-
პოსტები
677 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი მდა
-
ხანძარი იოსებიძის ქუჩაზე http://s49.radikal.ru/i124/0812/46/31f75479fd67.jpg ხანძარი გაჩნდა იოსებიძის ქუჩაზე მდებარე გაზგამანაწილებელ პუნქტში. შედეგად დაიწვა პუნქტის გვერდით მდგარი ორი ავტომობილი და მსუბუქი დამწვრობა მიიღო კომპანია "ყაზტრანსგაზის" ერთმა თანამშრომელმა. როგორც გაზის გამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, გუშინდელი ავარიის გამო "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები პუნქტზე სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ. ხანძარი სწორედ ბუნებრივი აირის ჩართვის დროს მოხდა. ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს. ხანძრის გაჩენის მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი. მომხდარის გამო ამ დროისათვის გაზმომარაგება შეწყვეტილი აქვთ ხვიჩიასა და იოსებიძის ქუჩებს.
-
ილია მეორე მოსკოვში, წმ. გიორგის ტაძარში მრევლს შეხვდა
მდა posted a topic in პოლიტიკა და საზოგადოება
ილია მეორე მოსკოვში, წმ. გიორგის ტაძარში მრევლს შეხვდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი თბილისში გამომგზავრებამდე მოსკოვში, წმინდა გიორგის ტაძარში მრევლს შეხვდა. ილია მეორემ ქართველი მრევლისთვის ილოცა და იქადაგა. პატრიარქი ყველა ქართველს სამშობლოში დაბრუნებას სთხოვს. ტაძარში ილია მეორეს შეახვედრეს ორი თვის ნიკოლოზ სვანიძე, რომელიც სვანიძეების ოჯახში მესამე შვილია და რომელიც მოსკოვში პატრიარქის სახელით მოინათლა. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი თბილისში დღეს საღამოს ჩამობრძანდება. გუშინ პატრიარქი ქართულ დიასპორას შეხვდა. ილია მეორემ რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკების მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სავაჭრო და საჰაერო გზების გახსნა იყო. -
შალვა რადიანი (1904-1977) http://s46.radikal.ru/i114/0812/6a/0ce90eed0e2f.jpg ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. შალვა რადიანი (ნამდვილი გვარია შეწირული) დაიბადა 1904 წლის 30 დეკემბერს ოზურგეთში. 1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. ლიტერატურული მოღვაწეობა 1926 წლიდან დაიწყო. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის შექმნასა და შემდგომ მის საქმიანობაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა პერიოდული გამოცემების რედაქციებში, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხულობდა ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს. 1944 წლიდან რადიანი შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში გადავიდა, ჯერ ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის გამგედ, ხოლო შემდეგ უკვე დირექტორად. შალვა რადიანი ავტორია მრავალი სამეცნიერო და ლიტერატურულ-კრიტიკული ნაშრომისა. მისი ძირითადი გამოკვლევებია: "თანამედროვე ქართული ლიტერატურა", "ლიტერატურული პორტრეტები", "ვასილ ბარნოვის ისტორიული რომანები", "ნიკოლოზ ბარათაშვილი და ქართული რომანტიზმი", "ახალი ქართული ლიტერატურა", "XX საუკუნის ქართული ლიტერატურა", "სახეები და შთაბეჭდილებანი", "თანამედროვენი" და სხვა. მისი რედაქციით გამოიცა ი.ჭავჭავაძის, რ. ერისთავის, გ. წერეთლის, ი. ევდოშვილის, შ. არაგვისპირელის, ჭ.ლომთათიძის, ვ. ბარნოვის, გ. ტაბიძის და სხვათა თხზულებათა კრებულები ქართულსა და რუსულ ენებზე. ის გახლდათ ასევე ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი. აღსანიშნავია, რომ შალვა რადიანის დამსახურებაა მიხეილ ჯავახიშვილის არქივის გადარჩენა - იგი მის მეზობლად ცხოვრობდა და ის, რაც ჩეკისტების ჩხრეკის შემდეგ გადარჩა, უკლებლივ გადასცა დიდი მწერლის ოჯახს.
-
ბაჩანა-ნიკოლოზ რაზიკაშვილი (1866-1928) http://s49.radikal.ru/i126/0812/7c/11f1ea22f83b.jpg პოეტი, პედაგოგი, ქართული ფოლკლორის შემკრები. დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია. მასწავლებლობდა ვეჯინში, შემდეგ ბარისახოში, ხევსურეთის პირველ სკოლაში, ასწავლიდა მაღაროსკარის, ჩარგლის, დუშეთის, სიღნაღისა და ბოდბის სკოლებში. საბოლოოდ დამკვიდრდა კახეთში, ქვემო ქედში. მწერლობა 80-იან წლებში დაიწყო. ბაჩანას შემოქმედების თემატიკას ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა განსაზღვრავდა და ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლას ქადაგებდა. ლექსებში "ნატვრა", "ტყის სიმღერა", "მუხა", "ვინა სთქვა საქართველოზე", "ტყვე ბულბული" ბაჩანამ სიმბოლურ-ალეგორიული სახეებით გადმოსცა სამშობლოს მძიმე მდგომარეობა. ამან განაპირობა მის ლექსთა ელეგიური ტონი. მისი პოეზიაში მთის ხალხთა ზეპირსიტყვიერებისა (კრებდა მის ნიმუშებს) და ქართული კლასიკური მწერლობის (განსაკუთრებით უფროსი ძმის, ვაჟა-ფშაველას) დიდი გავლენა შეინიშნება. ბაჩანას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ბუნებას, როგორც ადამიანის ცხოვრებაში მონაწილე ყოვლისშემძლე ძალას. პოემაში "თაღლაურა", "ნანაის სიმღერა", "საფრთხე" პოეტი მთიელთა ყოფა-ცხოვრებას აღწერს. პოემა-რომანში "წაწლობა" ფშავის თემის ზოგიერთი წეს-ჩვეულების დრომოჭმულობა გამოააშკარავა.
-
თედო რაზიკაშვილი (1869-1922) http://i067.radikal.ru/0812/a9/be88f19467c1.jpg პოეტი, პროზაიკოსი, ფოლკლორისტი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. ვაჟა-ფშაველასა და ბაჩანას ძმა. დაიბადა 1869 წელს სოფელ ჩარგალში. 1889 წელს დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია და 1890 წელს დაინიშნა მასწავლებლად სოფელ ხელთუბანში. გატაცებული იყო ხალხოსნური იდეებით, აწყობდა საუბრებს რევოლუციურ თემებზე, ხალხს რაზმავდა თავისუფლებისათვის საბრძოლველად. მონაწილეობდა 1905 წლის სახალხო მოძრაობაში, რისთვისაც დააპატიმრეს და სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ მანიფესტმა მოუსწრო. 1906 წელს სახლ-კარი გადაუწვეს და თედო ერთხანს ფშავში იმალებოდა. რაზიკაშვილის პირველი ლექსი "გუთნისდედის სიმღერა" 1890 წელს "ჯეჯილში" გამოქვეყნდა. მას შემდეგ მისი თხზულებები იბეჭდებოდა თითქმის ყველა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთში. თედომ განიცადა ხალხოსნების გავლენაც, მაგრამ როგორც მწერალი, აღიზარდა სამოციანელთა, განსაკუთრებით ი. ჭავჭავაძის შემოქმედებით პრინციპებზე. მის ნაწარმოებებში ჩაქსოვილია სამოციანელთა პროგრესული იდეები (მოთხრობები: "კოდალა", "ცასწავალამ როგორ მოიხვეჭა სახელი", ლექსი "ვაი, თუ ისე სოფელმა..." და სხვა). რაზიკაშვილი თავის შემოქმედებაში ასახავდა ჩაგრულთა ბედს, ხალხის მისწრაფებას თავისუფლებისაკენ, მშობლიური ქვეყნის ბუნებას. მისი თხზულებები შთაგონებულია პატრიოტიზმითა და ჰუმანიზმის გრძნობით. თუმცა რაზიკაშვილი უმთავრესად საბავშვო მწერალი იყო. მისი საბავშვო ნაწარმოებები თავისუფალია მშრალი დიდაქტიზმისაგან. ისინი მკითხველს ხიბლავს მდიდარი ფანტაზიით, უშუალობითა და გულწრფელობით, მსუბუქი და ხატოვანი ენით, ბავშვს ძალდაუტანებლად აწვდის ცოდნას ბუნების მოვლენების, ცხოველებისა და ფრინველების შესახებ ("ნიბლია", "იის ამბავი", "გარიელა", "ფითრი", "მონადირე", "ქორის ბახალა" და სხვა). თედო რაზიკაშვილმა დიდი როლი შეასრულა ქართული ფოლკლორისტიკის განვითარების საქმეში. მის მიერ შეკრებილი ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები პრესაში ქვეყნდებოდა, 1909 წელს კი გამოიცა ორ ტომად "ხალხური ზღაპრების" სახელწოდებით. რაზიკაშვილი 1922 წლის 19 იანვარს ვერაგულად მოკლეს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
-
ანდრია რაზმაძე (1889-1929) http://s46.radikal.ru/i111/0812/a6/e1e2b7de9072.jpg ქართველი მათემატიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, თანამედროვე მათემეტიკური მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში. 1906 წელს რაზმაძემ დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი, 1910 წელს კი - მოსკოვის უნივერსიტეტი. 1914 წელს ევროპაში სამეცნიერო მივლინების დროს კავშირი დაამყარა იქაურ მეცნიერებთან და ცნობილ გერამანულ ჟურნალში "Mathematische Annalen" გამოაქვეყნა პირველი შრომა. იყო მოსკოვის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პირველი დეკანი. სწორედ რაზმაძემ შეადგინა მისი სასწავლო გეგმა და მათემატიკურ დისციპლინათა პროგრამები, პირველმა წაიკითხა ქართულ ენაზე მათემატიკის, აგრეთვე მექანიკისა და ფიზიკის ძირითადი კურსი, ქართულ ენაზე დაწერა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები მათემატიკაში, საფუძველი ჩაუყარა ქართულ მათემატიკურ ტერმინოლოგიას, იყო წევრი "ქართული სალიტერატურო ნორმების დამდგენი კომისიისა". რაზმაძე ეწეოდა კვლევით მუშაობას მათემატიკური ანალიზის რთულსა და დამამთავრებელ დარგში - ვარიაციათა აღრიცხვაში. 1925 წელს პარიზში დაცულ სადოქტორო დისერტაციაში მან პირველმა გამოიკვლია ვარიაციათა აღრიცხვის ამოცანები წყვეტილ წირთა კლასში, რითაც საფუძველი ჩაუყარა ვარიაციათა აღრიცხვის ახალ მიმართულებას. ანდრია რაზმაძე გარდაიცვალა 1929 წლის 2 ოქტომბერს, თბილისში.
-
სოლომონ რაზმაძე (1797-1860) http://s57.radikal.ru/i158/0812/f2/b4b2cb9a1731.jpg ქართველი პოეტი და მთარგმნელი, რომანტიკული სკოლის წარმომადგენელი. 1811 წლიდან იზრდებოდა პეტერბურგში, თეიმურაზ ბატონიშვილის მზრუნველობითა და მეთვალყურეობით, ეუფლებოდა რუსულსა და ფრანგულ ენებს. ახლო ურთიერთობა ჰქონდა იქ გადასახლებულ ქართველ ბატონიშვილებთან, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. 1832 წელს ის თბილისში ჩამოვიდა და აქტიური მონაწილეობა მიიღო თავად-აზნაურთა 1832 წლის შეთქმულებაში. საიდუმლო შეკრებებზე კითხულობდა საკუთარ თხზულებებს. 1833 წელს ის თეირანში დააპატიმრეს, სადაც რუსეთის საკონსულოში მთარგმნელად მუშაობდა და, გასამართლების შემდეგ, 1834 წელს სამუდამოდ გადაასახლეს პენზაში. რაზმაძის შემოქმედებაში თავს იჩენს პოლიტიკური პროტესტის იდეა. გადასახლების შემდეგ მის პოეზიას რომანტიკული მოტივები მიეძალა - სევდა, უიმედობა, წუხილი სამშობლოს ბედის გამო, სოფლის სამდურავი. რაზმაძე მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. თარგმნიდა უმთავრესად სასულიერო და ფილოსოფიური ხასიათის ნაშრომებს, მიჩნეულია ა. პუშკინის ლექსების ერთ-ერთ პირველ მთარგმნელად. თარგმნა: "განღვიძება", "ლხინი", "დემონი", "წინასწარმეტყველი", ნაწყვეტები "ევგენი ონეგინიდან", აგრეთვე დ. ფონვიზინის "პეტერბუხი" და ა. მიცკევიჩის "პარისი". გარდაიცვალა 1860 წლის 18 მარტს, პენზაში.
-
რომანოზ რაზმაძე (XVIII-XIX) http://s58.radikal.ru/i160/0812/86/d3fec8a11eae.jpg ოცი წელი მსახურობდა ერეკლე მეორის სტამბაში, სადაც დაბეჭდა: "სახარება", "ჟამნი", "სამოციქულო" და სხვ. ქართველი მესტამბე და გამომცემელი. რომანოზ რაზმაძე (ზუბაშვილი) დაიბადა 1811 წელს სოფელ წესში. იყო სასულიერო პირი, სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიუღია ერეკლე მეორის მიერ ქუთაისსა და სოფელ წესში სტამბების აღდგენა-დაარსებაში. ოცი წელი მსახურობდა ერეკლე მეორის სტამბაში, სადაც დაბეჭდა: "სახარება" (1786), "ზატიკი" (1788), "დაუჯდომელი" (1790), "ჟამნი", "სამოციქულო" და "სახარება" (1791), "კონდაკი", "მარხვანი", "მცირე ლოცვანი" (1793) და სხვა. 1795 წელს თბილისის აოხრებისა და სტამბის დანგრევის შემდეგ რომანოზი მოზდოკს გადავიდა გაიოზ რექტორთან. 1796-97 წლებში იქ სტამბის დაარსების შემდეგ, სოლომონ მეორის მიწვევით კვლავ სამშობლოში დაბრუნდა და მონაწილეობა მიიღო ქუთაისის სტამბის გამართვის საქმეში, ხოლო შემდეგ თავად ჩაუდგა ამ სტამბას სათავეში.
-
შოთა რაზმაძე (1918-1972) http://s55.radikal.ru/i150/0812/60/4a55f0638be0.jpg ქართველი სპეციალისტი ელექტრონიკის დარგში, სამრეწველო ელექტრონიკის ფუძემდებელი საქართველოში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაიბადა სოფელ ზედა შავრაში, ამბროლაურის რაიონი. 1941-1945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1965 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო ელექტრონიკის კათედრის გამგე, 1970-1972 წლებში კი ამავე ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ელექტრონიკის ფაკულტეტის დეკანი. მისი სამეცნიერო ნაშრომები ეხება ელექტრული დენის გარდაქმნის თეორიის საკითხებს, მძლავრ გარდამქმნელებში მიმდინარე ელექტრომაგნიტულ პროცესებს და სხვა.
-
მაქსიმე რამიშვილი (1903-1987) http://s51.radikal.ru/i133/0812/84/4a1a54d1a3d2.jpg ქართველი აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაიბადა სოფელ სურებში, 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი. 1953-1963 წლებში იყო საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, ხოლო 1964 წლიდან - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრის პროფესორი და ამპელოგრაფიული ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მაქსიმე რამიშვილმა აღწერა სამეგრელოს, გურიისა და აჭარის გადაშენებული ვაზის ჯიშები. ველური ვაზის ფორმებიდან გამოავლინა პერსპექტიული ჯიშები, ასევე გამოიყვანა 23 ჰიბრიდული ჯიში, დაამუშავა ნამყენი ვაზის წარმოების თეორიული და პრაქტიკული საკითხები. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ამპელოგრაფიული ლაბორატორია, რომელსაც ვაზის უმდიდრესი კოლექცია აქვს (3000 ჯიში).
-
ნოე რამიშვილი (1881-1930) http://s50.radikal.ru/i129/0812/48/c38f4fbb2f37.jpg სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული მთავრობის პირველი თავმჯდომარე. 1902 წლიდან რამიშვილი შევიდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, გაყოფის შემდეგ იყო მენშევიზმის აქტიური მხარდამჭერი. თანამშრომლობდა ქართულ მენშევიკურ გაზეთებში "სხივი", "ერთობა" და სხვა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ნოე რამიშვილი აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოსა და პარლამენტის წევრად, იმავე წელს დაინიშნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად. 1918 წლის 26 მაისს რამიშვილი არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი მთავრობის პირველ თავმჯდომარედ. ამ პოსტზე 24 ივლისს ის ნოე ჟორდანიამ შეცვალა, ხოლო ნოე რამიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა. პარალელურად, 1919-1921 წლებში, ის იყო განათლებისა და სამხედრო მინისტრი და დამფუძნებელი კრების წევრი. რამიშვილი ხშირად იმსახურებდა ოპოზიციის კრიტიკას მისი მკაცრი რეაქციის გამო 1918 და 1919 წლების გლეხთა გამოსვლებზე, რომლებიც ბოლშევიკების მიერ იყო ორგანიზებული. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ, რამიშვილი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში, თუმცა ბრძოლა ბოლშევიკების წინააღმდეგ არც იქიდან შეუწყვეტია. იყო პოლონეთის მიერ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ წარმოებული პრომეთეისტული მოძრაობის აქტიური წევრი. ნოე რამიშვილი 1930 წელს ქართველმა ემიგრანტმა მოკლა. დაკრძალულია პარიზში.
-
იოსებ რატილი (1840-1912) http://s60.radikal.ru/i169/0812/29/539c9433ad2a.jpg ჩეხი მომღერალი (ტენორი), ლოტბარი. იოსებ რატილი (ნამდვილი გვარია - ნავრატილი) 1840 წლის 27 თებერვალს დაიბადა პარდუბიცეში. მუსიკალური განათლება მიიღო პრაღის კონსერვატორიაში, რომლის დამთავრების შემდეგაც მღეროდა პრაღისა და სხვა ქალაქების ოპერის თეატრებში. 1878 წლიდან ის ჰელსინკის ოპერის თეატრში გამოდიოდა. რატილმა გასტროლები გამართა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. 1880 წლიდან ის გახდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. აქ დაუახლოვდა ქართველ მუსიკოსებს: ა. ბენაშვილს, ა. ბალანჩივაძეს, ი. კარგარეთელს, კ. მაღრაძეს, ხ. სავანელს, ფ. ქორიძეს, ზ. ჩხიკვაძეს, გაეცნო ქართულ მუსიკალურ ფოლკლორს და მოიხიბლა თვითმყოფი, მრავალხმიანი, მდიდარი სიმღერებით. 1885 წელს რატილი სათავეში ჩაუდგა ლ. აღნიაშვილის მიერ შექმნილ ხალხური სიმღერის გუნდს. 1890 წელს მან ცალკე გუნდი შეადგინა, რომელთან ერთადაც პროპაგანდას უწევდა ქართულ სიმღერას. ჩაიწერა და დაამუშავა, ასევე, რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერაც. გარდაიცვალა 1912 წლის 17 თებერვალს თბილისში.
-
გრიგოლ რობაქიძე (1882-1962) http://s51.radikal.ru/i133/0812/b0/a1d5926b69e9.jpg ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ რობაქიძე ჯერ ტარტუს (ესტონეთი) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა (საიდანაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო გარიცხეს), შემდეგ კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაამთავრა ლაიპციგის (გერმანია) უნივერსიტეტი. სწავლის პერიოდში მას დიდ დახმარებას უწევდნენ კ. აბაშიძე, გ. ზდანევიჩი და სხვები. 1908 წელს გრიგოლი საქართველოში დაბრუნდა და ლექციების კითხვა დაიწყო ქართულ და რუსულ ენებზე. მან პირველმა გაბედა საჯაროდ ქართულ ენაზე ლექციის წაკითხვა, რის გამოც აკაკი წერეთელმა აღნიშნა: "ვხედავ ამ ქართველ ინტელიგენტს, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდიო". ის ქართველი სიმბოლისტების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. 1915 წელს რობაქიძე "ცისფერყანწელთა" ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. 1917 წლის კი მისი უშუალო და აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი. 1918-1921 წლებში გრიგოლ რობაქიძე დიდ როლს თამაშობდა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. 1919 წელს მონაწილეობას ღებულობდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში, როგორც საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი. 1931 წელს რობაქიძე იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. 1946 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში, ხოლო 1946 წლიდან - შვეიცარიაში. იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი. ბერლინში ყოფნის დროს გამოაქვეყნა "ჩაკლული სული", "ქალღმერთის ძახილი", "მეგი". 1937 წელს გამოვიდა რომანი "გრაალის მცველნი". ევროპულ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა მისი ლიტერატურული და პოლიტიკური წერილები, ლექსები, ესსეები: "ვინსენტ ვან გოგი", "ატომის გახლეჩა", "ტექნე და მითოსი", თომას მანის "დოქტორ ფაუსტუსი" გერმანულ ენაზე. რობაქიძის პროზაზე უდიდესი გავლენა იქონია ფ. ნიცშეს შემოქმედებამ. მის ნაწარმოებებს სხვადასხვა დროს უმაღლესი შეფასება მისცეს შ. ცვაიგმა, რ. როლანმა, ნ. კაზანძაკისმა და მსოფლიო ლიტერატურის სხვა გამოჩენილმა წარმომადგენლებმა. განსაკუთრებული წარმატება რობაქიძეს მოუტანა რომანებმა: "გველის პერანგი", "მალშტრემ", "ლამარა", "ლონდა" და სხვა. აღსანიშნავია, რომ 60-იანი წლების დასაწყისში გადაწყვეტილი იყო მისი წარდგენა ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, რასაც ხელი მისმა გარდაცვალებამ შეუშალა. გარდაიცვალა 1962 წლის 1 ნოემბერს ჟენევაში. 1976 წელს ქართველი ემიგრანტების, კალისტრატე და ნინო სალიების, თაოსნობით საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს.
-
ალექსანდრე როინაშვილი (1846-1898) http://s56.radikal.ru/i154/0812/5e/5c1b04a37ed3.jpg პირველი ქართველი ფოტოგრაფი. გადაიღო ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ალ. ყაზბეგის, ნ. ნიკოლაძის, ი. გოგებაშვილის, და სხვათა სურათები. ალექსანდრე როინაშვილი 1850-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, სადაც მხატვარ ვ. ხლამოვის ხელმძღვანელობით ეუფლებოდა მხატვრობასა და ფოტოგრაფიას. 1865 წელს თბილისში გახსნა ფოტოგრაფიული სტუდია "რემბრანდტი". 1887-1888 წლებში ასტრახანში, მოსკოვსა და პეტერბურგში გამართა ეროვნული მოძრავი გამოფენა. როინაშვილმა გადაიღო ქართველ ლიტერატორთა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა (ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ა. ყაზბეგი, ნ. ნიკოლაძე, ი. გოგებაშვილი, გ. გურიელი და სხვა) სურათები, ასევე შექმნა შოთა რუსთაველის პორტრეტის ფოტორეპროდუქცია. მისი შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების ასახვა იყო. ალ. როინაშვილმა თავისი სურათების მდიდარი კოლექცია და მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუტოვა.
-
შოთა რუსთაველი (XII-XIII საუკუნე) http://s57.radikal.ru/i158/0812/fb/ae2bd569adc2.jpg შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არანაირ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა. რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს "ვეფხისტყაოსნის" პროლოგი ("დავჯე, რუსთველმან გავლექსე", "მე, რუსთველი, ხელობითა") და ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს - რუსთავს და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს, ეპისკოპოსს. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას მეფე და პოეტი არჩილ II. "ვეფხისტყაოსნის" გაგრძელებაც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობაზე. შესაძლებელია, წოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავსაც. ერთი ცხადია, რუსათველი ცხოვრობდა ქართული სახელმწიფოს მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში. რუსთაველის სახელს - შოთას ახსენებენ თეიმურაზ I ("ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟთა შესახებ ამბობს: "ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო") და XVII-XVIII საუკუნეების სხვა მწერლები. ამასვე ადასტურებს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე გამოსახული XIII საუკუნის I ნახევრის რუსთაველის ფრესკული პორტრეტი წარწერით: "ამისა დამხატავსა შოთას, შეუნდვნეს ღმერთმან. ამინ! რუსთველი". ასევე მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელია "შოთა მეჭურჭლეთუხუცესი", რომელსაც შეუკეთებია ჯვრის მონასტერი. ეს ფრესკა ტიმოთე გაბაშვილმა 1757-58 წლებში ნახა და აღწერა. ზეთის საღებავის სქელი ფენით დაფარული ფრესკა 1960 გააწმენდინეს ქართველმა მეცნიერებმა აკაკი შანიძემ, გიორგი წერეთელმა და ირაკლი აბაშიძემ. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მხცოვანი პოეტი იერუსალიმში გაემგზავრა, ბერად აღიკვეცა, აღესრულა და იქვეა დაკრძალული. პოემიდან ჩანს, რომ შოთა რუსთაველს ბრწყინვალე განათლება ჰქონდა მიღებული, იცოდა უცხო ენები, იცნობდა არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, აღმოსავლურ ლიტერატურას, სხვადასხვა რელიგიას, განსწავლული იყო ასტროლოგიაში, სამართალში, სამხედრო საქმეში. სავარაუდოდ, "ვეფხისტყაოსანი" არ უნდა იყოს შოთა რუსთაველის ერთადერთი ნაწარმოები, თუმცა სხვას ჩვენამდე არ მოუღწევია. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება "ვეფხისტყაოსნის" XVI საუკუნის ხელნაწერის ორი ფურცელი, დანარჩენი ფურცლები XVII საუკუნისაა (დაახ. 1653). საქართველოს უმაღლესი ჯილდო ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში, შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. თბილისის მთავარ გამზირსაც რუსთაველის სახელი ჰქვია. ვეფხისტყაოსნის უძველესი ხელნაწერი http://s46.radikal.ru/i114/0812/30/6958f2d3bb3a.jpg
-
ალექსანდრე რუხაძე (1898-1965) http://s41.radikal.ru/i094/0812/3d/a59194bbc8dd.jpg ქართველი ნევროპათოლოგი, შეისწავლიდა ვეგეტატური ნერვული სისტემის პათოლოგიათა საკითხებს, ტუბერკულოზურ მენინგიტს და სხვა. სწორედ ამ სფეროში ხანგრძლივი კვლევის შედეგად შეიმუშავა რეაქცია, რომელსაც მისი სახელი ეწოდა. 1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მონაწილეობას ღებულობდა მეორე მსოფლიო ომში. 1955 წლიდან იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის პროფესორი, 1955-1964 წლებში - ამავე ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, პარალელურად - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ნევროპათოლოგი. შეისწავლიდა ვეგეტატური ნერვული სისტემის პათოლოგიათა საკითხებს, ტუბერკულოზურ მენინგიტს და სხვა. სწორედ ამ სფეროში ხანგრძლივი კვლევის შედეგად შეიმუშავა რეაქცია, რომელსაც მისი სახელი ეწოდა. მანვე შეადგინა სახელმძღვანელოები: "ვეგეტატური ნერვული სისტემის სიმპტომატოლოგია", "ნევროპათოლოგია".
-
ნიკოლოზ რუხაძე (1879-1936) http://i003.radikal.ru/0812/96/b0daaf35036f.jpg ქართველი ექიმი, მალარიოლოგი. იტალიიდან ჩამოიტანა თევზი გამბუზია, რომელიც კოღოს წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენა. რუხაძემ 1916 წელს დაამთავრა მოსკოვის სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1925 წელს ცოდნის გასაღრმავებლად საზღვარგარეთ გააგზავნეს (გერმანია, საფრანგეთი, იტალია). იმავე წელს იტალიიდან ჩამოიტანა თევზი გამბუზია, რომელიც კოღოს წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენა. კოღოსთან ბრძოლის მისეულმა ბიოლოგიურმა მეთოდმა დიდად შეუწყო ხელი მალარიის ლიკვიდაციას საბჭოთა კავშირის მთელ რიგ რეგიონებში. ნიკოლოზ რუხაძის თაოსნობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური ტროპიკული სადგური 1926 წელს გადაკეთდა ტროპიკულ დაავადებათა ინსტიტუტად, რომლის უცვლელი დირექტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი თვითონ იყო გარდაცვალებამდე. 1937 წელს ინსტიტუტს ნიკოლოზ რუხაძის სახელი მიენიჭა და ამავე წელს დაწესდა მისი სახელობის ორი პრემია.
-
გურამ რჩეულიშვილი (1934-1960) http://s58.radikal.ru/i159/0812/30/678999b8845c.jpg ქართველი მწერალი. 1957 წელს რჩეულიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. სამწერლო სარბიელზე სულ ოთხი წელი იღვაწა. პირველი მოთხრობები, რომელთაც დიდი წარმატება ხვდათ წილად, ჟურნალ "ცისკარში" გამოაქვეყნა 1957 წელს. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: "შემოდგომა ბაბუა კოტესი", "სათაგური", "სიყვარული მარტის თვეში", "ნელი ტანგო", "თვირთვილა", "უსახელო უფლისციხელი" და "სიკვდილი მთაში". მოთხრობათა პირველი კრებული "სალამურა" მისი გარდაცვალების შემდეგ, 1961 წელს გამოიცა. რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით. მისი გმირების ახალგაზრდულ სიფიცხესა და ქედუხრელობას, ვნების სიმძაფრესა და პირველაღმომჩენის ჟინს ერწყმის დიდი ადამიანური სილბო და შემწყნარებლობა. მისმა მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები. მინიატურები, პიესა) დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე. გურამ რჩეულიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა 26 წლის ასაკში.
-
ბორის რჩეულოვი (XX) ბორის რჩეულიშვილი - ქართველი მეცნიერი, რომელმაც თავისი გამოგონებისთვის გამოიყენა ვოლდემარ პულსენის მიერ შექმნილი აპარატი, ე.წ. "ტელეგრაფონი". რჩეულოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ აპარატის მუშაობის პრინციპის გათვალისწინებით შესაძლებელი იქნებოდა სატელევიზიო სიგნალების მაგნიტურ სუბსტანციაზე ჩაწერა. 1922 წელს მეცნიერმა რუსეთში დააპატენტა მაგნიტური ჩაწერის სისტემა, რომელის საშუალებითაც სატელევიზიო სიგნალი იწერებოდა ლითონის მავთულზე, ან ლითონის სხვა საგანზე. მალე რჩეულოვი ემიგრაციაში წავიდა დიდ ბრიტანეთში, სადაც 1927 წლის იანვარში ასევე დააპატენტა თავისი გამოგონება. აღსანიშნავია, რომ მისი გამოგონება პრაქტიკაში არასოდეს გამოყენებულა, თუმცა დღემდე ითვლება გამოსახულების მაგნიტური ხერხით ჩაწერის პირველ ნიმუშად.
-
საბერძნეთში შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა შეტაკებები სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის საბერძნეთში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ახალგაზრდობასა და პროფკავშირებს ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადაყენებაა. დემონსტრანტები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და მის აღებას ცდილობდნენ, თუმცა გზა მათ სამართალდამცველებმა გადაუკეტეს, რის შედეგადაც შეტაკებები დაიწყო. არეულობისას ათობით მაღაზია და რესტორანი დაზარალდა. ჩამსხვრეულია მინები, ათენში მოროდიორობაც დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, კერძო სექტორმა უკანასკნელი 5 დღის განმავლობაში დაახლოებით 10 მილიონი დოლარით იზარალა.
-
ბარაკ ობამას ადგილის ყიდვა სენატში ჯესი ჯექსონის შვილს სურდა http://s45.radikal.ru/i107/0812/b9/8a353c72b3df.jpg ბარაკ ობამას ადგილის ყიდვა სენატში ჯესი ჯექსონის შვილს სურდა. ინფორმაციას ამის შესახებ მედია სამართალდამველი ორგანოების ინკოგნიტო თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს. სავარაუდოდ, სწორედ პრეზიდენტობის კანდიდატის ვაჟმა სცადა შუამავლების დახმარებით სენატში ადგილის ყიდვა. ჩიკაგოს პროკურატურაში ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ და არც იმას ამბობენ, გამოიძახებენ თუ არა ჯესი ჯექსონ უმცროსს დასაკითხად.
-
მამუკა ჩარკვიანი მიხაილოვის საავადმყოფოშია ცნობილი მომღერალი მამუკა ჩარკვიანი მიხაილოვის საავადმყოფოშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმები კომენტარს არ აკეთებენ. გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მომღერალი სასტუმრო "მორკინალის" მეორე სართულიდან გადმოვარდა, მისი ოჯახის წევრები უარყოფენ. მომღერლის დის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მამუკა ჩარკვიანს ფეხი აქვს მოტეხილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
-
"ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობა" საპროტესტო აქციას გამართავს http://s39.radikal.ru/i083/0812/d8/1f5de41ff796.jpg სომხეთში არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების დაბრუნების მოთხოვნით, "ეროვნულ-ქრისტიანული" მოძრაობა დღეს სომხეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციას გამართავს. მოძრაობის ლიდერი სომეხი ხალხისადმი მიმართვასაც ავრცელებს, სადაც სომეხ ხალხს მოუწოდებს მშვიდობიანი ფორმით გდაწყვიტონ სომხური და ქართული ეკლესიების ბედი. გიორგი ანდრიაძის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ტაძრების გადმოცემის საკითხს ამ დრომდე სიტუაციის გამწვავების გამო არ აყენებდა.
-
კიდევ ერთი ახალი სამინისტრო დაიწყებს ფუნქციონირებას http://s56.radikal.ru/i154/0812/2a/c1a5f47ec5d1.jpg უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ახალი სამინისტრო დაიწყებს ფუნქციონირებას. პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შექმნას მხარი დაუჭირა. ცვლილებები პლენარულ სხდომაზე მიიღეს. ახალ უწყებაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია გაერთიანდება. სავარაუდოდ, ახალი უწყების ხელმძღვანელი დავით ტყეშელაშვილი იქნება. ახალი უწყების ხელმძღვანელი მე-6 მინისტრი იქნება, რომელიც უნდა დამტკიცდეს, ამიტომ საკანონმდებლო ორგანო მთავრობას ნდობას წლის ბოლომდე გამოუცხადებს.