Jump to content
Planeta.Ge

Blogs

"45 წლის ვარ - 7 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებია. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვაბარებ" - ვინ არის ქალი, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს

ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს წელს 45 წლის ქალი, 7 შვი­ლის დედა და ორი შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბია აბა­რებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე, "ფე­ის­ბუქ­შია" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. მეგი თა­თეშ­ვი­ლი თა­ვის ამ­ბავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას უყ­ვე­ბა: "45 წლის ვარ - 7 შვი­ლის დედა და 2 შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბია. წელს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს ვა­ბა­რებ. ამ ასაკ­ში მი­ღე­ბუ­ლი ჩემი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბევ­რის­თვის ალ­ბათ უც­ნა­უ­რია…1995 წელს ჟურ­ნა

თბილისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა

თბილისში, ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, მე-8 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. როგორც “ინტერპრესნიუს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. იპნ

კელი დეგნანი - საქართველოსა და უკრაინას ერთი მტერი ჰყავს, ამ აგრესიულ მოწინააღმდეგესთან გაერთიანებულები უნდა იყვნენ - იმედი მაქვს, დიპლომატიური დისკუსიების, პირადი საუბრების მეშვეობით მოახერხებენ, განსხვავებულობის დაძლევას

საქართველოსა და უკრაინას ერთი მტერი ჰყავთ, ამ ძალიან აგრესიულ მოწინააღმდეგესთან გაერთიანებულები უნდა იყვნენ. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. “რა თქმა უნდა, ჩემზე არ არის უკრაინასა და საქართველოს შორის ოფიციალური კომუნიკაციის კომენტირება დამოკიდებული. თვალსაჩინოა, რომ ახლა ძალიან დაძაბული პერიოდია. რუსეთი უზარმაზარ ზეწოლას ახორციელებს უკრაინაზეც და საქართველოზეც. დასაწყისიდან ჩვენ რაც ბევრჯერ ვთქვით, არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი გამარჯვების შემდეგ მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც თავისუფლებას აფასებს, გილოცავ 4 ივლისს, ამერიკა - უკრაინის იმედი გქონდეთ

აშშ-ს ყოველთვის შეუძლია უკრაინის, როგორც მოკავშირის, იმედი ჰქონდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “მსოფლიო ნათლად ხედავს, რომ ახლა ის, ვინც უკრაინასთან დგას, თავისუფლებას იცავს. და ჩვენი გამარჯვების შემდეგ მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც თავისუფლებას აფასებს. გილოცავთ 4 ივლისს, ამერიკა! და, გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ თავისუფალთა და მამაცთა კოალიციაში თქვენ ყოველთვის შეგ

სურსათის ეროვნული სააგენტო - ბოლო ორ თვეში საქართველოში ტრიქინელოზის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში ტრიქინელოზის მეოთხე დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სააგენტო განმარტავს, რომ 3 ივლისს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შევიდა შეტყობინება ტრიქინელოზის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევის შესახებ. პაციენტების განცხადებით, ისინი რეგულარულად ყიდულობდნენ ღორის ხორცს ხუდადოვის ქუჩაზე, სადაც სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსი

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება. ამჟამად სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, 18 თვით გადავადებისათვის 2 000 ლარს შეადგენს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პირვანდელი ვარიანტით მოსაკრებლის ოდენობა 10 ათასი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, რაც საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვის დროს პროექტიდან ამოიღეს. დღევანდელ სესიაზე კი ცნობილი გახდა, რომ კანონით ჯარში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნ

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი - ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 494 ბავშვია დაღუპული, სხვადასხვა სიმძიმის ხარისხის დაზიანება არა ნაკლებ 1036 არასრულწლოვანს აქვს მიღებული

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 494 ბავშვია დაღუპული. გარდა ამისა, ბავშვთა საქმეებზე მომუშავე პროკურორების თქმით, სხვადასხვა სიმძიმის ხარისხის დაზიანებები არა ნაკლებ 1036 ბავშვს აქვს მიღებული. უწყების მონაცემებით, დაზარალებული ბავშვების ყველაზე დიდი მაჩვენებელი დონეცკის - 472, ხარკოვის - 285, კიევის - 129, ხერსონის - 113, ზაპოროჟიეს - 91, ნიკოლაევის - 89, დნეპროპეტროვსკის - 83, ჩერნიგოვის - 71 და ლუგანსკის ოლქებზე - 67 მოდის. „მოც

„ეს არის დამსჯელობითი ღონისძიება“ | სასწრაფოდან ექიმები გაათავისუფლეს

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები, ექთნები და მძღოლები, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში ანაზღაურების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ, ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები დაიწყო. მორიგი საპროტესტო აქცია მათ დღეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ტრენინგცენტრთან გამართეს. მათი თქმით, ქვეყნის მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი გამოცდებში მიზანმიმართულად ჩაჭრეს და სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები კი ის პირები არიან, რომლებიც ა

კიტრი 50%-ით გაძვირდა - რომელი ქვეყნებიდან შემოდის პროდუქტი ქვეყანაში?

2023 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.1 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემებით ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საკვებ პროდუქტებს შორის ყველაზე მეტად - 50%-ით გაძვირდა კიტრი.

228 183 მსესხებელი საქართველოში ე.წ. „შავ სიაშია“

საქართველოში მსესხებლების 11,8%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან. „კრედიტინფოს“ 2023 წლის მაისის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 228 183 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 463 440 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, მაისის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 932 796 ადამიანს აქვს, ჯამში 40 106 806 146 ლარის მოცულობის. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 82.7% საბანკო სექტორზე მ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ბაიდენი მხარს უჭერს ჩვენს მომავალს ნატო-ში, მაგრამ ახლა უკრაინის ალიანსში მიწვევა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის განსაკუთრებით დიდი მოტივაცია იქნება

ზელენსკი მოუწოდებს ბაიდენს უკრაინის ნატო-ში დაუყოვნებლივ მიწვევისკენ, თუნდაც ალიანსში გაწევრიანება ომის დასრულებამდე არ მოხდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ბაიდენი მხარს უჭერს ჩვენს მომავალს ნატო-ში, მაგრამ ახლა უკრაინის ალიანსში მიწვევა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის განსაკუთრებით დიდი მოტივაცია იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, მას ესმის, რომ უკრაინა ვერ გაწევრიანდება ნატო-ში ომის დასრულებამდე, თუმცა აღნიშნა

სოფელ ველისციხეში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელებს – 1952 წელს დაბადებულ გ.კ.-ს და ამავე წელს დაბადებულ მ.ზ.-ს

ბექა ლილუაშვილი - 12 რეკომენდაციის სრულად შესრულების გეგმის ნაცვლად, მოვისმინეთ სულ მცირე 12 ტყუილი, ხელისუფლება განაგრძობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის დივერსიას

კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე ოთხი თვით ადრე, დღეს, შესასრულებელი 12 რეკომენდაციების სრულად შესრულების გეგმის ნაცვლად, მოვისმინეთ სულ მცირე 12 ტყუილი. ხელისუფლება განაგრძობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის დივერსიას და ამით ალიბის შექმნას პასუხისმგებლობისგან გაქცევისთვის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, მსგავსი მანიპულაციების საშუალებით საზოგადოების ყურადღება კვლავ მიმართოს სტატუსის მიღება

გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია უწყებაში აცხადებენ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებს. სააგენტოს ცნობით, კვლევების შედეგად ისაზღვრება ზღვის წყლის ქიმიური პარამ

ქართველმა მწერლებმა პატივი მიაგეს რუსეთის იერიშისას დაღუპული უკრაინელი კოლეგის ხსოვნას

უკრაინელი მწერალი ვიქტორია ამელინა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებს სწავლობდა, მოსკოვის მორიგ იერიშს თავად შეეწირა. 37 წლის ქალს, სხვებთან ერთად, ქართველმა მწერლებმაც მიაგეს პატივი კიევის ეკლესიაში მიტანილი სამგლოვიარო თაიგულით. უკრაინის პენცენტრის თანახმად, ვიქტორია ამელინა 27 ივნისს, კოლუმბიელი მწერლებისა და ჟურნალისტების დელეგაციასთან ერთად, ქალაქ კრამატორსკის ერთ-ერთ რესტორანში სადილობდა, როცა რუსეთმა ქალაქზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მძიმედ დაჭ

საია: 8 მარტს დაკავებულების საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შსს სამართალდამრღვევად ცნო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 8 მარტს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების საქმეზე შსს სამართალდარმღვევად ცნო და სახდელის სახით 500 ლარის გადახდა დააკისრა. „საქმე შეეხება 2023 წლის 8 მარტს, ქალაქ თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლების სავარაუდო დარღვევისა

3-7 ივლისს ზესტაფონში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ195-196 (ქ. ზესტაფონი) მონაკვეთზე, 2023 წლის 3 - 7 ივლისს, დაგეგმილია პირველი და მეორე მთავარი სარკინიგზო ლიანდაგების კვეთაზე არსებული გადასასვლელების კაპიტალური შეკეთება, რის გამოც, 3, 4, 5, 6 და 7 ივლისს, ყოველდღე 10:00 სთ-დან, 18:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დროის აღნ

ოლექსი დანილოვი - ვმოქმედებთ მშვიდად, აწონ-დაწონით, ნაბიჯ-ნაბიჯ

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, ნომერ პირველ ამოცანას უკრაინის ჯარისთვის რუსული არმიის ცოცხალი ძალის, ტექნიკის, საწვავის საწყობების, საბრძოლო კომპლექტების, სამეთაურო პუნქტების, არტილერიის და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განადგურება წარმოადგენს. მისივე თქმით, უკრაინული მხარე მოქმედებს მშვიდად, აწონ-დაწონვით და ნაბიჯ-ნაბიჯ. „მეტი ტექნიკაა განადგურებული - მეტი ტერიტორია არის გათავისუფლებული. რაც უფრო ეფექტურია პირველი, მით მეტია მეორე. ვ

დონბასში რუსული სპეცრაზმის მეთაური მოკლეს

დონბასში რუსული სპეცრაზმის მეთაური, პოლკოვნიკი ევგენი პისარენკო, მეტსახელად „დიდი“ მოკლედ. პისარენკოს ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას სპეციალური დანიშნულების რაზმის, „ახმატის“ ხელმძღვანელი აფთი ალაუდინოვი ავრცელებს. ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმი „ახმატი“ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველი დღიდან იღებს. იპნ

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებაზე უკრაინის არმია წარმატებით აღწევს დასახულ მიზნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის, ანდრეი კოვალიოვის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებაზე უკრაინის არმია წარმატებით აღწევს დასახულ მიზნებს. მისივე თქმით, რუსულ ჯარს დიდი დანაკარგი აქვს. კერძოდ, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულია 770 რუსი სამხედრო, განადგურებულია 32 საარტილერიო სისტემა, 29 უპილოტო და 9 საბრძოლო ჯავშანმანქანა. „ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთით თავდაცვის ძალები აგრძელებენ ზეწოლას, წარმატებით იბრუნებენ მოწინააღმდეგის მიერ ადრე დაკავებულ პოზიციებს”

ბექა ლილუაშვილი - დღეს არანაირი უპირატესობა “ქართულ ოცნებას” “ნაციონალურ მოძრაობასთან” აღარ შერჩა (ვიდეო)

“დღეს არანაირი უპირატესობა “ქართულ ოცნებას” “ნაციონალურ მოძრაობასთან” აღარ შერჩა. 2010, 2011, 2012 წლის, მათთვის კარგად ნაცნობი ავტორიტარული რეჟიმის ელემენტებს იყენებს ყოველდღიურად. შესაბამისად, როგორც დაასრულა ნაციონალურმა მოძრაობამ, ისე დაასრულებს ეს ხელისუფლებაც მმართველობას. რაც უფრო მეტად გაამყარებს ამ რეჟიმს, მით უფრო სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი.”   ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 358064276_1959152757791125_8795509724744753292_n.mp4

ბერდია სიჭინავა - სააკაშვილი რომ დღეს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში ფაქტორია, "ქართული ოცნების" დანაშაულია (ვიდეო)

მე და საქართველოს ყველა მოქალაქემ ვიცით და არავისგან  გვესწავლება, რომ პატიმრის მიმართ არ შეიძლება დამცინავი დამოკიდებულება გქონდეს - არ შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ემპათია არ გაგაჩნდეს, მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ამ ადამიანის (სააკაშვილის) დამოკიდებულება, როგორც საკუთარი ჯანმრთელობის, ისე პარტიის მიმართ, პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბრით არის პარაზიტული, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ გადაცემაში "პირველი ხაზი" განაცხადა. მისი

უახლოეს მომავალში უკრაინა ათობით Leopard 1-ს მიიღებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, უახლოეს კვირებში უკრაინა გერმანიისა და დანიისგან ათობით Leopard 1-ის ტიპის ტანკს მიიღებს. მისივე განმარტებით, ამა წლის მაისში გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მიიღო. „უახლოეს მომავალში უკრაინა ათობით საბრძოლო ტანკს მიიღებს. ამ ქვეყნისთვის 2,7 მლრდ. ევროს ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი მივიღეთ, რომელიც შეიარაღებაში მის მოთხოვნილებას ითვალისწინებს, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები IRIS-T SLM“, -
×
×
  • შექმენი...