Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. მარკ ბრიშამბო შიდა ქართლს ეწვია შიდა ქართლს ეუთო-ს გენერალური მდივანი მარკ ბრიშამბო საქართველოში ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელთან ერთად სტუმრობდა. მარკ ბრიშამბო ეუთო-ს ოფისში დამკვირვებლებს შეხვდა და მათგან რეგიონში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ამის შემდეგ ეუთო-ს წარმომადგენლებმა ერგნეთში ის პოზიციები მოინახულეს, რომლებიც ქართველ სამართალდამცველებსა და რუს ოკუპანტებს უკავიათ. დღესვე ეუთო-ს გენერალური მდივანი მერეთში ჩავიდა და ქართული პოლიციის შენობა დაათვალიერა, რომელსაც ოსმა სეპარატისტებმა რამდენიმე დღის წინ "ფაგოტის" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი ესროლეს. ბრიშამბო აცხადებს, რომ ვითარება რეგიონში არასტაბილური რჩება. მარკ ბრიშამბო უკვე მესამე დღეა საქართველოში იმყოფება. ის უკვე შეხვდა მთავრობის წევრებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს. საუბრის მთავარი თემა კონფლიქტის ზონებში უსაფრთხოების საკითხები და ეუთო-ს მომავალი მანდატი იყო.
  2. რუსი ოკუპანტები მთლიანად აკონტროლებენ პერევს რუსი ოკუპანტები ძველი საგუშაგოს პოზიციას დაუბრუნდნენ და მთლიანად აკონტროლებენ პერევს. სოფელში არც ერთი ქართველი სამართალდამცველი არ დგას. პერევში დამატებითი ძალაა შეყვანილი. სიტუაცია პერევში გუშინ ღამიდან მოყოლებული დაძაბულია. რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებას კვლავ ახორციელებს. აღებული ვალდებულებები და საერთაშორისო პრინციპები კრემლისთვის არაფერს ნიშნავს. დილიდან საჩხერის რაიონში შესვლას და სიტუაციის გაცნობას ევროკავშირის ელჩებიც ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ. პერევთან დაკავშირებით კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ რუსეთი არ სცემს პატივს არც საერთაშორისო პრინციპებს და არც აღებულ ვალდებულებებს. ქვეყანა, რომელიც საკუთარ იმიჯზე ზრუნავს, არ უნდა იქცეოდეს ისე, როგორც რუსეთის ფედერაცია, - ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია.
  3. პარიზში საშობაო განათება ჩართეს პარიზში საშობაო განათება ჩართეს. ლა ფაიეტის გალერეა - ქალაქის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი, სპეციალური ორნამენტებით მორთეს. პატარებისა და მათი მშობლებისთვის ყოველდღე სპეციალური შოუ მოეწყობა. ვიტრინებს ავტომატურ რეჟიმში მომუშავე თოჯინები გააფორმებენ. წლევანდელი საშობაო თემაა "ალისა საოცრებათა ქვეყანაში".
  4. რომი დაიტბორა რომი დაიტბორა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მდინარე ტიგროსი ნაპირებიდან გადმოვიდა. წყალდიდობას უბედური შემთხვევა მოჰყვა. მდინარემ 20–მეტრიანი გემი გაიტაცა, თუმცა ის ხიდის ქვეშ ვერ გაეტია და ამობრუნდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ. წყალდიდობაა ფლორენციასა და ვენეციაში. წყალმა ელექტროგადამცემი სისტემაც დააზიანა. გადაკეტილია გზები. არ მუშაობს რკინიგზა.
  5. კამბოჯაში ქათმის გრიპის შემთხვევა დაფიქსირდა კამბოჯაში ქათმის გრიპის შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით 19 წლის ბიჭი დაავადდა. სამკურნალოდ ის ქვეყნის დედაქალაქში გადაიყვანეს. მედიკოსები აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია. კამბოჯაში უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში ეს ადამიანის ფრინველის ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევაა. გასული წლების განმავლობაში დაავადებას აზიის ქვეყნებში 200 ადამიანი ემსხვერპლა.
  6. საშობაო კვირეულის დაწყება ევროკავშირის ელჩებმა მუსკომედიის თეატრში აღნიშნეს საშობაო კვირეულის დაწყება ევროკავშირის ელჩებმა მუსკომედიის თეატრში აღნიშნეს. კონცერტზე საშობაო სიმღერებს მუსიკალური ათწლედის ბავშვები ასრულებდნენ. საღამო საქველმოქმედო იყო და შემოწირული თანხა მუსიკალური სკოლის განვითარებას მოხმარდება. საშობაო კონცერტის ბოლოს სანდრა რულოვსმა და ევროკავშირის ელჩებმა იმღერეს.
  7. დაიცავი შენი კონსტიტუცია - ამ ლოზუნგით მოსკოვში აქცია გაიმართა "დაიცავი შენი კონსტიტუცია" - ამ ლოზუნგით აქცია გაიმართა მოსკოვში. სანქცირებული მიტინგის ორგანიზატორები მოძრაობა "არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ" და "რუსული ეროვნული კავშირი" იყვნენ. აქციის მონაწილეები რუსეთის კონსტიტუციის შეცვლას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ,რომ ქვეყნის უზენაესი კანონი ხალხს არ იცავს. აქცია გაძლიერებული დაცვის ქვეშ 2 საათს გაგრძელდა. მოსკოვის მთავრობამ მიტინგის დღეს ახლომდებარე მაღაზიებში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა აკრძალა. მიტინგის ადგილი შემოღობილი იყო და აქციაზე მოხვედრა მხოლოდ მკაცრი შემოწმების შემდეგ იყო შესაძლებელი.
  8. პიერ მორელი - დაგეგმილი მოლაპარაკებები ჟენევაში წინგადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს მომავალ კვირას დაგეგმილი მოლაპარაკებები ჟენევაში წინგადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს, - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი პიერ მორელი. მორელი ცხინვალის, სოხუმისა და მოსკოვის შემდეგ თბილისში ჩამოვიდა და ბოლო კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან გამართა. 3+3 ფორმატში მოლაპარაკება ჟენევაში 17-18 დეკემბერს გაიმართება. გაეროს ოფისში სასაუბროდ მზადყოფნა უკვე გამოთქვეს სეპარატისტულმა ცხინვალმა და სოხუმმა. მოლაპარაკებების მესამე ეტაპზე აქტუალური კონფლიქტურ ზონებში უსაფრთხოების საკითხები იქნება.
  9. გოთიკის არა შმოთიკის ქალაქი
  10. შვეიცარია შენგენის ზონას შეუერთდა შვეიცარია შენგენის ზონას შეუერთდა. ქვეყანაში უკვე გააუქმეს სასაზღვრო პუნქტები, თუმცა საბოლოოდ საბაჟო კონტროლს გაზაფხულის დასაწყისში გააუქმებენ. მებაჟეები საზღვარზე რამდენიმე თვის განმავლობში მხოლოდ პოლიციელების ფუნქციას შეასრულებენ. გაზაფხულიდან შეწყდება პასპორტების კონტროლი აეროპორტებშიც. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებას ის ადამიანებიც შეძლებენ, ვინც შენგენის ვიზა შვეიცარიის ზონაში გაერთიანებამდე მიიღო.
  11. რუსეთი და აშშ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის პრობლემებს განიხილავენ http://s53.radikal.ru/i139/0812/1c/14356e73f2e8.jpg რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის პრობლემებს დახურულ კარს მიღმა განიხილავენ. რუსულ-ამერიკული კონსულტაციები სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით მოსკოვში 15 დეკემბერსაა დაგეგმილი. რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ არ ელიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, თუმცა იმედი აქვთ, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდება.
  12. 17 წლის გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლი 17 წლის მანანა კალანდარიანს სასწრაფოდ ესაჭიროება მეოთხე ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლი. სისხლის გაღების მსურველებმა დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 893 91 15 57 899 62 62 67
  13. 8 000 დაზარალებული ხორცის პროდუქტებს მიიღებს http://s50.radikal.ru/i127/0812/b5/2c0be6df160a.jpg კონფლიქტის ზონიდან დევნილი 8 000 ოჯახი ჰუმანიტარული დახმარების სახით ხორცის პროდუქტებს მიიღებს. მათგან 600 ოჯახი თბილისში, ხოლო დანარჩენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არიან გადანაწილებულნი. დევნილთა დახმარება თურქული საქველმოქმედო ფონდისა და ქართული ორგანიზაცია "სოკოსა" და "გიევის" ორგანიზებით ხორციელდება. თურქებმა დევნილებს აგვისტოს მოვლენების დროსაც გაუწიეს დახმარება. საქველმოქმედო ფონდი უახლოეს მომავალში დევნილების ტანსაცმლით მომარაგებას გეგმავს.
  14. პოლონელმა სამართალდამცავებმა ძიუდოისტები გაათავისუფლეს პოლონელმა სამართალდამცავებმა ვარშავაში დაკავებული სამი ქართველი ძიუდოისტი გაათავისუფლეს. ქართველი სპორტსმენები ვარშავაში სექტემბერში სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პოლონელ სამართალდამცავთა განცხადებით, აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება გრძელდება, თუმცა სპორტსმენთა პატიმრობაში დარჩენა საჭირო აღარ არის. საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრების სამი წევრი ვარშავადან თბილისში დღეს დაბრუნდება.
  15. გიორგი გოგუაძემ ეკონომიკური განვითარების "ქართული გეგმა" წარმოადგინა http://s55.radikal.ru/i147/0812/53/3be066f4aebe.jpg "ქართული გეგმა", - გიორგი გოგუაძის ახალი ინიციატივა, რომელიც უპრეცედენტო ეკონომიკურ პროექტად უნდა იქცეს. იქმნება გუნდი, რომელიც ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას შეიმუშავებს. ექსპერტებთან ერთად, დღეს საკუთარი იდეა პარლამენტის წევრმა საზოგადოებას გააცნო, პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. "ქართული გეგმა", - ორიენტირებული იქნება საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტების განსაზღვრაზე და წამყვანი დარგების განვითარების მიმართულებების ჩამოყალიბებაზე. გიორგი გოგუაძე აცხადებს, რომ პირველ რიგში უნდა განისაზღვროს რომელი დარგებია ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის, შემდეგ უნდა დაფიქსირდეს ძლიერი და სუსტი მხარეები და განისაზღვროს როგორ მოხდება დარგების გაძლიერება.
  16. კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია იწყება კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ პირადად პარლამენტის ვიცე-სპიკერ რუსუდან კერვალიშვილისგან მოისმინა. პირველი პრეზიდენტის ოჯახი ზვიად გამსახურდიას 70 წლისთავის აღსანიშნავად ემზადება. მანანა არჩვაძე-გამსახურდიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტის 70 წლისთავის აღსანიშნავად კოლხური კოშკის რეკონსტრუქცია აუცილებელია. პარლამენტში შეხვედრას მთაწმინდის მაჟორიტარი არჩილ გეგენავაც ესწრებოდა.
  17. სოზარ სუბარმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ანგარიში ჩააბარა http://i008.radikal.ru/0812/ba/e9bfa1bbc8a6.jpg სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს 2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიში ჩააბარა. სუბარის 600-გვერდიან მოხსენებაში ყველა ის დარღვევა მოხვდა, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხებოდა, - სიტყვის თავისუფლება, საკუთრების ხელყოფის ფაქტები, ჯანდაცვის მდგომარეობა საპატიმროებში, ასევე განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე პირთა დასჯა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტები. სახალხო დამცველმა ყველა ის ფაქტი დაასახელა, რომლითაც სასამართლო არ დაინტერესდა.
  18. მიხეილ სააკაშვილი ბათუმში მეციტრუსეებს შეხვდა http://s44.radikal.ru/i105/0812/21/84c0d198e7a5.jpg საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში, მინისტრთა საბჭოს შენობაში მეციტრუსეებს შეხვდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი აჭარაში მეციტრუსეობის განვითარებაა. სააკაშვილის თქმით, რეგიონში ჩაუბარებელი მანდარინი არ უნდა დარჩეს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, წელს, ისევე როგორც შარშან, უკრაინა იქნება ის ძირითადი ქვეყანა, სადაც ქართული მანდარინი გაიგზავნება. ამასთან, ციტრუსი ყაზახეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში გავა. წელს აჭარაში 45 000 ტონაზე მეტი მანდარინი მოვიდა, აქედან 9 000 ტონა უკვე ექსპორტზეა გატანილი. პრეზიდენტის განცხადებით, წელს შემცირდა განბაჟების ფასიც და ერთ ტონაზე ფასმა 800 ლარიდან 600 ლარამდე დაიწია. მეციტრუსეებთან შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ხელვაჩაურში გოგუაძეების ოჯახს ესტუმრება, სადაც მანდარინის ბაღს დაათვალიერებს.
  19. გრიგოლ ვაშაძე ილია მეორეს ხვდება http://s51.radikal.ru/i133/0812/6c/671b76d08510.jpg საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრას მართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.
  20. პერევიდან რუსი ოკუპანტები გადიან საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან რუსი ოკუპანტების გასვლის პროცესი გრძელდება. მთლიანად გაყვანილია მძიმე ტექნიკა, სოფელში მხოლოდ ცოცხალი ძალა რჩება. რუსი ჯარისკაცები გაუქმებულ ბლოკ-საგუშაგოსთან არიან შეკრებილი. საგუშაგოს დემონტაჟი კი უახლოეს ორ საათში დასრულდება. საჩხერის რაიონის სოფელი პერევი აგვისტოს მოვლენების შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული იყო.
  21. ბელორუს სპორტსმენებს მოპოვებული მედლები ჩამოართვეს უროს ტყორცნაში პეკინის ოლიმპიური თამაშების პრიზიორ ბელორუს სპორტსმენებს მოპოვებული მედლები ჩამოართვეს. ოლიმპიადაზე ასპარეზობის შემდეგ ვადიმ დევიატოვსკისა და ივან ტიხანისათვის აღებულმა დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბელორუსი სპორტსმენების ორგანიზმში აკრძალული ნივთიერებების გადაჭარბებული რაოდენობა აღმოჩნდა. დევიატოვსკის სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს, რადგან ეს მისთვის უკვე მეორე შემთხვევაა. ტიხანი კი ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. აღნიშნულ ბრალდებას სპორტსმენები არ აღიარებენ. ბელორუსი მძლეოსნების მიერ მოპოვებულ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს ამჯერად ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხე-მეხუთე ადგილზე გასული იაპონელი და უნგრელი სპორტსმენები მიიღებენ.
  22. ოსლოში ნობელის პრემიის ლაურეატების პატივსაცემად კონცერტი გაიმართა ოსლოში ნობელის პრემიის ლაურეატების პატივსაცემად კონცერტი გაიმართა. შოუ სკარლეტ იოჰანსონს და მაიკლ ქეინს მიჰყავდათ. სპეციალურად ამ დღისთვის ორგანიზატორებმა ნორვეგიაში დაიანა როსიც მიიწვიეს. შოუს წლევანდელი ლაურეატების გარდა ნობელის პრიზის სხვა მფლობელები და სამეფო ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. წარმოდგენის დასრულების შემდეგ სიტყვით ნობელიანტი მარტი ახტისაარი გამოვიდა. კონცერტი ნობელის ლაურეატების პატივსაცემად, ტრადიციულად, ყოველ წელს, დაჯილდოების ცერემონიალის მეორე დღეს იმართება.
  23. თბილისის ავტოსადგომებზე პარკომეტრის დამონტაჟება დაიწყო http://i080.radikal.ru/0812/41/87765ad9838f.jpg თბილისის ავტოსადგომებზე პარკომეტრის დამონტაჟება დაიწყო, აქვე სპეციალურ ფორმებში ჩაცმული პარკინგინსპექტორების დემონსტრირებაც მოხდა. ავტომობილების მფლობელებს პარკინგის თანხის გადახდა პარკომეტრის საშუალებით, ხურდა ფულის ჩაგდებით შეეძლებათ. ასევე - გადასაფხეკი ბარათით და მობილური ტელეფონით. პარკომეტრები თბილისის მასშტაბით ქართულმა კომპანია "სიტი პარკმა" დაამონტაჟა, რომელმაც 2006 წელს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და 15-წლიანი ლიცენზია მიიღო. აღნიშნული სერვისით სარგებლობა ავტომობილების მფლობელებს ახლო მომავალში შეეძლებათ.
  24. კინოთეატრ "ამირანში" ლატვიელი რეჟისორის ფილმის ჩვენება გაიმართა კინოთეატრ "ამირანში" ლატვიელი რეჟისორის ედვინს შნორეს ფილმ "საბჭოეთის ისტორიის" ჩვენება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. ერთსაათიანი ფილმი მოგვითხრობს, თუ როგორ იპყრობდა რუსეთი პატარა რესპუბლიკებს 30-40-იან წლებში. ფილმის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვერც ერთმა ძალადობრივმა რეჟიმმა არსებობა დიდხანს ვერ შეძლო და როგორც გათავისუფლდა ფინეთი, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ისევე გათავისუფლდება საქართველო და მისი რეგიონები.
  25. ფოთში მოლდავეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს ფოთში სოხუმიდან შემოსული მოლდავეთის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "მეტკა" დააკავეს. გემი 10-დან 20 ნოემბრის ჩათვლით სოხუმის პორტში იდგა. მას საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთის უკანონოდ გადაკვეთა ედება ბრალად. გემი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციათა მართვის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. ამ დროისათვის ის ფოთის პორტში გადაჰყავთ, პარალელურად, შემდგომი კონფისკაციის მიზნით, გემის დაყადაღების პროცესიც მიმდინარეობს.
×
×
  • შექმენი...