Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ჯინ შაჰინი - საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ამერიკის კანონის მსგავსი არ არის, ის რუსული კანონის მსგავსია - როდესაც ვსაუბრობ დემოკრატიის უკუსვლაზე, ესეც იგულისხმება

ამერიკელი სენატორის, ჯიმ შაჰინის განცხადებით, პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არა ამერიკულის, არამედ რუსული კანონის მსგავსია. როგორც შაჰინმა საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსგავსი კანონი მიიღო უნგრეთმაც, რომელთან დაკავშირებითაც ითქვა, რომ ის ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამოა. „მკაფიოდ ვიტყვი, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ეს კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების კანონის მსგავსი არ არის. ის რუსული კანონის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უცხოური გავლენის კანონპროექტზე - ევროპას კი არა, რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს - ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს. „სწორედ იმ დროს, როცა მზადდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პირველადი შეფასება, როცა 24 თებერვლის მოახლოება, ასოცირებული ტრიოს სამ

იაპონია უკრაინას 5,5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს, უმასპინძლებს G7-ის ვირტუალურ შეხვედრას, რომელზეც ზელენსკისაც მიიწვევენ

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 5,5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს დახმარების სახით და ომის დაწყების წლისთავის აღნიშვნის მიზნით უმასპინძლებს დიდი შვიდეულის (G7) ვირტუალურ შეხვედრას, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც იქნება მიწვეული. კიშიდა ამ განცხადებებით გამოვიდა ტოკიოში, იაპონიის ერთ-ერთი ანალიტიკური ცენტრის მიერ ორგანიზებულ გლობალურ ფორუმზე. მისი თქმით, უკრაინას კვლავ მძიმე ზიანი ადგება რუსეთის შეჭრისგან, და უკრაინელ ხალხს დახმარ

შალვა პაპუაშვილი - უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, უკრაინის მხარდამჭერ ალიანსში არც ერთი ქვეყანა არ არის ჩვენს მდგომარეობაში, თუმცა ისევე ვართ მოტივირებული მხარდაჭერისთვის, როგორც სხვები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო ფორმატებში ხმამაღლა აფიქსირებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას. პაპუაშვილის თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც სამი ომი გამოიარა რუსეთთან და რომლის ტერიტორიაზეც დღესაც დგას რუსეთის არმია. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ამ პირობებშიც კი, საქართველო ისევე მოტივირებულია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, როგოროც სხვა ქვეყნები. „მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს შორის იყო კომუნიკაც

ჯო ბაიდენი - პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა იყო სუსტი, დასავლეთი კი - გაყოფილი, არ მგონია, ახლაც იმავეს ფიქრობდეს, ერთი წლის შემდეგ მტკიცებულება არის აქ, ამ ოთახში, ჩვენ ერთად ვდგავართ

უკრაინელმა ხალხმა აჩვენა ის, რაც მანამდე ისტორიის განმავლობაში ცოტამ აჩვენა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა. ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინაში მისი ჩასვლა მნიშვნელოვანი იყო, რათა არ გაჩენილიყო ეჭვი აშშ-ის მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერაში. „კარგია კიევში დაბრუნება. ვფიქრობდი, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ არ ყოფილიყო არანაირი ეჭვი ამერიკის უკრაინისადმი მხარდაჭერაში.

მიხეილ დაუშვილი - „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიზანი თუ ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდაა, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის სტატუსის „მირტყმა“ რა საჭიროა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. მისივე თქმით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტს ამერიკულ კანონთან კავშირი არ აქვს. მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ აღნიშნული კანონის მიღებით, უცხოური გავლენის აგენტის იარლიყის ქვეშ მოაქცევენ უამრავ ორგანიზაციას. „ეს კანონპროექტი პარლამენტში საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს, საერთოდ არ უნდა ვმსჯელობდეთ, რას და როგორ ჰგავს. არ შეიძლება ამ კანონს

ჯო ბაიდენი - ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, დემოკრატია დგას

ერთი წლის შემდეგ კიევი დგას და უკრაინა დგას, დემოკრატია დგას, – ეს უკრაინაში ჩასული ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პირველი განცხადებაა. „სიენენის“ ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინისთვის დამატებით ნახევარი მილიარდი დოლარის დახმარებას აანონსებს. მედიის ინფორმაციით, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის დროს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას, საბრძოლო მასალებს, მეტ „ჯაველინსა“ და ჰაუბიცს. უკრაინაში რუსეთის შეჭრი

პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ სენატორებს, ჯინ შაჰინსა და დიკ დურბინს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ევროინტეგრაცია, ომი უკრაინაში და შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო. მათი ცნობით, ამერიკელმა სენატორებმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ისინი აფასებენ საქართველოს პრეზიდენტის როლსა და პოზიციას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, რაზეც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ქვეყნის ე

რა ხდება მოლდოვაში და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

„ეს გაკვეთილია „ქართული ოცნებისთვის“, თქვენ არ უნდა მოელოდეთ, რომ რუსებს ასიამოვნებთ და ისინი ამას დაინახავენ. თუკი შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი ისევე ცუდად მოგექცევიან, როგორც – ყველა დანარჩენს“, – ამბობს კენეტ იალოვიცი, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი მოლდოვაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას. ყოფილი დიპლომატი ფიქრობს, რომ ის, რაც ახლა რუსული გავლენით კიშინიოვში ხდება, საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. 13 თებერვალს პრეზიდენტმა მაია სანდ

ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა - მედია

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წლისთავის წინ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოკადრებიც, რომელშიც ჩანს, რომ ბაიდენი და ზელენსკი, სავარაუდოდ კიევში, მიხაილოვსკაიას მოედანზე არიან. ამავდროულად, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, მედიის ინფორმაციით, ბელარუსში რუსული ავიაცია გააქტიურდა და

რუსეთის ხელისუფლებაც ამტკიცებდა, რომ „აგენტების კანონი" მიღებულია აშშ-ის მსგავსად - IDFI

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების (ე.წ. ხალხის ძალის) მიერ „უცხოური აგენტების” კანონის დაანონსება და ამ საკითხზე მსჯელობაც კი მნიშვნელოვნად დააბრკოლებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ საუბარია IDFI-ის კვლევაში. ევროპული კომისიის 2022 წლის 17 ივნისის მოსაზრებით, განსაზღვრული 12 პრიორიტეტული ამოცანიდან ერთ-ერთი ეხება სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას და მათი ჩართულობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში მაღალი რანგის სტუმარს ელოდებიან, გადაკეტილია ქუჩები, რკინიგზა, ასევე აშშ-ის საელჩოს ტერიტორია

კიევში მაღალი რანგის სტუმარს ელოდებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, კიევში დილიდან გადაიკეტა ქუჩები, რკინიგზა, ასევე ამერიკის საელჩოს ტერიტორია. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ ახმაურებენ, ვინ ჩადის კიევში, თუმცა მედიასაშუალებები ვარაუდობნ, რომ უკრაინის დედაქალაქში შესაძლოა, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩადის. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი წლის თავთან დაკა

გაერო-ში აშშ-ის ელჩი - რუსეთისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდებით, ჩინეთი „წითელ ხაზს“ გადაკვეთს

ჩინეთი გადაკვეთს „წითელ ხაზს“, თუ რუსეთს სამხედრო შეიარაღებას მიაწოდებს, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აშშ მზად არის, ჩინეთს კონკურენცია გაუწიოს. ამასთან, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ჩინეთის მიერ რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერის „შემაშფოთებელ“ ტენდენციებს ხედავს და პეკინს სურს, რუსეთს სამხედრო დახმარება ფარულად მიაწოდოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლი

კობახიძის თქმით, აშშ-ს სავიზო პოლიტიკა ქართველებს მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, საქართველოდან საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში უფრო ნაკლები ადამიანი წავიდოდა, ვიდრე დაბრუნდებოდა. მან "ფეისბუკში" გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს "დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას რეალური ზრუნვა" სჭირდება. ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოდან უვიზო მიმოსვლაზე საუბრის დროს მოიყვანა სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც, სხვა ქვეყნებთა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ემანუელ მაკრონი ამაოდ კარგავს დროს რუსეთთან დიალოგზე

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პუტინთან დიალოგის დამყარების მცდელობაში დროს ამაოდ კარგავს. პრეზიდენტ ზელენსკის იტალიური გამოცემა Corriere della Sera-ის ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, ეთანხმება თუ არა ის მაკრონის პოზიციას, რომ „რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ დაინგრეს“ და რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგი ღიად უნდა დარჩეს. “ეს იქნება უსარგებლო დიალოგი, ფაქტობრივად, მაკრონი დროს ამაოდ კარგავს. მე მივედი დასკვნამ

სახელმწიფო სამსახურის დასრულების შემდეგ, კადიროვი კერძო სამხედრო კომპანიის შემნას აპირებს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი საკუთარ Telegram-ზე წერს, რომ სახელმწიფო სამსახურის დასრულების შემდეგ საკუთარი კერძო სამხედრო კომპანიის შექმნას აპირებს და ,,ვაგნერის“ დამფუძნებელს, რუს ოლიგარქ ევგენი პრიგოჟინს ,,კონკურენციას გაუწევს". კადიროვი პრიგოჟინს ,,ძმას" უწოდებს და ამბობს, რომ ვაგნერმა ,,ეფექტურობის დადასტურება" შეძლო. ,,ეჭვგარეშეა, მსგავსი პროფესიონალური ფორმირებები საჭიროა. ამიტომ, მე სერიოზულად ვაპირებ, სახელმწიფო სამსახურის დასრულების შემდეგ, ჩვენს ძმას, ევგენი პრიგოჟინს კონ

ასლან ბჟანია მოსკოვში აფხაზეთის სტატუსის განხილვას არ აპირებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტის“ ოფისში აცხადებენ, ასლან ბჟანია მოსკოვში აფხაზეთის სტატუსის განხილვას არ აპირებს. მათი განმარტებით, სხვადასხვა პერიოდული გამოცემისა და ინტერნეტის საშუალებით დაიწყო „რეალობასთან შეუსაბამო ცნობების გავრცელება“ იმის შესახებ, რომ ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტის დროს „აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის საკითხს“ შეეხება. „აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის განხილვის შესახებ გადაუმოწმებელ და არასანდო ინფორმაციაზე დაფუძნებული საჯარო მიმართვები შეიძლება ჩაითვალოს ზ

„ევროსპორტის“ კომენტატორი: ბაკურიანი საოცარი ადგილია, თუ ის არ არის შენს სიაში, უნდა იყოს!

ბაკურიანი, საქართველო - საოცარი ადგილია, თუ ის არ არის შენს სიაში, უნდა იყოს! - ამის შესახებ „ევროსპორტის“ კომენტატორმა, ბრედ ჯეიმ განაცხადა. მისივე თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად, დიდი ფინანსური და დროის რესურსის გაღება გულისხმობს საუკეთესო შედეგის ჩვენების დიდ სურვილს. „ესაა დანიშნულების ადგილი, რომელშიც დიდი ინვესტიცია იდება ზამთრის სპორტის განვითარებისთვის. მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად, დიდი ფინანსური და დროის რესურსი გაიღეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ნამდვილად სურთ,

ზელენსკი: ჩვენ სამასი სპარტელი არ ვართ და არ ვგრძნობთ თავს გმირებად, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს უკან დგას ევროპა

უკრაინა ემზადება ხანმოკლე ომისა და გამარჯვებისთვის და რუსები ვერასოდეს შეძლებენ ქვეყნის დაპყრობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიაგამოცემასთან (Corriere della Sera) ინტერვიუში განაცხადა.  „რუსებს ჯერ არ გაუცნობიერებიათ, რომ ჩვენ დღეს უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით და ვერასოდეს შეძლებენ უკრაინის ხელში ჩაგდებას, როგორც ამას იმედოვნებდნენ,“ – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინა ემზადება ხანმოკლე ომისთვის და გამარჯვებისთვის და რაც უ

ლინდა თომას-გრინფილდი: ჩინეთი ,,წითელ ხაზს“ გადაკვეთს, თუ ის რუსეთს ლეტალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს

გაერო-ში აშშ-ის ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, ჩინეთი ,,წითელ ხაზს“ გადაკვეთს, თუ ის რუსეთს ლეტალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს. ,,ჩვენ მივესალმებით ჩინეთის განცხადებას, რომ მათ მშვიდობა სურთ, მაგრამ ჩვენ ასევე მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ თუკი ჩინელები ან სხვები იფიქრებენ, ან ეცდებიან უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ თავდასხმაში რუსებს ლეტალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ, ეს მიუღებელია. ეს წითელი ხაზი იქნება“, - განაცხადა ელჩმა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მ

რატი ბრეგაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, სხვას დააბრალონ ის, რასაც თავად „წარმატებით“ აკეთებდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, სხვას დააბრალონ ის, რასაც თავად „წარმატებით“ აკეთებდნენ. ამის შესახებ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. „დროა, ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ შეაჩეროს რაიმე სახის წამებაზე ლაპარაკი. მწამებლები იყვნენ თვითონ – ეს არის ფაქტებით დადასტურებული და როგორც სამართლებრივად უნდა აგონ პასუხი, ისე უნდა აგონ პასუხი პოლიტიკურადაც. მინდა, მათ შევახსენო, რომ მათი პოლიტიკური დანაშაულის ხანდაზმულობა ჯერჯ

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 თებერვალს, 11:00-დან 11:10 საათამდე და 14:50-დან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მისაქციელი, ნატახტარი, ახალუბანი, წილკანი, სელექცია, საგურამო, მუხრანი. სარეაბილიტაციო ს

ირაკლი კობახიძე: რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა.

საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს, თუმცა, ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება მის „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება. კობახიძე მოქალაქეების მიგრაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „როდესაც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნის მოსახლეობას სავიზო რეჟიმს უმარტივებს, ბუნებრივია, ეს ფაქტი მოსახლეობის გად
×
×
  • შექმენი...