სასამართლომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტებზე დაკავებულ ნიკოლოზ ხუციშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შესაბამისი გადაწყვეტილებით მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის - პროკურატურის შუამდგომლობა.
გამოძიების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 თებერვლიდან 18 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია სკანდინავიის ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი უმეტესად თოვლის სახით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
მათივე ცნობით, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, სტიქიის ზონაში ჩავიდა.
საგარეო უწყების ცნობით, ქართველი დიპლომატები შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულებენ საქართველოს მოქალაქეებს მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით.
საელჩოს წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან საქართველოდან თურქეთში ჩასულ მაშველებს, რომლებიც რამდენიმე დღეა, სტიქიის ზონაში მუშ
ახალგაზრდა რუსი რეჟისორი ალექსანდრე მოლოჩნიკოვი მოსკოვის თაეტრ „სოვრმენნიკიდან“ რუსეთის სახალახო არტისტის, მსახიობ ლია ახეჯაკოვას გათავისუფლებას გამოეხმაურა და დაგმო ყველა იმ პირის საქციელი, ვინც ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა.
,,ჯანდაბას, ჩვენ, ახალგაზრდები, როგორმე გავარღვევთ ამ წრეს, მაგრამ იმისთვის, რომ უდიდეს არტისტებს, მოხუცებს სცენის და კინოს ბოლო წლები მოპარეთ, თქვენ (კულტურის სამინისტრო, დეპუტატებო, თეატრის მენეჯერებო), ვინც მათ სცენაზე ასვლის უფლებას არ აძლევთ, ჯოჯოხეთის ცეცხლ
საქართველო მეოთხეა იმ ძირითად ქვეყნებს შორის, რომლის მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვის მოწმობა 2022 წელს მთლიანობაში 50 ათასზე მეტმა რუსმა მიიღო. ინფორმაციას RBC ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შსს-ს მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, იური ტიტოვი აცხადებს, რომ 2022 წელს 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, რომ მათ სხვა ქვეყ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი სტუმრად, ამსტერდამში ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე 40:8 დაამარცხა.
ამ შეხვედრამდე ნიდერლანდებთან ჩვენს გუნდს ექვსიდან ხუთი თამაში მოგებული ჰქონდა. ერთადერთი წარუმატებელი შეხვედრა შორეულ 1995 წელზე მოდის – ეს „ბორჯღალოსნების“ ერთ-ერთი პირველი გასვლითი მატჩი იყო, რომელიც ამსტერდამში მეტოქემ 55:3 მოიგო.
აქედან მოყოლებული 2000-2002 წლებში საქართველომ ნიდერლანდებს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბიძგები თბილისის დროით 12:07 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ ოზურგეთის სოფელ გომში იყო.
ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.6 (ML) მაგნიტუდა (ML) შეადგინა.
უკრაინულმა ძალებმა 11 თებერვალს 900 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახოციელეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათვე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 12 თებერვლამდე დაახლოებით 137 780 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.
ამასთან, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს რუსული მხარის კუთვნილი 3280 ტანკი, 6488 ჯავშანტექნიკა, 2287 საარტილერიო სისტემა, 465 ზალპური ცეცხლის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 თებერვალს გამოსცა ბრძანებულება უშიშროების სფეროს მაღალი რანგის თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და განაცხადა, რომ „მთავრობის გაწმენდა“ გაგრძელდება.
ბოლო კვირებში უკრაინის ხელისუფლებამ გაათავისუფლა ათობით თანამდებობის პირი და დაიწყო გამოძიება, როგორც არასათანადო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილი. 11 თებერვალს ზელენსკიმ რუსლან ძიუბა გაათავისუფლა ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილის თანამდებობიდან, განაცხადა მისმა ოფისმა ისე, რო
თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ჰატაის პროვინციაში, მიწისძვრიდან 140 საათი შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 7 თვის ჩვილი.
ამავე პროვინციაში, 140 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა ორსული ქალი და მისი ძმა.
კაჰრამანმარაშის პროვინციაში, 11-სართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა 26 წლის კაცი.
ბოლო მონაცემებით, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო ს
თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ჰატაის პროვინციაში, მიწისძვრიდან 146 საათი შემდეგ, თურქმა და რუმინელმა მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 35 წლის კაცი.
ამავე პროვინციაში, 146 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა პატარა გოგო, რომლის ასაკი ჯერჯერობით ვერ ზუსტდება.
ბოლო მონაცემებით, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდი
თურქეთში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ძალა 500 ატომური ბომბის ძალას უდრიდა. ამის შესახებ თურქეთის უბედური შემთხვევებისა და საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის მიწისძვრის რისკის შემცირების დეპარტამენტის გენერალურმა მენეჯერმა ორჰან თათარმა განაცხადა.
„რეგიონში ლავის ან ნავთობის ნაკადები არ არის. ეს მეტი არაფერია, ვიდრე მიწისძვრის მიერ გამოწვეული მასიური მოძრაობა. ქვის სტრუქტურული ჯგუფები არ არის, რომლებსაც ვულკანური ამოფრქვევის შექმნა შეეძლებათ. 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში დომინირება ჩამოართვა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა 11 თებერვალს ოდესაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რუსეთის ფედერაციას შავ ზღვაში დომინირება ჩამოვართვით. კერძოდ, ჩვენი უკრაინული „ნეპტუნების“ წარმატებით გამოყენების შემდეგ, როდესაც კრეისერი „მასკვა“ ცნობილ მისამართზე ჩაიძირა“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.
მათივე ცნობით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს ქ. გაზიანტებში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის ი.პ. გარდაცვალების შესახებ.
ამ დროისთვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.
კორუფციული სკანდალის ფარგლებში კიდევ ერთი ევროპარლამენტარი დააკავეს. იტალიის პოლიციამ ევროპარლამენტარი ანდრეა კოცოლინო დააკავა. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.
ადვოკატის განცხადებით, ევროპარლამენტარი საავადმყოფოში დააკავეს, სადაც გამოკვლევებს იტარებდა, ის ახლა უკვე სახლში – შინაპატიმრობაშია. როგორც ცნობილია, დაკავების ორდერი ბელგიის პოლიციამ გასცა.
შეგახსენებთ, გუშინ ამავე საქმის ფარგლებში ბელგიელი დეპუტატი მარკ ტარაბელა დააკავეს.
ბელგიური მხარე ევროპარლამენტარ
„სიენენის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში თურქეთის საელჩოში პაკისტანის მოქალაქე მივიდა და თურქეთის დასახმარებლად 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა.
ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შებაშ შერიფმა მიკრობგლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.
„სასიამოვნოდ გაოცებული ვარ უცნობი პაკისტანელის მაგალითით, რომელიც ამერიკაში თურქეთის საელჩოში მივიდა და 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა“, – წერს შარიფი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
ავტორი - თამთა რუხაძე
არტისტ სანდრო სულაბერიძის მიერ კედელზე წარწერის გაკეთებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” უწყებაში დაუდასტურეს.
როგორც შსს ამბობს, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
კერძოდ, გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, რაც კანონში ასეა განმარტებული:
ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
აღნიშნულ
ნიუ-იორკის Beacon Theatre-ის სცენაზე მონიკა ბელუჩიმ მარია კალასის კაბა და როლი ერთდროულად მოირგო – მონოსპექტაკლში „მარია კალასი: წერილები და მოგონებები“.
2023 წლის 2 დეკემბრამდე (საოპერო ვარსკვლავის, მარია კალასის დაბადების 100 წლის იუბილემდე) ლამის ათი თვეა დარჩენილი, მაგრამ ოპერის მოყვარულებისა და განსაკუთრებით, კალასის ფანებისათვის დიდი თავგადასავალი უკვე დაიწყო.
ჰოლივუდმა, როგორც ყოველთვის, კრეატიულობა და სიმარდე გამოიჩინა და ყველას დაასწრო: მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიული
რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არგენტინაში ბინადრობის ნებართვა ქვეყანაში ბავშვის დაბადების შემდეგ მიიღეს, მაგრამ შემდეგ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტეს, არგენტინის მიგრაციულმა სამსახურმა დაიწყო ამ ნებართვის გაუქმება, - განაცხადა ამ სამსახურის ეროვნულმა დირექტორმა, ფლორენსია კარინიანომ ტელეარხ C5N-ის ეთერში.
მან განმარტა, რომ როცა სასამართლოში მოხდება რუსეთის მოქალაქისთვის არგენტინის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვა, მიგრაციის სამსახური წარადგენს მონაცემებს ბინადრობის ნებართვის
თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ ქართველებს, რომლებსაც საქართველოში დაბრუნება სურთ, თურქეთში საქართველოს საელჩო დაეხმარება, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.
„მოამბის“ წამყვანის კითხვაზე, ქართველების ნაწილს, რომლებიც მიწისძვრით დაზარალდნენ და სურთ სამშობლოში დაბრუნება, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ, ხომ არ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები ამ ადამიანების დასახმარებლად, თურქეთში ს
თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კუთხით არსებული შეკითხვების საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან კონტრაქტორები. ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.
7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, თურქეთში დაახლოებით 6 ათასი შენობა დაინგრა, მათ შორის რამდენიმე ახალი სტანდარტებით იყო აშენებული.
თურქული მედიის ინფორმაციით, მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით ქვეყანაში რამდენიმე გამოძიება უკვე დაწყებულია.
თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ განკარგ
უკრაინამ ზოგიერთი დაკარგული პოზიციის დაბრუნება შეძლო,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ოს არმიის გენერალთან, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთამ მარკ მილისთან გამართულ სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„ყველაზე დაძაბული ვითარება დღეისთვის დონეცკის მიმართულებით არის, აქ მოწინააღმდეგე ყოველდღიურად 50 იერიშამდე აწარმოებს. სასტიკი ბრძოლები უგლედარისა და მარიინკას რაიონში გრძელდება. ჩვენ მყარად გვიჭირავს დაცვა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთიდან 7 კილომეტრში სოფელ ვაკიჯვარში იყო.