Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გე

პლანეტელი
  • პოსტები

    742
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი პლანეტა.გე

  1. “ქართული ოცნება” საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად შესვლასა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. ამასთან დაკავშირებით განცხადებას ფრაქცია სოციალურ ქსელში ავრცელებს და პრეზიდენტს გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს. ასევე განცხადებაში აღნიშნულია რომ ისინი იძულებულნი არიან უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვონ. “ქართული ოცნების” განცხადებას გთავაზობთ სრულად : ” კონსტიტუციის პატივისცემა და მის შესაბამისად მოქმედება ყველა კონსტიტუციური ორგანოს უპირველესი ვალია. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუციის დაცვის ვალდებულებას თავად კონსტიტუცია პირდაპირი ტექსტით აკისრებს. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, აშკარად იკვეთება უარყოფითი ტენდენცია და ჩვენი ვალია, ამ ტენდენციაზე იმთავითვე მოვახდინოთ პოლიტიკური რეაგირება, რათა მან კონსტიტუციური სისტემის ფუნქციონირებას რაიმე ჭარბი სირთულე არ შეუქმნას. ვიდრე დეტალებზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტს გვინდა მოვუწოდოთ, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და განსაკუთრებით, სამი მთავარი კონსტიტუციური ორგანოს – პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს. გუშინდელ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა შემოგვთავაზა მთელი რიგი ახალი თამაშის წესები, რომლებიც სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირებას უკავშირდება. აშკარაა, რომ მისი სურვილია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს. თუმცა, პრეზიდენტს გვინდა შევახსენოთ, რომ სახელმწიფო სისტემის თამაშის წესებს არა პრეზიდენტი, არამედ კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხოლო პრეზიდენტს კონსტიტუციის გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს. როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობას ანიჭებს. საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპების შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართვა საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის საგანგებო თანხმობით შეუძლია. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ექვემდებარება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული არცერთი სახელმწიფო უწყება, რაც მის მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელებაში ეფექტიან ჩართვას შეუძლებელსაც კი ხდის. როგორც უკვე აღინიშნა, ეს თავისებურებები საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებიდან გამომდინარეობს. სწორედ საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა. შესაბამისი აქტი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოიცემა, ამგვარ აქტზე კი, კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავრობას ეკისრება. ეს ნიშნავს, რომ ელჩის განწესების მატერიალურ უფლებამოსილებას კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს, პრეზიდენტს კი ამ სფეროში მხოლოდ სამართლებრივი და ცერემონიული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. ამასთან, თანახელმოწერის დათქმაც რომ არ იყოს დადგენილი, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში ელჩის დანიშვნის უფლებამოსილება სწორედ ამ სახით განიმარტება – პრეზიდენტი ელჩებს ფორმალურად ნიშნავს, მათ შერჩევაზე კი, პოლიტიკურ-პრაქტიკული თვალსაზრისით, მთავრობაა პასუხისმგებელი. გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს. საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილების შესაბამისად, საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების კუთხითაც, საქართველოს კონსტიტუცია პრიორიტეტს მთავრობას ანიჭებს. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება. ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია. ჩვენ გავუფრთხილდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ეს ფაქტი არ გავასაჯაროეთ, თუმცა, ახლა, როდესაც პრეზიდენტმა ის თავად გაასაჯაროა, მასზე პოლიტიკური რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია. საინტერესოა, რომ გუშინდელ გამოსვლაში პრეზიდენტს მისი ევროპული ვიზიტების შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს, როცა 5 მარტს საგანგებო სხდომის მოწვევას სწორედ ვიზიტის შესახებ სასწრაფო მოხსენების წარდგენის აუცილებლობით ხსნიდა. ეს ფაქტი იმასაც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი ევროპიდან რაიმე ხელშესახები შედეგის გარეშე დაბრუნდა. სრულიად გაუგებარი იყო პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებები სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს შესახებ. უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო სამთავრობო ორგანო, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის იქმნება. ამ სამთავრობო ორგანოში არასამთავრობო სუბიექტების, პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეყვანა სისტემის ლოგიკასა და ორგანოს არსს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაშიც, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს კონსტიტუციას ვერ კითხულობს და დღემდე მის არსში ვერ გაერკვა, ან ის ამ შემთხვევაშიც კონსტიტუციის თავისებურად გადაწერას ცდილობს. მთავარსარდლის სტატუსზე მითითებაც იმ პირობებში, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს სტატუსი მხოლოდ ცერემონიული დატვირთვის მატარებელია, იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას სწორად ვერ ან არ კითხულობს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაში უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო საქართველოს მთავრობაა. მთავრობის სხდომებთან ერთად, პრემიერ-მინისტრთან რეგულარულად იმართება ოპერატიული თათბირები უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. სწორედ ერთ-ერთ ასეთ თათბირზე იქნა მოწვეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელსაც მიეცა განმარტებები პრეზიდენტის ვიზიტის მიზანშეუწონლობის შესახებ, რაც პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა. უკანასკნელ პერიოდში, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევის ორი უხეში პრეცედენტი დაფიქსირდა პარლამენტის მიმართაც. კერძოდ, თავდაპირველად, პრეზიდენტმა პარლამენტში მისი მისვლის თარიღი პარლამენტთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადა, ხოლო, მოგვიანებით, პარლამენტთან შეთანხმების გარეშე სხდომათა დარბაზის მთავარ სივრცეში შეიყვანა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რისი უფლებაც, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. როგორც ჩანს, პრეზიდენტი კარგად ხვდებოდა უხერხულობას, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევის პირობებში, ამგვარი აქტი უკავშირდებოდა და პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი განზრახვა ამ მიზეზით დაუმალა. უკრაინელი ხალხის მიმართ პატივისცემისა და სოლიდარობის გათვალისწინებით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებლისთვის პრეზიდენტის მიერ შექმნილი უხერხულობა აგვერიდებინა და პარლამენტის სხდომაზე მის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა სათანადოდ გამოვხატეთ. გუშინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის რამდენიმე გაუგებარი განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის ერთ-ერთი „გამორჩეული“ იყო შემდეგი ფრაზა – „ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს“. ამასთან, ამგვარი შეურაცხმყოფელი ფრაზის მიღმა, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობს ხელისუფლების გაუბედავ და უღირს მოქმედებაში. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია გამოხატა ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და რუსული აგრესიის მიმართ რეაგირებას უკავშირდებოდა – იქნებოდა ეს ევროსაბჭოში რუსეთისთვის წევრის სტატუსის შეჩერება, გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობა, ჰააგაში შეტანილი საჩივრის თანაავტორობა თუ სხვა. თუ პრეზიდენტი გულისხმობს იმას, რომ საქართველო სანქციებს უნდა მიერთებოდა და ომში უნდა ჩართულიყო, კეთილი ინებოს, თავად გამოიჩინოს გამბედაობა და ეს ღიად თქვას. იმედი გვაქვს, ის არ იმეორებს რადიკალური ოპოზიციის ტაქტიკას, რომელიც სანქციებსა და ომზე ღიად ვერ საუბრობს, თუმცა, ყველა პროვოკაციით ცდილობს, ხელისუფლებას სწორედ აქეთკენ უბიძგოს. არანაკლებ გაუგებარი იყო პრეზიდენტის განცხადება ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. პირველ რიგში, პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი როგორც კი ხდება მინისტრი, პოლიტიკის ელემენტარული კანონების თანახმად, ის აღარ არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ხდება მმართველი კოალიციის წარმომადგენელი. საზოგადოების ყურადღებას აღარ შევაჩერებთ იმაზე, თუ როგორია ეს ოპოზიცია, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობს. გაუგებარია, როგორ ასაბუთებს პრეზიდენტი ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზე ოპოზიციონერის დანიშვნის მიზანშეწონილობას, როცა გუშინ თავადვე აღნიშნა დიდი ხნის წინ ცნობილი ფაქტი, რომ ოპოზიცია „დადის და (სახელმწიფოს) ძირს უთხრის“. რა სარგებელი უნდა ჰქონდეს ძირგამომთხრელის დანიშვნას ევროინტეგრაციის მინისტრად, საზოგადოებას თავადაც შეუძლია განსაჯოს. გარდა ამისა, პრეზიდენტის ეს განცხადება აშკარად ემსახურებოდა საზოგადოებაში ჭარბი მოლოდინის გაჩენას ევროინტეგრაციის ტემპებთან დაკავშირებით. ევროპელი პოლიტიკოსების – ბორელის, მაკრონის, შოლცის და სხვების სიტყვები ცხადყოფს, რომ ევროკავშირის წევრობამდე საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვას, სამწუხაროდ, არცთუ მოკლე გზა აქვს გასავლელი. გასატარებელია არაერთი რეფორმა, რასაც არაერთი წელი დასჭირდება. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლებას დღემდე ძალისხმევა არ დაუკლია და არც მომავალში დააკლებს. ამ პირობებში, გაუგებარია, რა საჭიროა ღია კარის მტვრევა, რაც რადიკალური ოპოზიციის ცნობილი ხელწერაა. როგორც გავარკვიეთ, ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციონერის დანიშვნა იყო პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლის ძირითადი სათქმელი, რაც, თავისთავად, მრავლისმთქმელია. საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებები და საფუძველს მოკლებული განცხადებები განსაკუთრებული საფრთხის შემცველია იმ დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, მსოფლიო და საქართველო უსაფრთხოების განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას. დასასრულს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, ყურადღებით გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და კარგად გაიაზროს საპარლამენტო რესპუბლიკის არსი, რომლის დამკვიდრებაში მას, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, 2017 წელს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული. ასეთ შემთხვევაში, ის მომავალში მაინც იქნება დაზღვეული შეცდომებისა და გადაცდომებისგან და მისი სამომავლო ქმედებები და განცხადებები ამდენ კითხვას აღარ დატოვებს. საქართველოს პრეზიდენტმა პირველ რიგში უნდა სცეს პატივი საქართველოს კონსტიტუციას და პრეზიდენტის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს. “- ნათქვამია განცხადებაში. newsreport.ge/
  2. ]ჩეხეთის პრემიერმინისტრი პეტრ ფიალა აცხადებს, რომ პოლონეთისა სლოვენიის პრემიერმინისტრებთან ერთად კიევში ჩაფრინდება. ვიზიტის მიზანი ევროკავშირის მხარდაჭერაა უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ. “დღეს ჩვენ პოლონეთის პრემიერმინისტრტ მატეუშ მორავეცკისთან, ვიცე-პრემიერ იაროსლავ კაჩინსკისთან და სლოვენიის პრემიერმინისტრ იანეზ იანშასთან ერთად ჩავდივართ კიევში, რათა შევხვდეთ პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერმინისტრ შმიგალს”, – წერს ფიალა ფეისბუქზე. newsreport.ge/
  3. ესპანეთმა, ბარსელონაში დროებით დააკავა რუსი ოლიგარქის 140 მილიონ დოლარიანი იახტა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 85-მეტრიანი იახტა რუსეთის სახელმწიფო კონგლომერატ Rostec-ის ხელმძღვანელს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოკავშირეს კგბ-ს ყოფილ ოფიცერს, სერგეი ჩემეზოვს ეკუთვნის. ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ დაკავებული იახტა ერთ-ერთ “მთავარ ოლიგარქს” ეკუთვნის. “კიდევ უფრო მეტი იქნება”, – ამბობს სანჩესი. newsreport.ge/
  4. გადარჩენის შანსს გაძლევთ, თუ დაგვნებდებით, ადამიანურად მოგექცევით – ასე მიმართავს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუს სამხედროებს და არჩევანის საშუალებას აძლევს. ”მინდა მივმართო რუს სამხედროებს, მათ ვინც უკვე არიან უკრაინის ტერიტორიაზე და მათ ვისაც ამზადებენ ჩვენთან საომრად, თქვენ ხომ ყველაფერს უკვე მიხვდით, უკრაინას ვერაფერს წაართმევთ. წაგვართმევთ სიცოცხლეებს, ბევრნი ხართ, მაგრამ თქვენ სიცოცხლესაც წაგართმევენ. მაგრამ რისთვის უნდა მოკვდეთ? ვიცი, რომ გადარჩენა გინდათ. როდესაც თქვენი საუბრების ჩანაწერები ხელში გვივარდება, ჩვენ ვიგებთ თუ რას ფიქრობთ რეალურად ამ ომზე, ამ სირცხვილზე და თქვენს ქვეყანაზე. თქვენი საუბრები თანამებრძოლებთან, ზარები ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან – ყველაფერს ვიგებთ და ვისმენთ. ვიცით ვინ ხართ, ამიტომ უკრაინელი ხალხის სახელით გთავაზობთ არჩევანს. გაძლევთ შანსს გადარჩენისთვის. თუ დაგვნებდებით, ჩვენ მოგექცევით ისე, როგორც უნდა მოექცნენ ადამიანებს და არა ისე, როგორც თქვენ მანამდე გექცეოდნენ და არა ისე როგორც თქვენი ჯარი ექცევა ჩვენსას. აირჩიეთ” – განაცხადა ზელენსკიმ. newsreport.ge/
  5. ადვოკატებმა ვერ იპოვეს რუსეთის პირველი არხის დაკავებული რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც პირდაპირ ეთერში, სტუდიაში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა. “არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!” – ამ შინაარსის პლაკატით არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხზე, მთავარი გამოშვების პირდაპირ ეთერში შევიდა, მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა newsreport.ge/
  6. პუტინი სამხედრო დამნაშავეა, მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება დანაშაულია – აცხადებს აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო. “ვლადიმირ პუტინი სამხედრო დამნაშავეა. სამშვიდობო მოსახლეობის მიზანში ამოღება, სამოქალაქო ობიექტების, საავადმყოფოების განურჩეველი დაბომბვა, სნაიპერული ცეცხლის გახსნა ადამიანებისთვის, რომლებიც ჰუმანიტარული კორიდორით ცდილობენ გასვლას – ეს დე ფაქტო სამხედრო დანაშაულებია.” – თქვა რუბიომ. newsreport.ge/
  7. პენტაგონში ტრადიციული ანონიმური ბრიფინგი გაიმართა უკრაინაში ომის მიმდინარეობის შესახებ. რამდენიმე მთავარი განცხადება ბრიფინგიდან: 13 მარტს პოლონეთის საზღვართან იავროვის პოლიგონზე დარტყმამ გავლენა ვერ მოახდინა უკრაინისთვის იარაღის და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე. არცერით ამერიკელი, არც სამხედრო და არც სამოქალაქო პირი იქ არ ყოფილა. რუსეთის შეტევა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერდა. რამდენიმე შემთხვევაში რუსული ჯარი სპეციალურად შეჩერდა გადაჯგუფებისთვის, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს იყო უკრაინელების წინააღმდეგობის შედეგი. ეს ეხება კიევზე შეტევასაც ჩრდილო– დასავლეთიდან, გოსტომელის მხრიდან. აშშ–ს სამხედრო უწყების წარმომადგენემა არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია ჩინეთის მზადყოფნის შესახებ, რუსეთს მატერიალური დახმარება აღმოუჩინოს, თუმცა აღნიშნა, რომ თუ ეს მოხდება, ჩინეთს მძიმე შედეგები ელის, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა იქნება ეს შედეგები. რუსეთს უკრაინის საზღვართან შეჭრის წინ მობილიზებული ძალების 90% ზე მეტი უკვე გამოიყენა უკრაინაში. newsreport.ge/
  8. Fox News-ის განცხადებით, უკრაინაში მათი ჟურნალისტი, ბენჟამინ ჰოლი დაჭრეს. Fox News-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სიუზან სკოტმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი კიევის მიმდებარედ ამბების შეგროვების დროს დაჭრეს. მისი ინფორმაციით, ბენჟამინი ჰოსპიტალიზებულია. სკოტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში და მის მიმდებარე რეგიონებში ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა მათთვის მთავარი პრიორიტეტია. ცნობისთვის, გუშინ ირპენში მოკლეს ამერიკელი ჟურნალისტი, ერთი კი დაჭრეს. newsreport.ge/
  9. “ილონ მასკ, მე არ გირჩევდი პუტინთან შეჯიბრებას. ძალიან განსხვავებული წონითი კატეგორიებია. და ეს არც კი ეხება საბრძოლო ხელოვნებას ან, მაგალითად, ძიუდოს. როგორ წარმოგიდგენიათ? თქვენ ხართ რინგის წითელ კუთხეში – ბიზნესმენი და ტვიტერის ბლოგერი. პუტინი – ლურჯში, მსოფლიო პოლიტიკოსი, სტრატეგი, ჭექა-ქუხილი დასავლეთისა და აშშ-სთვის. სუსტი მეტოქის დამარცხება ვლადიმირ ვლადიმიროვიჩისგან არასპორტულად ჩაითვლება. ამიტომ, თქვენ უნდა ივარჯიშოთ, რათა ნაზი ილონადან სასტიკ ილონად გადაიქცეთ. მე გთავაზობ ტრენინგის გავლას ჩეჩნეთის რესპუბლიკის რამდენიმე ცენტრში” მიმართავს ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ილონ მასკს, რომელმაც პუტინი ორთაბრძოლაში გამოიწვია. newsreport.ge/
  10. “პუტინის ომი დღითიდღე უფრო სასტიკი ხდება. მე ახლა შევატყობინე პრეზიდენტ ზელენსკის სანქციების მე-4 პაკეტის შესახებ. ევროკავშირი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. ჩვენ მათ ვეხმარებით 1.2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტით და 500 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარებით წერს ევროკიმისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე. newsreport.ge/
  11. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვოლიდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, საქართველოში უკრაინის ელჩი დააბრუნოს. “როგორც შარშან, 9 აპრილს ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში, ასევე დღეს, ამ ტრიბუნიდან მივმართავ ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის ამ უმძიმეს წუთებში კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი”,– თქვა ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, პრეზიდენტმა ზელენსკი უკრაინის ელჩი მას შემდეგ გაიწვია, რაც საქართველოს მთავრობამ მოხალისეებს უკრაინაში გამგზავრების საშუალება არ მისცა და არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. newsreport.ge/
  12. “მე არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი ერთხელ უკვე გაცემული მაქვს. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია” ამბობს საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. newsreport.ge/
  13. “ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის და ვერ შევეგუები, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე, კინკლაობის, ქიშპობის, მტრობისა და დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ, აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე – “ძალა ერთობაშია”. საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელი, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანი. დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნება ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე. დღეს კი ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს ქვეყნის წინაშე. უმრავლესობა თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს, ოპოზიცია თანხმობის ძიების მაგივრად ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს. ორივე მიდგომა გარდა იმისა რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის როგორც შიგნით, ისე გარეთ დამაზიანებელი და გარკვეულწილად საფრთხისშემცველია” მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტარებს. newsreport.ge/
  14. პრორუსული, ძალადობრივი დაჯგუფება ალტ-ინფოს პარტიის ერთი-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ მათი პარტიის მთელი დელეგაცია რუსეთში მიემგზავრება. მისი მტკიცებით, “კონსერვატიული პარტიის” მიზანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების “დალაგებაა”. “ზურა მახარაძეს აქვს აბსოლუტურად სხვა ამოცანა. რუსეთში არ მიდის, რუსეთში მივდივართ ჩვენ, პარტიული მთელი დელეგაციით უახლოეს პერიოდში. [შეხვედრები] ვისთან უნდა გავმართოთ და რუსეთის იმ პოლიტიკურ წრეებთან, ვისაც ხელეწიფება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დალაგება. […] იმედი რას ნიშნავს, არ ვიცი, ჩვენ გვიყურებენ, როგორც ადეკვატურ ხალხს, ხალხს, რომელიც რაციონალურად აზროვნებს და შეუძლია დაალაგოს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. ბევრად უფრო სტაბილურად ვიქნებით ფინანსურადაც და ყველანაირადაც, იმიტომ რომ გამოჩნდა ხალხის ის ძალიან დიდი მასა, რომელიც ჩვენ გვიდგას მხარში. ყველა მხრიდან, მათ შორის ევროპიდანაც ძალიან ბევრი ბიზნესმენი, საქმოსანი, რავი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ვინ არიან, კონკრეტულად ვერ გეტყვით”,- ამბობს მორგოშია TV პირველთან საუბრისას. newsreport.ge/
  15. “დილის 6 საათზე დაბომბის ხმამ გამაღვიძა და წამიერად გამიელვა თავში კითხვამ – რამდენი ადამიანი იქნებოდა ცოცხალი, იცხოვრებდა მშვიდად და იქნებოდა ბედნიერი, ვლადიმერ პუტინი რომ არ დაბადებულიყო” წერს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილი. ის უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის. newsreport.ge/
  16. ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ადასტურებს, რომ უკრაინაში იმყოფება. ის ტელეგრამის საკუთარ არხზე წერს, რომ კიევიდან 20 კილომეტრში იყო, ახლა კი კიდევ მიუახლოვდა. “თქვენმა სადაზვერვო სამსახურმა საერთოდ არ იცის, როგორ იმუშაოს. როგორც ჩანს, უცხოელი ინსტრუქტორები და სამხედრო მრჩევლები მოძველებული მეთოდით გასწავლიდნენ. შეგიძლიათ ერთი წუთით დაისვენოთ, რადგან არ გჭირდებათ ჩვენი ძებნა – ჩვენ თვითონ გიპოვით. დიდი დრო არ გაქვთ. სჯობს დანებდეთ და დაგვიდგეთ გვერდით, როგორც არაერთხელ შემოგთავაზეთ, თორემ თქვენი აღსასრული მოვა. შეთავაზება კვლავ ძალაშია, მაგრამ არა დიდხანს”,– წერს კადიროვი. ის იმუქრება, რომ კიევს შეუტევს და უკრაინელებს აჩვენებს, რომ “რუსული პრაქტიკა ომს უკეთ ასწავლის, ვიდრე უცხოური თეორია და სამხედრო მრჩევლების რეკომენდაციები”. ცნობისთვის, გუშინ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვი უკრაინაში, ერთ-ერთი სოფლის სარდაფში იმალება. newsreport.ge/
  17. უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბი რუსეთის დანაკარგებზე განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს. ომის დაწყებიდან მე-19 დღეს ოკუპანტმა დაკარგა: 12000-ზე მეტი ჯარისკაცი ტანკი – 389 ჯავშანმანქანა – 1249 საარტილერიო სისტემები – 150 MLRS / MLRS – 64 საზენიტო საბრძოლო სისტემები – 34 თვითმფრინავი – 77 ვერტმფრენები – 90 ავტომობილი 617 გემები / ნავები – 3 საწვავის ავზი – 60 უპილოტო საფრენი აპარატები – 8 მიმდინარეობს მონაცემების განახლება. newsreport.ge/
  18. რუსებმა ავიაიერიში მიიტანეს კიევში საავიაციო ქარხანა “ანტონოვზე”. ქარხანასთან ერთად, დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსიც. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი, 7-ს კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აქვს. საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების ადგილიდან 70-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. newsreport.ge/
  19. რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დღეს, კიევის დროით 10:30 საათზე ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაიმართება. ამ ინფორმაციას ორივე მხარე ადასტურებს. მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ მოლაპარაკებისას რუსეთი აღარ აყენებს ულტიმატუმებს და ისმენს უკრაინის წინადადებებს. მისივე თქმით, მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციების სახით შეუჩერებლად მიმდინარეობს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაციას აქვს კონკრეტული დავალება, რომ პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს. newsreport.ge/
  20. ორსული ქალი, რომელიც დაბომბვის დროს მარიუპოლში სამშობიაროში იმყოფებოდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ უკრაინული მედია ამერიკის ხმის ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს. გარდაცვლილი პირველი ორსული ქალია, რომლის ფოტოებიც რუსების თავდასხმის შემდეგ მარიუპოლის კლინიკიდან გავრცელდა. დაიღუპა მისი მუცლად მყოფი შვილიც. ფოტოები AP-ის ფოტოგრაფმა, ევგენი მალოლეტკამ გადაიღო. ქალის გარდაცვალების შესახებ ცნობა მანაც დაადასტურა. ოკუპანტებმა სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო 9 მარტს დაბომბეს. newsreport.ge/
  21. “დღეს, უკრაინა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთის ფედერაცია უმოწყალოდ ბომბავს უკრაინულ ქალაქებს, კლავს ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს, დამიზნებით ესვრის მშვიდობიან მოქალაქეებს, წვავს ბაღებსა და სკოლებს. პუტინის რეჟიმი ახორციელებს ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს, რათა იმპერიალისტური სურვილები დაიკმაყოფილოს, მსოფლიოს თავს მოახვიოს გავლენის სფეროები, სახეცვლილი საბჭოთა კავშირის სახით აღადგინოს ბოროტების იმპერია და მეზობელ ერებს წარმატებისა და ბედნიერების შესაძლებლობა წაართვას. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მძიმე ვითარება, 2008 წელს საქართველო, ქართველი ხალხი და ქართული არმია იყო თავისუფლების სადარაჯოზე. დღეს, უკრაინაში წყდება როგორი იქნება სამყარო შემდგომ ათწლეულებში – მშვიდობის, დემოკრატიის და განვითრების ნავსაყუდელი, თუ ბოროტების, ძალმომრეობის და დიქტატურის ასპარეზი. ამ ღირებულებითი ბრძოლის წინა ხაზზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი და გმირი უკრაინელი ხალხია. პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის ეს თავგანწირული ბრძოლა საქართველოსთვის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაც არის, ჩვენი შვილების სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლა. უკრაინის გამარჯვება კი საქართველოს გამარჯვება. დღეს, უკრაინის პრეზიდენტის და მისი გუნდის სიმამაცის, პრინციპულობასა და გაუტეხლობაზე გადის ჩვენი ქვეყნის მომავალიც – ვიქნებით ძლიერი, უსაფრთხო, თავისუფალი სახელმწიფო, თუ რუსეთის მორჩილებაში არსებული ჩამორჩენილი ტერიტორია. საყოველთაო აღიარებით, დღეს, პრეზიდენტ ზელენსკი ცივილიზებული სამყაროს ლიდერია, თავისუფლებისა და ბრძოლის სიმბოლო, სიმამაცის და რწმენის მაგალითი. საქართველოს მოქალაქეები კი ერთსულოვნად თანხმდებიან, მისი დამსახურება საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე არის შეუფასებელი. ჩვენ კი, ჩვენის მხივ, მას და გმირ უკრაინელ ხალხს ჩვენი უპირობო მხარდაჭერა, გვერდზე დგომა და აქტიური მოქმედებები უნდა შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, მივმართავთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს მოქალაქეების სახელით უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება” წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე. newsreport.ge/
  22. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია, შეწყვიტოს “სპეცოპერაცია” “ნებისმიერ მომენტში”, თუ კიევი შეასრულებს მოსკოვის მოთხოვნებს. პესკოვის თქმით, რუსეთის პირობებია, რომ უკრაინამ შეცვალოს კონსტიტუცია და უარი თქვას “ნებისმიერ ბლოკში“ გაწევრიანებაზე. მისივე განმარტებით, კრემლი ითხოვს, უკრაინამ აღიაროს ყირიმი რუსეთის ნაწილად, ხოლო დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. პესკოვი აღნიშნავს, რომ რუსეთი ასრულების “უკრაინის დემილიტარიზაციას”. newsreport.ge/
  23. კანადა რუსეთის 10 მოქალაქეს სანქციებს უწესებს. პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ახალი სანქციები შეეხება ათ პირს, რომლებიც “თანამონაწილე“ არიან რუსეთის მიერ უკრაინაში “გაუმართლებელ შეჭრაში“. მისი თქმით, სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის ხელისუფლების ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნები, ოლიგარქები და რუსეთის ხელმძღვანელობის მხარდამჭერები. “ამ ადამიანთა სახელები აღებულია ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსი ნავალნის შედგენილი სიიდან. ეს სანქციები აძლიერებს ზეწოლას რუსეთის ხელმძღვანელობაზე, მათ შორის პუტინის შიდა წრეზეც”,– აღნიშნა ტრუდომ. newsreport.ge/
  24. Independet-ის ცნობით, დუბლინში მამაკაცმა შეანგრია რუსეთის საელჩოს კარიბჭე, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა. შემთხვევა დღეს, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე მოხდა. კადრებში, რომელსაც RTE ავრცელებს, ჩანს, რომ სატვირთო ჭიშკარს უკუსვლით შეეჯახა. newsreport.ge/
  25. “მადლობა ყველას და თითოეულ თქვენთაგანს! თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, თუ როგორ უნდა იბრძოლო მშვიდობისთვის და საკუთარი სამშობლოს დაცვისთვის. მეამაყება რომ თქვენთან ერთად ვდგავარ. გმირი მებრძოლები, გმირი ქალაქები – ეს ჩვენი რეალობაა. რაც არ უნდა გაგვიჭირდეს, შერცხვენილები არ ვიქნებით. მტერი დემორალიზებული და გამოფიტულია. მისი გეგმები ბლიცკრიგის, ხელისუფლებისა და უკრაინის საგარეო პოლიტიკის ცვლილების შესახებ ჩაიშალა. მძიმე ოპერატიული და სტრატეგიული სიტუაციიდან გამომდინარე, რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ძალისხმევის გაზრდას სამხრეთ მიმართულებით და ამავდროულად არ წყვეტენ კიევის ალყაში მოქცევის მცდელობებს. ჩვენი ქალაქების მედგარი მცველები – ჩერნიგოვის, ხარკოვის, ნიკოლაევის, სუმის, მარიუპოლის და ეროვნული წინააღმდეგობა არ აძლევს მტერს წარმატების საშუალებას. რამდენი კილომეტრითაც უნდა შემოიჭრას მტერი ჩვენი ტერიტორიების სიღრმეში, მის შენარჩუნებას ის ვერ შეძლებს. მოვუწოდებ ოკუპირებული რაიონების მოსახლეობას, შეუერთდნენ წინააღმდეგობის მოძრაობას. თქვენ გაქვთ იარაღი და მოტივაცია. დაიცავით მშობლიური სახლი!” წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი Facebook-ზე. newsreport.ge/
×
×
  • შექმენი...