ხერსონიდან ხარკოვამდე - უკრაინელმა მებრძოლებმა დაიბრუნეს თავიანთი მიწა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“დღეს, ერთი წლის შემდეგ, რაც ბომბებმა დაიწყო ცვენა, უკრაინა კვლავ დამოუკიდებელი და თავისუფალია.
ხერსონიდან ხარკოვამდე - უკრაინელმა მებრძოლებმა დაიბრუნეს თავიანთი მიწა.
და გასულ წელს რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ნახევარზე მეტზე უკრაინის დროშა კვლავ ამაყად ფრიალებს”, - წერს ბაიდენი.
იპნ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახლა დროა, როდესაც ყველას ერთად შეუძლია, დაიცვას თავისუფლება სამუდამოდ.
აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ლიეტუვაში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაში. რუსულმა რევანშიზმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი და ვილნიუსი, კიშინიოვი, ვარშავა, ჩვენი ძმები ლატვიაში, ესტონეთში, საქართველოსა და ყველა სხვა ქვეყანაში, რომელსაც ახლა ემუქრებიან რუსი მკვლელები. ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩ
ჩვენ, ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, არამეგობრული განცხადებებით, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის საკითხი უკრაინის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას განეკუთვნება.
„უკრაინული მხარის მხრიდან ამისთვის ყველა შესაბამისი მოსამზადებელი ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა, ჩვენ, ძალიან შეშფოთებულები ვართ უკრაინის მ
ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ ქართველების გადასაწყვეტია როგორი მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის.
„საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარი განხილვა, რომელსაც წლების განმავლობაში ვაწარმოებდით, დასრულებულია და ველოდებით საქართველოს, ველოდებით საქართველოს მოსვლას და საქართველო გზაჯვარედინზეა - ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის. ჩვენ, ევროკავშირი ღია ვართ, გადაწვეტ
"ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ამ რეგიონში სტაბილურობის, კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის", – ნათქვამია საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრისა და გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის 24 თებერვალს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. ელჩები იწვევენ ქართველ მეგობრებს, ფოკუსირდნენ ამ შესაძლებლობაზე და გააერთიანონ ძალები 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავზე ელჩების განცხადება არის მცდელობა, გააგზავნონ იმ
ნატოსა და ევროკავშირის სამხედრო და ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი, თავად სასიცოცხლო უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგომი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2022 წლის უკრაინა 1921 წლის საქართველო არ უნდა გახდეს.
„დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დ
ნათელია, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ნათელია, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ცდილობს საქართველოსა და დასავლეთს შორის, საქართველოსა და აშშ-ს შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას გამოუთხაროს ძირი. ეს ქართველი ხალხის ნათელ არჩევანს ეწინააღმდეგება, რომლებმაც ძალიან ნათლად და არაე
უკრაინისა და საქართველოს მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენს ქვეყნებს, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა ორბელიანების სასახლეში, უკრაინაში ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
მისივე თქმით, დემოკრატიული, საერთაშორისო საზოგადოება მიხვდა, რომ არამხოლოდ ევროპის მომავალი, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალი დგას უკრაინის გამარჯვებაზე.
„ერთი წელი გავიდა რუსეთის აგრესიის შემდეგ. უკ
არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, რომ გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომცდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინაში მიმდინარე ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პოზიცია განსაკუთრებით გაუგებარია ქვეყნისგან, რომელმაც იგივე განსაცდელი არ
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მტრის ხატის შექმნა და მასთან ბრძოლა დიქტატორების შეუცვლელი სტრატეგიაა.
ასევე არახალია, რომ დიქტატორები ერთმანეთის შეცდომებს იმეორებენ. პუტინი საკუთარ ხალხს ეუბნება, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მათი მტერია, რომ მხოლოდ ის დგას ჭეშმარიტების გზაზე.
პუბლიკა
1 წლის წინ რუსეთი ფიქრობდა, რომ უკრაინას 3 დღეში დაიპყრობდა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, 1 წლის თავზე უკრაინა დგას, ძლიერი, დაუმარცხებელი და კიდევ უფრო ახლოს ევროპასთან.
"უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა. მე დარწმუნებული ვარ, ერთად უფრო სწრაფად დავუახლოვდებით ევროპულ ოჯახს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით!", - წერს გიორგი გახარია.
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან და ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა.
მისი თქმით, ზუსტად ერთი წლის წინ უკრაინას უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, რასაც უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა.
უკრაინელი სამხედროები და მოხალისეები გმირულად იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის! ქედს ვიხრი მათი გმირობისა და თავდადების წინაშე! ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ
ყოფილი პრემიერ–მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, “ტვ პირველთან” ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს.
გიორგი გახარია:
–ქართული ოცნების საგარეო კურსი აგებულია იმაზე, რომ ფსონი აქვთ დადებული უკრაინის დამარცხებაზე, ეს არის უმძიმესი სტრატეგიული შეცდომა. რუსეთმა, ღმერთმა ნუ ქნას, ფიზიკურად ამ ომში რამე წარმატებას რომ მიაღწიოს, გეოპოლიტიკურად, რუსეთს უკვე უდიდესი დამარცხება აქვს მიღებული. ჩვენი ეს ვითომ პოლიტიკოსები ამას ვერც ხვდებიან. ეს არის პრინციპული და ჩ
კახეთის პოლიციამ 2 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მშობელი დააკავა.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.
პუბლიკა
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ერთი წლის წინ მსოფლიო სამუდამოდ შეიცვალა. რუსეთმა დაიწყო სასტიკი ომი სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ. ის, რაც მათ ჩაიდინეს არასდროს ეპატიებათ და არასოდეს მიეცემა დავიწყებას. ერთი წლის შემდეგ, უკრაინა განაგრძობს გმირულ ბრძოლას თავისუფლებისთვის. მოძმე უკრაინელებო, ლიეტუვა ბოლომდე თქვენთან არის, თქვენს გამარჯვებამდე“, – წერს ნაუსედა სოციალურ ქსელში.
უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. მიმდინარე ომი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ღირებულებებისა და პრინციპების უპრეცედენტო დარღვევაა. უკრაინას თავს დაესხნენ, რადგან მას სურდა საკუთარი მომავალი თვითონ და არა მოსკოვის მითითებით განესაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
ელჩის თქმით, გაერო-ს წესდების შესაბამისად, უკ
საქართველოს პრეზიდენტის ორბელიანების სასახლე ომის წლისთავთან დაკავშირებით, სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის დროშის ფერებში განათდა.
შენობის ფოტოებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
პრეზიდენტის სასახლეში დღეს უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ფერმწერ ლევან სონღულაშვილის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი ტილო Noli Me Tangere/ არ შემეხო გამოიფინა. 24 თებერვლის 03:00 საათამდე ორბელიანის სასახლე ღიაა და მსურველებს გამოფენის დათვალიერება შეეძლებათ.
რ
24 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი G7-ის ქვეყნების ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
“ერთი წლის წინ, ეს ჯგუფი ერთად შეიკრიბა, მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, რაც რუსული ტანკები უკრაინაში შევიდა, რათა პუტინისთვის და მისი ახლოს წრისთვის უპრეცედენტო საფასური დაეკისრებინა. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ უკრაინისთვის უსაფრთხოების, ეკონომიკური, საბიუჯეტო, ჰუმანიტარული და ენერგეტ
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავების სურვილი გამოხატა. ამის შესახებ მან უკრაინულ ტელეარხ RADA TV-ს ეთერში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის დროს განაცხადა.
“ნატო-ს სათავეში ჩადგომა? მშვენიერი აზრია. იცით, სავსებით კარგი აზრია. მინდა ხაზი გავუსვა, ძვირფასო მეგობრებო, რომ ასეთი ჩანაფიქრი მაქვს და არავის დაავიწყდეს, რომ ასეთი კანდიდატი არის მარაგში. ამჯერად, ვფიქრობ, გამიმართლებს”, - თქვა ჯონსონმა.
მან გაიხსენა, რომ იტალიი
„მე მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი სამშობლოს და აქედან ძალიან მცირე ნაწილი იყო დაკავშირებული გრანტებთან. და მაშინაც ძალიან კარგ საქმეებს ვემსახურებოდი. ვიყავი მედავითნე, და დავიწყე დავით გარეჯიდან, სკოლის დირექტორი, სახალხო დამცველი და ა.შ.”
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისგან შემდგარი პრორუსული მოძრაობის, „ხალხის ძალის” ლიდერი სოზარ სუბარი ტელეკომპანია იმედზე საუბრობს.
„იყო პერიოდი, როდესაც მე ვმუშაობდი გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებში, და სწორედ იმიტომ რომ ვმუშაობდი
უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს წევრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„ჩვენ ვიზრუნებთ, უკრაინამ გაიმარჯვოს, რათა დაცული იყოს საერთაშორისო სამართალი, აღდგეს მშვიდობა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინა აღდგეს და სამართლიანობა აღსრულდეს. მანამდე ჩვენ არ დავისვენებთ“, – ვკითხულობთ ევროპული საბჭოს წევრების ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინა ა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უამინდობის გამო, რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც აეროპორტის ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, კოორდინაციაში არიან საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, საპატრულო პოლიციასთან. მათივე ცნობით, შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ და გზის გახსნის შემთხვევაში, უპირველესად ქუთაისის აეროპორტისკენ მომავალ ავტობუსებს და მსუბუქ ავტომობილებს გაატარებენ.
ამასთან, აეროპორტის ინფორმაციაში ნათქვამია, რო