აფხაზეთში, გაგრაში 8-9 ივნისს ძლიერმა წვიმამ გაგრაში 800-მდე სახლი დატბორა. როგორც აფხაზური მედია წერს სტიქიის შედეგებს ადგილობრივი საგანგებო სიტუაციათა სამსახური ამ დრომდე ებრძვის – მაშველები შენობებში დაგროვებულ წყალს ტუმბავენ.
უწყების ოფიციალური ცნობითვე, სტიქიამ როგორც კერძო სახლები, ასევე მაღალსართულიანი სახლები და ქუჩები დატბორა. ასევე, ძლიერი წვიმის გამო დაზიანდა გზები, რკინიგზის ლიანდაგი და 250-მდე ავტომობილი.
დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას განცხადებით, ძლიერმა წვიმამ, საერთო
რუსეთმა უკრაინის ქალაქ ორეხოვოში, ჰუმანიტარული დარიგების დახმარების პუნქტთან მართვადი ავიაბომბა ჩამოაგდეს, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ადამიანი – განაცხადა ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური მალაშკომ.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 11 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო სამძებრო სამუშაოები გრძელდება, ვინაიდან ნანგრევების ქვეშ ადამიანები შეიძლება იყვნენ მოყოლილნი.
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი ავტომანქანების შესაძენად ტენდერს აცხადებს.
ტენდერის ღირებულება 2 485 740 ლარია. საბჭოს 34 ავტომობილის შეძენა სურს.
შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2023 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.
იუსტიციის საბჭოსთვის მანქანის ფერს მნიშვნელობა არ აქვს. ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს, ელშუსებით, კ
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ საქრატველოს ხლეისუფებას არ სურს ან არ სეუძლია დაიცვას კონსტიტუციური უფლებები.
„ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებმა კიდევ ერთხელ, ძალადობრივად დაარღვიეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში.
საქართველოს მთავრობასა და პოლიციას კიდევ ერთხელ არ სურთ ან არ შეუძლიათ დაიცვან პრაიდის მონაწილეების კონსტიტუციური უფლებები.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სისუსტის ნიშანია” – წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე.
გუშინ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზები
არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ბევრი ადამიანია, ვინც შეიძლება ასეთ ამბოხებას მხარი დაუჭიროს.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ პუტინის რეჟიმის სისუსტე გამოავლინა.
"ის პოლიტიკური ფიგურა გახდა. რატომ გაჩერდა? ზუსტად არ ვიცი. მათ თავად გადაწყვიტეს შეჩერებულიყვნენ. პუტინს არ აქვს სამხედრო ძალ
თუკი დადასტურდა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დროს უმრავლესობა სხდომათა დარბაზში არ იყო, ეს უმძიმესი პასუხისმგებლობის საკითხი იქნება და კენჭისყრის შედეგები უნდა ანულირდეს , - ასეთია “საქართველოსთვის" დეპუტატის ბექა ლილუაშვილის პოზიცია.
როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, ძალიან საეჭვო იყო, რომ როცა პრეზიდენტის ვეტოზე კენჭისყრის შედეგები გამოცხადდა და ამ შედეგზე ეჭვი გაჩნდა, უმრავლესობის წევრები ადგილიდან უცბად წამოიშალნენ და დარბაზიდან გავიდნენ.
ლილუაშვილის თქმით, არ არის გამ
უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
გენშტაბის ცნობით, რუსები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე.
„მძიმე ბრძოლები გრძელდება. ამ მიმართულებებით, დღე-ღამის განმავლობაში, 30-მდე შეტაკება მოხდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები ბახმუტის მიმა
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით დაკეტვა, შესაძლოა, გადავადდეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ვარკეთილის მეტროსადგურის დაკეტვასთან დაკავშირებით თბილისის მერია კონტრაქტორ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ზუსტი ვადები ცნობილი მოგვიანებით გახდება.
ცნობისთვის, თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, მეტროსადგური „ვარკეთილი“, რეაბილიტაციის გამო, 2 თვით, ივნისი-აგვისტოს შუალედში უნდა დაკეტილიყო. სავარაუდო თარ
უკრაინული ძალები ქალაქ ბახმუტის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ. ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ Telegram-ზე განაცხადა.
„თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას და მტერი ხაფანგშია“, - აღნიშნა მან.
8 ივლისს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა „სტაბილურად მიაღწიეს ქალაქის როგორც ჩრდილოეთს, ასევე სამხრეთს“.
ipn
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში აფხაზმა სამართალდამცველებმა დააკავეს ძებნილი პირი, რომელსაც დიდი ოდენობის თანხის გამოძალვის მიზნით, რუსეთის ორი მოქალაქის გატაცებაში ედება ბრალი.
ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული გენპროკურატურის ვებგვერდი ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2023 წლის 21 აპრილს, სოხუმის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის მოქალაქეების, ლეონიდ შოკლერისა და ისმაილ შეიხის გატაცების და მათთვის დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის ფაქტზე
"წარმოგიდგენთ ხულოს მუნიციპალიტეტის დაბის ე.წ ქვედა ცენტრის ტერიტორიას, სადაც არის ხულო- ახალციხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირადი თუ კორუფციული ინტერესებიდან გამოდინარე გადაწყვიტა ცენტრალური გზის მიმდებარედ თავისუფალი ტერიტორიის მოწესრიგება.
აღნისნულთან დაკავშირებით 2021 წელს გამოცხადდა ელ. ტენდერი, რომლის საფასურს შეადგენდა
მილონ 57000 ლარი.
ხოლო ელ. ტენდერის დასრულების შემდგომ მეწარმესთან ხეშეკრულება გაფორმდა ჯამში 948386 ლარზე."
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის წინ, უკრაინის შესახებ გარკვეული გადაწყვეტილებები უკვე შეთანხმებულია.
კულებამ სოციალურ ქსელ Threads-ში დაწერა, რომ მიუხედავად ყველა სკეპტიკოსისა და ოპონენტისა, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხში უკრაინა წინ მიიწევს.
"უკვე შეთანხმებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინისა და ნატო-სთვის. სამიტის შემდეგ ალიანსისკენ ჩვენი გზა აუცილებლად შემოკლდება და ეს არის ძალიან მნი
მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე ცუდი ხილვადობა იყო, რის შედეგადაც, მანქანა მდინარეში გადავარდა.
დაღუპული ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა მდინარიდან ამოიყვანეს.
იპნ
გერმანიის პარლამენტმა Panzerhaubitze 2000-ის თვითმავალი ჰაუბიცებისთვის, Leopard 2-ის ტანკებისთვის და Puma-ს ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის საბრძოლი მასალის შეძენას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საბრძოლო მასალის შეძენა გათვალისწინებულია როგორც ბუნდესვერის, ასევე უკრაინის საჭიროებისთვის.
"რუსეთის ფედერაციის თავდასხმამ უკრაინაზე მნიშვნელოვნად შეცვალა უსაფრთხოების პოლიტიკა. ეს აუცილებელს
უკრაინაში, ომის 500 დღის განმავლობაში, რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია აღნიშნული.
"500 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული დაპყრობითი ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსი სამხედროები აპირებდნენ კიევის აღებას სამ დღეში, მაგრამ ვერ მიაღწიეს ვერცერთ დასახულ მიზანს უკრაინაში", - ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინელების მტკიცე და ოსტატურმა წინააღმდეგობამ შეაჩერა რუსეთის მრავალი შეტევა, მა
საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა თბილისში „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებს „ტვიტერზე“ ეხმაურება.
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა, პოლიციამ ორგანიზატორები ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებითა და ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა. „პრაიდში“ ამბობენ, რომ პოლიციამ ვერ შეძლო ტერიტორიის დაცვა.
ორგანიზატორები ფესტივალის წინა დღეებში ამბობდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ღონისძიების დაცვის გარანტია მიიღეს. ლისის ტბასთან, ფესტივ
დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყანაში თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, პარტიას ექვემდებარება და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს,- ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ გუშინ განვითარებულ მოვლენებს.
როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლება ძალადობრივი ჯგუფებისგან განუყოფელია.
„დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყანაში თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, პა
საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული,- ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
საელჩომ ხელისუფლებას მოუწოდა პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია.
„დღეს თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული
„აზოვის” პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოს განცხადებით, თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნების შემდეგ „აზოვსტალის“ გათავისუფლებული ხუთივე მეთაური ყველაფერს გააკეთებს ომის დასასრულებლად.
კითხვაზე, გეგმავენ თუ არა გმირები ფრონტზე დაბრუნებას, პროკოპენკომ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ამისათვის დავბრუნდით უკრაინაში, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. "
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არმია გუნდური მუშაობაა და დღეიდან თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, აუცილებლად ისევ ვიტყვით ჩვენს სიტყვას ბრძოლა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ ყველანაირი ძალადობრივი ქმედება აღკვეთოს.
როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე, პრაიდის კონტრაქციის მონაწილეების მიერ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლასთან დაკავშირებით განაცხადა, მმართველი გუნდი თავისი მესიჯბოქსებით სიძულვილის ენასა და დაპირისპირებას აქეზებს, რაც უნდა შეწყდეს.
„მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდო, რომ აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედება. ეს მისი მოვალეობაა და ამას სამართლის დაცვა ჰქვია. მმ
უკრაინამ თურქეთიდან „აზოვის” ლიდერები დაიბრუნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.
„თურქეთიდან სახლში ვბრუნდებით და ჩვენს გმირებს ვაბრუნებთ სახლში. უკრაინელი ჯარისკაცები დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერჰი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო, დენის შლეხა. ისინი საბოლოოდ თავიანთ ახლობლებთან იქნებიან. დიდება უკრაინას!” - წერს ზელენსკი.
იპნ
„შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა“, – ამის შესახებ საქართველოს ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი „ტვიტერზე“ წერს.
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა, პოლიციამ ორგანიზატორები ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებითა და ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა. „პრაიდში“ ამბობენ, რომ პოლიციამ ვერ შეძლო ტერიტორიის დაცვა.
ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრები ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.
პ
ხელისუფლება და ძალადობრივი ჯგუფები ერთნი არიან. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ოცნება ერთი ხელით (ინსტიტუტების პირით) უსაფრთხოების დაცვის ცრუ გარანტიებს იძლეოდა და მეორე ხელით (ძალადობრივი ჯფუგების გამოყენებით) ძალადობას აორგანიზებდა., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისივე განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ბოლომდე დაასუსტა ძალოვანი უწყებებისადმი (მათ შორის) საზოგადოების ნდობა.
"ამიტომ, ცოტა მიკვირდა იმ ადამი