უჩა ნანუაშვილის განცხადებით, აუცილებელია დაიწყოს მსჯელობა სახალხო დამცველის უფლებამოსილების გაზრდის მიმართულებით. ნანუაშვილი თვლის, რომ სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ და გამოვლენილ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება ავტომატურ რეჟიმში უნდა დაიწყოს. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ნანუაშვილმა განაცხადა, სახალხო დამცველის რეგიონული ოფისები სუსტია და აუციელბელია მათი გააქტიურება. ივერიონი
შეწყალების დოკუმენტს პრეზიდენტმა დღეს მოაწერა ხელი. კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, შეწყალებულთაგან 23 პატიმარს დარჩენილი სასჯელი გაუნახევრდა, დანარჩენები კი საპატიმროებიდან გათავისუფლდებიან. შეწყალებულებს შორის 12 ქალია, მათგან ორს გაუნახევრდა სასჯელი, ათი კი გათავისუფლდება. შეწყალებულებს შორის არიან ისეთი პატიმრებიც, რომელთა შესახებ შუამდგომლობა შეწყალების კომისიაში საპატრიარქოდან შევიდა. რუსთავი 2
ხუთშაბათია და ეს კვირაც უკვე წელში მოიხარა... გარდატეხის პერიოდი აქვს ბუნებას. თოვლი ჯერ მხოლოდ წვიმს...როგორც „ჩვენი ნატო“ იტყოდა, – „ დეკემბერი დადგაო და“... თუმცა, ვისთვის დადგა, ვისთვის გავიდა, ვისთვის გამოვტოვეთ... ჩემს ეზოში ჯერ კიდევ სიმწვანეშემორჩენილ ალვებს მთლად შრიალში ვერ „დავაბრალდებულებ“, თუმცა, სიშიშვლეს შეძლებისდაგვარად უფარავენ რეალობას და, ამისთვის, მადლობა მათ. ზამთარს მოსვლა დაუგვიანდა თუ შემოდგომას წასვლა, მაგაზე ეტაპობრივად ჩამოვყალიბდებით. ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, ვინ
როგორ გინდა აუხსნა პატარას, რომ შაბათ–კვირას დილის 8 საათი თითქმის შუაღამეა? ვერ აუხსნით, ნუ შეეცდებით, ვცადე და ამ წუთებში სახალხოდ ვიძლევი აღიარებით ჩვენებას კრახზე. ბავშვი თავისუფალი და შეუზღუდავია თავის ქმედებებსა და სურვილებში. უფლებებში ხომ საერთოდ... და, ვისაც ასე არ მიაჩნია, მას ყავა ყოველთვის მწკლარტე მოეჩვენება, თუნდაც ორმაგი შაქრით და ნაღებით... ბავშვის კი არა, რაც ქვეყანაში სინდისის თავისუფლება გამოცხადდა, იმ დღის შემდეგ, სინდისი თავისუფლებაზე დანავარდობს და დანავარდობს... დილის
როგორ უნდა ვიყოთ? რაც ჩვენს ცხოვრებას დამართეს, ის დაემართა ომბუდსმენის კანდიდატურასაც, ანუ, სრული გაურკვევლობა გვჭირს. ვისაც ევალება, ან ავალებენ, საზოგადოებაში აქტიურად აღვივებს ეჭვს, რომ დარჩენილ უფლებებსაც გვართმევენ და ომბუდსმენის თანამდებობა, შესაძლოა, ლიკვიდაციას დაექვემდებაროსო. არაა უფლება– არაა დამცველიც! არაა ადამიანი – არაა პრობლემა! ამ უფლებააყრილ საქართველოში ამდენი თუ დაიბრალებდა უფლებადამცველობას, მაგას როგორ ვიფიქრებდი? თუმცა, ისიც ფაქტია, დიდი არჩევენის დროს გადაწყვეტილების
გუშინდელი დილიდან იყო აზრი დღევანდელი ყავის ჩაით ჩანაცვლების. სიმბოლურად და გამონაკლისის სახით... აზრი კოვზივით მოსახერხებელია ტვინის ამოსაზელად. ჰოდა, ჩემმა ამოზელილმა ტვინმა, კატეგორიული უარი განაცხადა არა თუ მწვანე, ცაცხვის უწყინარი ჩაის მიღებაზეც კი. ოღონდ არ მითხრათ, რომ მაწყენარი ჩაი არ არსებობს... ეგ „მაწყენარობა“ 9 წელს ძლებს ორგანიზმში, თუ დააცადე, იქნებ უფრო მეტიც გაძლოს. მაგალითი? – , 80 წლის ბებო ერთმა ქალბატონმა მოსამართლემ გაასამართლა და 3 წელი პატიმრობა მიუსაჯა. ჩვენმა „ჩაიდ
2003 წელი ხაბუმეში გავატარე. მომბეზრდა ქალაქი…. სოფლის სუსხი უფრო სასიამუვნო აღმოჩნდა, ვიდრე თბილისური უმუშევრობა ,უსუსურობის განცდა და ქრონიკული ყოფითი პრობლემები. გამიმართლა.... იმ წელს არ ყინავდა, საკუთარი შეშაც მქონდა და ბუხარიც... პოლიტიკა? ასლან აბაშიძის თანხით, ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი ხიდის გარემონტებას დაგვპირდა. კოშმარი იყო, მანქანით მოძრაობა სოფელში შეუძლებელი გახლდათ და ამიტომ ადგილობრივებმა მეც მთხოვეს წინასაარჩევნოდ დავხმარებოდი. უფ, რამდენი ლექსი მოვისმინე კანდიდატ-მესიებზე
ავდგები და გეტყვით პირდაპირ ყავამშვიდობისას! – მიკიბვ–მოკიბვების და ახსნა–განმარტებების გარეშე. ბოლო დროს ბევრ საუბარს თავს ვარიდებ, ან თავისმართლება გამომდის, ან ჩვენების მიცემა, რაკურსს გააჩნია... მართალია, ყავა დამიგვიანდა, კიდევ კარგი მშვიდობას უფრო ძლიერი მესვეურები ჰყავს. წესით, დასასჯელიც ვარ ჩემი არასტაბილურობის გამო, მაგრამ სტაბილურობა იმდენად შედარებითია... შეფარდებითიც... როგორც ქვეყნის პირველი იურისტი იტყოდა – სხვა დროა, სხვა რეალობა... ლიმონი გამთავებია... სამაგიეროდ მაქვს ფორთ
ქვეყნის პირველი პირი "მაქსიმალურ კომფორტს" არჩევნების შემდეგაც არ იკლებს . თიკა კანდელაკის жжზე გამოქვეყნდა სკანდალური სურათები,სადაც პრეზიდენტი იტალიურ ქალაქ მერანოში კოსმეტიკურ პროცედურებს იტარებს. ფეშენებელურ სანატორიუმ" ესპარ ანრი შერონში" საპატიო სტუმარმა თავისი ოფიციალური წლიური ხელფასის ნახევარი დატოვა. რუსები აქტიურ ყურადღებას აქცევენ მის "დასვენებას" . http://tikandelaki.livejournal.com/ http://lifenews.ru/news/106719
.ძველი ინდიელების ტრადიციით ყმაწვილს სახელი არ ქონდა და უტ-ს ეძახდნენ ვიდრე რაიმე სასახელო გმირობას არ ჩაიდენდა და სახელს არ გაითქვამდა,,,,,უტს მძიმე პირობებში მარტოდმარტოს უნდა შეესრულებინა ისეთი დავალება რომელიც სიძნელებთან იყო დაკაშირებული. ვიდრე ეს არ მოხდებოდა რა ასაკიც არ უნდა ქონოდა ინდიელს კაცების კოცონთან არ დაიშვებოდა და მხოლოდ მცირეწლოვნებთან ქონდა ყოფნის უფლება..........................დღევანდელი კანცლერის პარლამენტური უმრავლესობა ძალიან გავს უტების კრებულს რომელთაც უფლება დართეს დიდ
ახლობელმა მდინარეში გაგრილება შემომთავაზა.... მეც ჩვეულობრივად შევცურე წყალში, მაგრამ 2 წუთი არ იყო გასული , ვიღაც უცხო ტიპი მომეპარა, თავი ლამის მდინარის ფსკერამდე ჩამაყოფინა ,თან როცა გაჭირვებით იქიდან ამოვყვინთე, "პრივეტ " მომაძახა და ცალი ხელი "ჯიგრულად" ამიწია . :| იმდენად დიდი იყო გაოგნება, წინააღმდეგობა ვერ გავუწიე ან რას ვიტყოდი ...3-4 ჯერ გაიმეორა მანევრი , ხოლო ამოყვინთისას გაკვირვებული ვუსმენდი მის რეპლიკებს: -ოჯახში ხომ კარგადა ხართ?! .....ყლუუუუუპ ..... -მამაშენი როგორაა?.
რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გამონახა დრო და უპასუხა პლანეტელთა კითხვებს. რა ბედი ეწევა ლაზიკის პროექტს? რატომ უნდა ავაშენოთ ყულევთან ახალი პორტი? როდის დასრულდება უკვე დაწყებული პროექტები და რას აკეთებს სამინისტრო პროექტების შეუფერხებელი გაგრძელებისთვის http://youtu.be/mxp-SK5vgXI
როგორც ჩანს, უკვე ტრადიციად იქცა ჰელოუინის ღამეს ჩხუბი და აურზაური. არადა ყველაფერი მარტივია- მოითმინე უცნაურ კოსტუმში გამოწყობილი ადამიანების არსებობა.
იმედია მალე მიხედავს ახალი მთავრობა ამ გამოშიგნულ შენობებს... "იმელი", უნივერმაღი "თბილისი", "ცეკავშირი" http://s018.radikal.ru/i527/1210/a7/0e55dc977563.jpg http://s008.radikal.ru/i304/1210/9f/8a2d0eac21cb.jpg http://s017.radikal.ru/i431/1210/6b/57d53909e619.jpg http://s017.radikal.ru/i407/1210/3f/e5cef908a409.jpg http://s018.radikal.ru/i518/1210/9d/5dc9bde59102.jpg http://s019.radikal.ru/i614/1210/0a/9b44f1e242e3.jpg
მეოცე საუკუნის ათიანი წლები ცარიზმის კრიზისი და იმპერიის წინაშე მდგარი სოციალური პრობლემატიკა. .... საქართველოში სოციალ-დემოკრატია დომინირებს. ეროვნული თემა არსებობს,მაგრამ მასების დილემა საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაა და არა ფიქრი ნაციონალურ ფასეულობებზე, რომელიც პოპულარული უფრო თავადურ წრეებშია. ეროვნულ-დემოკრატებიც კი მთავარ თეზისად ზეკლასობრივი პოლიტიკური პარტიის განვითარებას თვლიდნენ ანუ ცდილობდნენ მათდამი სნობიზმის ბრალდება არ ყოფილიყო, ფაქტია- თერგდალეულობამ, მიუხედავად მისი გრანდიოზ