ეს პოლიტიკა იმის გამოხატულებაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ფსონი უკრაინის დამარცხებაზე აქვს დადებული და მთელი პოლიტიკა სამწუხაროდ, ამაზეა აწყობილი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც თითქოს ფრთხილი და დაბალანსებულია, სინამდვილეში სიფრთხილესთან და დაბალანსებულ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„უკრაინაში ომის დაწყებისთანავე „ქართული ოცნების“ ხელი
„ეს ადამიანი მოწყვეტილია რეალობას“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ.
მისი თქმით, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს და შესაბამისად აფასებს პოლიტიკური პარტიების საქმიანობას.
„მესამე წელია ვისმენთ ამ ადამიანისგან, თუ რატომ გადადგა თანამდებობიდან და ვერავინ ვერაფერი გაიგო, თუმცა, რეალობა ყველამ ძალიან კარგად იცის. განცხადებები, რომელიც მისი მხრიდან კეთდება, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამ
მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ვიცი უბრალოდ, რომ დღეს ამ პატარა, შეშინებულ ბიჭებს არანაირი უნარი არ შესწევთ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების. სწორედ ეს არის მიუღებელი, როდესაც ადამიანი დამალული კულისებიდან მარიონეტების გამოყენებით ცდილობს ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილებას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების მცდელობა არის ის წითელი ხაზი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობაზე გადის.
მე არ მგონია, პრეზიდენტს წაკითხული ჰქონდეს, ან ამერიკული, ან რუსული კანონი, ან ეს კანონპროექტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი არ აქვს წაკითხული და ასე ემოციურ ფონზე გააკეთა ეს განცხადება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას უპასუხა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოცხადება იმ კანონპროექტზე, რომლის განხილვაც ჯერ არ დაწყებულა
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში დისკუსიის გახსნაც კი, ევროკავშირის მიმართ წინააღობაა, რადგან ეს არის რუსული მექანიზმის გადმოღების მცდელობა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
როგორც ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ მოიტყუა, თითქოს, ეს იყო ამერიკული კანონი.
„საქართველოს ხელისუფლება ტყუილში თავად სახელმწიფო დეპარტამენტმა ამხილა. თავის დროზე, FARA ამერიკაში იმიტომ მიიღე
„ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ხალხს არ აქვს წაკითხული, არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტსაც არ ჰქონდეს სრული ინფორმაცია და ინფორმაციის არქონის მიუხედავად, აკეთებენ ცილისმწამებლურ განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, წინმსწრებად დასკვნების გაკეთება, თითქოს ეს უკვე პრაქტიკულად კანონია, არათავსებადია და წარმოუდგე
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მთლიანად შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, განსხვავებით ამერიკული და რუსული კანონებისგან, ითვალისწინებს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს, მეტს არაფერს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამერიკულ კანონი არის სრული კატასტროფა.
„პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებების სპეციალ
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში ზვავი ჩამოწვა, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უხვი ნალექის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქთან დამაკავშირებელ გზაზე ზვავი ჩამოწვა და მსუბუქი ავტომანქანა მოიყოლა.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ავტორი - ირმა ჭოლაძე
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ახლა უკვე ოპოზიციური პარტია "საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი გახარია თავის ყოფილ თანაგუნდელებს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში იყო ხელისუფლებაში, ქვეყნის ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაში ადანაშაულებს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ "ქართული ოცნება" "ევროპული მომავლის ნაცვლად ირჩევს ხელისუფლებაში დარჩენას ნებისმიერ ფასად".
"ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც ფრ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გიდებს მათ საერთაშორისო დღეს ულოცავს. ადმინისტრაციის ცნობით, გიდების ვალია, საქართველოს თითოეული სტუმარი ქვეყნის უნიკალურ კულტურასა და ტრადიციებს აზიარონ.
„საქართველოს მთავარ მასპინძლებს - გიდებს, გილოცავთ გიდების საერთაშორისო დღეს! ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას გისურვებთ! თქვენი ვალია, თითოეული სტუმარი ქვეყნის უნიკალურ კულტურას, უძველეს ისტორიას, ტრადიციებს თუ მრავალფეროვან ბუნებრივ რესურსს აზიაროთ”, - ნათქვამია ინფორმ
ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს ხელისუფლება უქმნის, რომლის პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის - მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს - გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავისი დანაშაული გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ და თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილი გაიპარება უკანა კარიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვი
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა გააკრიტიკა.
მისი თქმით, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომელმაც ფსონი ომში რუსეთის გამარჯვებაზე დადო საგარეო პოლიტიკასაც ამ ლოგიკით ავითარებს. გახარიას თქმით, „ოცნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მოქალაქეების ევროპულ არჩევანს და აპირებს, აგენტი უწოდოს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა მიმართა „ოცნების“ წევრებს,
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. გომელაური პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა.
მინისტრი თავდაპირველად გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები.
დღევანდელი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება.
IPN
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთის ფედერაციაში არ იმოგზაურონ.
უწყებაში აცხადებენ, რომ ეს ეხება მოგზაურობას ისეთ რეგიონებში, რომლებიც ახლოს არიან უკრაინის საზღვართან: როსტოვს, კრასნოდარს, კურსკს, სარატოვს, ვორონეჟსა და ვოლგოგრადს.
გერმანია მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე 20-დან 26 თებერვლამდე პერიოდში გამოიჩინონ, როდესაც რუსეთის ფედერაციაში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
„ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეებს უნდა გ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში, ფაქტობრივად, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები ხვდებიან - სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ „კლანური“ მმართველობაა, - ამის შესახებ საია-ს მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საზოგადოებას დღეს წარუდგინეს. როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშშია აღნიშნული, 2022 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომების ორგანიზება საგანგაშოდ გაუარესდა.
კერძოდ, მათივე განმარტებით, სხდომის თარ
სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 294 დაშავდა თურქეთის სამხრეთში, ჰათაის პროვინციაში 20 თებერვალს, მომხდარი მიწისძვრის შედეგად. დღეს დილამდე დადასტურებული იყო 3 ადამიანის სიკვდილი.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:04 საათზე მოხდა და სამ წუთში მოჰყვა მეორე - 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა.
ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სირიაში, ლიბანში, იორდანიაში, ერაყში, ისრაელსა და კვიპროსზე. წინასწარი მონაცემებით, სირიაში დაიღუპა 4
ევროკავშირის საბჭომ ერთი წლით, 2024 წლის 24 თებერვლამდე გააგრძელა უკრაინის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების, მათი შემდგომი ანექსიისა და ოკუპაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ფინანსური, ეკონომიკური და პერსონალური სანქციები.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ურყევია ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი გმობს და არ ცნობს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღ
ისრაელის პარლამენტმა სასამართლო რეფორმის პროექტი პირველი მოსმენით მასობრივი საპროტესტო აქციის ფონზე დაამტკიცა.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მოსამართლეების შერჩევის პროცესში ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილების შემცირებას, გააუქმოს მთავრობისა და ქნესეთის გადაწყვეტილებები.
ორივე კანონპროექტს 120-ადგილიან ქნესეთში 63-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 47 ი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს ულოცავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, 1921 წლის 21 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.
მისი თქმით, კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია ეფუძნება პირველი კონსტიტუციის სულისკვეთებას და წარმოადგენს საქართველოს ევროპული ღირებულებების ფუნდამენტს.
„1921 წლის 21 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველ
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში ჩავიდა. კიევში ვიზიტის შემდეგ ჯო ბაიდენი უკრაინის დედაქალაქიდან პოლონეთის სასაზღვრო ქალაქ ფშემისლში მატარებლით ჩავიდა, საიდანაც თვითმფრინავით ვარშავაში გაემართა.
პოლონეთში ჯო ბაიდენი პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან გამართავს მოლაპარაკებებს. ასევე, შეხვდება უკრაინელ ლტოლვილებს. ამასთან, ჯო ბაიდენს დაგეგმილი აქვს შეხვედრა „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებთან.
ევროპაში ჯო ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის წლისთავს უკავშირდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სწორედ ახლა უკრაინაში მსოფლიო წესრიგის ბედი წყდება. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდოემიმართავში განაცხადა.
ზელენსკიმ კიევში ჯო ბაიდენის ვიზიტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინასა და აშშ-ის შორის მოკავშირეობა მშვიდობას აძლიერებს.
„სწორედ ახლა და სწორედ უკრაინაში წყდება წესებზე, ჰუმანურობაზე, პროგნოზირებულობაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის ბედი. პრეზიდენტ ბაიდენთან ვისაუბრეთ, კერძოდ, იმაზე, თუ როგორ გავაკეთოთ უკვე მიმდინარ
წინა კვირას სოციალური ქსელების მეშვეობით დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი დანაშაულის შესახებ გახდა ცნობილი. საუბარია, ქუჩის ძაღლების დახოცვის ფაქტზე. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხდებდნენ, მათი ქალაქის ცენტრში სამი მიუსაფარი ძაღლი ერთდროულად ერთნაირი სიკვდილით, მოწამვლის სიმპტომებით მოკვდა. მათგან ერთ-ერთმა, რამდენიმე დღით ადრე, ბავშვს უკბინა, ამის შემდეგ კი ძაღლის მოკვლით ბავშვის დედა იმუქრებოდა. მუქარის დამადასტურებელი საბუთი საზოგადოებას მათ ეგრეთწოდებული სქრინების სახით წარმოუდგინეს და
მთავარი არის ის, რომ კანონმა არ უნდა წაიყვანოს სიტუაცია იქეთ, რომ ორგანიზაციებმა საქმიანობა შეწყვიტონ და მათ საქმიანობის უფლება არ მიეცეთ , - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, დიკ დურბინმა განაცხადა, რითაც ის „ხალხის ძალის“ მიერ შექმნილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრეს.
„ამ საკითხებზე ჩვენ ვისაუბრეთ პრემიერ მინისტრთან და ეს საკითხები შეხვედრებზე წამოვჭე