ზოგადად ყველა ნორმალური ადამიანი იწყებს ნერვიულობას ფრაზაზე – „თქვენ ოღონდ არ ინერვიულოთ! ამიტომ, ვიცი, ახლა ამის თქმას აზრი არ აქვს არც ჩვენთვის, არც ჩვენი პრეზიდენტისთვის. ისიც ინერვიულებს და ჩვენც... ჩვეულება ნამდვილად რჯულზე მტკიცე გამოდგა ზოგიერთისთვის. თუმცა, ამბობენ, დღეს „საქართველოს პრეზიდენტი“ კალისტრატეს ლოცვა–კურთხევის იმედადააო. მაგასაც ვნახავთ, რა ძალა აქვს კალისტრატეს „კურთხევას“. უკაცრავად კი ვარ, მაგრამ როცა კარგად ცნობილ „სამ ასოზე“ გაგზავნიან, სულაც არაა აუცილებელი იქ წასვლა.
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ვერულაშვილმა შესაბამისი განცხადებით საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტს უკვე მიმართა.ამ საკითხის გადასამოწმებლად "ინტერპრესნიუსი" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ირმა ნადირაშვილს და პარტიის პრესსამსახურის უფროს გიორგი პატარაიას დაუკავშირდა, რომელთა თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მათ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.რაც შეეხება მარიკა ვერულაშვილს, მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება, რადგან მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. http:/
ცხოვრება თეატრიაო, სულ ეგ მესმის ბავშვობიდან და მეც ერთი წესი გამომიმუშავდა – მაღვიძარას მესამე ზარზე ვიღვიძებ... თუმცა, როცა წესი ვახსენე, ცოტა არ იყოს, ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდა. ჩვენ –ქალები – წესებს და კანონებს ნაკლებად ვემორჩილებით, „ლოღიკაზე“ რომ არაფერი ვთქვათ. ქალებს წესები არ გვაქვს... ქალებს გვაქვს განწყობა! ამიტომ, გამოთქმა „წესიერი ქალი“ – ცხოვრებისეული აბსურდის გამომხატველი ფრთიანი ფრაზაა და სხვა არაფერი. ჰოდა, ერთი სიტყვით, წესები და წესრიგი თქვენსკენ მოიკითხეთ, ვისაც ჩარჩო–ხელ
,,ადამიანს თავისი საყვარელი ცოლიც კი ბეზრდება, არათუ ხალხს - თავისი მთავრობა. ასე, რომ, გარკვეული დროის შემდეგ ურთიერთობის მოთხოვნილება შეიძლება, ისევ გაჩნდეს. ". ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში - "დავოსი 2013 - ხედვა უკრაინიდან" მონაწილეებისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა ,,გააჩნია ცოლი რისთვის გინდა“_ ასეთია ექსპერტ კახა კახიშვილის აზრი პრეზიდენტ სააკაშვილის მცდელობაზე ახსნას ,,ნაციონალების“ დამარცხების მიზეზები. ინტერნეტფორუმ ,,პლანეტა.გე“–სთან გაკეთებულ კომე
ამ სამუშაო კვირამ და იანვარმა ადიდებული ენგურისგან გადაყლაპული ბორანივით მოგვჭამა ჭირი. რატომღაც მიყვარს ეს "მოკლე –კატო" თებერვალი. რაღაც 2 –3 დღენაკლულია და მაინც რამხელა შეღავათია?! თან თუ ის 2–3 დღე ორშაბათებს ემთხვევა, ხომ საერთოდ... დღეს პირველი თებერვალია. ერთკვირიანი მიკრო–ყვითელი შიმშილი დაძლეული.. გილოცავთ თბილისელებო და დედაქალაქის სტუმრებოც! ზოგადად თებერვალი ეკლექტიკური თვეა – ზოგს სახლიდან ჯერ საახალწლო ნაძვის ხე არ გაუტანია და სავაჭრო ობიექტების სარეკლამო ბანერები მარტის მუქარა
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ,,ნაციონალურ“ მოძრაობას და მის ლიდერს ყავლი გაუვიდა, ამიტომ სააკაშვილის ,,აღსარებები“ და შეცდომების აღიარება, უშედეგო მცდელობაა. ცისკარიშვილმა კომენტარი ინტერნეტფორუმ ,,პლანეტა. გე“–სთან გააკეთა. კიევში გამართულ სემინარზე – ,,დავოსი 2013–ხედვა უკრაინიდან“, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა სუპერ–მენეჯერებად იყო ქცეული და ხალხს არ უხსნიდა რას აკეთებდა ,,ჩვენ სავსებით დარწმუნებული ვიყავით იმაში, რასაც ვაკეთებდით და გვეგონა, რომ ყველას დანა
რა დროს წვიმა იყო? ბუნებასაც აერია უნარ–ჩვევები და ადამიანების რა უნდა გაგვიკვირდეს? წვიმა აკლდა ამ ნერვებაშლილ ქალაქს? პროტესტანტი მიკროავტობუსის მძღოლები არ ეყოფოდა? თქვენი არ ვიცი, მაგრამ, მე ბოლო დღეებია ყოველ დილა–საღამოს „ნეილონის ნაძვის ხე“ მაქვს „ლაივში“. ისე მაინტერესებს, ვის მოუვიდა აზრად პროტესტის ეს ფორმა – ყველაზე მეტად გააღიზიანო და დააზარალო საკუთარი მომხმარებელი? ამაზე თუ დაფიქრდება ვინმე, მოხარული ვიქნები მგზავრების სახელით. დღეს ნახევარი თბილისი გულის ფანცქალით ელის სატრანსპორტ
ნორვეგიაში ხდება ბუნების საოცარი მოვლენა, რომელიც ჩრდილოეთის ციალითააცნობილი. მას ასევე – ავრორასაც უწოდებენ. პოლარული ციალი ორივე ნახევარსფეროს მაღალი განედების ოვალური სარტყელის ზონებში აღინიშნება, რომელთაც დედამიწის მაგნიტური სარტყელი არტყამს, ანუ ავრორალურ ოვალებში. პოლარული ციალი ვლინდება ჩვეულებრივ საზღვრებიდან ჩრდილოეთით ან სამხრეთით. http://all.turebi.ge/wp-content/uploads/2013/01/twip_110224_01.jpg http://all.turebi.ge/wp-content/uploads/2013/01/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%8
ისეთ განწყობაზე ვარ, კაცი რომ ბჭობდა, ღმერთი რომ იცინოდა და კაცს რომ წყინდა... ამიტომ, წასვლას და იძულებით თვალის მოტყუებას ისევ ყავის დალევა ვამჯობინე. ანდა რაღა დროს თვალის მოტყუებაა? დილის 5 საათია. სოფლად ამ დროს მამლები ჩახველებას იწყებენ და საყვარელ აკორდს იმეორებენ მოგუდულად, რომ მოგვიანებით, სუფთა ბგერით იყივლონ... და, ისედაც– ყელამდე კი არა, თავს ზემოთ კიდევ 2 მტკაველით ვართ გადაფარული სხვადასხვა ჟანრის, სქესის და აღმსარებლობის ტყუილებით. ოქროს თევზზე და ნატვრის თვალზე რახანია, აღარ
გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველად ნათლისღება ლერმონტოვის ,,ჩვენი დროის გმირიდან,, დამამახსოვრდა. ალბათ მე-5, მე-6 კლასში ვიქნებოდი. ,,ნათლისღების ყინვები,, ყველაზე-ყველაზეაო და, მახსოვს, ისე შემეშინდა, მაშინვე ბებიაჩემ ზინოჩკას დავახტი თავზე, მაინტერესებდა რა? სად? და როდის? ხდებოდა ეს რაღაც ნათლისღება. წარმოიდგინეთ, არც იმან იცოდა. ) არც გამკვირვებია, ეს ის ოჯახი იყო, რომლის საგვარეულო სასაფლაოზე, კუკიაზე, ჯვრის ნაცვლად მარმარილოში გადაწყვეტილი გადაშლილი ,,კაპიტალი,, იდო, თავისი მარქს-ენგელს-ლენ
ეს გახლავთ ანაკლია, სადაც სულ ნახევარი წლის წინ სიცოცხლე დუღდა …დეპუტარი მარიამ საჯაია ფეისბუქში ანაკლიის ფოტოებს აქვეყნებს. იგი ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს იზრუნოს სამეგრელოს რეგიონის წინსვლაზე, ხელი შეუწყოს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას ან არსებულის შენარჩუნებას. http://www.ireporter...83%98%E1%83%90/
მედიანიუს.ჯი17.01.2013 14:02 აზერბაიჯანში კორუფციის ბრალდებით საქართველოს მიერ ძებნილი ქიბარ ხალვაში დააკავეს. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერატიული-სამძებრო სამუშაოების ჩატარების შედეგად, პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე ქიბარ ხალვაში დააკავეს. მას საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 180, 182, 194, 210, 332, 341, 342 მუხლები აქვს წაყენებული, რომლებიც თაღლითობას, მითვისებას, ფულის გათეთრებას, ყალბი დოკუმენტების გამოყენებას, სამსახურებრივ
– „არა! ასე აღარ ვთამაშობ!..“ ოცნებები უნდა სრულდებოდეს, თორემ უკვე ვიწყებ ნერვიულობას... ხან „ჯერ მაგის დრო არააო!“, მერე,“ რაღა დროს ეგააო!“ და, ამასობაში, კი გავიდა ცხოვრება... ეგ ცხოვრებაც კარგი ტიპია, – რატომღაც, ჩვენი გეგმების კითხვა ეზარება. მერე, ამ სიზარმაცის კომპენსაციად, გვაძლევს შანსს ერთს, ორს, ზოგჯერ სამსაც. „ძველით“ და „ახლით“ ახალი წელი და ბედობა წყვილ–წყვილად აბა რისი ნიშანი უნდა იყოს? მაგალითად, 14 იანვრის ღამეს საქართველოში ყველა ბებიას ეძლევა წლის უკანასკნელი შანს
http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-16-29/23804-irakli-gharibashvili-policiis-reformas-gegmavs.html?lang=ka-GE&utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A+Iveroni+%28Iveroni%29#!artbox/0/ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციის რეფორმას გეგმავს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. ღარიბაშვილის განმარტებით, რებრენდინგი შეეხება, როგორც საპატრულო, ისე კრიმინალურ პოლიციას, უბნის ინსპექციას და დაცვის პო
აფხაზი სეპარატისტები ენგურის ხიდზე ქვეითთათვის ახალი გადასასვლელების გახსნას გეგმავენ და ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ასლან ბჟანიასა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის შეხვედრაზე სწორედ ეს საკითხი იყო განხილული. "შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე არსებული ახალი გადასასვლელი პუნქტების ექსპლუატირების საკითხი",_ იუ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაოდ ზუგდიდის რეზიდენციაში გადადის. გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის რეზიდენციაში გადავიდეს და ქვეყანა იქიდან მართოს . ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა როგორც "რეზონანსი" იუწყება, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პრეზიდენტმა სამეგრელოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. გავრცელებულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახურში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. "
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის, "კალა ფონდის" სტიპენდიანტ სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრას ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც დაესწრებიან. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით, აღნიშნული სტუდენტები ენერგეტიკის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში ჩაერთვებიან. აღნიშნული შეხვედრა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გაიმართება.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო დღეს საკუთარ საიტზე ზუსტ გამოაქვეყნებს სიას,, თუ რომელი პირი რომელი დაწესებულებიდან გათავისუფლდება . ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მინისტრის თქმით, ”მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე ამნისტიის შესახებ კანონს ხელს მოაწერს და ის ძალაში შევა, 13 იანვარს, კვირა დილიდან დაიწყება პოლიტპატიმრების გათავისუფლება”. "პარლამენტის დადგენილები
მიყვარს არა, მიყვარდა ბათუმში, პორტის ყავახანაში, ანუ „ბერეგზე“ ქვიშაზე მოდუღებული ყავის დალევა. იმაზე ადრე გაგრაში მიყვარდა, „კარაველას“ წინ, ფერადი ქოლგების ქვეშ ყავა ყლუპებით. ალბათ, რაღაცას ვიხანგრძლივებდი ქვეცნობიერად... თუმცა, გამოვტყდები, რომ ამ ორ ქალაქზე უფრო მაინც თბილისი მიყვარს, მიუხედავად ყველაფრისა, მიყვარს, თუნდაც ყველაზე ფალსიფიცირებული „ყავის ნარეცხით“... აქ კი რაო? დიქტატურა და ბორშჩი როგორ სჯობს ბაყაყებს და დემოკრატიასო... რა შუაშია და რამ გამახსენა? პასუხისთვის თბილისის ზღ
ჩემს ცხოვრებაში (ისე, როგორც თქვენს ცხოვრებაში) მოიპოვება წამები, რომელთა აკინძვა და, სხვა ძვირფასეულობასთან ერთად, ზარდახშაში შენახვა მინდება. მაშინ, როცა ძალიან მიჭირს, ამ ფაქიზად ასხმულ წამებს ყელზე სამკაულივით ვირგებ და მშველის ისევ თავიდან გასაბრწყინებლად... შეიძლება ზედმეტად „ქალურ– სენტიმენტალური“ რამე ვთქვი, მაგრამ, ბოლო დროს, ამ განწყობაზე ვარ. ალბათ იმიტომ, რომ ახალი ისეთი არაფერი ხდება, ყოველ შემთხვევაში, ჯერ–ჯერობით არაფერი, რომ ყელზე ჩამოსაკიდებლად ღირდეს. უბრალოდ ვაკეთე