Jump to content
Planeta.Ge

Blogs

უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები საომრად პატიმარი ქალების რეკრუტირებას ახდენენ

ოკუპანტები საომრად პატიმარი ქალების რეკრუტირებას ახდენენ, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, საბრძოლო ქმედებებში მონაწილეობისთვის რუსებმა დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ციხიდან პატიმარი ქალების რეკრუტირება მოახდინეს. „ცოცხალ ძალაში დანაკარგების შესავსებად მტერი საბრძოლო ქმედებებში მონაწილეობისთვის პატიმარი ქალების ჩართვას ცდილობს. კვირის განმავლობაში ოკუპანტებმა, დაახლოებით, 50 ადამიანის რეკრუტირება მოახდინ

გერმანია უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებებს აგროვებს

გერმანია უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებებს აგროვებს და აცხადებს, რომ რუსეთის სახელმწიფო ლიდერებმა და მათ, ვინც გადაწყვეტილებებს უმაღლეს სამხედრო დონეზე ახორციელებენ, პასუხი უნდა აგონ. „ამჟამად, მაგალითად, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ბუჩაში მასობრივ მკვლელობებზე ან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებზე“, - განაცხადა გერმანიის გენერალურმა პროკურორმა, პიტერ ფრანკმა გამოცემა Welt am Sonntag-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, პროკურორებს მტკიცებულებები „სამნი

თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში COVID-ის ახალი, დღეში 500-მდე შემთხვევა აღინიშნება - პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

საქართველოში, ბოლო პერიოდში COVID-ის ახალი შემთხვევების მცირე მატება აღინიშნება, დღეში 500-მდე - პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს. ცერცვაძის თქმით, მსოფლიოში „ომიკრონი“ და მისი სუბვარიანტები კვლავ ყველაზე გავრცელებულ შტამად რჩება. როგორც ცერცვაძე ამბობს, ზოგიერთ ქვეყანაში COVID-ის ახალი შტამი - „ორტრუსი“ გამოვლინდა, თუმცა მისი ინფორმაციით, ამ შტამით ინფიცირების შემთხვევა საქართველოში ჯ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ძალიან რთული ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე - ახლა ყველაფერს ჩვენი მეომრების სიმტკიცე წყვეტს

ძალიან რთული ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ომის 346 დღის განმავლობაში ხშირად მიწევდა იმის თქმა, რომ ფრონტზე რთული ვითარებაა და რომ ვითარება რთულდება. ახლა კვლავ ასეთი დროა. დრო, როდესაც ოკუპანტი სულ უფრო მეტ და მეტ თავის ძალას აგზავნის, რათა ჩვენი დაცვა გატეხოს. ახლა ძალიან რთული ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე. მაგრამ ახლა, როგორც ამ 346-დან თ

ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია

ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია. ლაშა შავდათუაშვილმა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრაზილიელი დანეილ კარგნინი იპონით დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ლაშა შავდათუაშვილმა, რომელიც ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია პარიზის გრანდ სლემზე გასული წლის შედეგი გაიმეორა. პარიზში კიდევ რვა ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს. IPN

რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა

რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა. ვიზიტის პირველ დღეს პაპმა შეხვედრები წმინდა ტერეზას ტაძარში ქვეყნის კათოლიკური ეკლესიის ლიდერებთან გამართა. ფრანცისკემ მათ ქვეყანაში არსებული უსამართლობისა და თანამდებობის პირების მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ხმის ამაღლებისკენ მოუწოდა. პაპმა ასევე მწუხარება გამოთქვა ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული 2 მილიონზე მეტი ადამიანის გამო, რომლებსაც სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის საომარი მოქმედებების გამო საცხოვრებ

მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება

ჯერ თვითონ გაერკვნენ, წარმოდგენა არ მაქვს, რა შტაბებს ქმნიან, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი, მიხეილ დაუშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს ქმნიან. როგორც დაუშვილი განმარტავს, მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, თუ რას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“. „რა თქმა უნდა, არ შევუერთდებით, რას უნდა ელოდონ, რას აკეთებენ, ჯერ თვითონ გაერკვნენ, წარმოდგენა არ მაქვს, რა შტაბებს ქმნიან. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მორიგი შეხვედრა მოლდოვაში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაიმართება

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მორიგი შეხვედრა მოლდოვის დედაქალაქში 2023 წლის პირველ ნახევარში გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია კიევში გუშინ გამართული უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ ერთობლივ განცხადებაში. „ევროკავშირი და უკრაინა მიესალმებიან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ წარმატებულ შეხვედრას, რომელიც პრაღაში, 6 ოქტომბერს გაიმართა. შეხვედრა წარმოადგენდა პოლიტიკური კოორდინაციის პლატფორმას და მთელ კონტინენტთან დაკავშირებული არსებული საკითხების სიღრმისეული განხილვის შ

„უოლ სთრით ჯორნალი“ - თურქულმა კომპანიებმა რუსეთში ათობით მილიონი დოლარის მანქანების, ელექტრონიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სხვა საქონლის ექსპორტი განახორციელეს

თურქულმა კომპანიებმა რუსეთში ათობით მილიონი დოლარის ღირებულების მანქანების, ელექტრონიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სხვა საქონლის ექსპორტი განახორციელეს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სავაჭრო მონაცემების მიმოხილვა აჩვენებს, როგორ შეუძლია მოსკოვს თავისი სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერა, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად. მონაცემები აჩვენებს, რომ, სულ მცირე, 13-მა თურქულმა კომპანიამ 18,5 მილიონი დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელ

თბილისის მერიას ავარიული სახლების სხვა ტერიტორიაზე მშენებლობით ჩანაცვლება მოსახლეობის სრული თანხმობის გარეშეც შეეძლება

თბილისის მერიას ავარიული სახლის სხვა ტერიტორიაზე მშენებლობით ჩანაცვლება იქ მცხოვრები მოსახლეობის სრული თანხმობის გარეშეც შეეძლება. ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს 27 იანვრის დადგენილებაშია აღნიშნული. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე განიხილოს დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე. ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლებისას დაინტერესებული

თბილისის საკრებულოს ახალი დადგენილება მოქალაქეების საკუთრების უფლებას არღვევს - „შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა ასოციაცია"

„შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა ასოციაციის“ იურისტის, სოფო პეტრიაშვილის განცხადებით, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილება არამართლზომიერია და ამ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან დაზარალებულთა რიცხვი გაიზრდება. როგორც პეტრიაშვილმა ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნული დადგენილებით ადამიანის საკუთრების უფლება ირღვევა. „კონკრეტულმა სამართალშემოქმედმა სუბიექ

საიდან შემოდის 26.5%-ით გაძვირებული ბოსტნეული საქართველოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით (საქსტატი), 2023 წლის იანვარში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 15%-ითაა მომატებული წლიურ ჭრილში. ამ ჯგუფში ყველაზე მეტად, 26.5%-ით ბოსტნეული და ბაღჩეულია გაძვირებული. საინტერესო იქნება თვალი გადავავლოთ, თუ საიდან შემოდის ეს პროდუქცია ქვეყანაში. საქსტატის თანახმად, გასულ წელს საქართველოში 47.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბოსტნეული შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე, 35.8 მლნ აშშ დოლარზე, 32.7%-ით მეტია.

უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია კიდევ 90 დღით გახანგრძლივდება

უმაღლესი რადა საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის პერიოდს კიდევ 90 დღით გაახანგრძლივებს. სახალხო დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებით, გახანგრძლივება 2023 წლის 19 თებერვლის შემდეგ დაიწყება და დიდი ალბათობით 90 დღის განმავლობაში გაგრძელდება. „განკარგულების დამტკიცების შესახებ შესაბამის ორ კანონს პრეზიდენტთან უახლოეს მომავალში წარადგენენ, რის შემდეგაც, მომავალ კვირას მათ საბჭო დაამტკიცებს. ეს იქნება საომარი მდგომარეობის შესახებ მეექვსე კენჭისყრა ომის დაწყების შემდეგ”,

უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები შეტევას ოთხი მიმართულებით ახორციელებენ და მძიმე დანაკარგებს განიცდიან

რუსული ძალები შეტევას ოთხი მიმართულებით ახორციელებენ და მძიმე დანაკარგებს განიცდიან, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. „მტერი აგრძელებს შეტევით ოპერაციებს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით, განიცდის მძიმე დანაკარგებს", - აცხადებენ გენშტაბში. ამასთან, მოწინააღმდეგემ, გასული დღის განმავლობაში, 20 საჰაერო და 3 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, კერძოდ, ხარკოვისა და მიკოლაივის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

უკრაინამ ტყვეთა გაცვლის ფარგლებში 116 მებრძოლი, მათ შორის, მარიუპოლის დამცველები დაიბრუნა

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ 116 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება შეძლო. „ტყვეების კიდევ ერთი დიდი გაცვლა. მოვახერხეთ 116 ჩვენიანის, მარიუპოლის დამცველების, ხერსონის პარტიზანების, ბახმუტის მიმართულებით მოქმედი სნაიპერების და სხვა ჩვენი გმირების დაბრუნება“, - განაცხადა ერმაკმა. მისი თქმით, დღეს დაბრუნებულ ჯარისკაცებს შორის ორი ოფიცერი და 114 რიგითი და ს

ჟურნალისტებმა, მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა "ფორმულა" დატოვეს

ტელეკომპანია "ფორმულა" დატოვეს ჟურნალისტებმა, მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდაშელმა. მათ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პირველ თებერვალს დაწერეს, როდესაც საინფორმაციო სამსახურის 28 ოპერატორმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერა. გაფიცულ ოპერატორებს შორის იყვნენ ქეთი ხიდიშელისა და მარტა ქურასბედიანის მეუღლეები. "ვადასტურებ, რომ არხის ვიდეო ოპერატორების გაფიცვის პირველ დღეს დავტოვე არხი. მიზეზი გახდა ხელმძღვანელების დამოკიდებულება გაფიცული თანამშრონლების მიმართ. სამართლიანი პროტე

აუდიტი: პენიტენციური სამსახური ვერ აკონტროლებს მედიკამენტების მიღებისა და ხარჯვის ოპერაციებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური იუსტიციის სამინისტროს ფინანსურ ანგარიშში, რომელიც 3 თებერვალს გამოქვეყნდა, წერს, რომ პენიტენციურ სამსახურში კვლავ არაა დანერგილი შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მედიკამენტების მიღებისა და გახარჯვის ოპერაციების თანმიმდევრულ აღრიცხვას. აუდიტმა გამოავლინა სხვაობები აქტით ჩამოწერილ მედიკამენტებსა და ბუღალტრულ ოპერაციებს შორის. აუდიტის სამსახურის განმარტებით, სხვაობას იწვევს ის გარემოება, რომ ვერ ესწრება მიღებული მედიკამენტების ბუღალტრული ასახვა, მ

კობიაშვილი მესამედ აირჩიეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად - არჩევნებში სხვა კანდიდატი არ მონაწილეობდა

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს არჩევნებში, რომელშიც სხვა კანდიდატი არ მონაწილეობდა. ფეხბურთის ფედერაციის 33-ე საარჩევნო ყრილობა, რომელზეც პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, დღეს ჩატარდა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში.“ ლევან კობიაშვილს ხმა მისცა ხმის უფლების მქონე 28-ვე დელეგატმა. ლევან კობიაშვილი ამ პოსტს 2015 წლიდან იკავებს. 2016 წლიდან ის საქართველოს პარლამენტის წევრია და მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს. რადიო თავი

ბლინკენმა პეკინში აშშ-ის ცაზე ჩინური სადაზვერვო ბურთის გამოჩენის გამო ვიზიტი გადადო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი, რომელიც პარასკევს უნდა დაწყებულიყო, გადადო მას შემდეგ, რაც აშშ-ის საჰაერო სივრცეში შემჩნეულ იქნა ჩინეთის სადაზვერვო საჰაერო ბურთი, განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ABC News-ს მოჰყავს შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვები, რომ ბლინკენს არ სურს ვიზიტის მთლად გაუქმება და ვითარების უკონტროლოდ დატოვება. მაგრამ ამავე დროს მას არ სურდა, საჰაერო ბურთთან დაკავშირებული ინციდენტი ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლ

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, შესაძლოა, წელს დაიწყოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, შესაძლოა, მიმდინარე წელს დაიწყოს. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც მან უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შედეგებზე ისაუბრა. უკრაინის ლიდერის თქმით, სამიტზე განხილული იყო ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტის მზადების საკითხი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროკომისიას უკრაინის აღდგენის გეგმისთვის ერთი მილიარდი ევროს გამოყოფისთვის

აშშ უკრაინას 2,2 მილიარდ დოლარამდე ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 2,2 მილიარდ დოლარამდე ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. შესაბამის ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. მორიგი დახმარება მოიცავს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს და მაღალი სიზუსტის შორი მანძილის რაკეტებს GLSDB-ს, ასევე HIMARS-ისთვის საჭირო აღჭურვილობას და ჯავშანტექნიკას. როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ახალი სარაკეტო სისტემები GLSDB-ი, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს აღემატება, უკრაინელი სამხედროებისთვის ხელმისაწვდომს გახდის უკრაინის აღმოსავლე

აშშ-ის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქის აქტივები უკრაინის დახმარებას მოხმარდება

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გერლენდმა განაცხადა, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქის აქტივები უკრაინის დახმარებას მოხმარდება. ამის შესახებ მან უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღეს ვაცხადებ, რომ ავტორიზაციას ვაძლევ პირველად ისტორიაში ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინაში გამოყენებას. აღნიშნული აქტივების ჩამორთმევა მოხდა მას შემდეგ, რაც აპრილში რუს ოლიგარქს, კონსტანტინ მალოფეევს სანქციებისგან თავის არიდებაში წავ

კანადამ სანქციები დაუწესა 38 ფიზიკურ და 16 იურიდიულ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასთან

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალი შეზღუდვები დაუწესდა 38 ფიზიკურ და 16 იურიდიულ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასთან. „შავ სიაში“ მოხვდა სახელმწიფო მედიაჰოლდინგი „რასია სეგოდნია“, რომელსაც დმიტრი კისილიოვი და მარგარიტა სიმონიანი ხელმძღვანელობენ, ასევე – კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუნებელთან ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული საინფორმაციო რესურსები. სანქციები შეეხო ტელეწ
×
×
  • შექმენი...