ თხზულებათაგან უმნიშვნელოვანესია იგავ-არაკთა კრებული "სიბრძნე-სიცრუისა", რომელიც გამსჭვალულია ჰუმანიზმით, ადამიანის პირად ღირსებათა პატივისცემით. ნაწარმოებს გასდევს ეროვნული სულისკვეთება, აღადგენს ქართული პროზის დიდ ტრადიციებს. ქართული დოკუმენტური პროზის პირველი და უნიკალური ნიმუშია სულხან-საბას "მოგზაურობა ევროპაში". ნაწარმოები გამოირჩევა დეტალური აღწერით, ავტორის მრავალმხრივი ინტერესებით, მისი პიროვნული განცდებითა და შთაბეჭდილებებით. სულხან-საბამ დიდი წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებაში. მისი ნაწარმოებები: "სამოთხის კარი", "სწავლანი" გადმოცემს ქრისტიანული მოძღვრების ძირითად დოგმებს და სასწავლო-აღმზრდელობით დანიშნულებასაც ატარებს. მასვე ეკუთვნის ჰიმნოგრაფიული თხზულებანი. სულხან-საბამ, ფაქტობრივად, გაასრულა ვახტანგ VI-ის წამოწყებული საქმე და მოგვცა "ქილილა და დამანას" საბოლოო, ამჟამად კანონიკურად აღიარებული რედაქცია. http://s55.radikal.ru/i150/0812/bb/5fea535b92cc.jpg http://s56.radikal.ru/i153/0812/b9/898c1b6f22ea.jpg
  6. გრიგოლ ვაშაძემ ელჩები წარადგინა საქართველოს ინტერესებს გაეროში ირაკლი ალასანიას ნაცვლად კახა ლომაია დაიცავს. ამის შესახებ ოფიციალურად დღეს გახდა ცნობილი. გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ელჩებად წარადგინა - ამერიკის შეერთებულ შტატებში ბათუ ქუთელია, დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე, თურქეთში ტარიელ ლებანიძე, ისრაელში ვახტანგ ჯაოშვილი, უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე, უნგრეთში ზვიად ჭუმბურიძე, ჩეხეთის რესპუბლიკაში ნინო ნაკაშიძე. სუამის ქვეყნებში საქართველოს წარმომადგენელი მერაბ ანთაძე იქნება. საქართველოს ელჩი მსოფლიოს საზღვაო ორგანიზაციაში გელა ჩარკვიანი იქნება. ამ ეტაპზე პარლამენტმა უკვე დაამტკიცა უნგრეთის, ისრაელისა და სუამის ელჩები.
  7. თბილისს დღეს ჰაიდი ტალიავინი ეწვია აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი ჰაიდი ტალიავინი თბილისში დღეს ჩამოვიდა. ის საგარეო საქმეთა სამინისტროში უწყების ხელმძღვანელ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. დახურული შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. როგორც საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის მოადგილე უვე შრამმა განაცხადა, კომისია მიესალმება, რომ საქართველოს მთავრობამ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა. ვიზიტის ფარგლებში ჰაიდი ტალიავინი თავდაცვის მინისტრ დავით სიხარულიძესაც შეხვდება. ასევე იგეგმება შეხვედრები ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.
  8. რუსეთში სკინჰედების სასამართლო დასრულდა რუსეთში სკინჰედების სასამართლო დასრულდა. ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებსაც 20 ადამიანის მკვლელობაში ედებათ ბრალი, ექვსიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. რადგან განსასჯელთა უმრავლესობა არასრულწლოვანია, სასამართლო დახურულ კარს მიღმა გაიმართა. არასრულწლოვანები არიან დაჯგუფების ლიდერებიც, რის გამოც სასამართლომ მათ მხოლოდ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელს 20 წელი მხოლოდ ერთი ადამიანი მოიხდის, რომელიც 1988 წელს არის დაბადებული. 2006-2007 წლებში სკინჰედებმა 20 ადამიანი მოკლეს. 12 კი სასტიკად სცემეს. მკვლელობისა და თავდასხმის ფაქტებს სკინჰედები კამერით იღებდნენ. შემდეგ კი ინტერნეტის საშუალებით ავრცელებდნენ.
  9. ისრაელში 224 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს ისრაელში 224 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს. ორ ქვეყანას შორის დაძაბული ვითარების ფონზე ისრაელის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს პალესტინაში დადებითად აფასებენ, თუმცა პალესტინის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქვეყნებს შორის ნდობის აღსადგენად ეს საკმარისი არ იქნება. პალესტინასა და ისრაელს შორის დადებული 6-თვიანი ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 19 დეკემბერს იწურება, რაც ქვეყნებს შორის დაძაბულობას ზრდის. ისრაელის ხელისუფლება მისი განახლების ინიციატივით უკვე გამივიდა. თუმცა მისი განახლების წინააღმდეგია პალესტინის ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასი". გასული წლის განმავლობაში ისრაელის მთავრობამ 1000 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. გათავისუფლებულთა სიაში "ჰამასის" არც ერთი წევრი არ მოხვედრილა.
  10. მეცნიერებათა აკადემიამ უცხოელ საპატიო წევრად მსოფლიო პატრიარქი დაამტკიცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ უცხოელ საპატიო წევრად მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს პირველი დაამტკიცა. მსოფლიო პატრიარქი 2007 წელს იყო ჩამოსული და მაშინ მისი მხოლოდ აკადემიის უცხოელ წევრად არჩევა მოხდა. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრების სხდომას უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ესწრებოდა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, თბილისში 22 დეკემბერს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია. ამ კონფერენციაზე რუსეთიდან დელეგაცია ჩამოვა, რომელსაც პეზიდენტ მედვედევის მრჩეველი უხელმძღვანელებს. დღესვე მეცნიერებათა აკადემიაში ანზორ ერქომაიშვილისა და ვახტანგ როდონაიას წიგნის "ფონოგრაფიული ჩანაწერების" პრეზენტაცია გაიმართა და მათ არაყიშვილის სახელობის პრემია გადაეცათ.
  11. ისანი-სამგორის პოლიციის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს გენერალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ნარკოტიკული საშუალება "ჰერიონის" უკანონოდ შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტზე ისანი-სამგორის პოლიციის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გივი ბობოხიძე დააკავეს. მას პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება "ჰეროინი". ბობოხიძესთან ერთად დაკავებულია რეალიზატორი ივანე გურაშვილი, ეჭვმიტანილმა ბრალი აღიარა. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
  12. გალის რაიონში მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა გადაადგილდა გალის რაიონის დაბალი და მაღალი ზონის სოფლებში წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა გადაადგილდებოდა. ამ პროცესს ვერტმფრენებით აკონტროლებდნენ. ოკუპანტები და აფხაზი სეპარატისტები დიხაზურგაში, ჭუბურხინჯში, სიდაში, პირველ ოტობაიაში, ფიჩორში, თაგილონში, ნაბაკევსა და აჩიგვარაში განლაგდნენ, სადაც 3 დღის წინ შემოყვანილი "ტე-72" ტიპის ტანკები განალაგეს. მანამდე ეს ტექნიკა გალის სამშობიარო სახლის ეზოში იყო თავმოყრილი. ოპერაციას სეპარატისტული რეჟიმის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, გენერალი ანუა ხელმძღვანელობდა. ოკუპანტები აფრთხილებენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ყველა გზა დანაღმულია და ზუგდიდის ტერიტორიაზე გადასვლას ნუ შეეცდებიან.
  13. პერევში რუსი ოკუპანტების რაოდენობა ისევ შემცირდა საჩხერის რაიონის სოფელ პერევში რუსი ოკუპანტების რაოდენობა ისევ შემცირდა. ბოლო მონაცემებით, პერევში რამდენიმე ოჯახი დაბრუნდა. შეინიშნება რუსული ჯავშანტექნიკის შემცირება. ზოგადი მდგომარეობა წინა დღეებთან შედარებით უფრო სტაბილური გახდა. რუსი სამხედროები რამდენიმე დღის წინ პერევში დაბრუნებას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ქართული სპეცრაზმის გაძევების ოპერაციას უწოდებენ. განმარტებებს პერევში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით რუსი ოკუპანტების წარმომადგენელი აკეთებს. "ზუსტად დაგეგმილი და განხორციელებული ოპერაციის შედეგად, სიტუაციის გართულების გარეშე, ერთი საათის განმავლობაში მოხერხდა საქართველოს სპეცრაზმის გაძევება", - აღნიშნულია "ინტერფაქსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რუსული სააგენტოს ინფორმაციით, რუსი სამხედროები ამჟამად პერევის ოსურ ნაწილში იმყოფებიან. კონტინგენტის წარმომადგენლის თქმით, პერევის ბლოკ-საგუშაგოს გაუქმების შემდეგ ქართულმა მხარემ სოფელში ცოცხალი ძალა შეიყვანა, რაც რუსი ოკუპანტების დაბრუნების საბაბი გახდა.
  14. ათენის ქუჩებში სიმშვიდის შენარჩუნებას სამართალდამცველები ვერ ახერხებენ ათენის ქუჩებში სიმშვიდის შენარჩუნებას სამართალდამცველები კვლავ ვერ ახერხებენ. ამჯერად საპროტესტო აქცია სასამართლოს შენობასთან გაიმართა, სადაც აქციის დროს დაპატიმრებული პირების სასამართლო მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სასამართლოს შენობაში შესვლას ითხოვდნენ და ადგილობრივ სამართალდამცველებს არაობიექტურობაში ადანაშაულებდნენ. თითქმის ორკვირიანი არეულობის დროს საბერძნეთში 400 ადამიანი დააპატიმრეს, რომელთა დიდი ნაწილი სამართალდამცველებმა მალე გაათავისუფლეს. დანარჩენისთვის კი სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.
  15. რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებასთან დაკავშირებით რუსეთმა და ამერიკამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებასთან დაკავშირებით რუსეთმა და ამერიკამ შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწიეს. რუსული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ ეს შესაძლებელი თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პირობებში გახდება. ორმხრივი კონსულტაციები რუსეთისა და ამერიკის მხარეებს შორის მოსკოვში დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ამერიკულ დელეგაციას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯონ რუდი ხელმძღვანელობდა. როგორც რუდმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამერიკა სთავაზობს რუსეთს ჩეხეთში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტების განხილვის პროცესში რუსებმაც მიიღონ მონაწილეობა. თუმცა მისი თქმით, ბევრი საკითხი ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დაუზუსტებელი და შეუთანხმებელია. ექსპერტების ინფორმაციით, ეს საკითხი რუსეთისთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რადგან ჩეხეთი, სადაც ამერიკა რაკეტსაწინააღმდეგო ელემენტების განთავსებას გეგმავს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.
  16. ვიქტორ იუშჩენკო MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს "ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გამბედაობა არ ეყო უკრაინისთვის MAP-ი მიენიჭებინა", - ასეთი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ტელეკომპანია BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. იუშჩენკომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ალიანსის წევრობა შესაძლოა უკრაინისთვის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი გამხდარიყო. "ჩვენ ექვსჯერ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ხუთჯერ დავკარგეთ. ამის მიზეზი კი ერთია - ჩვენ არასოდეს გვქონდა საკმარისი საერთაშორისო გარანტიები", - აღნიშნა იუშჩენკომ. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბოლო მინისტერიალის დროს არავის ნატო-ში არ ეყო პოლიტიკური გამბედაობა იმ პრინციპების რეალიზება მოეხდინა, რომლის საფუძველზეც ეს ორგანიზაციაა დაარსებული.
  17. ენერგეტიკის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფება ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფება. წლის ბოლომდე საქართველოს მთავრობას და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას შორის ხელმოწერილი იქნება კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც აზერბაიჯანული მხარისთვის რეგიონალური გაზგამანაწილებელი კომპანიების გადაცემას მოიცავს. ასევე იგეგმება რეგიონებში გაზიფიცირების გეგმის დამტკიცებისა და 5 წლის განმავლობაში საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების დეტალების განხილვა.
  18. პარლამენტი თავდაცვის შესახებ კანონში ცვლილებას შეიტანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის შესახებ კანონში ცვლილებას შეიტანენ. ახალი კანონით, პირველი თებერვლიდან სამხედრო-საზღვაო ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. მიმდინარე სასესიო კვირას დეპუტატებმა 40-მდე კანონპროექტზე უნდა იმსჯელონ. მომავალი კვირიდან კი საშემოდგომო არდადაგები დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში განსახილველად შესული საკითხები არ დამტკიცდება, მომავალ კვირაში პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაინიშნება.
  19. თბილისის მერი დღეს 2009 წლის ბიუჯეტს წარადგენს თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს საკრებულოს სხდომაზე 2009 წლის ბიუჯეტს წარადგენს. დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი დაახლოებით 500 მილიონი ლარით განისაზღვრება. ბიუჯეტის მიხედვით, პრიორიტეტული საკითხები გზების აღდგენა, მოსახლეობის სოციალური დაცვა, ქალაქის სანიტარიული წესრიგი და ძველი თბილისის რეაბილიტაცია იქნება.
  20. სოხუმში რუსეთის ელჩი წარგზავნილია სოხუმში რუსეთის ელჩი წარგზავნილია. რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიერ აფხაზეთში დანიშნული ელჩი სემიონ გრიგორიევი აფხაზეთში უკვე ჩავიდა. რწმუნებათა სიგელს რუსი დიპლომატი დე ფაქტო ლიდერ სერგეი ბაღაფშს დღეს გადასცემს. გრიგორიევი შეხვედრებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან, პრემიერთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან გამართავს. გრიგორიევი, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, ორი თვის წინ დაინიშნა.
  21. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკების უსაფრთხოების საკითხს დააყენებს. ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ რეგიონში ვითარება დაძაბულია და გარკვეული პროვოკაციების საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს. განცხადებაში რუსული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების კონკრეტული მექანიზმები იქნება შემუშავებული, რომელიც რეგიონში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. უსაფრთხოების ერთ-ერთ პირობად კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში იარაღის შემოტანაზე ემბარგოს დაწესებას ასახელებს.
  22. რიკოთის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალა დიდთოვლობის გამო რიკოთის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომანქანებისთვის მოძრაობა დროებით აიკრძალა. მთელი ღამის განმავლობაში დასავლეთის მიმართულების საავტომობილო მაგისტრალს სპეციალური ტექნიკით თოვლისგან წმენდდნენ. გზების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საქართველოს სხვა ავტომაგისტრალებზე მოძრაობა დაშვებულია და გადაადგილებაში მგზავრებს პრობლემები არ შეექმნებათ.
  23. მერიის დასუფთავების სამსახურმა მოყინულ გზებზე ტექნიკური მარილი დაყარა თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური მთელი ღამის განმავლობაში მოყინულ გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიდა. მარილი დაიყარა მეტროს სადგურებთანაც. მერიაში ირწმუნებიან, რომ ამ ზამთარს მოსახლეობას გადაადგილებაში პრობლემები არ შეექმნებათ, რადგან მუნიციპალიტეტს საკმარისად აქვს მომარაგებული ტექნიკური მარილი და შესაბამისი ტექნიკა, რომლითაც, მოყინვის შემთხვევაში, ქუჩები გაიწმინდება.
  24. მეთიუ ბრაიზა სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა მორიგი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფება. მეთიუ ბრაიზა დღეს შეხვედრებს საპარლამენტო უმცირესობასთან და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართავს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები იქნება. მეთიუ ბრაიზა კომენტარს პერევში რუსი ოკუპანტების გადაადგილებაზეც აკეთებს. ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ახსენებს რუსეთს მედვედევი-სარკოზის ექვსი აგვისტოს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, არც ერთი რუსი ჯარისკაცი საქართველოს ტერიტორიაზე აღარ უნდა იმყოფებოდეს.
  25. საქართველოს დელეგაცია შვეიცარიაში გაემგზავრა საქართველოს დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში მონაწილეობისთვის შვეიცარიაში დღეს გამთენიისას გაემგზავრა. მოლაპარაკებებზე საუბარი უსაფრთხოებისა და დევნილების დაბრუნების საკითხებზე გაიმართება. მოლაპარაკებების ფარგლებში შედგება სამუშაო ჯგუფების რამდენიმე სხდომა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლეგიტიმური მთავრობების ხელმძღვანელები მალხაზ აქიშბაია და დიმიტრი სანაკოევი.
×
×
  • შექმენი...