Jump to content
Planeta.Ge

Blogs

გია ვოლსკი - პრეზიდენტის განცხადება მავნებლურია - ირაკლი კობახიძემ სიტუაცია აღწერა, შემაშფოთებელი მდგომარეობაა, რომ აგრესორი წინ მიიწევს და აქვს დიდი რესურსი მობილიზებული, რათა თავისი გეგმები განახორციელოს

პრეზიდენტის განცხადება მავნებლურია - ირაკლი კობახიძემ სიტუაცია აღწერა, შემაშფოთებელი მდგომარეობაა, რომ აგრესორი წინ მიივევს და აქვს საკმაოდ დიდი რესურსი მობილიზებული, რათა თავისი გეგმები განახორციელოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მმართველი პარტიის წევრთა განცხადებებს მოჰყვა იმის თაობაზე, რომ "რუსეთს ომში უპირატესობა აქვს". ვოლსკი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტ

კახაბერ ქემოკლიძე "ხალხის ძალაზე" - ამ მორუსო პროპაგანდისტებს სიმართლით უნდა დავუპირისპირდეთ

ამ მორუსო პროპაგანდისტებს სიმართლით უნდა დავუპირისპირდეთ!, - ასე ეხმიანება პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე "ხალხის ძალის" ბოლო განცხადებას და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.  მისი თქმით, ისინი სწორედ სიმართლით,  სიმშვიდით და  მოქალაქეების გონიერებით დამარცხდებიან.    "სინამდვილეში ევროკავშირში გაწევრიანება სწორედაც რომ: ა) ნამდვილ მედია თავისუფლებას ნიშნავს და არა იმას რაც ოცნებას და ბ-ნ ივანიშვილს წარმოუდგენია თავისი ორღობის ტელევიზიების სა

ანტიკორუციულ ბიუროს რაჟდენ კურპაშვილი უხელმძღვანელებს

ანტიკორუციულ ბიუროს რაჟდენ კურპაშვილი უხელმძღვანელებს. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია. რაჟდენ კუპრაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის” დირექტორი, ასევე „კუპრაშვილი და ადვოკატების“ დირექტორი, შპს საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტის- „ტრანსპროექტის”იურიდიული სამსახურის უფროსი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი კიევში დაპატიჟა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში დაპატიჟა. შესაბამის ინფორმაციას უნგრული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. სამიტის შემდგომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს ოთხ ჯგუფად შეხვდნენ. ორბანმა ზელენსკისთან მოლაპარაკებები ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ხორვატიის, სლოვენიისა და ავსტრიის ლიდერებთან ერთად გამართა. როგორც უნგ

სტიქიის ზონაში, ​ქალაქ ისქენდერუნში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ქალაქ ისქენდერუნში საქართველოს კიდევ ერთი მოქალქე მ.შ. გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით, ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი. ამ დროისთვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ოთხი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18 342-მდე გაიზარდა, დაშავებულია 74 24

თავდაცვის სამინისტრო - ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინთან საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭლაძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს თა

წმინდა სინოდი მორიგ სხდომას 14 თებერვალს გამართავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა სამშაბათს, 14 თებერვალს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, წმინდა სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწვევით გაიმართება. „მასმედიის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2023 წლის 14 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მ

ბექა ლილუაშვილი - რეკომენდაციების შესრულებისას არ გვჭირდება, პარტნიორებმა დაინახონ, რომ მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის პოლარიზაცია შეუქცევადია, სჯობს, საქმით შეეჯიბრონ ერთმანეთს

რეკომენდაციების შესრულებისას არ გვჭირდება, პარტნიორებმა დაინახონ, რომ მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის პოლარიზაცია შეუქცევადია, სჯობს, საქმით შეეჯიბრონ ერთმანეთს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს: „ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა შემიძლია, არც გაგება და არც გაზიარება“

თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები საქართველოდან დღეს გაიგზავნება

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები დღეს გაიგზავნება. საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის „გურთიადის“ თავმჯდომარის ოსმან თურანის განცხადებით, ქართველმა მოსახლეობამ უპრეცედენტო სოლიდარობა გამოხატა. „დღეს მეხუთე დღეა, რაც თურქეთში უბედურება დატრიალდა. სიტუაცია ჯერ კიდევ არის იმაზე მძიმე, ვიდრე ჩვენ მასმედიის საშუალებით ვხედავთ. ამ დღეების განმავლობაში უამინდობა ართულებდა სამაშველო სამუშაო

2022 წელს „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულების სახით მილიონი ლარი, „ლელომ“ 619 000 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 216 000 ლარი მიიღო, ხოლო „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „მოქალაქეებს“ შემომწირველები არ ჰყოლიათ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო პარტიების ნაწილმა, 2022 წლის განმავლობაში, ჯამში, 1 953 200.25 ლარის შემოწირულება მიიღო. კერძოდ, 2022 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი - 1 036 000 ლარის შემოწირულება „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. მას წლის განმავლობაში 28 შემომწირველი ჰყავდა, რომელთა ნახევარმაც მმართველ პარტიას 50-50 ათასი ლარი შესწირა. შემომწირველებს შორისაა თამაზ თამაზაშვილი და დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი. საპარლამენტო პარტიებს შორის, „ქართული ოცნების“ შემდეგ, 2022 წლის

საქართველოში პენსიას 808 326, სოციალურ პაკეტს კი 178 426 პირი იღებს

2022 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 808 326 პირი შეადგინა, რომელთაგან 71.3 პროცენტი ქალია, ხოლო 28.7 პროცენტი - კაცი. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პენსიის მიმღებთა 29.9 პროცენტი თბილისშია, 16.0 პროცენტი - იმერეთში, 10.6 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8 პროცენტი - ქვემო ქართლში, 8.8 პროცენტი - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.9 პროცენტია. სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა რიცხოვნობამ

რუსეთში ლია ახეჯაკოვას თეატრის სცენიდან აძევებენ - "...ვზივარ და ვტირი"

რუ­სეთ­ში, თე­ატრ "სავ­რე­მენ­ნიკ­ში" ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, ლია ახე­ჯა­კო­ვას მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სპექ­ტაკ­ლებს ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით აუქ­მე­ბენ. "რე­ჟი­სორ­მა გა­მაფრ­თხი­ლა, რომ რე­პერ­ტუ­არ­ში აღარ იქ­ნე­ბო­და ის სპექ­ტაკ­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მი­ზე­ზი კი თურ­მე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რი წე­რი­ლე­ბი გახ­და, რომ­ლე­ბიც ჩემი პო­ზი­ცი­ის გამო გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან... კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­მი­დას­ტუ­რა, რომ თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­ა­რი­დან ამო­მი

კომპანია „გალფი“ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული ტვირთის საქართველოდან ტრანსპორტირებას საწვავით სრულად უზრუნველყოფს

კომპანია „გალფი“ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული ტვირთის საქართველოდან ტრანსპორტირებას საწვავით სრულად უზრუნველყოფს. თურქეთის საელჩოს კოორდინაციით შეგროვებული საჭირო ნივთების ტრანსპორტირება დღეიდან იწყება და უახლოეს დღეებში 16 ტრაილერის გაგზავნაა დაგეგმილი. პირველ ეტაპზე იგზავნება მოთხოვნადი ნივთები: თბილი ტანსაცმელი, მშრალი საკვები, ბავშვთა კვება, ჰიგიენური საშუალებები და სხვა. აღნიშნულ ჰუმანიტარულ ტვირთს თურქული მხარე გაანაწილებს როგორც თურქეთის, ასევე სირიის რ

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, დღეს დილით, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური კრუკმა განაცხადა, რომ რუსები უკრაინას „კალიბრის“ ტიპის რაკეტებს ესვრიან. რაკეტების გაშვებას ადასტურებს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ მარჩენკოც. „ჰაერში მტრის თვითმფრინავია, ზღვაში კი - „კალიბრის“ რაკეტების მატარებელი ხომალდები. მტერმა რაკეტები გაუშვა! საჰაერო იერიში გახანგრძლივდება. გთხოვთ

ბექა ლილუაშვილი - სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ პარტნიორები ჩვენივე გაკეთებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს თვითონვე გვახსენებენ და გვეუბნებიან, რომ ეს წყალში არ უნდა გადავყაროთ

სამწუხაროდ, მოვიდა ის დრო, როცა ჩვენ გვახსენებენ, რაოდენ ბევრი გვაქვს გაკეთებული და ეს რომ წყალში არ უნდა გადავყაროთ, მე ასე გავიგე ლოიდ ოსტინის განცხადება,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. ლილუაშვილის თქმით, იმაზე, რაც ლოიდ ოსტინმა განაცხადა, ხელისუფლების წარმომა

პარტია ,,ხალხის ძალა" ევროკავშირის წინააღმდეგ მორიგ განცხადებას ავრცელებს

თუ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხისთვის მედიის თავისუფლების, სამართლის უზენაესობის, ეკონომიკური სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებების დათმობას და ფასეულობებისგან დაცლილი აგენტოკრატიის დამყარებას ნიშნავს, ასეთ წევრობას ჩვენი მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, არავითარი ფასი არა აქვს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც „ხალხის ძალაში“ აცხადებენ, როდესაც ჩანს, რომ თურმე, მთელი ევროპული მედია ერთიანი კოორდინირებული ცენზურის ქვეშ მოქმედებ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც მისივე შეფასებით, უმნიშვნელოვანესია ს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მამაკაცი მოკლეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებული დაკავებულია. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს 11:00-დან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს: თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, 14:00-დან 17:00 საათამდე - ზაჰესში, ხოლო 17:00-დან 18:30 საათამდე - ნასერალის ქედის, ყიფშიძის ქუჩებზე და მიმდებარე ტერი

სტიქიით დაზარალებულ სირიაში გაერო-ს პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა

ჰუმანიტარული დახმარების მანქანების პირველი კოლონა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში უკვე ჩავიდა. კარვებითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით დატვირთულმა ექვსმა სატვირთომ საზღვარი ალეპოს პროვინციაში, ბაბ ელ-ჰავას საგუშაგოზე ხუთშაბათს, გაეროს მანქანების თანხლებით გადაკვეთა. ამ დახმარებას სირია-თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ჯინდირესის მაცხოვრებლები მიიღებენ. ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურებულია, მისი მოქალაქეებიდან 800 ადამიანზე მეტი დაიღუპა, დაახლოებით 3 ათასი კი დაშავდა. ერთი დღით ადრე თურ

ზარალის დასამალად რუსები ზაპოროჟიეს რაიონში ჯარისკაცების ცხედრებს წვავენ

უკრაინის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ზარალის დასამალად რუსები ზაპოროჟიეს რაიონში ჯარისკაცების ცხედრებს წვავენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ტოკმაკში, ფრონტზე საკუთარი დანაკარგების დასამალად, მობილური კრემატორიუმი მოაწყვეს. „მტრის დანაკარგი იზრდება. დაღუპული ოკუპანტების რაოდენობის დასამალად, ქალაქ ტოკმაკში, Pridneprovskaya Biotes-ის საწარმოს ტერიტორიაზე, რუსმა დამპყრობლებმა მობილური კრემატორიუმი გამართეს. ქალაქის სამხრეთ-აღმოსავ

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსალოდნელი დივერსიის საფრთხის გამო სამძებრო სამუშაოებს ატარებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მოსალოდნელი დივერსიის საფრთხის გამო სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის შსს-ს პრეს-სამსახური ავრცელებს. „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების კომპლექსს, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის გადამოწმებას, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობ

უკრაინის შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სამინისტროს 600-ზე მეტი თანამდებობის პირი პასუხისგებაში მიეცა

გასული წლის შიდა აუდიტის შედეგების საფუძველზე, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს 621 თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსეი რეზნიკოვის განცხადებით, მათგან 497 პირს მატერიალური, ხოლო 124 პირს დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრა. შიდა აუდიტის ყველა მასალა, რომლითაც დარღვევები დადგინდა, თავის დროზე სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცათ. ,,ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, არის და იქნება უცვლელი - ნულოვანი ტოლერანტობა ნებისმიერი დარღვ
×
×
  • შექმენი...