Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით ოპერირებას მიმდინარე წლის ივნისიდან იწყებს

ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას მიმდინარე წლის ივნისიდან იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანია ევროკავშირის „შავ სიაში“ არ არის. „Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი - თბილისი - სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკე

კელი დეგნანი - ვფიქრობ, რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის შეშფოთება სამართლიანია - მათ სურთ, იცოდნენ, რა ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს

პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მეტწილად სარგებელს მოუტანს არა საქართველოს, არამედ რუსეთის მოქალაქეებს, შესაძლოა, მილიონ მოქალაქეს, რომლებსაც სურთ საქართველოში ჩამოსვლა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისივე თქმით, გასაგებია, რატომ არის ქართველი ხალხი შეშფოთებული, რატომ სურთ, იცოდნენ, რა ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. „მესმის

გამოვლინდა 17 პროდუქტი, რომელიც მავნე ნივთიერებას შეიცავს

ევროკავშირის არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემის ინფორმაციით, ცნობილი ბრენდების კიდევ 17 პროდუქტი გამოვლინდა, რომელიც მავნე ნივთიერებას შეიცავს. ესენია ,,ნივეას,“ ,,ლ’ორეალის,“ ,,დავის,“ ,,ინტეზას,“ ,,ქლეარის,“ ,,ექსეს“ და ,,პალმოლივის“ პირადი ჰიგიენის საშუალებები და კოსმეტიკა. ყველა მათგანი შეიცავს butylphenyl methylpropional (BMHCA)-ს, რაც ამ პროდუქტების ეტიკეტებზეა მითითებული. ნივთიერების სისტემატური მოხმარება საფრთხეს უქმნის ადამიანის რეპროდუქციულ სისტემას და მუც

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო EU-ს საპირისპიროდ შეაბრუნოს“ – იან ბონდი

იან ბონდი, რომელიც ყოფილი ბრიტანელი დიპლომატი და ამჟამად მკვლევარია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა „ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა [ევროკავშირის] საპირისპირო მიმართულებით შემოაბრუნოს“. „რონდელის ფონდის“ მიერ გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე „ევროპული რეფორმის ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის დირექტორმა იან ბონდმა აგრეთვე თქვა, რომ მოსკოვის მიერ პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვის მოხსნა არის „ქრთამი“ და რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გახსნილი „მეორე ფრონტის“ ნაწილი. მისივე თქმით,

რატომ არ შემოაქვთ ჩუტყვავილის ვაქცინა — მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, რატომ არ შემოაქვს მთავრობას ქვეყანაში ჩუტყვავილის ვაქცინა. მისი თქმით, იმისათვის, რომ ჩუტყვავილის ვაქცინის შემოტანას აზრი ჰქონდეს და ეფექტური იყოს, რისკჯგუფების 80% მაინც უნდა აიცრას. როგორც მინისტრი ამბობს, სხვა შემთხვევაში ვაქცინის შეძენას აზრი არ აქვს. ამის შესახებ მან პარლამენტში დღეს, 18 მაისს ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრს პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ქეთევან თურაზაშვილმა ჰკითხა, რა პრობლემაა, რომ ჩუტყვავილის ვაქცინა არსებობდეს ქვეყანა

100-ზე მეტი ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, უარი თქვას რუსეთთან ფრენების დაწყებაზე

„საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენისთვის ნებართვის გაცემა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პირდაპირი საბოტაჟია“ – ასე აფასებს 100-ზე მეტი ორგანიზაცია რუსეთის მიერ საქართველოსთან  სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენის დაწყებაზე. როგორც ორგანიზაციებში ამბობენ, ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ის და მისი პარტნიორები არ უშვებენ ფრენას რუსეთიდან, ან რუსეთში, ხოლო საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს საქართველოს ვალდებულების კუთხი

იუსტიციის მინისტრი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ხვდებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრა სამინისტროს ინიციატივით დაიგეგმა და მთავარი თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 55 პირი დააკავა, საიდანაც 37 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 55 პირი დააკავა, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვა

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლებამ ყველაფერი გადაიფორმა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

Natia Mezvrishvili • ნათია მეზვრიშვილი For English scroll down - გუშინ ხელისუფლებამ ზუსტად 3 წუთში განიხილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარტიისადმი დაქვემდებარების საკითხი - ანუ 3 წუთში კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა 2024 წლის არჩევნებზე სასურველი შედეგის გასაფორმებლად. - პარალალურად, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც ჩან

ირაკლი კობახიძე - გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ - უმჯობესია, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთებისას

გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ - უმჯობესია, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთების დროს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ „15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება ფრენების აღდგენაზე და 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ გასცა თანხმობა, პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზი

კახა კალაძე - საქართველოს ხელისუფლება არ უერთდება სანქციებს - უვიზოდ მიმოსვლასა და ფრენებში ცუდი არაფერია

საქართველოს ხელისუფლება არ უერთდება სანქციებს, აღნიშნულზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაზე ისაუბრა ავიარეისების აღდგენისა და ვიზების გაუქმების შესახებ და აღნიშნა, რომ „ცუდი არაფერია“ უვიზოდ მიმოსვლასა და ფრენაში. „თქვენ იცით, რომ ეს შეზღუდვა ცალმხრივად იყო დაწესებული. მივესალმები ა

ნათია მეზვრიშვილი - ახლა "ქართული ოცნება" რომც ეცადოს ორმაგი 2/3-ის წესის შემოღებას, ამაზე თანხმობა კატეგორიულად არ შეიძლება, იმიტომ, რომ საბჭოში უკვე აირჩიეს არა დამოუკიდებელი, არამედ ხელისუფლებისადმი ლოიალური წევრები

კობახიძე და ოცნება მთელი ეს დღეები ცდილობენ მთავარი თემიდან აქცენტის გადატანას ბუღალტერიაზე. მთავარი თემაა - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკანონო გავლენების აღმოფხვრა, ბუღალტერიაა ნებისმიერი მოლაპარაკება 5 არამოსამართლე წევრზე, საბჭოში გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილების გამორიცხვით (რაც ოცნებამ ორშაბათსვე ცხადად და ნათლად გამორიცხა), - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი თქმით, ახლა "ქართული ოცნება" რომც ეცადოს ორმაგი

დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „ფორმულას“ დამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. „ფორმულას“ ცნობით, კეზერაშვილი მიუთითებს, რომ ქოლცენტრებთან მისი კავშირის შესახებ სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები მცდარია და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან ცილისმწამებლური კამპანია მას შემდეგ არ წყდება. „დღეს მე BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შევიტანე. BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან ქოლ-ცენტრებთან დაკავში

სასამართლომ დამნაშავედ ცნო მწვრთნელი 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედებაში - PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო ფეხბურთის მწვრთნელი 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ოთხივე ეპიზოდში. მას 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „გარყვნილი ქმედება გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელით შეხებასა და კოცნაში“,- ნათქვამი ორიგიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქმეზე ორგანიზაციის იურისტები  თამარ გაბოძე და ანა თავხელიძე მუშაობენ. publika

“დაღუპული ჯარისკაცის დედამ ფაშინიანის შვილი გაიტაცა” – გამოძიება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შვილის, 23 წლის აშოტ ფაშინიანის გატაცების საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება. გამოძიების მტკიცებით, გამტაცებელი 2020 წლის ყარაბაღის ომში დაღუპული სომეხი ჯარისკაცის დედაა, რომელიც სამართალდამცვებმა უკვე დააკავეს. საგამოძიებო კომიტეტი აქვეყნებს აშოტ ფაშინიანის მონაყოლის საფუძველზე განცხადებას. ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისად, 17 მაისს 12:47-საათზე აშოტ ფაშინიანმა ერევანში სააპელაციო

აფხაზეთში საზოგადოებრივ ადგილებში “შეუსაბამოდ” ჩაცმას აკრძალავენ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში განიხილეს კანონპროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელიც “სტუმრებისა და აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეუსაბამოდ ჩაცმის აკრძალვას” ითვალისწინებს. კონკრეტულად, რა მიიჩნევა “შეუსაბამო” ჩაცმულობაში, კანონპროექტის განხილვის შესახებ გავრცელებულ ცნობაში მითითებული არ არის. “განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რეკომენდაციით მიმართონ პარლამენტს, შემდეგ სესიაზე მ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის არჩევა ორი კვირით გადაიდო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით ასარჩევ ორ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესი ორი კვირით გადაიდო. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე ტურის კენჭისყრა ფორმალურად ჩატარდა და შედეგად, ოთხივე კანდიდატი ჩავარდა. როგორც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის პროცედურის წინ განმარტა, საკითხს ორ კვირაში დაუბრუნდებიან, მანამდე კი გაიმართება კონსულტაციები მეორე ტურში გადასული კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ვა

კელი დეგნანი - მნიშვნელოვანი კითხვაა, რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო - ყველამ ვიცით, რომ პუტინი არაფერს გასცემს საფასურის დაკისრების გარეშე

მნიშვნელოვანი კითხვაა, რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს პირდაპირი ფრენების აღდგენის, სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და რკინიგზის აღდგენის გამო, რომელიც საქართველოს რუსეთთან აფხაზეთის გავლით დააკავშირებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. „ქვეყანამ, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს რუსეთს ოკუპირებული, როცა რუსეთს დაკავებული ჰყავს საქართველოს მოქალაქეები სამხრეთ ოსეთში, ქვეყანა, რომელიც რუსეთის წნეხის ქვეშ იმყოფება ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რ

1-ელი ივნისიდან დამსაქმებელი ვალდებული გახდება დასაქმებული მძიმე ტვირთის ხელით აწევისგან დაიცვას

1-ელი ივნისიდან დამსაქმებელი ვალდებული გახდება დასაქმებული მძიმე ტვირთის ხელით აწევისგან დაიცვას. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განუცხადა, საქართველოს მთავრობამ „ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, დამსაქმებელი ვალდებული გახდება სათანადო ზომები მიიღოს, ან გამოიყენოს მექანიკური მოწყობილობები, რათა თავიდან აიცილოს დასაქმებულთა მი

19 მაისს პარლამენტი გიორგი ამილახვარს და ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით მოუსმენს, ლევან დავითაშვილის მოსმენა კი სექტემბრის ბოლომდე გადაიდო

19 მაისს პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, მას პარლამენტი ინტერპელაციის წესით, სექტემბრის ბოლოს მოუსმენს. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლებს ინტერპელაციაზე

ზაზა თავაძე - უკვირთ ხოლმე მერე, ხალხი რატომ ბრაზდება მათზე და ზოგადად ოპოზიციაზე - ფაქტია ყველა მათგანი გაიყიდა პირადი გამორჩენის მიზნით

" ოპოზიციონერი დეპუტატი რომ გქვია, ქვეყნის მომავალი რომ სასწორზე დევს, პარლამენტში ოლიგარქის ,,ოცნება" არაკონსტიტუციურად, ხელის გადაგრეხვის პრინციპით რომ საგამოძიებო კომისიებს არ გაქმნევინებს და ამ დროს, ფარულად ისევ ,,ოცნება"-ს ურიგდები დასანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის კორუფციული სინდიკატისთვის დამატებით სამი არამოსამართლე წევრით გამდიდრებაზე, ნაცვლად შენსავე დასაცავად, გამზადებულ საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმოწერისა, რა უნდა გიწოდოს ამ შემთხვევაში ხალხმა?! P.S. არადა უკვირთ ხო

როგორ იტაცებს რუსეთი უკრაინელ ბავშვებს — ინტერვიუ გამომძიებელ ჟურნალისტთან

კიევის ოფიციალური მონაცემებით, 20 000-მდე უკრაინელი ბავშვი დაადეპორტეს რუსეთში, თუმცა რეალური რიცხვი, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს. საერთაშორისო სამართალი ერთი ჯგუფიდან მეორეში ბავშვების ძალადობით გადაცემას გენოციდად განიხილავს. სწორედ ბავშვების დეპორტაცია დაედო საფუძვლად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემის შესახებ. დაკავების ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რ

სამედიცინო რეგულირების სააგენტომ გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განუცხადეს. ცნობისთვის, გუშინ, გორში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლების თქმით, 4 წლის თომა წიქარიძეს ექიმის მიერ ინფექციის არასწორი მართვის გამო, სეფსისი განუვითარ
×
×
  • შექმენი...