Jump to content
Planeta.Ge

Blogs

მიხიულიუსის კალენდარი, საპოვნელა ოქტომბერში და „ძალადობა“ კოჰაბიტაციის სახელით!

ონორეზე არ ვგიჟდები, მაგრამ რომ თქვა – იქ სადაც ყველა კუზიანია, კარგი აღნაგობა სიმახინჯედ ითვლებაო, ძალიანაც მართალი იყო. სამაგიეროდ, მიყვარს გაბრიელი და მისი „პატრიარქის შემოდგომა“... და ისე ველი წლევანდელ შემოდგომას, როგორც არასდროს ... პარადოქსია, მაგრამ რეალური პარადოქსი – ძალიან ცოტას თუ ჭირდება დღეს მოაზროვნე ადამიანი, მითუმეტეს მართალი. სამაგიეროდ, უაზრო შემსრულებელსა და „საქმის მკეთებელზე“ ტაციაობაა. კიდევ ის, რომ ჯერ კიდევ უმადურობის ჟამი ჟამობს და უკიდეგანო ცნობისმოყვარეობისა. ნუ ხ

katya

katya

სოციალური მომსახურების სააგენტოს აგენტების ტრეფიკინგში ადანაშაულებენ

უმნიშვნელოვანეს სეგმენტს ისევ "ნაციონალური უშიშროება" მართავს   ოქროს მედლის კანდიდატი იყო. მე–9 კლასიდან გამოვიდა და სწავლა სამედიცინო ტექნიკუმში გააგრძელა. წითელ დიპლომზე დაამთავრა. ერთი გამოცდა და ექიმი უნდა ყოფილიყო. გეგმები აირია – მამის ავადმყოფობა, პირადი ცხოვრება, სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი, სამეგრელოს დარბევა, მამის ავადმყოფობა... უჭირდათ. ერთ დღესაც თბილისში გამოიქცა, კომისარიატში ფრონტზე გაშვება მოითხოვა, როგორც ექთანმა. თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ნაწილში ომში გასაშვებად

katya

katya

ბედუკაძის თემა არა კბილაშვილის, არამედ ახალი ხელისუფლების მიმართ გამოწვევაა

,,გასაგებია, რომ ,,ნაციონალები" მოითხოვდნენ თავის ,,მესაფლავეზე" შურისძიებას, მაგრამ ამავე დროს, გააქტიურდა ,,რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი. თურმე, მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა შეცდომა დაუშვა, ბედუკაძე კი არ უნდა გაენთავისუფლებინა, ციხეში უნდა გამოემწყვდია, როგორც წამების ერთ–ერთი მონაწილე. ჟურნალისტები ამის თაობაზე ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილსაც ეკითხებიან...ის ამბობს, ამ საკითხს არ ვიცნობ, გავერკვევი და მერე გიპასუხებთო. ივანიშვილი სიტუაციაში მალევე ერკვევა და განცხადებას ავრცელებს, სად

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

სიბერის გემო და მარტოობის სუნი ფრაგმენტი სერიიდან – "ჩვენც დავბერდებით..."

ყავა შემოგველიაო, გაგვიცივდაო, დაგვიძველდაო... რაღაც ყველაფერი ერთად და ცალ–ცალკე ალბათ...ავირიე... სიცხის ბრალი არაა, ალბათ უფრო სიცხადის...   2 დღის წინ "მუსკომედიასთან" მეგობარს ველოდებოდი. 24–ე სკოლასთან შუახნის მამაკაცი და მის მხარზე მიყრდნობილი , დაქანცული უსაყვარლესი 10–12 წლის გოგონა შევნიშნე. მამაკაცს მუყაოზე კუსტარულად გაკეთებული ფოტო–კოლაჟი ქონდა მუხლებზე ჩამოდებული. ცნობისმოყვარეობამ არ მომასვენა, გადავედი. ახალი არაფერი – მამა–შვილი ავადმყოფი ქალბატონის მკურნალობისთვის დახმარებ

katya

katya

სააკაშვილი ბათუმის ,,შერატონში" არ შეუშვეს

,,რაც ბიძინა ივანიშვილი ყვარლიდან გამოლანძღა, მას შემდეგ მიხეილ სააკაშვილი აჭარაში იმალება. რამდენიმე დღის წინ ბათუმში პოლიტპატიმრები კვერცხებით რომ დახვდნენ, იმის მერე გარეთ მხოლოდ ღამის 3 საათზე გამოდის ველოსიპედითო. სამართალდამცავებმა კვერცხების სროლის მცდელობა მშვიდობიანი ფორმით აკრძალეს, არც არავინ დაუპატიმრებიათ და არც არავინ უცემიათ. წყარო იმასაც გვეუბნება, რომ აჭარის მთავრობას, ცენტრალური მთავრობის დავალებით, მიშა სააკაშვილის ბუღალტერისთვის უთქვამს: ამიერიდან "შერატონსა" თუ სხვა სასტუმრ

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

ივანიშვილის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში ამერიკის ელჩი აქტიურად მონაწილეობს

ინტერვიუ ,,სახალხო კრების" ერთ–ერთ ლიდერ ლაშა ამირეჯიბთან   ,, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ბიძინა ივანიშვილი სერიოზულ ოპოზიციას არ შექმნის, ამიტომ ამბობს, მე კოალიციაში მაქვს საამისო რესურსიო. მიდის გარე ძალების აბსოლუტური იგნორირება. ჩემი ინფორმაციით, ამ საკითხებს ამერიკის ელჩი წყვეტს. ბიძინა ივანიშვილს მეტი გამოსავალი არა აქვს. ეყოლებათ ,,ნაციონალები" კიდევ 3 წელი და 3 თვე პარლამენტში, ვერაფერს ვერ გააკეთებენ. თუმცა აქ ერთი პრობლემაა, ამ ეტაპზე ძალიან სერიოზულად მუშაობენ, ყველაფერს თითზე იხვევენ

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

ლევან ბეჟაშვილს და ნათია მოგელაძეს დაიჭერენ

ინტერვიუ უმრავლესობის წევრ გია ცაგარეიშვილთან   ,,კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანის დანაშაული გამოიკვეთება,ვინც იყო დამკვეთი სახელმწიფოს მხრიდან, ვინც რიცხავდა თანხებს, ვინც იღებდა და ანაწილებდა და ვინც აშენებდა პარლამენტს. ასე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება მიეცეს პასუხისგებაში და დაისაჯოს ამ უმსგავსოების გამო. პარლამენტის შემთხვევა არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი, თუ რა ჯაჭვურად იყო დამნაშავეთა წრე ერთმანეთთან გადაბმული კორუფციის მიზნით... ლაშა თორდიას განცხადებ

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

თბილისის ბიუჯეტიჭამიების რუსთავური ვესტერნი და ნაციონალური პრაიმერის „წარმატებული “პრემიერა ქუთაისის ოპერის თეატრში

რემარკი ხომ გახსოვთ? ამ ქვეყნად ყველაზე საშინელება ისაა, როცა, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს ეჩვევიო... შეჩვევა სახიფათოა! ზოგჯერ შეჩვევა კლავს კიდეც. კლავს გრძნობებს, სიყვარულს, ტკივილს, იდეებს, კლავს იმედს... ჩვენ, დედამიწელები, მშობლიური მზის სისტემიდან, სხვა გალაქტიკებს, „გაცნობის მიზნით,“ სიგნალებს ვუგზავნით სიკეთეზე და კაცთმოყვარეობაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ყურამდე მხოლოდ რაღაცის გამო დასჯილთა სასოწარკვეთილი ხმები აღწევს. რომ ვუფიქრდები, ძალიან დამთრგუნველია სამყაროში ეულად არსებობის

katya

katya

,,ნაციონალებს" ევროსაბჭომ ცივი წყალი გადაასხა

ინტერვიუ საფრანგეთში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძესთან   ,, ევროდეპუტატებში ძალიან დიდი როლი ითამაშა ბოლო კადრებმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმოაჩინა სამალავებში, ციხის კადრებმა არჩევნები მოიგო, ხოლო ადამიანების გაუპატიურებისა და სასტიკი მოპყრობის ბოლო კადრებმა თავდაყირა დააყენა ევროსაბჭოში ვითარება. კომიტეტის მოსმენაზე, ფაქტობრივად, ,,სახალხო პარტიის" გარდა, ყველა პარტიის წარმომადგენლებმა, უარი თქვეს საქართველოს მონიტორინგის საკითხის განხილვაზე. საოცარი რამ მოხდა, კომიტე

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

გადარჩენილი ტყეების ახალი რეალობა – ტყის კოდექსი ყველასათვის!

გადარჩენილი ტყეების ახალი რეალობა – ტყის კოდექსი ყველასათვის! ჩვენ, ქართველებს, ძირითადად, სადღეგრძელოების, ანდაზების და სიმღერის მასშტაბებში გვიყვარს მთაც, ბარიც, ტყეც, ღრეც, მიწაც, წყალიც, სავარგულიც და უვარგულიც, ანუ ის, ყველაფერი, რასაც ფრაზა „მშობლიურო, ჩემო მიწავ!“ აერთიანებს. კანონი ამბობს, რომ ტყე ეროვნული საგანძურია. საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს მოქალაქეებს, დაიცვან, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ ბუნებაზე. ვინ კითხულობდა კონსტიტუციას , „ტყე შეუნახე შვილებსაო!“ მამებს რომ ა

katya

katya

სა–ბრალონი, უ–ბრალონი და ბრალ–ეულნი ანუ ნაციონალური კაპიტალის სამარხები

ჰიუგო იმ შუაშია , რომ “საბრალონი” 20 წლის მანძილზე წერა... წერა და წერა ადამიანის დამცირებაზე იმის გამო, რომ იგი საზოგადოების დაბალ ფენებს ეკუთვნის, ანუ „უბრალოა“, ქალის ზნეობრივ დაცემაზე გაჭირვების გამო და ბავშვების დაძაბუნებაზე უმეცრების ნიადაგზე... ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოში მშიერი ბალღებისთვის პურის მომპარავი ჟან ვალჟანები საკმაოდ მომრავლდნენ. მომრავლდნენ მომპარავი და მოწყალების მათხოვარი პატარებიც. „კანონის დამცველების“ რიცხვის დაზუსტება უმადური საქმეა, ახლა ისე ხშირად ეჯახე

katya

katya

მომავალი პრემიერის კანდიდატურა არ განხილულა – ივანიშვილი ჯერ ფიქრობს

ინტერვიუ განათლების და მეცნიერების მინისტრთან, ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატთან –გიორგი მარგველაშვილთან   ,, მესმის საზოგადოების სერიოზული შფოთი, მაგრამ მოდით, ამ ბუნებრივი შფოთვის შემდეგ დავიწყოთ ამ პროცესის რაციონალური გააზრება. ბიძინა ივანიშვილის წასვლის შესახებ ინფორმაცია ჩემთვის არ იყო ახალი, რადგან ეს ბატონმა ბიძინამ დაახლოებით ორი წლის წინათ გაანდო საზოგადოებას თავის პირველ მიმართვაში. როგორც კი მიმართვა წავიკითხე, არ მიფიქრია, რომ ეს ადამიანი თვალთმაქცობს. მაშინაც მისი პოზიცია აღვიქ

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

ივანიშვილი სააკაშვილს დაიჭერს, ქვეყანას დაალაგებს და მშვიდად წავა

,,სააკაშვილისა და ,,ნაციონალებისთვის" ივანიშვილის განცხადება, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ,,ნაციონალური ოცნების" დასაწყისი აღმოჩნდა, ვადაგასულმა პრეზიდენტმა გორიდან მუშტები დაგვიბრახუნა - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, პრევენციის მიზნით, დიახაც, ჩემი ბრძანებით იქმნებოდა შეიარაღებული დაჯგუფებებიო, მაგრამ ვიდეოკომპრომატები, რომელსაც ჩემი რეჟიმის დროს იღებდნენ, კასრში ამათ ჩადესო...ნაცებმა კი მუქარა მიაყოლეს, ბიძინა წავა და ჩვენ დავბრუნდებით და მერე ნახეთ, თქვენ რა დღეში ჩაგაგდებთო! მარსიდან გა

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

ახალ მთავრობას პიარში უჭირს,– სააკაშვილის ლობისტები კი ძალიან ფუთფუთებენ

ინტერვიუ ევროპაში მოღვაწე ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძესთან   ,, ჯერ ერთი, ამერიკის კონგრესს არ მიუღია არანაირი რეზოლუცია, ეს იყო ერთი კონგრესმენის მიერ დაწერილი ტექსტი და შენ წარმოიდგინე, ამერიკის ელჩიც კი შეიყვანეს შეცდომაში. მეტსაც გეტყვი, როცა ამაზე ერთი ამბავი ატყდა, თეთრმა სახლმაც კი გააკეთა განცხადება, – ამ ფორმის ტექსტს მხარს არ ვუჭერთო. სხვათა შორის, ბოლო დროს დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ მიშას ლობისტები ძალიან ფუსფუსებენ, ვაშინგტონშიც ფუთფუთი მიდიოდა, როცა ევროპარლამენტში კოვზი ნაცარში ჩა

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

ძალიან კომპრომატული საიდუმლო სამალავი, ტოლის მნახველი კოჭი და შიმშილდაძლეული პრეზიდენტის პრემია

ვინ გაცდის ბლოგის კვირიდან–კვირამდე მშვიდობიანად დამთავრებას?! რომ მეგონა, ფინიშს მივუახლოვდი, ისეთი გამოისროლა შსს–მ სამეგრელოდან, ფეხზე დადგა პოზიციაც, ოპოზიციაც, შუაშისტიც და ლგბტ–იც. მტერიც, მოყვარეც და მოშურნეც. თუმცა,მოიძებნება ყოველთვის, ვიღაც, პრეტენზიული, მაინც რომ იტყვის, რატომ ასე და არა ისეო! გიორგი ვაშაძემ რომ თქვა, არ გაგვკვირვებია, მაგრამ აი კოტე გაბაშვილის აქტივობამ ნამდვილად სახტად დაგვტოვა ბევრი. ჩანს, მამობრივმა პასუხისმგებლობამ გაიღვიძა ამ არსებაში, როცა რეალური საფრთხე და

katya

katya

მერაბიშვილის დამალული ქონება

ინტერვიუ უფლებადამცველ ლევან ჩიტაძესთან   ,, მოძრაობა ,,არას" ეგიდით ჩატარდა გამოძიება და ვანო მერაბიშვილის უძრავი ქონების შესახებაც გაირკვა რაღაცეები. მაგალითად, მერაბიშვილს ჰქონდა სიხარულიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი. ეს სახლი იყო სადავო, ის ვანო მერაბიშვილმა წაართვა კანონიერ მფლობელს. არჩევნების შემდეგ ამ სახლის მფლობელი დაბრუნდა საქართველოში და განაცხადა პრეტენზია კუთვნილ ქონებაზე. არა მხოლოდ უძრავ ქონებას ეხება საქმე. ამასთან ერთად, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც საჭიროებ

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

,,ნაციონალებში" მერაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად აღარ განიხილება

ინტერვიუ მთავრობის კანცელარიის ყოფილ უფროს პეტრე მამრაძესთან   ,,,,ნაციონალების" ნარჩენებში თავის გადარჩენის მიზნით დიდი ბჭობა და სერიოზული დაპირისპირებაა იმასთან დაკავშირებით, ვინ წარადგინონ პრეზიდენტობის კანდიდატად. თავიდან თვლიდნენ, რომ დასავლეთის თვალში მომგებიანი იქნებოდა კანდიდატი, რომელიც ციხეში ზის. მათი მიზანი იყო ეყვირათ, საქმე იქამდე მივიდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატიც კი ციხეში ზისო. მაგრამ ,,ნაციონალების" შიგნით მოხდა დიდი დაპირისპირება ვანო მერაბიშვილის კანდიდატურის გამო, დაინახეს

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

უნდა დამთავრდეს სოციალიზმი და სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან განთავისუფლდეს

ინტერვიუ ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან   ,,იუსტიციის საბჭო არის ის ორგანო, რომელიც უნდა იცავდეს თავად მოსამართლეების ინტერესებს და ასევე მოქალაქეებს უკანონო გადაწყვეტილებებისგან. ამჟამად სამართლის კოდექსში აღარ არსებობს მუხლი, რომლის მიხედვითაც, არასწორი გადაწყვეტილების გამო მოსამართლე დაისჯება, რჩება ერთადერთი იუსტიციის საბჭო და იქაც თუ არასწორად წავიდა საქმე, იქით რჩები დასჯილი, რასაც აღარაფერი ეშველება. მე ვერ ვიტყვი, რომ ვინც იუსტიციის საბჭოში აირჩიეს, არიქა, ყველა ტენდენციური და არაპროფესიონ

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

მავნებელი „გ ლ ა რ ჯი“ –ს დასასრულის დასაწყისი

ანუ, გველის თუ არა საქათველოში სიგარეტით „მარიაჟი“?   ბოლო დროს თამბაქოს მომხმარებლებში, ანუ „მწეველებში“ პანიკა შეიმჩნევა. აკრძალვების „დიდი შტურმის“ მოლოდინში ათას რამეს ვარაუდობენ, მათ შორის თამბაქოს ისეთ გაძვირებასაც, რომ, შესაძლოა, სიგარეტი ფუფუნების გამოვლინებად ჩაითვალოს. შესაბამისად, საზოგადოების ფინანსურად უზრუნველყოფილი ნაწილი დარჩება ჯანმრთელობის რისკის ქვეშ, ხოლო ნაკლებად უზრუნველყოფილები ბედს შეურიგდებიან და ფილტვებს უნებურად დაიწმენდენ. 31 მაისს მსოფლიომ კიდევ ერთხელ აღნიშნა

katya

katya

ძალიან მიშ–ხლართული ისტორიები ანუ „ქვე“ და ღია ტექსტების კვირა

თუ ჭკუის კოლოფა კონფუცის დავუჯერებთ, ცხოვრება თავისთავად ძალიან მარტივია, მაგრამ მას ადამიანები გამუდმებით ვართულებთ... ყველაფერი ურევს თუ ყველა ურევს, არ ვიცი, მაგრამ, ვიღაც რომ ურევს, ფაქტია... ამინდია „თხლეი,“ როგორც გურიაში იტყვიან... განწყობა ჭურის ნარეცხადაც ვერ გასაღდება. წვიმსო! რატომ წვიმსო! ? უნდა და წვიმს... ახლა ბუნებას ეჭიდავეთ კიდევ... რა გიყვართ ეს ღია კარის მტვრევა და კატების დევნა ბნელ ოთახებში.. ძალიანაც კარგი თუ წვიმს! ბევრი აქვს ამ ქვეყანას ჩამოსარეცხი და ბევრი დაუბანელიც

katya

katya

,, პანიკას არ ვთესავ, მაგრამ საქართველოში ტერაქტებია მოსალოდნელი"

ინტერვიუ ,,კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილთან   ,, ეჭვი მაქვს, მიხეილ სააკაშვილი მუშაობს რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურებზე, რომლის მიზანია, გვაიძულონ, სახით რუსეთისკენ შევბრუნდეთ და დათმობაზე წავიდეთ. ახლა შეიძლება რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურმა გამოიყენოს სააკაშვილის ეს მანევრი, თვითონ ჩაატარებს ტერაქტებს და სხვას დააბრალებს. მინიმუმ 4 ქვეყნის სპეცსამსახური იბრძვის ჩვენს რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად. ჩვენ და მთელი კავკასია ველოდებით ვილნიუსის სამიტს, როგორ შეაფა

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

ივანიშვილი მითვისებული მილიარდების დაბრუნების სანაცვლოდ ,,ნაციონალებს" პოლიტიკურ ამნისტიას სთავაზობს

,,ვანო მერაბიშვილის დაჭერის შემდეგ სააკაშვილი გვარიანადაა შეშფოთებული და მზადაა, ბევრ ისეთ კომპრომისზე წავიდეს, რომლის გაგონება მას ადრე არც კი სურდა. სააკაშვილი ივანიშვილს სთავაზობს, რომ, თუ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება, მზადაა, საპრეზიდენტო ვადა მშვიდად ჩაამთავროს, ოქტომბერში დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები და გაეცალოს აქაურობას....სააკაშვილი კიდევ ბევრ დათმობაზე მიდის, რადგან ხვდება, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა დაკარგა და მერაბიშვილი ის იარაღია ხელისუფლების ხელში, რომლი

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

დაზღვეული ყავა (გ)აუცრელთათვის, ანუ თქვენც დაბერდებით!

ერთ კლინიკაში, ერთ, არც ისე მშვენიერ დღეს, არც ისე პატარა სკანდალი აიწია: პულმონოლოგმა ხელფასის გაორმაგება მოითხოვა იმ არგუმენტით, რომ ფილტვი ორია. ოტო–ლინო–ლარინგოლოგმა ეს რომ გაიგო, მაშინვე გაასამმაგა გასამრჯელო. ამ ეტაპზე კლინიკის მეპატრონე მხოლოდ იმედოვნებს, რომ სტომატოლოგს ოცნება არ უყვარს... ხუმრობა – იქით, საქმე –აქეთ და გუშინ იყო პირველი დილა, როცა ყავის სურნელმა სასტიკად გამაღიზიანა. არ ვიცი იმიტომ, რომ მე ვერ მოვასწარი დალევა, არ ვიცი, იმიტომ რომ არ შემიპატიჟეს, მაგრამ ფაქტია – გ

katya

katya

×
×
  • შექმენი...