Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, კიევში ვბრუნდები. ჩვენ ვიქნებით უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით, ვიდრე მშვიდობა არ დაბრუნდება ევროპაში“, - დაწერა სანჩესმა „ტვიტერზე“. ცნობისათვის, ესპანეთი ნატო-ს იმ მოკავშირეებს შორისაა, რომლებიც უკრაინაში თანამედროვე ტანკების გაგზავნას დათანხმდნენ.   IPN

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში: უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფაა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ,,ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფა" და ,,საერთაშორისო სამართლის დარღვევა" უწოდა. გენერალურ ასამბლეაზე მისი ამ სიტყვებით დაიწყო დებატები, რომელიც ,,სამართლიანი და მშვიდობიანი მომავლის“ შესახებ რეზოლუციისთვის ფართო მხარდაჭერის მოპოვებას ისახავდა მიზნად გუტიერეშმა შეკრებილებს ხაზგასმით შეახსენა, რომ ყველა წევრმა ქვეყანამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუ

ნგრევის პირას მისული ენათმეცნიერების ინსტიტუტი და მისი თავგანწირული თანამშრომლების ნატვრა

ამ დღეებში, საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის ავარიულ შენობაზე იმდენი რამ მოვისმინე და წავიკითხე, გადავწყვიტე, საკუთარი თვალით მენახა, რა მდგომარეობა იყო და როგორ პირობებში უწევდათ მის თანამშრომლებს მუშაობა. სამწუხაროდ, ადგილზე ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და თავშივე უნდა გითხრათ, რომ იქიდან შეურაცხყოფილი და თავმოყვარეობაშელახული წამოვედი. ალბათ ვერავინ წარმოიდგენს, რომ ჩვენს ეპოქაში, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო დაწესებულება, უდიდესი კვლევითი ცენტრი, ს

კახა ქემოკლიძე - გახარიას შეიძლება დააბრალონ, რომ წავკისის სახლში წყალბადის ბომბს ამზადებს, ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ - კობახიძის განცხადებებზე კი ძალიან ვიცინით ხოლმე

გიორგი გახარიას კორუფცია კი არა, შეიძლება დააბრალონ, პირობითად, რომ წავკისის სახლში, ოჯახურ პირობებში წყალბადის ბომბს ამზადებს, რომ მიყიდოს ირანს და შემდეგ ირანმა წყალბადის ბომბი გამოიყენოს უკრაინაში ან რუსეთში და დააბრალონ შემდეგ ამერიკელებს - ირაკლი კობახიძის განცხადებებზე ჩვენ ძალიან ვიცინით ხოლმე , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ გიორგი გახარიას კორუფციაში დასდონ ბრალი. როგორც კახა ქემოკლი

23 თებერვალს, 20:50 საათზე, TV პირველზე, გიორგი გახარია სტუმრად ინგა გრიგოლიასთან

23 თებერვალს, 20:50 საათზე, TV პირველზე, გიორგი გახარია სტუმრად ინგა გრიგოლიასთან, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავის სოციალურ ქსელში ანონსს აქვეყნებს. 

ოლექსი რეზნიკოვი - რუსულ ტანკებს უკრაინის გავლით ევროპაში მოხვედრა მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატებისა და ნადავლის სახით შეუძლიათ

24 თებერვალს უკრაინა გერმანიასა და ბალტიის ქვეყნებში რუსულ ნადავლ ტანკებს გამოფენს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. “დღეს ღამით 4 რუსული ტანკი ევროკავშირსა და ნატოში “შეიჭრა”. თუმცა უკრაინული არმიის წყალობით არის ნიუანსი. 24 თებერვალს 4 ქვეყნის მოქალაქეები - გერმანიის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის - ერთდროულად ნახავენ, რომ რუსულ ტანკებს უკრაინის გავლით ევროპაში მოხვედრა მხოლოდ როგორც სამუზეუმო ექსპონატებს და

ინალ არძინბა ქართული მხარის მიერ ბჟანია-ლუკაშენკოს შეხვედრის შეფასებას ეხმაურება

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ქართული მხარის მიერ ბჟანია-ლუკაშენკოს შეხვედრის შეფასებას გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ყველა მცდელობისა, რომელიც აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ არის მიმართული, ,,რესპუბლიკა საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებისკენ მიმავალ გზაზე თავდაჯერებულად აგრძელებს სვლას.“ ამის ნათელ დასტურად მას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის, ასლან ბჟანიასა და ბელორუსის პრეზიდენტი

მაია სანდუ - პრეზიდენტ ბაიდენს გადავეცი, რომ მოლდოველებს თავისუფალი სამყაროს ნაწილად დარჩენა, უსაფრთხოდ ცხოვრება და ევროკავშირში შესვლის ოცნების ასრულება სურთ

პრეზიდენტ ბაიდენს გადავეცი, რომ მოლდოველებს თავისუფალი სამყაროს ნაწილად დარჩენა, უსაფრთხოდ ცხოვრება და ევროკავშირში შესვლის ოცნების ასრულება სურთ , - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ პირად “ფეისბუქ” გვერდზე წერს. “აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მოწვევით ვარშავაში საჯარო ღონისძიებას ვეწვიე, სადაც იგი ისტორიული სიტყვით გამოვიდა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის წლისთავს ეძღვნება. მისი გამოსვ

,,სინათლის ზღვა" უკრაინიდან დევნილი ბავშვების სანუგეშოდ

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სამშაბათს ასეულობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რათა აქცია ,,სინათლის ზღვა" გაემართა. აქცია ორგანიზაცია ,,კარიტასის“ ხელმძღვანელობით მოეწყო. აქციის მონაწილეებმა 5000 ანთებული სანთლისგან მოედანზე კაშკაშა გული დაანთეს, რითაც უკრაინელი ბავშვების მიმართ სითბო გამოხატეს და მათ იმედი ჩაუსახეს. ასევე, პატივი მიაგეს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ორგანიზატორთა აზრით, ,,სინათლის ზღვა“ მადლიერების ნიშანიცაა მათთვის, ვინც უკრაინელი ლტოლვილების მიმართ სოლიდარობის გამოხატვას, როგო

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით, „ხალხის ძალისა“ და „საქართველოსთვის“ დეპუტატებს ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების შექმნა შეეძლებათ

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა “ხალხის ძალის“ დეპუტატების კანონპროექტს, რომლის მიხედვით, თუკი ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატები ფრაქციას და პარტიას დატოვებენ, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შესძლებენ. პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილების გათვალისწინებით, პოლიტიკური ჯგუფს შექმნიან როგორც “ხალხის ძალის“, ასევე პარტია “საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. 2024 წლამდე პარლამენტში მოქმედებს წესი, რომლის მიხედვით, პარლამენტის არანაკლებ ორ წევრს პოლ

რუსულ სპორტს ბნელი დრო უდგას. მისცემს თუ არა სოკ-ი რუს სპოტსმენებს ,,ნეიტრალურ სტატუსს"

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მის სპორტსმენებს მსოფლიოს მთავარი შეჯიბრებების კარი დაუკეტა. გასულ წელს სანკტ-პეტერბურგმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ვერ შეძლო. განწყობა საკმაოდ უსიამოა და მას უკვე აქვს თავისი უარყოფითი შედეგები. ,,წელიწადი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მკვეთრ ცვლილებებზე ვისაუბროთ. თუმცა, რა თქმა უნდა, სპორტის ცალკეული სახეობებისთვის, სამწუხარო დასკვნები უკვე შეიძლება გაკეთდეს. რუსული ფეხბურთი სწრაფად დეგრადირდება. სრული დეგ

გიორგი გახარია - ლუკაშენკოს შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახი - საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს დასავლეთის მხარდაჭერის მობილიზება

ლუკაშენკოს შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს. მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს დასავლეთის მხარდაჭერის მობილიზება. „ლუკაშენკოს შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახი. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს საქართველოს ეროვნული ინტერესებით, შეწყვიტოს საქართველოს ნამდვილ

ჯანდაცვის სამინისტრო - ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ევროპიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრეს

მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრეს. „მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრი

2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 1.1 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევაში მოცემულია რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების სტატისტიკაც. TI-ის მიხედვით, 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. გასულ წელს რუსეთიდან სულ 1.1 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა. ეს მონაცემი 26%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ცალკე აღებულ სექტემბერ-დეკემბერში 2022 წელს რუსეთიდა

გამჭვირვალობა არაფერ შუაშია, აქ მთავარია აგენტის იარლიყი - ვარლამ გოლეთიანი კობახიძეს პასუხობს

ირაკლი კობახიძემ რამდენიმე საათის წინ თქვა, რომ მალე შეიქმნება აგენტების რეესტრი და ყველა გაიგებს ვისგან ფინანსდებოდა ნამოხვან ჰესის დაბლოკვა. მან თქვა, რომ აქ ჩართული იყო არარუსული წყაროებიც. „ვადევნებ თვალს ამ ამბავს, (კანონპროექტს უცხოეთის აგენტების შესახებ), ამბობენ, რა პრობლემა გაქვთ გამჭვირვალობასთანო, ამათ კარგად მოუძებნეს წერტილი, სად შეიძლება დაარტყან ორგანიზაციებს, ხალხს, ვინც ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, თითქოს ვინმე გამჭვირვალობის წინააღმდეგია, თორემ ვინ მოვიდა, ვინ

ევროკავშირი მეორე ხელით აფინანსებს პოლარიზაციას - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „უცხოური გავლენის აგენტის შესახებ“ უმრავლესობის დეპუტატების პრორუსულ კანონპროექტზე საუბრისას კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ საიდან და რისთვის ფინანსდება. მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა საერთაშორისო პარტნიორები აფინანსებენ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწობენ პოლარიზაციას. მან მაგალითად მოიყვანა ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც, მისი მტკიცებით, საქართველოში პოლარიზაციას აღვივებს და ენმ-ის „ექსტრემისტული ფ

"საქართველოსთვის" - ლუკაშენკოს შეხვედრა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან არის ოცნების საგარეო პოლიტიკის სრული კრახის და დასავლეთის მტრად გამოცხადების შედეგი

პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ. "ლუკაშენკოს შეხვედრა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან არის ოცნების საგარეო პოლიტიკის სრული კრახის და დასავლეთის მტრად გამოცხადების შედეგი. შედეგი იმისა, რომ ოცნებამ ფსონი უკრაინის დამარცხებაზე დადო, ისტორიის არასწორ მხარეს დადგა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული არჩევანი და შესაბამისად, გარანტირებული გრძელვადიანი მშვიდობა. ჩვენ ჯერ კიდევ 2022 წლ

კახა კალაძე - მოქალაქეები ავტოსაგზაო შემთხვევებისგან გამოწვეული საცობების შესახებ ინფორმაციას ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდიდან მიიღებენ

დედაქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევებისგან გამოწვეული საცობების შესახებ ინფორმაციის მიღებას მოქალაქეები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე შეძლებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის თბილისის მერია 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებს. „ქალაქში ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ქუჩებზე გვაქვს საცობები და მოქალაქეებს არ

ირაკლი კობახიძე - ყურადღება გადატანილია უკრაინისა და მოლდოვისკენ, ერთგან ომია, მეორეგან ხელისუფლების გამაგრების კონკრეტული ინტერესი, საქართველოში მშვიდობაა და ეს არის ჩვენი დამსახურება

უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენ აბსოლუტურად სოლიდარულები ვარ და ეს გამოხატულია ყველა ფორმით, მაგრამ სამწუხაროდ, არის უკრაინის ხელისუფლება, რომელიც დგამს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან მძიმე კონფრომტაციულ ნაბიჯებს, ეს ყველაფერი არ გვაძლევს ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ერთია უკრაკნელი ხალხი, მაგრამ მეორეა უკრაინი ხელისუფლების ქმედებები. „

2012 წლის შემდეგ პირველად! სარჩელი გიული ალასანიას წინააღმდეგ – სოფიო ხორგუანი სააკაშვილის დედის მიერ უკანონოდ მიტაცებული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნებას ითხოვს

უფლებათა დამცველმა სოფიო ხორგუანმა გიული ალასანიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელი დაახლოებით 10 დღის წინ შევიდა სასამართლოში. სარჩელის მოთხოვნაა არარად იქნას აღიარებული დოკუმენტაცია, რომლითაც გიული ალასანიას საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო ქონება. სოფიო ხორგუანი ითხოვს სასამართლომ არარად აღიაროს: 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 28 დეკემბრის N1-1/1501 ბრძანება –  „ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე  731 კვ.მ მიწის ნაკვეთის, კოსტავას

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი არ წყვეტს თავდასხმებს დონეცკსა და ლუგანსკში, თუმცა დიდ ზარალს განიცდის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ძალებზე ზეწოლის მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა

დამპყრობლების დიდი ზეწოლის მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს დონბასში, დონეცკსა და ლუგანსკში დიდი დანაკარგები აქვს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მთავარსარდლის შტაბის შეხვედრაზე მოისმინეს უკრაინელი მეთაურების გაფართოებული და დეტალური მოხსენებები ფრონტის ხაზიდან. „უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ

ბელგიის დაკავების ცენტრში ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს

ბელგიის დაკავების ცენტრში ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ფაქტი მერკსპლასის დაკავების ცენტრში 15 თებერვალს მოხდა. როგორც ბელგიაში პატიმრების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციაში აცხადებენ, მამაკაცი სამედიცინო იზოლაციაში იმყოფებოდა. ის რამდენიმე დღე შიმშილობდა. როგორც მედია წერს, დაკავებული იზოლირებულ პალატაში იყო მოთავსებული და მის მდგომარეობას ყოველ დღე ამოწმებდა ექიმი. იმიგრაციის ოფისის წარმომადგენლის, დომინიკ ერნოულდის განცხა

მდინარაძე ორგანიზაციების შემოსავლებზე: ეს ინფორმაცია მიმოფანტულია და ერთ რეესტრში გვინდა თავმოყრა

მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების კანონთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა. ჟურნალისტის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაორგანიზაციები თავიანთი ფინანსების შესახებ ინფორმაციას წარადგენენ საგადასახადო და აუდიტის სამსახურებში და, ამასთანავე, არსებობს გრანტების რეესტრიც. უკვე არსებული მონაცემები ამ ორგანიზაციების ფინანსებზე ინფორმაციის მისაღებად საკმარისი რატომ არ არის, – მიმართა ჟურნალისტ
×
×
  • შექმენი...