გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
შემთხვევა 1 საათის წინ მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ipn
უკრაინა საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას სთავაზობს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, უკვე დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქთან კონსულტაციებისთვის.
„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა და შეთანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში
აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლი სავარაუდოდ, 15-20 ივლისს დამტკიცდება. ამის შესახებ მან აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მომუშავე სამუშაო ჯგუფისა და იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო იქნება მესამე ქვეყანა, რომელსაც აქონდროპლაზიის მართვის
ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე წარმოუდგენელია.
მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაფართოების მხარდაჭერისა და რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ კიევის დახმარების მნიშვნელობას და აღნიშნა „უკრაინელი ხალხის შთამბეჭდავი გამძლეობა და დაჟინება“.
„უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე 500 დღე არის გასული, ახლა ჩვენს ვალდებულებას ამ ხალხის მხნეობის შესაბამისობა წარმოადგენს. შემდგომი ექვსი
რუსთავში დაკარგული 14 წლის მოზარდი მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 დღე ეძებდნენ.
მოზარდის ცხედარი გაუჩინარების ადგილიდან, დაახლოებით 23 კილომეტრში იპოვეს მაშველებმა.
ნეტგაზეთი
“თუ ვინმე ამჩატდა, თუ ვინმემ გამოავლინა სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მთელ ამ პროცესებთან მიმართებაში, ეს არის ბატონი კობახიძე და შემდეგ “ქართული ოცნების” დანარჩენი წევრები.
ბატონი კობახიძე წარმოადგენს იმ პარტიის თავმჯდომარეს, რომელიც ორი წლით ადრე ემზადება არჩევნების რეკორდული გაყალბებისთვის.
ძლიერი ხელისუფლების ქმედება ეს არ არის. მათი ტაქტიკაა, ვინც ჩვენთან არ არის, ყველა ჩვენი მტერია. აღნიშნული მკაფიოდ ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, რომელსაც გზა და გზა აფორმებს ხელი
„თუ ხელისუფლებას კომპრომისზე წასვლის არანაირი საშუალება არ გააჩნია, ეს მხოლოდ მის სისუსტეზე მეტყველებს... იმის შიშებშია, რომ ოდნავადაც ვერ გააკონტროლოს ვინმე ან რამე.
ერთადერთი მიზანი აქვს საარჩევნო კოდექსის ცვლილებას - “ქართულ ოცნებას” დაწყებული აქვს მომავალი არჩევნების გაყალბება. გაგახსენებთ, რაც კი რამ თავისუფალი ინსტიტუტები გვქონდა, ხელისუფლებამ ან გააუქმა, ან პარტიულ ვერტიკალს დაუქვემდებარა.
მნიშვნელოვანია, რომ ასევე ხდება პრეზიდენტის როლის ჩახსნა ამ პროცესებიდან. მანამდე
მთავარი პროპაგანდისტის - ი. კობახიძის პირით გაჟღერებული -„თანამედროვე დემოკრატია ეფუძნება უმრავლესობის მმართველობას და არა კონსენსუსის კულტურას“ - შესანიშნავად გამოხატავს ოცნების განზრახვას, გააყალბოს არჩევნები და მოატყუოს საზოგადოება თითქოს უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისი თქმით, კონსენსუსზე დაფუძნებული დემოკრატია ამ ქვეყნის მომავალია, რომლის წართმევასაც ოცნება არჩევნების გაყალბები
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლექსანდრ შულგანსი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, შეხვედრაზე ავიაკომპანია “აირზენა - საქართველოს ავიახაზებისა” და მისი მფლობელის სანქციების სიაში შეყვანის საკითხი განიხილეს.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190 პირსა და 290 კომპანიას სანქციები პირველ ივლისს დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გაუქმება და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების 9-დან 11-მდე გაზრდა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ტელევიზიად ჩამოყალიბებას.
ქარტია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ვეტო დაადოს მაუწყებლობის შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებს.
ქარტია ხაზს უსვამს, რომ თავდაპირველად „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მისაღები ცვლილებები ითვალისწინებდა სამ
ვლადიმერ პუტინის პასუხი „ვაგნერის“ შეიარაღებულ ამბოხებაზე სუსტი იყო - რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ ხალხზე კონტროლს კარგავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ პუტინის რეაქციას. ეს რეაქცია სუსტია. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ, რომ ის არ აკონტროლებს ყველაფერს. „ვაგნერის“ რუსეთის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევა და გარკვეული რეგიონების აღება აჩვენებს, თუ რამდენად ადვილია ამის გაკეთება. პუტინი არ აკონტროლებს სიტუაციას რეგიონებში. ძალაუფლები
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად მიმდინარე კონტრშეტევაში წინსვლას აღწევენ.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას იცავს და გამარჯვებამდე მიჰყავს.
„გასული კვირა რთული იყო ფრონტზე, მაგრამ პროგრესს ვაღწევთ. წინ მივდივართ, ნაბიჯ-ნაბიჯ! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იცავს უკრაინას, ყველას, ვისაც ეს ომი უკრაინის გამარჯვებამდე მიჰყავს!“, - დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“.
ipn
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რეკორდები დაამყაროს საკუთარი ხალხის ნების აღსრულებაში და არა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის’ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, "ოცნება" ატარებს ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მიზნად ისახავს არჩევნების გაყალბებას და ქვეყანაში არსებული ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტის პარტიულ დაქვემდებარებას.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის 2 წლ
“ჩვენი გუნდის მხარდაჭერა ქალბატონ პრეზიდენტს ამ მავნებლურ კანონზე ვეტოს უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ნაცვლად იმისა, რომ ინსტიტუტებს ვაძლიერებდეთ, კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტის დასუსტებას ვუყურებთ, რაც პარტიულ ვერტიკალზე დაქვემდებარებას გულისხმობს.”
ანა ბუჩუკური , პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
358096590_575660981445890_745980998879988025_n.mp4
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპული თამაშების გამარჯვებულია. პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ მესამე ევროპულ თამაშებზე ძიუდოს გუნდურ ასპრეზობაში საქართველოს ნაკრები ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ტურნირის ფინალში სპორტსმენებმა გერმანელები მარტივად – 4:1 დაამარცხეს.
საჩემპიონო შეხვედრაში წარმატებულად იჭიდავეს ლაშა ბექურმა (-90), ლაშა შავდათუაშვილმა (-73),
საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა დღეს, 17:00 საათიდან განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები:
მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #804 თბილისი-ბათუმი 17:05; #807 ბათუმი-თბილისი 17:15; #801 ბათუმი-თბილისი 18
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და არ გაიზიარეს.
კენჭისყრისას მოტივირებულ შენიშვნებს კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, რის შემდეგაც თავიდან უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვის შემდეგ საკითხი პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნა.
„ა
“ფრენების აღდგენა ემსახურებოდა ერთი კონკრეტული ბიზნესისა და მასთან დაკავშირებული ელიტების შემოსავლების გაათმაგებას და არა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გატარებას.
საქართველომ უნდა გადაწყვიტოს საით უნდა ყოფნა, რუსეთის მხარეს, თუ დასავლური ცივილიზებული სამყაროს მხარეს. დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საქართველოს გავლით ეფექტურად იყენებს შავ ხვრელებს. ხოლო საქართველოს ხელისუფლება ან არაფერს აკეთებს, რომ ეს შავი ხვრელები ამოიქოლოს ან პირდაპირ ეხმარება რუ
„კიდევ ერთი რუსული კანონის დაანონსებაა ეს ყველაფერი და ცენზურის”, – ასე პასუხობს „ფორმულასთან“ ინტერვიუში სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი, თინა მამულაშვილი გამომცემლობის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას.
თინა მამულაშვილი მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა იყოს ლიტერატურაში ცენზურის დაანონსება. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია მწერლებმა და გამომცემლებმა თავისუფალ სიტყვას დაუჭირონ მხარი.
დღეს „სულაკაურის“ გამომცემლობას მხარდაჭერა გამოუცხადეს მწერალთა სახლმა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და
ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„რუსთავი 2-ის“ ცნობით, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომანქანა გზიდან გადავარდა და აფეთქდა.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
publika
უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით - გასული კვირის განმავლობაში მათ 37 კვ. კმ. გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი „ტელეგრამზე“ წერს.
„აღმოსავლეთით გრძელდება როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი მოქმედებები. მივიწევთ ბახმუტის მიმართულებით, ხოლო მტერი აგრძელებს შეტევას ლიმანის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით. მტერი ცდილობს განდევნოს ჩვენი ჯარები დაკავებული პოზიციებიდან, მაგრამ ღირსე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში მიწის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა ცხედარი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.
72 წლის კაცს მაშველები მესამე დღეა ეძებდნენ.
მამაკაცი მეწყერში 1-ელ ივლისს მოყვა. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
ipn
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ 600 რუსი სამხედრო, რუსეთის ერთი ვერტმფრენი და 5 ტანკი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის საერთო დანაკარგები მოიცავს: 230 260 ჯარისკაცს, 4 057 ტანკს, 7 899 ჯავშანტექნიკას, 4 220 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 315 საბრძოლო თვითმფრინავს და 309 ვერტმფრენს, 6 834 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 573 უპილოტო საფრენ აპარატს, 5