Jump to content
Planeta.Ge

Blogs

დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება - პრეზიდენტი

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შესაბამის ორგანოებს „პრაიდის ფესტივალის” უსაფრთხოდა ჩატარებისკენ მოუწოდებს. 2023 წლის პრაიდის კვირეული თბილისში 2 ივლისს დახურული ღონისძიებით გაიხსნა, 6 ივლისს კი საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია გაიმართა აქტივისტების, დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისა და სხვათა მონაწილეობით. 8 ივლისს დასკვნითი ღონისძიება პრაიდ ფესტივალი გაიმართება. ჰომოფობიური ჯგუფები აორგანიზებენ ძალადობას და ფესტივალის  ჩაშლა სურთ. პუბლიკა

შს მინისტრის მოადგილე - პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა 100%-იანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია - სიტუაციის სტაბილიზაციისთვის საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობს

დღეს პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა ყველა აქციაზე შეუძლებელია, 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით როდესაც გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი - ამ რისკებზე ვსაუბრობდით, მაგრამ კონტრაქციის მონაწილეების ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული ყოფილიყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განუცხადა, სადაც „პრაიდ

„პრაიდ ფესტივალის” მოწინააღმდეგეებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე განთავსებული სცენა დაარბიეს და ინვენტარის ნაწილი დაწვეს

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე “პრაიდ ფესტივალისთვის” გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეთა ჯგუფი ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, ცდილობდნენ „პრაიდ ფესტივალის” მონაწილეები ენახათ, თუმცა ისინი მათ ადგილზე არ დახვდათ. ამის შემდეგ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ტერიტორიაზე განლაგებული ინვენტარი დააზიანეს. ლისის ტბის როგორც შიდა ისე გარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. პალიტრა

მიხეილ დაუშვილი - "ოცნება" ცდილობს, მოსახლეობისთვის სენსიტიური თემა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენოს, ეს მათი პროპაგანდსიტული ხაზია (ვიდეო)

“ყველა ადამიანს აქვს უფლება რამე მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, ამის უფლებას ვერავინ ვერავის წაართმევს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია, როგორც მორალურად, ასევე კანონმდებლობითაც. ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა ერთის მხრივ ძალადობის პრევენცია, როცა ნიშნებს წინასწარ ხედავს და მეორეს მხრივ, თუ მაინც განხორციელდა მსგავსი ქმედება, მყისიერი რეაგირება და მოძალადეების დასჯა. მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, “ოცნება” ცდილობს ნებისმიერი თემა, რომელიც არი

ვოლოდიმირ ზელენსკი კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა ომში დაღუპული მებრძოლების საფლავებს პატივი მიაგო და მადლობა გადაუხადა თითოეულ უკრაინელს, რომელიც ომის 500 დღის განმავლობაში ქვეყანას იცავს. „დღეს ჩვენ კუნძულ ზმეინზე ვიმყოფებით, ჩვენს კუნძულზე, რომელსაც არასოდეს დაიპყრობს ოკუპანტი ისევე, როგორც მთელს უკრაინას. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენს უკრაინელ გმირებს, ყველა მეომარს, ვინც იბრძოდა ამ კუნძულისთვის, ვინც გაათავისუფლა ის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პატარა მ

გაერო - უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 9 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 9 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 500-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნოელ კალჰუნმა განაცხადა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი შეიძლება ბევრად მეტი იყოს, ვიდრე ოფიციალურადაა დადასტურებული. ამასთან, გაერო-ს მონაცემებით, მაისსა და ივნისში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც წლი

უკრაინის აღმოსავლეთ სარდლობა - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან წინ ერთ კილომეტრზე მეტით წაიწიეს

უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით ერთ დღეში წინ ერთ კილომეტრზე მეტით წაიწიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა. „თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით აგრძელებენ ინიციატივის შენარჩუნებას, მტერზე ზეწოლას, თავდასხმის ოპერაციებს და ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე გადაადგილებას. კერძოდ, გასული 24 საათის განმავლობაში იქ კილომეტრზე მეტი დაიფარა”, - განაცხადა ჩერევატიმ. მისი თქმით, რუსები ამ მიმართულებით მცირე კ

კახაბერ ქემოკლიძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც ინსტიტუციის პრობლემა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ხედვაა (ვიდეო)

“ჩემი აზრით, წელს ეს დოკუმენტი არის მკაფიოდ პოლიტიზირებული. ასეთი ტიპის ყოველწლიური ანგარიშისთვის ეს თავისთავად პრობლემაა, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კანონმდებლობით არის ნეიტრალური ინსტიტუცია. იმის ნაცვლად, რომ ანგარიშით საზოგადოებას ეჭვებს უქარწყლავდეს, პირიქით ეჭვების ინსტუმენტალიზებას უწყობს ხელს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც ინსტიტუციის პრობლემა რა არის იცით?! პრობლემა არ არის არაპროფესიონალიზმი საშუალო და დაბალ რგოლშ

თეთრი სახლი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს და მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს

თეთრი სახლი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი. ექსკლუზიურ კომენტარში, რომელიც თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას მისცა, ნათქვამია, რომ საქართველო რჩება ნატოს „ურყევ პარტნიორად“. „ბაიდენის ადმინისტრაციის საქმიანობის დასაწყისიდანვე მან პრიორიტეტად დაისახა ამერიკის ლიდერობის აღდგენა მსოფლიო ასპარეზზე და ჩვენი ალიანსების აღორძინება, მათ შორის ნატო

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა. ამის შესახებ იგი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე საკითხი დაასახელა, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტთან განიხილავს, მათ შორის „მშვიდობის ფორმულას“, უსაფრთხოების გარანტიებს და ე.წ. მარცვლეულის ინიციატივას. “მოვლენებით სავსე დღეს თურქეთში ვამთავრებთ. მოლაპარაკებები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. პოზიციების კოორდინაცია მშვიდობის ფორმულაზე, ნატო-ს სამიტზე, უსაფრთხოების გარანტიებსა და მარცვლეულის ინიციატივაზე.

შსს - ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს - ერთ-ერთმა დაკავებულმა ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის 16 წლის ლუკა აბულაძე განზრახ გადაყარა წყალში და სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, ზღვაში 16 წლის ლუკა აბულაძის მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავა. ერთ-ერთს ბრალად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება, ორს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა. უწყების ინფორმაციით, ზ.ს.-მ მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლუკა აბულაძე განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შ

პრეზიდენტი - საქართველოსთვის ეკონომიკური მდგრადობა რუსების შემოდინებასთანაა დაკავშირებული, რომლებმაც შემოიტანეს ვალუტა და შექმნეს ახალი ბაზარი, ეს საკმაოდ სახიფათოა - რუსეთი ცდილობს, ომი, რომელსაც უკრაინაში აგებს, ჰიბრიდული ფორმით აქ განახორციელოს

ევროპის სიმტკიცე ჩვენთვის ფუნდამენტურია, რათა ევროპული პერსპექტივა კანდიდატის სტატუსად გადაიქცეს, რეალობაში, როცა რუსეთი ცდილობს ომი, რომელსაც უკრაინაში აგებს, ჰიბრიდული ფორმით აქ განახორციელოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Rencontres Économiques d'Aix-en-Provence-ის ეკონომიკური ფორუმზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა ვრცლად ისაუბრა ევროპის ერთიანობაზე, მისი თქმით, ევროპამ უკვე აჩვენა, რომ ძალა შეინარჩუნა და შეინარჩუნებს. ეკონომიკური გამოწვევების კონტექსტში

აშშ ადასტურებს, რომ სამხედრო დახმარების პაკეტში, რომელიც უკრაინას გადაეცემა, კასეტური ბომბებიც შედის

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის კასეტური ბომბების გადაცემას ადასტურებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოლიტიკურ საკითხებში მოადგილემ კოლინ კალმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სამხედრო დახმარების პაკეტში, რომელიც უკრაინას აშშ-ის არმიის მარაგებიდან გადაეცემა, შედის კასეტური ბომბები, 155 მმ კალიბრის საბრძოლო მასალა (ორმაგი დანიშნულების DPICM საბრძოლო მასალა), 105 მმ ჭურვები, ასევე საბრძოლო მასალა Patriot და HIMARS სისტემებისთვის. ამას გარდა, აშშ კიევს დამატებით

პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე ინფორმაციას ითხოვს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია. თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელსაც მხოლოდ 22-მა დეპუტა

9 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით მისი მამინაცვლის მამა დააკავეს

პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელიც თავისი შვილის 9 წლის გერზე ფიზიკურად ძალადობდა. უწყების თქმით, კაცს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. ძალადობის შესახებ პირველად ორი დღის წინ სოციალურ ქსელში მეზობელმა დაწერა. ქალი იხსენებდა, რომ 9 წლის ბავშვს მამინაცვლიოს მამა ფიზიკურად თვითმხილველების თვალწინ გაუსწორდა. „ნაცემმა ბავშვმა თავის მეგობრებს უთხრა, 10 წ

სუს-ის საქმიანობის ანგარიში ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს არ პასუხობს – DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში  ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს არ პასუხობს. დღეს, 7 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს პარლამენტს  3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარადგენს. წინა წლების პრაქტიკის მსგავსად, პარლამენტს ანგარიშს სუს-ის უფროსის მოადგილე აცნობს, რაც DRI-ის შეფასებით, პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა. რადგან ორგანიზაციის განცხადებით, სწ

„აფხაზეთის ხალხთა კონგრესის“ თავმჯდომარის აზრით, შესაძლოა გალის რაიონმა კოდორის ხეობის ბედი გაიზიაროს

ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრმა და „აფხაზეთის ხალხთა კონგრესის“ თავმჯდომარემ დავით ფილიამ ეგრეთწოდებულ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან, 6 ივლისს გამართულ შეხვედრაზე, გალის რაიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ფილიას თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში გალის რაიონის მოსახლეობა 40 %-ით შემცირდა. „საბჭოთა კავშირის დაშლამდე, სამურზაყანოს ისტორიულ ტერიტორიებზე 92 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს აღმოსავლეთ აფხაზეთში მხოლოდ 55 000 სამურზაყანოელი ცხოვრობს. იქაურობას, უფრო მეტად, ახ

ბერდია სიჭინავა - როცა ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინტერესებს ეხება საქმე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდებიან ხოლმე სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები (ვიდეო)

“როცა ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინტერესებს ეხება საქმე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდებიან ხოლმე სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები. ერთი ადამიანის მსახურებაშია გადასული ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია. მთავარი ის არის, რომ სახელმწიფოს დახმარებით მიღებული სიკეთეები ელიტური ოჯახების ჯიბეებში ილექება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო წინასაარჩევნო მზადება და საზოგადოებას სიგნალი გაუგზავნა, როგორი იქნება ეს პერიოდი. მათ აწყობთ მოცემულობა, რომ ნაციო

FDA-მა ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატს სრული ავტორიზაცია მიანიჭა

ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატს სრული ავტორიზაცია მიანიჭა, რაც გულისხმობს, რომ სადაზღვევო კომპანიები ამ პრეპარატით დაავადების მკურნალობის ხარჯების დაფარვას დაიწყებენ. როგორც გამოცემა ABC წერს, წამალ Leqembi-ის გამოყენება შეეძლებათ დემენციისა და ალცჰაიმერით გამოწვეული სხვა სიმპტომების მქონე ადამიანებს. ესაა პირველი პრეპარატი, რომელმაც აჩვენა, რომ მას დანამდვილებით შეუძლია შეანელოს დაავადებით გამოწვეული კოგნიტური დაქვეითებ

ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორად დაბრუნდა

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორად დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საჩხერის სამედიცინო ცენტრში დაუდასტურა. ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2019-2021 წლებში იკავებდა. მინისტრად დანიშვნამდე კი ის 2015–2019 წლებში „საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების“ გენერალური დირექტორი იყო. ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ კი ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა. ნე

ზესტაფონი-თერჯოლას გზაზე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

ზესტაფონი-თერჯოლას გზაზე, „რომპეტროლის“  ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი თხევადი აირის ავზის აფეთქებამ გამოიწვია. მათივე ცნობით,  შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ფოტო: ფორმულა ნეტგაზეთი

გალში სამხედრო ინფრასტრუქტურას აშენებენ

აფხაზური მედიის ცნობით, დე ფაქტო ვიცე პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაათვალიერა. როგორც apsadgil.info წერს, გალის რაიონში მშენებარე ინფრასტრუქტურის ინსპექტირება ასევე უშიშროების საბჭოს მდივანის, სერგეი შამბას და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის, რაულ ლოლუას მიერ განხორციელდა. რა ტიპის სამხედრო ინფრასტრუქტურულ პროექტზეა საუბარი, აფხაზურ მედიაში დაკონკრეტებ

სოფელ მეჯვრისხევიდან დღეს დილით ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს

შიდა ქართლის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილის, ალექსი ბატიაშვილისგან გახდა ცნობილი. საკითხზე მან პარლამენტში, სუს-ის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. მისი ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები. 5 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტ
×
×
  • შექმენი...