ინტერვიუ ეროვნულების ერთ–ერთ ლიდერ სანდრო ბრეგაძესთან ,,პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი წარსული მოღვაწეობით და აწმყოთი არ გახლავთ ის პიროვნება, რომელიც შეიძლება ვიღაცამ მართოს. ეს არის გამორიცხული, რაც არ უნდა ძლიერი მრჩევლები ან ძლიერი გარემოცვა ჰყავდეს მას, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე ფლობს სიტუაციას და მის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი არის მხოლოდ მის მიერ გადადგმული ნაბიჯი. ის შეიძლება რჩევას ეკითხებოდეს ბევრ ადამიანს და ე
თერმოსის ყავას სხვა გემო აქვს... ბავშვობიდან მახსოვს. მოკირწყლული გზა, გრძელი აღმართი, მხარზე გადაკიდებული პატარა ლურჯ და შავ ფერში კუბოკრული თერმოსი, ბუთქუჩა თეთრი თავსახურით. მაგ თავსახურიდან ჩაის მოსმას დამსახურება უნდოდა... ანუ, იმ დღეს კარგი გოგო უნდა ვყოფილიყავი – "პაი ძევოჩკა" და "უმნიცა!" – ადე რა, ზიზინკა! მომშივდა, დროზე წამიყვანე კუკიაზე!... – ეკა! დაანებე თავი მიცვალებულს, არ შეიძლება შეწუხება. – არ წუხდება, მიცინის და ვითომ ძინავს, მაინც ვერ მომატყუებს. ვიცი სადაც უნდა დავუღუტუნო
თუ ადამიანი 80% წყლისგან შედგება, მაშინ ის, ოცნებებისა და სურვილების გარეშე, უბრალოდ ვერტიკალური გუბე გამოდის და სხვა არაფერიო.. ამიტომ, როცა რაიმეზე ან ვინმეზე გიმტკიცებენ, რომ რჩეულია, აუცილებლად დააზუსტეთ ამომრჩეველი და შერჩევის კრიტერიუმები. თქვენც იგივეს გრძნობთ ხომ? ამ ბოლო დროს, რაც უფრო მეტის ამოკითხვას ვცდილობ სტრიქონებს შორის, უფრო ნაკლებად მესმის ღია ტექსტების. არადა ახლა, აპრილის მიწურულს, ყველანაირი ქვეტექსტის გარეშე, ფანჯრის გამოღებას ან მკერდის მოღეღვას რა სჯობს, მაგრამ ვაიდა ვ
ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებაში დიდი ინტრიგა შემოიტანა, როცა განაცხადა, რომ მას დიდი იმედი აღარ აქვს, ერთ–ერთ მინისტრთან ურთიერთობების დალაგება მოახერხოს. ის არ აკონკრეტებს ამ მინისტრის ვინაობას... მასმედიაში კი ვერსიები ვერსიებზე ვრცელდება, ვინ შეიძლება დაკარგოს მინისტრის პორტფელი ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან "მინისტრების ერთი ნაწილი ჩემთვის ძალიან ახლობელია, ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვიყავით, აქედან გამომდინარე არაკორექტული იქნება ჩემი მხრიდან რომელიმე მათგანის დასახელება, როგორც ი
იქ, სადაც ძველად ჩხაოდა ტურა, ჩვენ გავაშენეთ ჩაის კულტურა... სხვა რამეებიც გავაშენეთ, იმის მიხედვით, ვინ და რა სად და როდის ჩხაოდა. ტრადიციული კულტურა ავჩეხეთ, ტყეში ქაცვის მოსავალს მივენდეთ, ამერიკული პეპელა მოვიშინაურეთ, ცხორი!ცხორი!–დან მებოცვრეობამდე ჩამოვყალიბდით. გასაღების ბაზრებიო, უცხოელი ინვესტორებიო, საადგილ–მამულე ბანკებიო და ამასობაში, ჯიში დაგვეკარგა და მასთან მიმართებაში, ყველაფერი საჯიშე... მერამდენედ ვატრიალებთ ჭავჭავაძეებს საფლავში?! დიდი ბატონი ალექსანდრედან – ილიამდე... მაგა
ინტერვიუ ადამიანის უფლებათა დამცველ გიორგი ფარესიშვილთან ,,უშიშროება ყოველთვის ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ისეთი ადამიანებით დაკომპლექტებას, რომლებიც სხვადასხვა გარემოებების გამო, ადვილი სამართავები არიან, პატარკაციშვილის გარემოცვაში მოახვედრეს პიროვნებები, ვინც დაღუპავდა მას და დაღუპეს კიდევაც. იგივე ხდება ივანიშვილის მიმართაც. და მას, თქვენი გაზეთის დახმარებით კიდევ ვაფრთხილებ. ნაციონალური მოძრაობა უნდა გამოცხადდეს დამნაშავე ორგანიზაციად, მაგრამ არ აკეთებენ ამას. არც პრეზიდენტის ი
ინტერვიუ ,,ქართული ოცნების" წევრ მერაბ შათირიშვილთან ,,ყველა რაიონში, ყველა სფეროში და ყველა კუთხე-კუნჭულში ერთი და იგივე სიტუაციაა. ყოველდღიურად იზრდება უკმაყოფილება... მე მიკვირს, არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ივანიშვილს მიაწვდის რეალურ ინფორმაციას? აი, ახლა ვიტყვი ყველაფერს და ამის შემდეგ გამოვიდეს ვინმე, ან დამირეკოს, შემეკამათოს, რომ სურათი სხვანაირია და რამე მეჩვენება. სურათი არის ასეთი: ფაქტობრივად, ყველა რაიონში, ყველა ქალაქში მიდის პოლიტიკური საბოტაჟი, პოლიტიკური სპეკულაცია. მოკლედ
ინტერვიუ პოლიტოლოგ პეტრე მამრაძესთან სტრასბურგში ვიზიტის შემდეგ პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოს სრულუფლებიან ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში – არჩილ გეგეშიძეს პირადი შეხვედრისას განუცხადა, რომ ის დაინტერესებულია საქართველოსთან კარგი ურთიერთობების გაგრძელბით და მზადყოფნას გამოთქვამს, გაიცნოს ახალი ხელისუფლება. საქმე ისაა, რომ სააკაშვილმა პრემიერს ჩაასწრო აშშ–ში, ისევე, როგორც თავის დროზე ის ჩავიდა სტრასბურგში
ინტერვიუ გიორგი ფოფხაძესთან ,,ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა...იმაზე უკეთესი, ვიდრე წინა გამოსვლები იყო საერთოდ. მე ვუსმენ ხოლმე და საქართველოში ის უფრო მკვახედ ლაპარაკობს. სხვათა შორის, ეს იყო გამოსვლა, რომელიც არ იყო სხვისი დაწერილი, საკუთარი სიტყვებით თქვა ის, რასაც ფიქრობდა. მერწმუნეთ, ბიძინა ივანიშვილმა ამით ,,ნაციონალური მოძრაობის" ,,ბლატაობას" დაუსვა წერტილი ევროპაში....მე შეკითხვა დავუსვი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, ჟან კლოდ მინიონს მიხეილ სააკაშვილზ
ინტერვიუ ახალაიების ნათესავთან (2005–2012 წლებში პროკურატურის თანამშრომელი) ,,დათა ახალაიას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილი ბაჩო ახალაიას ლიკვიდაციას გეგმავდა ციხეში (მასაც ჰყავს მერაბიშვილის ახლო გარემოცვაში ინფორმატორები). სწორედ ეს იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ დათა ახალაიამ სოციალურ ქსელში თავისი ცნობილი განცხადება გაავრცელა. ამის შემდეგ ბაჩო ახალაიას სიცოცხლე უფრო მეტად იქნება დაცული. ამასთანავე, დათა ახალაია სამართალდამცავებს მიაწვდის ისეთ ღირებულ მტკიცებულებებს კონკრეტული სისხ
,,გავრცელებული ინფორმაციით, ახალაიები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას და გარკვეული გარანტიის მიღებას ცდილობენ. არსებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირება ზურაბ ადეიშვილმაც სცადა. როგორც ჩანს, მან ამისთვის ნიადაგი იანვარ–თებერვალში მოსინჯა. შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი ერთ–ერთ ინტერვიუში ამბობს: ,,ცოტა ხნის წინ ადეიშვილის ახლობელი დამიკავშირდა და უცხოეთიდან მისი დანაბარები გადმომცა: – ჩემზე ძვირი გული ნუ ექნება, ჩემი ბრალი არ არის, ყველაფე
კვირა არც ისე დიდი დროა ისტორიისთვის, მაგრამ სრულიად საკმარისია ერთი საშუალო ბლოგისთვის საჭირო ამბების მოსაგროვებლად. კვირასაც გააჩნია და ამბებსაც. თუ ისე გაგიმართლა, რომ ერთმა ოქტავამ ორი მნიშვნელოვანი თარიღი გააერთიანა – ერთი ჭეშმარიტად ეროვნული და მეორე აბსოლუტურად ნაციონალური, სალაპარაკოს რა გამოლევს. ჰოდა, ვილაპარაკოთ... საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლის თანახმად, ჩვენ, ადამიანებს, სხვა დანარჩენ თავისუფლებებთან ერთად, გვაქვს სინდისის თავისუფლება, ანუ გინდა იქონიებ ამ რაღაც სინდის
,,იქცევა თუ არა ახალი ხელისუფლების ერთგვარ გამოწვევად კობა დავითაშვილის ინტერვიუ, ამას დრო გვიჩვენებს. საზოგადოებას კარგად ახსოვს პრემიერ–მინისტრის ჟღერადი ფრაზა, – მე ისეთ დემოკრატიას შევქმნი საქართველოში, რომ ევროპას გავაოცებო! პრემიერიც მისივე დანაპირების გამოწვევის წინაშე დგას, საზოგადოება ელოდება მისი ამ დანაპირების შესრულებას და არა მხოლოდ ამას. მაშ, როგორ გავაოცებთ ევროპას დემოკრატიით, თუკი თანაგუნდელის არგუმენტირებული მხილება ხდება ,,ჩხუბის" მიზეზი? ან რატომ უნდა დატოვოს კობა დავითაშვი
"- ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი, და, სხვათა შორის, ... თანდათან უფრო ვრწმუნდები, რომ ადამიანისათვის საჭიროა ჭკუა..." გასაგებია, რომ ყველა კეჟერაძე ვერ იქნება,და ვერც კმაყოფილი, თუნდაც ცენტრალური გათბობის და სხვა კომუნალური პირობების არქონის მიუხედავად. მაგრამ, ბედნიერებისთვის, ზოგჯერ, წიგნების ორი კარადაც კმარა, თაროები, მოხერხებული სავარძელი და ტორშერი - მხარს ზემოთ, ნათურა... დღეს აპრილის ოცდასამ ქულიანი სამშაბათია.
,,ერთადერთი, ვინც გაბედა და ხუხაშვილის ბიზნესწილებზე ალაპარაკდა, ეს იყო ,,სახალხო კრების" წევრი ლაშა ამირეჯიბი: საქართველოში არსებობს 20– მდე მეფრინველეობის ფერმა, რომელთაც იმიტომ შექმნეს ასოციაცია, რომ მათზე ზეწოლა დაიწყო მათ სხვადასხვა მეთოდებით აიძულებენ, რომ შეამცირონ წარმოება. ბიზნესმენები ცოტ–ცოტა რაღაცაში ცოდავენ, თუმცა ესეც არ არის საჭირო. თუ დასჭირდათ ადამიანის ,,გაფუჭება", ხუხაშვილის კლანს ეს არ გაუჭირდება. მის გუნდში მოიაზრებიან მთავარი პროკურორის მოადგილე, ნაცვლიშვილი, ასევე ფინანსთ
,,კულუარებში ლაპარაკობენ, რომ მერაბიშვილი და უგულავა თავის ბედს ბოკერიას გუნდს დაუკავშირებენ, მალე მიშას განუდგებიან და შეეცდებიან, ყველაფერი, რაც ჩაუდენიათ, პრეზიდენტს აჰკიდონო. იმასაც ამბობენ, მიშა და ვანო იმ ღამის შემდეგ ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან, რადგან ვანომ პრეზიდენტს უთხრა, – შენს მეხამრიდად დარჩენას აღარ ვაპირებ, თავში საცემ–სახლელი ჩემიც მეყოფაო. ამ ვერსიას ერთი ფაქტიც აძლიერებს – 19 აპრილის აქციაზე მიხეილ სააკაშვილს არავინ ელოდა, გეგმით, ის იქ არ უნდა მისულიყო. თუმცა, მოულოდნელად მი
,,ნაციონალთა" ვიწრო წრე მართლა გეგმავდა ყველაზე წარმოუდგენელ პროვოკაციებს 19–ში, სისხლის დაღვრასაც და სხვა უბედურებებსაც, ეს, უმთავრესად, სააკაშვილის სურვილი იყო. მისი გათვლებით, ეს მისთვის ხელისუფლების შენარჩუნების და პასუხისმგებლობის არიდების ერთადერთი საშუალება გახლდათ. აღნიშნულ გეგმას მხარს უჭერდნენ ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა. ამ გეგმის განხორციელებაზეც პასუხისმგებლობა მათ იკისრეს. თუმცა, ის არ განხორციელდა, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ერთ ექსცესსაც არ ჰქონია ადგილი....რატომ აი
დედა, რა იყო ეს?...მთეეელი ორი თვით ადრე დაანონსებული აქციიდან რაღაცას ყველა ელოდა...პროვოკაციებს პროვოკაციებზე აცხობდნენ, რა სახის საფრთხეს და საშინელებას არ გვიხატავდნენ...ზოგს ,,ნაციონალების" დათვლა უნდოდა, ზოგს ქვეყნის არევა, რომ მღვრიე წყალში თავისი ოქროს თევზი დაეჭირა, ზოგს იმის თქმა, რომ ,,ცნობა მათი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია"....დიდი ხნის ლოდინის, წვიმიან-თოვლიანი და არა ,,ნებიერა გაზაფხულის" პირზე 19 აპრილიც მოვიდა...ჯერ დილიდან აპირებდნენ რუსთაველის და მიმდებარე ქუჩების
ინტერვიუ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძესთან ,,19 აპრილთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე ვერსია და მათ შორის ერთ–ერთი ასეთია: თუ მოხდა მასობრივი არეულობა, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს საგანგებო მდგომარეობას და ხელში მთლიანად იღებს ძალაუფლებას. როგორ ვითარდება მოვლენები ამის შემდეგ, რა უფლებები აქვს პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით? –მე არა მგონია, რომ ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ ჩვენ ვილაპარაკოთ, როგორია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წესები კონსტიტუციით განსაზღვრ
,,ნაციონალური მოძრაობა" თვითლიკვიდაციის რეჟიმშია! პარტია უნდა განადგურდეს! სააკაშვილმა დააანონსა, რომ 19 აპრილის აქციას არ უერთდება. მას ახლა გაახსენდა, რომ ოპოზიციის აქციებზე სიარული პრეზიდენტის საქმე არ არის, არადა არჩევნებში წაგებულმა პრეზიდენტმა, თავი ოპოზიციის ლიდერად გამოაცხადა! თამაში დასრულებულია, სააკაშვილისგან გამიჯვნისა და მისი მოცილების სპეცოპერაცია კი დიდი ხნის წინ დაიწყო! მოწოდებული ინფორმაციით, ,,ნაციონალების" ლიდერების ნაწილი უკვე გაიქცა, ნაწილი კი 19 აპრილის აქციის შემდეგ გარბ
ვიდრე გასული კვირის შთაბეჭდილებების ქვეშ მოყოლილ ტრამვებსა და ორმოცნაკერიან მოტეხილობებს „ვიჩვენისებდით“ და, ზოგიერთები, „იმ ჩვენისას“ სასწაულებრივ გადარჩენას ზეიმობდნენ, ახალი კვირაც გაოთხშაბათდა... მერე კიდევ მე მეტყვიან – დროის ფასი არ იციო, არც შენი თავის ფასიო... ჩემი ღრმა რწმენით, მაგის მთქმელებს რომელიმე ოთხშაბათს, აუცილებლად გაეყოფა ენის წვერი და ჩახვდებიან საკუთარ მისიას დედამიწაზე, მაგრამ დღეს, როცა ჩემი კაპიტალის ბაზარს ინფლაციის ქრონიკული შიშები სტანჯავს, გადარჩენის შანსიც და
ინტერვიუ ,,რესპუბლიკური პარტიის" ლიდერ და უმრავლესობის წევრ დავით ბერძენიშვილთან ,, მართალია, დათა ახალაიას ადვოკატი გვარწმუნებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული საკმაოდ სკანდალური განცხადება რეალურად ყოფილ მაღალჩინოსანს, ბაჩო ახალაიას ძმას ეკუთვნის, მაგრამ პირადად მე, ეჭვების გასაფანტად მეტი ინფორმაცია მჭირდება. ჯერ კიდევ მაწუხებს საკმაოდ ლეგიტიმური კითხვა _ გამოიყენა თუ არა რომელიმე პოლიტიკურმა პერსონამ ან თუნდაც პოლიტიკურმა დაჯგუფებამ დათა ახალაიას სახელი საკუთარი მიზნების განსახორციელებლა