Jump to content
Planeta.Ge

Blogs

არსებული ინფორმაციით, გორში მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

არსებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში 65 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯერ ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეზობლების თქმით, მამაკაცი პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ხვთისო პეტრიაშვილია, იგი მეუღლესთან ერთად სოფელ რეხაში გორიდან საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადავიდა. ახლობლები მომხდარის ვერსიებზე ვერ საუბრობენ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. IPN

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს 44 წელი უსრულდება

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია გაცილებით შორიდან იწყება, თუმცა მას აღნიშნული სტატუსი მოგვიანებით მიენიჭა. საქართველოს ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 1932 წელს  სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი დაარსდა, რომელიც ალექსეი გორკის სახელს ატარებდა. მოგვიანებით, 1979 წლის 5 თებერვალს, გადაწყდა, რომ ინსტიტუტი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთებულიყო. ამ გადაწყვეტილების შესახებ დოკუმენტს ხელი  სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი კოსიგინმა მოაწერა. აღნიშ

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 14 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო დარტყმა ქალაქ ხარკოვის და დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკოვკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და 56 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ქალაქ ხერსონის სამოქალაქო ობიექტებზე. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია შეტევაზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულე

საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლიდან 8 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, 6 თებერვლიდან – აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. ასევე, სინოპტიკოსების ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის,

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა. სირიის მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 100 ადამიანი. კიდევ ასობით დაშავდა. მიწისძვრა იგრძნობოდა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ლატაკიიდან დამასკომდე. მედიის ცნობით, უამრავი ადამიანი ამ დრომდე შენობების ნანგრევებშია მოყოლილი. თურქეთში ბოლო ცნობებით, მიწისძვრას 76 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 440 დაშავდა. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე 10-ზე მეტი ქალაქი დააზარალა. ადგილზე მობილიზებ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით

ჩვენ ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. „იმედი მაქვს, სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით, რაც შეიძლება მალე და ნაკლები ზიანით”, – წერს თურქეთის ლიდერი. მისი თქმით, მაშველები უკვე გააგზავნეს სტიქიით დაზარალებულ ზონაში. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი. თურქეთის საგანგებო სამსახურების ცნობით, დღეს, გამთენიისას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხ

დღეიდან ევროპაში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი იკრძალება

დღეიდან ევროპაში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი იკრძალება. როგორც „ასოშიეითიდ პრესი“ წერს, საქმე ეხება ბენზინს, დიზელს, ნავთსა და მაზუთს. აღნიშნული აკრძალვა ამოქმედდა ევროკავშირის მიერ ჯერ კიდევ ივნისში დამტკიცებული სანქციების საფუძველზე. ევროკავშირმა 2022 წლის 3 ივნისს დაამტკიცა ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა, თუმცა მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ, ის 2022 წლის 5 დეკემბერს შევიდა ძალაში. გამონაკლისი შეეხო ბულგარეთს. ასევე, შეზღუდვები

სტამბოლში უამინდობის გამო, თბილისის მიმართულებით ოთხი ავიარეისი გაუქმდა

სტამბოლში უამინდობის გამო, თბილისის მიმართულებით ოთხი ავიარეისი გაუქმდა. როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, გაუქმებულია სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილი ავიაკომპანია „პეგასუსის“ ორი ავიარეისი და „თურქეთის ავიახაზების“ ორი ფრენა. მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს და სხვა რეისები გეგმურად სრულდება.

იტალიის ხელისუფლება, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, საკუთარ მოსახლეობას ცუნამის საფრთხის შესახებ აფრთხილებს

იტალიის ხელისუფლება ქვეყნის სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ცუნამის პოტენციური რისკის შესახებ აფრთხილებს. კერძოდ, მოქალაქეებს მოუწოდებენ შემაღლებულ ტერიტორიებზე გადავიდნენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დამატებით ინფორმაციას დაელოდონ. „გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ცუნამის განგაშის ცენტრის მონაცემების საფუძველზე, სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტმა გამოსცა გაფრთხილება 7.9 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, რომლის ეპიცენტრი თურქეთსა და სირიას შორის მდებარეობდა, იტალიის

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი

თურქეთში მომხდარ მიწისძვრას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. მიწისძვრის სიმძლავრემ, აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, 7.8 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრი კი ქალაქ გაზიანთეფთან, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იყო. დანგრეულია ბევრი შენობა, ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს თქმით, უმეტესად, 10 ქალაქი დაზიანდა - გაზიანთეფი, კარამანმარასი, ჰატაი, ისმანიე, ადიამანი, მალატაია, სანლიურფა, ადანა, დიარბაქირი და კილისი. გაზიანთეფში დაინგრა სავაჭრო ცენტრი

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად, 76 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი - 40-ზე მეტი

თურქეთში, დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 76 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები თურქეთის კატასტროფების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 440 ადამიანი. ამასთან, სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა ალეპოში, ჰამასა და ლატაკიაში. თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები გრძელდება. IPN

,,მოქანდაკე და მხატვარი"- ნეაპოლური მედია კვარაცხელია-ოსიმენზე

ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, მიმდინარე სეზონში, იტალიის სერია A-ში ნამდვილად საუკეთესო დუეტია და ევროპის მასშტაბითაც - ერთ-ერთი საუკეთესო. კვარა-ოსის დუეტმა ,,ნაპოლის" მორიგი გამარჯვება ,,სპეციასთან" მატჩში მოუპოვა. გასულ თამაშში ნიგერიელმა დუბლი შეასრულა, ქართველმა კი გოლი და საგოლე პასი მიითვალა. იტალიურმა გამოცემა Spazionapoli-მ ბრწყინვალე დუეტზე კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, სათაურით: ,,ერთი მოქანდაკე, მეორე მხატვარი. ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია, უცნაური წყვილი, რ

ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანსლემზე ჩემპიონი გახდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრანსლემი ორი ოქროს მედლით დაასრულა. ლაშა შავდათუაშვილმა გუშინ გაიმარჯვა, დღეს კი მეორე ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა. 5 თებერვალს ტურნირზე მედლები მამაკაცთა შორის ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 23 წლის ტატო გრიგალაშვილი ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩაება ბრძოლაში; ოთხი მეტოქე ჩამოიშორა და ფინალში გერმანელი ტიმო კაველიუსი იპონით დაამარცხა. დღესვე, 90 კილოგრამ წონით კატეგორია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოლექსი რეზნიკოვმა შესაძლოა თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვოს და იუსტიციის მინისტრად დაინიშნოს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მინისტრის პოსტს დატოვებს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა - Ukrainska Pravda სამთავრობო და სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, მისი შემცვლელი, სავარაუდოდ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი იქნება. ”მე არ მქონია საუბარი ამ თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ”, - განუცხადა რეზნიკოვმა „უკრაინსკა პრავდას“ ასევე Kyiv Independent-ს, წყარომ, რომლის ვინა

„ბორჯღალოსნებმა“ გერმანიის ნაკრები 73:12 დაამარცხეს

რაგბში ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი საქართველოს ნაკრებმა თბილისში, გერმანიის წინააღმდეგ შეხვედრით გახსნა. წლის პირველ დაპირისპირებაში „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე დიდი ანგარიშით, 73:12 დაამარცხა. ცნობისთვის, საქართველოს სარაგბო ნაკრები რაგბი ევროპაზე შემდეგ შეხვედრას 11 თებერვალს სტუმრად ნიდერლანდებთან ჩაატარებს.

კანადამ უკრაინაში Leopard 2-ის ტანკები გაგზავნა

კანადამ უკრაინაში პირველი საბრძოლო ტანკი Leopard 2 უკვე გაგზავნა. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე იტყობინება. „დღეს, კანადის საჰაერო ძალების თვითმფრინავი გაფრინდა, რომელსაც მიაქვს პირველი Leopard 2 - საბრძოლო ტანკი, რომელსაც კანადა უკრაინაში აგზავნის “, - წერს ანანდი. მან დასძინა, რომ კანადა "უკრაინელი ხალხის გვერდით დგას". „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც სჭირდებათ გამარჯვებისთვ

ოლაფ შოლცი - პუტინის სიტყვები არის აბსურდული ისტორიული შედარებების სერია, რომელსაც იყენებს უკრაინაზე თავდასხმის გასამართლებლად, მაგრამ არაფერი ამართლებს ამ ომს

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი დათანხმდა, რომ დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ იქნება გამოყენებული. ”ამ საკითხზე კონსენსუსი არსებობს”, - აღნიშნა შოლცმა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში. ოლაფ შოლცმა ასევე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, როდესაც ომში ისეთი ქვეყნების ჩარევა, როგორიც არის გერმანია, პუტინმა მეორე მსოფლიო ომის დროს ბრძოლას შეადარა და აღნიშნა, რომ „წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია:

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინა ბახმუტის მიმდებარედ ლოჯისტიკურ მარშრუტებზე კონტროლს ინარჩუნებს

რუსულმა ძალებმა ბოლო კვირის განმავლობაში მცირე წინსვლას მიაღწიეს დონეცკის ოლქის ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობებში, მაგრამ უკრაინული ძალები ინარჩუნებენ კონტროლს ქალაქის ლოჯისტიკური მარშრუტების უმეტესობაზე. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ზე გამოქვეყნებულ უახლეს სადაზვერვო ინფორმაციაში განაცხადა. როგორც მედია წერს, კვირის დასაწყისში „ვაგნერის“ ძალებმა დიდი ალბათობით დაიკავეს მარშრუტი, რომელიც აკავშირებს ბახმუტს ქალაქ სივერსკთან. „მიუხედავად იმისა, რომ უ

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი გარდაიცვალა

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი, გენერალი პერვეზ მუშარაფი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 2016 წლიდან დუბაიში ცხოვრობდა. პერვეზ მუშარაფი ხელისუფლებაში 1999 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა. ის პრეზიდენტის პოსტს 2001-2008 წლებში იკავებდა. მუშარაფი არაერთ თავდასხმას გადაურჩა. ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობის მიუხედავად, პერვეზ მუშარაფმა 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მხარი დაუჭირა აშშ-ის ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. 2008 წელს ის არჩევნებში დამარცხდა,

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა ვიქტორ იანუკოვიჩის პერიოდის პოლიტიკოსებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა ვიქტორ იანუკოვიჩის პერიოდის პოლიტიკოსებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. იმ პირებს შორის, ვისაც მოქალაქეობა ჩამოერთვათ არიან – ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივანი ანდრეი კლიუევი, განათლების ყოფილი მინისტრი დმიტრი ტაბაჩნიკი, შემოსავლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრ კლიმენკო, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი

ანა ბუჩუკური - არ ვიცი, გიორგი ჩალაძეს რა სტატუსი აქვს პარტიაში, მაგრამ მის განცხადებას ჰქვია მავნებლობა და მეტი არაფერი

არ ვიცი, გიორგი ჩალაძეს რა სტატუსი აქვს პარტიაში, მაგრამ მის განცხადებას ჰქვია მავნებლობა და მეტი არაფერი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. ანა ბუჩუკური გამოეხმაურა გიორგი ჩალაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“. ანა ბუჩუკურის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრა

აშშ-მა ოკეანის თავზე ჩინეთის სავარაუდო "მზვერავი" საჰაერო ბურთი ჩამოაგდო

4 თებერვალს აშშ-მა ჩამოაგდო ჩინეთის სავარაუდოდ სადაზვერვო ბურთი ატლანტის ოკეანის თავზე - მას მერე, რაც ბურთმა ჩრდილოეთ ამერიკის თავზე მოიარა მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები და გადაიქცა დაძაბულობის მორიგ კერად ვაშინგტონსა და პეკინს შორის. მიმდინარეობს ოპერაცია ბურთის ნაწილების მოსაპოვებლად აშშ-ის ტერიტორიულ წ####ბში. ბურთი 4 თებერვალს შენიშნეს, სამხრეთ კაროლინის თავზე, როცა ის ატლანტის სანაპიროს უახლოვდებოდა. მის ჩამოგდებამდე, ბურთის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას აშ-ის პრეზიდ

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უფლება გასცა რუსი ოლიგარქისთვის ჩამორთმეული ქონების უკრაინისთვის გადარიცხვაზე

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა 3 თებერვალს გამოაცხადა, რომ რუსი ოლიგარქის გაყინული ქონება უკრაინას გადაერიცხება. "დღეს ვაცხადებ, რომ გავეცი უფლება ჩამორთმეული რუსული ქონების პირველი გადარიცხვისთვის უკრაინაში გამოსაყენებლად" - თქვა მერიკმა. ქონება გაყინულ იქნა მას მერე, რაც ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევს ბრალი წაეყენა სანქციებისთვის თავის არიდებაში. გარლანდის თქმით, ქონება გადაერიცხება სახელმწიფო დეპარტამენტს, საიმისოდ, რომ მან ის დახარჯოს "უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად".
×
×
  • შექმენი...