ახლა არის დრო, რომ დასავლეთმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააორმაგოს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთის კოლექტიური ძალისხმევა განსხვავებას ქმნის, მაგრამ რუსულ ძალებს ყოველდღე კიდევ უფრო მეტი ტკივილი და ტანჯვა მოაქვთ.
„ცვლილების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება სამხედრო სტრატეგია უკრაინისთვის, რათა მოიპოვოს გადამწყვეტი უპირატესობა ბრძოლის ველზე ომის მოსაგებ
ქართველი ძიუდოსისტი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ. წონითი კატეგორია) თელ-ავივის გრან-სლემის ჩემპიონია!
ფინალში ბექამ უნგრელი კრისტიან ტოტი დამაჯერებლად, იპონით დაამარცხა.
საქართველოს პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენის აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს.
კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტად“ მიიჩნევს მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციას [თუ მის მიერ „წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა“] და არ ეხება მთავრობას. ანუ სამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც მიიღებენ უცხოეთიდან დაფინანსებას/გრანტებს, მაგრამ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მთ
შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადგინა, რომ რუსეთმა ჩაიდინა დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
„გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები. ვიცით სამართლებრივი სტანდარტები და ეჭვგარეშეა, რომ ეს არის დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ჰარისმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე საერთაშორისო გამოძიებების მხარდაჭერას.
„ვეუბნები ყველას, ვინც ჩაიდი
უკრაინა და საქართველო დაუცველები არიან რუსეთის აგრესიისგან, ისინი ისწრაფვიან ნატო-ს წევრობისკენ, ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ჩვენ ვისწავლეთ, არის ის, რომ რუსეთის აგრესიისგან მოწყვლად ქვეყნებს მხარი უნდა დავუჭიროთ, რაც შეგვიძლია, სწრაფად, ახლავე, რადგან რეალობა არის ასეთი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენში მიმდინარე პანელურ დისკუსიაზე „ალიანსის მიღმა – პარტნიორობა ევროპული უსაფრთხოებისთვის“ განაცხადა.
როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველომ და
ნატო-ს გარეშე ევროპაში არ არის უსაფრთხოება, ახლა ალიანსის მიღმა ხედვის დრო არ არის, ახლა ჩვენი ალიანსის გაძლიერებისა და გაფართოების დროა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოულოდნელი არ ყოფილა.
„ჩვენ შეიძლება, შოკირებული ვართ უკრაინაში რუსეთის შეჭრით, მაგრამ ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ეს არის წლების განმავლობაში რუსული აგრესიის ნიმუში. თვეების განმავლობ
ევროკავშირი, მომავალ კვირას, სომხეთში 100-კაციან მისიას გაგზავნის, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ევროკავშირი სომხეთის ერთგული პარტნიორია. მომავალ კვირას ევროკავშირი 100-კაციან მისიას გაგზავნის, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და სტაბილურობას“, - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერში“.
IPN
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინაში ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. „18 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შავი ზღვიდან უკრაინაში „კალიბრის“ ტიპის ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. ორი რაკეტა საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს“, - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე კვლავ არსებობს. ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები უკრაინი
ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, სატრანსპორტო შეზღუდვები მოქმედებს.
კერძოდ, 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 -დან - 16:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე.
ამასთან, 5 მარტის ჩათვლით, იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ კუთხის ნიკორამდე.
„5 მარტის ჩათვლით, 09:00-დან 17:00 საათამდე, დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუ
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, 19-21 თებერვალს კიშინიოვში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სესიის ფარგლებში, 19 თებერვალს, ასამბლეის საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, რომლებზეც თითოეული კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ რეზოლუციებს განიხილავს და მიიღებს.
როგორც საქართველო
ჩვენ არასდროს მივიღებთ, რომ პუტინი თელავს საერთაშორისო სამართალს, რომელიც ყველა ჩვენგანს იცავს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე – „გეოპოლიტიკური ევროპის დაბადება“ გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ამერიკულ მხარესთან ერთად, ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყეს პოტენციურ სანქციებზე მუშაობა იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. მისივე თქმით, იმედი ჰქონდათ, რომ აღნ
თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ ათიათასობით ადამიანი იმსხვერპლა. მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.
მაშინ, როცა სტიქიამ თითქმის მთლიანად მიწასთან გაასწორა თურქეთის ჰათაის პროვინცია, ამავე პროვინციაში არის ერთი ქალაქი, ერზინი, სადაც ერთი შენობაც კი არ დანგრეულა, მიუხედავად იმისა, რომ 7.7 და 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მქონე ორჯერ გამეორებული მიწისძვრის ძალა ამ ქალაქშიც
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის მახლობლად სატვირთო ავტომანქანაში ნახეს 18 გვამი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, პირველადი დასკვნით, სატვირთოს არალეგალური მიგრანტები გადაჰყავდა.
შეშით დატვირთულ ავტომანქანას მალულად გადაჰყავდა სულ 40 ადამიანი. რატომ გარდაცვალა 18 მათგანი, ჯერ არ არის დადგენილი.
ცნობით, გადარჩენილები საავადმყოფოში მოათავსეს შესამოწმებლად. ავტომანქანის მძღოლი გაქცეულია და იძებნება.
რადიო თავისუფლება
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, საბა ლობჟანიძის თანაკლუბელი, კრისტიან ატსუ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან 12 დღის შემდეგ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს.
31 წლის განელი ფეხბურთელი თურქეთის ქალაქ ჰათაის საფეხბურთო კლუბ ,,ჰათაისპორს“ გასული წლის სექტემბერში შეუერთდა.
,,ნიუკასლ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, რომელიც ადრე ,,ჩელსიშიც“ თამაშობდა, წინა დღით, 5 თებერვალს, მიწისძვრამდე რამდენიმე საათით ადრე, თურქეთის სუპერ-ლიგის მეტოქესთან, ,,ქაზიმფაშასთან“ გამართულ საშინაო მატ
უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1010 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 142 270-ს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 303 ტანკს, 6 533 ჯავშანმანქანას, 2 326 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 298 საბრძოლო თვითმფრინავს და 287 ვერტმფრენს, 5 196 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2
პოლონეთი უკრაინისთვის საკუთარი „მიგ 29“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადასაცემად საერთაშორისო კოალიცია თუ შეიქმნება, ვარშავა კოალიციას შეუერთდება.
როგორც ანჯეი დუდამ განაცხადა, „ეფ 16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის პილოტების მომზადება ხანგრძლივი პროცესია, ხოლო „მიგ 29“-ის ან „სუ“-ს ტიპის თვითმფრინავების სამართავად, უკ
რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო სათათბიროს რატიფიკაციისთვის წარუდგინა პროტოკოლი, რომელიც აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების პენსიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაში ცვლილებებს ითვალისწინებს. ინფორმაციას REGNUM ავრცელებს.
ამ ცვლილებების თანახმად, აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების პენსიებისა და საპენსიო დანამატებისთვის ფედერაციის თანხის ხარჯვაზე ორივე მხარის პასუხისმგებლობა იზრდება.
კერძოდ, საქმე ეხება რუსეთის ბიუჯეტიდან გადარიცხულ თანხებს, რომელიც გარდაცვლილი პ
უკრაინაში მთელ ტერიტორიაზე, რუსების სარაკეტო თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დედაქალაქ კიევში და კიევის, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
ამასთან, ხმელნიცკის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გამალიმ განაცხადა, რომ ოლქში ორი აფეთქების ხმა გაისმა.
მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა სოციალუ
უკრაინისთვის იარაღის გადაცემის შეწყვეტის მოთხოვნა გულუბრყვილოა, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე WELT-თან ინტერვიუში განაცხადა.
პოსტორიუსმა მემარცხენეების მოთხოვნა გააკრიტიკა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეწყდეს.
„მოთხოვნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებები შეწყდეს, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, საკმაოდ გულუბრყვილოა და გარანტირებული იქნება, რომ პუტინს სიგნალს გავუგზავნით: „ვჩერდებით, თქვენთ
შიდა ქართლში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექის გამო, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში - გორში, კასპში, ქარელსა და ხაშურში, გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, რეგიონის ქალაქების გარდა, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს მაღალმთიან ზონაში არსებულ დასახლებულ პუნქტებში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ და რეგიონის სხვა სოფლებში მისასვლელ გზებზე.
,,როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს არაერთ რეგიონში და მათ შორ
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი უკრაინისთვის თავისი MiG-29-ების გადაცემის საკითხს განიხილავს და თუკი უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების მიწოდების მიზნით კოალიცია შეიქმნება, ის ასეთ კოალიციას შეუერთდება.
ამასთან, დუდამ განაცხადა, რომ F-16-ის გამანადგურებლების გამოყენების მიზნით პილოტების მომზადება ხანგრძლივი პროცესია.
„უკრაინელი მფრინავების მომზადებას ხანგრძლივი, რამდენიმეთვიანი მომზადება სჭირდება, ხოლო რაც შეეხება MiG-29 ან Su ტიპის თვითმფრინავებს, უკრაინელი მ
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მოკავშირეები მხარს დაუჭერენ უკრაინას მანამ, სანამ ის გაიმარჯვებს და ევროპაში მშვიდობა დამყარდება.
„შეერთებული შტატები და საფრანგეთი, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას გამარჯვების მიღწევამდე და ევროპაში მშვიდობის დაბრუნებამდე“, - წერს მაკრონი „ტვიტერში“, სადაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
მისი თქმით, მოკავშირეები ასევე მხარს უჭერენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან და აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალური გამოძიების სამსახურთან თანამშრომლობით ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ქუთაისში 3 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა