Jump to content
Planeta.Ge

Blogs

კატარელი ჩინოვნიკის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებისას ასობით უცხოელი მუშა დაიღუპა

ფეხბურთის მსოფლიო პირველობისთვის ობიექტების მშენებლობის პროცესში კატარში 500-მდე მუშა დაიღუპა. ამის შესახებ განაცხადა კატარის მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელემ, ჰასან ალ-თავადიმ, რომელიც ჩემპიონატის ორგანიზებაში მონაწილეობდა. ადრე ხელისუფლებამ რამდენიმე ათეული ადამიანის სიკვდილი აღიარა. უფლებადამცველების შეფასებით, დაიღუპა რამდენიმე ათასი. საამიროს ხელისუფლების წარმომადგენელმა ასეთი რიცხვი პირველად დაასახელა. ის საგრძნობლად უფრო მაღალია, ვიდრე მონაცემები, რომლებიც ადრე გამოაქვეყნეს კატარის ო

აშშ უკრაინას 53 მილიონ დოლარს გამოუყოფს ელექტროქსელებისთვის

აშშ-მა გამოაცხადა, რომ 53 მილიონ დოლარს გამოუყოფს უკრაინას, რათა შეიძინოს მისთვის ელექტროქსელის მოწყობილობა. ვაშინგტონის მიზანია, დაეხმაროს უკრაინას, რომ წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას. უკანასკნელი კვირების განმავლობაში რუსეთი გამიზნულად ანადგურებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი დარჩა გათბობის გარეშე. „ეს ტექნიკა სწრაფად მიეწოდება უკრაინას გადაუდებელ რეჟიმში, რათა გამოზამთრებაში დავეხმაროთ უკრაინელებს,“ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის 29

ოლენა ზელენსკა - რუსეთი იმდენ ხანს იყო ჩაძირული სიბნელეში, რომ ცდილობს მის სხვებზე გავრცელებას, მაგრამ არ გამოუვა - ჩვენი შუქი ანათებს

თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავთ მოვლენების განვითარების ტენდენციებსა და მიმართულებებს და ეძებთ კრიზისიდან გამოსვლის გზებს. თქვენ გაქვთ გავლენა და როცა გავლენა გვაქვს, პასუხისმგებლობაც გვეკისრება, - ამ სიტყვებით უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ბუქარესტის ფორუმის მონაწილეებს მიმართა. მან რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებზე ისაუბრა, რის გამოც მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე რჩება. „რატომ აკ

მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მოპოვება შესაბამისი ბილეთის საფუძველზე 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება

მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მოპოვება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება. ვადა, რომელიც 2023 წლის 1-ელი იანვრამდე იყო განსაზღვრული, 2026 წლამდე გაგრძელდა. “ტყის კოდექსში“ ცვლილებები 84 ხმით, პირველი მოსმენით მიიღეს. პროექტის მიხედვით, ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვება ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე 2026 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება დასაშვები. როგორც მთავრობა განმარტავს, სოციალური ჭრის ნაწილში, მოსახლეობას უნდა შეეზღუდოს ს

რიში სუნაკი - მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება - კიდევ უფრო გავზრდით სამხედრო დახმარებას

დიდი ბრიტანეთი უკრაინისადმი საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას გაზრდის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. როგორც სუნაკმა აღნიშნა, უკრაინის დაცვით "ჩვენ საკუთარ თავს ვიცავთ". “ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. შემდეგ წელს ჩვენ შევინარჩუნებთ ან კიდევ უფრო გავზრდით ჩვენს სამხედრო დახმარებას. ჩვენ ახალ დახმარებას მივაწვდით [უკრაინის] საჰაერო თავდაცვას, რათა დავიცვათ უკრაინელი ერი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქ

30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი

30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 3 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +14, +19 გრადუსი იქნება

კახა კალაძე განმარტავს, რატომაა თბილისის საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი"

თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, რატომაა დედაქალაქის საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი". ამ შინაარსის წარწერა გამოჩნდა თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე ნაძვის ხესთან, რომელიც ჯერ არ ანთებულა. "მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს სიმშვიდე. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართველი ხალხის ინტერესები იყოს ყოველთვის დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება", - თქვა თბილისის მერმა. 2023 წლის საახალწლო სლო

იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე: ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშაა. მინისტრმა იუსტიციის სამინისტროში დღეს, 29 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს კვლევა აქვს ჩანიშნული. "დღეს ხშირად ვრცელდება მკურნალობის მიზნით მსჯავრდებული სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა. უნდა

ურთიერთობას რისკის ქვეშ აყენებენ - როგორ აღიქმება საქართველოში გაკეთებული განცხადებები აშშ-ში

აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და დიპლომატიური სამსახურის ყოფილი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოფიციალური თბილისის რიტორიკა უარესდება და სულ უფრო ანტიამერიკული ხდება, რაც ორი ქვეყნის პარტნიორობას გამოწვევის წინაშე აყენებს. საქართველო-აშშ-ის პარტნიორულ ურთიერთობებზე სტატიას "ამერიკის ხმა" აქვეყნებს. ამ სტატიას წინ უძღოდა 16 ნოემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სენატორებისა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეფასება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე. "იმის შესახებ, რომ საქართველ

სლოვაკეთმა უკრაინას 30 ერთეული BMP1 გადასცა

ნატოს წევრმა სლოვაკეთმა უკრაინას 30 ერთეული ქვეითი საბრძოლო (BMP1) მანქანა გადასცა. "მოხარული ვარ დავადასტურო, რომ 30 სლოვაკური BMP1 გადაეცა უკრაინას გერმანიასთან შეთანხმების საფუძველზე", - წერს ტვიტერში სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი იაროსლავ ნადი.   ივნისში უკრაინამ და სლოვაკეთმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს კიევისათვის 8 ერთეული თვითმავალი ჰაუბიცა „ზუზანის“ მიწოდების თაობაზე. აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოთხი ჰაუბიცისგან შემდგარი "ზუზანები

პარტიამ „საქართველოსთვის“ სახალხო ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გამართა

პარტიამ „საქართველოსთვის“ სახალხო ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გამართა. ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ ინიციატივით, პარტიის წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა ბექა ლილუაშილმა საკრებულოს წევრებს „სახალხლო ბიუჯეტირების“ პროექტი გააცნო და მისი დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა. სახალხო ბიუჯეტირების დანერგვის შემთხვევაში, მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ბიუჯეტის დაგეგმვის დროს მიიღოს მონაწილეობა, განსაზღვროს სწორად არის თუ არა ასახული ბიუჯეტის პროექ

ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ შვიდ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხები განიხილეს და 11 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა შვიდ ექიმს. პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს, განიხილავს

ჰავაის კუნძულებზე მსოფლიოში უმსხვილესი აქტიური ვულკანი მაუნა ლოა ამოიფრქვა

ჰავაის კუნძულებზე მსოფლიოში უმსხვილესი აქტიური ვულკანი მაუნა ლოა ამოიფრქვა. საგანგებო სამსახურების ცნობით, ამ ეტაპზე ევაკუაციის განკარგულება გაცემული არ არის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვულკანის ამოფრქვევა დასახლებებს შეეხება, თუმცა მოსახლეობა მზადყოფნაშია. 1984 წლის შემდეგ მაუნა ლოა პირველად ამოიფქრვა. მაუნა ლოა შტატის დიდ კუნძულზე, ჰავაის კუნძულების ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს.   ავტორი - ქეთი ჩოხელი

„როიტერის“ ცნობით, ენტონი ბლინკენი დღეს უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ განაცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს, რომლითაც უკრაინა ენერგეტიკულ სისტემაზე რუსული თავდასხმების პირობებში, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას შეძლებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სახელმწიფო დეპარტამენტში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, წყაროს ცნობით, ვაშინგტონი მუშაობს ამერიკულ კომუნალურ და აღჭურვილობის მიმწოდებელ სამსახურებთან, ასევე ევროპულ ქვეყნებთან, შესაბამისი აღჭურვილობის მოსაძ

როგორ არეგულირებენ ევროპული ქვეყნები აგრესიული ძაღლების პრობლემას

ძაღლების მიერ მოქალაქეების დაკბენის შემთხვევები ბოლო პერიოდში განხილვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ქართულ საზოგადოებაში. ფაქტები გახშირდა, გასულ თვეში კი რეგულაციების გამკაცრებაზეც დაიწყეს საუბარი. ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ქვეყანაში კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალება, აგრესიული ჯიშის ძაღლების გასეირნების უფლება კი 16 წლამდე ასაკის პირებს შეეზღუდებათ. შესაძლოა, შეიქმნას აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც და ქვეყანაში მათი შემოყვანა აიკრძალოს. მსოფლიოში ცხოველე

დადიანების სასახლის შენობა აღდგება და იქ დაცული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცე მოეწყობა - აშშ-ს საელჩომ სამუშაოებისთვის 300 ათასი დოლარი გამოყო

დადიანების სასახლის აღდგენა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოებისთვის საელჩომ 300 ათასი დოლარი გამოყო. „სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად ამერიკის საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო. თანხა უმთავრესად მოხმარდება დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას,“ - აღნიშნულია სა

იენს სტოლტენბერგი - უკრაინაში ომით არ დაგვვიწყებია სხვა პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ზეწოლის, დაშინებისა და აგრესიის წინაშე დგანან - ვხვდებით პარტნიორებს საქართველოდან, მოლდოვადან და ბოსნია-ჰერცეგოვინადან

უკრაინაში ომით არ დაგვვიწყებია სხვა პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ზეწოლის, დაშინებისა და აგრესიის წინაშე დგანან, ეს ჩვენს პარტნიორობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში გამართულ ფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოდან, მოლდოვადან და ბოსნია-ჰერცეგოვინადან იმ საფრთხეების განსახილველად, რომელთა წინაშეც დგანან. „ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებ

მარია ზახაროვა რომის პაპის განცხადებაზე - ეს უკვე აღარ არის რუსოფობია, ეს არის გარყვნილება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებები ჩეჩნებთან და ბურიატებთან დაკავშირებით არა უბრალოდ რუსოფობიის გამოვლინებაა, არამედ სიმართლის აღმაშფოთებელი გარყვნა. „ეს უკვე აღარ არის რუსოფობია, ეს არის გარყვნილება, არც კი ვიცი, რა დონის. გაიხსენეთ, 1990-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში პირიქით გვეუბნებოდნენ, რომ კავკასიის ხალხებს სწორედ რუსები, სლავები აწამებდნენ და ახლა გვეუბნებიან, რომ რუსებს აწამებენ კავკასიის ხალხე

ჯონ ჰერბსტი - ცხადია, საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ, მაგრამ, აშშ-ის მთავრობა სულელი არ არის

ცხადია, ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ. მაგრამ, ამერიკის მთავრობა სულელი არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად შესაძლებელია, ვაშინგტონმა მართლაც გადახედოს საქართველოსთვის დახმარების პოლიტიკას. მან ამასთან განმარტა, რომ თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შე

კახა კალაძე - ბევრჯერ გვსმენია კრიტიკა, „რას შვრება მერია, ქუჩებს ავიწროებს“ - მეგობრებო, მერია ქუჩებს არ ავიწროებს, არასტანდარტული გზები გვაქვს

ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვსმენია კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ „აი, რას შვრება მერია, ავიწროებს ქუჩებს“. მეგობრებო, მერია ქუჩებს არ ავიწროებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხზე პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროდ, თბილისში, ფაქტობრივად, ყველგან არასტანდარტული გზები გვაქვს. „აქ არიან კარგი სპეციალისტები და ისინი უფრო დეტალურად იტყვიან, ჩემზე უკეთ იციან აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. გვაქვს არასტანდარტული გზები, თქვენ

უკრაინის გენშტაბი - შეიარაღებულმა ძალებმა მტრის თავდასხმა 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს და მოწინააღდეგის 2 თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმები ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 10 დასახლებაში მოიგერიეს და ასევე ზიანი მიაყენეს ოკუპანტების ავიაციას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოეს, ბელოგორივკას დასახლებებსა და დონეცკის ოლქის სერებრიანკას, ვერხნეკამენსკოეს, ბელოგორივკას, იაკ

რუსებმა დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა დნიპროს რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, თავდასხმის ადგილზე, ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. "რუსებმა დნიპროს დაარტყეს. ქალაქში რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. რაკეტები კერძო საწარმოს მოხვდა, განადგურდა საწარმოო ობიექტები, გაჩნდა ხანძარი“, - წერს რეზნიჩენკო. მისი ინფორმაციით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, დარტყმის დეტალები ზუსტდება. IPN

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა არასოდეს იქნება ნგრევის ადგილი - უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს მოსკოველი "ამხანაგებისგან"

უკრაინა არასოდეს იქნება ნგრევის ადგილი. უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს მოსკოველი "ამხანაგებისგან". ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ოკუპანტების მიერ დანგრეული ყველა ობიექტი, ყველა სახლი, ყველა საწარმო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის მიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. "დღეს, როგორც ყოველ მეორე დღეს, ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ხერსონი და რეგიონის თემები. მხოლოდ ერთ კვირაში მტერმა 258-
×
×
  • შექმენი...