კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გელათთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნას აქვეყნებს და აცხადებს, რომ მასში მოცემული რეკომენდაციები იქნება „ერთადერთი სახელმძღვანელო“, რის მიხედვითაც კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრა გაგრძელდება.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ იუნესკოს დასკვნაზე ისაუბრა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, ეს ერთობლივი დასკ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ახალი გზავნილები წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან.
ზურაბიშვილის თქმით, „ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია“ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას, რისი არც ახსნა, არც გაგება და არც გაზიარება შეუძელია.
„ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველას ესმის და ყველასთვის გასაგებია, თუმცა სიფ
,,მიწისძვრის შედეგად გამოწვეულმა ჰუმანიტარულმა კატასტროფამ დასავლეთს ნიღაბი ჩამოხსნა,“- განაცხადა Sputnik-Arabic- თან ინტერვიუში სირიის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში ბაშარ ალ-ჯაფარიმ.
მისი თქმით, დასავლეთის მიერ სირიისთვის დაწესებული სანქციები მხოლოდ საბაბია, რომელიც მიუთითებს ჰუმანიტარულ საკითხში დასავლეთის ქვეყნების პოლიტიზაციის მაღალ ხარისხზე.
,,მიწისძვრამ თურქეთი და სირია ორივე დააზარალა, მაგრამ დასავლეთი მხოლოდ თურქეთს ხედავს, დახმარებას და მაშველებს მხოლოდ მას უგზავნის. ჩვენ, სირიელ
უახლოეს დროში ევროკავშირი სანქციების მე-10 პაკეტს შემოიღებს, რომელშიც რუსი პროპაგანდისტებიც იქნებიან. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს.
"სამართლიანი მშვიდობა ასევე პასუხისმგებლობას მოიაზრებს. რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს მის მიერ მიყენებული ზიანისთვის და სისხლისთვის, რომელიც მის გამო დაიღვარა. შემდგომ დღეებში ჩვენ სანქციების მე-10 პაკეტს
ვინ, რით მჯობნის, ფაქტობრივად, კენჭისყრის პროცესმა აჩვენა. პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან ის ექსპერიმენტი და მოლოდინი, რომ სხვა ჩემზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებდა, კარგად ვნახეთ, რომ მათი კენჭისყრის პროცესი ნულოვანი მხარდაჭერით დასრულდა, - ასე უპასუხა ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ თქვა პრეზიდენტმა ორჯერ უარი ცესკო-ს თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის გადაგზავნაზე და რა კრიტერიუმებით სჯობნის მას სხვა კანდიდატები.
აღნიშნულის შესახებ კალანდარიშვილმა ჟ
ორივე ქვეყანას გვაქვს გამონათქვამი, რომ ჭეშმარიტება იბადება კამათში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ეს დისკუსია პატივისცემის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის განსხვავებული პოზიციების გაგება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რითაც პარტნიორების მიმართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის შესახებ კითხვას უპ
ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე რუსეთის უპირატესობა არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და უცხოელი შესაბამისი წარმომადგენლები ევროპიდან და აშშ-დან ადასტურებენ.
„მაგალითად, ბოლო 1-2 კვირ
რუსეთს სურს სუსტი და მასზე დამოკიდებული პარტნიორები - არასწორია ვიფიქროთ, რომ საქართველო რუსეთზე არის დამოკიდებული, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ის ამგვარად გამოეხმაურა იმ რიტორიკას, რომელიც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში რუსმა მაღალჩინოსნებმა, კონკრეტულად კი საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განავითარეს.
კელი დეგნანის შეფასებით, ლავროვი დიდი ხანია ნდობით აღარ სარგებლობს
საქართველო ჩვენნაირია? აქვს საქართველოს ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ? - ამაზე პასუხს ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ ვალდებულებების ფორმალურად შესრულების პროცესი, ეს არის პროცესი ევროკავშირისთვის და ქ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელო „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც დღეს ბრიუსელს სტუმრობს.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში“, - წერს შარლ მიშელი.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საფრანგეთიდან ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.
დღესვე, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება და სიტყვით მიმართავს.
I
საერთაშორისო ბუკმეკერებმა ევროვიზიის 2023 წლის ფავორიტის ვინაობა უკვე დაასახელეს. მათი პროგნოზით, კონკურსში შესაძლოა ისევ უკრაინამ გაიმარჯვოს, რომელსაც ამჯერად ჯგუფი TVORCHI წარადგენს, სიმღერით Heart of Steel.
ბუკმეკერების შეფასებით ფავორიტთა ხუთეული, ამ ეტაპზე, ასე გამოიყურება: მეორე ადგილი - შვედეთი; მესამე - ფინეთი; მეოთხე - ნორვეგია და მეხუთე - ჩეხეთი.
ცნობილია, რომ ყველაზე მასშტაბული მუსიკალური კონკურსი, 2023 წლის მაისში, ინგლისის ქალაქ ლივერპულში გაიმართება.
შოუს წინა წლის
რუსეთის ფედერაციის ხორცისგადამამუშავებელ ქარხნები პროდუქციის საწარმოებლად საჭირო სპეციალური გარსსაფარის დეფიციტს განიცდიან.
როგორც რუსული გამოცემა „იზვესტია“ იუწყება, ხორცპროდუქტების მწარმოებელთა ნაციონალური კავშირის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამდე, სოსისებისა და ძეხვეულის შესაფუთად საჭირო მასალას ფედერაციას ერთდროულად შვიდი ევროპული ქარხანა აწვდიდა.
რუსეთში არ იწარმოება ის ბოჭკოვანი გარსები, რომლითაც სერველატის და ნედლი შებოლილი ძეხვეულის 90% იფუთება.
წინასწარი
პარლამენტის ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დაქვითული თანხა, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვას მოხმარდება.
„უნდა დავამტკიცოთ ხაზინადართა საბჭოს 274-ე გადაწყვეტილება, რომელიც ეხება თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვას. როგორც გუშინ მოგახსენეთ, მივმართე ხაზინადართა საბჭოს, რათა დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გ
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ალი ქაან ორბაის განცხადებით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარებაზე თურქეთის თხოვნას გამოეხმაურა და სამძებრო-სამაშველო ჯგუფების ორგანიზება განახორციელა.
„ჩვენი მეზობელი, ძველი მეგობარი, სტრატეგიული პატრნიორი, მოძმე საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარებაზე ჩვენს თხოვნას გამოეხმაურა. იმავე დღეს, როდესაც მიწისძვრა მოხდა, რამდენიმე საათში საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამძებრო-სამაშვე
ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცლებს.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაშია აღნიშნული, გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს 20,87 მილიონი ევროს (დაახლოებით 60 მილიონი ლარი) ოდენობის უსასყიდლო დახმარება გამოუყო მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად რამდენიმე სექტორში: ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება, ცოდნა-უნარების განვითარება და შრომის ბ
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია მაკრონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.
„პატივისცემა უკრაინას და მის ხალხს. პატივისცემა თქვენ, ძვირფასო ვოლოდიმირ, თქვენი სიმამაცისა და ერთგულებისთვის“, – წერს მაკრონი.
საპატიო ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც რესპუბლიკის პრეზიდენტი სამხედრო ან სამოქალაქო დამსახურებებისთვის გასცემს.
ჩვენ გვაქვს თავდაცვის ძლიერი პაკეტი გაერთიანებული სამეფოდან. შევთანხმდით ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობაზე, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მოწოდებაზე და ასევე უკრაინელი მფრინავების წვრთნების დაწყებაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოში მისი ვიზიტი უაღრესად პროდუქტიული იყო.
"მადლობელი ვარ პრემიერ მინისტრ სუნაკის
უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული ძალების შეტევა დონბასის 20 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტთან, მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, ბელოგოროვკას დასახლებებთან და დონეცკის ოლქის ვიემკას, ფედოროვკას, ბახმუტის, კრასნაია გორას, პარასკოვიევკა, ივანოვსკოე, ჩასოვ იარი, ნოვოკალინოვოიე, ვოდიანოეს, პერვომაისკოეს, ვესელოეს, კრასნოგორ
მე მგონია, რომ პრეზიდენტს არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე და რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ - თუ ნიჰილიზმშია, თქვას, დავიღალეო და გავიდეს ან ოპოზიციაში გადავიდეს,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის განცხადებას.
ზარქუა ამბობს, რომ საქართველოს საკითხი ახლა საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალურია.
"მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე რაღაც ჩაკეტილ სივრცეშია და არ მიეწოდება ინფორმაცია, ეს შთაბეჭდილება მრჩება. მან უნდა იცოდეს, რომ საქართველო დღეს ყველ
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა, არათუ ეკონომიკური ზრდა, ქვეყანას 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა ექნებოდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, რუსეთს ზიანი ვერ მიადგებოდა და დაზიანდებოდა მხოლოდ საქართველო.
„ერთი წელი გავიდა, სანქციების ტალღებიც ვნახეთ, ვნახეთ ისიც, რომ საქართველო ამ საკითხში არის პატიოსანი, რათა არ დაუშვას დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ამავე დროს ვნახეთ, რ
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, გორდან გრილიჩ რადმანი სტუმრობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორდან გრილიჩ რადმანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და 11 თებერვლამდე დარჩება.
უწყების ცნობით, ეს ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში პირველი ვიზიტია, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში ხორციელდება.
„ვიზიტის ფარგლებში, ხორვატიის პირველი დიპლომატი საქართველოს აღმასრულ
ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს 20,87 მილიონი ევროს (დაახლოებით, 60 მილიონი ლარი) ოდენობის უსასყიდლო დახმარება გამოუყო მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად რამდენიმე სექტორში - ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება, ცოდნა-უნარების განვითარება და შრომის ბაზრის რეფ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეფასებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ შესაძლოა 20 ათას ადამიანს გადააჭარბოს.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 15 ათასს აღწევს. მათგან 12 ათასზე მეტია თურქეთში და 3 ათასამდე - სირიაში.
სირიაში დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვის გამოთვლას, ისევე, როგორც დახმარების გაწევას, ის ფაქტი ართულებს, რომ სხვადასხვა ტერიტორიებს სხვადასხვა ჯგუფი აკონტროლებს.
მაშველები მესამე დღეა მუხლჩაუხრელად მუშაობე